შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მეთხუთმეტე თავი)


15-05-2016, 13:26
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 297

ამ სცენის მომსწრე ელიზაბედი, გაშეშებული უყურებდა მათ. გასროლის შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ სისხლით იყო მორწყული არემარე. ეს სისხლი კი ირაკლის სდიოდა. ლიზი მაშინვე მისკენ გაიქცა, ირაკლის თავი მუხლებსი ჩაიდო და სისხლიანი სახე მოსწმინდა. ნიკამ იარაღი ლიზის დაუმიზნა და სროლას აპირებდა, მაგრამ უკნიდან თვიტმფრინავში მყოფი პოლიცია დაესხა თავს და ის დააკვა. მაგრამ ნიკა ენას კვლავ არ აჩუმებდა.
- ელიზაბედ, გპირდები განანებ ამ ყველაფერს. ინანებ რომ ნიკა გველესიანი გადაიმტერე. ნიკას პოლიციამ ბორკილები დაადო და მიყავდათ, ტან გაუჩერებლივ ლაპრაკობდა, ამგრამ ლიზის ახლა მისი ლაპრაკი ყველაზე ნაკლებად ადარებდა. იგი ირაკლისთან იყო და სიკვდილის პირას მყოფი ცაბაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდა.
- ირაკლი, როგორ ხარ, შეეცადე თვალები არ დახუჭო გთხოვ, მალე მოვა დახმარება.
- ლიზი, ულამაზესი თვალები გაქვს ახლა დავაკვირდი შენს ცისფერ და ზღვასავით მღელვარე თვალებს.
- კაი რა ცაბაძე, ახლაც მაგაზე როგორ ფიქრობ?
- მიყვარხარ, ელიზაბედ.
- გთხოვ ცაბაძე, ნუ ლაპარაკობ ახლა შენთვის ეგ არ შეიძლება.
- ელიზაბედ თუ მოვკვდები... ლიზიმ სიტყვა შეაწყვეტინა.
- შენ არ მოკვდები და ეგ აღარ გაიმეორო გასაგებია? მე ისედაც საკმარისი ადამიანი დავკარგე და შენ ვეღარ დაგკარგავ, გესმის? ვეღარ ამდენს ვეღარ გავუძლებ.
- ლიზ, შენთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ცოცოხალი ვიქნები თუ მკვდარი?
- რეებს ბოდიალბ ხომ არ გაგიჟდი?
- ლიზ, შენ თვი..თონ მითხარი რო..მ შენთვის არაფერს ვნიშნავდი და.. არას..დროს შემიყვარებდი. ლაპარაკი ნელ-ნელა უჭირდა ირაკლის.
- ვიცი რომ მე გითხარი მაგრამ.. არ ვიცი უბრალოდ არ მიდნა შენი სიკვდილი, ვიცი უშენოდ გამიჭირდება ცაბაძე.
- ლიზ.. შენთან ერთი კითხვა მა..ქვს.
- გისმენ...
- მას შემდეგ რაც გაიგე, რომ მამაჩემმა დახოცა შენი მშ..ობლები.
- რაა? ეგ არ ვიცოდი. ლიზის ზალიან გაუკვირდა იმიტომ რომნიკას ამის შესახებ მისთის არაფერი უთქვამს.
- ხო ლიზ, ასეა. მამაჩემია ის ადამიანი ვინც შენ მშობლები წაგართვა. ლიზის ენა ჩაუვარდა არ იცოდა რა ეთქვა.
- და მერე?
- ალბათ გენდომება, რომ მამაჩემზე შური იძიო, მე კი თქვენს შოო..რის აღმო..ვჩნდები ლიზ.
- არ ვიცი, მაგრამ შენ რა კითვა გქონდა?
- არჩევანის გაკეთება რომ.. მოგიწი..ოს, რომელს აირჩევ?
- რას და რას შორის უნდა მომიწიოს არჩევანის გაკეთება, ცაბაძე?
- სიყვარული თუ შურისძიება? ლიზიმ არიცოდა რა ეპასუხა, პასუხზე დაფიქრდა რა რააცის თქმას აპირებდა, მაგრამ სასწრაფო გამოჩნდა და ირაკლი წაიყავნეს. ლიზიც მათ გაყვა. ირაკლი ქვევით ჩაიყვანეს და სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს. ლიზიც იქ ასვლას აპირებდა მაგრამ ამ დროს დაიანხა ცხედარი, რომელსაც თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. მაშინვე მიხვდა, რომ ის გიოს ცხედარი იყო და მასთან მივარდა. პოლიცია არ უშვებდა მაგრამ მაინც შევარდა და მის წინ მუხლებზე დავარდა. ცხედარს ზეწარი გადახადა და მართლაც გიო იყო. გიოს ცხედარი იმ დროის განმავლობასი გარეთ იყო. მხოლოდ მაშინ დააწვინეს საკაცეზე, როცა სანდრომ პოლიცია მოიყვანა.
- სად მიგყავთ გიო? დაუყვირა ერთ-ერთ პოლიციელს.
- მორგში უნდა გადავიყვანოთ.
- რა? რა მორგსი ამის უფლებას ვინ მოგცათ? ის ჩემი ძმაა.
- მაშინ თქვენი სახლის მისამართი მოგვეცით და იქ გადავასვენებთ.
- კარგით. მათ ჩემი სახლის მისამართი მივეცი და ჩემი ძმის ცხედარი მანქანაში გადაიტანეს. შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი კვლავ მე მომადგა.
- თქვენ პოლიციაში უნდა მობრძანდეთ, ნიკა გველესიანის საწინააღმდეგოდ ჩვენება უნდა მისცეთ.
- კარგი, ხვალ მოვალ.
იქავრობა დავტოვეთ. ჩემს სახლთან გაჩერდა მანქანა და ჩემი ძმის ცხედარი გადმოასვენეს. არ ვიცოდი ბიძიასა და ბიცოლასთვის ეს როგორ მეთქვა. სახლის კართან, რომ მივედი ზარი დავრეკე და ბიცოლამ გამიღო. არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომ მხოლოდ ჩავეხუტე. ძალიან ძლიერად და არ ვუშვებდი. ის კი გაკვირვებული იყო.
- ელიზაბედ, რა მოხდა?
- ბიცოცა იცი.. ეს .. არ ვიცი როგორ გითხრა...
- რა მოხდა? ხმა ალოიღე, ელისაბედ, ნუ მაშინებ, მითხარი რა ხდება?
- ბიცოლა გიო... ის...
- რა ის გიოს რა დაემართა? ხმა ამოიღე..
- ბიცოლა, ის.. ბიცოლა გიო მოკვდა...
- რაა? გოგო შენ ხო არ გაგიჟდი? რას ნიშნავს მოკვდა? გიო სადაა?
- მაპტიე ბიცოლა, მე ის ვერ დავიცავი. მე პირობა დავდე, მაგრამ ვერ შევასრულე...
- ელიზაბედ, მითხარი რომ მატყუებ.. გთხოვ მითხარი. გიო არა გიოს არაფერი მოუვიდოდა რას ამბობ?
- ბიცოლა, ბევრი რამ მოხდა ახლა ვერ აგიხსნი. უბრალოდ ამ ყველაფერს გიო შეეწირა. ისევ იმ საშინელ შურისძიებას. ამ შურისძიების გამო ჯერ მშობლები დავკარგე, ახლა კი ძმა.
- არა, გიო არა. ის ამას არ მისახურებდა, ოღონდ ის არა. ბიცოლამ მოულოდნელად გონება დაკარგა. მე დავიჭირე თორემ ძირს დავრდებოდა.
- ბიცოლა, გამოფხიზლდი რა დაგემართა? ბიცოლა.. ვუყვიროდი და თან ვცდილობდი მის გამოფხიზლებას. ამასობასი გიოს გვამი სახლში შემოიტანეს და სასტუმრო ოთახში დატოვეს. პოლიციის თანამშრომლები გავაცილე და კვლავ ბიცოლასთან დავბრუნდი. ის უკვე გონს მოსულიყო და წამოდგომას აპირებდა, მაგრამ მე შევაჩერე.
- არა ბიცოლა, შენ უნდა იწვე ცუდად ხარ.
- სად უნდა ვიწვე, ჩემი ბიჭი მომკვდარა და მე ვიწვე?
- ვიცი, ვიცი ბიცოლა, რომ ეს შენთვის ძნელია, მაგრამ ახლა დასვენება გჭირდება.
- რა დასვენება გამატარე გიო უნდა ვნახო.
- ხო მაგრამ ბიცოლა..
- არანაირი მაგრამ, გაიწიე ახლავე. გვერდზე გამწია და მისაღებში გავიდა. მაშინვე დაინახა თეთრ ზეწარგადაფარებული გვამი და იქ მივარდა. ზეწარი გადახადა და ტირილი აუტყდა. ბოლო წამადე სჯეროდა, რომ შეიძლებოდა გიო არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც რეალობა აღმოჩნდა. ბიცოლას ცრემლები წამოუვიდა, მაშინვე მასთან მივედი და მის დამშვიდებას ვეცადე, ცოტათი გამომივიდა კიდეც. ბიცოლა საძინებელში შევიყვანე და როგორც კი დაიძინა სახლი დავტოვე. უკვე ვიცოდი სადაც უნდა წავსულიყავი, ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში მივედი. სახელი-გვარი ვუთხარი და ცაბაძის პალატისკენ გავემართე. პალატასთან ცაბაძის მამა დამხვდა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. არ მეგონა ამ კაცს გული თუ ჰქონდა და საერთოდ ვინმე თუ ადარდებდა. თუმცა ის რომ ახლა ცაბაძეზე ნერვიულობდა ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, მასთან მივედი და პალატის კართან მივედი მინდოდა შემეხედა იქ. მაგრამ მკლავში ხელი წამავლო და გვერდზე გამომწია. ამან ძალიან გაამცოფა და შეტევაზე გადასვლა გადავწყვიტე, ერთდოურლად ყველაფრის გამო. განსაკუთრებით კი ჩემი ძმის გამო, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო და ახლა ისიც წამართვა.
- შენ აქ მოსვლა, როგორ გაბედე ელიზაბედ ზედგინიძე?
- ხელი გამიშვით! დავუყვირე ბოლო ხმაზე.
- მოკეტე და აქედან წადი.
- რაა? თქვენ რა ხმის ამოღებასაც ბედავთ? მადლობა თქვით, რომ თვქენი შვილი საავადმყოფოშია, თორემ ახლავე ციხეში გაგაიშვებდით.
- რეებს ბოდიალობ, გოგო, ახლავე წადი აქედან.
- არსადაც არ წავალ. აქ დავრჩები სანამ ცაბაძე გონს არ მოვა. თქვენ კი ხმას დაუწიეთ, რადგან ეგეთი ტონით საუბრის უფლებას ჩემთან არ მოგცემტ. სულ არ მაინტერესებს ვინ ხართ. იცოდეთ ინანებთ რაც ჩემს ოჯახს დაუშავეთ ამიტომ, გირჩევნიათ თავი ჩემსგან შორს დაიჭიროთ.
- შე ღლაპო, ეგრე ლაპარაკს როგორ მიბედავ? შენ საერთოდ იცი ვინ ვარ?
- დიახ ვიცი, თქვენ მკვლელი დავით ცაბაძე ხართ. ის ურჩხული, რომელმაც ჩემი მშობლები დახოცა. იცოდეთ ინანებთ მაგას.
- მამაშენის ასლი ხარ. ზუსტად მისნაირი თავხედი, ღირსი იყო რომ მოვკალი და ამას არასდროს ვინანებ.
- გაჩუმდით გასაგებაია? გაჩუმდით! მამაჩემის სახელის თქმას როგორ ბედავთ. მის ფრჩხილადაც არ ღირხართ. თქვენნაირი უნამუსო ადამიანი ჯერ არ მინახავს. მკვლელი ხართ მკვლელი!! თქვენ საკუთარი შვილიც კი არ დაინდეთ და და სხვას როგორ დაინდობდით. თვქენს გამო ცაბაძე სიკვდილს ებრძვის თქვენ კი ისევ მკველობაზე და წარსულის შურისძიებაზე ფიქრობთ? რა ადამიანი ხართ? უკვე აღარც კი მძულხართ, რადგან თქვენნაირი სულმდაბალი ადამიანი მაგასაც არ იმსახურებს. უბრალოდ მეცოდებით, იმდენად მეცოდებით, რომ თვქენთან საუაბრიც კი ზედმეტია. ვერ გთხოვთ, რომ აქედან წახვიდეთ იმიტომ, რომ მამა ხართ რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩემთან საუბარიც კი აღარ გაბედოთ.
- ელიზაბედ?
- რა გინადათ?
- მამაშენს ძალიან გავხარ. მისანირი ძლიერი და მიზანდასახული ხარ. მისანირი ჭკვიანი, რომელიც მაინც ყველაფერს ახერხებდა დაბრკოლებების მუხედავად. შენმა სიტყვებმა მიმახვედრა ჩემს შეცდომას.
- ახლა უკვე ძალიან გვიანია. ვეღარაფერს გამოასწორებთ. ვერც მშობლებს დამიბრუნებთ, ვერც ძმას და ვერც ცაბაძის ფეხზე დაყენებას შეძლებთ.
დავითს აღარაფერი უთქვამს იქაურობა ისე დატოვა, მე კი კვლავ პალატის კართან მივედი და ცაბაძეს მივაშტერდი, რომელსაც კვლავ ეძინა, მაგრამ რატომღაც ძალიან მშვიდი მომეჩვენა. ამ დროს ექიმი გამოჩნდა. მაშინვე მასთან მივედი.
- ექიმო, როგორ არის? ხომ კარგად გახდება?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. გადავრჩით, რომ ჭრილობა ღრმა არ იყო და ტყვიის ამოღება შევძელით. ასევე ძლიერი ორგანიზმი აქვს და რამდენად უცანურიც არ უნდა იყოს, ისე მომეჩვენა თითქოს სიცოცხლისთვის იბრძოდა.
- ვიცი. ის ბოლომდე იბრძვის და მიზანს აღწევს. გამიხარდა და სასიამოვნოდა გამეღიმა.
- ხო მართლა. ოპერაციის დროს ეს ქონდა ხელში და სანამ გონებას დაკარგავდა, ლიზის ახსენებდა. ამბობდა რომ ძალიან უყვარს და იქნებ გააგებინოთ მაგ ადამიანს, ალაბთ მისი ნახვის შემდეგ პაციენტი კარგად გახდება. ეს კი იმ გოგოს გადაეცით თუ შეიძლება.
ამ ყველაფერმა რატომღაც შინაგანად გამაძლიერა და სითბო ჩამეღვარა ცაბაძის იმართ გულში. ექიმმა ცაბძის მედალიონი მომცა და წავიდა. მასზე ლ და ი იყო ამოტვიფრული, ზუსტად ისეთი იყო როგორიც მან დაბადების დღეზე მაჩუქა. შემდეგ კი კვლავ მის პალტასთან მივედი და შიგნით შევედი. იქვე მდგარი სკამი საწოლთან მივწიე, დავჯექი და ცაბაძეს შევხედე. ექიმის სიტყვები გამახსენდა და უფრო მესიამოვნა ახლა მის გვერდით ყოფნა. მისი დიდი ხელი ჩემს სუსტ ხელებში მოვიქციე და თავი მასზე დავდე. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მისი ხელი გაინძრა. თავი მაშინვე ავწიე და სსახეზე შევხედე, თვალები ნელ-ნელა გაახილა და მე შემომხედა. გამეღიმა და თან გამიხარდა გონზე რომ მოვიდა.
- გამარჯობა!
- გაამრჯობა,ლამაზო.
- როგორ ხარ?
- არამიშავს, მგონი უკეთ.
- კაია, ძალიან მიხარია.
- ლიზ, მიყვარხარ.
- მე.. იცი.. არ ვიცი რა გითხრა.
- უბრალოდ მიტხარი, რომ იგივეს გრძნობ.
- ხო მაგრამ, იქნებ არ ვგრძნობ?
- ჩემი აზრით გრძნობ, ელიზაბედ.
- რა? რატომ?
- ამიტომ... თავის ხელს შეხედა, რომელზეც ისევ მქონდა ხელი მოჭერილი და არ ვუშვებდი. მე დავიბენი და ხელი სწრაფად გავუშვი. ამ დროს მედალიონი ძირს დავარდა და გაიხსნა, იქიდან კი ჩემი ფოტო ამოვარდა. ორივე ხელში ავიღე და ფოტო თავის ადგილას ჩავსვი, შემდეგ კი ირაკლის შევხედე.
- ელიზაბედ, მიყვარხარ ჯიუტო ლამაზმანო და სამუდამოდ მეყვარები!
მას თვალები ეხუჭებოდა, მე მის მიმართ დიდ სითბოს ვგრძნობდი და მინდოდა ახლა მაინც მეთქვა, თუ რას ვგრძნობდი მის მიმართ. მაგრამ მოულოდნელად მასზე შეერთებულმა სისტემამ წრიპინი დაიწყო. მივხვდი, რომ გული უჩერდებოდა და მასთან ერთად მეც ცუდად გავხდი. გულში ტკივილს ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ძვირფასს ვკარგვადი.



№1 სტუმარი landa

ვაიმეე რაა დროოსს გაწყვიიტეეე მალეე დადეე მაგარი ხარრრ

 


№2  offline წევრი Shorena Quqchishvili

landa
ვაიმეე რაა დროოსს გაწყვიიტეეე მალეე დადეე მაგარი ხარრრ
მადლობა დიდი, მალე დავდებ ასევე საინტერესო თავს, იმედია ასევე მოგეწონებათ request love
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№3  offline წევრი eki_eka_ake

მართლა კარგია შინაარსი მაგრამ იგივე შეცდომა :(( "იქავრობა"- არა რა გთხოვ აღარ გააკეთო საშინელებაა ((

 


№4  offline წევრი Shorena Quqchishvili

eki_eka_ake
მართლა კარგია შინაარსი მაგრამ იგივე შეცდომა :(( "იქავრობა"- არა რა გთხოვ აღარ გააკეთო საშინელებაა ((
გმადლობ ამის შემსეგ გავითვალისწინებ smile
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent