შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (2)


15-05-2016, 15:54
ავტორი ანკა
ნანახია 9 446

მეორე დღეს ძალიან დაღლილმა გავიღვიძე. იმდენმა ცეკვამ თავისი ქნა - ფეხზე ადგომის თავი არ მქონდა. ნელა გადავატრიალე თავი ლილეს საწოლისკენ და გაკვირვებულმა ვჭყიტე თვალები, როდესაც დაქალი საწოლში არ დამხვდა.
„ალბათ ისევ ბიჭებთან ერთადაა“ - გავიფიქრე ჩემთვის და ბიჭების მაგივრად თვალწინ მხოლოდ ალექსანდრე დამიდგა.
ჩემი საწყალი კაბა, ნეტა ოდესმე თუ ამოვა ხისთავიანის დატოვებული ლაქა. უკმაყოფილომ წარბები შევკარი და უზარმაზარ საწოლში კოტრიალი დავიწყე.
-ოთახის მომსახურებაა შეიძლება? - უეცრად კარზე კაკუნი გავიგე და მეც იმწამსვე გადასაფარებელში ჩავძვერი.
-კი, მობრძანდით - ვუპასუხე და ოთახის კარიც გაიღო. ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა. გამხდარი, ოდნავ მაღალი, შავგვრემანი...
-დილამშვიდობისა - თბილად მომესალმა და თეთრეული ტუმბოზე დადო.
-დილამშვიდობის - საპასუხოდ მეც თავაზიანად გავუღიმე. ერთხანს თვალებში მომაშტერდა, თუმცა შემდეგ თავის საქმეს მიხედა და ნომრის მოწესრიგებას შეუდგა.
-გარეთ კარგი ამინდია, სიმართლე გითხრა ერთადერთი ხარ ვისაც ახლა სძინავს - ჩაიცინა და ისევ ჩემკენ გამოაპარა მზერა.
-გუშინ ძალიან დავიღალე და.. - მოკლე ახსნით შემოვიფარგლე და მისი დაკვირვება განვაგრძე.
-რა გქვია? - მკითხა ვითომ სხვათაშორის.
-დეა
-ძალიან ლამაზი სახელია
-მადლობა - ცოტა უხერხულად შევიშმუშნე. ნამდვილად არ მიზიდავდა მასთან ამხელა დალოგი და მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე დამთავრებულიყო. ბოლო-ბოლო საცვლებში გამოწყობილი მხოლოდ იმიტომ ვიყავი კისრამდე საბანში ჩამძვრალი, რომ მას რამე არ დაენახა. არადა როგორ მხელოდაა...
-ხვალამდე დეა - გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. დამშვიდობების ნიშნად მხოლოდ მქრთალად გავუღიმე და კარი მიხურა თუ არა საბანი ძირს მოვისროლე.
-ძააალიან მცხელაა - დავიწყე ჩემთვის წუწუნი და კომფორტულ საწოლზე გორაობა.

ამასობაში მუცელმაც თავი შემახსენა და საწყლად ამოიღმუვლა რამე მაჭამე მოვკვდიო. ეს უკვე უდაოდ იმის ნიშანი იყო, რომ უნდა ავმდგარიყავი და რამე მეჭამა. ვგიჟდები ტკბილეულობაზე, განსაკუთრებით კი შოკოლადზე. ხშირად არ ვჭამ, მაგრამ თუ სადმე დავინახავ თავის შეკავება არ შემიძლია. საბედნიეროდ ჩემი ტკბილეულისადმი სიყვარული ჩემს წონაზე არ მოქმედებს, თორემ აქამდე ალბათ 100 კილო ვიქნებოდი. ჯინსის შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, ფეხზე შავი „შლოპანცები“ ამოვიცვი და კოსად შეკრული თმებით გავემართე სასტუმროს საუკეთესო განყოფილებისკენ - ბუფეტში. ნუ, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარდა ეს ტკბილეულობებით სავსე ოთახი...
ბევრი არ მიჭამია, თუმცა დესერტად საკმაოდ დიდი ვანილის ნაყინი ავიღე შოკოლადის სიროფით და მიწის თხილით.
-მაგდენი ჭამა გაგასუქებს - სხვათაშორის ჩაილაპარაკა ნაცნობმა ბოხმა ხმამ და ვიღაც გვერდზე ამომიდგა. ინტერესით გავიხედე მისკენ და ხელში თმააბურძგნული ალექსანდრე შემრჩა.
-რა შენი საქმეა მე რა გამასუქებს - შევუღრინე და ნაყინით ხელში აუზისკენ წავედი.
-შენთვის გეუბნები შტერო, მერე ბიჭებს აღარ მოეწონები - თვითონაც უკან გამომყვა უზარმაზარი კრუასანით ხელში და ენა გამომიყო.
-ნერვებს მიშლი - შევეპასუხე გაღიზიანებული და ჩრდილში მდგარ ბარის მაგიდასთან ჩამოვჯექი, აუზში კი მოცურავე ლილე დავინახე და ვანიშნე მეც მალე შემოგიერთდებითქო.
-ხო ვიცი - მიპასუხა და მხრები უდარდელად აიჩეჩა - აბა სხვა რა ვაკეთო?!..
-მე თავი დამანებე და რაც გინდა ის ქენი - ხელები ჰაერში ავაფრიალე და გაბრაზების მაგივრად გამეცინა.
-ზედმეტად ბევრს ითხოვ ქალბატონო - ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი გაჩუმდა და უბრალოდ თვალებში ყურება დამიწყო.
-მოიცა მოიცა... ეგრე ნუ მიყურებ - მაშინვე დავარღვიე სიჩუმე და „დამნაშავე ფაქტზე გამოვიჭირე“, თან საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუწიე.
-როგორ? - გაკვირვებულს ჩაეცინა და კრუასანის ბოლო ლუკმა გემრიელად შესანსლა.
-ძალიან კარგად იცი როგორც -შევუბღვირე დასერიოზულებულმა.
-არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ისევ მხიარულ განწყობაზე მყოფმა და ოდნავ მოჭუტა თვალები.
-კაი რა, დარწმუნებული ვარ გამოუსწორებელი მექალთანე ხარ და ეგეთი მზერით გოგოებს კერავ. იცოდე ჩემთან არ გაგივა - ვითომ გავაფრთხილე და ფეხზე წამოვხტი. ზურგს უკან მისი ჩაცინება გავიგე, თუმცა სასტუმროსკენ სიარული განვაგრძე.
-მოიცა, სად მიდიხარ? - ისიც ფეხზე წამოდგა და გაღიმებულმა მკითხა.
-უნდა გამოვიცვალო და ლილეს შევუერთდე - თავით ლილესკენ ვანიშნე და ისევ გავბრუნდი.
-ამ აუზში ცურაობას არ ჯობს პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე გავიდეთ? - მკითხა თავისი ახალი იდეით კმაყოფილმა და თვალები გაუბრწყინდა.
-რავი.. კი - რამდენიმე წამს დავფიქრდი და თავი დავუქნიე. მაგარი იქნებოდა წყნარი ოკეანე და ჰავაის ქვიშის სანაპირო. სწორედ ამის ნახვას ვოცნებობდი და შინ ისე არც დავბრუნდებოდი ალბათ.
-ლილეე! - აუზთან მივედი და მოცურავე დაქალს დავუძახე.
-რაიყო? - მკითხა კმაყოფილმა და წამიერად ჩემს გვერდზე მდგომი ალექსანდრე ეჭვისთვალით აათვალიერა.
-პლაჟზე მივდივართ და ამოდი მაქედან, მოვემზადოთ - ვახარე აჟიტირებულმა.
-მართლა? აუ ძაან მაგარია!! - წიკვინით ამოვიდა აუზიდან და ერთ ადგილას ცქმუტვა დაიწყო.
-მე ბიჭებს ვეტყვი და 15 წუთში მზად იყავით - თითი გამაფრთხილებლად დაგვიქნია ალექსანდრემ და წავიდა...


-ფოტოაპარატი წამოიღე აუცილებლად!
-აუ ჩემი მზის სათვალე სადაა?!
-მზისგან დამცავ კრემს ვერ ვპოულობ...
-ეს ბიკინი ჩავიცვა თუ ეს? - დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო ჩვენს ოთახში იმ 15 წუთის განმავლობაში. სულ ფართხა-ფურთხით ჩავყარეთ ჩანთაში რაც ხელში მოგვხვდა და ნომრიდან გამოვვარდით. ბიჭები, რა თქმა უნდა, ქვემოთ დაგვხვდნენ გამზადებულები თანაც ოდნავ უჩვეულო ნივთებით - სერფინგის დაფებით ხელში.
-ოჰოო! - წამოიძახა გაოცებულმა ლილემ - ამით სრიალი იცით?! - ხელი დაფებისკენ გაიშვირა და თან ერთ-ერთი დაფის კიდეზე თითები გაასრიალა. დაფებმა მართლაც მიიპყრეს ჩემი ყურადღება, თუმცა უფრო მეტად თვალი ალექსანდრეს პრესისკენ გამექცა. რაღა მას მივაშტერდი! მის ძმაკაცებსაც მშვენიერი პრესი ჰქონდათ, თუმცა ყველა უბედურება ხომ მე უნდა დამემართოს. შეამჩნია როგორ დაკვირვებით ვუყურებდი და თვალი ჩამიკრა, საპასუხოდ კი წარბშეკრულმა გავაქნიე თავი და ტუჩები დავბუშტე.
-ხო აბა საყურებლად კიარ დაგვაქვს - გაიცინა ბაჩომ.
-თუ გინდათ თქვენც გასწავლით - შემოგვთავაზა ალექსანდრემ.
-აუ კიი მაგარი იქნება - გახარებულმა ლილემ ტაში შემოკრა და გადაიკისკისა.
-ხოო, მეც მინდა მაგრამ შენ არ მასწავლო, თორემ ალბათ იქვე დამახრჩობ - ენა გამოვუყავი და ხელები გადავაჯვარედინე.
-შენ მართლა იმ ოკეანეში ხარ დასახრჩობი - არც მან დამაკლო სიმწარე.
-რატომ არ მოგტყდა კისერი მაგ დაფაზე დგომის სწავლისას - ვითომ იმედგაცრუებულმა ავაფრიალე ხელები და ალექსანდრეს სანახევროდ შევაქციე ზურგი.
-აუ ისე მართლა საშიშია გოგოებო და წინასწარ გაფრთხილებთ, რომ თუ ცურვა კარგად არ იცით არ ღირს - საუბარში ჩაერთო ერეკლე.
-ცურვა კარგად ვიცით, ნუ ყოველ შემთხვევაში არამგონია დავიხრჩოთ - მეგობრულად გავუღიმე მას.
-ძალიან კარგიი! ხოდა მაშინ წავიდეთ! - წამოიძახა აჟიტირებულმა ბაჩომ და გზას გავუდექით. რამდენიმე წუთში ოქროსფერი ქვიშის ულამაზეს სანაპიროზე ვიყავით.

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (2)


-აქ სერფინგის დაფები გამოგადგებათ? - ვიკითხე გაურკვევლობაში მყოფმა, რადგან ტალღები მუხლებამდე ძლივს მწვდებოდა.
-აქ არა, იქეთ მხარეს ნელ-ნელა იზრდება ტალღები და იქ მივდივართ - გამიღიმა ბაჩომ და წინ წასულ თოკას ზურგზე მოულოდნელად შეახტა, რაზეც ყველას სიცილი აგვიტყდა.
-ჩამოეთრიე შე*ემა მაქედან! - თოკა მოულოდნელობისგან დაბარბაცდა, თუმცა მაინც შეძლო წონასწორობის დაცვა.
-რაიყო ბიჭო არ ვიმსახურებ მეფესავით ხელით ტარებას? - ამაყად გაიჯგიმა მეგობრის ზურგზე და შემდეგ უფრო კომფორტულად მოეჭიდა, რათა თოკას მოულოდნელად არ გადმოეგდო.
-მეფე იქნება რო მოგისვრი ანტარქტიდაზე! - არ ჩერდებოდა და გაბრაზებული აგრძელებდა ლაპარაკს.
-რაღა ანტარქტიდა შე*ემა, უკეთესი ვერ მოიფიქრე? - უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-უკეთესი რომ არ მემეტება მაგაშია საქმე - უპასუხა ნიშნისმოგებით და ძლივს მოახერხა ზურგზე შემხტარი ძმაკაცის ჩამოგდება.
-ეეე მეკიდე ბრატი მეგონე, ეს ვინ ყოფილა - ამოილაპარაკა ვითომ იმედგაცრულებული ბაჩომ და მე ამომიდგა გვერდით - დეა, შენ მაინც ხომ არ გამწირავ ამ უჟმურივით? - ხელი ხელში გამიყარა და ნაბიჯი ამიწყო.
-არა, რა თქმა უნდა - ვუპასუხე კისკისით.
-რამდენს ცანცარებ ბიჭო - ჩაეცინა ერეკლეს.
-არ შეიძლებაა?! კარგ ხასიათზე ვარ ვახხ!!! - შეიცხადა ბაჩომ.
სიარულში ნელ-ნელა შევამჩნიე როგორ შეცვალა ლივლივა ზღვა საშუალო ზომის ტალღებმა. სანაპიროს აქეთა მხარეს ზღვის ტალღების ხმაურით იყო ყველაფერი მოცული.
-აქ ვერ შევალ - შიშისგან საწყლად ამოიკნავლა ლილემ. ჰოო, ტალღები მაინც ორივეს გვედიდებოდა...
-მაშინ შენ უფრო პატარა ტალღებზე სცადე - გაუღიმა თოკამ. - ჯერ დადგომა არცაა აუცილებელი, უბრალოდ დაფას უნდა მიეჩვიო და მერე დადგები კიდეც - დაიწყო დარიგებების გაცემა.
-რა იყო, შენც შეგეშინდა? - ამასობაში მე ალექსანდრე მომიახლოვდა, ერთი ხელი წელზე მომხვია და ყურში გამომწვევად მიჩურჩულა. მისი ახლოს ყოფნის გამო გული ამიჩქარდა და შემკრთალმა უცბად დავიხიე უკან.
-მე? საიდან მოიტანე?! - ვიუარე ვითომ გაკვირვებულმა, არადა მეორე წამსვე ვინანე.
-შუბლზე გაწერია - გაეცინა და მზერა გამისწორა - თანაც დაბნეულად იხედები აქეთ-იქეთ - წარბი აწია და უფრო დაკვირვებით ამათვალიერა.
-შეეშინდებოდა აბა რა იქნებოდა ბიჭო, ამ ტალღებზე პირველ ჯერზე მეც არ შევიდოდი - გვერდზე ბაჩო ამომიდგა და ცალი ხელი მხარზე გადამხვია. ისევ ეს თუ გამომიყვანდა ამ სიტუაციიდან..
-დეა, არ გადამრიო და იქ არ შეხვიდე! - გამაფრთხილებლად დამიბრიალა თვალები ლილემ. ერეკლეს და თოკას მომლოდინე მზერა ჰქონდათ, ბაჩოს მეგობრული, ლილეს გამაფრთხილებელი და აი ალექსანდრეს კი გამომწვევი. მიწვევდა, რომ დამწყებისთვის დიდ ტალღებს შევჭიდებოდი. არ ვეცოდებოდი მაინც?!
-რა მომივა? - ოდნავ ავიჩეჩე მხრები.
-რა მოგივა და ტალღა დაგაბზრიალებს წყალში - დოინჯშემორტყმული ამესვეტა წინ ლილე.
-დეა გაშინებენ - თვალი ჩამიკრა ალექსანდრემ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ხისთავიანს მაშინვე შევუბღვირე და ვარჩიე დაქალისთვის დამეჯერებინა.
-შენ ჩემმა მტერმა დაგიჯერა - ენა გამოვუყავი და ნაბიჯს ავუჩქარე, რამე არ მოვიწიო ამდენი ტლიკინითთქო.
-კაპასი - ჩაილაპარაკა ვითომ თავისთვის, თუმცა მე მაინც გავიგე და დაბღვერილმა განვაგრძე სიარული.

დაფაზე დგომას ან სრიალს რამდენად ვისწავლი მომავალში არ ვიცი, თუმცა მალევე გავაანალიზე, რომ სერფინგის დაფით ძალიან მაგარი სურათების გადაღება შეიძლებოდა. ალექსანდრემ ჯელტმენობა გამოიჩინა და თავისი დაფა მე დამითმო, ლილეს კი ვინ დაუთმობდა თუ არა თოკა! აშკარად მომავალი გვტრიტები იყვნენ და მათ შემხედვარე სახეზე ღიმილს ძლივს ვიკავებდი.
-ჩვენ ცოტას გავერთობით და მოვალთ - დაგვიბარეს ერეკლემ და ბაჩომ და დიდი ტალღებისკენ გაცურეს.
-თოოკ, დაფაზე მინდა დავდგეე - მუდარის ტონით თქვა ლილემ და დაფასთან მდგომ ბიჭს ლეკვის თვალებით გახედა. ძალიან ღრმად არ ვიყავით შესულები, ბიჭები რომ იდგნენ წყალი მხრებამდე სწვდებოდათ.
-ასე ვერ დადგები, წაიქცევი - გაეცინა თოკას.
-აბა როგორ? მასწავლე რა - დაუწყო ხვეწნა.
-დაბალი ტალღა მაინც უნდა იყოს, გაჩერებულ წყალში ამოყირავდები - ღიმილით აუხსნა ბიჭმა.
-წამო წავიდეთ - თქვა აჟიტირებულმა.
-კაი, მაგრამ მერე კივილი არ დაიწყო მეშინიაო - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, შემდეგ კი ორივე ოდნავ მოზრდილი ტალღებისკენ გაემართნენ.
-მოგეწონა დაფაზე მჯდომარეს ნებივრობა? - მკითხა მომღიმარმა ალექსანდრემ და ერთ წამში თვითონაც დაფაზე შემოხტა.
-ააა! კინაღამ გადავვარდი დებილო! - შიშისგან ვიკივლე და მაშინვე დაფას ჩავეჭიდე ორივე ხელით.
-ძალიან საყვარლად ბრაზდები - გაეცინა მას.
-ვაუუ, ეს რა კომპლიმენტი დავიმსახურე - სარკასტულად ჩავიცინე და ალექსანდრეს მზერა გავუსწორე.
-კომპლიმენტს თითქმის არავის ვეუბნები, ასე რომ შენთვის დიდი პატივია - ვითომ დამრიგებლური ტონით მითხრა და თითი დამიქნია.
-ოჰჰ, რაღა მიჭირს - დამცინავად ამოვიფრუტუნე და დაფის საპირისპირო ბოლოსკენ გავიჩოჩე, რადგან ალექსანდრე ზედმეტად ახლოს მეჯდა.
-ალექსანდრე, დაფა დიდია და შეგიძლია მიიწიო, იქეთაც არის ადგილი - თითით მეორე ბოლოსკენ მივანიშნე და წარბები უკმაყოფილოდ შევჭმუხნე.
-ძალიან კომფორტულად ვზივარ და მეზარება - მიპასუხა უდარდელად.
-კიბატონო მანდ იჯექი, სულ არ მაწუხებ, როგორ გეკადრება.. - დავიწყე ირონიული რეპლიკების სროლა და ხელების ჰაერში ფრიალი.
-ისე ამბობენ გველი წყალში რომ შედის შხამს სანაპიროზე ტოვებსო. ალბათ სხვა ჯიშის გველზეა ნათქვამი არა?... - თქვა ვითომ ჩაფიქრებულმა კითხვისნიშნიანი მზერით. ისე გამაბრაზა მისმა ასეთმა რეპლიკამ რომ სიამოვნებით გადავცხებდი თავში სერფინგის უზარმაზარ დაფას. რა ლამაზად გადაემტვრეოდა ალბათ? იქნებ ის სიმპატიური თავიც გახეთქვოდა ამ იდიოტს!
-გველები და სხვა ქვეწარმავლები შენკენ მოიკითხე! - ვუპასუხე გაგულისებულმა.
-ასეთი გაკაპასებული რატომ ხარ - მხიარულად გაიცინა და ყავისფერი თვალებით დაჟინებით ჩამაცქერდა.
-ალბათ შენზე მაქვს ალერგია, ნერვულ სისტემას მიღიზიანებ - გამოვცერი კბილებს შორის.
-იქნებ სულ სხვა რაღაცაშია საქმე?! - ცალი წარბი აზიდა და ისე მკითხა, თან მომიახლოვდა, ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. როდესაც ჩემს სხეულზე მისი მკვრივი კანი ვიგრძენი კინაღამ იქვე გავითიშე, თუმცა გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნება შევძელი. აბა ისე მკითხეთ როგორ ვიყავი? აღელვებულს ლამის გული ამომვარდნოდა, მისი შეხების ადგილას ასე მეგონა ცხელი შანთი დამადესო. ჟრუანტელმა დამიარა და თითქოს წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ტრიალ მინორში მარტო ჩვენ ორნი ვიყავით.
-რ-რაში... - ვუპასუხე ბურტყუნით და ვერც კი მოვიფიქრე უკან გამოვწეულიყავი ან მისი ხელი მომეშორებინა.
-პატარა ხარ და ვერ ხვდები ჯერ, არაუშავს მალე გაიგებ - თვალი ჩამიკრა, მომშორდა და მარჯვენა ხელით სახეზე წყალი შემომასხა. - გაგრილდები - თქვა და ხარხარი ატეხა. ჯერ მოულოდნელობისგან შევკრთი, შემდეგ კი მობეზრებულად ამოვიოხრე.
-აუუ კარგი რაა! - ვთქვი ვითომ გაბუტულმა და ალექსანდრეს გამარჯვებულ მზერას წავაწყდი, წამში გადმოვხტი დაფიდან და თან ისე, რომ ამოყირავებულიყო და მალე ალექსანდრე წყალში თავით გადაეშვა. იმდენად სასაცილო მომენტი იყო, რომ სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე მთელი ძალით ავხარხარდი.
-ოჰ, ხუმრობაც ვისწავლეთო? - გასაბრაზებლად თქვა ალექსანდრემ, როდესაც წყლიდან თავი ამოყო და სახეზე ორივე ხელი მოისვა.
-ეგ ისედაც ვიცოდი ხისთავიანო - ენა გამოვუყავი და ისევ სიცილი დავიწყე.
-ჰეიი რაზე იცინით? - გავიგეთ თოკას მხიარული ტონი, რომელსაც გალუმპული ლილე მოჰყავდა დაფით.
-ყვინთვას სწავლობდი თუ დაფაზე დგომას - აბურძგნული დაქალის დანახვამ უფრო მეტად გამახალისა.
-შანსი არაა, მე ამ დაფაზე დადგომას აღარ შევეცდები! - გადაჭრით თქვა იმედგაცრუებულმა ლილემ უკმაყოფილო ტონით.
-მაგას აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი - ავტეხე კისკისი.
-ბაჩო და ერეკლე რას შვებიან, არ ეყოთ გართობა? - იკითხა ალექსანდრემ სხვათაშორის.
-რავი, დიდ ტალღებზე წავიდნენ, წამო ფეხით გავუყვეთ სანაპიროს და დავინახავთ - თქვა თოკამ.
-ჰო.. ეგრე ჯობია - უპასუხა ალექსანდრემ და დაფებით სანაპიროზე გამოვედით.
ალბათ მალე მოსაღამოვდებოდა. ჩამავალი მზის გამო ცა სულ მოწითალო-მოვარდისფრო იყო. მომაჯადოვებლად ლამაზი იყო ღამით ჰავაის სანაპირო. ნელ-ნელა მივსეირნობდით და რამდენიმეწუთიანი სიარულის შემდეგ ბიჭებიც დავინახეთ. ორმეტრიან ტალღებზე მხიარულად დასრიალობდნენ. ზოგჯერ დაფიდან ვარდებოდნენ და ამას მეორეს გულიანი ხარხარი მოყვებოდა. აქედან ალექსანდრე და თოკა ამხნევებდნენ, თუმცა „გამხნევების“ ნახევარს ირონიული რეპლიკები შეადგენდნენ და ყველა გულიანად ვიცინოდით. ამასობაში მზე პატარა ბურთივით დაჯდა ჰორიზონტის ხაზზე.
-მზის ჩასვლასაც ვნახავთ - თქვა კმაყოფილმა ერეკლემ.
-ძალიან ლამაზია - ჩემდაუნებურად ვთქვი და გამეღიმა.
-ყოველთვის ასეთი ლამაზი არ არის ხოლმე - ყურში ჩამჩურჩულა ალექსანდრემ თითქოს თბილი ტონით და ტანში გამცრა. თვალები გაკვირვებულმა გავახილე და მზერა გავუსწორე.
-აბა როგორია?! - ვკითხე ოდნავ დაბნეულმა.
-მერავიცი, ალბათ გველის შხამი უხდება - ენა გამომიყო და ახარხარდა.
-იდიოტო - ტუჩები დავბუშტე და დაბღვერილმა ისევ მზეს გავხედე.

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (2)

...........
ესეც მეორე თავიი...
ძალიან გამახარეთ ყველამ ასეთი თბილი დახვედრით. მთელი დღეა გაკრეჭილი დავდივარ წინ და უკან. მართლა როგორ მომნატრებიხართ!!!

მიყვარხართ და ველი შეფასებას ჩემო ტკბილებო



№1  offline წევრი ubralod aravin

Kargiaa momwons

 


№2  offline მოდერი ანკა

ubralod aravin
Kargiaa momwons

Madlobaa❤❤❤

 


№3 სტუმარი lile

კარგიააა და აუცილებლად გააგრძელე

 


№4  offline წევრი isterichka123

ვაუ დზალიან მაგარაია ასე გაგრდზელე

 


№5  offline მოდერი ანკა

lile
კარგიააა და აუცილებლად გააგრძელე

Madloba sayvareloo ❤❤❤
isterichka123
ვაუ დზალიან მაგარაია ასე გაგრდზელე

Didi madlobaa❤❤❤❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა კარგია ჩემო საყვარელო love love რაა საყვარელია ალექსანდრე ვგიჟდები მოკლედ რა love feel რა მააგარია ველი შემდეგს love feel

 


№7  offline მოდერი ანკა

aanamaria
ვაიმე რა კარგია ჩემო საყვარელო love love რაა საყვარელია ალექსანდრე ვგიჟდები მოკლედ რა love feel რა მააგარია ველი შემდეგს love feel

Madlobaa❤❤❤❤ dzalian mixaria rom mogwonss

 


№8  offline წევრი Giosgogo)))

ვაიმე რა კაია გააგრზელე აუცილებლად ❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან კარგია ... ვგიჟდები ამათ ჩხუბზეე :D ველი შემდეგს

 


№10  offline მოდერი ანკა

Giosgogo)))
ვაიმე რა კაია გააგრზელე აუცილებლად ❤

Madloba sayvareloo❤❤❤❤
uchveulo
ძააან კარგია ... ვგიჟდები ამათ ჩხუბზეე :D ველი შემდეგს

:dd amati chxubi saxalisoa :D miyvarxarr tkbilo ❤❤❤❤❤

 


№11  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი იყო რა ბიჭია ალექსანდრე love love
ძაან საყვარელია love კარგია უფრო საინტერესო ხდება და ძალიან კაია love
მომწონს ძალიან მალე დადე შემდეგი love love love

 


№12  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძაან მაგარი იყო რა ბიჭია ალექსანდრე love love
ძაან საყვარელია love კარგია უფრო საინტერესო ხდება და ძალიან კაია love
მომწონს ძალიან მალე დადე შემდეგი love love love

Madlobaa❤❤❤❤❤shemdegs male davdebb❤mikvarxarr❤

 


№13  offline მოდერი D-roni

Dzaan momewona ❤️ Shokia !

 


№14  offline მოდერი ანკა

D-roni
Dzaan momewona ❤️ Shokia !

Vuimeee rogor gamaxaree❤❤❤madloba didii

 


№15  offline წევრი kora

მმმმ როგორ მომნუსხა და მომაჯადოვა, უთბილესი და უუგემრიელესი ისტორიაა love smile თურმე როგორ მომნატრებია შენი ისტორიებიდან გადმომავალი ემოციები love
--------------------
kira.G

 


№16 სტუმარი qeti

dzalian dzalian momwons ♡ namdvilad kargi dasawyisia da aba shen ici ♡♡♡gamixarda dzaan rom micani :-D ♡♡♡

 


№17  offline მოდერი ანკა

kora
მმმმ როგორ მომნუსხა და მომაჯადოვა, უთბილესი და უუგემრიელესი ისტორიაა love smile თურმე როგორ მომნატრებია შენი ისტორიებიდან გადმომავალი ემოციები love

Madlobaaa❤❤❤mec momenatre tkbilo❤
qeti
dzalian dzalian momwons ♡ namdvilad kargi dasawyisia da aba shen ici ♡♡♡gamixarda dzaan rom micani :-D ♡♡♡

Shen rogor dagiviwyebdii❤maxsovxar aba ra❤❤❤dzaliann didi madlobaa❤

 


№18  offline წევრი qetiqetiA3

კარგია ძალიან ძალიან <3

 


№19  offline მოდერი ანკა

qetiqetiA3
კარგია ძალიან ძალიან <3

Didii madlobaa❤❤❤❤❤❤

 


№20  offline წევრი anukiana008

ძალიან მაგარია❤❤❤ნამდვილად კარგი მოთხრობაა

 


№21 სტუმარი lulu- lulu

dzalian momewona :-* ra bichiaa aleqsandree :-D :-D shoki mokii .. gaagrdzele aucileblad dzalian maagariiiaa ♥♥ veli shendeg taavs sul moutkmelad .. am istoriis wakitxvis shemdeg mec mteli dge gakrechili davdivaar ♡♡ :-*

 


№22  offline მოდერი ანკა

anukiana008
ძალიან მაგარია❤❤❤ნამდვილად კარგი მოთხრობაა

Didi maadlobaa❤❤❤❤❤
lulu- lulu
dzalian momewona :-* ra bichiaa aleqsandree :-D :-D shoki mokii .. gaagrdzele aucileblad dzalian maagariiiaa ♥♥ veli shendeg taavs sul moutkmelad .. am istoriis wakitxvis shemdeg mec mteli dge gakrechili davdivaar ♡♡ :-*

Madloba sayvareloo❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent