ოცნების შარავანდედი -4-
[თავი 4] იმედი ცოტაც და გადაეწურებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ოცნება არ აპირებდა შარავანდედის გარეშე დარჩენას და ბეთამაც მოხუცებულ კაცს რომ ჰკითხა, ამ სახლთან ამდენი ადამიანი რატომაა შექუჩებულიო, ამგვარი პასუხი მიიღო: ამ სახლში თურმე ვიღაც ზინა და მისი ძმისშვილი ცხოვრობდნენ და შეუძლოდაც სწორედ ეს ძმიშვილი, თათუ გამხდარა. -თათუ? გვარი?-ხავსს ჩაეჭიდა ბეთა და გადიდრონებული თვალები მიაპყრო მოხუცს. -მინდაძე, შვილო. რამე მოხდა? ვერ დავიჯერებ, რომ ამ ნუკრისთვალება გოგომ ცუდი რამ გააკეთა. ისედაც ძალიან დაიტანჯა... ჯერ იყო და დედამ მიატოვა, მერე კი მამა ვიღაც ქალთან ერთად იპოვეს მკვდარი. ძილში გაპარულიყო... ეს დიდი სირცხვილი იყო მისთვის. ზინა მთელი ეს წლებია ცდილობს მშობლების დანაშაული აზღვევინოს თათუს. ისიც მორჩილად იტანს ყველაფერს. სხვა რა გზა აქვს... ''ისაა! ვგრძნობ, ისაა!''-ამის გაფიქრება იყო და საჩქაროდ დაემშვიდობა კაცს. მიწი-მოწია სახლის შესასვლელთან შეკრებილი მეზობლები და შეღებულ კარში შეაბიჯა. შეეძლო დაეფიცა, რომ რაღაც განსაკუთრებული იგრძნო... სხვანაირად ჩაისუნთქა ჰაერი! სხვანაირად მიმოიხედა! მიმოიხედა და... თათუ დაინახა! -შენ ვინღა ხარ?-ოთახში მოულოდნელად შემოვარდა ზინა, რომელიც დაუპატიჟებელ სტუმარს გამოკიდებოდა უკან.-მოხვედი, ქალბატონო, გონს? გონს მოსული თათუ რომ დაინახა, ახლა მისკენ მიმართა ტყვიამფრქვევი. სულაც არ ნაღვლობდა იმას, რომ გოგონა ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა და ხელიც უმწეოდ გადმოვარდნოდა საწოლიდან. -მამიდა, მე...-რაღაცის თქმა დააპირა თათუმ, თუმცა, როგორც ყოველთვის სიტყვაში ზინა ჩაეჭრა. -იცნობ ამ ბიჭს? ბეთა უხერხულად შეიშმუშნა. თათუს ვერ აშორებდა თვალს... ზუსტად არ იცოდა, თათუ იყო ის თუ არა, მაგრამ მაინც ზუსტად იცოდა. ''მის გარდა ასეთი ოცნება ვერავის ექნება!''-ამ არგუმენტით დაასაბუთა თავისი ეჭვი... ეჭვი კი არა, უფრო ჩამოყალიბებული აზრი და ახლაღა აღიქვა ის, რომ გოგონა იწვა, საწოლის ბოლოში ჩამომჯდარი კაცი კი ექიმის ატრიბუტებით იყო აღჭურვილი. -გამარჯობა, თათუ!-თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.-მე ბეთა ვარ. -გამარ...ჯობა.-განცვიფრებამ ენა დაუბა თათუს. -შენ მე არ მიცნობ... -ხო, არ გიცნობ. -მაგრამ გამიცნობ... -ხო, გაგიცნობ. -აქ რა ხდება?-აქოთქოთდა ზინა.-ვერ გავიგე, ჰიპნოზს უკეთებ ჩემს ისედაც გამოშტერებულ ძმიშვილს? ბეთა გამოფხიზლდა. წარბშეკრული მიუბრუნდა ასაკოვან ქალს და მართლაც, მისი ასაკი რომ არა, შეიძლება გაელანძღა კიდეც, ასეთი სასიამოვნო წუთები არასასიამოვნოდ რომ აქცია. -გამარჯობა, ქალბატონო! მე ბეთა ვარ. -ეს უკვე გავიგე, მაგრამ ამ შტერმაც ახლა გაიგო, რომ ბეთა ხარ თუ წინასწარ დადგმულ სპექტაკლს თამაშობთ?-ეჭვიანად იკითხა ქალმა. -არავითარი სპექტაკლი! არ ვიცი, რატომ ხართ ასე განწყობილი თქვენი ძმიშვილის მიმართ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი ერთხელაც კი არ გვინახავს. დღეს პირველად შევხვდით.-კვლავ სითბო ჩაუდგა თვალებში. ეს სითბო კი ამ აშარი ქალისთვის ვერ გაიმეტა და თათუს მიუბრუნდა. -დიახ, არ გვინახავს!-დაეთანხმა თათუ და ლოგინში წამოჯდა.-მაგრამ დღეს რატომ ვნახეთ? რაღაც არ მახსოვს თქვენთან შეხვედრა დამენიშნოს. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ცოტა საეჭვოა... სახლში ასე გვივარდებით. გვეცნობით და მერე კი გიკვირთ, რომ მამიდაჩემს ჩემში ეჭვი შეაქვს. ასეთ გარემოებას ხომ თქვენ თვითონ ქმნით. ''შენი სიჯიუტე უკვე ცნობილი გახდა ჩემთვის, თ.მ.''-გაიფიქრა ბეთამ და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. -მაპატიე, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამითვალისწინებია. ნუთუ ისეთი წარსული გაქვს, რომ შენს ცხოვრებაში მამაკაცის გამოჩენა მამიდის თვალშიც კი ეჭვს იჩენს?-მოგონილი ცნობისმოყვარეობით შეეკითხა აწითლებულ გოგონას და ცოტა ინანა კიდეც, ასე სპონტანურად რომ მიიღო გადაწყვეტილება და ქარიშხლის სისწრაფით შემოვარდა სრულიად უცნობ ოჯახში. -უკაცრავად, უკაცრავად! მე პაციენტები მელიან. თათუ უკვე უკეთესადაა. მას ისეთი არც არაფერი სჭირდა. ემოციური გადატვირთულობის გამო გული წაუვიდა. კარგად უნდა იკვებოს, რძის ნაწარმი და ხორცი მიირთვას, რათა ენერგიაზე მოვიდეს. ძალიანაც ნუ გადაღლით. მზის გულზე გადახრილ მდგომარეობაში დიდხანს ნუ იქნება. მოკლედ ესაა ის, რისი თქმაც მინდოდა. მე წავალ. ნახვამდის.-ამ პატარა ინსტრუქციით შემოიფარგლა ექიმი, თავაზიანად დაემშვიდობა ზინას და სახლი დატოვა. -მგონი თქვენი წასვლის დროცაა, ბატონო, როცა ისიც კი არ იცით, რა გინდათ აქ.-მკვახედ შეახსენა ამპარტავანმა მასპინძელმა ჯანდიერს და თათუს მოჩვენებითი მზრუნველობით გაუსწორა საბანი. -მამიდა, თუ ნებას მომცემ, ამ ბატონს თავად გავესაუბრები. გავიგებ, რა უნდა ჩვენგან და რა მიზნით მოსულა.-მოკრძალებით შეაგება ღიმილი მამიდას თათუმ და ბეთას გამოხედა.-თუ შეიძლება, ცოტა ხნით გარეთ გაბრძანდით. საწოლში მწოლიარე უხერხულად ვგრძნობ თავს. ბეთას მისი სერიოზული ტონი პირველი გაგონებისთანავე მოეწონა. ქალიშვილს თავი დაუკრა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. გავიდა და... ისევ დაიწყო მისი გონების ლაშქრვა თ.მ.-მ... აი, უკვე გაიგო, რომ თათუ ჰქვია... გვარად მინდაძეა... საშინელი ხასიათის მამიდა ჰყავს, სახელად ზინა. მეზობლებს ძალიან უყვართ გოგონა. სხვა? ''სხვას სხვა დროს გაიგებ!''-დაამშვიდა საკუთარი თავი და მიხვდა, რომ უკვე საკმარისი დრო იყო გასული იმისთვის, თათუ რომ მოწესრიგებულიყო. მართლაც, გოგონა უკვე ფეხზე იყო. ზინა ოთახში არ ჩანდა. როგორც ჩანს, ძმიშვილს დამორჩილებოდა. -ახლა მითხარით, რას მიმალავდით მამიდაჩემის თანდასწრებით. გიყურებთ და თქვენს თვალებში იმას ვხედავ, რისი თქმაც გინდათ.-ამ სიტყვებით სკამზე ანიშნა თათუმ, მაგრამ ბეთას ჩამოჯდომა არც უფიქრია. -მაშ, ამოიკითხე! -იქნებ თქვენც არ იცით... თვალებს ნამდვილად ვერ გავცემ!-ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ. -მაშინ ამ თემაზე საერთოდ არ უნდა წამოგეწყოთ საუბარი. -კარგით, ამაზე მოვრჩეთ. ჩემს კითხვას დავუბრუნდეთ. აქ რა დაგრჩენიათ?-თავის კითხვას არ ეშვებოდა ის. -ეს თქვენ დაგრჩათ ჩემთან რაღაც... ჩემთან რა, ტყეში.-შეასწორა უცებ. -ტყეში? თქვენ რა იცით, რომ დილით ტყეში ვიყავი?-ცალი წარბი მაღლა აწკიპა თათუმ. -ეს არ ვიცოდი, ახლა გავიგე... თქვენგან. ტყეში დღიური დაგრჩათ. -დღიური?-წამში აფორიაქდა ქალიშვილი.-მოიცადეთ. თათუ გვერდით ოთახში შევიდა და იქიდან უფრო აღელვებული გამოვიდა. აშკარად იქ ეგულებოდა დღიური და რომ ვერ იპოვა, ამან უცნობის სიტყვებში დაარწმუნა. -დამიბრუნეთ, ძალიან გთხოვთ.-თვალის გუგები დაუვიწროვდა იმით შეშინებულს, რომ ეს ვიღაც მის ჩანაწერებს წაიკითხავდა. -თხოვნა საჭირო არ არის, თათუ. ნუ შიშობ, მხოლოდ შენი სახელი და გვარი წავიკითხე... პირველ ფურცელზე. სხვისი ჩანაწერების და წერილების წაკითხვა არ მჩვევია, თუმცა დღიურს ახლა მაინც ვერ გადმოგცემ.-ვითომ დამწუხრებულმა თქვა და დამკვირვებლური მზერა შეავლო ქალიშვილს, აბა, რა ზემოქმედებას მოახდენს ჩემი სიტყვებიო. -რატომ?-ჭირვეულად ჟღერდა ეს კითხვა თათუს პირიდან. -იმიტომ, რომ თან არ მაქვს. ერთ კვირაში შევხვდეთ და დღიურსაც დაგიბრუნებთ. -ერთი კვირის შემდეგ? იქნებ ხვალ შევხვდეთ? ეგ დღიური ჩემთვის ძალიან ძვირფასია.-დამწუხრდა თათუ,. -დღიური ამ სოფელში არ მაქვს. დილით მეგობარი წავიდა თბილისში და თავისი და შენი დღიური ერთმანეთში აერია. ერთ კვირაში ჩამოვა. არც ის წაიკითხავს არაფერს. უკვე გავაფრთხილე. იქნებ შეძლოთ მოცდა?-მსახიობურად შეჭმუხნა შუბლი ბეთამ. -თუ სხვა გზა არაა... მაინც დიდი მადლობა! ალბათ დღიურის დაკარგვის ამბავს რომ გავიგებდი, მაშინვე გული გამისკდებოდა. თქვენ კი შეწუხდით, ჩემთან მოხვედით, ერთი კვირის შემდეგაც იგივეს გაკეთებას მპირდებით.-გალღვა მინდაძე და ცუდადაც აღარ იყო განწყობილი უცნობის მიმართ.-თქვენი სახელი ვიცი. ბეთა გქვიათ, მაგრამ რა გვარის ხართ? საჭიროების შემთხვევაში... -დიახ, მესმის! ბეთა... ბეთა ჯანდიერი. ახლა კი უნდა წავიდე. არ მინდა ჩემ გამო მამიდა გაგიჯავრდეს. ნახვამდის. -ნახვამდის, ბეთა!-მადლიერი ღიმილით დაემშვიდობა გოგონა მას.-შეიძლება მეც ისე გალაპარაკოთ, როგორც მეგობარს? -ანუ... -გკითხოთ, შენ როგორ ხარ და არა თქვენ როგორ ხართ. -რა თქმა უნდა. ეს მე მხოლოდ სიამოვნებას მომანიჭებს. -სიამოვნებას? მე?-გულწრფელად გაუკვირდა თათუს. -ხო, შენ...-მრავლისმეტყველად დაუქნია თავი და გასასვლელისკენ გაემართა.-გემშვიდობები ერთი კვირით. კარი გამოიხურა და ბედნიერს გაეღიმა... რაღაც საოცარ ჰარმონიას დაებუდა მის გულში.., -მე ჩვენს ოცნებას ისე მოვუფრთხილდები, როგორც ნაზ ყვავილს... ბეთა ოთახში ბოლთას სცემდა და მალიმალ გადმოხედავდა ხოლმე გაბუსხულ მეგობრებს. თათუ უკვე იპოვა და ახლა აღარაფერზე დარდობდა. მთავარი იყო გიგიშა და ოთო შემოერიგებინა და მათი დახმარებით ერთ კვირაში აქვე, თიანეთის ტყეში ხის ქოხი აეშენებინა. -ხომ იპოვე შენი ტურფა, ახლა მაინც გაგვანებე თავი!-კუშტად აუქნია ხელი ოთომ. -ჯერ ერთი, ჩემს ტურფაზე ასე წამოკვრით ნუ ლაპარაკობ! მერე მეორე, ძმურად გთხოვ დახმარებას და ქალივით ნუ იბუტები და კიდევ მესამე, გიგიშას ნაცვლადაც შენ ნუ იღებ გადაწყვეტილებას!-ბოლომდე ვერ ამოეფარა მკაცრი ბეთას ნიღაბს და წინადადების დასრულებისას გაეცინა. -როგორია, ეგ მაინც გვითხარი!-გატყდა გიგიშა. -ისეთია, როგორც ოცნება! -ძაან მეოცნებე გახდი შენ, ძმაო! ახლა არ მითხრა, მიყვარსო...-დასცინა ოთომ. -არა, არ გეტყვი.-ორჭოფით მიუგო ბეთამ. -ოჰ, გადავრჩენილვართ!-ზეცისკენ აღმართა ხელები გოგრიჭიძემ. -მაგრამ მიყვარდება. -არ მაცალე სიხარული!-ხელები გაასავსავა ოთომ და ოთახიდან გავიდა. -ეს რატომ გადაგვეკიდა მე და ჩემს სიყვარულს?-ხვნეშით წამოიძახა ჯანდიერმა და ოთოს მიყვა უკან. თათუს ხელში ფოცხი ეჭირა და სარეველებს ანადგურებდა. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე, მაგრამ ახლა რომ შეჩერებულიყო, მერე სიზარმაცე სძლევდა და მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. -მეორე ფოცხი არ გაქვს?-გვერდიდან მოესმა ნაცნობი ხმა და ადგილზე შეხტა. -ბეთა?-მომღიმარ ბიჭს რომ შეხედა, დროებითმა სიფიცხემ გადაუარა და თავადაც გაიღიმა. -ჩემი სახელი კარგად გახსოვს. მეც გახსოვარ და თანაც ისე კარგად, რომ ჯერ მხოლოდ ჩემი ხმა გქონდა გაგონილი, ბეთაო, რომ წამოიძახე.-სასხვათაშორისოდ თქვა ჯანდიერმა და მოდუნებული თითებიდან გოგონას ფოცხი გამოაცალა. -არა, არა, საჭირო არ არის.-გააპროტესტა თათუმ და ფოცხს თავისი მხრიდან ჩაეჭიდა.-მუშაობა ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყე. -ნუ ცრუობ! მართალია პირველად ორი დღის წინ შეგხვდი, მაგრამ მე იმ ქვეყნიდან გიცნობ!-მიუხვდა ბეთა. -იმ ქვეყნიდან? რომელი ქვეყნიდან?-წარბები შეკრა, თუმცა იარაღს ხელი მაინც არ გაუშვა. -ჯერ არდაბადებულთა ქვეყნიდან!-რაღაც სისულელე მოროშა და ამითაც კმაყოფილი დარჩა. -ბოდიში, მაგრამ ხან რას ამბობ, ხან რას, ოღონდაც კი ილაპარაკო! შენც ცდები და მეც მაცდენ! -ილაპარაკო არა, გელაპარაკო, თათუ! ნუთუ ჯერ კიდევ ისეთი პატარა ხარ, რომ ერთ რაღაცას ვერ ხვდები...-შუბლზე მიუკაკუნა თითი ბეთამ. -რას?-გაუბედავად ჰკითხა თათუმ. -ახლა გონება დაძაბე და იფიქრე, რას!-გამოცანად დაუტოვა მინდაძეს და მოფოცხვა დაიწყო. ის კი ვერ გაითვალისწინა, რომ ფოცხზე თათუც იყო ჩაჭიდებული და მოულოდნელი ''იერიშისგან'' დაბნეულმა ბალახებზე გაადინა ბრახვანი. -აი, ჯიუტებს რა მოსდით ხოლმე!-შეშფოთებულმა ბეთამ ცოცხი ხელიდან გააგდო და გოგონა უმალ წამოაყენა.-რამე გეტკინა? -კი. ახლა გონება დაძაბე და გაიგე, რა!-ნიშნი მოუგო თათუმ და ახლაღა მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა ახალგაცნობილ პიროვნებასთან ჩახუტებაში გამოიხატებოდა. უკან გასაწევად გაფართხალდა, ბეთამ მხარზე ნიკაპი რომ ჩამოადო და ამით გაწევის საშუალება არ მისცა. -რას აკეთებ? თავი გაწიე... გამიშვი!-საყვარლად აწიკვინდა მინდაძე.-ჩემს მხარზე ჩამოყუდებულს ოცნება სასიამოვნოა? -მმმ, სასიამოვნო არა, ძალიან სასიამოვნოა!-ჩაიქირქილა ჯანდიერმა და იგრძნო, როგორ მოეშვა თათუ. ^^^ დავბრუნდიი!!! მეც არ მინდოდა ასეთი დაგვიანება, მაგრამ რა მექნა... მთავარია, რომ დღეს მაინც შევძელი დავდე! საბედნიეროდ საიტზე გაგრძელების სურვილი არ დამკარგვია, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს ისტორია უკვე დასრულებული მაქვს და ჩემს ფოლდერში ინახება. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მკითხველების უმეტესობას ეზარება კომენტარების წერა, მაგრამ თქვენ, ჩემი ერთგული გოგო-ბიჭები რომ ხართ, ყველაზე დიდი ადგილი გიკავიათ ჩემს გულში! მგონი რაღაც თბილი და საყვარელი თავი გამოგვივიდა.... ორი თავი დარჩა! ველი თქვენს შეფასებებს და კიდევ... იფანტაზიორეთ! დაწერეთ კომენტარებში, რა გაინტერესებთ... თუნდაც ის, საიდან მოვიდა მუზა, ვის ეძღვნება, სახელებს თუ აქვს რეალობასთან კავშირი... ან რამე თუ კარგად ვერ გადმოვეცი და ვერ გაიგეთ რა და როგორია... შევეცდები ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი! ახლა კი ძაან გავუბერე... (აქ ვიცინი) ერთსაც ვიტყვი!!! უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.