შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (12)


15-05-2016, 18:04
ავტორი Supreme
ნანახია 4 008

-დედა, რა გჭირს?-ლოგინიდან წამოვიწიე, ნერვიულობისგან გული ამიჩქარდა.
-არაფერი, დამშვიდდი, უბრალოდ...უბრალოდ ვფიქრობდი.-ატირდა.
-ახლავე მოვდივარ.
-არა, იყავი, არ შეწუხ...-ყურმილი დავუკიდე და ჩაცმა დავიწყე.
  ხელები მიკანკალებდა. რატომ შემეშინდა ასე ძალიან? რა მოხდა? არ ვიცი. უბრალოდ გული მიმდიოდა იმის გაფიქრების დროსაც კი, რომ დედაჩემი შეიძლება ერთი წამით მაინც ცუდად ყოფილიყო.
-ნინა, რა ხდება, არ მეტყვი?-აშკარად ლუკაც გავანერვიულე.
-დედაჩემმა დამირეკა.-შევეცადე მშვიდად მეპასუხა.
-კარგადაა?
-მგონი კი.
-სახლში ახვალ?
-ხო.
-გაგაცილებ.
-არ გინდა, იწექი.
-ღამე მარტო არ გაგიშვებ და ეს შენც კარგად იცი.
  ხმა აღარ ამომიღია. ლუკა ლოგინიდან წამოდგა და მაისური გადაიცვა. ძალიან ჩქარა გავემზადე. უცებ უკნიდან ჩამეხუტა.
-ნუ ნერვიულობ.
-ხო, შევეცდები.-მივუბრუნდი და ხელები მოვხვიე.
-წამოდი.
  სახლიდან გავედით და ძალიან მალე ჩემ სადარბაზოსთან ვიდექით.
-ნინა...-ლუკამ გამაჩერა, უცებ მაკოცა, თავისი საოცარი თბილი და მზრუნველი ღიმილით გამიღიმა და ხელი გამიშვა.-დაგელოდები, თუ დარჩენას დააპირებ მომწერე.
-კარგი.-მეც გავუღიმე და კიბეები ჩქარა ავირბინე.
  კარებზე ჩქარა დავაკაკუნე და რამდენჯერმე დავრეკე ზარი. მალე დედაჩემმა გამოიხედა და თბილად გამიღიმა.
-რატომ შეწუხდი?
-დედა!
-ბოდიში. ისევ გაგანერვიულე. ჩემი ბრალია.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
-სისულელე არაა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი...-გაჩუმდა.
-ამაზე სახლშიც შეგვიძლია ლაპარაკი.
-ჩემთან დარჩები?
  აღარაფერი მითქვამს, პირდაპირ შევაჭერი სასტუმრო ოთახში და დიდ სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი.
-რას უყურებ?-ტელევიზორს მივაშტერდი.
-რაღაც საშინელებათა ფილმია.
-ვარგა?
-ისე რა.
-ანუ სუსტია. რამე კარგი მოვძებნოთ და ვუყუროთ.-ფილმების გადარჩევა დავიწყე.
  დედაჩემი უხმოდ მომიჯდა გვერდით და თმაზე დამიწყო მოფერება. გავიტრუნე. აღარაფერზე ვლაპარაკობდით, მაგრამ მაინც კომფორტულად ვიყავით. მალე ფილმიც ვიპოვე და ჩავრთე.
-სად ცხოვრობდი ეს დღეები?
-შეყვარებულთან.-უცებ გამახსენდა რომ არ მიმიწერია და სასწრაფოდ ამოვიღე ტელეფონი.
-რა მოხდა?-დედაჩემს გაუკვირდა.
-არაფერი, ქვევით მელოდება და მივწერ რომ წავიდეს.
-მარტო არ გამოგიშვა ხო?-დედაჩემს ჩაეცინა.
-საკმაოდ ყურადღებიანია.
-ბედნიერი ხარ?
-კი, ძალიან.
-მაშინ მეც ბედნიერი ვარ.-დედაჩემმა გამიღიმა.
  ფილმი დილის 8-ზე დამთავრდა. ჩვენ კი ერთ სავარძელში ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. ნელ-ნელა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ლაგდება. ბედნიერი ვარ.
-ლუკა-
  ერთადერთი, რაც ახლა მინდა, ნინას ბედნიერებაა. არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი როდის მოასწრო ამ გოგომ ჩემთვის თავდავიწყებით შეეყვარებინა თავი, უბრალოდ მის გარდა აღარაფერი მადარდებს, საერთოდ აღარაფერი.
  დილის 8-ზე ტელეფონზე ვიღაცამ დამირეკა. უცხო ნომერი იყო, ამიტომ ძალიან გამიკვირდა.
-გისმენთ?
-ლუკა, თამო ვარ.
-რა გინდა?-გავღიზიანდი.
-არაფერი, უბრალოდ ლაპარაკი.
-რაზე?
-ყველაფერზე.
-არ გინდა შემეშვა?
-რატომ მიშორებ? ხო იცი რომ დამნაშავე შენ ხარ, შენ შემომთავაზე შენთან ამოსვლა, შენ გააკეთე ყველაფერი.
-თუ არ გინდოდა და თუ ასე უნდა გადამკიდებოდი, რატომ არ მითხარი უარი?
-იმიტომ რომ მეგონა ამის მერე ყველაფერი შეიცვლებოდა. მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი.
-მაგრამ ხო ხედავ რომ არ გამოგივიდა და შემეშვი.
-ვერ შეგეშვები.
-მოგიწევს.
-ლუკა, ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც შენ გგონია.
-არა, დამიჯერე, ყველაფერი ისე მარტივადაა, როგორც მე მგონია. კარგად.
-ლუკა, რაღაც უნ...-ყურმილი დავუკიდე.
  დილის პოზიტივია პირდაპირ ეს გოგო. ნეტა შემეძლოს დროის დაბრუნება. ამ შეცდომას აღარასდროს დავუშვებდი. აღარასდროს...
  აივანზე გავედი და სანამ კარგად არ გათენდა, გაუნძრევლად ვიდექი. არც ვიცი, ვფიქრობდი თუ არა რამეზე. არ მახსოვს, უბრალოდ არ მახსოვს როგორ ვიდექი აივანზე 4 საათი.
-ნინა-
  12 საათისთვის გაგვეღვიძა. დედაჩემმა მაშინვე გამიკეთა გემრიელი საუზმე. თავს სხვანაირად ვგრძნობდი, თითქოს სხვა ოჯახში ვიყავი, სადაც ბედნიერად ვცხოვრობდით ყველა.
-მამა სად არის?
-ქალაქგარეთ მოუწია გასვლა.
-როდის ჩამოვა?
-ალბათ 2 დღეში.
-რომ დამინახავს, რა რეაქცია ექნება.
-არ ვიცი. არ მილაპარაკია.
-ისევ გამწარებულია გიორგის რომ არ გავყევი?
-მგონი აღარ. მამაშენიც არაა შეუგნებელი. ალბათ მიხვდებოდა.
-იმედია, იმიტომ რომ მაგასთან ჩხუბის თავი არ მაქვს.
-დღეს აკაკი და სანდრო ამოვლენ.
-რასთან დაკავშირებით?
-ისე, უბრალოდ.
  დაახლოებით 2 საათისთვის ჩემი ძმა და მისი ძმადნაფიცი ძმაკაცი ჩვენთან ამოვიდნენ.
-ოჰო, ამას ვის ვხედავ, ნინკა დავრუნებულა.-სანდრომ ხელი გადამხვია და თმა ამიჩეჩა.
-ხო, ხო.-ჩავიბურტყუნე.
  აკაკიმ თბილად გამიღიმა და გახარებული თვითონაც ჩამეხუტა.
-მგონი ოჯახს ვემაგავსებით.-გაეცინა.
-იმედია.-მეც ავყევი.
  საღამომდე ჩვენთან იყვნენ.
-აკაკი, სოფი როგორაა?-ძალიან დამაინტერესა.
-ძალიან კარგად. მალე ხელი უნდა ვთხოვო.-გაიღიმა.
-რა?-სიხარულისგან წამოვხტი.-როდის?
-ერთ კვირაში ალბათ. ყაზბეგში მიმყავს და იქ ვთხოვ ცოლად გამოყოლას.
-დედა, გაიგე?-შოკში ვიყავი და უაზროდ ვიქნევდი ხელებს.
-კი, გავიგე.-გაეცინა.-ერთი სული მაქვს, შვილიშვილი როდის მეყოლება.-თბილად გაიღიმა.
-მალე.-აკაკი აშკარად ძალიან ბედნიერი იყო.
  აივანზე გავედი და ლუკას დავურეკე.
-სანდრო-
  ნინას ბედნიერი სახის ყურებას გული უბრალოდ ვერ უძლებს. უზომოდ მინდა მხოლოდ ჩემი იყოს, მაგრამ როცა მახსენდება როგორ კოცნიდა სხვას, ყველაფერი იმსხვრევა. რა საშინელებაა უთქმელი გრძნობები.
  ნინა აივნისკენ წავიდა და მეც გავყევი. მინდოდა დავლაპარაკებოდი, რამე სისულელეზე, მაგრამ ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-მიყვარხარ.-ეს გავიგე და აქ უკვე ჩემთვის ყველანაირად იყო დასმული წერტილი მის გულში.
  ნინასგან სიტყვა "მიყვარხარ" ყოველთვის ყველაზე იშვიათად კი არა, საერთოდ არ გვესმოდა, არავის. ახლა კი, ის ისე თავისუფლად ამბობს ამას. და მე კიდე რამის იმედი მიჩნდება? უბრალოდ სისულელეა.
-სანდრო?-ნინას გაუკვირდა ჩემი იქ დანახვა, მე კი მისმა ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია.
-მოწევა მინდოდა.
-პირველად გავიგე რომ ეწევი.-გაეცინა.
-რამდენი ხანია.-მეც ავყევი.
-როგორ შეიძლება.-თავი "შენიშვნებით" სავსემ გაიქნია და სიცილით წავიდა სასტუმრო ოთახისკენ.
-ლუკა-
  ყველაზე ბედნიერი მომენტია, როცა მთელ დღეს უაზროდ გაატარებ და უცებ შენი ყველაზე ნათელი წერტილი გაგახარებს ერთი უბრალო ზარით. ნინასთან ლაპარაკმა ხასიათზე მომიყვანა. არ ვიცი ჩემი სუსტი წერტილი და ჩემი ძალაა. ჩემი ყველაფერია.
  უაზროდ ვეგდე ლოგინზე და ბოლო იდიოტივით ვუცინოდი ჭერს. ნიკამ დამირეკა.
-რა გინდა?-ვკითხე სიცილით.
-შენთან ამოვალ რა.-აშკარად უხასიათოდ იყო.
-რამე მოხდა?
-არაფერი ისეთი. ამოვიდე? თუ ნინაა შენთან.
-არა, მარტო ვარ, გელოდები.
-კაი, ლუდს წამოვიღებ.
-კაი.
  ცოტა ხანში ამოვიდა. სახეზე აშკარად აშლილი იყო.
-რა გჭირს, ამოღერღე.
-თამო არ გინახავს?
-არა, მაგრამ ველაპარაკე. ისევ გაქრა?
-არა, უბრალოდ სახლიდან არ გამოდის. რა გითხრა?
-არაფერი ისეთი.
-კარგადაა?
-ასე ძალიან რატომ ნერვიულობ?
-იმიტომ რომ მიყვარს.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუფ აუფ აუფ აირია ყველაფერიიი თამო უეჭველი ფეხმძIმედ იქნება ეხლა მერე ლუკა იწვა თამოსთAნ და ძმაკაცს უყვარს აქეთ ის გოგო მაგარი ამაბებია მოკლედ რა რადმენი ხანია ველოდები და ზუსტად წეღან ვფიქრობდი არ დაიდება მეთქი :D

 


№2  offline წევრი isterichka123

ვაუ მაგარია გაგრდზელე

 


№3  offline წევრი lamazmani

Kaia dzaan magaria ar daigviano male dade

 


№4 სტუმარი etiko

rogor ver vitan tamos.. au kai ra exla tamo aklia dzlivs dalagebul urtiertobebsa da cxovrebas imedia pexmdzimed araa da ityueba coda es gogo tan nikac mecodeba velodebi axal tavs momwons lukas da ninas wyvili.. ise sandroc ar chans cudi bichi

 


№5 სტუმარი Uhuu

Exa kvelaze cudi ar gaaketo da sandrostan ar datovo raa eg vafshe vistanaa

 


№6  offline წევრი Thief Queen

აჰაჰაჰ :Dდდ აუუ ლუკასგან ალბათ ირსულადაა თამო unsure emoticon აუუ კაი რა თამო რატო უნდ აშეგიყვარდეს არ მესმის, თუ მართლა ასე ყბრლაოდ ჩაუგორდა ლუკას სხვაზე რას იზმას unsure emoticon ნინას და სანდროს წყვილი მინდა cry emoticon ძალიან საყვარლობაა heart emoticon უბრალოდ მართლა საუკეთესო იქნება heart emoticon აკაკის ვულოცავ :დ მოკლედ მაგაგრი მოთხრობაა და ახლას ვყცდი

 


№7  offline წევრი ketia

გაგრზელება მალე და დე გტხოვ

 


№8  offline წევრი ketia

სად ხარ რომ დაგვეკარგე და დაივიწყე რომ გელით?

 


№9  offline წევრი ketia

ოდის დადებ ახალ თავს?/????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent