I ____ You (თავი მერვე)
(თავი მერვე) სანდრო ვერ იაზრებდა რა მოისმინა იმ დღეს. უკან რომ ბრუნდებოდნენ მანქანაში თავი ისე ეჭირა თითქოს არც დაულევია. გუგას ისიც კი უთხრა ცოტა ნელა ატარე მანქანაო. სახლში როცა მივიდა ვერავინ შეატყო რომ ნასვამი იყო. თათიას მიაშტერდა ორი წუთი..მისი კაბა ეცნო.. თვალები მოიფშვნიტა. ოთახში შესვალა უნდოდა და მანამდე ფეხი წამოდო რაღაცას , კინაღამ წაიქცა .. მალევე გასწორდა აცნობა ამრინას კარგად ვარო და ოთახში ჩაიკეტა. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ხუთი წუთი ტელეფონს ეძებდა.. გაბრაზებისგან ნივთებს აქეთ იქით ისვრიდა.. მერე მარინა შევიდა ოთახში და სანდროს ტელეფონი მიაწოდა. - რაიყო? ეხლა უნდა მირეკავდე? - რაშვები? - ვკვდები. - არ მაინტერესებს მოდი სამსახურში. - კარგი რა. - მიდი დროზე . გელოდები. თავი საშინლად ტკიოდა.. ეხლა შეამოჩნია ,რომ რაც ბარში ეცვა იმით იწვა. წყალმა უფრო გამოაფხიზლა.. ისეთი ოფლიანი იყო ლამისაა ცივ წყალში ებანავა. ტანსაცმელსაც დიდი ხანი ეძებდა .. ყვირილის და სამზარეულოში გასვლის თავი არ ქონდა ამიტომ მაინც თვითონ იპოვა პერანგი. ყველაფერი კი დაკეცილი ეწყო უჯრებში .. კარდაც დალაგებული იყო მაგრამ მაინც ვერაფერს პოულობდა. როცა მოაემზადა მისაღებში გავიდა მარინასთან , მაგრამ მარინა არ დახვდა სახლში. - მარინა, ჩემი პიჯაკი სად არის? - მარინა მაღაზიაში წავიდა. აქ დევს პიჯაკი. - თათიამ სანდროს გახედა და სიცილი დაიწყო.. - რა გაცინებს? - სარკეში ჩაიხედე .. პერანგი როგორ გაქვს შეკრული. - აუუუ... დამაგვინდაა რააა.. - გაიხსნა ღილები და ვეღარ იკრავდა. - მოიცადე მე შეგიკრავ. - ნელა ადგა და სანდროსთან მივიდა. ღილების შეკვრა დაიწყო.. სანდროს გუშინდელი დღე გაახსენდა.. თათიას უყურებდა და გოგოსაც აბნევდა ასეთი მზერა. - რა მოხდა? - არაფერი. - თათიამ ბოლო ღილიც შეკრა , საყელოც გაუსწორა და გადახოტრილ თმებზე გადაუსვა ხელი სანდროს.. სანდრომ მალევე მოიშორა თავდიან მისი ხელი. - ბოდიში.. - უღიმოდა სანდროს და უყურებდა როგორ იცვამდა პიჯაკს.. ღიმილი სიცილში გადაეზარდა .. სანდრო უკვე კარებთან იყო. - სანდრო! - რა? - ფეხებზე დაიხედე. - აუუჰ.. ჩუსტებით მივდიოდი.. - სახეზე მოისვა ხელები.. საკუტარი თავი დაამშვიდა და ფეხზე გამოიცვალა. პიჯაკში ტელეფონი და სხვა ნივთები შეამოწმა.. სარკეში კიდევ კარგად ჩაიხედა. მერე თათიას გახედა. თათიამაც ცერა თითი აწია და მოიწონა სანდროს ჩაცმულობა. *** სამსახურში მისვლის თანავე გუგამ უამრავი საბუთი დაუდო მაგიდაზე. - ყველას მოაწერე ხელი. - აუ რაამბავია.. - არდადიხარ სამსახურში და დაგროვდა. - კარგი გადავარჩევ. - მომიყევი გუშინ ვის უყურებდი იქ. - სად? - სანდრომ ისეთი სახე მიიღო თითქოს არაფერი ახსოვდა. - ბაღში. - ბაღში ვიყავით ჩვენ? - აუ რა კარგად ხარ? - აუ არ მახსოვს რა .. ტავი დამანებე აქ არ უნდა მომეწერა ხელი და შემეშალა. - კარგი გავედი მე. - გადი და იმას დაუძახე რა .. ჩემ მდივანს. - კარგი. - გუგამაც შეასრულა უფროსის მოთხოვნა. - გისმენთ ბატონო ალექსანდრე. - ნინი..მისმინე მე ვარ ეხლა ძალიან ცუდად.. - რა გჭირთ? - მაცადე.. ნაბახუსევზე ვარ.. - ყავას შემოგიტანთ.. - აუჰჰ. იმდენს იზავ გაგისვებ სამსახურიდან. - რატომ? - ყავა მიშველის მე? წადი ლუდი მიშოვე. თემო გაგიყვანს. - ანუ წავიდე? - ხო და მალე მომიტანე. - კარგი ეხლავე.. - ნინი .. სად მიდიხარ? - ღიმილით უთხრა სანდრომ. - ლუდზე.. თემო გამიყვანს.. მალე უნდ აამოგიტანოთ.. ნაბახუსებზე ხართ თქვენ.. - ყოჩაღ ნინი.. გაიქეცი მალე. იმედია გზაში არ დაგავიწყდება. - არა.. სანდრო ბეჯითად შეუდგა საბუთებზე ხელის მოწერას.. სანამ ყველაფერი არ დაამთავრა სამსახურში მანამდე სახლში არ წავიდა. ლუდის ბოთლი როცა დაცალა... იმეორებდა მეტი აღარ უნდა დავლიოო, თორემ რაღაცეები მეჩვენებაო. ან არ მეჩვენაბა და სიმთვრალის ბრალიც არარისო. პასტა გვერძე გადადო და ისევ თათიაზე და იმ მწვანეთაველბა ბიჭზე დაიწყო ფიქრი. ვერც ხვდებოდა რატომ ეშლებოდა ნერვები... კარგია თათია თუ ვინმეს გაიცნობსო , მაგრამ შეურაცყოფა რომ მიაყენეს არ ესიამოვნა.. არც ის ესიამოვნა მისი შვილი სხვას რომ უნდა გაეზარდა.. აქამდე თუ უხაროდა ბავშვის გაჩენის მერე თათია წავაო , ახლა ეშინოდა.. რაღაც უცნაური შეგრძნება ქონდა.. თითქოს მის საკუთრებას იპარავნდნენ და არაფრის გაკეთება შეეძლო. ნერვები ეშლებოდა და ზიზღისგან ივსებოდა იმ ბიჭის სიტყვები რომ ახსენდებოდა. ცოტახანში ხელები აუკანკალდა ვერაფრის გაკეტება ვეღარ გააგძელა , ნინის დაუბარა რასაც შეძლებ მოაგვარეო და ისე წამოვიდა რომ არც გუგას უთხრა არაფერი. თემო რაღაცეებს უყვებოდა მანქანაში მაგრამ სანდროს არცერთი სიტყვა არ გაუგია. ჩაფიქრებული იყო.. ნაცნობი ბარის დანახვაზე გამოფხიზლდა ცოტა და უფრო აზრზე მოვიდა როცა იმ ბარში ის მწვანეთავლება დიანახა. ვიტრინასთან იჯდა მარტო და ყავას სვამდა. შუქნიშანთან იყვნენ გაჩერებულები და ამდროს ორი გოგო მიუჯდა დემეტრეს მაგიდასთან... თვალებს ვერ უჯერებდა სანდრო.. ნია და ლიკა როცა დაიანხა ეგონა სიზმარში იყო.. ამასობაში მწვანეც აინთო და იქაურობას მოშორდნენ.. ახალი საფიქრალი გაუჩნდა სანდროს... რა საერთო ქონდათ ერთმანეთთან ნიას , ლიკას და იმ ვიღაც ბიჭს. ცოტახნით თავი სერიალში ეგონა. ყველა ერთმანეთის ნაცნობი და ნათესავი რომ აღმოჩნდება ხოლმე. სახლის გზიდან მოახვევინა მანქანა თემოს და ქალაქგარეთ წავიდნენ. სანდრომ თემო უკან გაუშვა და მარტო დარჩა სადღაც მიყრუებულ ადგილას.. საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა. განმარტოება ყველაზე მეტად მოუხდა სანდროს.. არავინ აწუხებდა და საშუალება ქონდა მარტო ეფიქრა რაღაც რაღაცეებზე. რა უნდ ამომხდარიყო ისეთი რომ სანდროს სხვა რამეზე გადაეტანა ყურადრება.. ვერ ფანტავდა იმ ხალხზე ფიქრებს თავიდან. ის ბიჭი უყვე ყელში ამოუვიდა სანდროს. ზუსტად ეგღა აკლდა რომ ნაისთან ერთად დაენახა. დასვენების მაგივრად ყველა პრობლემა ეხლა გაახსენდა და ძველი დრო მოენატრა.. ნეტა წარსული დაბრუნდეს ან ყევლაფერი დამთავრდესო. ყველაფრის დამთავებაც შეეძლო მაგრამ საკუთარი თავი მყარად ეჭირა. არმისცემდა უფლებას ვინმეს წინაშე სუსტი გამოჩენილიყო. დრო მოვიდა გლოვა შევწყვიტოო და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.. ისე მოეწონა ის ადგილი ვეღარ ტოვებდა მაგრამ ეჭვი ქონდ აისევ მოუწევდა დაბრუნება.. დიდი გზა ქონდ აფეხით გასავლელი ამიტომ ფიქრი არ გაუწყვეტია. გზაში მოულოდნელად გაუწვიმდა , აგვისტოში წვიმა თუ გაახარებდა მხოლოდ. წვიმამ გაუფანტა ფიქრები და სანდრო ხასიათზე მოიყვანა.. ბევრჯერ შეეპარა სახეზე ღიმილი. გზაში სულ ისვენებდა... ძლივს მიაღწია ტრასამდე.. არც უცდია ვინმეს გაჩერება მაგრამ მაინც გაჩერდა მის წინ მანქანა. ფანჯარა ჩაიწია და შიგნით ძალიან ლამაზი გოგო დაინახა სანდრომ.. - დაჯექი წაგიყვან.. - მადლობა. - სანდროს ისე მოეწონა ეს გოგო რომ არც არაფერი უთქვამს ისე დათანხმდა. - დღეს კარგი დღე მაქვს.. სამსახურში დეკრეტული შვებულება ავიღე და ვისვენებ, ეხლა კიდე ალექსანდრე ბაგრატიონი მიზის მანქანაში , სულ გაწუწული. - სანდროს სახეზე დაეწერა ,რომ გადასვა კიარა გადახტომა მოუნდ ამანქანიდან.. - არ დაგიწყებ ბევრ ლაპარაკს.. დაღლილი ჩანხარ, მაგრამ რაღაც რომ არ გითხრა არ შემიძლია.. შენი თვალები მომწონს. - კარგია.. - მე ნანუკა მქვია. - სასიამოვნოა. საშიშია მანქანას რომ ატარებ , ორსული.. - როგორი მზრუნველი ხარ.. მე თუ არა ვინ ატარებს? მე და დედა ვცხოვრობთ სახლში მარტო.. დედა ავად არის და ვერ მეხმარება. ჩემს საყავრელ ქამრუკას ფეხებზე კიდია ყველაფერი.. ბავშვს რომ მამა ჭირდება არ იცის.. მარტო როგორ უნდა გავზარდო ამას სულ არ ფიქრობს.. დიდ ხნის წინ დავშორდით და რომ ვუთხარი ორსუალდ ვარ მეთქი, მოიშორეო მითხრა. - არაუშავს.. ყველაფერს შეძლებ.. - სანდრო უხერხულ სიტუაციაში იყო მაგრამ რომ არა ეს სიტუაცია ბევრ რამეზე ვერც დაფიქრდებოდა. - ჯობია შენს თავზე მომიყვე რამე.. მე უკვე თავი მოგაბეზრე.. ვიცი არ ხარ მორიდებული.. დამშვიდდი არ ვარ ჟურნალისტი და დაგებული მახე არარის ეს. - რაც გინდ აიყოს მოსაყოლი მაინც არაფერ მაქვს.. დავიჯერო არ კითხულობ ჩემზე? - იშვიათად. - რატო მერე? რავიცი გაგიჟდი თვალები მომწონსო და. - აჰჰაჰა.. - აქ ჩამოვალ მე. - კარგიი ეხლავე გავაჩერებ. - მადლობა რომ მომიყვანე.. - არაფრის.. კარგად. წვიმამ უკვე გადაიღო. სანდრო ძალიან დაღლილი იყო. ყველაფერი მის საწინააღდეგოდ ხდებოდა.. თავში ახლა ის ქმრისგან მიტოვებული ქალი უტრიალებდა და თათიას წარმოიგდენდა ხოლმე მის ადგილას. მარტოს ბავშვით ხელში.სახლს პატარა მანძილი აშორებდა.. თავში რაღაც გაეხსნა სანდროს და მაღაზიაში რაც ტკბილეული ნახა ყველაფერი იყიდა. სახლის კარი დაკეტილი დახვდა.. სანამ მარინამ კარი გაუღო ძაღლს წაეთამაშა. - გელოდებოდი .. აქამდე არუნდა მოსულიყავი? - მოგენატრე? - არა. - რატო? - იმიტო. - სამსახურში ვიყავი. - ესენი რეებია? - თათიას მოვუტანე. - მარინას თვალები გაუფართოვდა. თან ეშმაკურად უღიმოდა სანდროს. - რა ქენი? - რაიყო? თათიას მოვუტანე რაღაცეეები. სად არი? - ოთახშია. კარგი ბიჭი ხარ შენ. - ლოყაზე აკოცა მარინამ. ამასობაში თათია ხმა გაიგო და ოთახიდან გამოვიდა. თმები აბურძგნული ქონდა, ახალი გაღვიძებული იყო. - დაუძახე მიდი. - შენ დაუძახე. - მარინა! - კარგიი ხო. ისე ვიცოდი ცდუნებას ვერ გაუძლებდი დიდი ხანი. - რა ცდუნებას.. ხო კარგად ხარ? - თან ეღიმებოდა სანდროს და მარინა ატყობდა ტყუილებს.. მარინამ თათიას დაუძახა და ტკბიელეულები აჩვენა .. სანდრომ მოგიტანაო უთხრა და თათიაც გაოგნებული იყო .. ძალიან გაუხარდა შოკოლადები, მაგრამ სანდროსგან ძალიან გაუკვირდა ეს საქციელი. - მადლობა სანდრო. - გეძინა ? - ხო. მუცელი მტკიოდა. - ჭამე ესენი და გაგივლის. - სანდრო თავის ოთახში შევიდა. გამოიცვალა და საწოლზე დაწვა. ესიამოვნა თათია რომ გაახარა. მარინამ თათიასთან შეაქო სანდროს საქციელი. იშვიათად რომ იქცევა ასე სანდრო ეეგც უთხრა თათიას და ნელ - ნელა აპარებდა რომ სანდროს ურთიერთობის გამოსწორება უნდოდა თათიასთან. *** თათია უჩვეულოდ გაბედნიერებული იყო. ახლა უფრო ტკბილად დაეძინა. სანდროც კარგ ხასიათზე იყო მაგრამ იმ ბიჭს მაინც ვერ იგდებდა ტავიდან. თუმცა ბრძოლა სანდროს ახალი დაწყებული ქონდა და ჯერ ყველაფერი წინ იყო.. ყოველ შემთხვევაში ოთხი თვე მაინც ქონდა გარანტირებული. *** თათიამ იმ დღეს ორჯერ მაინც გააღიმა სანდრო.. აქამდე მარტო თათია უცინოდა ახლა სანდრომაც გაუღიმა... ეს უკვე სხვა შეგრძნება იყო ორივესთვის. სასწაული ღიმილი ქონდა ორივეს. ორივეს საყავრელი ფოსოები ეტყობოდათ ლოყებზე. (მადლობა თბილი კომენტარებისთვის.. მაინეტრესებს თქვენი აზრი.) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.