შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდე 4 თავი


16-05-2016, 02:53
ავტორი du-da
ნანახია 4 925

* * *
თვალები მაგრად მქონდა დახუჭული და ვცდილობდი იმის გაანალიზებას რაც ჩემს თავს ხდებოდა.მთელი სხეული სიმივით მქონდა დაჭიმული და ნერვიულობისგან ცივი ოფლი მასხამდა.ნახევრად შიშველი ვიწექი სრულიად უცხო კაცის გვერდით.უაზროდ გავიბრძოლე თუმცა ძვრაც ვერ ვუყავი,:"ღმერთო შენ მიშველე"
-დადა გაიღვიძე.გთხოვ ადექი. რეაქცია ნოლი არც გატოკებულა.ცოტაც და ავტირდებოდი.
-ადექი გთხოვ.როგორც კი ტირილის ნოტები შეერია ჩემს ხმას მაშინვე წამოყო თავი და გაკვირვებულმა გამომხედა.
-რა გჭირს?
-უნდა ავდგე.გამიშვი
-რა გატირებს?ხმა გაიმკაცრა დადამ
-ნორმალური ხარ?მოთმინების ძაფი გამიწყდა და ვუკივლე.
-აბა ტონს დაუწიე ეხლა.ხმას აუწია ერისთავმა
-ღმერთო რა დავაშავე ასეთი.საერთოდ არ გიცნობ ადამიანო არა და ასეთ სიტუაციაში ვარ შენთან ერთად რატო არ გესმის?
-შენ ართულებ ყველაფერს.რა არის აქ საპანიკო?
-მაგდენსაც ვერ ხვდები ხო?მიტრიალდი უნდა ჩავიცვა.
შენი და რომ აღმოჩენილიყო ასეთ სიტუაციაში მოუწონებდი?
-ვერ აღმოჩნდებოდა გაიგე?მე არ მივცემდი უფლებას ჩემს დას უპატრონოდ ებოდიალა უცხოებთან ერთად დასასვენებლად. სუნთქვა შემეკრა იმის გააზრებაზე რო მან ჩემს მშობლებს მოაყენა შეურაწყოფა.სწრაფად ამოვიცვი შარვალი.
-არასდროს გაბედო მსგავსი რამის თქმა.შენ არავინ არ ხარ სხვა რომ გააკრიტიკო გაიგე?სხვათაშორის ძმა რომ.მყოლოდა არც ისინი დაუშვებდნენ რომ მკვლელი ყოფილიყო.დავინახე როგორ აენთო სიბრაზისგან თვალები სწრაფად გაჩნდა ჩემთან და მკლავში მეცა.
-რა თქვი?
-რაც გაიგე მკვლელი ხარ.ვერც გავიაზრე ისე ამეწვა ლოყა.თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ვცადე ცრემლები უკან გამებრუნებინა.
-გაახილე თვალები.ჯანდაბა რას მაკეთებინებ გოგო რას.დამიღრიალა და შიშისგან შევხტი.ხო მკვლელი ვარ ადამიანი მოვკალი და თავს ვიკავებ მაქსიმალურად რო შენც მის გზას არ გაგიყენო.
-წადი ჩემი ცხოვრებიდან წადი.არც მე დავრჩი ვალში
-წავალ ნაინა გულითაც რომ მთხოვო აღარ დავრჩები.მეგონა ადამიანებს ცნობდი მაგრამ შევდი შენში.ვერც კი ვიაზრებ რატო დავისახე მიზნად შენი დახმარება.აჰა აიღე ჯიბიდან ჩემი საძილე წამლები ამოიღო და ფეხებთან დამიყარა.
-ეს რა არის?ამოვილუღლუღე საწყლად
-მოგატყუე გუშინ.მინდოდა დაგეჯერებინა რომ ამის გარეშეც შეგეძლო,მინდოდა ისევ გაგჩენოდა ნდომა.არც მანქანა არ გაფუჭებულა.ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტო ვითამაშე რომ თვალი გაგესწორებინა სიმართლისთვის.
-დადა.უკვე ხმით ვტიროდი
-არაუშავს ნაინა.დაივიწყე მართალი ხარ.მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და სიმართლე გითხრა აღარც სურვილი მაქ გაგიცნო.მანქანას მოვიყვან და სახლში წავიდეთ.მკაცრად ჩაილაპარაკა და გარეთ გავარდა.

* * *
ლილიანამ ყავა გაუტანა ბიჭებს აივანზე და ქმრის გვერდით დაიკავა ადგილი.
-რაღაც საეჭვოდ დააგვიანდათ.
-ნუ ღელავ საიმედო ხელშია.გაეცინა ლაშას
-იმედია ორივე ცოცხალია.აყვა მათეც
-მგონი არ იყო კაი აზრი ამ სპექტაკლის გათამაშება.ძალიან ვნერვიულობ
-შენ რა განერვიულებს რძალო დადამ იკითხოს თორე.
-არ ვიცი არა თუ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც დავგეგმეთ ნაინას რა შემოირიგებს არ ვიცი.
-გაგვიგებს ბოლოსდაბოლოს.მაგისთვის კარგი გვინდა ლილ.ათი წელი გავიდა პატარა დრო არ არის.
-დაიჭირეს ის არაკაცი?ყავა მოსვა ლაშამ
-კი 2 დღით.ირონიულად გაეცინა ლილის.ფულიანი მამიკო აღმოაჩნდა გარდა მაგისა განაცხადა რო მოიტაცა მაგრამ უშვებდა რადგან გოგოს არ უნდოდა.არავის უხსენებია ნაინამ იქ რა გადაიტანა.
-ყოჩაღ მაგის ნერვებს.ისე ძალიან დადებითი ადამიანია საერთოდ ვერ იტყვი თუ ამხელა დარდს იტევს.სულ.კარგ ხასიათზეა ტო
-ეგეთია თავზე არ მოგახვევა მის პრობლემებს.შიგნიდან იხვევს და მეშინია ერთხელაც არ იფეთქოს.ამოიოხრა ლილიმ და მათეს მიეხუტა.

* * *
"რა სულელი ხარ ნაინა სულელი.ვერ დაატიე ეგ ენა პირში?"სწრაფად წამოვკრიფე წამლები,ოთახი მივალაგე და გარეთ გამოვედი.დადა მასპინძელს ესაუბრებოდა,როგორც კი დამინახა ქალს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
-ბედნიერი გზა ბავშვებო.ჩამეხუტა მასპინძელი.ძლივს მივააღწიე მანქანამდე.ერისთავს ზედაც არ შემოუხედია ისე დაძრა მანქანა.ათასი ფიქრი მერეოდა თავში,პირველად მივხვდი რას ნიშნავს საკუთარ თავთან ომი.ერთ ნაწილს ეშინოდა დადასი მეორეს კი აუტანლად უნდოდა მასთან ყოფნა."ის მკვლელია ციხეში იჯდა,როგორც კობა.ასე იოლად დაივიწყე ის ტკივილი რაც კაცებმა მოგაყენეს?"შემომიტია მეორე მემ.უცებ სანელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში და სუნთქვა დამიმძიმდა.ინსტინქტურად მივიჭირე ხელი მკერდზე და პირი გავაღე.
-ნაი ცუდად ხარ?შემანჯღრია დადამ
-ინჰალატორი.ხელით ვანიშნე ჩანთაზე.ერისთავს ფერი დაეკარგა.სწრაფად გახსნა ჩანთა და როგორც კი სასურველი ნივთი იპოვა მაშინვე პირზე მომადო.ორი წუთი და ტკივილმა იკლო,სუნთქვაც დარეგულირდა.
-ღმერთო როგორ შემაშინე.საჭეს თავი დაადო დადამ.არასდროს არაფრის შემშინებია ეხლა კიდე ვკანკალებ ამხელა კაცი.
-მადლობ.ძლივს ამოვიღე ხმა
-რისთვის შეტევამდე რო მიგიყვანე?ტკივილიანი თვალებით ამომხედა
-შენ არაფერ შუაში ხარ.ეს ჩემი წარსულია დადა ის თავს ყოველთვის შემახსენებს.აი.ამას ვერ მოვერევით ხედავ?ეს ავადმყოფობააა როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს მე ავადმყოფი ვარ.სულიერად უფრო, დადა მაპატიე.
-რომ გითხრა თუ მენდობი გიშველი მეთქი დამიჯერებ?
-არა დადა.გთხოვ არ გინდა.შენ ეხლა იწყებ თავიდან ცხოვრებას არ მინდა ჩემს ირგვლივ იტრიალო.ყველას თავისი გზა აქვს ასე რომ ვაფასებ შენს მეგობრულ თანადგომას მაგრამ.ასეთ მსხვერპლზე წასვლის უფლებას ვერ მოგცემ
-შენი აზრით გაქვს უფლება ჩემს მაგივრად გადაწყვიტო?ისევ ძველი დადა დაბრუნდა სიბრაზისგან თვალები უელავდა.შენთან ადამიანური არაფერი ჭრის.არ მაინტერესებს შენ რა გინდა,მე სულ ვიქნები შენს ცხოვრებაში არ ვიცი რატო ამოგიჩემე მაგრამ ჩემი ხარ და მორჩა.
-გაგიჟდი ხო?დახმარება მე კი არა შენ გჭირდება.
-ხოდა ორივე გიჟები ვართ და ან დავაწყნარებთ ერთმანეთს ან საერთოდ გადავრევთ.
-გააჩერე მანქანა.ძალიან დამღალე უკვე მართლა გიჟი ხარ.არ მოგცემ ჩემით თამაშის უფლებას.
-მე უფლებებს არ ვიღებ არასდროს.ეხლა კიდე წყნარად იჯექი თორე გადავიფიქრებ შენს სახლში წაყვანას და გაგიყენე სხვა გზას იცოდე.
-ვაიმე მიშველე ღმერთო.თავი საქარე მინას მივადე და თვალები დავხუჭე..

* * *
დაძაბულობამ თავისი ქნა და მანქანში ჩამეძინა.ბუნდოვნად მესმოდა ლილიანას შეშფოთებული ხმა.მერე ვიღაცამ ამიტაცა ხელში სურნელით მივხვდი ის იყო და მანქანიდან გადამიყვანა.რამდენიმე წუთში სხეულმა რბილი მატერია შეიგრძნო სიამოვნებით გავეხვიე საბანში და თავს უფლება მივეცი ღრმად დამძინებოდა.
გაკვირვებულები უსმენდნენ დადას ბიჭები,
-შეგიყვარდა?
-სიყვარულზე ლაპარაკი უაზრობაა ლაშა ასე ორ დღეში.
-აბა რა გემართება?
-ავიჩემე.დღეს ისე გადამიყვანა ჭკუიდან მინდოდა საერთოდ არასდრის გამეხედა მისკენ,მაგრამ ერთ მომენტში ისეთი დაუცველი იყო
-დადა.ხმა გაიმკაცრა მათემ.იცი შენ ნაინა ჩემთვის რასაც ნიშნავს
-გეყოფა მათე შენ ყველაზე კარგად მიცნობ .იცი რო საიმედო ხელშია და მაგაზე გაფრთხილება არ მჭირდება.
-არამგონია ახლოს მიგიშვას.სამზარეულოდან ლილიანა გამოვიდა
-მიყვარს ყველაფერი რაც ძნელად მიიღწევა.რადაც არ უნდა დამიჯდეს იმ შიშს გავუქრობ თვალებიდან,კოშმარებს დავავიწყებ და მერე გავუშვებ.
-ვერ შეძლებ.გაეცინა ლაშას.პირველად გხედავ დადა ასეთს
-ადამიანები იცვლებიან,იმდენი წელი დავყავი ციხეში დამიჯერე ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა ძალიან.
-ნუ ატკენ გთხოვ.მუდარა გაურია ხმაში ლილიმ
-ერთადერთი ვისაც ეს ურთიერთობა ატკენს მე ვიქნები ლილ.ის ვერასდროს დაინახავს ჩემში მკვლელის იქით ადამიანს.ყველაფერი რო დავავიწყო ჩემს წარსულს ვერ დავავიწყებ.
-დადა.მათე ფეხზე წამოდგა და მის გვერდით გადაჯდა.შენ ჩვენი ძმა ხარ და შენი ომი ჩვენი ომია.ასე რომ თუ თვლი რომ.ეს ორივეს დაგემხარებათ ხელები ამიწევია.

* * *
ღრმად მეძინა თუმცა სწრაფად შევფხიზლდი როგორც კი ჩემს გვერდით საწოლი ჩაიზნიქა.დამფრთხალი წამოვხტი
-აქ რას აკეთებ?
-ვიძინებ.მშვიდად მიპასუხა ერისთავმა
-ჩემი ოთახია.გადი ეხლავე
-ამიერიდან ჩემი და შენი არ არსებობს.არსებობს მხოლოდ ჩვენი
-ცოლადაც ხო არ გამოგყვე და შვილები გაგიჩინო.ირონიულად გავხედე
-მაგის დროც მოვა ეხლა დამაძინე.სწრაფად მტაცა ხელი და მის გვერდით დამაგდო მანამდე ვფართხალებდი სანამ ძალა არ გამომელია.
-ძლივს არ დაიღალე?შეუშვი მაგ თავში ძალიან ძნელია ჩემგან თავის დახსნა.
-გაგიჭირდება.ჩავილაპარაკე ზიზღით.
-რა?
-ჩემი დამორჩილება.მთელი ძალით ჩავარტყი იდაყვი მუცელში და როგორც კი ტკივილოგან მოიკეცა სწრაფად წამოვხტი საწოლიდან,ერთი ნაბიჯით გავჩნდი კართან და გარედან ჩავკეტე.დიდხანს მესმოდა ერისთავის მუქარა თუმცა საკმაოდ გახალისებულმა შევაღე მისი ოთახის კარი და საწოლზე კმაყოფილი გავწექი.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუფფ რა ჯიუტები არინა რა შევწუხდი ამათ ნაცვლად love love ველი შემდეგს ძAლიან კარრგია love feel

 


№2 სტუმარი Mariami

Dzaaaaaan magariaa.

 


№3  offline წევრი megikochiashvili

ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

 


№4  offline წევრი du-da

megikochiashvili
ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

chemo kargo ro vicode realurad gamomiva rame dagikavshirdebit mara imdenze viyavi ukve ro satvalavi ameria.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent