შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების შარავანდედი -5-


16-05-2016, 18:49
ავტორი sopiko
ნანახია 2 082

[თავი 5]
ტყეში ისეთი ადგილი მონახეს, სადაც არც ნესტი და არც ნადირის შიში არ იყო. გიგიშა თბილისში თავის ახლობელს დაუკავშირდა და მეორე დღეს თიანეთში ვიღაც ვახტანგმა ხის მასალაც ჩამოიტანა. საღამოსთვის მუშებიც დაიქირავეს და მესამე დღიდან დაუღალავ მუშაობას შეუდგნენ. მეგობრებში არ მოიპოვებოდა არც ინჟინერი და არც არქიტექტორი, თუმცა ოთოც მოლბა და მისი ნაცნობების წყალობით სამ დღეში ქოხი უკვე წამოიჭიმა. მართალია შელამაზებაც უნდოდა და კომფორტულად მოწყობაც, მაგრამ ღამეებს ათევდნენ და მეშვიდე დღეს ქოხი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ოცნების ასასრულებლად მზად იყო.
დღიური პატრონთან დაბრუნებას ითხოვდა...
ბეთა თავისი ოცნების მოზიარეს...
და ის დღეც დადგა, როცა ჯანდიერს თათუსთვის დღიური უნდა დაებრუნებინა!
ბიჭებმა ბოლოჯერ ჩამოუარეს სამიოდე ოთახს და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი იდეალურად იყო.
-გიგიშა, ოთო, თქვენ ხართ ნამდვილი ძმები რა... დიდი, დიდი მადლობა!-გადაეხვია ბეთა ჯერ ოთოს, მერე გიგიშას და მუშებსაც სათითაოდ გადაუხადა მადლობა.
-ახლა ცრემლები არ გვინდა, ბეთუს! სჯობს შენი მზეთუნახავი მოიყვანო აქ და თეფშის გატეხვაში ერთმანეთს შეეჯიბროთ!-გადაიხარხარა ოთომ და ღუმელთან დადებულ სავარძელს ადგილი შეუცვალა.
-ეგეც მალე იქნება... თან ვაღიარებ, ძალიან რთული იყო ამ ხნის გაძლება მაშინ, როცა უკვე ნანახი მყავს... უკვე რომ გავუსწორე თვალი...-ოცნებებში გადაფრინდა ჯანდიერი.
-ჩამოფრინდი ახლა ციდან! ბოლოს და ბოლოს შეყვარების პროცესი დასრულდა?
-ნწუ. არ მიყვარს. უბრალოდ მენატრება.-მოიწყინასავით.-ნეტავ, შემიყვარდება? ვიცი, რომ უმისოდ ვერ ვიცხოვრებ... ჯიუტად რომ შემავლო მზერა, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ... არ მიყვარს!
-შენ ნუ ღელავ. თუ რასაც ამბობ, ამას მართლა გრძნობ და ჩვენთან თავს არ ისაწ....ბ, მაშინ ან უკვე გიყვარს, ან შეგიყვარდება!-დარწმუნებით თქვა გიგიშამ და ძმაკაცს თვალი ჩაუკრა.

ქოხი კი მზად იყო, მაგრამ ბეთა მაინც ყოყმანობდა. მეგობრებთან საუბარმა მაინც ვერ დაულაგა მოქოთქოთე აზრები. პირობის გატეხვას არ აპირებდა, თუმცა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ დღეს ოცნების ასრულება არ ღირდა. კვლავ შინაგანი ხმა კარნახობდა ამას და გამოცდილებისდა მიხედვით მას დაეჯერებოდა.
დაინახა, როგორ გამოაშუქა ჩაბნელებულ ეზოში რაღაცამ თუ ვიღაცამ და ამ რაღაცამ თუ ვიღაცაში თათუ ამოიცნო. გოგონამ ნარნარად ჩამოირბინა კიბის რამდენიმე საფეხური, ხელში ჩაბღუჯული ქვაბი ამოაყირავა და ცხელი წყალი ზუსტად იქითკენ სტყორცნა, სადაც ბეთა იდგა.
-შენ რა, ჩემი დაწვა გინდა?-სიცილით გამოვიდა ხის ჩრდილიდან ჯანდიერი და წინ ჩამოუდგა დამფრთხალ გოგონას.
-თქვენ? უფრო სწორად... შენ? დღისით გელოდი...-მართალია გაოცებული იყო თათუ, მაგრამ ეტყობოდა, რომ ბეთას დანახვას გაეხარებინა.
-ხო, მე კი ღამით მოვედი.-თითები ერთმანეთს გაჰკრა ბეთამ და წკაპუნის ხმა გამოსცა.
-ჰმ, რატომ? მოულოდნელად გამოჩენა გხიბლავს?
-ხო, მიყვარს სურპრიზები. მოულოდნელად ადამიანს სახეზე ღიმილს რომ ვგვრი, ეს ბედნიერებას მანიჭებს!-მრავალმნიშვნელოვნად თქვა და თავი ძლივს შეიკავა, ხელები რომ არ გაეშალა და ქალიშვილს რომ არ ჩახუტებოდა.
-და რა დარწმუნებული ხარ, რომ ბედნიერება მომანიჭე?-კეკლუცად გაიღიმა თათუმ.
''ისიც იმავეს გრძნობს, რასაც მე... იმავეს აკეთებს, რასაც მგონია, რომ გააკეთებს... იმავეს ოცნებობს, რასაც მე...''-მისმა სიტყვებმა გაახარა ბეთა.
-არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მინდა დავრწმუნდე.
-გინდათ დარწმუნდე? მაშინ დარწმუნდი.
-თუ ნებას მაძლევ, დავრწმუნდები...-ქალიშვილის სახე წამში მოიქცია ხელებში და ნაზ ბაგეებზე დაეწაფა. თათუმ შეწინაამღდეგება სცადა, თუმცა ბეთასგან არავითარი ძალის დატანება რომ ვერ იგრძნო, ფართხალი შეწყვიტა და გულში აბობოქრებულ ტალღებს გზა მისცა.
-დავრწმუნდი...-როგორც კი მის ტუჩებს მოწყდა, წაიდუდუნა ბეთამ და გაბრუებულ გოგონას მიაჩერდა.
-რაშში?-ბორძიკით ამოილაპარაკა მინდაძემ.
-შენს ბედნიერებაში!-მოკლედ მოუჭრა ჯანდიერმა, რადგან შეეშინდა, თათუს მამიდა არ დაეჭვებულიყო და გარეთ არ გამოსულიყო.-აი, შენი დღიური. ხვალ შევხვდებით... საღამოს... აქ.
-აქ?-ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო გოგონა.
-ნახვამდის, თათუ! ამ ღამით ჩემზე იფიქრე... მხოლოდ ჩემზე!-მიაძახა ბეთამ და სიბნელეში შთაინთქა.

''დაგიბრუნდი, ლან... არ ვიცოდი, ასე თუ მომენატრებოდი... ჩემი არ სჯეროდათ, მაგრამ დღიური მართლა აბამს ჩვენ შორის მტკიცე ძაფებს... უხილავს, მაგრამ მტკიცეს. დღიური ტყეში დამრჩა და ვიღაც ბეთამ იპოვა. ისე, მგონი სირცხვილიცაა იმ მამაკაცს ვიღაცას რომ ვუწოდებ, ვისაც ვაკოცე... იმის უფლება მივეცი, რისიც სხვა არავისთვის მიმიცია. რაღაცაში უნდოდა დარწმუნებულიყო და მაკოცა. ეს სხვა სამყარო იყო, ლან... სხვა სამყაროში გადავფრინდი. უკვე წარმომედგინა, როგორ ძალის გამოყენებით მაკოცებდა ქმარი პირველ ღამეს, რადგან ამ სტატუსზე განხილული კანდიდატები ყველანი მსუქანი, უხეში და ჩემზე ათი წლით დიდი კაცები იყვნენ. ვიცი, ახლა ოთხი წლის ბავშვივით ვლაპარაკობ, რომელსაც ჰგონია, რომ მშობელმა კომბოსტოში აღმოაჩინა, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი უცნაურია... ხელიც კი არ მოუხვევია ჩემთვის, წინაამღდეგობის გაწევა რომ მომნდომებოდა, ჩემთვის ძალა რომ არ დაეტანებინა. როცა ჩემგან სრული თანხმობა მიიღო... რა თქმა უნდა, არა სიტყვიერი, მკლავები შემომხვია... ისე ნაზად, როგორც მე იმ ფაიფურის ჭურჭელს ვეპყრობი, კარადაში რომ გვიდევს. ასე ალბათ ვერც ერთი მამაკაცი ვერ მაკოცებდა... ერთი კვირის წინ ვნახე პირველად და თავიდანვე მივხვდი, რომ დღიური ერთი ჩვეულებრივი, გაუთვალისწინებელი საგანი იყო ჩვენს ახალდაწყებულ ურთიერთობაში. რომ მიყურებდა, თვალებში ისეთი სითბო ედგა, მეც რომ მეყოფოდა და მასაც... მაშინვე ოცნებებში გადავვარდი... კარგი, კარგი... ვიცი, რომ მამიდას სულ სხვა გეგმები აქვს ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ ოცნება ხომ უფასოა? ის არაფერს ცვლის. მთელი შვიდი დღე ვოცნებობდი. ლობიოს ამოთხრილ ორმოებში რომ ვყრიდი, წარმოვიდგინე, როგორ შევძლებდი ოცნების ასრულებას მასთან ერთად... ეს წუთები მგონი ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში! მერე კი მამიდამ ნახა, რომ თითო ორმოში სამის ნაცვლად ლობიოს ათი მარცვალი ეყარა. სასაცილოა, არა? მაგრამ შენ მაინც ნუ დამცინებ... ბედისწერა ისედაც თითს იშვერს ჩემკენ და ბოროტულად ქირქილებს! აბა, მე რატომ არ უნდა ვიყო ბედნიერი? თეონამ თუ ყველაფერი დათმო, საქმრო მიატოვა და ქუთაისში საყვარელ ადამიანთან ერთად გაიქცა, ბედნიერება ვერ პოვა თუ რა? ორი დღის წინ იყო ჩამოსული და ჩემთანაც გადმოვიდა. სახიდან ღიმილი არ მოშორებია... და ყალბი კი არა, გულწრფელი! საოცრად გულწრფელი! ჩემს სახეზე ასეთ ღიმილს ვერავინ დაინახავს, თუ მართლა ვანოს გამაყოლა ცოლად მამიდამ... ერთხელ ხომ უკვე დაქორწინებულია? ის ცოლი რატომ გაექცა? ყოველ ღამით რომ სცემდა, მაგიტომ ხომ არა? ერთ დღეს მეც მოვბეზრდები და წიხლქვეშ გამიგდებს... ეს უნდა მამიდას? დარწმუნებული ვარ არა, მაგრამ როგორ ვუთხრა, არ მინდა მასზე გათხოვება_მეთქი? არადა მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მას ცოლობაზე დავთანხმდე,. ბეთა? ბეთა რომ მაღალი და გამხდარია, მე ეს კი არ მომწონს მასში... ის სულ სხვანაირია! მიღიმის და არანაირი ცუდი მიზანი არ ჩანს ამ ღიმილში... ისეთი მზრუნველი გამოხედვა აქვს... ისეთი მოსიყვარულე... ორჯერ ვნახე და უკვე სულ მასზე ვფიქრობ. იმ დღიდან ჩემი ყოველი ოცნება მასთან ასოცირდება... მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სიტყვა ''ჩვენ'' ამ შემთხვევაში არ აიარსებებს!''
დღიური აცრემლებულმა დახურა თათუმ და ბალიშის ქვეშ შედო. ტკიოდა ის, რაც დაწერა... ის ბედნიერება, რაც ბეთასთან ერთად ხის ქვეშ განიცადა, ტკივილად გარდაიქმნა... მწარე ტკივილად...
^^^
დარჩა მხოლოდ ერთი თავი!
როგორ მახარებს ხოლმე თქვენი ტკბილი კომენტარები, ხომ არ იცით...
ხო, მართალია ზღაპარს ჰგავს ეს ისტორია, მაგრამ ასეც მინდოდა ყოფილიყო. ბედისწერამ ხედავთ რა ქარიშხალი დაატრიალა? სად ჰოლანდია, სად თბილისი და სად თიანეთი, მაგრამ ჰა!
ველი თქვენს შეფასებებს...
უყვარხართ სოფიკოს!!!



№1  offline წევრი cisa

ჩემი ნიჭიერი გოგო ხაარ♥♥♡

 


№2  offline წევრი mimimimo

ვაიმე, ეს რა თავი იყო დავიწვი და დავიფერფლე. love
დროზე შემდეგი lol !

 


№3 სტუმარი Teo...

Sheudarebeli xar sofi hemo shokolado. Es wyvili momwons da gtxov ocnebebi ausrule orives.

 


№4  offline მოდერი sopiko

cisa
ჩემი ნიჭიერი გოგო ხაარ♥♥♡

Teo...
Sheudarebeli xar sofi hemo shokolado. Es wyvili momwons da gtxov ocnebebi ausrule orives.

mimimimo
ვაიმე, ეს რა თავი იყო დავიწვი და დავიფერფლე. love
დროზე შემდეგი lol !

დიდი მადლობა!
მიყვარხართ!!!

 


№5  offline წევრი teddy))

Mogvianebit wavikitxe da imedia mapatieb :* dzalian kargi iyo! Mgoni es tavi ufro momewona da dasawyishi prologi :* dgiurshi ro werda iman gamatbo, sul gimilit chavikitxe :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent