შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მეთექვსმეტე თავი)


16-05-2016, 21:32
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 353

მაშინვე გარეთ გავვარდი და ექიმს დავუძახე. ექიმი და ექთნები პალატაში შევარდნენ. ექთანმა პულსაცია გაუსინჯა და თქვა რომ პულსი ეცემოდა. ექიმმა მაშინვე ელექტრო შოკი მოითხოვა. პულსაცია მაინც დაბალი იყო, გული ძალიან სწრაფად მიცემდა, მეშინოდა მისი დაკარგვის. ყოველ დარტყმაზე პულსაცია რეგულირდებოდა და ისევ ეცემოდა. შემდეგ ნელ-ნელა პულსაცია თითქოს გაჩერდა. ექმიმიც კი გაჩერდა. კინაღამ გავგიჟდი მაშინვე შიგნით შევვარდი და საწოლთან დავვარდი. ექთნებს ჩემი გარეთ გაყვანა უნდოდათ, მაგრამ არ ვემორჩილეობდი.
- არა, გამიშვით, ცაბაძე გამოფხიზლდი, რა გჭირს ხმა ამოიღე. გთხოვ ასე არ მომექცე ცაბაძე, არაა.
- გთხოვ გაბრძანდით მას ვეღარაფერს უშველით.
- არა, არა ის არ მოკვდება არ მიმატოვებს. არაა... ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვტიროდი. ჩემი ძმის სიკვდილის დროსაც კი არ წამომივიდა ცრემლები, ახლა კი მოულოდნელად ყველა გრძნობა ერთად მომაწვა. თითქოს ტკივილი ყელში მეჩრებოდა და ცაბაძესთან ერთად სხეულის ნაწილსაც ვკარგავდი. ვტიროდი და არ შემეძლო დამშვიდება.
- გთხოვთ, გაბრძანდით.
- არა, მას არ მივატოვებ. მასთან უნდა ვიყო. გთხოვთ გადაარჩინეთ. დამიბრუნეთ. ვერ წამართმევთ, ასე ვერ მომექცევით. ახლა უკვე ექიმს ვეხვეწებოდი, რადგან აღარ ვიცოდი რა მექნა. გთხოვთ... ირაკლისთან მივვარდი და მისი ხელები ხელში დავიკავე.
- ირაკლი, გთხოვ გამოფხიზლდი, არ მიამტოვო გთხოვ. მხოლოდ შენ დამრჩი, შენც ვერ წახვალ. გემუდარები დაბრუნდი არ წახვიდე. იაკლი, ხომ გინდოდა რომ ოდესმე შენთვის სახელით მომემართა. გთხოვ არ წახვიდე. შენ გაიმარჯვე, მომიგე. დაიფიცე რომ შემიყვარდებოდი. შენ მითხარი, რომ იმდენად შეგიყვარებდი, რომ ამ სიყავრულს ვერ დავივიწყებდი. გაიმარჯვე ცაბაძე, გაიმარჯვე. მიყვარხარ, ირაკლი ცაბაძე, გვიან მაგრამ მივხვდი ამ გრძნობის არსს. ასე არვაინ მყვარებია, ასეთი რამ არავის მიმართ მიგრძვნია. მჭირდები ირაკლი, გთხოვ დამიბრუნდი გემუდარები. მიყვარხარ ციდან ცამდე, ჩურჩულიდან ყვირილამდე, სიცილიდან ტირილამდე, სიცოცხლიდან სიკვდილამდე, მიყვარხარ გესმის. ამის გაგონება გინდოდა მუდამ, ახლა მიზანს მიაღწიე გთხოვ დამიბრუნდი არ დამოტოვო.
ვტიროდი და დაწყანრება არ შემეძლო. ვტიროდი და ყველა სიტყვას რასაც ვამბობდი, ჩემში ვგრძნობდი. არ შემეძლო ამ ადამიანის დათმობა. მას მკერდზე დავადე თავი და თვალები დავხუჭე, იმ იმედით რომ ოდესმე მის გულის ცემას კვლავ გავიგონებდი, მაგრამ ამაოდ. შემდეგ თავი წამოვწიე და მის ტუჩებს ნაზად შევეხე.
- მიყვარხარ, ირაკლი და სამუდამომ მეყვარები. მიყვარხარ გადაუყვარებლად და დაუვიწყებლად. კვალვ მის მკერდზე დავდე თავი. რატომღაც ძალიან მშვიდად ვიყავი მის გვერდით.. ეს ტკვილი თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა. თითქოს ქვევიდან ზევით მოიწევდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა. ამდენს ვეღარ ვუძლებდი. საწოლთან მუხლებზე დავვარდო და ბოლო ხმაზე დავიყვირე.
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ. მთელ პალატაში სიჩუმე ჩამოწვა. ცრემლები კვლავ არ წყვეტდნენ დენას. თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ ტკივილი მაინც არ განელებულა. მოულოდნელად ხმა გაისმა.
- ცოტა ჩუმად, მეძინება, ლამაზო.
- ირაკლი.. შენ.. შენ.. დამიბრუნდი. მაშინვე წამოვდექი და მასთან მივედი. დამიბურნდი.. ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი, მამიკოს ბიჭო!
- თავიდან ვერასდროს მომიცილებ, ჯიუტო ლამაზმანო.
- მიყვარხარ, ირაკლი.
- მეც, ელიზაბედ. საუაბრი უჭირდა, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ გონს მოვიდა. მაშინვე ექიმი მოვიყვანე. ექიმეი გაკვირვებული იყო.
- ეს სასწულია, ნამდვილი სასწაული. გილოცავთ!
- ხომ კარგად გახდება? ექიმმა ცაბაზე გასინჯა და შემდეგ მითხრა.
- ჯერ სუსტადაა, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდება. თუ იმით ვისმჯელებთ რასაც გაუძლო ახლა უკეთ უნდა გახდეს.
- გმადლობთ.
ამ ამბავმა ძალიან გამახარა, მაგრამ სევდა ისევ მომაწვა, როცა გამახსენდა, რომ ჩემი ძმის ცხედარი დამხვდებოდა სახლში. თუმცა სხვა გზა არ მქონდა, კვლავ დავტოვე საავადმყოფო, ტაქსი გავაჩერე და სახლისაკენ გავემართე. რომ მივედი სახლის წინ ბევრი ხალხი იყო დაგროვებული, მივხვდი რაც ხდებოდა და სასწრაფოდ ავედი სახლში. იქაც ბევრნი იყვნენ. შიგნით შევედი და კვლავ პირველი ბიცოლა მომხვდა თვალში, რომელიც ცხედარზე იყო დამხობილი და ტიროდა. ბიძიაც იქვე იყო და მასთან მისვლა გადავწყვიტე.
- ბიძია?
- ახლავე გამომყევი და ამიხსენი რა მოხდა, ელიზაბედ?
- ხო აგიხსნი აუცილებლად, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
- რას ქვია არ არის? შენი ძმის ცხედარი დამხვდა სახლში, ბიცოლაშენი ტიროდა შენ კი სახლში არ იყავი და ამის დრო არ არისო?
- ვიცი, ბიძია, მაგრამ ახლა ვერ აგიხსნი, ხომ ხედავ რა სიტუაციაა?
- როგორც ჩანს შენი ძმის სიკვდილს საერთოდ არ განიცდი ხო?
- რაა? რას ამბობ, ბიძია?
- სიმართლეს. აქ შენი მკვდარი ძმა და ავადმყოფი ბიცოლა მარტო დატოვე და სადღაც გაუჩინარდი, სხვა რა უნდა ვიფიქრო?
- მე სასწრაფო საქმე მქონდა, ბიძ...
- გაჩუმდი! გასაგებია? ხმა აღარ ამოიღო. ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე გქონდა?
- ბიძია მე...
- ხმა აღარ ამოიღო მეთქი ელისაბედ... ყველაფრის ახსნა აუცილებლად მოგიწევს, მაგრამ ახლა არა. არ გაბედო სახლიდან გასვლა ჩემს დაუკითხავად.
- ხო მაგრამ ბიძია,...
- არავითარი მაგრამ, ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.
ბიძია წავიდა მე კი მარტო დავრჩი და არ ვიცოდი რა მექნა. ძალიან მტკიოდა ახლა ყველაფერი და ყველაფრის გამო. აქ ჩემი ძმა იყო და სავადმყოფოში ცაბაძე, არ ვიცოდი რა მექნა. ბიძაჩემი იქ არ გამიშვებდა, მაგრამ ცაბაძე იქ მარტო როგორ დამეტოვებინა? კვლავ ბიცოლასთან მივედი და ცოტა დავამშვიდე. ოთახში შევიყვანე და წამოვაწვინე დასამშვიდებლად. მე მისაღებში გავედი და სტუმრები გავაცილე. შემდეგ პანაშვიდისთვის ვემზადებოდი და ცაბაძესთან მისვლა ვეღარ მოვახერხე. მასზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მის ნახვას ან მასზე რამის გაგებას ვერ ვახერხებდი. პანაშვიდის დღეც დადგა. ყველა საშინლად იყო, განსაკუთრებით კი მე. ამდენი დღის განმავლობაში ცრემლების და ტკივილის დამალვას ვცდილობდი. მხოლოდ მაშინ ვეღარ შევძელი შეჩერება, როცა დავინახე როგორ ჩაიტანეს მიწაში კუბო და მიწის დაყრა დაიწყეს. მაშინვე ქვევით ჩავედი და კუბოზე დავემხე. ისტერიული ტირილი ამივარდა და იქიდან არ ამოვდიოდი. არ მინდოდა ჩემი ძმის გაშვება. ვტიროდი და მთელ დაგორვილ ტკივილს ამ ცრემლებს ვაყოლებდი. არ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ იქიდან ძალით ამომიყვანეს.
- არა, არა ჩემს ძმასთან მინდა. მას ვერ წამართმევთ, მას იქ ვერ დავტოვებ ისიც ამოიყვანეთ გთხოვთ. იქ არ დატოვოთ, გემუდარებით...
ვყვიროდი და აღარ ვიცოდი რა მექნა. ბიძაჩემმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მაღლა ამომიყვანეს, მაგრამ ტირილს მაინც ვერ ვწყვეტდი.
- ბიძია, გთხოვ უთხარი მათ არ წაიყვანონ ჩემი ძმა, გთხოვ ბიძია, დამიბრუნეთ ჩემი პატარა ძამიკო გთხოვთ.
- დამშვიდდი, ელიზაბედ. ახლა ვეღარაფერს შევცვლით. გთხოვ შვილო, დაწყანრდი.
- ბიძია მე ის მჭირდება. გთხოვ ჩემი ძმა არა. ოღონდ ის არა გთხოვთ.
- ელიზაბედ, დაწყნარდი, შვილო. შემდეგ ბიცოლას მიუბრუნდა. ლია, წაიყვანე აქედან.
- კარგი, მაგრამ არ წყანრდება.
- წაიყვანე, სხვა გზა არ არის უნდა შეეგუოს, ახლა ვეღარაფერს შეცვლის.
- არა, არა გიოს აქ არ დავტოვებ, არსად არ წამოვალ. არა.
ამაოდ ვყიროდი და სამარეში ჩადგმული კუბოსკენ ვცდილობდი გაქცევას, მაგრამ მკლავებიდან დამიჭირეს და იქიდან ჩემს წაყვანას ცდილობდნენ.
- გამიშვით, არსად არ მოვდივარ. ჩემს ძმასთან ვრჩები არ წამოვალ. გამიშვით, გთხოვთ.
- წაიყვანეთ, აქ ვეღარ დარჩება. ბიძიამ კვალვ უთხრა ბიცოლასთან ერთად სხვებსაც და მანქანაში ჩამსვეს, მანქანის ფანჯრებს ამაოდ ვუბრახუნებდი ხელებს. მანქანა მიდიოდა ჩემს ყვირილს კი აზრი არ ქონდა. ფანჯრის მინებზე ცრემლის წვეთებმა იწყეს დენა. ცრემლის, რომელიც ერთდროულად გადმოსცემად: ტკივილს, სიყავრულს, მონატრებას და დიდ დანაკლისს. დანაკლისს რომელსაც ოჯახის წევრის - ძმის დაკარგვა ერქვა და რომელსაც ვერაფერი შეავსებდა.



№1 სტუმარი tako

Aseti istoria jer ar wamikitxavs magrad shemecoda gio

 


№2  offline წევრი Shorena Quqchishvili

tako
Aseti istoria jer ar wamikitxavs magrad shemecoda gio
გამდლობთ, იმედია მოგწონთ. request love
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№3  offline წევრი natia-natia

Exawavikitxe data dzaan momewons emociuri tavi iyo veli shemdegs

 


№4  offline წევრი nini123321

ძამ მაგარია აი ძან გააგრზელე და მალე დადე რა

 


№5  offline წევრი Shorena Quqchishvili

natia-natia
Exawavikitxe data dzaan momewons emociuri tavi iyo veli shemdegs
გმადლობთ, მალე იქნება შემდეგი თავი request

nini123321
ძამ მაგარია აი ძან გააგრზელე და მალე დადე რა
გამდლობთ, აუცილებლად დავდებ love
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent