შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა სადღაც გაქრა! 8


17-05-2016, 01:19
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 304

გეგამ ეჭვით შემომხედა,მერე კი ეშმაკურად ჩაიცინა და ხელი მხარზე გადამხვია.
-ნეტავ როგორია,დაკარგო ადამიანი,რომელიც არასოდეს ყოფილა შენი!-თქვა და თვალებში ისე ჩამაცქერდა,თითქოს ჩემი ფიქრების წაკითხვა უნდოდა.მე დავდუმდი. დავცილდი და წავედი სახლისკენ-შეგიყვარდა?-დამეწია მისი ხმა და ტემბრით ვიგრძენი,დიდხანს ფიქრობდა სანამ დამისვამდა,არაფერი ვუპასუხე,უაზროდ დავაშტერდი მიწას და გაუაზრებლად მივიდე ხელის გული შუბლზე.ოფლისგან მთელი კანი დამსველებოდა-შენ რა არ გესმის?-მკაცრი ხმით მკითხა და თავისკენ შემაბრუნა
-რას მეკითხები ვერ გავიგე,-ძლივს ამოვღერღე ორიოდ სიტყვა
-რას წარმოადგენს შენთვის მალენა?-სერიოზული სახით მკითხა და ხელები გადაიჯვარედინა.ასე მეგონა,მალენას ძმა მირჩევდა საქმეს.
-არაფერს,სრულიად არაფერს,-დამშვიდებული ხმით მივუგე-რა აზრები გაწუხებს,-შევიცხადე შეღონებულმა
-თბილისში საქმეები მაქვს,წავიდეთ,-თქვა და ჩემზე წინ წავიდა.
სახლში შევედი თუარა თვალებით მალენას ძებნა დავიწყე,განა ნებით,უნებლიედ.მას,დივანზე მჯდომს,წავაწყდი.სერიოზული სახით მივუჯექი გვერდით.
-რა მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა და ოდნავ მიიჩოჩა,რადგან ჩემი მხარი მიყრდნობილი აღარ ყოფილიყო მასზე.
-არაფერი,შენთან სასაუბრო მაქვს
-რაზე?
-ჩვენზე,-ჩემმა ნათქვამმა გამომეტყველება შეუცვალა,სიტყვა “ჩვენზე“ არ ესიამოვნა,რადგან თავი უკვე ჩემად წარმოიდგინა.
-რა გვაქვს გაურკვეველი?-მხრებში გასწორებულმა მკითხა და კისერი მოიღერა
-გეგამ მკითხა,ვგრძნობდი თუ არა შენს მიმართ რაიმეს,-მოდუნდა.დაჟინებით მომაცქერდა,დასასრულის მომლოდინე
-მერე შენ რა უთხარი?-ხმაში მისი ღრმა ინტერესი გამოიკვეთა
-ვუთხარი ის,რაც ცხადზე უცხადესია
-და რა არის ეგ,ცხადზე უცხადესი?
-მე ვინც მიყვარდა აღარ არის,სხვა კი არასოდეს შემიყვარდება,ამბობენ ბედი ერთი გაქვს-ო,მე კი ის დავკარგე
-კარგი,სულ ეს იყო?-წამოდგა მალენა-მალე უნდა წავიდეთ და მოსამზადებელი ვარ
-არ შეყოვნდე,-მეც წამოვდექი-მიხედე საქმეს,დროებით,-დავემშვიდობე და დიმას სანახავად მეორე სართულზე ავედი.
-უკვე ალაგებ?
-ხო,აბა,გეგამ მალე უნდა წავიდეთო
-ყველაფერი ჩაალაგე,არაფერი დაგვრჩეს
-დამშვიდდი,არაფერს ვტოვებ
-კარგი,რომელი ჩემოდანი წავიღო მითხარი?
-კარადასთან რომ დგას,შავი,მანდ მეტი აღარ ეტევა
-რა მძიმეა,რა ჩადე,-ხელში რომ ავწიე ლამის მომწყდა მკლავი
-მზითვები,-ხარხარით მომიგო დიმამ
-რამდეს ლაპარაკობ,-შევუღრინე და გავაგორე ჩემოდანი ოთახიდან.
* * *
როგორც იქნა ჩავზიდე მანქანამდე ყველა ჩემოდანი და საბარგულში ჩავაწყე,შემდეგ დასასვენებლად საჭესთან დავჯექი.
-იოანე!-საზურგეს მიყრდნობილი არ ვიყავი გეგას ხმა რომ გავიგე
-რა მოხდა?-გავაღე კარი და გადავედი
-ჩემს მანქანას რაღაც სჭირს და შენთან რომ დავსხდეთ მე და მალენა წინააღმდეგი ხომარ იქნები?
-არა,მაგისთვის მეძახდი? შეგირცხვა ნამუსი,-ბუზღუნით ჩავჯექი ისევ მანქანაში.რამდენიმე წუთი მარტო ვიჯექი,მერე მუსიკა ჩავრთე და თვალი დავხუჭე.ლამის ჩამეძინა.კარის ძლიერმა მოჯახუნებამ გამომარკვია და გვერდით რომ მივიხედე დიმა მეკრიჭებოდა
-თუ გეძინება მე დავჯდები საჭესთან,-შემომთავაზა მან
-არა,უბრალოდ ცოტა დავიღალე და დროებით მოვდუნდი,-დავამშვიდე და უკან მივტრიალდი-გეგა და მალენა სად არიან?
-მოვლენ,-მითხრა და ღვედი გაიკეთა.მეც შევემზადე.გასაღები მოვარგე და ძრავი ჩავრთე.
-ლოდინმა ხომ არ დაგღალა?-ჩამჯდარი არ იყო გეგა,თავისი როხროხა ხმით რომ მკითხა და ხელი მხარზე დამადო.მალევე მიუჯდა გვერდით მალენაც-წავედით,რაღას ელოდები-მზერა გამიშტერდა და გეგამ თვალებთან დამიტკაცუნა თითები-იმედია ცოცხლები ჩავაღწევთ,-სიცილით თქვა
-მე შევთავაზე,მაგრამ არაო,-მიუბრუნდა დიმიტრი გეგას
-ნუ ღელავთ,მე მიყვარს საკუთარი თავი,-და მალენაც
-ანუ გადავრჩენილვართ,-დამშვიდებული ხმით თქვა გეგამ
-კი,რა თქმა უნდა,-კიდევ ერთხელ დავადასტურე რომ წყნეთიდან თბილისამდე ცოცხლები ჩავაღწევდით და მანქანა დავძარი.

გზა ცოტა გაიწელა.ყველას მოთენთილობისგან ჩასძინებოდა,მე კი სიმღერას აყოლილი,ლაღად ვმართავდი მანქანას,თან თვალს მალენასკენ ვაპარებდი.მასაც ეძინა.თავი უკან გადაეწია და ღრმად სუნთქავდა.საკოცნელად კარგი პოზა იყო,ამიტომ სურვილის უზარმაზარი ბურთულა გადავყლაპე და საქარე მინას დავაშტერდი.მისი მწკრივი ხალები გამახსენდა და გამაჟრჟოლა.მანქანაზე ავარიულები ჩავრთე და გავაჩერე.სამივემ თავი წამოყო.
-რატომ გავჩერდით?
-მოვედით?
-გადავალ მე,-კარს აღებდა მალენა
-არა,სად მიდიხარ,ახლა შევდივართ თბილისში,უბრალოდ ცოტახნით გავაჩერე,-კარი იმედგაცრუებულმა მოხურა და დაბღვერილმა შემომხედა
-თუ შეიძლება ნუღარ აყოვნებ,ისედაც დიდიხანია მოვდივართ
-კუსავით დაგყავს,იოანე,-ჩაერია გეგა
-ჯობია არ გამაბრაზო,მთელი მონოპოლია ჩემს ხელშია,-მივუგე მკაცრად და ისევ დავძარი მანქანა
უკვე აღარავის ეძინა.დიტო ფანჯარაში იყურებოდა.გეგა ტელეფონში ჩაძვრა.მალენა კი. . . ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით.წამით ისიც კი მომეჩვენა რომ ფარულად ჩამიღიმა,მაგრამ ასე არ იყო ნამდვილად.არც მე ვარიდებდი მზერას და არც ის.გზაც თავისუფალი იყო.
ყველაფერი იდეალური იყო,მაგრამ სარკე დიტომ მიატრიალა და მალენას მზერაც სადღაც ჩაიკარგა.
-გაგიჟდი?-ხელი ჩავავლე მკლავში დიტოს-სათამაშოდ კიარაა
-ჩავიხედები და დაგიბრუნებ,-თვალი ჩამიკრა-ისე,ზოგ-ზოგიერთები ერთობიან.
-მორჩი?-ჩემ გემოზე გავასწორე სარკე
-ვინ მაცადა,-ჩაიფრუტუნა და ისევ ფანჯარაში ყურება გააგრძელა
-მივალთ მალე და რამდენიც გინდა იყურე,-ვუთხარი და გაზს მივადგი ტერფი
* * *
-ვერ ვიტან მგზავრობას,-შეწუხებული ხმით თქვა მალენამ და თავის ჩემოდანს დასწვდა
-დაგეხმარები,-ხელი გავაშვებინე-მე ავიტან,-ვუთხარი და სადარბაზოში შევედი.
-ლიფტი არ მუშაობს,-გამახარა მალევე
-კარგია,-ღიმილით ვთქვი და კიბეებზე ავედი-რომელი სართულია?
-მეცხრე
-ვაიმე,ვგიჟდები ცხრაზე,-აღტაცება ვერ დავმალე უბრალოდ,ისე ვიყავი გახარებული.
-ხომარ გადაიფიქრე?
-მე?-ჩავიცინე სიმწრით-ეს რა არი,მეთექვსმეტეზე ავიტანე ერთხელ კარადა
-მაშინ არ გაგიჭირდება,შეჩვეული ყოფილხარ
-აბა,ადამიანი ყველაფერს უნდა მიეჩვიო,რა იცი რა ხდება
-მართალი ხარ,სიკვდილთან შეგუებაც უნდა ვისწავლოთ რომ ტკივილი შევიმსუბუქოთ,სიკვდილი ხომ, ის ერთადერთია გარდაუვალობაში.
-რა შედარებებია?-დაბნეულმა დავდგი ჩემოდანი ძირს
-დედაჩემი,-თქვა და მის ხმაში ტკივილი ვიგრძენი.თვალებიც აემღვრა-სწორედ ამ გარდაუვალობასთან არ გვინდა ,დანარჩენს ყველაფერს ვეგუებით.
-გარდაიცვალა?-ამ სიტყვაზე გამცრა და უნებურად ცრემლი ჩამომიცურდა ლოყაზე.მალენამ თავი ვეღარ შეიკავა და ისიც ცხარედ ატირდა-რატომ არ მითხარი?-არ მინდოდა მესაყვედურა,მაგრამ ცოტა მეწყინა ახლა რომ გავიგე
-რისთვის,ან ახლა რატომ გითხარი,-სლუკუნით მომიგო მან
-შეიძლება ჩაგიხუტო?-ვკითხე მე და ხელები გავშალე.მალენა უხმოდ მომიახლოვდა და ისე მომეკრო სუნთქვა გამიძნელდა.ხელები მძლავრად შემოვხვიე და თავზე ვეამბორე.მისი ტკივილი ჩემში ვიგრძენი.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უჰ,უჰ რა კაი იყოო,მომინდა...მეტი მომინდა

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან კარგი იყო მარა საკმაოდ დაიგვიანე და იმედია ახლაც ასე არ იქნება winked wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent