შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების შარავანდედი -6- (დასასრული)


17-05-2016, 20:45
ავტორი sopiko
ნანახია 2 527

[თავი 6]
ბეთა თათუს სახლის განაპირას იდგა და ქვის დიდ ლოდს ამოფარებოდა. აგერ ის აფთარი ქალი გამოვიდა გარეთ და სადღაც ქვევით წავიდა. იქნებ მის წასვლას ელოდებოდა თათუ და აქამდე ამიტომ არ ჩანს? არა, რატომ არ უთხრა ზუსტი საათი... შეიძლება მინდაძესთვის საღამო რვა საათი იყოს, ბეთამ კი ექვს საათამდე იცადა და მერე აქეთკენ გამოეშურა. რა ქნას... რაც თათუ იპოვა, იმის მერე მოსვენებას ვეღარ პოულობს. თუ სახლშია, თათუზე ფიქრობს... თუ გარეთაა, ესე იგი თათუსთანაა.... თუ ოცნებობს, ესე იგი თათუზე ოცნებობს... თათუ! თათუ! თათუ და სხვა არაფერი! თათუ და სხვა არავინ! ძმაკაცებიც კი გაბრაზებულები არიან მასზე, მაგრამ როგორც ჩანს, ბადეში ისეა გახვეული, რომ იქიდან ვერასდროს ამოაღწევს... თათუ ამოწევს ანკესს და შერჩება ბეთა! მთავარია კარგი ''მეთევზე'' იყოს და ახლა სახლიდან გამოვიდეს...
მოიცათ, ეს თათუ არ არის? ხო, ნამდვილად თათუა!
ბეთამ ხელი დაუქნია აშკარად აფორიაქებულ გოგონას და მასაც უმალ ღიმილი მოეფინა სახეზე.
''გაუხარდა!''-ყველაზე მეტად ამ აღმოჩენამ გაახარა ჯანდიერი.
-უკვე მეგონა, რომ აღარ მოხვიდოდი.-შეეგება ქალიშვილს და თითქოს უფრო თავისუფლად ჩაისუნთქა ჰაერი.
-მიბრაზდები?-გულუბრყვილო შიში დაეტყო თათუს.
-ნწ. შენზე გაბრაზებას ალბათ ვერასდროს შევძლებ...
-გახსოვს, პირველად რომ შევხვდით, გითხარი, ისე მოგმართავ, როგორც მეგობარს_მეთქი... ჩვენ როგორც ვიქცევით, ამას მეგობრობა ჰქვია?-უცებ დასერიოზულდა გოგონა და მორიდებით გაუსწორა თვალი ბეთას.
-ქცევაში რას გულისხმობ?-განგებ დაუსვა ეს კითხვა და დადუმდა.
-აი, ამას...-აილეწა თათუ.-ღამით შეხვედრას... ჩვენ რომ... ჩვენ რომ...
-ვაკოცეთ?-დაეხმარა ბეთა. ახლა ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ერთი გემრიელად გადაეხარხარებინა, მაგრამ თავი მოთოკა.
-არა... ხო.-შეყოყმანდა ის.-ახლაც ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს. მამიდამ რომ ეს გაიგოს, გაგიჟდება.
-მეც გაგიჟებული ვარ ახლა შენით და მამიდაშენი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?-გაეკრიჭა ჯანდიერი.
-მეარშიყები, ბეთა?-გაცხარებისგან ცეცხლი მოეკიდა მინდაძეს.-მე აქ რაზე გელაპარაკები და შენ კი ყველანაირად ცდილობ სიტყვა ბანზე ამიგდო!
-ხო, ვცდილობ! იმიტომ, რომ არ მომწონს ის, რაზეც ვლაპარაკობთ...-მხრებზე ხელები ფაქიზად დააწყო თათუს.-შენ შენ ხარ, მე მე ვარ და რატომ რევ ამ იდილიაში მამიდაშენს?
-ის ჩემი მამიდაა, ბეთა! შენ მე არ მიცნობ! არ იცი, რას ნიშნავს ის გრძნობა, დედა რომ მიგატოვებს, მამას კი ლოთობა მოკლავს... შენ არაფერი იცი, ბეთა! სხვა ცხოვრება გაქვს... ეს პირველივე დანახვისას შეგატყვე!-სევდა მოაწვა გოგონას.-ვითომ სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს და რამდენი რამ მოხდა! მგონია უკვე საუკუნეა გიცნობ!
-სწორედ თქვი, თათუ! მე და შენ ერთმანეთს საუკუნეა ვიცნობთ, ოღონდ არა ისე, როგორც შენი მეზობელი იზოლდა და მამიდაშენი იცნობენ ერთმანეთს! გინდა გითხრა რაზე ოცნებობ?
-ეს რა შუაშია?-დაიბნა თათუ.-ხო, კარგი, მითხარი.
-ოცნებობ, რომ შენ და შენი საყვარელი ადამიანი იყოთ ტყეში, ხის ქოხში... ისხდეთ ღუმელის წინ ერთ სავარძელში და ერთი პლედი გეხუროთ! გამოვიცანი?
-...
-იმიტომ, რომ შენი ოცნება ჩემი ოცნებაა, თათუ! ხვალ, იგივე დროს აქ დაგელოდები...-მის დუმილს გაეპასუხა ბეთამ, გაოგნებულ გოგონას ხელი დაუქნია და ტყეში გაუჩინარდა.

რა საცნაური მოუთმენლობაა, როცა იცი, რომ სულ ცოტაც და შენი ოცნება ახდება!
და რა დიდი ბედნიერებაა, ამ ბედნიერებას ხელის შეშლა რომ არ ემუქრება, რადგან მას შენი ძლიერი ხელები იცავს!

მეორე დღეს ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას ბეთა თათუს ელოდა. ისიც მალე გამოჩნდა. გრძელი, თხელი თმა ლამაზად ჩაეწნა და გუშინდელიდან განსხვავებით თვითდარწმუნებული იერი ჰქონდა ისევე, როგორც ჩამოყალიბებულ, ძლიერ ქალებს, არაფერს რომ არ უშინდებიან ბედნიერების გამო.
-მოხვედი...-შვება იგრძნო ბეთამ.
-ხო, მოვედი.-ისე, როგორც ყოველთვის, წრფელი და წმინდა იყო თათუს ღიმილი.
-გადახარშე ჩემი ნათქვამი და ისე?
-არა.
-ჰოლანდიაში დაურეკე ნაცნობს და ჰკითხე ოცნებებს ხსნიდნენ თუ არა დაფიდან?
-არა.
-აბა?
-უბრალოდ ავდექი და შენთან წამოვედი. დაუფიქრებლად.-თამამად წარმოთქვა გოგონამ და მხრებში გაიშალა.
-გოგო, რომელსაც ის ოცნება აქვს, რაც შენ, შეუძლებელია შენნაირი ძლიერი არ იყოს!-ღიმილით ჩაილაპარაკა ბეთამ, ქალიშვილს ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრო. თმაში თითები შეუცურა თათუს და ქვემოთ ჩამოასრიალა. ორივემ მინაბა თვალები სიამოვნებისგან... ორივე ერთმანეთის ნასუნთქს სუნთქავდა... ორივე ცდილობდა ნახშიროჟანგთან ერთად გარესამყაროში გამოედევნა ყველაფერი უარყოფითი და მხოლოდ დათებითით დამტკბარიყო...
ოცნებამ გაუფერადათ ცხოვრება მათ!
ოცნებამ გაუნათათ მომავალი!
-წამოდი.-ხელი ჩაკიდა ბეთამ და საპირისპირო მხარეს წაიყვანა.
-ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის!-დაუფიქრებლად დაემორჩილა თათუ და გზას გაუყვა.
-რა?-მის ნათქვამს ვერ ჩაწვდა უცებ.
-ჩვენი გზა. ჩემი და შენი.-მშვიდად მიუგო თათუმ და თვალები აუციმციმდა.
-ხო, ჩვენი.
ბეთას გზის ბოლოს მანქანა ეგულებოდა. მისი ვერცხლისფერი ცხვირიც მალევე გამოჩნდა. გოგონა მძღოლის გვერდითა სავარძელზე მოათავსა და თვითონ საჭეს მიუჯდა. რამდენიმე კილომეტრი რომ გაიარეს, ბენზინის ხაზზე წითელი აინთო.
-ჯანდაბა!-საჭეს ხელი მიარტყა და უკვე მერამდენედ მოუნდა საკუთარი თავის გამათრახება, ასეთი უყურადღებო რომ იყო.
-რა მოხდა?-შემცბარმა გამოხედა თათუმ.
-ბენზინი გათავდა.
-შორს მივდივართ?
-კი, ძალიან შორს...-კვლავ სილაღემ დარია ხელი ბეთას. უბრალოდ არ შეეძლო ცუდ ხასიათზე ყოფილიყო მაშინ, როცა გვერდით თათუ ეჯდა.
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-მანქანიდან უნდა გადავიდეთ.-იუმორის მხრიდან შეხედა სიტუაციას ჯანდიერმა, მანქანიდან გადავიდა და თათუსაც დაეხმარა გადმოსვლაში.
-რა კარგია, ბენზინი რომ გათავდა!-ანაზდად თქვა თათუმ.
-რატომ?-განცვიფრდა ბეთა. ეს ორი გაცნობის დღიდან ერთმანეთს ანცვიფრებდა.
-ახლა უფრო დიდ ხანს ვიქნები შენს გვერდით... თან რა ლამაზი ბუნებაა, ჩიტებიც რა საამურად გალობენ!-გვერდიდან მიეხუტა გოგონა, მორცხვობა როგორღაც დაძლია და ლოყაზე აკოცა ჯანდიერს.
ორივეს დაბურძგლა. თითქოს ქარმა დაუბერაო, ისე გააძაგძაგათ. მერე ქარი მზის მწველმა სხივებმა შეცვალა და რა თქმა უნდა ეს ბუნების კი არა, სიყვარულის მოვლენები იყო.
სიყვარული... რა ლამაზად ჟღერს, არა?

სინათლე ნელ-ნელა გაიცრიცა და ბოლოს საკმაოდ შებინდდა. თათუს მართალია ბეთას თბილი ჟაკეტი ჰქონდა შემოხვეული, მაგრამ მაინც უთრთოდა ქვედა ტუჩი.
''რამე უნდა მოვიფიქრო!''-გაიფიქრა ბეთამ და სწორედ ამ დროს ბედზე მარჯვნივ რაღაც გაშუქდა. სატვირთო მანქანა მათი მიმართულებით მოდიოდა. მანქანა ჯერ კიდევ შორს იყო, წყვილმა ხელი რომ დაუქნია, მაგრამ მძღოლს ოდნავადაც არ შეუმცირებია სიჩქარე. შეიძლებოდა ვერც დაენახა ვერავინ.
-გაჩერებას არ აპირებს, თათუ! უნდა შევხტეთ. ნახე, უკან რამხელა ადგილი აქვს, თანაც მგონი თივა გადააქვს.-სხვაპა-სხუპით მიაყარა გოგონას და სანამ ის რამეს გაიაზრებდა, საბარგულზე შეახტუნა. მერე მანქანას თვითონაც წამოეწია, თათუს ხელი ჩასჭიდა და წამში უკვე ორივენი მანქანით მიქროდნენ.
-იქით მიდის, საითაც უნდა წავსულიყავით?-დაინტერესდა თათუ.
-ხო, იქით მიდის, ოღონდ ფანარი უნდა ავანთოთ, ერთი აბრა რომ არ გამომეპაროს.-ფანარი აანთო ბეთამ და ტყეს მიაშუქა.
მძღოლს კი უკან გამოხედვა არც უფიქრია. მანქანა რომ შეჯანჯღარდა ეგ კი იგრძნო, მაგრამ იფიქრა, რაიმეს წამოვედეო. თან ბავშვობის დროინდელ სიმღერას უსმენდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ჩაბნელებული მინის მიღმა თივაზე თათუ და ბეთა გაწოლილიყვნენ... საერთოდ, ვინ იყვნენ რომ ან თათუ და ან ბეთა?

-ზუსტად ამ წამს გავიარეთ! ამ წამს!-ჯუჯღუნით გამოაღვიძა თათუ ბეთამ და ჯერ ის ჩაახტუნა დაბლა და მერე თავადაც ჩახტა. მართალია ორივე ასფალტზე გაიშხლართა, მაგრამ ერთმანეთით ისე იყვნენ აღტკინებულები, რომ ხმამაღალი ხარხარი აუტყდათ.
ბეთა გეგმისამებრ უკან ამოუდგა გოგონას, ყვითელი ლენტი თვალებზე მოახვია და ბოლოები კეფაზე შეუკრა.
-რას აკეთებ?-ხელზე წაეპოტინა თათუ.
-გაბედნიერებ!-ჩასჩურჩულა ჰარმონიულად ჯანდიერმა.
-შენ გიყვარს სურპრიზები... გიყვარს, ადამიანს სახეზე ღიმილს რომ ჰგვრი...
-განსაკუთრებით კი ოცნების ქალს!-დაუკონკრეტა და წელზე ხელები შემოაჭდო.-ახლა წინ გიბიძგებ, შენ წადი, მე უკან მოგყვები. გპირდები, ფეხს არაფერს წამოსდებ, არც არაფერს შეეჯახები. ხომ გესმის ჩემი?
-მესმის.
-ჩემი სუნთქვა გესმის?
-მესმის.
-გესმის, როგორ ძგერს ჩემი გული?
-მესმის...
-როგორია, როცა გესმის და ვერ ხედავ?-მიმართულება შეუცვალა თათუს და ხის ტოტი ხელით აწია მაღლა.
-თუ იცი, რომ ფეხს არაფერს წამოსდებ და არც არაფერს შეეჯახები, რადგან ვიღაცას უყვარხარ, ეშინია, რომ რამეს ივნებ და რამის დაგიშავდება, მაშინ თუნდაც ყრუ იყო, თუნდაც ბრმა და თუნდაც მუნჯი, ეს არ გიშლის ხელს იმაში, რომ ბედნიერი იყო!
-ახლაც ოცნებობ?
-ვოცნებობ იმაზე, რომ თუ ოდესმე ჩემი ოცნება ასრულდება, საყვარელი მამაკაცის როლში შენ იყო, ბეთა!
თათუს ეს სიტყვები იყო და ქოხზე გაკეთებულ წინ წამოწეულ რკინაზე ჩამოკიდულმა ჩირაღდნის სინათლემ ლენტშიც კი გააღწია.
-სად მოვედით?
-გაჩუმდი.
ბეთამ ქოხის კარები ჭრიალით შეაღო და თათუ შიგნით შეიყვანა. ღუმელი უკვე ანთებული იყო, თხუთმეტიოდე წუთის წინ ხომ აქ გიგიშა და ოთო იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოთაყვანებულ ძმაკაცს დამცინავ რეპლიკებს არ აკლებდნენ არც დღე და არც ღამე, ბეთამ მათი დაყოლიება შეძლო.
-დათბა...-დახორკლილ მკლავებზე თითები ჩამოისვა თათუმ.
-ხო, დათბა.
ჯანდიერი სავარძელში ჩაჯდა და თავისი კალთისკენ უბიძგა ქალიშვილს. თათუ შეკრთა. ვერ ხვდებოდა, რის გაკეთებას აპირებდა მისი თანმხლები და ჭოჭმანობდა. ბოლოს მაინც დანებდა და ბეთას გულზე მიეხუტა. ეს უკანასკნელი სიყვარულით მიაჩერდა ტუჩებგამობურცულ, ლოყებაწითლებულ გოგონას და ლენტი ხელის ფაქიზი მოძრაობით მოხსნა.
თათუმ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და თავბრუ დაეხვა.
მისი ოცნება!
ბეთა!
ღუმელში ანთებული ცეცხლი!
ერთი სავარძელი!
ერთი პლედი!
არ წვიმდა, მაგრამ რა დროს წვიმა იყო!
-ბეთა, ეს ხომ ჩემი ოც...
-შენი არა, ეს ჩვენი ოცნებაა, თათუ! ოცნება, რომელსაც შარავანდედი უკვე აკრავს გარს, მაგრამ ის მუდამ ოცნებად დარჩება!-საფეთქელზე გახურებული ტუჩები მიაკრო თათუს და ბედნიერმა შეისუნთქა ტყის, შეშის და მიწის სურნელი.
თათუმ ყვითელი ლენტი გაღიმებულმა მოიქცია ხელებში...
''ოცნება მაშინ ყვითლდება, როცა სრულდება!''-გაიფიქრა და უფრო ძლიერ მიეკრო ჯანდიერს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
მართლაც რომ ზღაპრული დასაწყისი და დასასრული!!!
ასეც იყო ჩაფიქრებული... მე მაქვს დაწერილი მოთხრობები კომედიის ჟანრში, დრამაში, მძაფრსიუჟეტიანში, მაგრამ ყველას ჰქონდა რეალობასთან საერთო. საერთო კი არა, ერთი კედელი მთლიანად რეალობას ეყრდნობოდა. აქ იყო ზღაპრული ელემენტები...
და მოდი, ისე დავასრულოთ, როგორც ზღაპრები სრულდება ხოლმე!
ქატო იქა, ფქვილი აქა,
ჭირი იქა, ლხინი აქა!
ველი საბოლოო შეფასებებს თათუსა და ბეთას ''ზღაპართან'' დაკავშირებით!
მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ!
თქვენ... თედ'უნიაა ეს, თეო, ბლექი, ცისა, თამუნა თუ სხვა, ყველანი ძალიან მიყვარხართ!
გემშვიდობებით გაურკვეველი ვადით...
შეიძლება ხვალ დაგიბრუნდეთ და შეიძლება ერთ კვირაში!
დ რ ო ე ბ ი თ!



№1 სტუმარი teo...

სოფი საყვარელო ,დზალიან მესიამოვნა ეს პატარა ისტორია.კარგი იყო დასასრულმა კი გამატბო.დიდხანს ნუ დაიკარგები და მალე დაგვიბრუნდი ....მომენატრები. love

 


№2  offline წევრი cisa

ვაიმეეე ვაიმეეე ♥♥♥ ჩემი სუპერ გოგოო გოგო კი არა აიი მწერალი ხარ ♥ ისეთი კარგი იყო ვერ ავღწერ უბრალოდ..მართლა ძღაპრული და პოზოტიურიი იყო ♥ რო წაიკითხავ და სიამოვნებას მოგანიჭებს და ბედნიერებას აი ეგეთი იყოო ♥♥ თათუ და ბეთაა ♥♥♥ შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქ და მაგედან გამომდინარე ვთვლი რო კარგი და თბილი ადამიანი ხარ..♥ როცა შენს ისტორია ვკითხულოობ დედას გეფიცები ყოველთვის დიდი სურვილი მიჩნდება პირადად გიცნობდე..აი ერთი თვალით დამანახა როგორი ხაარ ♥ ასე რო შეგვაყვარე თავიი..♥♥ ტკბილი ხარ და სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მოუთმენლად ველოდები ახალლს..ისეეთს შენ რო იციი პოზიტიურსს ♥♥♥ მიიყვარხაარ მიყვარხაარ ♥♥ გელოდებიი ♥♥ მომენატრებიი ♥♥♥

 


№3 სტუმარი Black

Chvenc gviyvarxar!kargi iyo da axal istorias veli:Dsopachka;)

 


№4  offline წევრი mimimimo

დამაჟრიალა...
რაღაც საოცარი დასასრული იყო! love

 


№5  offline წევრი teddy))

Unda vagiaro dasasruli yvela tavs jobda! Es ra kargi, tbili, tkbili tavi iyo! Gimili rom damtamashebda saxeze ai iseti! Miyvars me tatu da beta! Ertmanetis gareshe rom ver gadzleben! Yochag sofo <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent