ჭირვეული სტუმარი (21 თავი)
ოცდამეერთე თავი ალბათ ყველას ჰყავს ადამიანი, რომლის გამოც ნებისმიერ სისულელეს ჩაიდენს, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დასთმობ. ასეთები ჩემთვის ტყუპები იყვნენ. ჩვენს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო, მათ დედ-მამის შვილებად ვერც აღვიქვამდი, უფროსი ძმის სტატუსი იმდენად შევისისხლხორცე, რომ ლამის მშობლების ფუნქციაც კი ვიკისრე. თითქოს შევეჩვიე მუდმივად მათზე ზრუნვას, მათ დაცვას, ისინი ჩემს სისუსტეს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი - მამუკა. ეგოისტურად მიყვარდა, მის ნაკლს ვერ ვამჩნევდი, ყველაფერს ვპატიობდი, გქონიათ შემთხვევა, როცა უბრალოდ არ გინდა რაღაცის დანახვა?! მამა თუ საყვედურს ეტყოდა სიცელქის ან ჭირვეულობის გამო, მე მაინც ათას გამამართლებელ საბაბს ვპოულობდი მისი უზნეობის ასახსნელად. - პატარაა, გაიზრდება!... - თითქოს ეს ორი სიტყვა ჯადოსნური იყო, აბსოლუტურად ყველა სიტუაციას ერგებოდა. ვფიქრობდი ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ურთიერთობა ძმაკაცობაში გადაიზრდებოდა, მაგრამ... ურთიერთობის დალაგების ნაცვლად, დღითი დღე უფრო და უფრო ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს, ყველა წვრილმანზე ვკამათობდით, ცხოვრებისეული პრობლემებიდან დაწყებული, ყველაზე უმნიშვნელოზე, სათევზაოდ წასვლაზეც კი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერში მეჯიბრებოდა, მექიშპებოდა. მისი უაზრო გამოხტომების გამო, მესიკვდილებოდა სოფელში ჩასვლა, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენდა არც ჩავდიოდი. იგივეს ვერ ვიტყოდი კაშაურებზე, თითქმის ყოველ კვირას დადიოდნენ სოფელში. ისედაც საკმაოდ იშვიათად ჩავდიოდი წილკანში, ამჯერად კი თითქმის ხუთი თვე ისე გავიდა, რომ მამუკასთან დაპირისპირების გამო ფეხიც არ ჩამიდგავს. არეული, საკმაოდ გრილი გაზაფხულის მაისის შუა რიცხვები იდგა თბილისში. ქეთის სემესტრული წინა საგამოცდო ციებ-ცხელება ჰქონდა, დღე და ღამე სწავლობდა. დღეში ერთი საათით მაინც თუ ვნახავდი, ესეც მიხაროდა. იმ საღამოსაც სამსახურში ვიყავი, გვიანობამდე ველოდი კაიშაურის ზარს, მისი ნახვის იმედი საბოლოოდ რომ გადამეწურა, ტელეფონმაც დარეკა, თუმცა ქეთის ნაცვლა თამარი აღმოჩნდა: - როგორ მოხდა ძმა რომ გაგახსენდა? - მისალმების ნაცვლად პირდაპირ საყვედურით დავიწყე მე, ვცდილობდი შედარებით მკაცრი ტონი შემენარჩუნებინა, თუმცა როგორც კი ჩემი დის ატირებული ხმა გავიგონე, მაშინვე სიმკაცრე შეშფოთებამ შეცვალა: - რატომ ტირი? რა გჭირს? - გემუდარები, სოფელში ჩამოდი რა! - სლუკუნ-სლუკუნით, როგორც იქნა ამოღერღა თამარმა. - ნუ გადამრიე, ხომ მშვიდობაა?! - ლამის ბოლო ხმაზე ვღრიალებდი შეშინებული. - მშვიდობაა, კი... უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება. გემუდარები, ლევან!... ჩამოდი რა! შეყვარებული ვარ, მამას კი გაგონებაც არ უნდა, ზურას უნდა დაელაპარაკო!... როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქვე უკანასკნელი სიტყვების გაგონებაზე: - რა სულელი ხარ თამარ! - სიცილი ვეღარ შევიკავე - გული გამისკდა, რა აღარ ვიფიქრე... ვინაა ჩემი მომავალი „მურტალი ნათესავი“?! - ხუმრობის ხასიათზე დავდექი მე. - გემუდარები რა, მურტალი ნათესავი კი არა... მამა ისეა გაცოფებული, სიძეობამდე ვერც მივა, ნაადრევად დამაქვრივებს!... - ისევ ტიროდა ჩემი და. - კარგი, დამშვიდდი, ამდენს ნუ ნერვიულობ, - მამაჩემის ხასიათი რომ ვიცოდი, უმიზეზოდ ნამდვილად არ დაიწუნებდა მომავალ სიძეს, რაღაც საპატიო მიზეზი ნამდვილად ექნებოდა - რატომ არ მოსწონს შენი ღჩეული, რაო ზურაბმა?! - მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი ჩემი და ნამდვილი მიზეზს არ მეტყოდა, მაინც ჩავეკითხე მას. - ჯარში მიჰყავთ, ორი წლით... - ისევ ამოისლუკუნა თამარმა - ვიდრე წაიყვანენ დაქორწინება გვინდა, მამა კი გაიძახის, ჯერ ჯარი მოილიოს და შემდეგ დაქორწინდით, მთიულეთში მარტომ რა უნდა აკეთოო... - მთიულია?! - ისევ ჩავეკითხე მე. - ჰო, ფასანაურიდანაა, აფციაური... - აშკარად მთიულეთი გვიზიდავს ოჯახს! - ხუმრობა ვცადე მე. - დედას გაფიცებ ლევან, ჩამოდი რა! - ისევ მეხვეწებოდა და - ორი წელი ვერ მოვიცდი, არ შემიძლია... - შენ არ შეგიძლია, თუ იმას?! - ტონი გამიმკაცრდა მე, თითქოს მე ვიყავი მამის როლში, თუმცა უფროსი ძმა ხომ ვიყავი?! ვიღაც ერთად-ერთი დის სიყვარულში მეცილებოდა, ხომ მქონდა ცოტა ეჭვიანობის უფლება?! - ორივეს! - ისევ სლუკუნებდა თამარი - გემუდარები რა... იცოდე, თუ არ ჩამოხვალ, გავიპარები! - ბოლო სიტყვა აშკარად მუქარით მითხრა მან. - კარგი, კარგი, ნუ წუწუნებ... ჩამოვალ და დაველაპარაკები ზურას.. - როგორც იქნა დავეთანხმე თამარს - მანამდე სისულელე არ ჩაიდინო! იცოდე, მამამ რომც გაპატიოს, მე არ მიგიღებთ არც ერთს!... - ზურას მაგივრად უკვე მე ვემუქრებოდი მომავალ სიძეს. ასეთი შეცდომა, ალბათ მეორედ არ დამიშვია, დღე ერთი იყო და ასჯერ მაინც რეკავდა ჩემი და, ხომ ნამდვილად ჩამოხვალო. სხვა გზა არ მქონდა, მეორე დღესვე სამსახურში ავიღე რამოდენიმე დღიანი შვებულება, ქეთის დავემშვიდობე და წავედი შეყვარებული დის დასახმარებლად. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა საღამო ხანს ჩავედი სოფელში, ხარბად ვისუნთქავდი მონატრებულ ჰაერს, ეზოში ახლად მოთიბული ბალახის სურნელი იდგა. მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული კაიშაურების სახლიც, უნებურად რამოდენიმე წუთით გავჩერდი, მიყვარდა მათი ეზოს ყურება, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქეთიც იქვე იყო, იქ ყველაფერს მისი სურნელი ასდიოდა. ოჯახის წევრები მოვინახულე, მონატრებული მშობლები მოვისიყვარულე და როგორც იქნა თამარისთვისაც მოვიცალე. სასაცილო შესახედი იყო ჩემი და, რომელიც მიყვებოდა მისი სიყვარულის ისტორიას და წარა-მარა წითლდებოდა, თვალს ისე მარიდებდა თითქოს ვაჟის შეყვარებით გამოუსწორებელი დანაშაული ჩაედინა. მოკლე აღწერით გავიგე, რომ ჩემი მომავალი სიძე თვრამეტი წლის თომა აფციაური გახლდათ, მისი ასაკით დიდად მოხიბლული ნამდვილად არ დავრჩი, თუმცა ჩემი დის მონაყოლით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საკმაოდ დადებითი პიროვნება უნდა ყოფილიყო, ნათქვამს რა თქმა უნდა ნანახი სჯობდა, ამიტომ ვიდრე მამას დაველაპარაკებდი, გადავწყვიტე ჯერ ვაჟი გამეცნო, ხომ უნდა მცოდნობა ვინ მიპირებდა ოჯახის წევრობას?! რა უნდა მექნა? თანხმობის გარეშე სასიძოს მიპატიჟებას მშობლები არ მაპატიებდნენ. ისევ კობასთან შეკრება გადავწყვიტეთ. ამდენი ხნის უნახავ ბიჭებთან სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობდი და მხიარულად ვიცინოდით, როცა თამარი ჩემთვის უცნობ პატარა, გამხდარ ქერა ყმაწვილთან ერთად შემოვიდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სწორედ ის იყო თომა აფციაური. საკმაოდ მშრალად მივესალმე წყვილს. ბიჭი ადგილზე ვერ ისვენებდა, ნერვიულად ცქმუტავდა. წარა-მარა თამარისკენ აცეცებდა თვალებს, არ ვიცი რა უთხრა ჩემმა დამ, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემი ზედმეტად ერიდებოდა, ან იქნებ ეშინოდა კიდევაც. ცუდად ნუ გამიგებ, ძალიან მიყვარს ჩემი სიძე, თუმცა რატომღაც სრულიად სხვანაირი წარმომედგინა. აშკარად შევცდი, შემფასებულურად ვათვალიერებდი ყმაწვილს, იმდენად პატარა შეხედულება ჰქონდა, რომ 18 წელსაც კი ვერ მისცემდი, ეგ კი არა უნებურად ეჭვიც კი შემეპარა შემთხვევით ასაკს ხომ არ იმატებდა. ცოტა დამაკლდა და კინაღამ პირადობის მოწმობა მოვთხოვე, ეს ხუმრობით რათქმაუნდა მაქსიმალურად ვეცადე საკუთარი იმედგაცრუება დამემალა და ისედაც დაძაბული თომა უფრო არ შემეშინებინა. არც ის მესიამოვნა ჩვენს შეხვედრაზე ტყუპისცალი რომ არ მოვიდა, გული კიდევ ერთხელ მეტკინა, თუმცა არ შევიმჩნიე. ჩემს დას ვესაუბრებოდი და ოდნავ გვერდულად ვაკვირდებოდი ვაჟს, მის თითოეულ სიტყვას და მიმიკას ჩასაფრებული ვუმზერდი, საკუთარ ძმაზე ნაწყენი თითქოს ჯავრის ამოყრას სრულიად უცნობ ადამიანზე ვცდილობდი. თომას აშკარად კარგად იცნობდნენ ბიჭები, მათთან საუბარში მალევე მოეხსნა დაძაბულობა, ჩემმა მეგობრება იმდენად თბილად მიიღეს, რომ შემრცხვა კიდევაც, მის მიმართ ასე უარყოფითად რომ განვეწყვე. ჭირვეული, ეჭვიანი ბავშვივით ჩემი ბღვერა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვაჟის თვალეში აშკარად ვხედავდი რომ გულწრფელად უყვარდა ჩემი დაიკო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა მისი სრულიად უცნობ ადამიანთან გაყოფა, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ არც თამარი იყო ნაკლებად შეყვარებული. ალკოჰოლმა ალბათ თავის ქნა, მომწყინდა ასე დაბღვერილი ჯდომა, ნელ-ნელა მეც შევედი კონტაქტში, თომა საკმაოდ მხიარულად მიყვებოდა, როგორ გაიცნო თამარი, როდის მიხვდა რომ უყვარდა. საკმაოდ კვიმატი ენის პატრონი, თითოეულ დეტალს ისე აფორმებდა, რომ ბიჭები სიცისლგან ერთმანეთს ვაწყდებოდით. მინდოდა თუ არა, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ თამარმა აშკარად საუკეთესო არჩევანი გააკეთა. თუმცა ეს ხმამაღლა დღემდე არ მითქვამს. - თვალი ჩამიკრა ლევანმა - მაინც გეტყვი, რომ სადღაც გულის სიღრმეში საკუთარი დის შესაფერისად დღემდე არ ვთვლი, ალბათ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ იფიქრო, თითქოს თომა არ მომწონს, უბრალოდ ჩემი და მიმაჩნია ზედმეტად იდეალურად. - სიცილს ვეღარ ვიკავებდი იმდენად აღტაცებული სახით აქებდა ლევანი დას - მოკლედ შენ ჩვენი ქეიფისა და დროსტარების ამბავი ნამდვილად არ დაგაინტერესებს, ამიტომ ამ მონაკვეთს გადავახტები, უკვე შებინდებული იყო, როცა თამარი სახლში წავიდა. მე ისევ კობასთან დავრჩი და ბიჭებთან ერთად ქეიფი გავაგრძელე. ამბობენ, მოსალოდნელ უბედურებას წინასწარ გრძნობენო, მე ამდაგვარი არაფერი მქონია, უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი იმ საღამოს, ალბათ საკუთარი დის მომავალი ბედნიერებით ვხარობდი და ყოველგვარი პირფერობის გარეშე, ვეფერებოდი სასიძოს, საკმაოდ შეზარხოშებულები ვიყავით ყველანი, როცა ნახევრად ხუმრობითი ტონით ვიკითხე: - თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, მთავარი კი არ გითქვამს, დაქორწინებას როდის გეგმავთ?! - აი, მამუკასგან ატეხილი ციებ-ცხელება ჩაწყნარდება თუ არა, მაშინვე... - ღიმილით, ალალად შემომცინა თომამ. - ვერ გავიგე, რა ციებ-ცხელებას გულისხმობ?! -დაბნეულმა გავხედე კობას, თითქოს ჩემს კითხვაზე პასუხს მეგობრისგან ველოდი, თუმცა ისიც არანაკლებად გაოცებული უმზერდა თომას. - მეგონა იცოდით... - უხერხულად შეიშმუშნა თომა - როგორც იქნა გადაწყვიტა, დღეს ცოლს ირთავს... მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი: - რა თქვი, ვის ირთავს?! - რამდენადაც მე ვიცი, ის გოგო ბავშვობიდან ჰყვარებია, მაგრამ ვერ ითანხმებდა ცოლად გაყოლაზე, ასე მითხრა თბილისელია და სოფელში გათხოვების გამო ოჯახის რეაქციის ეშინიაო, ასე უთქვამს: - მომიტაცე და აუცილებლად, დავრჩებიო!... ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, გაოგნებული მივაჩერდი კობას: - ამას არ იზავდა, ვერ გაბედავდა! - მუქარით გამოვცარი კბილებში - იმ გოგოს სახელი ხომ არ უთქვამს?..- თითქოს უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი მე. -ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ქეთი... - შეუძლებელია! - ჩემზე არანაკლებ განერვიულებულს აღმოხდა კობას- ამას ძმას არ გაუკეთებდა... ალბათ უბრალოდ სახელი დაემთხვა. - ოხ. მე მაგის... - სიტყვის დასრულება ვერ შევძელი, ბრაზისგან მთელი ძალით მაგიდას დავარტყი მუშტი. ბიჭებისთვის აღარ შემიხედავს, მობილურს დავწვდი და გარეთ გავვარდი, ქეთისთან ვრეკავდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ზარი არ გადიოდა. სხვა გზა არ მქონდა, ჯაბასთან გადავრეკე. როგორც ყოველთვის ხალისიანად მიპასუხა უფროსმა კაიშაურმა: - არ მეგონა ასეთ ამბავში თუ გამომტოვებდით. - საყვედურებით დაიწყო მან. - ვერ მივხვდი, რას გულისმობთ?! -დავიბენი მე. - თამარის ნიშნობას, ეს ამბავი მამუკასგან უნდა გამეგო? - მამუკასგან?! - ვცდილობდი ხმაში პანიკა არ შემმჩნეოდა. - ჰო, რამოდენიმე საათის წინ იყო მოსული, ასე გვითხრა, თამარის ნიშნობა გვაქვს, და ლევანმა მთხოვა ქეთიც წამეყვანაო. უკვე ჩამოვიდნენ?! - ანუ ქეთიც გამოჰყვა?! - ხმა მიკანკალებდა მღელვარებისგან მე. - არ უნდოდა, ეზარებოდა, მაგრამ დაქალის ნიშნობას ხომ არ დააკლდებოდა?!... შენ არ გინახავს?! - არა, სახლში არ ვარ, ბიჭებთან ვარ გამოსული, ალბათ ჩამოვიდოდნენ... - არ ვიცი რატომ, მაგრამ სიმართლე ჯაბას დავუმალე, საკუთარძმასთან ანგარიში ჩემით უნდა გამესწორებინა, არ მინდოდა ამ ამბავში მისი ჩარევა. - იმედია დიდხანს არ დარჩებით სოფელში, ხომ იცი გამოცდები აქვს, მალე გელოდებით!... - ბებიაშენის ხმა გავიგონე ტელეფონში. - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა?!... -სიმწრისგან გამეღიმა მე, სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი, მუხლებზე ვიდექი და მიწას ვფხოჭნიდი ხელებით. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, - ლევან, რა ხდება?! - გონს ბიჭების ხმამ მომიყვანა მე. - ის ხდება რაც შენ იფიქრე კობა! - ღრენით ვუპასუხე მეგობარს - არ უთქვამს სად აპირებდა წასვლას? - ამჯერად თომას ვეკითხებოდი მე. -ზუსტად არ ვიცი, მე მგონი თიანეთში აპირებდა წასვლას... - ჩემი რეაქციებით აშკარად შეშფოთებული მპასუხობდა ის. - რას აპირებ?! - დაძაბული მიმერდნენ ბიჭები. - ვერ ხვდებით?! სადაც არ უნდა ჰყავდეს, ნებისმიერ ადგილზე მივაგნებ. მისთვისვე სჯობს არაფერი დაუშავოს... მოვკლავ მაგ უბედურს, ჩემი წერა გახდება!... - ძმის მიმართ არსებული სიყვარული ერთბაშად გამქრალიყო, სწორედ იმ წუთებში, იმ დღეს მომიკვდა ერთად-ერთი ძმა და მისი ადგილი მტრობამ და შურისძიების სურვილმა დაიკავა. იმდენად ვიყავი გამწარებული, რომ ზუსტად ვიცოდი, თითოეულ მუქარით ნათქვამ სიტყას შევასრულებდი, ამას ალბათ ბიჭებიც ხვდებოდნენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, უტყვი ჭირისუფლებივით მიმზერდნენ და ჩემს განაჩენს ელოდებოდნენ. იქვე იდგა თომაც, ისე იდგა თითქოს ღვიძლი ძმის ნაცვლად მან მიღალატა, მამუკას ნამოქმედარი მისი ბრალი ყოფილიყოს, თავდახრილი თვალს ვერ მისწორებდა მომავალი სიძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.