შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (22 თავი)


18-05-2016, 23:26
ავტორი murachashvili
ნანახია 4 067

ოცდამეორე თავი

ნერვიულად ვცემდი ბოლთას, დასამშვიდებლად ახლოს მოკარებასაც კი ვერ ბედავდნენ. სავარაუდო ვერსიებთან დაკავშირებით ტვინი გამალებით მუშაობდა. ტელეფონი რა თქმა უნდა მამუკასაც გამორთული ჰქონდა. ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, ასეთი რამ რისი იმედით გააკეთა, ნუთუ მართლა სჯეროდა, რომ შეიძლება მისი გრძნობები საპასუხოც ყოფილიყო?! ნერვიულად მეცინებოდა ამაზე ფიქრისას. ასეთ უგუნურ საქციელს, მხოლოდ უაზროდ სასოწარკვეთილი ადამიანი თუ ჩაიდენდა.
ისიც კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ძმა სულელი არ იყო, მოსალოდნელ რისკებზე ნაფიქრიც ექნებოდა, უდაოდ მშვენივრად ხვდებოდა, რომ ჯაბა კაიშაური თუ მოინდომებდა წუთში მოძებნიდა, მიწიდან ამოთხრიდა. რაღაც ეტაპზე იქნებ ისიც კი იფიქრა, რომ უფროსი კაიშაურის გულის მოლბობას როგორმე მოახერხებდა, მაგრამ იმ საცოდავმა ის კი არ იცოდა რომ ამ სულელური საქციელით ჩემში გააღვიძა მიძინებული ნადირი, ამ შემთხვევაში ქეთი ჩემთვის ყველაზე საოცნებოს, სანუკვარს წარმოადგენდა, რომლის დათმობას, თუნდაც ღვიძლი ძმისთვისაც კი არ ვაპირებდი, კარგად ვხვდებოდი, რომ პირველი საბედისწერო შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა უკვე თითქმის ოფიციალურ რძლად აღიარებულ ქალს ვნებიანი მზერა გააყოლა და მე უთავმოყვარეოდ ჩავყლაპე, მაშინ უნდა მიმეჩინა სათანადო ადგილი და ეხლა ამ დღეში არ ვიქნებოდი.
შურისძიების სურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ შვილის მოტაცება უფროს კაიშაურსაც კი დავუმალე. ჩემში ყველაფერი ერთდროულად მძვინვარებდა, შეურაწყობა, უპატივცემულობა, უმადურობა... ის კი არ მაბრაზებდა ერთი და იგივე ქალი რომ გვიყვარდა, მესმოდა, რომ შეიძლება გრძნობა ვერ გაეკონტროლებინა, მაგრამ ამის ასე გამოხატვა?! გადამახტა მე, როგორც უფროს ძმას, გადაახტა ყველას, მათ შორის ქეთისაც კი. მისგან ის მწყინდა, რომ მთელ ბავშვობას ერთი ხელისმოსმით გადაუსვა ხაზი. უფრო მეტად გავუგებდი, იქნებ შემცოდებოდა კიდევაც, მისი გრძნობა გულში რომ დაემარხა. ისევ მეგობრობის ნიღბით დაემალა.

სხვაგვარად არ შემეძლო, მისი პირველად ნახვის სიამოვნებას ვერავის მივანიჭებდი, ჩემი ხელით უნდა მომეღო ბოლო, იმდენად ვიყავი დაბოღმილი და გაღიზიანებული, უკვე იმასაც კი ვეღარ ვიაზრებდი რომ სიკვდილითა და განადგურებით საკუთარ სისხლს ვემუქრებოდი.
მის სავარაუდო მეგობრებთან დავრეკე, დაჭრილი ნადირივით ყველგან გააფთრებული ვეძებდი ჩემს ძმას. მისი ასავალ-დასავალი კაციშვილმა არ იცოდა. იმდენს კი ვხვდებოდი, რომ ფშავ-ხევსურეთში არ დაიმალებოდა, მაინც ყველასთან დარეკილი მქონდა. ადრეც ავღნიშნე იმდენი მყავდა ვალში, ერთ ინფორმაციას ნამდვილად არ დამამადლიდნენ, მთავარია სადმე გაფაჩუნებულიყო. როდემდე დაიმალებოდა?! ადრე თუ გვიან ხომ გამოჩნდებოდა?! უდაოდ გაუჭირდებოდა თანამოაზრის ნახვა, რაც არ უნდა ყოფილიყო, საკუთარი ძმისთვის საცოლის წართმევას არავინ მოუწონებდა.
იმის იმედით, რომ დედასთან მაინც დარეკავდა, ჩემთან სახლში ვიყავით შეკრებილნი. ბიჭებთან ერთად, უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი თომას:
- იქნებ შემთხვევით კიდევ თქვა რამე? იქნებ... ნებისმიერი წვრილმანი, შენთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, რაც შეიძლება მინიშნებად გამომადგეს...
ზურასაც კი დაავიწყდა აფციაური არასასურველი სასიძო რომ იყო, ეხლა ამისთვის არავის ეცალა. თიანეთში, მთიულეთშიც კი მამაჩემის მეგობრებთან, ნაცნობ მეტყევეებთან, ძველ მონადირეებთან ვრეკავდით და ვაფრთხილებდით, ნებისმიერი უცნობი ავტომობილის გამოჩენა ეკონტროლებინათ. თვალი ედევნებინათ, ვინ მივიდოდა და სად გაჩერდებოდა.
საკუთარ თავში ისეთი თვისებები აღმოვაჩინე, რომელთა არსებობაზეც იმ დღემდე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი თავიც კი, ამ დონემდე რომ დავეშვი. არ შემეძლო დედაჩემის განადგურებული სახის ყურება, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მამუკას ნაცვლა მე ვატკინე.
სწორედ ამ დროს მივიღე მესიჯი ერთ-ერთი მეგობრისგან, ჩემი საყვარელი ძმა რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მონადირეებს ხევსურეთის მთებში სანადირო ქოხთან ენახათ.
- შეუძლებელია! - გაფითრებულმა გავხედე კობას.
ჩემი თქმა აღარც დასჭირვებია, მყისვე იქვე დაწყობილ იარასა და ვაზნებს ვტაცეთ ხელი, ეზოში გაჩერებული ჯიპი მან გამოიყვანა, კარგად ხვდებოდა ერთგული მეგობარი, რომ ამ მდგომარეობაში საჭესთან ვერ დავჯდებოდი, სახლიდან კისრისტეხით გავვარდით. ყურადღება აღარ მიმიქცევია არც მშობლებისთვის და არც სახლში დარჩენილი მეგობრებისთვის. ცხოვრებაში პირველად დედაჩემის ცრემლებსაც კი დაეკარგა ფასი.
მივდიოდით და მეჩვენებოდა, რომ ერთ საათიანი გზა უსაშველოდ გაიჭიმა. ვეღარ ვამჩნევდი ვერაფერს, არადა ისე მიყვარდა ხევსურეთში სიარული, ფასი დაკარგვოდა ამ ულამაზეს ბუნებას, ფერები გახუნებოდა. ბუმბერაზი სალი კლდეები ისეთივე ცივები და შეუვალები გადმომცქეროდნენ, როგორც მე იმ წუთში.
მივიწევდი და პირისპირ მინდოდა შევჯახებოდი საკუთარ ბედისწერას, სხვა არაფერი მადარდებდა. მხოლოდ ქეთის ნახვა მსურდა, მხოლოდ მისი ღიმილის დანახვა.
ბიძაშვილებთან გადავრეკე და გავაფრთხილე შეკაზმული ცხენები დაეხვედრებინათ. ბიჭებთან ერთად ბებიაჩემიც დამხვდა ეზოში, ხმის კანკალით მემუდარებოდა დამენდო საკუთარი ძმა. არაფერი მითქვამს, არაფერს დავპირებივარ...
ეზოში რამოდენიმე ცხენი იყო შეკაზმული, ძნელი მისახვედრი არ იყო, ბიძაშვილებიც ჩვენთან ერთად აპირებდნენ წამოსვლას, თუმცა არ მოვინდომე, თვალების ბრიალით გადავხედე ბიჭებს:
- არც კი გაბედოთ, - მუქარით ამოვიღრინე, მშვენივრად ვხვდებოდი მათ მისიას - მამუკას პირისპირ უნდა შევხვდე, მარტო...
- ლევან, გეფიცები, არც კი ჩავერევით! - მუდარით მიმზერდა თითქმის ჩემივე ტოლი ყველაზე უფროსი მინდია.
- არა, მინდო, არის საკითხები რაც ძმებმა თვითონ უნდა გავარკვიოთ, სხვისი ჩარევის გარეშე...
- შენვე თქვი ძმებმაო, ეს არ დაივიწყო იცოდე!... - როგორც ყოველთვის მკაცრი სახით მიმზერდა ბებია, მაგრამ ტკივილისგან ცრემლებით ევსებოდა თვალები, ვიცოდი, ესმოდა ჩემი, ხვდებოდა რასაც განვიცდიდი, მაგრამ...
-ჩვენი ძმობა მე არ დამვიწყებია, მან მიღალატა!....
მიუხედავად იმისა, რომ უარზე ვიყავი, ბიძაშვილები მაინც წამოგვყნენ. კარგად ვხვდებოდი, რომ მიუხედავად იმისა, არ ვტყუოდი, ისინი მაინც მამუკას გადასარჩენად მოდიოდნენ.
უკვე კარგა ხნის დაბინდებული იყო, მართალია გერემოს კარგად ვიცნობდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, სიბნელეში გზის გაკვლევა მაინც მიჭირდა, გზას ფანრებით მივიკვლევდით. სასაცილოა ალბათ, ადამიანს ჩუმად ეპარებოდე და თან ანთებული ფანარი გეჭიროს ხელში, თუმცა ეს არ მაღელვებდა, მოგვიანებით გავიაზრე, შეიძლება ეს შეგნებულადაც გააკეთეს, მისთვის კიდევ ერთხელ გაქცევის საშუალება რომ მიეცათ, წესით მათ ამ მცდელობაზე უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო, გრძნობებისგან გამოფიტულს აღარ მქონდა კიდევ უფრო მეტად განრისხების თავი. ან გაქცევა რომც ეცადა, სად წავიდოდა შუა მთის წვერიდან?! რომც გამქცეოდა, მთელი ცხოვრება ხომ ვერ დამემალებოდა?!
- აქ რამოდენიმე ქოხია, ხომ არ უთქვამთ სად ნახეს?! - ინტერესით გამოგვხედა მე და კობას მინდიამ, თუმცა მისი კითხვისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ალაგ-ალაგ ტოტებზე შერჩენილი თხელი ქსოვილის ნაგლეჯები შევნიშნე. თითქოს შეგნებულად შეატოვეს ზედ, ძნელი მისახვედრი არ იყო ქეთი კვალს ტოვებდა. ის მელოდა. იცოდა რომ აუცილებლად ვიპოვიდი.
გული სიხარულით ამევსო. თითქოს დასახმარებლად მიხმობდა, არ არსებობდა ძალა, რომელიც შემაჩერებდა, წინ დამიდგებოდა. როგორც კარგად დაგეშილი მწევარი ისე მივიწევდი წინ, იმდენად რეალურად აღვიქვამდი მომხდარს, თითქოს იმასაც კი ვხედავდი, როგორ მოათრევდა უმცროს კაიშაურს.
- მეტიც არ მინდა რამე დაუშავოს, ილოცეთ რომ ასე არ მოიქცეს, გეფიცებით არ დავინდობ!... - აშკარად ხვდებოდნენ, რომ გამკეთებელი ვიყავი, ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა.
ჩემი ნადირობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როგორც იქნა გამოჩნდა ქოხიც, შუაგულ ტყეში იდგა პატარა, ზედმეტად პატარაც, ალბათ მაქსიმუმ ორ ოთახიანი სახლი. ჩემი ძამიკო მარტო სულაც არ იყო. სახლიდან ბიჭების ხორხოცის ხმა გამოდიოდა, ყმაწვილი დაოჯახებას აღნიშნავდა.
უცერემონიოდ შევგლიჯე ხის უბადრუკი კარები, გული შემეკუმშა ჩემი ძმის გვერდით მთვრალი ზვიადისა და მისი ამფსონების დანახვაზე. ქეთი არსად ჩანდა, მთვრალები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ვინ იცის მერამდენედ „ერთგულებას“ ეფიცებოდნენ. ამაზე ნაკლები მაყარი არ უნდა გენატრა კაცს.
ამღვრეული თვალებით გვიმზერდნენ ქოხში შესულებს. რამოდენიმე წამი დასჭირდათ სიტუაციის გასაანალიზებლად, ინსტიქტურად წამოხტა ზვიადი ადგილიდან და პირველი მუშტიც იგემა. მისთვის აღარც შემიხედავს, მას ბიჭებიც მოუვლიდნენ, მე ჩემი ძმისკენ მივიწევდი, რომელიც ჩემსდა გასაკვირად წარბშეუხრელად, ირონიული ღიმილით იჯდა მაგიდასთან.
- აი, ეს მესმის, მოხვედი რომეო?! - მის მზერაში იმხელა ზიზღი დავინახე, რომ ადგილზე გავშეშდი.
-მოგკლავ, შე ! - მოწყვეტილად ისე დავარტყი, რომ სკამზე თავი ვეღარ შეიკავა და გადავარდა.
- რისთვის მკლავ?! - იცოდა, ძირს დავარდნილს ხელს არ დავარტყავდი, ნელ-ნელა წამოიზლაზნა და ისევ ისე საზიზღარი, ირონიული ტონით მკითხა.
- შენ ბიჭო, ნორმალური თუ ხარ?! - ქეჩოში მოვქაჩე - სადაა ქეთი?
- შიგნით ოთახში გდია! - საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი მე, თუ კაიშაური უყვარდა, მაშინ საიდან ამდენი ზიზღი, ამდენი ღვარძლი?!..
- რა თქვი?! რას ჰქვია გდია?!..- ისევ ქეჩოთი ვითრიე და მოვისროლე მეორე კუთხეში.
- გდია ხო, გდია... იცი რა მაინტერესებს?! რითი მჯობიხარ? - ენას არ აჩუმებდა მამუკა. - რატომ შენ და არა მე?! ამიხსენი, ბავშვობიდან მიყვარდა, შენ ხომ არც კი დაინტერესებულხარ მისით?! მთელი ცხოვრება ვერც კი ამჩნევდი, რატომ შეუყვარდი?! ამიხსენი რატომ?! - მის ხმაში არსებული ზიზღი სასოწარკვეთილებამ შეცვალა. - რითი დაიმსახურე მისი სიყვარული?! ბავშვობიდან, გესმის?! პირველად ნახვის დღიდან, ის იყო ჩემთვის ყველაფერი, შენ კი - წამართვი!... ის ერთად-ერთი იმედი წამართვი...
- მორჩი, საკმარისია!... - მთელი ხმით ვუღრიალე მას.
- რამდენადაც არ უნდა გძულდე, შენც კი უნდა აღიარო, რომ გულის სიღრმეში ეს იცოდი. ასე რომ ძვირფასო ძამიკო, არ გინდა ასეთი შეურაწყოფილი სახით დგომა, მე კი არ წაგართვი საცოლე, შენ, შენ მიღალატე მე!... შენ წამართვი ჩემთვის ერთად-ერთი..
- მამუკა, გაჩუმდი!... - მის გონზე მოყვანას ეცადა კობა, ალბათ მიხვდა, რომ უკვე წკიპზე ვიყავი და შუაში ჩაგვიდგა. წინააღმდეგობა არც მე გამიწევია. ოდნავ უკან გავიწიე.
- არა, არ გავჩუმდები. - თვალებში უტიფრად მიმზერდა და ირონიულად იღიმოდა ჩემი ძმა - იცი რა ჩავიდინე?! ვიფიქრე, მონატაცები ქალი არავის ენდომებოდა, ამაზე დაფიქრდებოდა, დამნებდებოდა... მაგრამ არც შენი იქნება და არც ჩემი... კატასავითაა, გესმის?! ვერ გავაჩერე, ისე იცი რა მაინტერესებს?! საკუთარი ძმის ნახმარ ქალს ცოლად მაინც მოიყვანდი?!
ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, ეს სიტყვები აშკარად მისი სიკვდილის განაჩენი იყო, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს თვითონაც ეს უნდოდა. იარაღი აღარ მჭირდებოდა, ერთი ნახტომით გადავაფრინდი შუაში ჩამდგარ კობას, გამეტებით ვუტყავდი მამუკას, არ ვინდობდი, მინდოდა მასაც ისევე სტკენოდა, როგორც მე მტკიოდა იმ წუთში:
- ოხ,მე შენი... - ისე ვაგინებდი, თითქოს ერთი დედ-მამის შვილები არ ვიყავით- მაშ კატასავითაა ხომ?! სულს ამოგხდი შე , აი ამ ხეზე ჩამოგკიდებ კატასავით... - ქეჩოთი გარეთ მივათრევდი მას, ჩარევას კი ვეღარავინ ბედავდა.
ალბათ შევასრულებდი კიდევაც მუქარას, სწორედ ამ დროს კარებში ქეთი რომ არ გამოჩენილიყო: - ლევან, გაჩერდი!... - მისი სუსტი, ტკივილით სავსე ხმის გაგონებაზე ადგილზე გამიჩერდა ისევ დასარტყმელად შემართული მუშტი.
გაფითრებული, სახე დალილავებული, შემოძონძილი კაბით, მოჩვენებასავით სანახევროდ შიშველი იდგა კაიშაური კარებში. ვხედავდი წონასწორობის შეკავება როგორ უჭირდა, ფეხზე ძლივს იდგა. ინსტიქტურად გავუშვი ხელი ამდენი ცემისგან თითქმის გათიშულ მამუკას, კაიშაურმა თითქოს უკანასკნელი ძალა დაკარგაო, როგორც კი დარწმუნდა, რომ ჩვენი შეჩერება შეძლო, კარებში ჩაიკეცა და გრძნობა დაკარგა.



№1  offline წევრი Gerko

Mაგარიააა,ვაიმე რა გაძლებს შემდეგ ტავამდეეეეე...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Gerko
Mაგარიააა,ვაიმე რა გაძლებს შემდეგ ტავამდეეეეე...

მეგონა ცოტა დიდი თავი იყო wink ასე უცებ ნამდვილად არ ველოდი კომენტარს love ვეცდები თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარებლო და ახალი თავიც მალე დავდო

 


№3 სტუმარი taso

recourse რა მძიმე თავი იყო, დავითრგუნე. სიტყვები არ მყოფნის შევაფასო ეს ისტორია, იმდენად თანმიმდევრული და საინტერესოდ წასაკითხია love თქვენ კი ძალიან პუნქტუალური love

 


№4  offline ადმინი ano23

გული მომეწურა როგორ მეცოდება ქეთი... ეს მამუკა მართლა ხეზე უნდა ჩამოკიდო -_- ეგოისტი .. რა დაიცდის ახლა ახალ თავამდე. :D

 


№5  offline მოდერი ლილიანა

აქ როგორ გაწყვიტე? არ გვიბრალებ?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უხხხ ეს რა იყოოო... მალე დადეე

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

taso
recourse რა მძიმე თავი იყო, დავითრგუნე. სიტყვები არ მყოფნის შევაფასო ეს ისტორია, იმდენად თანმიმდევრული და საინტერესოდ წასაკითხია love თქვენ კი ძალიან პუნქტუალური love

ano23
გული მომეწურა როგორ მეცოდება ქეთი... ეს მამუკა მართლა ხეზე უნდა ჩამოკიდო -_- ეგოისტი .. რა დაიცდის ახლა ახალ თავამდე. :D

ასე გვიან ნამდვილად არ გელოდით საიტზე, უნდა ვაღიარო ჩემთვისაც კი საკმაოდ მძიმე დასაწერი აღმოჩნდა, სავარაუდოდ ეს თავი მამუკას პერსონაჟის კრიტიკის იქნება, სიმართლე გიტხრათ, მართლა მაინტერესებს, ამ განწყობას დასასრულამდე თუ შეინარჩუნებთ... დიდი მადლობა ამ შუა ღამისას, რომ მელოდით და კითხულობდით

ლილიანა
აქ როგორ გაწყვიტე? არ გვიბრალებ?

ანი ანი
უხხხ ეს რა იყოოო... მალე დადეე


wink love დიდი იმედი მაქვს, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც გამოვჩნდები

 


№8 სტუმარი taso

თავიდან მეც მეგონა, რომ მამუკას უყვარდა ქეთი. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა რომ გადავიფიქრე smile ლევანი უნდა მიმხვდარიყო თავის დროზე მისი ძმის გრძნობებს recourse ცოტა მასაც მიუძღვის ჩემი აზრით ბრალი

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

taso
თავიდან მეც მეგონა, რომ მამუკას უყვარდა ქეთი. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა რომ გადავიფიქრე smile ლევანი უნდა მიმხვდარიყო თავის დროზე მისი ძმის გრძნობებს recourse ცოტა მასაც მიუძღვის ჩემი აზრით ბრალი

ალბათ, უნდა მიმხვდარიყო, რეალურად თუ გაინტერესებს მიხვდა და განზეც გადგა, მაგრამ ამან მამუკას მაინც არ უშველა...თუმცა ამას ისტორიას რომ დავასრულებ შემდეგ მოგიყვებით..

 


№10  offline წევრი Gerko

მე ამერიკაში ვკითხულობ და ყოველთვის მოუთმელად გელით?..

 


№11 სტუმარი ananiko

ragaca ise laparakob echvi maq ragac dzaaan saintereso melodeba win ubralod imas rac mamukam gaaketa aramgonia ramit gamartleba movudzebno arc mis laparaks da arc mis saqciels tumca amavdroulad vpikrob ro tavis droze levanic araswori iyo tavidanve ro ar daexucha tvali da etqva satqmeli am donemde ar mividoda . axla cota gavmxiaruldebi da carmovidgen chemtvis ro levani da keti ar vici ra moxda rato daashordnen magram axla sherigdebian amdeni wlis shemdeg :))))) imeds ar vkargav da gelodebi shen moutmenlad

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Gerko
მე ამერიკაში ვკითხულობ და ყოველთვის მოუთმელად გელით?..

მადლობა ამ სიტყვებისთვის love

ananiko
ragaca ise laparakob echvi maq ragac dzaaan saintereso melodeba win ubralod imas rac mamukam gaaketa aramgonia ramit gamartleba movudzebno arc mis laparaks da arc mis saqciels tumca amavdroulad vpikrob ro tavis droze levanic araswori iyo tavidanve ro ar daexucha tvali da etqva satqmeli am donemde ar mividoda . axla cota gavmxiaruldebi da carmovidgen chemtvis ro levani da keti ar vici ra moxda rato daashordnen magram axla sherigdebian amdeni wlis shemdeg :))))) imeds ar vkargav da gelodebi shen moutmenlad


ალბათ სასურველი ფინალი უკვე გქონია, wink ვეცდები იმედი არ გაგიცრუო.. ყოველ შემთხვევაში ეს ისტორია კარგ დასასრულს კი არ იმსახურებს, უკვე "ითხოვს" wink ვნახოთ რა გამოვა საბოლოოდ

 


№13  offline წევრი mako-makako

შენი ისტორიები ძალიან მიყვარს და ძალიან მაინტერესებს |შენებური ფინალი.მაგრამ რაღა დაგიმალო და ნამდვილიც ძალიან მაინტერესებს.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mako-makako
შენი ისტორიები ძალიან მიყვარს და ძალიან მაინტერესებს |შენებური ფინალი.მაგრამ რაღა დაგიმალო და ნამდვილიც ძალიან მაინტერესებს.

love request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent