შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი წავა და ბედნიერება მოვა (თავი 5)


19-05-2016, 17:17
ავტორი lanukk
ნანახია 1 794

ალექსანდრე გააცილეს,თუმცა...
იცოდნენ რაც ხდებოდა, ეს კი აშინებდათ. ლიზიმ მათ გიორგიზე უთხარა, ეხლა კი როგორ დაეწყნარებინათ ანი ისიც კი არ იცოდნენ. ანი დიდი ხანი გათიშული იყო, ნანკა და ელენე მასთან ერთად დაწვა, რომ რო გაჰღვიძებოდა არ შეშინებოდა. ასეც მოხდა ანის ღამით 3ზე გაეღვიძა. ჯერ ვერ გაანალიზა იქ როგორ აღმოჩნდა, ის ხომ ბოლოს ალექსანდრესთან იყო, ბოლოს კადრები კი უცებ ამოუტივტივდა თავში და ცუდად გახდა, არ უნდოდა მათი შეშინება თუმცა, ელეს ნანკას მაინც გაეღვიძა.
-ანი გთხოვ, დაწყნარდი.
-ანი არაფერი მოხდება, გპირდებით. დაგიცავთ.
ას -თუგინდა წავიდეთ სხვაგან სხვა ქვეყანაში გადავსახლდეთ.
ისინი ამშვიდებნენ, თუმცა იცოდნენ რომ ეს ანაზე არ მოქმედებდა. ის როგორ ტკივილს გრძნობდა ღმერთმა იცის. ანი ადგა სააბაზანოში გავიდა, კარი ჩაკეტა. წყლის ქვეშ იდგა და ვერაფერს გრძნობდა, ვერაფერს. უბრალოდ გაშეშებული იყო. 2საათის განმავლობაში ასე იყო, ელე და ნანკა უკვე ნერვიულობდნენ. ანი მათ კარებს არ უღებდა, ამით კი გიჟს გავდნენ. ანის ეძახდნენ, თხოვდნენ გამოსულიყო, თუმცა მარაფერი ესმოდა, უბრალოდ იდგა. იდგა და მის კანზე მლაშე სითხე მოდიოდა, თან ისე რომ არ ჩერდებოდა. ბოლოს გამოფხიზლდა. კარები გააღო და ოთახში გავიდა. მათ კი არიცოდნენ როგორ დაეწყოთ ლაპარაკი, კიდევ როგორ უნდა დაემშვიდებინათ.ბოლოს ელენემ გაბედა და დაიწყო:
-ვიცი ანი რა ტკივილც გადაიტანე, კარგად მესმის შენი, და ისიც ვიცი ეხლა როგორ ხარ. თუმცა თავი ხელში უნდა აიყვანო, უნდა იბრძოლო, და შენი ტკივილი არავის დაანახო. ვიცი რომ იმ ამბის შემდეგ სულ შიშში ცხოვრობ, ვიცი რომ გეშინია. მაგრამ უნდა გესმოდეს რომ ჩვენ შენ გვერდით ვართ და არასოდეს მიგატოვებთ, ყოველთვის დაგიცავთ და შენი ფარი ვიქნებით, ყოველთის შენთან ვიქნებით, რაც არ უნდა გასაჭირში იყო გასაგებია.
მონოლოგი დაამთავრა თუ არა ვერც კი გაიაზრა, როგორ მივარდა ანი მასთან და როგორ ჩაეხუტა. მთელი ძალით ეხუტებოდა, ხოლო ანი კი ტიროდა, და ამ ცრემლებს ვერ იკავებდა. ნანკაც მასთან მივიდა და მათ მოეხვია. ანის ხმა არ ამოუღია, სამივე ერთად დაწვა, და ტკბილად დაეძინათ.

ამ დროს თქვენ არიცით ალექსანდრე რა დღეში იყო, სახლში მისული ყველაფერს ანგრევდა, ვერ მშვიდდებოდა. არ სჯეროდა რომ რამე ცუდი გადახდა ანის და ამის გამო ის ეხლა საშინლად იყო. არ ესმოდა, ესეთი რა მოხდა, ვინ იყო გიორგი. ბოლოს დამშიდდა და ვატოს დაურეკა:
-გისმენთ ბატონო ალექსანდრე.
-სასწრაფოდ გამირკვიე ანის შესახებ ყველაფერი, არ მაინტერესებს რა არის ცნობილი და რა არა. გესმის? შეუძლებელი უნდა შეძლო, და ყველაფერი გაარკვიო.
-გასაგებია, ბატონო ალექსანდრე შევეცდები.
ბოლოს დაწვა თუმცა, ვერ მოისვენა. ანიზე ფიქრს თავიდან ვერ იგდებდა, არიცოდა ეს გოგო ესე რატომ იზიდავდა? განა იმიტომ რომ სხვებისგან განსხვავებული იყო?თუ იმიტომ რომ თვით ალექსანდრე კლდიაშვილს არაფრად თვლიდა. ის ხომ ყველაზე პოპულარული იყო, მდიდარი და თან ყველაფრის გაკეთება შეეძლო? თუ იმიტომ რომ ერთადერთი იყო ვინც გაბედა და მას დაარტყა, ან თუნდაც შეეწინააღმდეგა. და მაინც მასში რაღაც იყო რის გამოც ალექსანდრე ვერ ისვნებდა. მაინც ვერ მოისვენა ადგა და აივანზე გავიდა. მთელი ღამე აივანზე იყო და თითქმის ორი კოლოფი სიგარეტი გამოცალა. ერთ ღერს მეორეს უმაებდა, მეორეს მესამეს, მესამეს მეოთხეს და ასე შემოათენდა. ბოლოს მიხვდა რომ ასე ვერაფერს მიაღწევდა. ჩაიცვა, გასაღები აიღო და ანისთან წავიდა. კარზე დააზარა. კარი ელენემ გაუღო და შემოიპატიჟა.
-დიდი მადლობა გუშინდელისთვის.
-ხომ გითხარით მადლობა საჭირო არარისთქო.
-კარგი, უბრალოდ „თ“ ნუ მომართავ შენზე მხოლოდ 3წლით ვარ დიდი.
-კარგი. ანი როგორაა?
-ჯერ არვიცი.
-შეიძლება ვნახო?
-იცი არვიცი, ჯერ მდგომარეობიდან არ გამოსულა.
ამდროს კი ანი შემოვიდა.
-ელენე ავად კიარ ვარ. უბრალოდ ცუდად აგვხვდი.
-კარგი. მე დაგტოვებთ.
ელენე გარეთ გავიდა. ამ დროს კი ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, მაგრამ ერთმანეთს თვალებს ვერ აშორებდნენ.
-რა ქენი გოგო ეს გუშინდელი დღე ჩამიშხამე ჰა?
სიცილით და საშინელი კილოთი უთხრა ალექსანდრემ, ამაზე კი ანის ახარხარდა.
-კარგი, მე მაპატიეთ. მართა მადლობა მინდა გითხრა გუშინდელისთვის.
-ვაიმე, კიდევ ერთხელ შენ ან შენმა ოჯახმა მადლობა რომ მითხრათ მოგკლავთ.
-კარგი კარგი. ყავას ხო არ დალევ?
-სიამოვნებით.
ანი ყავას აკეთებდა როდესაც:
-გუშინ რამოხდა? ასე ცუდად რატომ გახდი?
ანი დაიბნა, არიცოდა რა ეპასუხა.
-იცი რაღაც ცუდი გავიგე და თავი ვეღარ გავაკონტროლე.
-მაინც რა?
-არმინდა ამაზე საუბარი.
-კარგი როგორც იტყვი. ხვალ მოდიხა სკოლაში?
-კი წამოვალ.
-დილით გამოვალ და გაგიყვან.
-არარის საჭირო.
-შენ ნებართვა ვინმემ გთხოვა?
-უკაცრავად?
-ჩვენი შეთანხმება არ დაგავიწყდეს პატარა.
-საზიზღარო.
-შეხედე რა ორი წუთის წინ მადლობებს და ბოდიშებს მიხდიდა და ეხლა მლანძღავს რა. არაფერი შენ არ გეშველება რა.
-ნუ ცანცარებ. და კიდევ ორი წუთის წინ კეთილი ადამიანი იყავი, და არა ისეთი ურჩხული და საზიზღარი როგორიც ეხლა ხარ.
-დილით დამხვდი.
-ვერგიტან.
-კარგი მადლობის გადახდა არარის საჭირო.
და სასწრაფოდ გაიქცა სანამ ბალიში მოხვდებოდა.
მალე ლიზაც მოვიდა ანისთან:
-ვაიმე, ანი როგორ ხარ?
-ლიზა არ უნდა წივილი კარგად ვარ, მშვენივრად.
-ჩემი ბრალია, მაპატიე გთხოვ. ტელეფონით არ უნდა მეთქვა, ღმერთო რა იდიტო ვარ სუფთა დებილი, წინდაუხედავი.
-ვაიმე ლიზა სანამ შემოგცხე რაღაცა გაჩერდი. არაფერი შენი ბრალი არარი. დაივიწყე და კიდევ შენ რომ მომიბოდიშო ხო გადაგაგდებ აივნიდან.
-კარგი კარგი.
იმდენი ილაპარაკეს რავიცი აბა, ბოლოს ლიზაც წავიდა. ანიც დაწვა, თუმცა ალექსანდრეზე ფიქრობდა, მაგრამ არა მხოლოდ მასზე. დედაზეც, გიორგიზეც რომელმაც მთელი მისი ბავშვობა ჩააშხამა.ვერაფრით მოისვენა. ძალიან უნდოდა რომ ის რაც ლიზამ უთხრა სიმართლე არ ყოფილიყო. თუმცა ესმოდა რომ სიმართლესა და რეალობას ვერაფრით ვერ გაექცეოდა. ბოლოს ლაპრაკის დროც მოვიდა. ელენე და ნანკა ოთახში შემოვიდნენ. რომელიმეს უნდა დაეწყო ლაპარაკი თუმცა ანიმ დაასწრო:
-სანამ მეტყვით, იმას რომ სხვაგან უნდა წავიდეთ. აქ ყველაფერი დავტოვოთ მხოლოდ იმიტომ რომ ის ნაძირალა გამოვიდა ციხიდან. მოგახსენებთ რომ არსად წასვლას არ ვაპირებ, არ მეშინია მისი. თუ უნდა მოვიდეს რაც უნდა ის გააკეთოს თუმცა მე ვერაფერს დამიშავებს, ვერაფერს მეტყვის და ვეღარაფერს ვეღარ მატკენს. დამთავრდა ჩემი ესეთი ცხოვრება, დავიღალე ყოველღამე ამაზე ფიქრით. მორჩა. არავის ვემალები, არავის მეშინია. გასაგებია? ამ თემაზე ლაპარაკი შეწყვიტეთ. ისე ვიცხოვრებ თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან არაფერი მომხდარა. მისი გამოსვლა მე ვერაფერს დამაკლებს, და თუკი ისეთი უსინდისოა და ჩემთან მოვა და რამეს გაბედავს. მე დაცვა არ მჭირდება, თვითონაც გავუმკლავდები.გასაგებია? დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა უნდა დავწვე რადგან ხვალ სკოლაში მივდივარ.
თითოეულს ჩაეხუტა, და დასაძინებლად წავიდა. იმით ბედნიერე რომ ხვალ ისევ ალექსანდრეს ნახავდა, თუმცა რატომ ანაღვლებდა მისი ნახვა თვითონაც არ იცოდა. უბრალოდ ხვდებოდა რომ ის უბრალო არიყო მისთვის.

ჩემო საყვარლებო თქვენ არიცით როგორ მიხარია თქვენი კომენტარების ნახვა. ვიცი რომ პატარ-პატარა თავებს ვდებ, შევეცდები რომ უფრო და უფრო გავზარდო. მიყვარხართ და იაქტიორეთ. დამიჯერეთ შემდეგი თავი უფრო ამაღელვებელი იქნება.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შესანიშნავიააააააააააააა love დადე მალე ძალიან კარგი ხარ request

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dzaliann magariaaa momwonss ESS istoriaa
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent