შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მეჩვიდმეტე თავი)


19-05-2016, 20:36
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 273

სახლში მივედი და მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი. ხმას ვერარ ვიღებდი, ვეღარც ვტიროდი, უბრალოდ მოჩვენებასავით დავდიოდი. ოთახში შევედი, საწოლზე დავწექი და ჭერზე ერთ წერტილს მივაშტერდი. ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა. ხმის გაცემის სურვილი არ მქონდა. კაი გაიღო, მაგრამ არც შემიხედავს ვინ შემოვიდა.
- ელიზაბედ, ხომ კარგად ხარ?
- ----
- ელიზაბედ ხმა ამოიღე?
- ----
- შვილო, ხომ ხვდები, რომ ვნერვიულობ, რამე მითხარი?
- რა გითხრა, ბიძია, რაა? რა გინდა რომ ვთქვა. ახლა ჩემში მხოლოდ ტკივილია, ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
- ვიცი სვილო, არც ჩვენთვისაა ადვილი ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა შევეგუოთ.
- მე ვერ შევეგუები არ შემიძლია. ყველაფერი იმ არაკაცის გამო მოხდა, დავით ცაბაძის. მან მოკლა ჩემი ძმა. მან და ნიკამ წამართვეს გიო. იმ კაცმა წამართვა ყველაფერი, ოჯახი, მეგობრები, მხოლოდ ძმა დამრჩა და ახლა ისიც დავკარგე.
- შენ.. ეს საიდან.. როგორ?
- ვიცი ბიძია, ყველაფერი ვიცი უკვე, ვიცი, რომ იმ კაცმა წამართვა მშობლები და ამას მწარედ ინანებს.
- არა, ელისაბედ, რას ამბობ? არაფერი არ ჩაიდინო ცხელ გულზე რასაც მერე ინანებ.
- არა, ბიძია არაფერს ვინანებ. ეგ კაცი ინებს ყველაფერს რაც დააშავა.
- ელიზაბედ, არაფრის გაკეთება არ გაბედო. შემმა ძმამ თქვენი თავი მე ჩამაბარა, თუმცა გიო დავკარგე, მაგრამ შენს დაკარგავს ვეღარ გადავიტან. ვიცი,რომ ის კაცია დამნაშავე მაგრამ შენც კრგად იცი, ის კაცი ყევლაფერზეა წამსველელი. რამეს დაგიშავებს და ამას ვეღარ გადავიტანთ, ვერც მე და ვერც ბიცოლაშენი.
- აბა რა ვქნა, ბიძია? ყვლაფერი ასე დავტოვო? იმ კაცს შევარჩინო რაც დამიშავა? ეს გინდა ბიძია? არა, ამას არ ვიზავ, ვფიცავ დავით ცაბაძეს ყველაეფრს ვანანებ.
- ელიზაბედ, შენ ასეთი არ იყავი, არა. სად გაქრა ის გოგო, რომელმაც მშობლები დაკარგა,მაგრამ მაინც ყველაფერს გაუძლო და აქამდე მოაღწია. სად გაქრა ის მებრძოლი და ძლიერი გოგო? სად, ელიზაბედ, სად? სად გაქრა ელიზაბედ ზედგინიძე?
- მოკვდა ბიძია, მოკვდა. ის გოგო თავის ძმასთან ერთად მოკვდა. ახლა ახალი ელიზაბედ ზედგინიძე დაიაბდა, ის რომელიც ყველას და ყველაფრის გამო შურს იძიებს და რომელიც დავით ცაბაძეს გაანადგურებს. ეს ვთქვი და გარეთ გავვარდი.
- ელიზაბედ... სად მიდიხარ ელიზაბედ, შეჩერდი.
ყვიროდა ბიძია, მაგრამ არ ვუსმენდი, სახლი დავტოვე და გავიქეცი. არ ვიცოდი სად მივრბოდი, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. შემდეგ ზღვის პირას მივედი და ერთ სკამზე ჩამოვჯექი. საშინელ ხასიათზე ვიყავი, თან ჩემი ძმის გამო მტკიოდა გული. საშინლად გამწარებული ვიყავი, მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ის საშინელი კოშმარი, რომლიდანაც გამოღვიძებას შევძლებდი და ყველაფერი გაქრებოდა, მაგრამ ვხვდებოდი,რომ ეს რეალობა იყო. მწარე რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცეოდი და აუცილებლად თვალი უნდა გამესწორებინა, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო. თუმცა გადაწყვეტილი მქონდა, დავით ცაბაძისთვის სამაგიერო გადამეხადა ყვეალეფრს იმისთვის რაც მე და ჩემს ოჯახს დაგვიშავა. ჯერ არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა, ამიტომ ავდექი და გზას გავუყევი საავადმყოფოსკენ. მინდოდა ცაბაძე მომენახულებინა და ცოტა დავმშვიდებულიყავი. უცებ სანოტარო ბიუროს ჩავუარე და თავში არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა. მაშინვე იქ შევედი და ერთ-ერთ ნოტარიუსს დაველაპარაკე ჩემთვის სასურველ თემაზე. საჭირო საბუთები გამოვართვი და კმაყოფილი გავემართე კვლავ საავადმყოფოსკენ. ცაბაძის პალატასთან მივედი და იქიდან ხმაური გავიგონე. კარიც ოდნავ ღია იყო. შესვლას ვაპირებდი, მაგრამ ცაბაძესთან სტუმრად იყვნენ და აღარ მინდოდა მისი შეწუხება. წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ერთ-ერთმა ჩემი სახელი ახსენა და მეც გავჩერდი. მაინტერესებდა მე რატომ მახსენებდნენ.ცაბაძის ხმაც გავიგე და გამიხარსა რომ ამ დროის განმავლობაში გამოჯანმრთელდა.
- ლიზის რას უპირებ ტო?
- არ ვიცი რა მართლა არ ვიცი, სანდრო. გაიგო, რომ მისი მშობლების სიკვდილში მამაჩემია დამნაშავე და ამას ისიც დაემატა, რომ მისი ძმაც მამაჩემის გამო დაიღუპა. არ ვიცი რას მოიმოქმედებს.
- როგორ თუ რას ბიჭო? შეაჩერე თორე მამაშენი რამეს დაუშავებს.
- ვიცი, ვიცი მაგრამ რა ვქნა. ძალიან ჯიუტია და თუ რამე გადაწყვიტა არ გადაიფიქრებს.
- თუ მაგ გოგოს გადარჩენა გინდა მამაშენისგან დაიცავი, თორემ სამუდამოდ დაკარგავ, ძმაო, მე გაგაფრთხილე.
- ვიცი, მაგრამ ლიზიმ რომ მამაჩემზე შურისძიება გადაწყვიტოს?
- რას ქვია შურისძიება, ბიჭო? ხომ იცი მამასენი რაზეცაა წამსვლელი. თუ არ გინდა ეგ გოგო მოკვდეს, მამაშენისგან დაიცავი. დანარჩენი შენ იცი.
ამ ყველაფერს ვუსმენდი და ცაბაძის მამისადმი ზიზღი ჩემში უფრო იზრდებოდა. მაგრამ ცაბაძისა და მისი მეგობრის ნდობა გამიჩნდა. ცაბაძის მჯეროდა, მაგრამ მაინც არ შემეძლო მამამისისთვის ამ ყველაფრის პატიება. მაინც გადავყვიტე შესვლა, დავუკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი.
- გამარჯობა.
- გამარჯობა. ორვემ ერთად მითხრა და ერთმანეთს შეხედეს. მიზეზს მაშინვე მივხვდი, ალბათ იმაზე ფიქრობდნენ რამე გავიგე თუ არა.
- როგორ ხარ? კვლავ ცაბაძეს მივუბრუნდი.
- კარგად,ლიზ შენ როგორ ხარ? გავიგე რომ შენი ზმის დაკრძალვა იყო დღეს, ოჯახში ალბათ ცუდად არიან აქ რატომ მოხვედი?
- შენი ნახვა მინდოდა, ამ დროის განმავლობაში მოსვლა ვერ შევძელი.
- ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. ხო მართლა გაიცანი-სანდრო, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი და საუკეთესო მეგობარი.
- სასიამოვნოა, გამომიწოდა ხელი.
- ჩემთვისაც. ჩემი ხელი შევაგებე.
- ალბათ რამე მნიშვნელოვანზე საუბრობდით, ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
- არა, არა რას ამბობ ლიზ. ღიმილით მითხრა ცაბაძემ.
- კარგი მე დაგტოვებთ. თქვა სანდრომ და პალატიდან გავიდა.
- ლიზ, მოდი ჩემს გვერდით დაჯექი.
- კარგი. გავუღიმე და მასთან მივედი.
- ლიზ, რაღაც უნდა გითრა და გულწრფელად მიპასუხე.
- გისმენ.
- ახლა როცა გაიგე, რომ ყველაფერში მამაჩემია დამნაშავე როგორ მოიქცევი?
- მაგას რატო მეკითხები?
- უბრალოდ მაინტერესებს.
- და რას იტყვი, რომ გითხრა მასზე შურისძიება მინდათქო?
- რა თქვი? შენ ხო არ გაგიჟდი გოგო?
- რა იყო? რადგან მამაშენია მაგას მაგიტო ამბობ?
- არა ლიზ, იმიტომ, რო ვიცი რაზეცაა წამსვლელი და არ მინდა რამე დაგიშაოს.
- ის მე ვერაფერს დამიშავებს. იმაზე მეტს ვეღარ დამიშავებს რაც უკვე დამიშავა.
- შენ მას არ იცნობ, ლიზ. მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა.
- არ მაინტერესებს. არ ვაპატიებ რაც ჩემს ოჯახს დაუშავა.
- ლიზ, გაიგე მას ვერ დაუპირისპირდები.
- რატომ, ცაბაძე, რატომ? იმიტომ რომ მდიდარია და თავისი ქონებით ბევრის მიღწევა შეუძლია? სამართალი ყველასთვის ერთია. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის რაც დააშავა. ის ციხეში აღმოჩნდება და იქიდან ვერასდროს გამოვა, ვერასდროს.
- და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები გაქვს, ლიზ? როგორ აპირებ მის ციხეში ჩასმას.
- ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი მტკიცებულებებს. მაგრამ რას აპირებ?
- და რას უნდა ვაპირებდე?
- ის მამაშენია და ალბათ მის დაცვას ეცდები. თუმცა მე ვერაფერს გეტყვი. ეგ შენი გადასაწყვეტია, თუმცა მე მაინც დავსჯი მას ცაბაძე. წასვლას ვაპირებდი მაგრამ ხელიდან დამიჭირა და მისკენ შემაბრუნა
- არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემთვის ვინაა. ყველაზე ძვირფასი ჩემთვის შენ ხარ, ლამაზო. როგორც არ უნდა მოიქცე, მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები, ელიზაბედ.
- ხო მაგრამ, მამაშენის წინააღმდეგ წახვალ?
- მან ბევრი რამ დააშავა და უნდა დაისაჯოს. მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გავწირავ, ლიზ გთხოვ ეს გაიგე.
- არა, რას ამბობ? მე არავის მოკვლას არ ვაპირებ, მე მკვლეი არ ვარ. მე მას არ დავემსგავსები,მე მისნაირი არ ვარ და არც გავხდები არასდროს. მე უბრალოდ მინდა დაისაჯოს რაც დააშავა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები, ლამაზო.
- ვიცი... მასთან ახლოს მივიწე და ყურში ჩავჩურჩულე. მიყვარხარ ირაკლი ცაბაძე.
- მეც მიყვარხარ, ლამაზო. ტუჩებზე ნააზად მაკოცა და გული ჩამიხუტა. მასთან საოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ძალინ შემყვარებოდა ეს მამიკოს ბიჭი. მის გარეშე ცხოვრება აღარ მინდოდა და არც არასდროს დავთმობდი მას. მის გვერდით დავწექი და თავი მკერდზე დავადე. თვალები დავხუჭე და ასე ვიყავი კარგა ხანი, მისგან წასვლა არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი. ავდექი, ცაბაძეს დავემშვიდობე და დაბლა ჩავედი. უკვე წასვლას ვაპირებდი, როცა შვნიშნე, რომ ტელეფონი დამღცა პალატაში და კვლავ ზევით ავბრუნდი. პალატას მივუახლოვდი, კარი გავაღე და ადგილზე მივიყინე. პალატაში ნინი იყო და ცაბაძეს კოცნიდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. ამ სცენამ გული საშინლად მატკინა და ამავე დროს საშინლად გამაბრაზა. კარი რომ შევაღე ცაბაძემ დამინახა და მაშინვე მოიშორა ნინი, თუმცა რელობა მაინც გულს მტკენდა.
- ლიზი? შენ? აქ რა გინდა?
- გეთანხმები ცაბაძე, შენს გვერდით მართლა რა მინდა? ვწუხვარ, რომ შენში შევცდი. ისევ შევცდი.
- არა ლიზ, მომისმინე, ყველაფერი ისე არაა როგორც გგონია, გთხოვ მომისმინე. ყვრიოდა ცაბაძე, მაგრამ მას აღარ ვუსმენდი, ტელეფონს ხელი დავავლე და იქიდან გავვარდი. ცრემლები თავისით მომდიოდნენ, და თან მივრბოდი. არ ვიცოდი სად მაგრამ მივრბოდი. მინდოდა ყველაფერს გავქცოდი, მინდოდა დამევიწყბინა ყველა და ყველაფერი. გული საშინლად მტკიოდა, არა იმის გამო რომ ცაბაძემ სხვას აკოცა, არამედ იმის გამო რომ ჩემი ნდობა ვერ გაამართლა. ერთდაერთი იყო ვისაც ამდენი ხნის შემდეგ ვენდე და მანაც ასე გამწირა. მივრბოდი გაურკვეველი მიმართულებით და თან ცრემლები კვლავ ძველებურად მისვლებდნენ სახეს. მეტი აღარ შემძლო მუხლებზე დავეცი და უფრო ამიტყდა ტირილი. მინდოდა შიგნიდან ყველაფერი ამომეღო. ყველა ტკივილი და სევდა. მინდოდა ეს ყველაფერი აქ, ზღვის პირას დარჩენილიყო და მის მღელვარე ტალღებში დაკარგულიყო. გადაკარგულიყო სამუდამოდ ისე, რომ არასდროს დაბრუნებულიყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი ხანი ვიყავი ასე, მაგრამ ბოლოს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე. ფეხზე წამოდექი და მყარი ნაბიჯებით გავემართე წინ. ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი დავით ცაბაძის განადგურება იყო და ამაში ირაკლის დახმარება არ მჭირდებოდა. გადაწყვეტილი მქონდა, ყველა მტკიცებულების შეგროვება და მისი ციხეში ჩასმა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს. თუ ცაბაძისთვის არაფერს ვნიშნავდი, მეც ადვილად დავთმობდი მას. ეს გადაწყვეტილი მქონდა თუცა გული მეუბნებოდა, რომ მის დატმობას ვერ შევძლებდი.



№1  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე

 


№2  offline წევრი nini123321

კარგიაა და მალ მალე დადეე

 


№3  offline წევრი Shorena Quqchishvili

მადლობა, მალე დავდებ მომდევნო თავს request
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent