შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (23 თავი)


20-05-2016, 22:50
ავტორი murachashvili
ნანახია 3 734

ოცდამესამე თავი
- ეს როგორ? გამოდის ბიძაჩემსაც უყვარდა? ასე როგორ გაიმეტა? ეს რა უცნაური სიყვარულია?! - თითქმის ვკიოდი, აშკარად ისტერიკაში მყოფი, ლევანს აღარ ვუსმენდი, მამუკაზე გამწარებული მუშტებს მას ვურტყავდი მკერდში, თითქოს ასე ვცდილობდი ტკივილისგან განთავისუფლებას - შეუძლებელია, რა იცი, ნამდვილად შენი შვილი ვარ, იქნებ მისი?. მე ძალადობის შედეგად ჩავისახე?! - ამის გაფიქრებაც კი მაგიჟებდა.
- დამშვიდდი, მარიამ გესმის?! - ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდა მამაკაცი. ჩემი რეაციით აშკარად შეშინებული მიყვიროდა და ძლიერად მანჯღრევდა. - დამასრულებინე თხრობა, არასწორ დასკვნებს აკეთებ. ასე არ იყო, მისი შვილი არ ხარ და ვერც იქნები, გამორიცხულია, დედაშენისთვის პირველიც და დიდი იმედია ერთად-ერთიც მე ვიყავი.
გაფითრებული, უაზრო გამომეტყველებით ვუმზერდი ლევანს, სული მტკიოდა და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ნერვებისგან მაცახცახებდა, ეს კაცი თითქოს დამცინოდა. ეს რა სულელური ხუმრობა იყო?! უკვე ეჭვი საკუთარ შერაცხადობაშიც კი მეპარებოდა, აშკარად კარგად გავიგონე მისი ნათქვამი, პანიკაში მყოფი, თვალებს უაზროდ ვაფახუნებდი, თითქოს სუნთქვასაც ვეღარ ვბედავდი, ისე ვუსმენდი:
- ვერ გავიგე... რის თქმას ცდილობ?! რამე არასწორად გავიგე? - საკუთარი ხმა მეუცხოვა, ამდენი ნერვიულობისგან საოცრად დამბოხებოდა.
თითქოს ასეთ რეაქცია არ ელოდაო, ჩემზე არანაკლებ განერვიულებული მიმზერდა მამაკაცი.
- მომისმინე ძალიან გთხოვ, მათქმევინე, ისედაც მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება... - მუდარით მიმზერდა ის. - დავინახე, როგორ მოწყვეტით დაეცა ქეთი. თვალთ დამიბნელდა, ვისღა ახსოვდა ჩემი ძმა და შურისძიება, რამოდენიმე წამში გავჩნდი კაიშაურთან. ხელისკანკალით ავიყვანე ხელში, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვკარგავდი, ასეთი სასოწარკვეთილი და განადგურებული არასოდეს ვყოფილვარ. ერთად-ერთი რაც მაშინ მოვიფიქრე, მისი სახლში შეყვანა იყო, მეორე ოთახში შევედი, სადაც სავარაუდოდ ჩვენი მოსვლის დროს იმყოფებოდა. ოთახში ერთად ერთი ძველი ზამბარიანი ლოგინი, ოთახის შუაში ხელნაკეთი ხის მაგიდა და მომცრო ზომის ხის ტახტი, ეგრეთ წოდებული „კუშეტკა“ იდგა.
შესვლისას ფეხი რაღაცას წამოვკარი, ძველი რკინის ჩაიდანი შემრჩა, ჩაბნელებულ ოთახშიც კი ძნელი იყო ბრძოლის კვალი ვერ შეგემჩნია. მაგიდიდან ძირს გადმოყრილი ნივთები. იქვე მიგდებული რკინის ჩაიდანი...
ფიქრის დრო არ მქონდა, ქეთის ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ამდენი ემოციისგან გულისცემა ისედაც გახშირებული ჰქონდა, თუმცა პულსაცია პერიოდულად ჩერდებოდა, თითქოს რამოდენიმე დარტყმას ტოვებდა. ამ მდგომარეობაში ეს ალბათ ნორმალურიც იყო, მაგრამ მე აშკარად პანიკაში ვიყავი. მეორე ოთახიდან ცივი წყალი შევიტანე, ხელებს ვუსრესდი, ვცდილობდი გონზე მომეყვანა. საგულდაგულოდ ვსინჯავდი, მინდოდა დავრწმუებულიყავი, რომ შიდა მოტეხილობა, ან ამდენი დაჟეჟილობისგან თუნდაც ფარული სისხლდენა არ ექნებოდა.
- როგორ არის?! - მართალია ცდილობდა გაღიზიანება და შფოთი არ შეტყობოდა, მაგრამ ხმაზევე ემჩნეოდა კობას დაძაბულობა.
- არ ვიცი... ჯერ არაფერი არ ვიცი... ის ნაძირალა სად გყავთ? - მისკენ არც კი გამიხედავს ისე ვკითხე.
- ეზოში გდია, მის ძმაკაცებთან ერთად ძაღლივით გაკოჭილი!... - ამჯერად საუბარში მინდია ჩაერია.
გულის სიღრმეში ვიგრძენი კიდევ ერთხელ როგორ მეტკინა ბიძაშვილის სიტყვები, ნება რომ მქონოდა პატარა ბავშვივით ავზლუქონდებოდო. უკვე აღარ ვიცოდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო, ქეთის არ სჭირდებოდა, მაგრამ გულის მასაჟს მაინც ვუკეთებდი.
როგორც იქნა ჩემი ამდენი მცდელობა წარმატებით დასრულდა, უმცროსმა კაიშაურმა თვალები გაახილა. ამ წუთებში ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს ხელახლა დავიბადე.
თავიდან დამფრთხალი ათვალიერებდა გარემოს, თითქოს ვერ აღიდგინა სად იყო, შემდეგ პანიკა შევნიშნე, თუმცა დამინახა თუ არა, თვალებიდან ცრემლებიც გადმოსცვივდა. ქეთის ვუმზერდი, მის შეშუპებულ სახეს, დახეთქილ ტუჩებს, ტანისამოსის დარჩენილ ნაგლეჯებში ურცხვად მომზირალ სხეულის დალილავებულ ნაწილებს. ზემოდან შემოცმული პერანგი გავიხადე და სუსტ მხრებზე შემოვაცვი, სასაცილო სანახავი იყო, სახე აჭარხლებული თითქმის დაიკარგა პერანგში.
- აქ ხარ?! - მისი გაბზარული ხმა ძლივს მოსწვდა სმენას.
მისი სიტყვების გაგონება არც მჭირდებოდა, მუხლებზე ვიდექი, მისი ხელი ჩამებღუჯა და ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
- შენთან ვარ და ყოველთვის შენთან ვიქნები. მიყვარხარ გესმის? ასე არასოდეს შემაშინო, უშენოდ მოვკვდები!... - ვლუღლუღებდი მე.
დავინახე როგორ სცადა ოდნავ გაღიმება, თუმცა ვერ შესძლო, აშკარად აწუხებდა სახეზე იარები.
- მომისმინე, ლევან... - მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა საუბარი, მაინც ლაპარაკობდა - არ დაუჯერო, უბრალოდ ჩვენი გამწარება უნდა, მოგატყუა, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა...
- რა თქვი?! - იცი როგორი შეგრძნება მქონდა?! თითქოს სასურველი რეალობაში მერეოდა. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. მთელი არსებით მინდოდა ქეთის სიტყვები მართალი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვიყავი, აზრადაც კი არ მომსვლია ნათქვამის გადამოწმება. ამას ვერ ვაკადრებდი ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.
- მე არაფრის ახსნას არ გთხოვ... ვიცი, რომც ყოფილიყო, ეს შენი ნებით არ მოხდებოდა...
- მომისმინე, დამიჯერე!... არ შემიძლია ამდენი საუბარი... - აშკარად გააღიზიანა ჩემმა სიტყვებმა კაიშაური, ნერვიული სპაზმისგან ხველება აუტყდა და ტკივილისგან სახე დაეღმიჯა - არ ვიცი რა თამაშს თამაშობს, ან ეს ახირებული ვითომ სიყვარული საიდან მოიტანა. უნდოდა, ცდილობდა, დანარჩენებიც ეხმარებოდნენ, მაკავებდნენ, ხელ-ფეხს მიჭერდნენ, რაღაც მომენტში შემეშინდა კიდევაც, რომ საწადელს აისრულებდა, მაგრამ გაჩერდა, შეჩერდა... გესმის?!
იმის წარმოდგენაზეც კი რომ მათი ბინძური ხელებით ეხებოდნენ, ტვინში სისხლი მასხავდა, ერთი სული მქონდა ისევ გარეთ გავვარდნილიყავი და ერთმანეთის მიყოლებით მომეღო თითოეულისთვის ბოლო. თუმცა ამავე დროს უცნაური სიხარულის შეგრძნებაც მქონდა, არ ვიცი, ვეღარ ვხვდებოდი რა მჭირდა, თან მიხაროდა კაიშაურის სიტყვები და თან კიდევ უარესად მტკიოდა, ამას უკვე ვეღარ გაიგებ, ეს უნდა გეგრძნო...
იმდენად დიდი იყო მამუკას ჩემდამი ზიზღი, რომ ასეთი სიბილწეც კი მოიგონა. არც ერთი ნორმალური მამაკაცი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა, მით უმეტეს არც დაიბრალებდა. თუ ზედმეტად არ გინდა ადამიანი გაამწარო, დაამცირო, საბოლოოდ გაანადგურო ასეთ ტკივილს ვერ მიაყენებ. ალბათ მამუკაც ამას ცდილობდა. პირდაპირ ჩემს თავმოყვარეობას, კაცურ ღირსებას დაარტყა, მაგრამ ქეთი?! მასზე არ იფიქრა?! თუ მართლა უყვარდა, როგორც ამას ამტკიდებდა ასეთი სისასტიკის, ასეთი ტყუილების შემდეგ განა რომელიმე ქალის თანაგრძნობის იმედი კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა?!
ძნელი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის გაგება, ვეძებდი ლოგიკას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მაგრამ... ალბათ მეც მასსავით უნდა მეაზროვნა, რომ მისი ქმედებების შეფასების უნარი მქონოდა.
ერთად-ერთი რა დასკვნამდეც მივედი, ვარაუდობდა, რომ როგორც არ უნდა მდომოდა, საზოგადოების აზრს მაინც გავითვალისწინებდი, ასე თუ ისე დედაშენი ახალ სტატუსს, მონატაცები ქალის სახელს იძენდა. ამდენი ხალხის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ კი იმის მტკიცებაც გაუჭირდებოდა, რომ შინ ხელშეუხებელი დაბრუნდა. პრიმიტიული იყო ჩემი ძმა და ასევე პრიმიტიულად აზროვნებდა.
თუმცა ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მეორე ხარისხოვანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც უარს მათქმევინებდა საყვარელ ქალზე, მათ შორის არც ჩემი ძმა და მისი ბინძური ფანტაზიები. მე ერთად-ერთი ჭეშმარიტება მქონდა, კაიშაური მიყვარდა და მთელი სამყაროც რომ დამპირისპირებოდა მას არ დავთმობდი.
- რასაც მელაპარაკები ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუ გადაამოწმე საკუთარ ძმასთან?! - იმდენად დაძაბული ვუსმენდი ლევანს, რომ შვების ნაცვლად აშკარად გაღიზიანებული ვიყავი მამაკაცზე. თითქოს მისი ბრალი იყო ჩემი განერვიულება.
- არა, აქ გადასამოწმებელი აღარაფერი იყო, მან გასაკეთებელი უკვე გააკეთა, საკმარისზე მეტი შხამი აფრქვია... ან რაღას მეტყოდა?! - ვხედავდი, რამდენად უჭირდა მომხდარის აღდგენაც და მით უმეტეს ამ საკითხზე საუბარი ლევანს.
- არ ვიცი, იქნებ ჰქონდა რამე სათქმელი?!- თითქოს მინდოდა მამუკას სისასტიკისთვის, მისი სიძულვილისთვის ახსნა მომენახა, განა შეიძლებოდა ძმას ძმის ტკივილი გახარებოდა?! მე დედმამის შვილი არ მყავდა და ყოველთვის ვოცნებობდი ჩემი სისხლისა და ხორცის ყოლაზე, როგორ გავაბედნიერებდი, გავახარებდი. ყოვლად წარმოუდგენელი იყო, ძმისგან ასეთი საქციელი.
- არა, არაფერი მიკითხავს, მე ქეთის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაწუხებდა, ვიდრე მათი ახსნა-განმარტებები.. - უხეშად მომიჭრა ლევანმა - იმდენად იყო დასუსტებული, რომ მეშინოდა შეძლებდა თუ არა ცხენით სიარულს. თითქოს ჩემი ფიქრები გაიგონაო, სწორედ ამ დროს შემოვიდა კობა.
- როგორ ხარ, პრინცესა?! - ღიმილით, თბილად ჰკითხა ქეთის.
პასუხის ნიშნად ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა კაიშაურმა და ბერა თითით აჩვენა კარგადო.
- რა ვქნათ, ასე ხომ არ გვეყოლებიან გაკოჭილები, დავრეკოთ პოლიციაში?! - ამჯერად მე მკითხა მეგობარმა.
- არა... - პასუხი ქეთამ დამასწრო.
- ასე როგორ შეგიძლია?! დანაშაულის გამო პასუხი ხომ უნდა აგონ?! - მისი ნათქვამით გაოგნებული ვუმზერდი ქალს.
- არ შემიძლია. ამ ამბავს ჩემებს ვერ გავაგებინებ... - ნერვებისგან აცახცახებდა, მუდარით მიმზერდა - მამაჩემი გადაირევა, ვერ გადაიტანს...
- კი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას როგორ აუხსნი?! - ჩემზე ნაკლებად არც კობა იყო დაბნეული.
- არ ვიცი... უკვე აღარაფერი არ ვიცი... - ტკივილისგან ხმა გაებზარა კაიშაურს, ამდენი ხნის დაგუბებული ცრემლები ვეღარ შეაჩერა და ატირდა. ისე სასოწარკვეთილი ტიროდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, აღარც მეგობარს მოვერიდე, გულში ვიკრავდი საყვარელ ქალს.
- არ გინდა, გთხოვ, ნუ ტირი... თუ არ გინდა, შენებმა გაიგონ, ვერც გაიგებენ, წესით ამ ნაძირალებმა ფეხები უნდა გიკოცნონ!... არა მგონია, მათ ინტერესებშიც შედიოდეს ამ ამბის გახმაურება, თუ ჭკუა აქვთ არც ილაპარაკებენ... თუმცა, მე მაინც გირჩევდი, იქნებ დაფიქრდე, იქნებ არ ღირს დამალვა? რამე გართულებები რომ მოჰყვეს?!
- არ შემიძლია, ლევან, გამიგე, გთხოვ. ამას საკუთარი თავის გამო ვაკეთებ. ზედმეტად მტკივნეულია, ზედმეტად პირადია... ვიღაცას ამ თემაზე ვერ ვესაუბრები, მით უმეტეს პოლიციელებს!...
იმხელა ტკივილი ედგა თვალებში, რომ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, აღარ მინდოდა ისედაც განერვიულებული და აფორიაქებული, უფრო მეტად გამეღიზიანებინა.
- კარგი, იყოს შენებურად... - უხალისოდ დავეთანხმე და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ უფრო მეტად არ დავალილავე თითოეული, ერთად-ერთი ის მამშვიდებდა, რომ ჩემს ჯავრს ქალის მდგომარეობით არანაკლებ გაგიჟებული ბიჭები იყრიდნენ.
- თუ ამ მდგომარეობაში არავინ არ უნდა გნახოს და სახლში არ ბრუნდები, მაშინ სად რჩებით?! - მომხდარის დამალვის იდეა არ მოსწონდა კობასაც.
- არ ვიცი... - ყრუდ ჩაილაპარაკა ქეთიმ.
- ჩემთან რომ დარჩეთ ერთი კვირით?!
- სად, წიფრანში, მაშინ ხომ სახლშიც მივალთ?! - ვერ მივუხვდი მეგობარს ნათქვამს.
- არა... - სიცილი ვერ შეიკავა კობამ - აქვე ახლოს ჩემი სანადირო ქოხი მაქვს და იქ...
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა მისი ნათქვამი, ქოხს რა თქმა უნდა პირობითად უწოდებდა მის კოტეჯს. ქეთისთან ერთად რამოდენიმე დღით მარტო დარჩენაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
- ჭკვიანურია, ჩემთან ერთად ერთი კვირით დასვენებაზე რას იტყვი?! - დაძაბული ვუმზერდი, გული გამალებით მიცემდა ქალის პასუხის ლოდინში. ალბათ ასეთ წინადადებას არ ელოდა.
- მხოლოდ მე და შენ? - მიუხედავად იმისა, რომ სახე ისედაც აწითლებული ჰქონდა, მაინც აშკარად დავინახე, უფრო მეტად როგორ გაწითლდა. თვალებში ცრემლები აუციმციმდა, მზერა ამარიდა. გული მეტკინა ამის დანახვაზე, თავი უნებურად დამნაშავედ ვიგრძენი.
- ქეთი, ჩემი გეშინია?! - არ მინდოდა, მაგრამ ხმაში მაინც შემეტყო დაუფარავი სასოწარკვეთილება - თუ, ასეა...
- რას ამბობ?! შიში რა შუაშია?! - გაოცებულმა შემომხედა - უბრალოდ ვფიქრობდი, დღევანდელი მოვლენების შემდეგ რაღაც-რაღაცეებს გადააფასებდი, არ მეგონა თუ...
- თუ?!... დღევანდელმა დღემ რამე უნდა შეცვალოს?! - ვიგრძენი როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი - არც კი იფიქრო, ერთი წუთითაც კი არ დაუშვა, რომ...- ხმამაღლაც კი ვერ ვთქვი ეს საზიზღარი სიტყვა - მე მეშინოდა, გესმის?! გათიშული როცა დაგინახე, რა არ წარმოვიდგინე, არ მაღელვებდა ჩემს ძმასთან რამე გქონდა თუ არა, უბრალოდ პანიკურად იმის მეშინოდა, რომ დაგკარგავდი, ფიზიკურად დაგკარგავდი... - დავაკონკრეტე მე - ვერ შეგელევი, არ შემიძლია...
- მე არ მინდა ჩემს გამო ოდესმე შეგრცხვეს, ვინმესთვის ახსნა განმარტებების მიცემამ მოგიწიოს. იქნებ... - კობას ისე შეხედა, თითქოს მისგან ელოდა მისი სიტყვების დასტურს.
- ქეთი, შენ ჩემი და ხარ... უმცროსი, მეტიჩარა და... ნებისმიერს დაუფიქრებლად გამოვჭრი ყელს, ჩემი ხომ გჯერა?! - საწოლთან დაიჩოქა კობამაც. - ვერ ხედავ, არაფერი იყო შენსა და მამუკას შორის და მაინც მოინდომა თქვენი დაშორება, ასე ყოველთვის იქნება ვიღაც ვისაც თქვენი ერთად ყოფნა არ ენდომება, რა ვქნათ ამაზე წინასწარ ვიდარდოთ?! ჩემთვის ორივენი ერთნი ხართ, ერთად ხართ!...- დავინახე როგორ დადებითად იმოქმედა მისმა სიტყვებმა ქალზე.
- კარგი, იყოს შენებურად. იქ გადავიდეთ... დანარჩენს კი შემდეგ მოვიფიქრებთ...
ზუსტად ვიცოდი, რომ არა კობა მის დათანხმებას ვერ მოვახერხებდი, ემოციები ვეღარ მოვთოკე და გახარებული მოვეხვიე მეგობარს.



№1 სტუმარი Mariami

Saocari istoriaa..yovel axal tavs moutmenlad velodebi.

 


№2  offline მოდერი ლილიანა

თავი მლზრდილი იყო მაგრამ ვითარების გამვითარება ცოტა,არ მეყო,მალე დაბრუნდი ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი taso

საინტერესოა რას მოიფიქრებენ. ქეთი ხომ მალე უნდა დაბრუნებულიყო.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariami
Saocari istoriaa..yovel axal tavs moutmenlad velodebi.


love მადლობა ჩემო საყვარელო

ლილიანა
თავი მლზრდილი იყო მაგრამ ვითარების გამვითარება ცოტა,არ მეყო,მალე დაბრუნდი ❤❤❤❤

სიმართლე გითხრა, უკვე ვფიქრობდი, რომ ერთბაშად მოზრდილი თავი დამედო და დამესრულებინა კიდევაც, თუმცა მესტიაში მომიწია წამოსვლა, ამიტომ გადავწყვიტე რაც მქონდა დაწერილი ის ნაწილი მაინც გამომექვეყნებინა, ბოდიშს გიხდით ცოტა დაუსრულებლის შთაბეჭდილება თუ დატოვა,მაგრამ ზალიან ექსტრემალურ პირობებში ვიყავი. თუმცა არაჩვეულებრივ ადგილზე ვარ, იმედია მოავალში "მუზებისთვის" წამადგება wink

taso
საინტერესოა რას მოიფიქრებენ. ქეთი ხომ მალე უნდა დაბრუნებულიყო.


როცა ადამიანს რაღაც სურს, მაშინ არც საპატიო მიზეზის პოვნა უჭირთ. მგონია იოლად მოახერხებს ქეთი ჯაბას დარწმუებას wink fellow

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რამდენი ხანია არ დამიწერია კომენტარი... მინდა გითხრა რომ დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებ... მაოცებს შენი გადმოცემის უნარი, წერის სტილი და ახლაც როგორც შენს სხვა ისტორიებში წიგნის კითხვის კომფორტს ვერ ვიშორებ... საოცარი ისტორიაა და საოცარი გმირები ყავს... მოუთმენლად ველი იმის გაგებას სინამდვილეში რატომ დაშორდნენ ქეთი და ლევანი და მამუკას ბოლოსრა ბედი ეწია... მოკლედ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
რამდენი ხანია არ დამიწერია კომენტარი... მინდა გითხრა რომ დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებ... მაოცებს შენი გადმოცემის უნარი, წერის სტილი და ახლაც როგორც შენს სხვა ისტორიებში წიგნის კითხვის კომფორტს ვერ ვიშორებ... საოცარი ისტორიაა და საოცარი გმირები ყავს... მოუთმენლად ველი იმის გაგებას სინამდვილეში რატომ დაშორდნენ ქეთი და ლევანი და მამუკას ბოლოსრა ბედი ეწია... მოკლედ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

ძალია მომენატრეთ და გამიხარდა თქვენი გამოჩენა, სიმართლე გითხრათ, ამხელა პაუზის გამო, ვფიქრობდი აღარ კითხულობდით ამ ისტორიას, ძალიან მიყვარხართ და იმდენად ჩემად მიმაჩნდით, რომ ციტა არ იყოს მეწყინა თქვეი დაკარგვა. love მიხარია ისევ ჩემთან რომ ხართ wink ...

 


№7 სტუმარი Teo...

Pirvelad wavikitxe tqveni istoriebi .sami dxea vkitxulob ,da dzalian momewona .emociebs da gancdebs kargad gadmocem.imedia male gairkveva qetis da levanis ambavi. Gelodebi sulmoutqmelad.

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

uimeee gagijebuli da gadareuli cavikitxee 5 taviii vaimee ....... umagresi xar avtorr damacxda nervebi nerviulobisgann rodiss dadeebb axal tavssss no mainteresebs dzaliann

 


№9 სტუმარი Mari

როდის დადებთ? ული გადაეეურა ლოდინით.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo...
Pirvelad wavikitxe tqveni istoriebi .sami dxea vkitxulob ,da dzalian momewona .emociebs da gancdebs kargad gadmocem.imedia male gairkveva qetis da levanis ambavi. Gelodebi sulmoutqmelad.

Mari
როდის დადებთ? ული გადაეეურა ლოდინით.


მოგესალმებით, ძალიან მიხარია ნელ-ნელა მკითხველების რაოდენომა რომ მატულობს love ვიცი ცოტა დამაგვიანდა ახალი თავის დადება, თუმცა საპატიო მიზეზი მაქვს, მესტიაში გახლავართ, აქ კი ისეთი ბუნებაა, რომ წერისთვის ნამდვილად ვერ მოვიცალე wink გპირდებით სულ რაღაც ორ დღეში დავდებ ახალ თავს, მიყვარხართ და ძალიან მიხარია ისევ ჩემთან რომ ხართ
ნარჩიტა
uimeee gagijebuli da gadareuli cavikitxee 5 taviii vaimee ....... umagresi xar avtorr damacxda nervebi nerviulobisgann rodiss dadeebb axal tavssss no mainteresebs dzaliann

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent