შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (7)
-მარტო ჩემი ხარ და იცოდე შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! - გამაფრთხილა ბოხი ხმით და შუბლზე მაკოცა. სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ვგრძნობდი ალექსანდრეს მკლავებში გამომწყვდეული შუბლზე რომ მკოცნიდა. ხელები კისერზე უფრო მჭიდროდ მოვხვიე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. მთელი სიმძაფრით შევიგრძენი საყვარელი მამაკაცის სურნელი და თვალები დავხუჭე. -მიყვარხარ - ვთქვი ხმადაბლა და სახე გამებადრა. -დღეს მე აღარსად გაგიშვებ ამ ოთახიდან - ჩაილაპარაკა გამარჯვებული ტონით. -რა? ლილესთან უნდა მივიდე, ინერვიულებს - ვუპასუხე აღელვებულმა. -არ ინერვიულებს - თქვა უდარდელად. -უნდა წავიდე, გამიშვი - ავფართხალდი მის მკლავებში. ალბათ ლილე კართან ატუზული მელოდებოდა სად ხარ ამდენ ხანსო. -ამოგეწურა მშვიდად ყოფნის წუთები? - გაეცინა ალექსანდრეს, თუმცა ხელი მაინც არ გამიშვა. ტანზე ისე მჭიდროდ ამიკრა და თავისი ტუჩები ჩემსას მსუბუქად შეახო. თვალები დამეხუჭა და მთელს სხეულში სიმხურვალე ვიგრძენი. დარწმუნებული ვიყავი რომ ტუჩის კუთხე ჩატეხილი ჰქონდა და ჩემს მიბნედილ თვალებს აკვირდებოდა, მოსწონდა ჩემზე ზემოქმედება რომ შეეძლო და ახლაც ამას იყენებდა. საზიზღარი! -ლილესთან უნდა წავიდე... - ამოვიკნავლე საწყლად, თუმცა ალექსანდრემ სათქმელის დამთავრება არ მაცადა ისე წამეტანა ტუჩებზე. -იცოდე დარჩენილი 2 სურვილიდან კიდევ ერთს გამოვიყენებ - დაიჩურჩულა ნიშნისმოგებით და ისევ მაკოცა. თავი ვეღარ გავაკონტროლე და სიამოვნებისგან კნუტივით ამოვიკრუტუნე. ამის გაგებაზე ალექსანდრე უფრო ვნებიანად დამაცხრა. -მაინც წავალ - ვუპასუხე ვნებისგან შეცვლილი ხმით. -დაისჯები დაუმორჩილებელო ქალბატონო - მიჩურჩულა დახშული ხმით და კისერში სველი კოცნა დამიტოვა. ამის გაგებისას ჩავიცინე, თუმცა მალევე ვიკბინე ქვედა ტუჩზე კიდევ რომ არ ამომეკვნესა. ისე საოცრად მკოცნიდა კისერში, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. ოდნავ დაიხარა, ხელში ამიტაცა და თავის საწოლზე დამაწვინა. -აუუ ალექსანდრეე - დავიწუწუნე საწყლად, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შეწინააღმდეგებით შემოვიფარგლე. ზედმეტადაც კი არ გავნძრეულვარ. -ვიცი რო რჩები - თავხედურად ჩაიცინა თვალებში ჭინკაათამაშებულმა და ხელებს ისე დაეყრდნო რომ მათ შორის მოვქცეულიყავი. -ნერვები მეშლება როცა მიმორჩილებ - მეც გამეცინა და მზერა გავუსწორე. კმაყოფილი და ვნებისგან ანთებული თვალებით მიყურებდა. -მიყვარხარ - შუბლი შუბლზე მომადო და ჩურჩულით მითხრა. -მეც - ვუპასუხე ჩურჩულითვე და მსუბუქად გავუღიმე. გვერდზე მომიწვა, ხელები კი წელზე მომხვია და მთლიანად მის უზარმაზარ ტორებს შორის ჩამმალა. ალექსანდრეს თითოეული შეხება ხელახალ ტალღებს აგზავნიდა მთელს ჩემს ტანში და ჟრუანტელი მივლიდა, მითუმეტეს ახლა მაისური არც ეცვა და დაკუნთული სხეულით მეკვროდა. მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი. მასთან ახლოს ყოფნა ჩემთვის კომფორტიც იყო და მღელვარებაც. სიამოვნების უცნაური განცდა მეუფლებოდა, მისი სურნელიც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ გული ამჩქარებოდა. -დეა - გავიგე საყვარელი ბარიტონი და თავი მისი კისრიდან ამოვყავი. -რა იყო? - ვკითხე აშკარად მინაზებული ხმის ტემბრით. შევამჩნიე, რომ მთვარის შუქზე თვალები უბრწყინავდა და მისი მზერა კიდევ უფრო მომაჯადოებლად მეჩვენებოდა. -ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ... - ჩაიცინა და მარცხენა ხელის თითებით სახეზე მომეფერა - ასეთი შეგრძნება ცხოვრებაში პირველად მაქვს. სულ მინდა რომ გხედავდე და ჩემთან იყო. როგორც კი თვალთახედვის არიდან ქრები მაშინვე მენატრები. როცა წარმოვიდგენ, რომ სხვა ბიჭს მოსწონხარ სიბრაზისგან გონება მებინდება. რომ დავინახო ვინმე ცუდად შეგეხო ხელებში შემომეფშვნება. ვერ ვახერხებ შენთან ჩემი გრძნობების და ემოციების კონტროლს... იმ დღეს უილმა რომ დალევა შემოგთავაზა ძალიან ვიეჭვიანე... თუმცა არ მინდოდა ჩხუბი რაიმე საბაბის გარეშე დამეწყო. ხომ ვერ ვეტყოდი დეას რატომ შესთავაზე დალევათქო -მე კიდევ ვერ ვხვდებოდი რა გჭირდა - გამეცინა და ხელის თითები მის კისერზე მსუბუქად ჩამოვასრიალე. თვალებშივე შევატყვე როგორ ესიამოვნა ჩემი შეხება და ჩამეღიმა. -შტერი მყავხარ რას მიხვდებოდი - თითი ცხვირზე მსუბუქად დამკრა და ახარხარდა. -აუუ... - ტუჩები დავბუშტე და ხელები გადავაჯვარედინე. -მოგაჭამ მაგ ფუმფულა ლამაზ ტუჩებს იცოდე - მაშინვე გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. ხელი კისერზე მსუბუქად მოვხვიე და კოცნაში ავყევი. ალექსანდრეს ალერსზე სასიამოვნო შეგრძნება აქამდე მგონი არც გამომეცადა. ვერც წარმომედგინა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოფერებასა და კოცნაზე უფრო მაგარი... როდესაც საყვარელი ადამიანის მკლავებში ნებივრობ, მისი სურნელით ხარ გარემოცული და გრძნობ, რომ მასაც მთელი გულით უყვარხარ. -დღეს ზედმეტი მოგივა, დაიძინე ახლა - თბილად გაიცინა და მზრუნველი ტონით მითხრა. -არ მომივა ზედმეტიი... - გულუბრყვილოდ ავუფახულე თვალები და ტუჩებზე მსუბუქად შევეხე. თითქოს სხეული დაძაბული ჰქონდა. ნაზად მეფერებოდა და მკოცნიდა, მთელი გრძნობით, თუმცა მეჩვენებოდა, რომ თითქოს ბოლომდე არ იხსნებოდა. -ნუ მაიმუნობ და ჩემს მოთმინებას ნუ ცდი - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ყურთან მიჩურჩულა, შემდეგ კი კისერში მხურვალე კოცნის კვალი დამიტოვა. მაშინვე გამოვეთიშე სამყაროს... ტუჩებში კოცნა ხომ აზროვნების უნარს მართმევდა, თუმცა კისერში როდესაც მკოცნიდა სულ სხვა შეგრძნება მეუფლებოდა. მთლიან მუცელში ქარბორბალა ტრიალებდა. მივხვდი, რომ არ უნდოდა ზედმეტი მოსვლოდა იმ დღეს. ყველანაირად ცდილობდა მხოლოდ ტუჩებში და კისერში კოცნით დაკმაყოფილებულიყო. ალბათ თავს არ აძლევდა უფლებას ამ ეტაპზე უფრო მეტად გათამამებულიყო... არ ვიცი კონკრეტულად რა ფიქრები აწუხებდა, თუმცა აშკარა იყო რომ გარკვეული საზღვრების დაცვას ცდილობდა. გამეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ჩემთან მექალთანე კი არა ერთგული კაცი ხდებოდა. ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა ამის გაცნობიერება... -ძილინებისა - თბილად გავუღიმე, ხელები კი კისერზე მოვხვიე და თავი მკერდზე დავადე. -შენც - შუბლზე მაკოცა, შემდეგ ცალი ხელი წელზე მომხვია და მის ტანზე მიმიხუტა. აი ახლა ვიყავი სახლში... ალექსანდრე იყო ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ყველგან კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, მთავარია ჩემს გვერდით ყოფილიყო. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ აქედან წასვლის შემდეგ რამე ცუდი მოხდებოდა, რამე შეიცვლებოდა ან იმედები გამიცრუვდებოდა. დიდი ხანი არ იყო გასული, რაც მას ვიცნობდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ის იყო ვისთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას დიდი სიამოვნებით გავატარებდი. არავის ჰგავდა... ყველასგან განსხვავებული იყო და ჩემი იყო. რა სასიამოვნოდ ჟღერს... ჩემი იყო და ალბათ სხვასთან რომ დამენახა ეჭვიანობით გავსკდებოდი. რატომ უნდა გამკვირვებოდა მისგანაც ანალოგიური რეაქცია... ამის გაფიქრებაზე ჩამეღიმა, ალექსანდრეს ტკიპასავით მივეხუტე და სრულიად მოვდუნდი. დილითაც მის მკლავებში ამოვყავი თავი, თუმცა ამჯერად თითქმის მთელი ტანით ზემოდან მეწვა და სუნთქვა მიჭირდა. მაინც რამხელა გოლიათი იყო... მაინც ბედნიერმა გავიკრიჭე და ოთახს თვალი მოვავლე, შემდეგ კი მზერა ალექსანდრეს თავზე შევაჩერე, რომელიც ჩემს კისერში ძალიან კომფორტულად ჰქონდა ჩარგული. თმები ისევ ისე აბურძგვნოდა როგორც დილაობით აქვს ხოლმე. გამეღიმა როდესაც თვალწინ თმააჩეჩილი ალექსანდრე წარმოვიდგინე, ჩემი თხელი თითები თმებში შევუცურე და მსუბუქად წავეთამაშე. მალევე შემაწუხა ჟანგბადის მოთხოვნილებამ... ალექსანდრე მთელი ტანით ჩემზე იყო გადმოწოლილი და გადმოკვანძული და რომ არ მომცილებოდა ალბათ მალე გავიგუდებოდი. -ალექსანდრეე... ვერ ვსუნთქავ - შევჩივლე საწყლად და ოდნავ შევანჯღრიე. -რატო? - მკითხა ძილისგან დაბოხებული ხმით, თავი ოდნავ წამოწია და თვალებმოჭუტულმა შემომხედა. -მძიმე ხარ, გადადი - ვუპასუხე საწყლად და ავხვანცალდი. -ერთი ციცქნა რომ ხარ მაგისი ბრალია - გაეცინა და ისე მიიწია გვერდზე რომ სუნთქვა შემძლებოდა - შეგჭამ და მერე ვნახოთ როგორ დამიწყებ წუწუნს გამჭყლიტე ვეღარ ვსუნთქავო - ორივე ხელი წელზე მომხვია და კისერი ხმაურიანად დამიკოცნა, შემდეგ კი ლოყაზე ამოვიდა, შუბლზე და ცხვირზე. მხიარულად ავკისკისდი და ხელების ქნევა დავიწყე მართლა არ შემჭამო გამიშვითქო. ტუჩებს რომ მოუახლოვდა ჟრუანტელმა დამიარა. სულ ასე მომდის... სანამ შემეხება მანამდე მემართება მთელი ელეთ-მელეთი და შეხების შემდეგ ხომ საერთოდ. ჯერ ტუჩის კუთხეებზე მაკოცა, შემდეგ კი თავისი ტუჩები მსუბუქად შემახო და ვნებიანად მაკოცა. -რატომ მაგიჟებ რა გინდა - ავხედე ვნებისგან არეული თვალებით და საწყლად შევჩივლე. -სამაგიეროს გიხდი შენ რომ გამაგიჟე იმისთვის - მიპასუხა დახშული ხმით და მსუბუქად წამეტანა ბაგეებზე. -მგონი მე უფრო ვიჩაგრები - მის ტუჩებთან დავიჩურჩულე თვალებმილულულმა. -მე უფრო რთულ მდგომარეობაში ვარ, მიწევს საკუთარ თავს მაქსიმალური კონტროლი გავუწიო - მიპასუხა და მხეცის თვალებით შემომხედა. ამის გაგებისას ვიგრძენი სახეზე როგორ წამოვხურდი და თვალები ავარიდე. -რომელი საათია? - ვკითხე თემის შესაცვლელად. -არვიცი მაგრამ მგონი დროა ავდგეთ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალებში ჭინკაათამაშებულმა მიპასუხა. -ჰო, მეც მასე ვფიქრობ - ვუპასუხე და ასადგომად წამოვიწიე. -შენს ოთახში უნდა გახვიდე? - მკითხა მომღიმარმა. -ხო, ვნახავ ლილე რას შვება და მერე ქვემოთ ჩამოვალთ... -კარგი, ჭკვიანად... მეც ბიჭებთან ერთად ჩამოვალ მალე - თვითონაც ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა და ტუჩებში მაკოცა. გამოშტერებული, არეული აზრებით გავემართე ჩემი და ლილეს ნომრისკენ. კარი შევაღე თუ არა ღრმა ძილში მონებივრე ლილე დავინახე. ერთი ხელი საწოლიდან გადმოგდებული ჰქონდა და გაშლილი თმები შესამჩნევად გაბურძგვნოდა. -ძილისგუდაა გაიღვიძე! - თავზე დავახტი და ხმამაღლა დავიძახე. -ვაიმეე!! - მაშინვე შეშინებული წამოჯდა საწოლში - გული გამიხეთქე არანორმალურო! - მითხრა გაბრაზებულმა და წარბები შეკრა. -ადგომის დროა რამდენ ხანს უნდა გეძინოს?! - თავი ვიმართლე და ისევ გავიცინე. -სანამ თავისით არ გამეღვიძება - დიდი სიბრძნესავით ჩამოაყალიბა და ისე მიპასუხა. -რა დროს ძილია გოგო გუშინ იცი რა მოხდა? - ვკითხე აჟიტირებულმა. -რავი... ისე ჩამეძინა ვერც გავიგე როდის შემოხვედი - მხრები აიჩეჩა და მწვანე თვალები მომანათა. -ალექსანდრემ მითხრა მიყვარხარო!!! - ბედნიერმა კინაღამ საწოლზე ხტუნაობა დავიწყე. -მართლა?? აუ რამაგარიაა!!! ახლა უკვე მართლა ქორწილს დავგეგმავ - გახარებული გადამეხვია და ისევ ქორწილზე ატიტინდა. -ნუ მაიმუნობ შენ კიდევ! - მხარი გავკარი და ენა გამოვუყავი. იმდენად გაახარა ახალმა ამბავმა, რომ სულ მთლიანად გამოფხიზლდა. სულ აღარ უნდოდა ძილი, იმას გაიძახოდა ნეტავ შენ და ალექსანდრე ერთად დაგინახოთ ერთმანეთს რომ არ ჭამდეთო. ბიჭები სასადილოში არ დაგვხვდნენ, თუმცა რადგან კარგი ამინდი იყო ვიფიქრეთ გარეთ იქნებიანთქო. დახლთან დავდექი საუზმის ამოსარჩევად და ათასნაირ ტკბილეულს მოვავლე თვალი. -მოვედი ჩემო თოჯინაა! - ზურგიდან მომეხუტა, ხელები მუცელზე მომხვია და კისერში მაკოცა. -ალექსანდრე შემაშინე! - ვუპასუხე უკმაყოფილოდ და მიუხედავად ამისა თავი მისი კისრისკენ შევატრიალე. -ჩემთვისაც აიღე რა რამე - მითხრა თბილად და გამიღიმა. -კარგიი, რაგინდა აბა? - ღიმილით ვკითხე და ისევ დახლისკენ მივბრუნდი. ჩემთვის ამჯერად პიცა ავიღე და კოკა-კოლა. -ფოდნოსი მომეცი მე დავიჭერ და შენ დააწყვე თორემ დაგიმძიმდება - სიცილით მომშორდა და საჭმლიანი ფოდნოსი გამომართვა - ერეკლეს და ბაჩოსაც ავუღოთ რამე ცოდოები არიან. კრუასანები აიღე, კოკა-კოლები, ჰამბურგერი ბაჩოსთვის და კიდევ რამე შოკოლადები -ალექსანდრე, გამოვცლით მთელს საჭელებს - შევიცხადე და მაინც ყველაფერი ისე ვქენი როგორც მან მითხრა. -არაუშავს, მთავარია ჩვენ არ გვშიოდეს - უდარდელად აიჩეჩა მხრები. -მეჩვენება თუ ის ხდება რაც მე მგონია? - სიცილით მოგვიახლოვდა ბაჩო. -მგონი მეც მეჩვენება შენს ძმობას ვფიცავარ ტო - ხელი გადახვია ერეკლემ და ისიც ფხუკუნით მოგვაჩერდა მე და ალექსანდრეს. -რა ნახეთ დაუჯერებელი. გამომართვით თქვენთვისაც არის აქ საჭმელი და თოკასთან მივიდეთ - მოკლედ მოუჭრა ძმაკაცებს ეშმაკურად აციმციმებული თვალებით და შემდეგ მე გამომხედა. ბაჩომ საჭმელი გაიგო თუ არა მაშინვე ხელიდან გამოგლიჯა ალექსანდრეს ფოდნოსი და ჩქარი ნაბიჯით გაემართა მაგიდისკენ. ალბათ ძალიან შიოდა... -ნახე ტოო რა მაგარია ერთად რო დგანან და არ ჩხუბობენ - ხარხარებდა ბაჩო. ალექსანდრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჭინკაათამაშებული თვალებით გამომხედა. -ასეთი ოვაციებით თოკას და ლილეს არ შეხვედრიხართ რა ხდება - გამეცინა მე. -ეგ ისედაც ვიცოდით რომ მალე მოხდებოდა და თქვენზე მეგონა 1 წელი ვერ დაადგამდით საშველს - იცინოდა ბაჩო. -მაგდენ სიცილს ჯობია კარგად ჭამო, დღეს სავარჯიშოდ მივდივართ და მერე იქ არ დაიწყო მშიაო - გააფრთხილა ალექსანდრემ. -აუ ხოო... - მაშინვე გაჩუმდა და პირი საჭმლით სასაცილოდ ამოიტენა. -მაინც არ წყვეტ მაიმუნობას რა - გაიცინა ლილემ და ვაფლი გემრიელად ჩაკბიჩა. ჭამას რომ მოვრჩით ყველა სანაპიროზე წასასვლელად მოვემზადეთ. ბიჭებმა ხელში დაფები მოიმარჯვეს და სეირნობით გავუყევით ქვიშიან სანაპიროს. ალექსანდრე ხელს არ მიშვებდა, ცალი ხელი ჩემზე ჰქონდა ჩაკიდებული და ისე დავყავდი. თავი უფროსზე მიბარებული პატარა ბავშვი მეგონა, თუმცა რატომღაც მომწონდა ეს შეგრძნება. მომწონდა ის, რომ ალექსანდრე ასეთი მამაკაცური იყო და მეც სახეგაბადრული ვემორჩილებოდი. ზოგადად მიმაჩნია, რომ ურთიერთობაში ქალსაც და კაცსაც თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ, თუმცა გარკვეულწილად მომწონს, როდესაც კაცი ლიდერის როლს ითავსებს... რა თქმა უნდა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. იმ დღეს თოკა დარჩა ჩვენთან. საცურაოდ შესვლამდე ალექსანდრემ ტუჩებში მაკოცა და დამიბარა ჭკვიანად იყავიო. გამეცინა, თუმცა მის ასეთ მზრუნველობაზე გულში სითბო ჩამეღვარა. კარგითქო ვუპასუხე და საყვარელ ყავისფერ თვალებს მზერა გავუსწორე. -ვიცოდი რომ მაგრად გავერთობოდით, მაგრამ თუ ასეთი დაუვიწყარი დასვენება გვექნებოდა არ მეგონა - აღტაცებით ჩაილაპარაკა ლილემ. თოკას მასზე ხელი ჰქონდა გადახვეული, მე კიდევ ლილეს გვერდზე მივსეირნობდი. -აქ თუ არა ბედი სხვაგან მაინც შეგვახვედრებდა ერთანეთს, დეას კიდევ ალექსანდრეს - ჩაიცინა თოკამ და შემდეგ მე გამომხედა. -ანუ ბედის გჯერა? - ვკითხე ინტერესით. -მე კი - იმწამსვე მიპასუხა ლილემ. -ბედის მჯერა, თუმცა, ჩემი აზრით, ადამიანზეა დამოკიდებული იმ ბედს რას უზამს... -ჰმმ... საინტერესო მოსაზრებაა - ვთქვი პასუხით დაკმაყოფილებულმა. -კიდევ კარგი მე და დეამ ამ დროს გადავწყვიტეთ ჩამოსვლა და არა ორი თვის მერე, თორემ ერთმანეთს ვერ გავიცნობდით - თქვა ლილემ ბედნიერი ღიმილით. -გაგვიმართლა - ვუპასუხე და ტალღებს გავხედე. დიდი ტალღების „ზონას“ უკვე გამომცდრები ვიყავით, ზედმეტი ნივთები პლაჟზე დავყარეთ და საცურაოდ შევედით. ვწუწაობდით და მხიარულად ვიცინოდით. ძალიან კარგად ვერთობოდით, თუმცა თოკა მე და ლილეს გვჩაგრავდა. იმდენ წყალს გვასხამდა გეგონება ცუნამი მოდისო. წუწაობით გული როცა ვიჯერეთ, წყალში ოდნავ ღრმად შევცურეთ. სასიამოვნო შეგრძნება იყო სუფთა წყალში ნებივრობა. სიღრმეში ცოტახანს გავჩერდით, შემდეგ კი სანაპიროზე დავბრუნდით. წყლიდან ამოსვლა რომ დავაპირეთ უკვე მოსაღამოვებული იყო. სირბილით ამოვვარდი წყლიდან პირსახოცი მალევე რომ მეპოვნა და შაურმასავით გავეხვიე მასში. -ამდენხანს როგორ შეუძლიათ დაფაზე იდგნენ და იცურაონ - უკმაყოფილოდ ვიკითხე და ტუჩები დავბუშტე. უკვე მენატრებოდა ალექსანდრეს შეხება და ცუდ ხასიათზე ვიყავი. -მიჩვევაზეა ყველაფერი რა... - უდარდელად აიჩეჩა მხრები თოკამ. -მათთან წავიდეთ? - იკითხა ლილემ და დააცემინა. -წავიდეთ, მაგრამ შენ მგონი გაცივდი უკვე - თქვა თოკამ უკმაყოფილო ტონით. -არაა, არაფერი არ მჭირს - უპასუხა და მხრები აიჩეჩა, რასაც მორიგი დაცემინება მოჰყვა. -ლილე სახლში წადი რა, არ გიშველის ეგ ერთი პირსახოცი და გაცივდები - ვუთხარი შეწუხებულმა მზრუნველი ტონით. -ბარემ მივიდეთ ბიჭებთან - მიპასუხა და სიარული განაგრძო. -ლილე! - გავუმეორე სერიოზული ტონით. - თოკა სახლში წადით თქვენ და მე ბიჭებთან მივალ - ვუთხარი თოკას. -შენ მარტო ხომ არ გაგიშვებს, დაბნელდება მალე - შეიცხადა ლილემ და დააცემინა. -ფილტვების ანთება არ დაგემართოს გოგო! ნუ მაბრაზებ, რასაც გეუბნები ის ქენი! - დავუცაცხანე დაქალს და პატარა ბავშვივით დავტუქსე. რა ვქნა არ მინდოდა ისედაც გაციებული კიდევ დიდხანს ყოფილიყო პირსახოცშემოხვეული, თანაც თმები სულ სველი ჰქონდა. -შენ მარტო ვერ გაგიშვებთ, ჯობია სასტუმროში წამოხვიდე - მითხრა თოკამ. -ძებნას დაგვიწყებენ ხო იცი არა? მობილური არც ერთს არ აქვს და ვერც დავურეკავთ რომ გავაფრთხილოთ... - ვუპასუხე თავდაჯერებულად. -საღამოა უკვე, მალე მზე ჩავა და მანამდე რო ვერ იპოვო? - აღელდა თოკა. - შენ და ლილე წადით სასტუმროში და ბიჭებთან მე მივალ - თქვა მან. -არაა საჭირო, ლილეს გაყევი... - მაინც არ დავნებდი მე. -დეა, იქეთ მივდივარ ჰარის სანახავად, თუგინდა ჩემთან ერთად წამო - ამ დროს მომღიმარი უილი მოგვიახლოვდა. მისი დანახვისას თოკას წარბები შეეკრა და შევატყვე როგორ დაეჭიმა ძარღვები. -შენი და ჰარის გარეშეც მივხედავ საქმეს უილ! - დაიგრგვინა გაბრაზებულმა. -მგონი დახმარება დეას შევთავაზე და არა შენ - უპასუხა და დამცინავად ჩაიცინა. -თოკა ბიჭებთან წადი კაი? მე და დეა სასტუმროში დავბრუნდებით - თქვა ლილემ და თვალები დამიბრიალა მალე წამოდიო. -რა პონტში მელაპარაკები ეგეთი აგდებული ტონით ჰა?! - გაღიზიანდა თოკა. ბარმენს აშკარად გამომწვევი თვალები ჰქონდა, თუმცა ისიც ეტყობოდა, რომ თოკასი ეშინოდა. ............ ესეც შემდეგი თავი... ძალიან მიყვარხართ ყველა, თითოეულის კომენტარი უზომოდ დიდ სიხარულს მანიჭებს! მადლობა თქვენ რომ ასეთი საყვარლები და თბილები ხართ!!! წერის სტიმულს მაძლევთ იმედია ისიამოვნეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.