შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა!!! (თავი მეექვსე)


21-05-2016, 22:42
ავტორი ჩუმა
ნანახია 1 910

-ერეკლე სადაა?-იკითხა გაკვირვებულმა ნათელამ როდესაც ერეკლეს გარდა ყველა შევიკრიბეთ სამზარეულოში
-ძინავს ალბათ-ვთქვი ღიმილით
-მიდი გააღვიძე-მხარზე ხელი დამკრა ნიკამ
-ეძინოს ცოდოა-ვითომ შევიწყალე მე
-კარგი მე წავალ მაშინ გავაღვიძებ-ფეხზე წამოდგა ეშმაკური ღიმილით გიორგი
-კარგი ხო, აჰა გასაღები-გავუწოდე გასაღები სიცილით და ნათელასთან მივედი, კალთაში ჩავუჯექი და დაველოდე როდის გამოვიდოდა ერეკლე ოთახიდან
-დილამშვიდობის, ვატყობ ზოგიერთისთვის ბოლო დილა იქნება-ჯერ მოგვესალმა ოთახში შემოსული ერეკლე შემდეგ კი კბილების ღჭიალით მითხრა
-შემეშინდა-დავეჯღანე და ნათელას უფრო ავეწებე
-წავა დღეს ბებია-ირონიულად გამიღიმა მან და საჭმელი თეფშზე გადმოიწყო
-ბეე, ხო დარჩები დღეეს, აუ ჩემი ხათრით რაა, თუ გიყვარვარ ჩემთავსგაფიცეეებ-სანამ უარს მეტყოდა მივაყარე სიტყვები ერთმანეთს
-ნუ ხარ მაიმუნი ბავშვი, ვეღარ ვჩერდები აქ, ხოიცი სახლისგან შორს ყოფნა არ მიყვარს-ადუდღუნდა ბებო
-აუ ჩემი ხათრით და ნატუკ-ყელი გამოვიწელე მე
-კაი ჯანდაბას, მაიმუნი ბავშვი ხარ, ჩადი ეხლა თორე სად შემიძლია ამდენი გოგო-ამაგდო ფეხზე ნათელამ და საჯდომზე ხელი მსუბუქად მომარტყა
-წამოდით კალათბურთი ვითამაშოთ სანამ ლიზამ გაიღვიძა-ფეხზე წამოდგა გიორგი
-მაცადე შე-ემა ჭამა, ვკვდებოდი ისე მშიოდა, შევჭამ და მერე ვითამაშოთ-ამოიწუწუნა ჩოხელმა და ხაჭაპურის ნაჭერი პირში გაიქანა
-წამოდით სანამ ეს ღორი შეჭამს სხვა რამე ვითამაშოთ-ვთქვი სიცილით და სამზარეულოდან გავიქეცი, დივანზე წამოვგორდი და დაველოდე ბიჭები როდის გამოვიდოდნენ
-ვითამაშოთ ადექი-გავიგე გარედან ნიკას ყვირილი და მეც სწრაფად წამოვდექი ფეხზე, გარეთ გავედი და იქვე დამაგრებულ ფარს გავხედე
-ძაან მაღლაა აქ ბურთი როგორ ვისროლო?-გაკვირვებულმა გავხედე ნიკუშას
-ერეკლე მოვა და გასწავლის-თვალი ჩამიკრა და ბურთი ისროლა ფარში, ჩააგდო, შემდეგ კი კენწვლა განაგრძო
-აუ შენ მასწავლე კაი რა, ერეკლე დამპალია-ავწუწუნდი მე
-ნუ ბუზღუნებ, კარგი მასწავლებელი ვარ-გავიგე უკნიდან ნაცნობი ხმა და მალევე ამეწება ცხელი სხეული გვერდიდან
-მომშორდი-ვუთხარი გაღიზიანებულმა და მოვიშორე
-მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ-მითხრა სერიოზულად მან და ხელი გადამხვია
-რაზე?-გაავიკვირვე მე
-წამოდი ტყეში შევიდეთ-მიპასუხა და ტყის მიმართულებით დაიძრა
-რა ხდება?-ვკითხე როდესაც ტყეში შევედით და იქვე ხეს მიეყრდნო ჩოხელი, ხელი კი წელზე მომხვია და ტანზე ამიხუტა
-მითხარი რას ფიქრობ ჩემს შესახებ-პირდაპირ მითხრა მან და თვალებში ჩამაშტერდა
-კარგი კაცო, მართლა?-ირონიულად გავუღიმე მე-ერთი დეგენერატი გაუტლელი ხეპრე ხარ, ალბათ ქალების მუსუსიც, გსიამოვნებს ჩემთან გართობა და როგორც კი არდადეგები დამთავრდება ისე აახვევ აქედან უკან არც მოიხედავ, კიდევ გაინტერესებს რამე?
-მართლა ეგრე ფიქრობ ჩემზე?-სახე მოექუფრა მას
-აბა რა უნდა ვიფიქრო?-ჩავიცინე მე და მისი ხელებიდან თავი გავითავისუფლე
-მინდა ჩემი შეყვარებული იყო და არ იფიქრო არასდროს ეგეთი სისულელეები-მხრები აიჩეჩა მან
-გინდა თუ მეკითხები მინდა თუარა?-ცალი წარბი ავუწიე მას
-მინდა-გამიღიმა და სწრაფი მოძრაობით კვლავ მომიქცია მის მკლავებში, ტუჩებზე დამაცხრა და მანამ არ შეუწყვეტია კოცნა სანამ ჰაერი არ გამოგველია
-შენ ამწამს მოუშორებელი ჭირი აიკიდე-ჩავიცინე და ამჯერას მე ვაკოცე...
---
დღეები ისე გადიოდა ერეკლესთან და ბიჭებთან ერთად ვერც ვგებულობდი, ყოველ დღე სხვადასხვა გასართობი და უამრავი დაუვიწყარი მოგონებები, ისეთი ბედნიერი ვიყავი ერეკლესთან ერთად ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემი შეყვარებული თუ ესეთი იქნებოდა. თითქმის ერთი თვე იყო ჩვენი აგარაკზე ჩამოსვლიდან გასული, ეზოში ვიჯექით და ცივ ყავას ვსვავდით ერეკლეს ტელეფონი რომ ამღერდა, როგორც კი ნომერს დახედა სახე დაუსერიოზულდა, ბიჭებს გადახედა და ფეხზე წამოდგა, ოდნავ მოშორებით გავიდა და ისე უპასუხა მობილურს.
-რამე ხდება?-ვკითხე გაკვირვებულმა ბიჭებს
-არაფერი-მხრები აიჩეჩეს მათ და ყავის წრუპვა განაგრძეს
-ვინ იყო ერეკლე?-ირონიული სახით გახედა გიორგიმ ჩოხელს რაზედაც მან თვალები უბრიალა და კბილები გააღჭიალა, ცოტა არ იყოს და მეუცნაურა მათი საქციელი, არასდროს ესაუბრებოდნენ ბიჭები აგდებულად და ირონიულად ერთმანეთს, თუმცა არაფერი შევიმჩნიე
-ერეკლე მაქანავე რა-გავძახე და ვანიშნე გავექანავებინე ჰამაკში დაწოლილი, ისიც უხალისოდ ადგა ფეხზე და ჩემი მოთხოვნა შეასრულა
-რამე მოხდა?-ვიკითხე გაკვირვებულმა
-არაფერი, ცუდ ხასიათზე ვარ, წავალ დავიძინებ-თქვა და სწრაფად შევიდა სახლში
-იყავი აქ მოვალთ მალე-წამოდგნენ ბიჭებიც ფეხზე და უკან გაყვნენ, ალბათ 15 წუთი ვიყავი ერთ ადგილზე გაშეშებული, ბოლოს ინტერესმა მძლია და სახლში შევედი ფრთხილი ნაბიჯებით, ერეკლეს ოთახიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა
-ნუ ატყუებ, ამოგვივიდა ყელში, აქამდე არ ვიმჩნევდით, როდემდე უნდა მალო?-ყვიროდა ნიკა
-როდემდედაც მინდა, თქვენ არაფერს იტყვით ეს ვიცი, და მორჩა ამაზე ლაპარაკი, მერე რა რომ ნინო ჩემი საცოლეა, ის არავინაა,იცით ის მხოლოდ საქმისთვის მჭირდებოდა-ღრიალებდა ერეკლე
-სუფთა სი-რი ხარ, იცოდე, ორ დღეს გაძლევ, ან აუხსნი ყველაფერს ელენეს, ან კიდევ ყველაფერს ჩვენ ვეტყვით ყოველგვარი დამალვების გარეშე და მას სამუდამოდ დაკარგავ-ემუქრებოდა გიორგი ჩოხელს.......


ცოტა დავძაბე ჩემი ჭკუით, 2-3 თავში ალბათ დავამთავრებ კიდეც. ვოვა ჩუმაკი.



№1  offline წევრი natia-natia

Kargia momwons

 


№2 სტუმარი Hipo

Chumaak ! Mosaklavi xar :D

 


№3  offline წევრი ჩუმა

natia-natia
Kargia momwons

მადლობა<3

Hipo
Chumaak ! Mosaklavi xar :D

Gacherdi erti :D Aravin sheiwiro :DDD

 


№4  offline წევრი OnlyGirl

დადე რა შემდეგი <3

 


№5 სტუმარი Mariami

რატომ აღAრ დებ შემდდეგ თავებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent