შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი დედამიწაზე? ხუმრობთ არა?! (6)


21-05-2016, 22:54
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 881

როგორც იქნა მორჩა მუშაობას ბატონი ლუციფერი და სახლში მივიყვანე მე კი გადავწყვიტე ოფისში შემევლო.აღარავინ დავტოვე რადგან ამდენ ხანს არაფერი მომხდარა და ახლა რა მოხდებოდა?
ჩემი აზრით ლუციფერი ერთი მდიდარი ბიზმესმენია რომელსაც ყურადღების მიპყრობა უნდა და პირადი მცველით სიარული სიამოვნებს.არ მომწონს ასეთი ტიპები სხვებს უფრო მეტს სჭირდებათ ჩემი დახმარება და დროს ტყუილად ვფლანგავ.
ოფისში მისულს ყველა გაკვირვებით მიყურებდა.ხომ დიდიხანია აქ არ ვყოფილვარ.
ეგრევე ვლადიმირისკენ წავედი.
-აბა რა ხდება ჩემი სხვაგან გადაყვანის შესახებ?
-რა და კი გადაგიყვანთ მაგრამ...
-მითხარი რა მოხდა
-ლუციფერის თანხმობა გვჭირდება
-მემგონი უკვე მოვბეზრდი მალე დაგთანხმდებათ.მომეცი საბუთებს წავიღებ.
აი ხედავთ?არანაირი სიცილი როცა ის სამსახურშია
-რა ხდება საქმები როგორ მიდის?
ვიკითხე ინტერესით
-ლეოზე ხომ გითხარი იგივე ბაზარია დიდი კომპენსაცია დაგვაკისრეს და არ ვიცით როგორ გამოვძვრებით ამასთან ჯინი წავიდა ხო გახსოვს რა გამოცდილი და კარგი იყო თავის საქმეში ლეგენდად იქცა მაგრამ წავიდა და ჩვენი პრესტიჟი ფაფუ გაქრა! არ ვიცი რას ვიზამთ
-გამოვძვრებით ხომ იცი არა?
-ხო მაგრამ დავიღალე
დაიღალა?ვლადიმირი?არ არსებობს ვლადიმირისთვის ეს სიტყვა უცხოა
-რას ამბობ ვლადიმირ?
ვთქვი და მთელი გული ამოვაყოლე ამ სიტყვებს
სახეზე უდიდეს სევდა და დაღლილობა აღებეჭდა
-ევა დავიღალე
ღმერთო!ჩემი სახელი ასე არავის არასდროს წარმოუთქვამს
-მეც დავიღალე ვლადიმირ
თვალები დავხუჭე და სკამზე მივესვენე
-ვიცი ევა ვიცი შენ ყველაზე მეტად დაიღალე
თვალები გავახილე და მის თანაგრძნობით აღსავსე ლურჯ თვალებს წავაწყდი
-შენს გვერდით ცხოვრება უფრო მსუბუქია
თვალები ცრემლებით ამევსო.არა უკვე დიდი ხანია არ მიტირია არ უნდა ვიტირო
-ევა როგორ აკეთებ ამას?როგორ უძლებ?
-გგონია ვუძლებ?სულ ის მიტრიალებს თავში რომ ამდენი ადამიანი შევიწირე...აღარ მინდა გესმის?წასვლა მინდა
-არა არა! შენ არ შეგიძლია!
-არ შემიძლია
თავს ხელებში ვრგავ და წინ და უკან ვირწევი რომ უბადრუკი აზრები რომლებიც გულს შხამივით მოსდებია მოვიშორო
-კარგი წავალ
ვუთხარი ამღვრეული თვალებით
-კარგი და მერე საბუთები მოიტანე სხვაგან გადაგიყვანთ
სახლში მალევე მივედი და ლუციფერის კაბინეტიდან ხმები მომესმა გააფთრებით იღრინებოდა
-არა დენიელ!არ შეიძლება!ეს ბუნების ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგეგბა.
-რა მოხდა?
-გზავნილია ხედავ რას წერენ!! დედამიწაზე ვერ დაიმალებიო გესმის??მე და დამალვა?არა!
ღრიალებდა და არაადამინური ხმები გამოდიოდა ოთახიდან.
გადავწყვიტე ჯერ ოთახში ავსულიყავი რომ დამშვიდებულიყო.რაღაც ხდებოდა მაგრამ რა?ისე ახსენებს დედამიწას და ადამიანებს თითქოს უცხოპლანეტიდან იყოს და აქაურობა ეზიზღება
ღმერთზე ისე ლაპარაკობს თითქოს მამამისია და იცნობს ხოლო ჯოჯოხეთზე ისე ლაპარაკობს გეგონება სულ ცოტა ხნის წინ იქ იყო.ინფორმაცია მჭირდება ლუციფერზე სასწრაფოდ.ვლადიმირს უნდა დავურეკო.
-ვლადიმირ ინფორმაცია მჭირდება ლუციფერ მორნინგსტარზე ყველაფერი მისი წარსული სად დაიბადა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, სად ცხოვრობდნენ როდის და როგორ დაიღუპნენ ან თუ ცოცხლები არიან სად არიან
-კარგი მაგრამ რათ გინდა?
-ეჭვები მაქვს
-კარგი მეილით გიგზავნი
მალე ინფორმაცია მოვიდა მაგრამ არაფერი.არც მშობლები არც დაბადების ადგილი.მასზე ინფორმაცია მხოლოდ 5 წლის წინ ჩაიწერა მისი პასპორტი,პირადობის მოწმობა საბუთები,არც ლუციფერის პიროვნება ხუთი წლის წინ არ არსებობდნენ არც დენიელი არსებობდა,ეს სახლიც ლუციფერიც ყველაფერი თითქოს ციდან ჩამოვარდა.
რა საეჭვოა უნდა ვკითხო სანამ წავალ რაღაცეები უნდა გავარკვიო.
კაბინეტის კარზე დავაკაკუნე
-შემოდით
ჯერ კიდევ ხმის დამშვიდებას ცდილობდა ლუციფერი
-ბოდიში შეწუხებისთვის მისტერ მორნინგსტარ
-არაუშავს
-საქმე მაქვს
-რა ხდება?
-სამსახურიდან წასვლა მინდა სხვაგან უნდა გადამიყვანონ თუ თქვენ დამთანხმდებით და საბუთებზე ხელს მოასწერთ
-რა?
იღრიალა ლუციფერმა რომელიც თავს ვერ იკავებდა გაბრაზების ახლამა ტალღამ დაუარა და თვალებში მწველი ცეცხლი ჩასდგომოდა თვალები უელავდა და მთლიანად კანკალებდა ეს სიბრაზის კანკალი იყო.კანკალებდა და იღრინებოდა ეტყობოდა თავის დამშვიდებ უნდოდა მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.
-დამშვიდით ბატონო ლუციფერ
-ასე ნუ მომმართავ
ლამის დამიმარცვლა და ისეთი მზერით შემომხედა ადგილზე გამაშეშა
აბა როგორ მივამრთო?
შევცბი მასში ურჩხული დავინახე.
-ცოტა ხანი მჭირდება
თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ვიდრე ჩემთის და კედლისკენ მიბრუნდა
სულ მალე ნორმალური მშვიდი ადამიანის სახით მოტრიალდა მაგრამ ჯერ კიდევ ეტყობოდა გაბრაზების კვალი
-მოკლედ ხელს მოაწერთ?
-არა
-რა?
პირი ძირს დამივარდა და აღება დამავიწყდა
-რაც გაიგე
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ ჩემთან იმუშავებ რამდნხანასაც მომინდება
-არა!არა!წასვლა მინდა
ახლა მე გავბრაზდი საშინლად
-მე თქვენში ვიხდი ფულს
ამ სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა.მე მიყიდეს ამან პირველად გამიელვა თავში.
მიხვდა რომ მაწყენინა და უფრო რბილად განაგრძო
-კიდევ რამე გინდათ?
-იცით რა ძალაინაც კარგი რომ ხელს არ აწერთ
ამ სიტყვებით მის მაგიდასთან მივედი
-თქვენმა წარსულმა ძალიან დამაინტერესა ამიტომაც გამოგიკვლევთ მისტერ მორნინგსტარ ვიცი რომ რაღაცას მალავთ მაგრამ რას?თქვენ ხუთი წლის წინ თითქოს ციდან ჩამოვარდით ამიტომ დამაინტერესეთ.
დავამთავრე სიტყვა და მის მაგიდასთან წელში გავიშალე
-ოჰ საყვარელო!ზუსტად აღნიშნეთ მე ციდან ჩამოვვარდი.
-თქვენი თამაშის დრო არ მაქვს
-არ ვთამაშობ ევა
მისი ნათქვამი ევა გულზე მომხვდა და გულიც კი მომილბო
-გარდა ამისა მეც შემიძლია თქვენზე იგივე ვთქვა თქვენ ფაქტიურად არც არსებობთ არაფერია ცნობილი თქვენს შესახებ არაფერი არცერთი დაჯარიმებაც კი, საგზაო წესების დარღვევაშიც კი არ ხართ შემჩნეული.თქვენი მშობლები?ბაზიდან ყველაფერი გამქრალია
ამ სიტყვებით ისევ ისე მიმიმწყვდია კედელთან როგორც მაშინ პირველად რომ მაკოცა
-არც ვიცი იქნებ კრიმინალი ხარ ან თუნდაც მკვლელი?
არა!ჩემზე რაღაც იცის.მკვლელი?ზუსტად მე მკვლელი ვარ!ჩემი სული ყვირის ‘’მკვლელი ხარ!’’ ეს სიტყვები მთელს სხეულში ექოდ გაისმის და გულს და გონებას ტკივილით მივსებს გულში იარას ვგრძნობ რომელსაც ამ წამს მარილი მოაყარა ლუციფერმა და ფეხი მაგრად დამაჭირა.არა ეს წელსქვემოთ დარტყმაა.ახლა ჩემს წინ მდგომი ადამიანი ისე მძულს მზად ვარ მოვკლა თუნდაც კიდევ ერთხელ გავისვარო ხელი.
-თავი დამანებეთ
ვსისინებ გბრაზებული და ხელს მაგრად ვკრავ.მაგრამ მე ვერაფერს ვხდები და ის ისევ მბურღავს თავისი მზერით.
’’არა!არ გაბედო!აღარ მაკოცო წადი გთხოოვ’’ ყვირის ჩემი ქვეცნობიერი მაგრამ ის ვერაფერს მშველის.მისი ტუჩები ჩემსას პოულობენ და ისევ იმ სიამოვნების მორევში ვიძირები რომელიც არ უნდა არსებობდეს მაგრამ მაინც არსებობს.მე ხომ მძულდა ეს ტუჩები რომლებიც წამის წინ უდიდეს ტკივილს მიღრმავებდა,მისი ბაგეებიდან წამოსული ყოველი სიტყვა ხომ მძულდა ვერ ვიტანდი მაგრამ რა დამემართა? ახლა ეს ტუჩები უდიდეს სიამოვნებას მაყენებს და ჩემი გონებაც დიდი სიამოვნებით ივსება როცა წამის წინ მზად ვიყავი ნეფლეთებად მექცია.
-მაინც ვიპოვნი შენი სულის ყველაზე ბნელ ნაწილს ევა ეს ერთხელ უკვე გავაკეთე
მეუბნება ორაზროვნად და ეშმაკურად იღიმის.
-ლუციფერ არ გეგონოს რომ მიახლოვდები,რაც უფრო ახლო მოხვალ მით უფრო შორს წავალ და ამას შენ ვერ შეაკავებ.



პ.ს ძალიან მიახრია რომ კითხულობთ და მოგწონთ მადლობა თბილი კომენტარებისთვის რომელიც სტიმულს მაძლევს
თქვენი ლუციფერი :)



№1 სტუმარი Tako

Vaimee ra kargi xar raa♥magaria dzalian shoki pirdapir♥iseti aghfrtovanebuli var ro ver gadmovcem sityvebit emociebs wooww… .moutmenlad velodebi shemdeg tavs

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შეუდარებელი იყო ძალიან მაგარი მომეწონა ძალიან და ძალიან ძალიან კარგი ხარ... ფავინტრიგდი რა მალე დადე

 


№3  offline წევრი aNuGi

აუ როგორ მომწონს <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline წევრი lucifer :)

Yvavi.
ლუციფერ მორნინგსტარ? მდაჰ :დდ როგორც სერიალში? :/

როგორც სერიალში რომელზეც ვაფრენ და მაფანატებს wink

 


№5  offline წევრი lucifer :)

ნიკოლეტა
ვაიმეე ამას რრას წავაწყდიი აქქ <3 ჩემი უსაყვარლესი სერიალის უსაყვარლესი პერსონაჟი მოთხრობაშიი? თანაც იგივე ხასიათით? მეღადავეებიით? kissing_heart ავტოორ მოდიი უნდა ჩაგეხუტოო laughing ახლავე ვიწყებ კითხვაას

ვაიჰ მოდი მეც უნდა ჩაგეხუტა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟია <3
იმედია მოგეწონება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent