სიყვარული მეორედაც მოდის (4 თავი)
---შეიძლება დაგეგმილი არ მქონდა ეს ყველაფერი და უცებ მოხდა მაგრამ, რასაც ვამბობ გააზრებულად ვამბობ ჟანეტ. მე ყველა გამვლელს არ ვეუბნები ამ ჯადოსნურ სიტყვებს ნებისმიერ წუთს როცა გამიხარდება. ასე ადვილად არ შეიძლება ამ სიტყვების თქმა. ფიქრის დრო გაქვს, მე არ გაჩქარებ დროებით ამ თემას ტაბუს ვადებ. არ მინდა ჰაერში დამრჩეს გასროლილი ეს სიტყვა და გაუფასურდეს პასუხის გარეშე. ეს ისეთი ლამაზი გრძნობაა რომ მას ხელოვნური გალამაზება მხოლოდ ამახინჯებს ჟანეტ.ზოგჯერ უბრალოდ სჯობს მიხვდე და ყურში ჩასჩურჩულო ეს ძნელად სათქმელი სამი სიტყვა. ,,მე შენ მიყვარხარ''. იფიქრე დრო გაქვს, მე არ გაჩქარებ. როცა თავად მიხვდები შენს გრძნობებში მე მაშინ მოგისმენ და მინდა გითხრა აქედანვე რომ უბედნიერეს კაცად მაქცევ!-მოვიდა ახლოს შუბლზე მისი რბილი ტუჩებით თბილი კოცნა დამიტოვა და დამტოვა შუა ოთახში გაოგნებული. მეც მომწონდა ნიკა, მიუხედავად მისი ფიცხი ხასიათისა მომწონდა მაგრამ ჯერ არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ იყო ჩემს გეგმებში. კარი გაიღო და გუგა შემოვიდა. როგორ მომკიდა ხელი, როგორ დამაჯინა საწოლზე არაფერი არ მახსოვს --ჟანეტ მე ნიკას წლებია რომ ვიცნობ. დავიფიცებ რომ მას არავისთვის არ უთქვია ეს სიტყვები, რაც ეხლა შენ გითხრა. ვიცი რომ სისულელეს არ გააკეთებ. შენი იმედი მაქვს, დაფიქრდი და შენ თავად გაერკვიე შენს გრძნობებში! ---გუგა დასაფიქრებელი არაფერია მე ჯერ არ მცალია სიყვარულისთვის. თან მას ვერ უბრძანებ მოდიო, ის თავად უნდა მოვიდეს. მინდა მიყვარდეს მაგრამ ჯერ უნდა ვისწავლო და არ მინდა ამ გრძნობამ ხელი შემიშალოს სწავლაში. მე ჯერ მზად არ ვარ ამისთვის!- გუგას წინ ვიდექი, თითებს ვაწვალებდი, არ ვიცოდი ხელები სად წამეღო, როგორ უნდა ვყოფილიავი. ---ნიკა გაგიგებს, დაილაპარაკეთ და ახლოს გაიცანით ერთმანეთი, გრძნობა კი თავისთავად მოვა. თუ რამეს გრძნობ მის მიმართ უფრო გაღრმავდება ჯერ კუკუროა შენში ლამაზი და ვარდის გაშლა შენზეა დამოკიდებული! ---გუგა ხომ იცი არა როგორი ძალიან მიყვარხარ. მე უშენოდ ერთი დღეც ვერ გავძლებ. მიყვარხარ, გენდობი შენ მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ თვალდახუჭული ვენდო ნიკას. არ დაგიმალავ მომწონს და ძალიანაც მომწონს მაგრამ, მე ჯერ 18 წლის ვარ. ცხოვრება წინ მაქვს. მე ის გზა უნდა გავიარო რაც თქვენ გაიარეთ ამ ასაკში. გამოცდები, უნივერსიტეტი და თქვენ.-შემდეგ კი გავუღიმე- თქვენი მეგობრობაც კი გამოცდაა ჩემთვის, მე ხომ მთელი თვრამეტი წლის მანძილზე, ერთად არ გამიცვნია ამდენი ახალი ადამიანი, ესეც გამოცდაა ერთგვარი, არ გეწყინოს ასე უცებ მე პასუხს ვერ ვეტყვი სულ მცირე ორი წელი მაინც. ამ დრომდე კი გავიცნობ და დრო თავად გვიჩვენებს გავაგრძელო წინ წასვლა თუ დავსტოპო.მერე კიდევ რა იცი რომ ნიკას კარგად იცნობ გუგა, შენ იცნობ დღევანდელ ნიკას, ხვალ არავინმა არ ვიცით ვინ იქნება. მოდი საერთოდ სულ სხვანაირი იყოს მერე რას იზამ. არა მე არც გადანაშაულებ მაგრამ ასე მგონია რომ, დაუახლოვდე სულ სხვა ნიკას გავიცნობ. მეშინია გესმის? მეშინია. ---ჩემი ჭკვიანი ხარ ჟანეტ. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. მე არ გიშლი სიყვარულს, ეს შენ იცი და შენმა გულმა გრძნობას გრძნობით როდის უნდა უპასუხოს. თუ ძლიერი სიყვარული გაჩაღდება თქვენს ორს შორის ის დაგელოდება და მე მჯერა თქვენი სიყვარული ლეგენდად დარჩება თბილისს თუმცა მე დღევანდელ დღეს ვინცაა და რაცაა ნიკა იმას ვამბობ და ვამტკიცებ, არავინ იცის ხვალ რა მოხდება და ვინ გაჩნდება მის ცხოვრებაში. როცა გიყვარს ჟანეტ ბრძოლისთვინაც მზად უნდა იყო. ნიკას გარშემო ძალიან ბევრი ქალი ტრიალებს და იცოდე რომ კონკურენტი აუცილებლად გეყოლება. იმასაც გეტყვი რომ ნიკა სერიოზულად არავის უყურებს იმ ქალებიდან არცერთს. ხვალინდელი დღის სადავეები კი შენს ხელშია. ახლა გავალ კაკია იქ და სირცხვილია, თუ რამე დაგჭირდეს ჩვენ ორივე აქ ვართ დაგვიძახე არ მოგერიდოს! გუგა გაოგნებული გამოვიდა ჟანეტის ოთახიდან. ჩაჯდა სავარძელში და ღრმად ჩაფიქრდდა ჟანეტის სიტყვებზე. ---რა მოხდა გუგა, რამ ჩაგაფიქრა! -შეეკითხა გაკვირვებული კაკი. ---ვფიქრობ კაკი 18 წლის გოგოს ასეთი მიზან სწრაფვა და ძლიერი ხასიათი ვისგან გამოყვა! - ისევე ისე ჩაფიქრებულმა უპასუხა გუგამ. -ძალიან ჭკვიანია კაკი, აი გეფიცები უაღრესად ჭკვიანიც კი. ის მარტო დღევანდელ დღეზე არ ფიქრობს, ის ხვალინდელ დღეზეც ფიქრობს. ---მერე მაგაზე ჩაფიქრდი? მაგას რა ჯობია. ჩვენც აქ ვართ და ყველაფერი კარგად იქნება! ---გუგააააააა!- მოესმათ ჟანეტის განწირული ხმა საძინებლიდან და დაფეთებული წამოვარდა ფეხზე გუგაც და კაკიც. ---რა მოხდა, რა დაგეტაკა ჟანეტ!- აშკარად შეშინებული ჩანდა ორივე.მაგრამ მე გულიანად ვკისკისებდი მათი შეშინებული სახეების დანახვისას. ---ეხლა ხომ ხარ საცემი!- გაბრაზება არც კაკის დაუმალია. ---გუგა ხვალ ხო კვირაა? ---მერე რა გინდა ვიცი რომ დილას არ უნდა გაგაღვიძო!-გაბრაზებული მპასუხობდა გუგა. ---არა პირიქით, ხვალ ადრე გამაღვიძე. იცი? ეხლა თუ არ გავაკეთე ეს მერე გამიჭირდება. გადავწყვიტე ხვალ მამა ვნახო!- ვუთხარი და ამ სიტყვების ხმამაღალმა წარმოთქმამ შვება მომგვარა, ვიგრძენი როგორ მომეშვა რაღაც ძლიერი მძიმე ტვირთი და განვთავისუფლდი. ---მართლა?- გაუხარდა კაკის --ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ჟანეტ. შენ ძლიერი ხარ, ძალიან ძლიერი. ნოდარი ძია ეს წლებია შენით ცოცხლობს და შენით სუნთქავს, ყველა არ გააკეთებდა ამას რაც მან გააკეთა. მეც ვერ შევძლებდი ასეთი ძლიერ სიყვარულს, ასე ძლიერ როგორ უნდა შეგიყვარდეს რომ ვერცერთმა ქალმა ვერ ჩაანაცვლოს ის გრძნობა!- გუგას ხმაში რაღაც იდუმალება იმალებოდა, რაღაც უთქმელი, ჩუმი ფიქრი. ---შენ უგრძნობი ხისთავიანი ხარ და ამიტომ ვერ შეძლებდი. არ შეგყვარებია ჯერ და არ იცი რაა სიყვარული!- წაკბინა კაკიმ. ---შენ ვინ აგიფართხალა გული!- მოჭუტული ეჭვნარევი თვალით გახედა. -ჯერ ამის საქმეს მივხედავ და მერე შენ მოგხედავ. ვიცი სადაც უმიზნებ კანკლაძე მაგრამ, არ ვიცი გაარტყამ თუ არა ათიანში და მე კი ვერაფერს ვერ შეგპირდები!- უთხრა და თვალი ჩაუკრა. ---რა ნამიოკებით ლაპარაკობთ ჩემთან არ ითქმება რამე?-გავბრაზდი მე. ---ლილუს შეხედვა გულს უფართხალებს ბიჭს და სისხლის მოძრაობას უჩქარებს ძარღვებში და ეს აჩქარებული სისხლი მიაწვა გულის მთავარ არტერიას და გაჟონა. ჯერ წვეთ-წვეთად ჟონავს და ალბად მალე ჩაქცევა მოუვა ტვინშიც!- გემრიელად გაიცინა გუგამ ---ნუ იგესლები და ნუ იწყევლები დედაბერივით, ასე უგულო რამ დაგბადა, რა უგრძნობი ადამიანი ხარ, რა იყო შე ჩემა ქალი არ დაგვასებია!- შეუღრინა კაკიმ. ---გაჩუმდი, დადუმდი ტელეფონზე ვრეკავ სიყვარულით დადუგულო ადამიანო.- გუგამ ტელეფონი მოიმარჯვა, რაღაც ნომერი აკრიფა, ჩუმად იყავითო იქ მყოფებს ანიშნა და ხმამაღალზე ჩართო. --- საღამო მშვიდობის ძია ნოდარ! ---გუგა ხომ მშვიდობაა შვილო!-მომესმა მამაკაცის ძალიან სასიამოვნო ხმა. ---კი, კი ძია ნოდარ. ბოდიში ასე გვიან რომ გაწუხებ მაგრამ ერთ ადამიანს უნდა დალაპარაკება და ვარჩიე დრო არ გამეწელა. მზად ხარ ამ წუთისთვის? ---გუგა არ მითხრა რომ ჟანეტს უნდა ჩემი ნახვა!- ჩმი სახელის წარმოთქმისას ვიგრძენი მისი სითბო და სიყვარული, როგორ თბილად და ფაქიზად თქვა ჩემი სახელი. ---კი სწორად მიმიხვდი. მას მივცემ ტელეფონს და მე დაგტოვებთ, თქვენ შეთანხმდით შეხვედრაზე!-ყურმილს ხელი დააფარა გუგამ, -ჟანეტ გელოდება, მამაშენი ამ წუთს წლებია ელოდება. აბა შენ იცი თუ გინდა ახლავეს წაგიყვან, შენ თუ მზად ხარ ამისთვის მაგრამ, უმჯობესია ჯერ დაელაპარაკო! - ტელეფონი ხელში ჩამიდო, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან ჯერ კაკი გაუშვა მერე კი ჩუმად თავადაც გავიდა. მთელი ტანი ამიცახცახდა. სიცივით არ მციოდა მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა .გამიჭირდა ხმის ამოღება და ყურმილს იქიდან მამაკაცის დაძაბული სუნთქვა ისმოდა. გამიჭირდა მაგრამ შევძელი და ეს ბარიერი გადავლახე, გამახსენდა მარტოობის წლები და გამბედაობა სწორედ მან მომცა, ეს წლები დამეტოვებინა წარსულში იქ სადაც წარსულის ტკივილის ძველი სკივრი იდგა და მე გავბედე დალაპარაკება. ძალიან მიჭირს ამ სიტყვის თქმა მაგრამ ეხლა თუ არ ვთქვი მერე უგულოდ ვერ ვიტყვი ამ სიტყვას და ესეც გავბედე. მე ის სიტყვა ვთქვი რომელიც არ მითქვამ 18 წლის მანძილზე. რა ტკბილი სათქმელი ყოფილა როცა გულით ამბობ და გინდა მთელი სიყვარული ჩააქსოვო შიგნით რომ ყალბი არ გამოვიდეს შენგან ნათქვამი მამა. ---მამა მე მზად ვარ ახალი ფურცელი გადავშალო და ჩემი ცხოვრება ახლიდან დავიწყო. წარსულიდან მხოლოდ ჩემს გუგას და მეგობრებს დავტოვებ. შენ? შენ მზად ხარ?- სწრაფად ვამბობდი, მეშინოდა სუნთქვის დროს სიტყვა არ გამწყვეტოდა და ტელეფონი არ გამომერთო. ---ჩემო გოგო, ჟანეტ. - ვიგრძენი, ყველაზე ძვირასს გეფიცებით, ვიგრძენი რომ ხმა გაებზარა და ახლა მის თვალზე ცრემლები იყო- შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი ველოდი ამ სიტყვის გაგონებას. მთელი 18 წელი მე მამა ვარ მაგრამ მე ეს სიტყვა არ გამიგონია. შენ მე მაჯობე. მე რამდენჯერ მოვედი შენს კარებთან მაგრამ, უკან გამოვბრუნდი. მიჭირდა წარსულთან შეხვედრა. ---შენთან მინდა მამა. რომ მოვიდე ზღაპარას მომიყვები?- უცებ ის ისეთი ახლობელი გახდა, ისეთი ... თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, ახლა მივლინებაშია რამდენიმე კვირით და უსაშინლესად შემომიტია მონატრებამ. ---გუგამ იცის სად უნდა მოგიყვანოს შვილო!- ეს იმხელა სიხარული იყო მამასთვის რომ სიხარულისგან ცრემლიც კი დაავიწყდა. ტელეფონი გავთიშე და შევხედე გუგასაც და კაკისაც ცრემლი ქონდათ თვალებში, რომლებსაც კრი ჩუმად შემოეღოთ და ჩემს ქმედებას ნელა აკვირდებოდნენ.. ---ვერ ვიჯერებ რომ ეს ნაბიჯი გადადგი. შენ მაოცებ ჟანეტ. საოცარი გულის ადამიანი ხარ!- მითხრა გუგამ ---მე ასე მშვიდად ვერ შევძლებდი საუბარს!- მითხრა კაკიმ. ---წავიდეთ გუგამ იცის სად უნდა მოგიყვანოსო!- ავდექი ისე როგორც ვიყავი პიჟამოებით, ფეხები ჩემი ფუმფულა დათუნია ჩუშტებში გაუყარე,მანტო შემოვიმცვი და გუგამ ხელით ჩამიყვანა მანქანამდე და გაუდექით გზას იქ სადაც მელოდა უკვე წლებია ადამიანი რომელიც ჩემი გულით სუნთქავდა. ეს ადამიანი ჩემი სიძლიერე, სიამაყე და საყრდენი იყო, უკვე მივხვდი რომ შემეძლო ვყოფილიყავი სუსტი, ის მაინც დამიცავდა, შეძლებდა და შეძლებს ვუყვარდე ისეთი როგორიც ვარ, როგორსაც ცხოვრება გამხდის. ჩაფიქრებული ვიჯექით სამივე და უცებ კაკიმ მითხრა; ---ჟან უნდა გითხრა რომ ძალიან ძლიერი ადამიანნი ხარ. ისე უცებ გადაწყვიტე შეხვედრა, საქმის თქმა და გაკეთება რომ ქვია. ასე უფრო ჯობია, ზედმეტი ფიქრის გარეშე. რამდენჯერ გაქვს ეს შეხვედრის სცენა წარმოდგენილი და დაგეგმილი შენს თავში, ეს მხოლოდ შენ იცი, დათვლას ვერ შეძლებ! ---აი როგორც უთხარი ძია ნოდარს შენ ეხლა შენი ცხოვრების ახალი ფურცელი იწერება! -მითხრა გუგამ. მეე კი მანქანის სავარძელზე ვიჯექი და საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ან საერთოდ ყველაფერზე, არ მინდოდა ჩვენი შეხვედრა წარმომედგინა, არ მინდოდა, პირველივე წამი მტკენოდა, ვიცოდი არ მატკენდა მაგრამ მაინც. --აი მოვედით. - გუგამ სახლთან გააჩერა მანქანა- მოდი ისევ ხელში აყვანილი მიგიყვანო კარამდე. ეს როგორ წამოდი, რა სასწაული ხარ, ხვალ როგორ წახვალ ძალიან მიკვირს! თბილად გამიბრაზდა გუგა. ---ნუ ჯუჯღურობ, აი მაინც აკეთებ კეთილ საქმეს და ნუ ჩაამადლი ადამიანს რა? მადლს მარილიც მოაყარე და უფრო ჩაგეთვლება კეთილ საქმეში. თორემ შენი ჯუჯღურით ადამიანს სიცოცხლის ხალისს უკარგავ გუგა!- გუგს ხელებში კოფორტულად მოვთავსდი, ხელებიც ყელზე შემოვაჭვდე და გავუღიმე. ---შენ რას ფიქრობ ახლა, დამცველი გყავს და მე აღარ გჭირდები? არც იოცნებო თავისუფლებაზე, ვერსად ვერ გამექცევი იცოდე ჩიტო. ვერც შენ და ვერც ის მეორე ბეღურა რომ გვყავს! -სიბნელეში ვერ გავიგე სად მივედი,მ ხოლოდ შევხედე ჩემს წინ უზარმაზარი სახლი იდგა. კარები ღია დაგვხვდა და ფეხაკრებით შევედით შიგნით ორივე. მე ჯერ კიდევ ხელში ვყავდი გუგას და ვხედავდი რომ მისაღებიდან უზარმაზარ ზალაში გამიყვანა, სადაც ბუხარი გიზგიზებდა და სითბოს ატრიალებდა მთელ სახლში. სახლის შუა გულში კიი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.