შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოცდა (თავი 6)


23-05-2016, 15:54
ავტორი Salivan
ნანახია 2 991

არ შეიძლება კიდევ ერთ დღეს რომ დარჩე?- ტუჩებ დაბურცული ვედუდღუნები გიოს და პერანგის ღილზე ვეთამაშები. ის მშვიდად მკოცნის ლოყაზე, ბავშვებს ეხუტება და მანქანაში ჩამჯდარი წყენით მეკითხება.
-რატომ ჩაკეტე ამ დილით აბაზანის კარი?
-რაა? - კითხვის გაგონებაზე ვოცდები და მერე უკვე ოფლი მასხამს. გაუმაძღარი ნადირი!!! მის ცბიერ ღიმილს ვხედავ, ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და თავის მართლების მიზნით ვპასუხობ.
-ბავშვებს ეღვიძათ და ....
ის გაღიმებული თვალს მიკრავს, ბავშვებს ხელს უქნევს და დაქოქილ მანქანას ისევ რთავს. ჩემს მიღმა ვიღაცას უემოციოდ უყურებს და მანქანიდან გადმოდის. მაგრამ მე ვატყობ რომ დაძაბულია. ყბის ძვალი წინ წამოწეული აქვს და პირი მთელი ძალით დახურული. რა ხდება?
გაოცებული ვბრუნდები და ჩვენსკენ მომავალ ნიკას, ანნას და დიმიტრის ვახედავ. ამათ რაღა უნდათ? ვიძაბები მეც და ბავშვებს უკნიდან ვეხვევი. დიმიტრი მათესკენ გამორბის, ხელის მიკვრით ესალმებიან და ხეივანში სასრიალოებისკენ გარბიან. მაშოც მათ მისზდევს და ვრჩებით ჩვენ. უფროსი ბიჭებიც ხელის ჩამორთმევით ესალმებიან ერთმანეთს და ჩვენ შემოგვყურებენ. გაცნობას ნიკა იღებს თავის თავზე. მე სიმართლე გითხრათ სურვილიც არა მაქვს ანნას ამდენი პატივი მივაგო. საბოლოოდ ანნა უხერხულად ჭიმავს თითებს და მე და გიოს საღმოს დაბადების დღეზე გვეპატიჟება, ბორჯომის ერთ-ერთ რესტორანში. გაოცებისგან პირს კინაღამ ვაღებ. ყოჩაღ ამათ! ნუთუ ქეიფის განწყობა აქვთ? ვითომ წინა ღამეს ქმარს არ ენახოს კაცებთან მოქეიფე და მოარშიყე. რა ეგონათ ნეტავ? წამსვე გავვარდებოდი საჩუქრებ დახუნძლული? არ ვაპირებ, არ წავალ!!!
პასუხის გაცემას ჩემს თავზე ვიღებ და უემოციოდ ვულოცავ.
-გილოცავ ანნა, ბედნიერებას გისურვებ. მაგრამ რაც შეეხება წამოსვლას, ვერ შევძლებთ. გიო თბილისში ბრუნდება, მე კიდევ ბავშვებს უნდა მივხდო.- პასუხით გულდაწყვეტილი ანნა თავს ხის და გვერდით აბრუნებს. ვითომ ცრემლებს მალავს?! ნიკა მხრებზე ხვევს ხელს და ვგრძნობ რომ აშკარად უხერხული სიტუაცია იქმნება.
-სალომე -მეუბნება გიო - თუ ქეთო საღამომდე ჩამოვა რა პრობლემაა? წადი. ნუ გაანაწყენებ იუბილარს. რაოოო?????? ამას გიორგი მეუბნება? ჩემი ეჭვიანი, დესპოტი ქმარი? გაოცებული აშკარად გამოდებილებული სახით შევყურებ გიოს და თვალებით ვთხოვ გამარკვიოს მის ქმედებებში. ის კი მშვიდად შემომყურებს, თვალებიდან მგონი სულში მიძვრება და თმებზე მეფერება. მანქანაშ ჩამჯდარი პირდაპირ ნიკას უყურებს თვალებში და მიდის.
არაა, აშკარად რაღაცაშია საქმე. ისეთი შეგრძნება მრჩება რომ თითქოს ვინმე გამოცდას მიწყობდეს და ზუსტად ვხვდები ვინ არის გამომცდელი.
გიოს მანქანას მანამ ვუყურებ სანამ ჰორიზონტიდან არ ქრება და მიგან სმსს ვიღებ შინაარსით
„მიყვარხარ და წადი, ოღონდ მხოლოდ ამ ერთხელ.“
არ მინდაა! გაკივის ჩემი გონება, მაგრამ გიოს საქციელით გაღიზიანებული ვიღებ გადაწყვეტილებას რომ წავიდე. რამე არ მოეწონება...თავის თავს დააბრალოს. ამოვიდა ყელში ამდენი უნდობლობა და ეჭვიანობა. გაღიზიანებული წარბს ზემოთ ვქაჩავ და ჩემს მომლოდინე ცოლ-ქმარს ვუბრუნდები.
უცებ ანნა მკლავებს მხვევს, გულში მიკრავს და აქვითინებული ბოდიშებს მიხდის. ეს პროცესი დაახლოვებით 5 წუთს გრძელდება, მერე მეც ზურგზე ვუთათუნებ ხელს და გაპატიეთქო ვპასუხობ, მაგრამ მანამდე ვითომ ხუმრობით ვამატებ -მე მეტად დიმიტრის არ დავიტოვებ. ამაზე ნიკას სიცილი უტყდება და ვითომ დიდი ხნის მეგობრები ვიყოთ მე და ანნას მხრებზე ხელს გვხვევს. მომხდარით აღშფოთებული გვერდზე ვიწევი, მაგრამ ისე მაგრად მიჭერს ხელს რომ მხრის ძვლები ტკაცუნს მიწყებს. დაძაბული ნელა ვაბრუნებ თავს მისკენ და ვუბღვერ, ის კი უტიფრად მიღიმის და ტუჩებს ბრიცავს. აშკარად კოცნას იმიტირებს. გავგიჟდები ახლა! მეც სხვა ვერაფერს რომ ვერ ვიფიქრებ ხელის მტევანზე ფრჩხილებს ვასობ და რაც ძალა და ღონე მაქვს ხორცზე ვაწვები. შედეგი იმდენად სწრაფია და სასიამოვნო რომ ჩემს საქციელს საერთოდ არ ვნანობ. ყრუდ კვნესის, ხელს სასწრაფოდ მაცილებს და შარვლის ჯიბეში მალავს. მე კმაყოფილი და მკაცრი მზერით ვუბრუნდები და მის გახსნილ ტუჩებს ვხედავ, ენით ნელა რომ ისველებს და მერე კბენს. ავადმყოფი! ვჩურჩულებ ჩუმად და ბავშვებისკენ მივდივარ. ამ დროს ფართის დაგეგმვით დაკავებული ანნა ცაში დაფრინავს და დედამიწაზე რა ხდება საერთოდ ვერ ხედავს.
სადილობის მოახლოვებისას დედაჩემიც ჩამოდის. ჩვენ ვაგზალზე ვხვდებით და საჩუქრებით დატენილ ჩანთასთან ერთად სახლში მივარბენინებთ. ისიც საჩუქრების ჩანთას შუა ოთახში ათავსებს და აღტკინებულ ბავშვებს ლოყებს უკოცნის. ორი საათის განმავლობაში მთელი დასავლეთ-აღმოსავლეთს სიახლეებს ვყვებით და დაახლოებით ხუთი საათიდან მომზადებას ვიწყებ.
გამომდინარე იქიდან რომ ასარჩევი არაფერი მაქვს, ჩემს ერთადერთ შემთხვევით წამოღებულ ჩალისფერ შიფონის კაბას ვიცმევ. ამ კაბის ხატრით წამორებულ ხორცისფერ „ვალენტინოებს“ და თმებს ნახევრად მაღლა ვიწევ. თვალებს ფანქრით ვიხატავ და ტუჩებზე მუქ ვარდისფერ შანელის პომადას ვისვამ.
ხელზე ნაზ ოქროს სამაჯურს ვიკეთებ, თითზე ქორწინების ბეჭედს და ყურებზე მიმჟდარ ოქროს საყურეს. ერთადერთი რაც ჩემს ჩაცმულობაში ბრჭყვიალებს ეს გულსაბნევია, რომელიც სპეციალუირად ამ კაბის ყელზე არსებული ოვალური ჭრილისთვის ვიყიდე, რათა ის დამეფარა. ხელჩანთად მაშოს ხორცისფერ კლაჩს ვირჩევ, მობილურს შიგნით ვტენი და გამზადებული აივანზე გავდივარ. ანნასა და მისი სტუმრების შემყურეს სიცილი მიტყდება. ყველა ქალი იდენტურია. გაშლილი თმებით, ტანზე მომდგარი, ძალიან მოკლე ერთიანი კაბებით, უსასრულო პლათფორმებით და ალესილი სახეებით. განსხვავება მხოლოდ კაბების ფერშია. ამათთან შედარებით მე მართლა მერვე კლასელი გამოვდივარ ჩემი რვა სანტიმეტრიანი „ვალენტინოებით“.
მათი შემყურე დედაჩემი გამძლეობას მისურვებს და ოთახიდან მაცილებს. მეც სხვა რა დამრჩენია, წელში რეზინიან კაბას ვისწორებ, ფეხებზე ხელს ვისვამ და გარეთ გაღიმებული გავდივარ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ანნას ვეძებ. წინ კი მაღალი სილუეტი მეფარება და ყურებაში ხელს მიშლის. ნიკაა, თვალებში მიყურებს და ტუჩის კუთხეს ტეხავს. მე გვერდის ავლას ვცდილობ ის კი ისევ მეღობება.
-აი ეს კი ნამდვილად არ უნდა ჩაგეცვა- ხელით მიმითითებს კაბაზე და ფეხსაცმელებზე მაკვირდება. -რა სხვანაირი ხარ, მაღლები საშინლად გიხდება. აქამდე კიდევ ვახერხებდი და ... დღეს ვერაფრის პირობას მოგცემ. სალომე წადი გამოიცვალე!- აღელვებული მეუბნება და ტუჩების წვალებას იწყებს. მერე გულსაბნევს აკვირდება და ირონიული ღიმილით შემომყურებს.
-შემეშვი!- ვპასუხობ ღრენით და გვერდს ვუვლი. ანნა მამჩნევს და მაშინვე ჩემსკენ მორბის. ამ პლათფორმებზე შემგარი იმსიმაღლეა რომ მეშინია არ დამეცეს და ხელს ვაშველებ. ისიც ხელს მჭიდებს და მეგობრებთან მიმათრევს. ყველა აცნობს ჩემს თავს და ზურგზე მეხვევა. მის საქციელზე მეღიმება, მაგრამ ოდნავ გვერდზე ვიწევი. ეზოში ტაქსები შემოდის ე.ი. დღეს ყველა სვავს - ჩემს გარდა. მერე შკარად ვგრძნობ რომ რაღაც მაწუხებს, უკან ვიხედები და მანქანაზე მიყრდნობილ ნიკას ვხედავ. წეღან ვერ შევამჩნიე, კლასიკურად აცვია და არ დაგიმალავთ მართლა ძალიან სიმპატიურია. სიგარეტით ხელში მეგობარს ესაუბრება და ფეხებზე დაჟინებით მაკვირდება. ახლა მახსენდება რომ კაბა მუხლებს ოდნავ ზემოთაა. არადა რომ ვიყიდე ისეთი მოკლე იყო რომ ეგრევე დავაგრძელე, გიოს მოსაწონ სიგრძემდე. ახლა ეს იდიოტი გამომიხტა თავისი უტიფარი მოთხოვნებით და მზერებით. იცით რას გეტყვით? ერთი დესპოტიც მეყოფა მთელი ცხოვრება. დანარჩენებმა თქვენი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ. ნიკას ზურგას ვაქცევ და ფეხებს ვატყუპებ.
როცა საქმე მანქანაში მოთავსებაზე მიდის, მე ვცდილობ ბოლო ჩავჯდე, მაგრამ ვინ გაცლის. რახან მარტო ვარ მოსული, მეუღლის გარეშე ნიკა ხმამაღლა აცხადებს რომ დღეს ჩემს და ანნას კავალრობას თავის თავზე იღებს და ხელკავს გვიკეთებს. ტანით ცემსკენ იხრება და თითქმის მიხუტებს. მე ანნას ვეუბნები რომ მის გვერდით დავჯდე მირჩევნია და ისიც ბედნიერი სახით ხვდება ჩემს წინადადებას. ნიკას მანქანაში ტენის და დაღლილ დიმიტრის კალთაში უსვამს, მერე თვითონ ჯდება და ჩემთვისაც ტოვებს ადგილს. ამ ამბით დამშვიდებული მანქანაში ვჯდები და მუხლებზე წამოწეულ კაბას ვისწორებ. გვერდით ანნას ჩაცინება მესმის და მერე მისი უადგილო კომენტარი/
-რა გიჩანს ერთი ეს მითხარი რომ დამალო?- მე მის კომენტარს ღიმილით ვხვდები და თვალებს ვუბრიალებ. მაგრამ უკვე გვიანია მთელი მანქანა მე მიყურებს და მიღიმის. ვგრძნობ რომ ვწითლდები და ანნას უკან ვიმალები, მაგრამ ვინ გაცლის ახლა ნიკა აგრძელებს.
-ჩვენი სალომე საოცრად დახვეწილი, მკაცრი და მორიდებულია ყველა ასპექტში- ეშმაკურად მომღიმარი თვალს მიკრავს და დიტოს გულში იხუტებს. ამ კომენტარს ნიკას გვერდით და წინა სავარძელზე მჯდომი მამაკაცების გრძელი მონოლოგი და გიორგის გამარჯვებულად შერაცხვა მოყვება. მეტი აღარ შემიძლია სადაცაა გადავხტები ტაქსიდან.
ჩემდა საბედნიეროდ ტაქსი რესტორნის ეზოში შედის და ჩერდება. შიგ შესულები მაგიდასთან ვსხდებით და შესახურებლად ჭიქა შამპანურს მივირთმევთ. მე ესეც მეყოფა! ვიღებ გადაწყვეტილებას და მომდევნო ჭიქებზე უარს ვამბობ.
ხუთი ჭიქის შემდეგ მთელი არსებით ვხვდები აქ წამოსვლით დაშვებულ შეცდომას, როცა ნიკა გვერდით მიდგება და საცეკვაოდ მეპატიჯება. ვიცი რომ არ მომეშვება, მაგრამ ისიც ვიცი რომ არც მე დავუთმობ. ამიტომ მთელი სუფრის, განსაკუთრებით კი ანნას გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ რომ „რაც დავქორწინდი , მას შემდეგ არავისთან მიცეკვია და არც ვაპირებ ამ ტრადიციის დარღვევას“. მერე მშვიდად ვაქცევ ზურგს ნიკას და ანნას საუბარს ვუბამ. მიუხედავად ჩემი ასეთი მონდომებისა, კიდევ ორი ჭიქის მერე უკვე სუფრის დანარჩენი მამაკაცებით საცეკვაოდ მეპატიჯებიან და უარის მიღების შემდეგ გადარწმუნების ახალ მეთოდებს მიმართავენ. თავის იატაკზე ხლებით ან მუხლებზე ხოხვით. ვაი მეეე! რომ ვერაფერს გავხდი საშველად ანნას ვუხმე და თავად საპირფარეშოს ძებნა დავიწყე.
-რა უბედურებაა საპირფარეშოს ასე მიკარგულში გაკეთება?- ვბურდღუნებ გაბრაზებული და მიყრუებულ დერეფანში მივდივარ. შიგ შესული სახეში წყალს ვისვამ და წასვლის გადაწყვეტილებას ვიღებ. იქ დაბრუნება აღარ შეიძლება. ყველა მთავრალია და უმართავი. მართალია ანნამ მხოლოდ სამი ჭიქა დალია მაგრამ ჩემს გარდა მისახედი კიდევ ათი კაცი ყავს. კაბას ვისწორებ, ჩანთას ვიღებ და მიყრუებულ დერეფანში გავდივარ. იქ კი ვიღაცის ზურგს ვასკდები „ვაი“ თქო გავკნავი და დავარდნილი ჩანთისკენ ვიხრები. ვიღაცის ხელი მასწრებს, ჩანთას იღებს და მიწვდის. ნიკაა, მშვიდად მიყურებს და ოდნავ მიღიმის. ჩანთას ვართმევ და გვერდის ავლას ვცდილობ. მაგრამ უკვე მერემდენედ მართმევენ თავისუფალ ნებას და მიჭრიან გზას უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში აღარ ვიცი.
-მომწონს შენი გულსაბნევი- მეუბნება თბილად და კაბაზე მაკვირდება, მერე ხელს იწვდენს და შეხებას ცდილობს. უკან ვიხევი და კედელს ვაწყდები. მარცხენა ხელით გზას მიჭრის და საჩვენებელი თითით გულსაბნევს ეხება. ტუჩებს ილოკავს და დაჟინებით მაცქერდება თვალებში. თითით გულსაბნევის ბრჭყვიალა ფოჩებს წევს და კაბის ჭრილის ქვეშ კანზე მეხება. შიშისგან კანკალს ვიწყებ და კედელში შეზრდას ვცდილობ. თითს ნაზად მისვამ და გუგებ გაფართოვებული ტუჩებზე მიყურებს. პირს არებს ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ჩემსკენ იხრება. ვხვდები რასაც აპირებს და ამის გააზრება თავბრუს მახვევს, ვგრძნობ რომ ძალა მეცლება და მუხლებში ვიკეცები. თითქოს შენელებული კადრები იყოს ისე მივსრიალებ კედელზე და უკანასკნელს რასაც ვხედავ ნიკას გაოცებული სახეა.



№1 სტუმარი lizazu

რატომღაც მგონია რომ გიო გამოცდას უწყობს, აინტერესებს უღალატებს თუ არა

 


№2  offline წევრი xelnaweri wignebi

დამაინტერესა გააგრძელე

 


№3  offline წევრი natani

ძალიან კარგი თავი იყო ყოჩაღ განაგრძე

 


№4  offline წევრი lola123

საინტერესოა, მალე დადე გთხოვ

 


№5  offline წევრი Salivan

მიუხედავად იმისა რომ დღეს ასე ხმამაღლა და პროტესტით აკრიტიკებენ ქმრებს რომლებიც ასე დესპოტურად და მკაცრად ექცევიან თავიანთ მეუღლეებს, ვფიქრობ რომ ოჯახის სიმტკიცის უპირველესი მიზეზი მაინც წესრიგი, პატიოსნება და სიმკაცრე მიმაჩნია. თუ მიუშვი ქალს კი არა ბავშვსაც კი ვეღარ დაიმორჩილებ მერე. ასე რომ მე რარაც დონეზე მომწონს გიორგი და მისი შეხედულება ამ ცხოვრებაზე.

 


№6 სტუმარი Qeti

Mec mgonia rkm qmari uwyobs gamocdas.

 


№7 სტუმარი Ana

Vatkob nikas sifats shelamazeba chirdeba, ra tkma unda, gios xelit.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent