შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 4


23-05-2016, 20:26
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 780

* * *
ყველაფერი რომ მოათავა მშვიდად გავიდა სახლიდან,ტაქსი გააჩერა და ნიკასთან წავიდა.გზაში უამრავი შეტყობინება მიიღო მზიასგან "მალე მოდი" ერთი და იგივე შინაარსის, მობეზრებული აღარც კი ხსნიდა ტელეფონს,სავარძელზე ჰქონდა მიგდებული და ფანჯარაში ყურებით გაჰყავდა დრო.
-მადლობ,-მიუგო მძღოლს მანქანიდან გადმოსვლისას და ფული მიაწოდა
-არაფრის,-უთხრა ტაქსისტმაც და ფული გამოართვა.ნენემ კარი მიხურა და მის პირდაპირ მდგომი კორპუსის სადარბაზოში შევიდა.
-რა გოგო ხარ,-აღფრთოვანდა მზია მისი დამნახავი,-არ მოგელოდი ასე გამომწვევად ჩაცმულს,-ეშმაკურად ჩაეღიმა.ნენემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი
-არც მე,-გაკვირვებულმა მიუგო მან,-შენი ხათრით,თორემ აქ არ ვიქნებოდი
-კარგია,ისეთ ბიჭს გაგაცნობ მერე მადლობას მეტყვი რომ დამიჯერე
-ვითომ?-გაეცინა ნენეს
-ნამდვილად,-თავდაჯერებული ჩანდა მზია
-რაში მოგეხმარო?-ჰკითხა ნენემ და მაგიდა შეათვალიერა
-ყველაფერი მზადაა,ნიკაც მოვა მალე,გიგა პირველად მოდის ჩვენთან და გზა არ იცის,ამიტომ ნიკა წავიდა მოსაყვანად
-როგორ აწუხებენ იუბილარ ბიჭს,-სიცილით თქვა ნენემ
-რა ბიჭი მოჰყავს რომ იცოდე,მშვიდი,გაწონასწორებული,შეძლებული,დინჯი.
-მუდო იქნება-უკმაყოფილოდ თქვა ქალმა და ზეთის ხილს დასწვდა
-მამაკაცია,ცოტა მკაცრი,მაგრამ კეთილი,საშენოა
-აი,მაგ საშენო საჩემოს ვერ ვიტან,-შეწუხებული სახე მიიღო ნენემ,-უბრალოდ გავიცნობ და მორჩა,-თქვა და სალათის თეფში ხელიდან გამოსტაცა მზიას,-მე მივიტან,-უთხრა და სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლა.უკვე უნდა დაედგა,როცა იდაყვი გაჰკრეს და ლამის დაააგდებინეს თეფში.გაბრაზებულმა ძლივს მიუჩინა ადგილი სალათს
-მაპატიეთ,არ მინდოდა,-სინანულით მიუგო დამნაშავემ
-ფრთხილად უნდა იყოთ,-მიუბრუნდა გაღიზიანებული ქალი და მის დანახვაზე მოულოდნელობისგან წამოიკივლა,-შენ?
-თქვენ ხართ?-უსიამოვნოდ იკითხა მამაკაცმა,-ხომ გითხარით,შეხვედრამდე
-მე კი გითხარით მშვიდობით,-შეახსენა მანაც
-ნიკას საიდან იცნობ?-თემის შეცვლას შეეცადა გიგა
-ბავშვობის მეგობარია,ერთად გავიზარდეთ
-საინტერესოა,ჩვენც ბავშვობის მეგობრები ვართ,წესით უნდა მახსოვდე,-უცნაური ხმით თქვა გიგამ და გაეცინა
-მნიშვნელოვან ადამიანებს არ ვივიწყებ,-მიუგო ირიბი ღიმილით ნენემ
-ალბათ,ნიკა გმალავდა
-რისგან?
-ჩემგან
-რატომ?-გაკვირვებულმა შეხედა,-ყოველთვის ასეთი იყავი?-ჰკითხა სიცილით
-როგორი?-დაეჭვდა გიგა
-აუტანელი,-მტკიცედ უპასუხა ნენემ
-არ ვყოფილვარ და არც ვიქნები,-შეღონებული ხმით უთხრა მამაკაცმა,-აქ,საჩხუბრად არ მოვსულვარ,ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა და მინდა დრო გავატარო
-მე კი შენ არ გელოდი,თორემ არ მოვიდოდი
-ჩემ გამო არ მოხვიდოდი?-უცაბედმა აზრებმა გაუელვა გონებაში და ნასიამოვნებს ჩაეღიმა,-რა პატივია
-მე თუ მკითხავ,სულაც არა,შენი ნახვა არ გამიხარდებოდა და არც ახლა აღვტაცებულვარ,ნიკას ვცემ პატივს,სულ ესაა,-გიგას ეშმაკურად ჩაეღიმა და ერთიანად აკანკალებული ნენე აათვალიერა,მზერა მის ყელს გაუსწორა და აღგზნებულმა ნერწყვის დიდი ბურთულა გადაყლაპა.ქალმა იგრძნო მისი ურცხვი მზერა და ხელის გული კისერზე მიიფარა,მერე უკან დაიხია და სამზარეულოში გულაჩქარებული შევიდა
-რა მოგივიდა ნენე?-ნიჟარასთან უცებ მივარდნილს ჰკითხა მზიამ.ქალმა ჯერ წყალი დალია,ღრმად შეისუნთქა და მზიას მიუბრუნდა.
-გიგას ვიცნობ,-ტუჩები ყურთან მიუტანა,თმა გადაუწია და უჩურჩულა.მზია გაოგნდა.დაბნეული მიაცქერდა ნენეს.
-საიდან იცნობ?-ჰკითხა ინტერესით აღსავსემ
-ტასოს ნაყინი უყიდა,-უკმაყოფილო სახით თქვა ქალმა
-მერე?-ვერ დაკმაყოფილდა მზია,-რა სახე გაქვს?-მწყრალად მიუგო,-გაგქურდა თუ რა?
-დიახ,გამქურდა,სიმშვიდე ამომაცალა სხეულიდან,ამაზე ძვირფასი რაღა უნდა წაერთმია,ყოველდღე ფეხებში მებლანდება,ხან სახლიდან გაქცეულ ტასოს მიბრუნებს,ხან ფულს მიხურდავებს,ჩემი ბრალია,ნეტა სულ არ მეთხოვა დახურდავება,-ამოიოხრა და ცარიელი ჭიქა საწურზე დადო
-რა ძალიან შეიცვალე ნენე,-ნაღვლიანი ხმით თქვა მზიამ და საქმეს მიუბრუნდა,-თუ არ შეიცვლები,ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ,-დააყოლა და პირი მოკუმა,თითქოს სურვილი დაეკარგა მასთან საუბრის.
-შენ და ლელა ჩემს შევიწროვებას ნუ ცდილობთ,დრო მჭირდება,გესმის?-ჰკითხა გაჩუმებულ ქალს,-კარგი,თუ ლაპარაკი არ გინდა გავალ,-ცრემლი ჩაუდგა თვალებში და ნაწყენი გავიდა სამზარეულოდან.
-ნენე!-შემოსასვლელში იდგა,ნიკას ხმამ რომ შეაკავა,-მოდი აქ,სად მირბიხარ,არც კი მნახე,მოლოცვას რომ თავი დავანებო,-თავად მივიდა ნიკა მასთან და შემოეხვა ზურგიდან,-მომენატრე,ჩემო ხალისიანო მეგობარო,-მიუგო და ლოყაზე აკოცა
-დაბადების დღეს გილოცავ,ნიკოლოზ,-მისკენ შებრუნდა ნენე და ძლიერად ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს,-როგორ ხარ?-ჰკითხა მორიდებით,-ძალიან ხარ შეცვლილი,ხმით გიცანი
-ხედავ,რამდენს ვაშავებთ ერთმანეთს რომ არ ვნახულობთ,-გულდაწყვეტით თქვა ნიკამ და ხელი ძველებურად გადახვია,-გახსოვს?-ჰკითხა,-ასე,გადაგდებული ბურთის მოსატანად მივდიოდით,-ნენეს თვალწინ დაუდგა,როგორ ხვევდა ხელს ნიკას რომ უმისოდ არ წასულიყო საზღვარს გაცდენილი ბურთის მოსატანად.
-მახსოვს,-თქვა ოხვრით და თვითონაც გადახვია ხელი,-მაგრამ გიგას ვერ ვიხსენებ
-გიგას?-გაიკვირვა ნიკამ,-რა გემახსოვრება,ყველაზე წყნარი ბავშვი იყო,ერთხელ შენც კი ეხვეწე,წამოდი ბურთით გვეთამაშეო,რადგან სტადიონთან ახლოს დაინახე,ახალი ნაყიდი ბურთით ხელში,მან კი ცივად დაგიბრუნა პასუხი და შენც გაბრაზებული წამოხვედი,მერე ხმას არ სცემდი,სანამ მის თამაშს არ წაასწარი,-თითქოს იღდგენდა კადრებს გონებაში,მაგრამ გიგა მაინც კადრს მიღმა რჩებოდა,-მან ჩვენზე უკეთ იცოდა თამაში,ამიტომ არ თამაშობდა შენთან,იმის ჩვენება არ უნდოდა რომ შენ მასზე სუსტი იყავი,ის კი ძლიერი,-ნენეს გაახსენდა რომ ყოველთვის სჯეროდა,მასზე უკეთესი მოთამაშე არ დადიოდა სოფელში.
-კარგი,აღარ მინდა წარსულის გახსენება,-სთხოვა ქალმა და ნიკამაც უმალ შეწყვიტა საუბარი
-მგონი,დასხდომის დროა,თორემ მოვა 5 საათი და ბაღს მოიმიზეზებ,-სიცილით შეიყვანა მისაღებში
-ეგ აღარც კი მახსოვდა,-აკისკისდა ნენეც და ნიკას გამოწეულ სკამზე მოკალათდა
-აქ მაინც წამოგეყვანა,ნიკა ბიძიას ძალიან მოენატრა,-სახე დაემანჭა ნიკას
-არაუშავს,დრო ჯერ კიდევ არის,ხვალ გამოგვიარე და ნახე,რა დიდი პრობლემა ეგაა?
-კარგი,ბაღში არ წაიყვანო,დილით დაგადგებით თავზე და მთელი დღე თქვენთან ვიქნები
-როგორც გენებოს,-კმაყოფილიებით აღივსო ნენე
-ფოტოგრაფობის საქმე როგორ მიდის?-ჰკითხა ნიკამ,უკვე მივიწყებული პროფესიის ასავალ-დასავალი
-არ ვიცი,დღემდე ველოდები პასუხს,-გახსნებაზე მოიღუშა ნენე,-ალბათ,არ მოვეწონე,იმ ზვიადს
-რა შეფასებებია,-გადაიხარხარა ნიკამ,-ზვიადი ჩანდა?-გაიმეორა მისი ნათქვამი,-მოვიდეს ერთი ვკითხო,-და ოთახში შემოსულ გიგას გაუსწორა მზერა,-რატომ ზვიადობ?-დამჯდარი არ იყო ნიკამ რომ ჰკითხა
-რას ნიშნავს ეგ?-გაკვირვებული დარჩა გიგა
-შენ ხომ მიიღე ბევრი საკონკურსო ფოტო,რაუყავი?-ნენეს ლამის ლუკმა გადასცდა,კონკურსის ორგანიზატორიც გიგა ყოფილა,მისი ბავშვობის აუტანელი მეზობელიც და ტასოს მპოვნელიც.ქალი ლამის ჭკუიდან გადავიდა.
-ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ,-მკაცრი ხმით თქვა გიგამ
-სხვაც არ მოველოდი,-ჩაილაპარაკა ნენემ
-მომეწონა!
-რა?
-ფოტო!,-ისევ მოკლედ უპასუხა
-დიდი მიღწევა მქონია,შენ თუ ჩემი ფოტო მოგეწონა,-ცინიკურად ჩაიღიმა ნენემ
-დიახ!-სიტყვაძუნწობას აგრძელებდა გიგა
-ჯობია დავლიო,თორემ თქვენ რომ გიყურებთ გული ცუდად მიხდება,-წითელი ღვინო ჩამოასხა ჭიქებში.ნენემ ჭიქა მომიმარჯვა და ნიკა დალოცა.



პ.ს ვაიმეე,არ ვიცი რას ვწერ,ნეტავ თუ მოგწონთ,მაგრამ თქვენი ორი სიტყვაც კი მახარებს და მოტივს მაძლევს.ვცდილობ გამოვასწორო შენიშვნები და მითხარით ეს რამდენად გამომდის.დიდი მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხართ.



№1  offline წევრი natani

კარგია, მომეწონა

 


№2  offline მოდერი ლილიანა

კარგი ხარ ❤ და ეს ნენე რას ეჩხუბება ამ ბიჭს კაცო :-) :-) :-)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი lola123

კარგი გოგო ხარ და გააგრძელე, მე ძალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი isterichka123

Karhia gagrdzele saswrafid

 


Isetia, me rom miyvars. Momwons romelia.
Aucileblad gaagrdzele.
Iqneb tavebic gazardo...
Didi siamovnebit chavikitxav xolme <33

 


№6  offline წევრი teddy))

Momwons! Gamogdis! Ubralod ragac ukmarisobis grdnznoba makvs tan amqvs tan ara :D mtlad mudoc ar yofila bavshobashi giga, magram cota ki iyo :D sandro minda me :/ taso ar iyo am tasvhi asparesze :D siujetebi ufro ganviatrebulia! Nika sayvareli chans :D gelodebi da warmatebebi! <3

 


№7 სტუმარი Uhii

Aucileblaad gaagrdzelee<3

 


№8 სტუმარი lizazu

ver gavige es gogo rato echxubebaa. ragac araadekvaturia misi saqcielebi

 


№9  offline მოდერი Eleniko13

ახალი თავი მინდა :დ
მინდაააა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent