შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One and Only (1)


23-05-2016, 21:14
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 935

ყოველთვის როდესაც მივუყვებოდი ჩემი ქუჩის გასწვრივ სახლებს მეჩვენებოდა რომ ეს ერთ მწკრივად ჩალაგებული სახლები ყოველთვის ასე,ურყევად და უძრავად იდგებოდნენ,არასოდეს მიფიქრია იმაზე რომ ოდესმე ეს მედიდური სასახლეებიც ქვის ლოდებად იქცეოდნენ. მიყვარდა ჩემს ქუჩაზე სეირნობა,ეს ყოველთვის სიმშვიდეს მგვრიდა. მახსოვს პატარა რომ ვიყავი ჩემს ქუჩას სასახლეების ქუჩას ვეძახდი,მეც თავი ჯადოსნური ქვეყნის პრინცესა მეგონა და ასეთ წარმოდგენაში ალბათ მთელი 6 წელი გავატარე,შემდეგ კი ეს წარმოდგენა გაქრა,მაშინ როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ ყველა ოცნება დაინგრა,ჩემი უდარდელი ცხოვრება სადღაც გაქრა. მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ 6 წლის ვიყავი ეს ყველაფერი მაინც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის და დღემდე მიჭირს ამ აზრთან შეგუება.ყველა შეეგუა ჩემს გარდა,ყველა მაგრამ მე არა თუ ვერა ეს დღემდე ვერ გამირკვევია. თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ მე და დედა,ჩემი და 16 წლის ასაკში გათხოვდა,ამ აზრსაც ძლივს შევეგუე,ჩვენი ბუდე დატოვა მარიამმა და ამან გული ძალიან მატკინა,თუმცა ჩემი სიძე არაჩვეულებრივი ბიჭია,მხიარული და მშრომელი,ვერაფერს დავუწუნებთ.არასოდეს არაფერი მომკლებია,ყოველთვის უზრუნველყოფილი ვიყავი მატერიალურად. დედაჩემი ცნობილი დიზაინერი გახლავთ.მამას კი საკუთარი ბიზნესი აქვს.დედა ყოველთვის უცხოეთშია ჩვენებებზე,მას თვეში რამდენჯერმე თუ ვხედავ ეს უკვე დიდი მიღწევაა. ძირითადად მარტო მიწევს ცხოვრება,ყოველთვის ჩრდილში ვარ,არ მიყვარს ყურადღება და პოპულარობა,ეს ჩემი სტილი არაა.რამდენიმე გადაცემაში უნდოდათ დედასთან ერთად ჩემი მიწვევა,მაგრამ არ გავყვი.ჩემმა რამდენიმე მეგობარმა თუ იცის ჩემი მშობლების ვინაობა.ისიც ისეთებმა ვისთანაც წლებია ვმეგობრობ. შავი ზღვის უნივერსიტეტში ვსწავლობდი,თუმცა დედას დაჟინებით მოვთხოვე რომ მობილობით ჯავახიშვილში გადავეყვანე.პირველი კურსის მეორე სემესტრში უკვე ჯავახიშვილის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი გახლდით.
ქუჩის ბოლოს ჩავუყევი და სახლში ზლაზნვით შევედი.ჩვენი ძიძა ლენა ყოველთვის ჩემი მესაიდუმლე და მეგობარი იყო,როგორც ყოველთვის ახლაც ლენა დამხვდა სახლში.
-მოხვედი მია?-ფართე ღიმილით შემომეგება
-ჰო ლენა,დედა სადაა?-ირგვლივ მიმოვიხედე და გავუღიმე ჩემს ლენას
-სამკერვალოში წავიდა,არ გშია? წაომყევი რამეს მოგიმზადებ-თავით სამზარეულოსკენ მანიშნა
-არ მინდა ლენა,არ მშია-მეწყინა დედა სახლში რომ არ დამხვდა,მეგონა უკვე მოსული იქნებოდა
-ხომ იცი რომ ბევრი საქმე აქვს?-მიხვდა ჩემს ფიქრებს,მიხვდებოდა რა თქმა უნდა ის რაც დავიბადე სულ ჩემს გვერდითაა
-ვიცი ლენა,რა თქმა უნდა ვიცი-ტუჩის კუთხეში გამეღიმა,შიმშილით ნამდვილად არ მშიოდა,თუმცა არ მინდოდა ლენას ენერვიულა ამიტომაც გაკრეჭილი გავყევი სამზარეულოში.
იმ საღამოს დედა გვიან დაბრუნდა,არც კი შევსულვარ მასთან,ჩემს ოთახში ვიყავი და ვიკინგებს ვუყურებდი.
-მია,დედიკო მოვედი-ოდნავ შემოაღო კარი ღიმილით
-კარგია-ვუპასუხე მშვიდად
-ნაწყენი ხარ?
-არა დინა,არ ვარ ნაწყენი-ხმა გამიმკაცრდა,ვერ იტანდა როდესაც სახელით მივმართავდი
-ამსაღამოს დახურული ჩვენებაა რედისონში,არ გინდა,ძალიან მინდა მინდა წამოხვიდე დედიკო,ახალი კოლექციაა და შენი აზრი მაინტერესებს,აბა რას იტყვი?
-მეზარება დინა
-ძალიან რომ გთხოვო?-ხმა დაუწვრილდა
-ჰო კარგი-ორივეს გაგვეღიმა,შმდეგ კი პატარა ბავშვივით კისერზე ჩამოვეკიდე და მაგრად მოვეხვიე,როგორ მიყვარდა მისი კანის სურნელი,საოცრება იყო,ყოველთვის როდესაც ვეხუტებოდი დინას მისი კანის სურნელს ხარბად შევიგრძნობდი და ეს მე ისე ძალიან მიყვარდა რომ დიდიხანს მიმყვებოდა ხოლმე და როდესაც მენატრებოდა და ის უცხოეთში იყო მის ტანსაცმელს და ბალიშს ვსუნავდიხოლმე.დინამ ჩემი გარდერობიდან გრძელი ტანზე გამოყვანილი,ბარძაყებამდე შეხსნილი შავი გვერდზე მკლავიანი ვალენტინოს კაბა დამოიღო და მესროლა.შესაფერისი ფეხსაცმელები ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმებიც უკან ცხენის კუდივით გავიკეთე.
-რა ლამაზი ხარ დედიკო!-ტაში შემოსცხო დინამ და მომეხვია გაღიმებული
-შენ მაინც ვერ შეგედრები-მეც გამეღიმა და საკუთარი თავი შევათვალიერე სარკეში
დინა 32 წლისაა მე რომ გამაჩინა მხოლოდ 15 წლის იყო,ამიტომაც როდესაც ერთად გვხედავენ ვერც კი იჯერებენ რომ დედა შვილი ვართ.მარიამიც დედის გზას დაადგა და 16 წლისა გათხოვდა სულ რაღაც 2 თვეა.
მოკლედ, გამოვიპრანჭეთ დედა-შვილი და რედისონში წავედით.იქ უამავი ჟურნალისტი და ცნობილი ადამიანი დაგვხვდა,ყველა ჩვენ შემოგვეხვია გარს,ერთი გენახათ როგორ ბუზებივით დაგვეხვივნენ თავს ჟურნალისტები, აი ამას ვუფრთხოდი ბავშვობიდან,თუმცა დედამ ძალიან მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი. ყველა იმას აღნიშნავდა რომ დებივით გამოვიყურებოდით,უამავი კომპლიმენტი მივიღე.დედას გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ნამდვილი შოკი იყო! არაჩვეულებრივი! ძალიან მომეწონა.კრიტიკოსების და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებას დაიმსახურა.
-მარიამი არ მოსულა?-გადმომჩურჩულა დედამ
-არა-თვალებით ვანიშნე
-ეს ვის ვხედავ! ღმერთო ჩემო! მია! რამხელა გოგო გაზრდილხარ!-მომეხვია დედას მეგობარი მაკა დოლიძე,რომელსაც ალბათ ვაბშვობის მერე არ ვყავდი ნანახი.
-ხო აი უკვე რამხელაა 17 წლის გოგოა-დაემოწმა დედაც
-და ძალიან ძალიან ლამაზი დინა,მოდელობაზე არ გიფიქრია? არაჩვეულებრივად შეძლებდი დედაშენის კოლექციის წარმოდგენას,როგორი ტანი აქვს დინა,ერთი ამას შეხედე-ისე დამაბზრიალა თავბრუდამეხვა
-არუყვარს მიას მსგავსი რამეები,ახლა მხოლოდ სწავლაზეა გადართული-გამომესარჩლა დედიკო
-მესმის,თუმცა იმდენად კარგი მონაცემები აქვს და იმდენად ლამაზია რომ არ შეიძლება ის მხოლოდ წიგნებში იყოს ჩაფლული
კიდევ დიდხანს მაქო და მადიდა ამ გადაპრანჭულმა ქალმა,მე კი ღიმილით ვუქნევდი ყველაფერზე თავს და დედაჩემს არ ვშორდებოდი გვერდიდან.
რა თქმა უნდა მამაჩემის არ გამოპარვია დედას ჩვენება,ჩვენსკენ გაღიმებული წამოვიდა ლევანი და ისე ძლიერად ჩამეხუტა რომ კინაღამ გამჭყლიტა.
-მამიკოს ანგელოზი! ჩემი სიამაყე! როგორ ხარ მა? როგორ მომენატრე
-კარგად შენ?-გავუღიმე ლევანს
მამაჩემიც არანაკლები იყო დედაზე 33 წლის ახალგაზრდა მაღალი მხარბეჭიანი შავთვალება მამაკაცი,რომელზეც ქალები ჭკუას კარგავდნენ,მაგრამ მამას დღემდე ცოლი არ მოუყვანია,ალბათ ისევ დედას ეტრფის.
-ოჰ! ლევან მოხვედი?-გადაკოცნა ღიილით დედამ
-მოვედი დინა,ამას როგორ გაოვაკლდებოდი?-ჯიბეებში ხელები ჩაიწყო ლევანმა და დედას გაუღიმა,შემდეგ მე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა
-ახლა აღარ მიკვირს ვის გავს ეს ბავშვი ასეთი ლამაზი-სიცილით თქვა მაკამ და კიდევ ერთხელ შემავლო თვალი.ასეთ დროს ყოველთვის უხერხულად ვგრნობდი ხოლმე თავს,არ მიყვარდა კომპლიმენტები და ყურადღება,მარიამი სულ იმას მეუბნებოდა რომ დაკომპლექსებული გოგო ვიყავი. ყველა ერთობოდა ჩემს გარდა,დედაჩემის მოდელები უნდა გენახათ რა დღეში იყვნენ, იმხელა ხმაზე იცინოდნენ ალბათ მთელ რუსთაველის მოედანზე ისოდა მათი ჭიხვინი.ფეხები საშინლად მატკინა ფეხსაცმელებმა.ვერანდაზე გამოვედი და ფეხსაცმელები გავიძრე.ისე მეძინებოდა ლამის ადგილზე ჩავიკეცე.დედას მანქანის გასაღები ვთხოვე,უკანა სავარძელზე წაოვწექი და სახლში რომ მივედით მხოლოდ მაშინრა გამომეღვიძა,როგორ მეზარებოდა მაკიაჟის მოცილება და წყლის გადავლება.
-მადლობა რომ დღევანდელ დღეს ჩემს გამო გაუძელი-თავზე მაკოცა დედამ და ჩემი მიგდებული კაბა და ფეხსაცმელები გაიტანა
წყალი გადავივლე თუ არა მაშინვე ჩავწექი და დილამდე აღარ გამიხელია თვალები.დილით როგორ ყოველთვის ლენამ გამაღვიძა,მეც სასწარაფოდ გავიქეცი უნიერსიტეტში.იქ მე ერთი ჩვეულებრივი,არავისგან არაფრით განსხვავებული გოგო ვარ და ეს ფაქტი ძალიან მომწონს.ჩემი უბრალო ჩეცმულობით არასოდეს ვიქცევდი ყურადღებას,ჯინსი კედები,თავისფალი მაისურები და კლეჩატნი პერანგები,გაწეწილი გრძელი ჩამოშლილი ქერა თმები.დედას ვგავარ ძალიან და ვინც არიცის რომ დინა დევიძე დედაჩემია ყოველთვის მას მამსგავსებს ამაზე ჩემს მეგობრებს ეცინებათ.
აუდიტორიაში შევედი და ჩემს ადგილას დავჯექი,ისტორიაში გვქონდა პირვლი ლექცია, მანჩო შემოვიდა როგორც ყოველთვის გაკრეჭილი ყავის ჭიქით ხელში და ჩემს გვერდით დაჯდა
-გუშინ რალამაზი იყავი გოგო-გადმომჩურჩულა და გამიღიმა
-სად მნახე?-პირი დავაღე
-აჭრელებულია ინტერნეტი თქვენი ფოტოებით,ყველას მოეწონე,დედაშენის კოლექცია ხომ საერთოდ შოკი იყო!
-უიმე კარგი რა-ხელი ავიქნიე და გამეცინა
-რა უინტერესო გოგო ხარ მია! შენს ადგილზე რომ ვიყო დავტბებოდი პოპულარობით-გაინაზა მანჩო
-კარგი მანანა-მტკივნეულ ადგილას ჩავაჭირე წიხლი მანანიკოს და გამეცინა




№1 სტუმარი ემი

კარგი გოგო ხარ, რომ ჩენთვის მიიცალე.... request
კარგი დასაწყისია და გელოდებით..
იმედია, ისევე ჩაგვითრევ, როგორც წინა ისტორიაში love

 


№2 სტუმარი matilda

აკრძალულს აღარ აგრძელებ?

 


№3  offline მოდერი Eleniko13

რომ დაასრულებ, დავიწყებ.
გელოდებოდი და,
იმედია დაიხვეწე.
ალბათ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent