კოქტეილი (დასასრული)
-ნუცა, მზად ხარ?-ვეკითხები ჩემ საუკეთესო მეგობარს. -კი, ჩავიდეთ!-ჩანთას იღებს და დაბლა ჩვდივართ. -როგორ ხართ?-გვეკითხება დემე დაბლა ჩასულებს.-წავედით ხო? *** დემეს მეგობრებთან მივედით და ისევ და ისევ მხიარული გარემო დაგვხვდა. ყველა აქ იყო, ერთის გამოკლებით. თამთა არ ჩანდა! -თათუ, როგორ ხარ?-ჩემკენ მოდის ანანო, დემეს და. -კარგად, საყვარელო, შენ?-ვეკითხები მას. -კარგად! კარგია რომ წამოხვედი!-იძახის და აწკრიალებული მობიულურის საპასუხოთ გადის. ნუცას ძებნას ვიწყებ და ხესთან აყუდებულ კოკას ვხედავ, რომელიც ნუცას ესაუბრება. მისკენ მივდივარ და დემე მიჭერს: -ჯერ იმათ არ სცალიათ!-იცინის და სიმღერას რთავს. ეზო, სადაც ფერად-ფერადი ყვავილები ჭარბობენ და ნათურები აქა-იქ ლამაზად ანათებენ, მშვენიერ გარემოს ქმნის. -თათუ აქ ხარ?-გვერდზე მიჯდება გაბრაზებული ნუცა. -რა გჭირს?-ვეკითხები გაკვირვებული. -კოკა თუ რაც ქვია, მომიშალა ნერვები!-ამბობს და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. -თუ გაბრაზებული ხარ, მაშინ რატომ იღიმი?-გამომცდელად ვეკითხები მას. -რაღაც გამახსენდა!-ამბობს ის. -კოკასთან საუბარი ხო არა?-ვიცინი მე. -თათუ!-მკაცრად მეუბნება ნუცა. -კარგი, კარგი!-ვეუბნები და ფორთოხლის წვენს ვსვამ. კოკა ნუცას წინ უჯდება და თვალეით ლაპარაკობენ, რასაც ხანს გაღიმება, სახის მიმიკების შეცვლა მოჰყვება. -ერთობი?-ჩემთან მოდის სოფი. -კი, ძალიან კარგია, ყველაფერი!-ვუღიმი მას. -ვიცეკოთ?-ფეხზე დგება დემე და საცეკვაოდ მიწვევს. -ბათუმში დარჩენა ხომ გინდა?-მეკითხება ცეკვის დროს დემე. -ხომ იცი რომ მინდა!-ვამბობ მე. -კარგია!-იღიმის დემე. -მგონი ერთმანეთი მოეწონათ!-ვეუბნები დემეს, ნუცაზე და კოკაზე, რომლებიც ერთად საცეკვაოდ გამოსულან. -ჯერ შენ მომხიბლე მე, მერე ნუცამ კოკა, ეს დაქალები...-სიცილით აქნევს თავს დემე. -მე რომ არ ვყოფილიყავი საკუთარი ,,კოქტეილი" არ გეყოლებოდა!-ვიცინი მე. -თავს იქებს!-აღნიშნავს ღიმილით. *** -მომისმინეთ!-ვიხედები და შუა გულში დემე დგას.-მე ჩემი ,,კოქტეილი" ვიპოვე! ჯერ ცოტა დრო გავიდა, რაც გულში ჩავუვარდი თათუს, მაგრამ ეს დრო ყველაზე კარგი წუთებია ჩემს ცხოვრებაში!-იცინის დემე.-ვერ დავუშვებ რომ ის წუთები, რაც ერთად გაგვიტარებია, ტკბილი მოგონება გახდეს და ერთმანეთის მონატრების დროს ვიხსენებდეთ, მე ზღვის ტალღების წინ მდგომი, შენ კი თბილისის ქუჩებში. თათუ, ძალიან მიყვარხარ!-ამბობს დემე. მე კი ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის, ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებიდან. გონებაში ყველაფერი ირევა და საბოლოოდ ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნიან. ტანზე ეკალი მაყრის, ემოციებისგან და სიცილი და ტირილი ერთმანეთს ცვლიან.-,,ჩემო კოქტეილო ცოლად გამომყვები?-ჯიბიდან წითელ ყუთს იღებს და ცალფეხზე იჩოქება. მისკენ მივდივარ და ემოციებისგან დახუნძლული, თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ. *** მზე მხიარულად ანათებს და არე-მარეს მის დიდრონ სხივებს დებს. ჩიტების ჟღურტული, ,,მუსიკის ჰანგებათ" ჩამესმის და მოწმენდილი ცის ფონზე ლამაზ დაფრინავენ. თეთრ კაბას დავყურებ, რომელიც ჩემი ახალი ნაბიჯია ცხოვრებაში. ნუცას დახმარებით ტანზე ვირგებ და ნუცას მიერ მოყვანილი გოგონა, მაკიაჟს და თმებს ლამაზად მიკეთებს. -არ იტირო, თორემ მაკიაჟი გაგიფუჭდება და შენს გორწილში, ნამტირალევი თვალებით მიხვალ!-მაფრთხილბს ნუცა. -მოვედი, თათუ უნდა მოგტაცოთ!-იძახის დემე. -ჩვენ მზად ვართ!-იძახის ნუცა და კარებს აღებს. -,,კოქტეილო"!-ამბობს დემე.-რა ლამაზი ხარ!-მაქებს და ხელს მკიდებს. *** ეკლესიაში ჯვარს ვიწერთ და ღვთისმშობლის ხატთან სანთელს ვანთებ. დიდ მადლობას ვუხდი, ეს ბედნიერი წუთები რომ გამომაცდევინა. ეკლესიიდან, სანაპიროზე მივდივართ, სადაც ამ მშვენიერ წუთებს, ტალღების ხმა ართავს. *** -დემე, მარწყვი მინდა!-ვამბობ მე და გაბერილ მუცელზე ხელს ვისვამ. -თათუ, ამ ზამთარში საიდან მოგიტანო? ფორთოხალი ან კივი არ გინდა?-მთავაზობს დემე. -მარწყვი მომინდა!-ვიძახი მე. -კარგი, მოვალ!-იძახის და ცოტა ხანში მარწყვის მურაბით ბრუნდება. -მარწყვის მურაბა მოგიტანე!-მეუბნება დემე. -მარწყვის მურაბაც კარგია!-ღიმილით ვამბობ მე. *** -ვურეკავ, ახლავე ვურეკავ!-დაბნეული ამბობს დემე და სასწრაფოს ნომერს კრეფს. -დამშიდდი, მალე მოვლენ! *** -ჩვენი პატარა, გოგონა ხელში მიჭირავს და ცრემლმორეული დავყურებ. -ანინე!-ვამბობ და დემეს ვუყურებ. -ლამაზი სახელია, დავარქვათ ანინე!-მთანხმდება დემე. *** ბავშვი მოვნათლეთ! მისი ნათლიები კი ნუცა და ოთო გახდნენ! წინა დღეს კი ახალი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ! ნუცა და კოკა მალე იქორწინებდნენ! -ღმერთმა გაგიზარდოთ!-ვიღებთ მოლოცვებს და ღმილით ვპასუხობთ. *** -არ იღებს!-განერვიულებული ამბობს დემე. -იქნებ ტელეფონი დაუჯდა ან...-ვჩუმდები მე. -ანანო სულ ყურადღებით იყო მობილურთან!-ამბობს დემე.-აიღო!-მატყობინებს ის. -ანანო, სად ხარ?-ეკითხება დემე. -დემე, მე და გიორგი მოვალთ, თქვენთან!-ამბობს ის.ცოტახანში ანანო და მისი შეყვარებული გიორგი შემოდიან და მალე ბედნიერთა ოჯახის რიცხვს ანანო და გიორგიც შეემატებიან! *** -ანინე, ჭკვიანად და მასწავლებელს ყურადღებით უსმინე!-თავზე ვეფერები ჩვენ შვილს და სკოლაში შეგვყავს, მე და დემეს, სადაც პირველი დღეა ანინესი! *** -ჩვენი ოცნება აგვისრულდა!-ღიმილით მეუბნება დემე და ჩემს თმაზე თამაშს განაგრძობს. -ბედნიერი ვარ!-გაბრწყინებულ თვალებს ვანათებ მე. -ეს ამოცანა, როგორ ამოვხსნა?-ჩვენკენ მოდის ანინე და ჩემს მუცელს ეფერება, სადაც მისი პატარა ძამიკოა! -კალამი მოიტანე და მოდი!-ვეუბნები და გაბერილ ლოყაზე ვკოცნი. ------------------------------------------------------------- უღმესი მადლობა რომ ჩემთან იყავით და მოგწონდათ! ვაგვიანებდი და ბოდიშს გიხდით! ესეც დაგვიანებულია! მგონი სექტებრამდე ისტორიას აღარ დავწერ, იმიტომ რომ ვეღარ მოვასწრებ! გამოცდები, მერე სოფელში წასვლა... შეიძლება დავწერო და სრულად შემოგთავაზოთ! მანამდე კი ჩანახატებს და სხვადასხვა რაღაცებს შემოგთავაზებთ! მიყვარხართ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.