შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეულის მორჯულება (6თავი)


24-05-2016, 23:19
ავტორი Wiwiliza))
ნანახია 2 725

გაზაფხულიც მიიწურა, ბიჭებს „ატე“ ჰქონდათ „სტატს“ კი მომავალ წელს ჩააბარებდნენ, საკმაოდ მაღალი ქულები გამოიტანეს ბიჭებმა,გოგოებს ყოველ დღე ელაპარაკებოდნენ საბა ცოცხალი თავით არ ენახვებოდა ნათიას, მხოლოდ მაშინ ელაპარაკებოდა ხოლმე ლიზიკოს როცა დარწმუნებით იცოდა რომ იქ ნათია არ იყო, ნათია ცოფდებოდა საბას საქციელებზე ბოლოს ყელში ამოუვიდა და ეცადა ყველაფერი დაევიწყებინა. ნათია ხშირად კითხულობდა საბას, მარიამმსაც საეჭვოიდ აინტერესებდა ხოლმე ლუკას ასავალ-დასავალი რაზეც გოგოები ჩუმად იცინოდნენ მარიამისგან უჩუმრად რათქმაუნდა, ამას ვინმესადმი ინტერესი გაუჩნდა და დააფრთხობდნენ? ერთ დღესაც ლიზიკომ სასწრაფო თათბირი გამოაცხადა და გოგოები მოყარა, ორგანიზებულად წამოდგა და დაიწყო იდეის სრულყოფა.
-მოკლედ ხვალ დილით გიორგი და დემუსა ჩამოდიან ქუთაისში ნათესავები ჰყავს აქეთ და მე გაყოლა მინდა მაგრამ პრობლემაა, ერთი თვე ვერანაირად ვერ ჩამოვალ აქეთ ანუ ბანაკამდე არ გამომიშვებენ ხოიცით იქაური ამბავი და მარუ...შენ დაბადების დღეს ვერ ჩამოვუსწრებ, ამიტომ იდეა მაქვს: ეხლა აწევთ ერთ ადგილს დაფაცურდებით ჩაალაგებთ ბარგს საკმარის რაღაცეებს თქვენ დედიკო-მამიკოებთან ჩემებს მოვაგვარებინებ თან გვეკუთვნის ისეთი ქულებით დავამთავრეთ სასწავლო წელი,ახტით ეხლაა!!! მიცვივდა გოგოებს ქაჯუნია და შემოახტაა ზურგზე და ატეხეს კისკისი, დემე და გიორგი გააფრთხილეს ბიჭებზე არ ეთქვათ რომ მიდიოდნენ, ბიჭები უკვე წყნეთში იყვნენ აბარგებულები. გოგონებიც მალე დაფაცურდნენ და დილის რვა საათზე გაუდგნენ წყნეთის გზას გზაში ბევრი იცინეს და როგორც იქნა ჩააღწიეს ბიჭები აუზის ავსებით იყვნენ დაკავებულები,რაზეც გოგოებმა ერთი დიდი ნერწყვი გადააგორეს კისერში როდესაც მუცელზე მოხაზულ კუბიკებს დააკვირდნენ.ბიჭებმა ჯერ თვალები მოიფშვნიტეს შემდეგ კი გოგოები კინაღამ დაახრჩვეს ხვევნა-პროშნით.ბიჭები სრული შემადგენლობით იყვნენ საბას გამოკლებით რამაც ნათიას ნერვებზე კიდევ ერთი აკორდი დასვა.გოგოებმაც მალე ჩაიცვეს საცურაო კოოსწიუმები და აუზს მიაშურეს სურვილებზე თამაში დაიწყეს ნათიამ წააგო და ათჯერ მოუხდებოდა აუზის გაცურვა სიმღერ-სიმღერით რომელსაც ბიჭები აარჩევდნენ.
-რატოოოომმმმ გამირბიხარრ, რატოომმმ მემალებიი,რატოოომმმ გამითეთრეე კარგო თმაა...ძლივს ძივობით აბამდა თავს ნათია სიტყვებს ისეთი სისწრაფით მიცურავდა რომ მალე დაესრულებინა სიმღერა მაგრამ ბედი რომ გიღალატებს თან ძალიან მწარედ აი მაშინ არის შენი საქმე წასული...საბამ სწორედაც რომ მისამღერზე შემოაბიჯა სახლში ეს ყველაფერი კი ისე გამოიყურებოდა თითქოს მართლა საბას უმღეროდა ჩვენი კვატუნია საბაც აყვა ბიჭების ხუმრობას მაისური გადაიძრო ნათიასთან ჩაეშვა აუზში და ნათიამ ვერც კი გაიაზრა ისე დასწვდა თუჩებზე და სიცილით იღრიალა
-არ გაგირბივარ სიყვარულოო აქ ვარ აიი, კიდევ ერთხელ გაიცინა ხმაურიანად და ნათია გაწიწმატებული გაეშურა ოთახისკენ, ისე გააბრაზა მისმა ამ საქციელმა თავის ბედსაც წყევლიდა თან რომ არაფერი სანდრო ამ ყველაფერს ვიდეოს უღებდა და ეს კადრები ისტორიას შემორჩებოდა, არა იცოდა საბა რომ მთლად ნორმალური არ იყო მაგრამ როგორ ეგონა ყველას თვალწინ ტუჩებზე დააცხრებოდა! ეს ყოველივე დამცირებად მიიღო პატარა ქალბატონმა ეს რომ გაიაზრა საბამ ოთახს მიაშურა, მაგრამ ვინ გაუღებდა კარს სასწრაფოდ რამე უნდა მოეფიქრებინა მაგრამ რა? სასწრაფოდ შეკრიბა ბავშვები და აზრი ჰკითხა ყველა მათგანს თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ლიზიკოს და მარიამს ეგრევე მოუვიდათ თავში ერთი და იგივე იდეა და არ დააყოვნეს
-მოკლედ ნათია გიჟდება „ბოო“ს ჯიშის ძაღლზე და რავი ეგ რო აჩუქო მგონი უპრობლემოდ შეგირიგდება ოცნებობს მაგ ძაღლზე პროსტა ძაან რთული საშოვნია საქართველოში არაა მგონი უნდოდა და ვერ იშოვა , კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ლიზიკომ
-ძაღლს პატარა ბარათი გამოვაბათ „შეურიგდი პანდას“ ტაში შემოჰკრა მარიამმა
-რა პრობლემაა ძღლი ტოო, ჯაბა ხო საფრანგეთშია და გადავურეკავ ეხლა და გამომიგზავნის დღესვე, ეხლა ადით ცოდვაა მარტოა მაღლა მე არ შემიშვა არც ველოდი რომ შემიშვებდა, უფრო თავისთვის თქვა საბამ
-ისე მაგარი მიქარე რით ვერ მოითმინე გოგო ჯერ კიდევ შოკში იქნება ესეთს დაჟე მეც არ ჩავიდენდი, გაიცინა ლუკამ
-არა შენ უარესებს იზამდი პრინციპში არა ვერც ვერაფერს იზამდი ისეთი უფანტაზიო ხარ , მიაძახა მარიამმა და კიბეებს აუყვა
-განახო რამხელა ფანტაზიის უნარიმაქ? აქვე ახლავე, ბიჭები სიცილით ხოხავდნენ, ნათიას სმენასაც მისწვდა მათი სიცილის ხმა და უფრო ჩასწყდა გული მის უმისოდაც რომ მშვენივრად ერთობოდნენ ამ დროს გოგოები შემოცვივდნენ და თავზე დააფრინდნენ.
-კარგად ერთობიან ხო? აჰ ალბათ ვიდეოს უყურებდნენ, ირონიით თქვა ნათიამ
-არა გოგო ლუკას ამ წიწაკამ უთხრა ფანტაზია არა გაქვსო და ლუკა ამას როგორ გამაზავდა და განახო რამხელა ფანტაზიის უნარი მაქვს აქვე და ახლავეოო? სიცილი დაიწყეს გოგოებმა რის საპასუხოდაც მარიამომ ოთახი დატოვა.
-აუუ გაიბუტაა, საბაზე შურის ძიება თუ გინდა ეგ საცურაო კოსწიუმი ჩაიცვი სიყვა ან ის ძაან გრძელი კაბა რომ გაქვს, ნუ ზიხარ ოთახში მუდოსავით ჩამო.
-ჰო კაი სარაფანს გადავიცმევ და ჩამოვალ, გოგო რაზე უთხრა უფანტაზიო ხარო? ინტერესით კითხა ნათიამ
-ჰმმ, ისა...ჰო, მარიამის დაბადებისდღეზე ვლაპარაკობდით სად გადავიხადოო ან რა ვქნა ვაფშეო რამე ორიგინალური მინდაო და მაგაზე, უცებ დიდი ტყუილი შეთხზა ლიზიმ და ოთახი დატოვა.
საბამ მალევე მოაგვარა ძაღლის საკითხი და საღამოს „ბოო“ ადგილზე იყო, ნათია დასაძინებლად ემზადებოდა სააბაზანოდან რომ გამოვიდა საწოლზე თავისი „სიყვარული“ რომ დახვდა პაწაწუნა ბარათით ფეხზე რომ ჰქონდა, ფრთხილად აიყვანა ლეკვი ხელში და ხტუნვა დაიწყო, ისევ ბარათს მიუბრუნდა „შეურიგდი პანდას“, მართალია ძაღლი ძალიან მოეწონა მაგრამ ესე ადვილად ვერ მოაბრუნებინებდა გულს ნათიას საბა, გოგოებიც მალე შეცვივდნენ რო ნახეს ძაღლი მიხუტებული ყავდა იფიქრეს ყველაფერი კარგფად არისო, მაგრამ ნურად უკაცრავად
-რა საყვარელიაა, დაიტოვე ხო? ანუ ურიგდები, ტაში შემოჰჯკრა მარიამომ
-არა არ ვურიგდები უბრალოდ რა ბასტის ბრალია საბამ რომ გამაბრაზა, მტკიცედ ჩაილაპარააკ ნათიამ
-აჰ პანდუცა საბა გახდა? ეშმაკურად აათამაშა თვალები მარიამომ
-დ ი ა ხ ა ც ! გოგოებზე დიდ ხანს აღარ მოუსმენია თვალები მინაბა და დაიძინა.
დილით ნათიამ ყველაზე გვიან გაიღვიძა და საწოლთან ალპენ გოლდებით დაწერილი „შემირიგდი“ რო წაიკითხა ტუჩის კითხე ძალაუნებურად ჩატეხა.მალევე აუზს მიაშურეს ბავშვებმა ნათიას მოუნდა უფრო გაემწარებინა და წინა შეზლონგზე წამოუგორდა, საბა დიდ ნერწყვებს მძიმედ ყლაპავდა ნათია მიუახლოვდა და ტუჩები დაისველა.
-აუ მზისგან დამცავი ლოსიონი წამისვი რა, ხელში ლოსიონი შეაჩეჩა საბა კი ძლივს შენარჩუნებული შეკავებულობით შეუდგა საქმეს, ხელები უკანკალებდა და ტაო აყრიდა რაზეც ნათიას ჩუმად ეცინებოდა ნათია მალევე წამოდგა და აუზში გადაეშვა საბაც მიჰყვა და ჩაყვინთული ორი თითი კისერზე მიიბჯინა ნათია სწრაფად ამოვიდა აუზიდან და ტყეში გავიდა სასეირნოდ სადაც გირჩებისგან ნაცნობიწარწერა ნახა „შემირიგდი“
ასე გრძელდებოდა რამოდენიმე კვირა მაგრამ ნათია მაინც უარზე იყო ნელ ნელა იკლო სიურპრიზებმა, ნათიამ შეატყო რო უყურადღებობა უკვე აღარ ესიამოვნა, მაგრამ ვერც აპატიებდა ასე მოკლე დროში.
მარიამი და ლუკა სულ იკბინებოდნენ ამათი ყურებით გაერთობოდი ჯერ
-რომელ ბაბაიაგას დაეკარგე თმა ცოცხივით რო გაქ, წაკბენდა ხოლმე ლუკა
-აუუ გიორგი ხო არ მაქ ბაბაიაგასავით! თვითონ თვალში „ზამეკანია“ აქვს ხო გიუნა?
ჩაიხითხითებდა მარიამი
-როდემდე გისმინოთ ეხლა , შეწუხდა გიორგი როგორც ყველა ჩვენგანი
-აუ ირმის ნახტომზე წავიდეთ რაა, სანდრომ გამოთქვა სურვილი რომელსაც ყველა აყვა
-აუუ კი პროსტა გვიან წავიდეთ, თორმეტისკენ ცა არის იქ ძალიან ლამაზი კლდიდან
-ჰო,ჰო, ამყვა ყველა, ავბარგდით საღამომდე მოვაგროვეთ წასაღებები და თორმეტის ნახევრისთვის დავადექით გზას. მისულზე ბიჭებმა კოცონი დაანთეს ლუკამ გიტარაზე დაიწყო სიმღერა უჩვეულოდ სერიოზული იყო იმ საღამოს.
-მზე რომ ჩავა, მზე რომ ამოვა, სადაც დღეა, თუ საღამოა...იმიტომ რომ შემიყვარდი შენ, იმიტომ რომ შემიყვარდი შენ...და შემიყვარდი შენ! დაასრულა და გაწვა რომ სხვების მსგავსად დამტკბარიყო ცით, ვარვსვკლავებით,ცხოვრებით, ყველაფრით...
ლუკამ პლედი მარიამის გვერდით გაშალა, მარიამი სწრაფად წამოდგა და ფეხი დაუცდა ლამის გადავარდნას იყო ლუკამ რომ დაიჭირა.
-მარიამ! ფრთხილად! უღრიალა უფრო ვიდრე უთხრა რაც ლუკასთვის მეტად ეუცნაურა ყველას.
-ნუ მიყვირი ლუკა! არ დააკლო სიმკაცრე მარიამმაც
-გვერდით რომ არ გდგომოდი და არ დამეჭირე არც ვიტყვი რა შეიძლება დაგმართნოდა ალბათ ხვდები რამსიღმეა ეს კლდე, კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ.
-შენ რომ არ მომგორებოდი გვერდით არ წამოვხტებოდი,თვალები ჩახარა მარიამმა
-მარიამ! მე არ მითქვამს წამოხტითქო! ოდნავაც არ შეურბილებია ტონი ბიჭს
-კარგი გაჩერდით სერიოზულში გადაგდით რაიყო ბიჭო შენ კიდე ვახ! შეუღრინა დემეტრემ.
-მართალია დემე დავიშალოთ ეხლა სანამ მშვიდობაა, ვთქვი უფრო ჩემთვის.
ნელნელა ყველა მოემზადა სახლში დასაბრუნებლად გზაში სიჩუმეს არავინ არღვევდა საშინელი დაძაბულობა ჩამოწვა გიორგი ცდილობდა განემუხტა სიტუაცია მაგრამ მასაც კი არ გამოუვიდა,როგორც კი სახლშ მივიდნენ ყველა თავის საძინებელს მიეშურა და სიზმრების სამყაროს მისცეს თავი.
ბავშვებო მადლობა თბილი კომენტარებისთვის მიყვარხართ ყველა ძალიან, ვიცი რომ პატარა თავია და ორი დღეა ახალი თავი არ გაღირსეთ მაგრამ არ მეცალა მართლა <3 გამოვასწორებ შემდეგში.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn kargiaaa ... Gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი Wiwiliza))

gvanciii kereselidze
Dzaliannn kargiaaa ... Gaagrdzeleee

ძალიან დიდი მადლობა <3 აუცილებლად როგორც კი მოვახერხებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent