შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (10)


25-05-2016, 20:41
ავტორი ანკა
ნანახია 7 181

ბავშვებთან სირბილით დავბრუნდი და თან ალექსანდრეს გავხედე, რომელიც უკვე დაფაზე იწვა და ოკეანეში ღრმად შედიოდა.
-კიდევ კარგი არ დააგვიანე! - შვებით ამოისუნთქა დაძაბულმა ლილემ ჩემი დანახვისას და ფეხის წვერებზე წამოწეულმა განაგრძო ალექსანდრეს ყურება.
პერიოდულად ქრებოდა თვალთახედვის არიდან და ყვინთვით მიდიოდა სიღრმისკენ. იმსიმაღლე ტალღები იყო გული მისკდებოდა. ალექსანდრემ ტალღებზე დადგომა იმას დაუთმო, ვისთან ერთადაც გავიდა. თითოეული კონკურსანტის ამოცანა იყო გაჩერებულიყო ტალღის მიერ შექმნილ გვირაბში მაქსიმალური დროით, ხოლო თუ გვირაბის ბოლომდე გაძლებდა მაქსიმალურ ქულას ღებულობდა. უცნობმა რამდენჯერმე სცადა ტალღის გვირაბში მოხვედრილიყო, თუმცა მხოლოდ ერთხელ გამოუვიდა და ისიც რამდენიმე წამით, შემდეგ კი ტალღაში მოყვა და მის გამოსაყვანად მაშველები შევიდნენ. საბედნიეროდ სერიოზული არაფერი მოსვლია და კიდევ მოინდომა წყალში შესვლა. შემდეგღა გავაანალიზე, რომ ეს უცნობი ჰარი იყო. მაშველებს შეეწინააღმდეგა, თუმცა შემდეგ უკვე ჟიურის წევრებმა გამოთქვეს პრეტენზია - არ ჰქონდა უფლება ამდენჯერ ეცადა. სასტიკად გაბრაზებული ჰარი წყლიდან ძალით გამოიყვანეს და პირსახოცი მისცეს. მაშინვე მოავლო თვალი იქაურობას და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა.
-აი ნახავთ! ალექსანდრე ვერაფერს იზავს! ჯერ-ჯერობით საუკეთესო მაჩვენებელი ჩემია და ვერ მაჯობებს! - თითის ქნევით და განრისხებული გამომეტყველებით გვითხრა და შემდეგ მე მომაჩერდა - ნურც ის გეგონება, რომ დამავიწყდა უილს რა უქენით. ძმაკაცის გამო სამაგიეროს გადაგიხდით!..
-სანამ შენი ძმაკაცისგან განსხვავებით ჯანმრთელი ხარ, გირჩევნია წახვიდე! - შეუღრინა გაბრაზებულმა ერეკლემ.
-ჯერ-ჯერობით არსად არ მივდივარ. თქვენი სახეები მაინტერესებს როდესაც გაიგებთ, რომ ისევ მე გავიმარჯვე! - უპასუხა თავდაჯერებულად და უილთან მივიდა. ყველამ ზიზღიანი მზერა გავაყოლეთ.

ამასობაში სერფინგის დაფაზე მჯდარი ალექსანდრე ტალღებს აკვირდებოდა. ყველაზე დიდი ტალღა აირჩია და მოქმედებას შეუდგა... დაფაზე გაწვა, ტალღის თავში მოექცა და შემდეგ ფეხზეც წამოდგა. ჟიურის წევრებს სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდათ და მეც ოდნავ დამიმშვიდდა აჩქარებული გულისცემა, თუმცა უეცრად ალექსანდრე ვეღარ დავინახე. თვალებგაფართოებულმა დავიწყე მისი ძებნა წყალში. რამდენიმე წამში დავინახე როგორ ამოყვინთა და დაფით ახალი ტალღის შესახვედრად გაემართა. ბიჭებს უემოციო სახეები ჰქონდათ, აშკარად დაძაბულები ადევნებდნენ თვალყურს. მე და ლილეს ხელები გვქონდა ჩაჭიდებული და ისე ვუყურებდით. უფრო დიდი ტალღა წამოვიდა და ალექსანდრე მისკენ გაემართა. მაინცდამაინც ყველაზე დიდ ტალღებს არჩევდა და მეც გულს მიხეთქავდა!..
დაფაზე შედგა და „წყლის გვირაბშიც“ მოექცა. არ ვიცი რა დაემართა, თუმცა უეცრად წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ტალღაში მოყვა. ყველას შეწუხებული შეძახილი აღმოხდა... ძალიან დიდი ტალღა იყო და შეიძლებოდა ალექსანდრეს ტვინის შერყევაც კი მიეღო. თითქმის ერთი წუთი იყო წყალში მოქცეული. მაშველები მის საძებრად წავიდნენ და წყლის სკუტერებს შემოაჯდნენ. ნერვიულობისგან ავკანკალდი. ხომ შეიძლებოდა წყალში რაიმე ლოდისთვის თავი დაერტყა და სერიოზულად დაშავებულიყო?! საკმაოდ ხშირად ეწირებიან სერფერები დიდ ტალღებს...
-დეა, იპოვნიან დამშვიდდი... - ჩამეხუტა ლილე. ხელები მოვხვიე, თუმცა წყლისთვის თვალი არ მომიცილებია. საბედნიეროდ, ალექსანდრე მალე იპოვნეს. თითქოს მისი წყლიდან გამოყვანა უნდოდათ, თუმცა ის ეწინააღმდეგებოდა. ჟიურის გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა და ერთმანეთს რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ. როგორც ჩანდა ალექსანდრემ კიდევ ერთი ცდა დაიჟინა.
-ბოლო ცდაა... - ჩაილაპარაკა აღელვებულმა ბაჩომ. ხელები სახეზე მოვისვი დასამშვიდებლად და ალექსანდრეს გავხედე. შევამჩნიე, რომ სიღრმისკენ მიმავალი ხალხისკენ იხედებოდა. ბავშვებისთვის აღარაფერი მითქვამს, თვალზე ცრემლმომდგარი სირბილით გავიჭერი წინ ისე რომ ალექსანდრეს დავენახე და ხელი დავუქნიე. მაშინვე დამინახა და გამიღიმა. ცრემლები სულ უკუვაგდე და მეც უდარდელად გავუღიმე რომ გამემხნევებინა. მოცინარმა გავუსწორე მზერა და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
ტალღას გახედა, შემდეგ მე გამომხედა და ისევ ტალღისკენ მიბრუნდა. ყველაზე მაღალ ტალღას ელოდა... როგორც ვიცოდი იმ დღეს წყლის გვირაბში ბოლომდე გაძლება ვერავინ მოახერხა, თუმცა ტალღებზე სრიალით გარკვეული ქულები დაგროვებული ჰქონდათ. შესაბამისად, ის ვინც ბოლომდე გასვლას მოახერხებდა ავტომატურად მოგებულად ჩაითვლებოდა.
მოთმინებით დაელოდა სანამ ტალღის თავზე მოექცეოდა, შემდეგ კი დაფაზე დადგა და ჩამოსრიალდა. „წყლის გვირაბში“ შევიდა და თვალთახედვის არეს მოეფარა. იმხელა ტალღა იყო, რომ სულ არ ჩანდა გვირაბში ვინმე იყო თუ არა.
„გადმოვარდა? თუ ისევ გვირაბშია?“ - მარტო ეს ორი კითხვა მიტრიალებდა თავში. ტალღა ძალიან დიდი იყო, რომც მოყოლილიყო ალბათ ვერ შევამჩნევდით, მაგრამ ნუთუ იმდენ ხანს იყო გვირაბში? მაშველებიც კი დაბნეულად იხედებოდნენ იქეთ-აქეთ... ჟიურის წევრებს გახედეს და მათ უთხრეს ალექსანდრე მოეძებნათ. ცრემლები ვეღარ შევიკავე და ნიაღვარად წამომივიდა.
-დარწმუნებული ვარ რამდენიმე წამში ალექსანდრე აი იმ გვირაბის ბოლოს გამოჩნდება... - ამ დროს ბაჩო მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-რატომ ეძებენ? იქნებ რამე მოუვიდა?! - ვკითხე გაბზარული ხმით. თვალები ისე მქონდა დაბინდული ვერაფერს ვხედავდი, თუმცა როდესაც ჩემს ყურთასმენას გამაყრუებელი ტაშის ხმა მისწვდა გაოგნებული მოვშორდი ბაჩოს და წყლისკენ გავიხედე.
-გამოჩნდაა!!!!! - სიხარულისგან ბოლო ხმაზე იღრიალა ბაჩომ, შემდეგ კი ძლიერად ჩამეხუტა და დამაბზრიალა.
-გაიმარჯვა!!! - ვიკივლე მეც და ვიგრძენი, რომ ბედნიერებისგან მალე სუნთქვა შემეკვრებოდა. ალექსანდრე გამარჯვებულის ღიმილით იდგა დაფაზე, ხოლო როდესაც ტალღა სრულიად ჩაიცალა დაფაზე დაჯდა და ნაპირისკენ გამოვიდა.
-მოვიგეეთ!!!!!! - ყვირილით ჩაგვიქროლა ერეკლემ და ბავშვებიც მიყვნენ. მე და ბაჩოც მათ გავეკიდეთ ალექსანდრეს დასახვედრად. გამარჯვებულის ვინაობა უკვე ნათელი იყო...

ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ და გამოაცხადეს, რომ ალექსანდრეს უდაო გამარჯვება ხვდა წილად. სანაპიროზე ჟიურნალისტები მიცვივდნენ. მათი ბრბო გაჭირვებით დავარღვიე და ალექსანდრესკენ წავედი. ყურებამდე გაღიმებულმა გამომხედა, ისიც ჩემკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
-გილოცავ!!! - კისერზე ჩამოვეკიდე და ხელები მთელი ძალით მოვხვიე.
-გილოცავ ჩემპიონო!! - გარს ბიჭები და ლილე დაგვეხვივნენ და ისინიც ჩაგვეხუტნენ.
-გამარჯვებული დამანახეთ, თასი უნდა გადავცეთ... - ჟიურის წევრები მოგვიახლოვდნენ და ერთ-ერთმა კაცმა თბილად მოგვმართა. მისი ხმა ძლივს გავიგეთ, გარშემო სულ ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმოდა.
-გილოცავთ! სერფინგის მხოფლიო შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვეთ! - ბავშვები ალექსანდრეს მოშორდნენ და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დადგნენ. მეც მინდოდა დანარჩენებთან ერთად გვერდზე დავმდგარიყავი, თუმცა ალექსანდრეს მარცხენა ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული და არ მიშვებდა.
-მადლობა! - ბედნიერმა გამოართვა საშუალო ხნის მამაკაცს თასი და ჰაერში ასწია, რასაც ხალხის მორიგი ტაში მოჰყვა.
-რა შეგრძნებაა მსოფლიო ჩემპიონობა? - დაგვესივნენ ჟურნალისტები, თუმცა ალექსანდრე მათ საერთოდ არ უსმენდა. თასიანი ხელიც წელზე მომხვია, ტანზე ამიკრა და ტუჩებზე ველურივით მეცა. ძალიან შემრცხვა ყველას თვალწინ კოცნა, თუმცა როგორც ყოველთვის აზროვნების უბანი გამომერთო. ხელები კისერზე მსუბუქად შემოვაწყვე და კოცნაში ავყევი.
-მიყვარხარ! უშენოდ ვერ გავიმარჯვებდი! - წამით მოწყდა ჩემს ტუჩებს, სწრაფად მიაყარა ერთმანეთს სათქმელი და ისევ თავისი მწველი ბაგეები მომაკრო.
-შემიშვით! უკაცრავად! - გავიგეთ ვიღაც ქალის ხმა და ალექსანდრე წამში გამოფხიზლდა. გაკვირვებულმა გავახილე თვალები და ჩვენკენ მომავალ წაბლისფერთმიან ქალს გავხედე.
-დედა?! - აღმოხდა გაოცებულ ალექსანდრეს და ქალს გადაეხვია, თუმცა ერთი ხელი მაინც ჩამჭიდა რომ არ გავეშვი.
-სიურპრიზი გაგიკეთე! გილოცავ გამარჯვებას შვილო! ძალიან ვამაყობ შენით! - თვალზე ცრემლმომდგარი ქალი ალექსანდრეს სათუთად მოეფერა და კამერებისგან სახე დამალა.
-ძალიან გამახარე რომ ჩამოხვედი - უპასუხა მან.
-ნინა დეიდა! როგორ ხართ?! - ატირებულ ქალს ბაჩო გადაეხვია და შემდეგ ბიჭებიც დაესივნენ... პაპარაცებისგან მოშორებით გაიყვანეს და ჟურნალისტებთან მარტო დაგვტოვეს მე და ალექსანდრე.
რამდენიმე ინტერვიუ ჩამოართვეს და უამრავი სურათი გადაგვიღეს. ყოველი მეორე ეკითხებოდა თუ ვინ ვიყავი მე და როდესაც ჩემს „სტატუსს“ იგებდნენ, გვეკითხებოდნენ დაქორწინებას მალე ვაპირებდით თუ არა. ძლივს მოვიშორეთ ცნობისმოყვარე ჟურნალისტები, ხალხიც დაიშალა და ყველაფერი ჩაწყნარდა. ბავშვებს გავხედეთ... ჩვენკენ წამოვიდნენ გახარებულები.
-გილოცააავ!!!! - ყვირილით დარბოდნენ გახარებული ბაჩო და ერეკლე. თოკაც ძლიერად გადაეხვია ალექსანდრეს და ლილემაც ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით მიულოცა გამარჯვება.
-ახლა მაინც დამანახეთ ჩემი შვილი! - სიცილით შეიცხადა ქალმა და ალექსანდრეს ჩაეხუტა. საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა - საშუალოზე ოდნავ გამხდარი, წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით. ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მინიმუმ 50 წლის იქნებოდა...
-ძალიან გამიხარდა აქ რომ ჩამოხვედი. მამა ჩამოვიდა? - სახეგაბადრული ალექსანდრეც ორივე ხელიც ეხვეოდა დედამისს.
-ვერ მოახერხა... ხომ იცი რამდენი საქმე აქვს. ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, თუმცა ბოლო წამს დაურეკეს და აეროპორტიდან მიბრუნდა... - უპასუხა დანანებით.
-კაი არაუშავს... - ჩაილაპარაკა უდარდელად.
-ალექსანდრე! გული გამიხეთქე მეორედ რომ მოყევი იმხელა ტალღაში! - წამში დასერიოზულდა შეშინებული ქალი.
-კაი ახლა არ დაიწყო ისევ იმაზე ლაპარაკი, რომ ძალიან საშიში სპორტია... - გაუცინა ალექსანდრემ და ჩემკენ წამოვიდა - არ გინდა სარძლო გაგაცნო?! - ჰკითხა გაკრეჭილმა. მორიდებულად ავიტუზე მის გვერდით და ქალს თბილად გავუღიმე.
-აქამდე არ უნდა გეთქვა საცოლე რომ გყავდა ბიჭო?! - მაშინვე საყვედურნარევი ტონით დაუცაცხანა შვილს და თბილად გამომხედა.
-დეა, გაიცანი, ნინა... დე... გაიცანი, დეა... - მხიარულად გაგვაცნო ერთმანეთს და ცალი ხელით მიმიხუტა.
-ძალიან სასიამოვნოა დეა! - გულთბილად მომმართა და ჩამეხუტა.
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა... - თავაზიანად ვუპასუხე და ხელები მოვხვიე.
-ნინა დეიდაა... ტორტი ხომ არ წამოგიღიათ? - ჰკითხა ბაჩომ და თვალები სასაცილოდ აუჟუჟუნა.
-მოგენატრა ჩემი ტორტები პარაზიტო?! - ჰკითხა ქალმა და გაუცინა.
-უჰჰ! თან როგორ! - დაუდასტურა მან.
-ხოდა რომ ჩამოხვალთ უგემრიელეს ტორტებს დაგახვედრებთ - დაპირდა და ბაჩოც გაიკრიჭა.

ბაჩოს დედა ძალიან სასიამოვნო ვითარებაში გავიცანი... არასდროს მეგონა, რომ ეს ასე ადვილად, მოულოდნელად და ყოველგვარი სტრესის გარეშე მოხდებოდა. უსაზღვრო სითბოთი მიმიღო და როგორც უკვე დიდი ხნის ნაცნობს ისე მელაპარაკებოდა. ამ ასაკის ასეთი ენერგიული და პოზიტიური ქალი აქამდე არ მენახა. თანაც როგორი დახვეწილი, მაგრამ ამავდროულად უშუალო იყო... ნამდვილად უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
-ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ალექსანდრემ პირად ცხოვრებას მიხედა და ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი ლამაზი და წესიერი გოგო მოეწონა... -მითხრა გაღიმებულმა როგორც კი მარტო დამიგულა.
-დიდი მადლობა... რამდენიმე საათის წინ გაგიცანით, მაგრამ უკვე ძალიან შემიყვარდით... -ვუპასუხე და გულწრფელად გავუღიმე.
-არ გინდა ზედმეტი ოფიციალურობა, უბრალოდ ნინა დამიძახე... ან თუ შენთვის უფრო კომფორტული იქნება ნინა დეიდა.. - თქვა და ხელზე ნაზად მომეფერა.
-კარგით... - დავეთანხმე და ოდნავ უხერხულად გავუღიმე.
-ერთმანეთი როდის გაიცანით? - მკითხა ინტერესით...
-აქ გავიცანით... უკვე ერთი თვეა...
-მართლა? - მაშინვე გაიოცა - რომ გიყურებთ ასე მგონია დიდი ხნის წყვილი ხართ...
-რატომ?! - გამეცინადა ახლა მე მივანათე ინტერესიანი თვალები.
-არ ვიცი... რაღაცნაირად უყურებთ ერთმანეთს თვალებში. თითქოს უსიტყვოდ გესმით მეორეს რისი თქმა უნდა და რას გრძნობს. შენი თავი რომ წარმიდგინა შევამჩნიე მის გვერდით მორიდებულად რომ აიწურე... ერთმანეთს წამით არ შორდებით. ვგრძნობ რომ რაღაც ძლიერი ძალა გაკავშირებთ - მშვიდად და თბილი ტონით მელაპარაკებოდა, თან სასტუმროს ეზოში ვსეირნობდით...
-იცით, ნინა დეიდა... რასაც ალექსანდრეს მიმართ ვგრძნობ არასდროს მიგრძვნია... ვხვდები რომ მის გარდა არასდროს არავინ მომინდება, ოდნავადაც კი არ დამაინტერესებს... და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება - თამამად გავაჟღერე ჩემი გრძნობები.
-ვიცი, შვილო... ვიცი, რომ ალექსანდრესთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ რადგან ასე თამამად წარმიდგინა შენი თავი. იცი... ვერასდროს იტანდა, როდესაც მე ან მამამისი ვეკითხებოდით ვინმე ხომ არ ჰყავდა - ჩაიცინა და მესაიდუმლე მეგობარივით გამომხედა -დარწმუნებული ვარ ყოველთვის ჰყავდა ვიღაც... ალბათ გასართობები, აბა ახალგაზრდა ბიჭი სერიოზული ურთიერთობებით ზედმეტად ხომ არ დაინტერესდებოდა. უჰჰ, რამდენს ვლაპარაკობ!.. - შეიცხადა
-თქვენი ოთახი დაჯავშნილია! - კმაყოფილი გამომეტყველებით მოგვიახლოვდა ბაჩო ბავშვებთან ერთად.
-დღეს დავრჩები და წავალ მერე... მამაშენი მარტოა და უნდა მივხედო - გახედა ალექსანდრეს.
-კაი.. როგორც გინდა - უპასუხა მან, შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.

კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ. ბიჭებმა აიტეხეს ალექსანდრეს გამარჯვება უნდა აღვნიშნოთო და ამიტომ იქეიფეს კიდეც, შემდეგ კი ბარბაცით გაუყვნენ გზას თავიანთი ოთახებისკენ.
-დეა, დღესაც ჩემთან დაიძინე რა... - მიჩურჩულა ყურში ალექსანდრემ. ეტყობოდა, რომ სასმელმა იმოქმედა.
-ვერ დავიძინებ, ალექსანდრე... შედი შენს ოთახში და მეც წავალ დავიძინებ... - ლიფტიდან გამოვედი და მისი ნომრისკენ წავედი.
-ანუ მაინც ჩემთან მოდიხარ - სიცილით გამომყვა უკან.
-ოთახში შეგიშვებ და მერე წავალ - შევუბღვირე და სიარული გავაგრძელე.
-წინ იყურე!!! - მოსახვევში ალექსანდრემ ვიღაცას მხარი გაკრა და უცნობი გაბრაზებული ტონით შეეპასუხა.
-ტონი დაარეგულირე - უპასუხა ალექსანდრემ. უცნობი ჰარი იყო...
-გააჯვი რა! შენი თავი არ მაქვს! - გაღიზიანებულმა ხელი კრა და გასვლა დააპირა, თუმცა ალექსანდრემ მაშინვე მუშტი გაარტყა სახეში და შეშინებულმა მსუბუქად შევკივლე.
-ალექსანდრე! რას შვები?! დაანებე თავი! - მისკენ გადავდგი ნაბიჯი, თუმცა ჰარიმაც შეუბრუნა მუშტი.
-დიდი ხანია შენთვის სიფათის გალამაზება მინდა იცი? - უთხრა ჰარიმ და ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა.
-რა დამთხვევაა... მეც ძალიან მინდოდა რომ კარგად მიმებეგვე - უპასუხა ალექსანდრემ. დაამთავრა თუ არა სათქმელი მაშინვე ჰარიმ გაარტყა მუშტი, თუმცა შემდეგ გაცეცხლებულმა კისერში ხელები მოუჭირა და კედელზე ააკრა.
-ალექსანდრე! გაჩერდი!!! - ხელზე დავექაჩე გაცხოველებულს.
-ბოზების წიკვინი მაღიზიანებს - ხრიალით ამოილაპარაკა ჰარიმ.
-შე ნაბი*ვარო! განანებ მაგ სიტყვებს! - ბოლო დონეზე გაბრაზებულმა ალექსანდრემ მთელი ძალით დაარტყა მუშტი, შემდეგ კი კისერზე მოჭერილი ხელი გაუშვა და ისევ დაარტყა. ჰარიმ ხველა დაიწყო და ჩაიკეცა.
-აქ რა ხდება?! - დერეფანში გაოგნებული უილი გამოჩნდა.
-უილ! ჰარი წაიყვანე და წადი! - ვუთხარი მკაცრი ტონით.
-ჯერ ალექსანდრეს მოვთხოვ პასუხს! - დაიგრგვინა ნაცემი მეგობრის ნახვით გაბრაზებულმა.
-ახლა შენც მიგაყოლებ ამას!!! - დაემუქრა ალექსანდრე და ველურივით წაიწია წინ. შეშინებული უილი ერთ ადგილზე შედგა.
-ალექსანდრე! - ხელი მოვკიდე და დავქაჩე. თან მკაცრი ტონით მივმართე... ჩემკენ მოტრიალდა და ყავისფერი თვალებით მზერა გამისწორა. იმ წამს მეც შემეშინდა მისი... ნეტავ როგორ უნდა დაუდგე კაცს საჩხუბრად, როდესაც მის ასეთ გაცხოველებულ თვალებს დაინახავ...-გაჩერდი... თუ გიყვარვარ თავი დაანებე ორივეს და წამოდი - ვუთხარი მყარი ტონით. მძიმედ ამოიოხრა, შემდეგ კი მათ გახედა და ისევ ჩემკენ მობრუნდა.
-წამო... - მიპასუხა მოკლედ და გზა გააგრძელა. მისი ოთახის კარი შევაღე და მეც შევყევი. ოთახში ჩახუთულობა იყო... აივნის კარი გავაღე და ალექსანდრესკენ მივბრუნდი. ძალიან დაღლილი იყო, თანაც ნასვამი და ამიტომ ტანსაცმლიანად დაეხეთქა საწოლზე.
-ჰარისთვის ასე უაზროდ არ უნდა დაგერტყა! - ვუთხარი უკმაყოფილო ტონით.
-უმიზეზოდ არ დამირტყამს... - მიპასუხა მოკლედ.
-ეგ რას ნიშნავს?! - ირონიულად ჩავიცინე და ისე მივაჩერდი.
-რაღაც მიზეზები დაგროვდა და მომიწია ასე მოვქცეულიყავი... მის ცემას კი შეჯიბრამდე არ ვაპირებდი, რადგან დამარცხვების შემთხვევაში შეიძლებოდა რამე დაებრალებინა ჩემთვის-ამიხსნა მშვიდი ტონით.
-ალექსანდრე რა მიზეზები? გამაგებინე რა მოხდა შენსა და ჰარის შორის... - ვკითხე გაურკვევლობაში მყოფმა.
-5 წლის წინ შეჯიბრში მის გამო წავაგე... წონასწორობა იმიტომ ვერ შევინარჩუნე, რომ გამაბრუებლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი - მიპასუხა ძარღვებდაბერილმა.
-რა?! ჰარიმ ჩაგიყარა? - გაოცებისგან პირი დავაღე და წამოწოლილ ალექსანდრეს გვერდზე ჩამოვუჯექი.
-ჰარიმ არა... უილმა ჩამიყარა, ჰარიმ კი დაგეგმა... - განრისხებულმა ჩაიცინა და თან ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-აქამდე რატომ არ მითხარი... - ჩავილაპარაკე დანანებით და ცოტა გული დამწყდა რომ ყველაფერი მაშინ გავიგე როცა დამთავრდა.
-არ ვიცი... უბრალოდ ისე გამოვიდა რომ არ მომიწია თქმა... - წამოჯდა, ჩემკენ დაიხარა და ტუჩებში ნაზად მაკოცა.
-კარგი... მე ჩემს ოთახში დავბრუნდები, ძილინებისა - თითები მის სახეზე ჩამოვასრიალე და თბილად გავუღიმე.
-მომენატრები პატარა... - მითხრა და სიყვარულით სავსე მზერა გამისწორა.


............
ესეც შემდეგი თავი...

ძალიან მიყვარხართ და მახარებთ ბევრი კომენტარით. მადლობა ყველას! ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა სტიმულია ჩემთვის

იმედია ისიამოვნეთ...



№1  offline წევრი isterichka123

უი მაგარია ნუ აგვიანებ

 


№2  offline წევრი TeddyBear

აააა უიიმმეეე უმაგრესი თავი იყო ნუ მაგას აღნიშვნა წესით არ უნდა მაგრამ მაინც wink love მდაჰ ჰარისაც მოხვა ღრანჭებშიო, ძალიანაც კარგი მეტის ღირსი იყო ეგ ეგ ოოოხ რა გოგო რო არ ვიყო ვიტყოდი wink ჩემი მსუნაგი ბაჩუკიი ეს სულ ჭამაზე როგორ ფიქრობს გამაგებინეთ ვინმემ რა ? wink ოოო დიდო ალექსანდრე შენ ვინ ყოფილხარ ეეე, ამხელა ტალღებთან ბაასი ძმაო რავი რა ყოჩაღ (ტაშისდაკვრისსმაილი) მაკლია მე wink ხოდა სადაც მე მაკლია იქ ბაჩოსაც და ვიქნებით ერთად wink ეს თავი მართლა ძალიან მომეწონა love ძალიან თბილი თავი იყო, დედამისი რო გააცნო დეას ძალიან გამიხარდა, ნუ ისედაც ხო ვიცოდი რო სერიოზულად უყურებდა ჩვენს დეაკოს მაგრამ მაინც გამიხარდა ა.წ უკვე საცოლე რო უწოდა და თან დედიკუნასაც რო გააცნო love თან რძალ-დედამთილიც კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს მაგას რა ჯობია კაცო აბა ისაა კარგი ტაფით რო მისდევს ერთი ოთახიდან მეორეში დედამთილი ? ან ის გაცხელებული უთოთი რო უწვავს რძალი დედამთილს "ქმრის" მაისურებს ? wink (ეს ჩემებურებიც რა მაინც) wink აუ ისე იმ მომენტზე მენერვიულა ძალიან ალექსანდრე რო ტალღებში აღარ ჩანდა... კინაღამ გულმა მიმცხო და მომცხო. feel კიდე რა გითხრა ეხლა აბა... ისე ჰარი კი ვიცოდი წაკლა რო იყო მარა ნახე შენ რა უქნა ალექსანდრეს ? იცოდა რო წააგებდა და დაგეგმა რაღაც-რუღაცეები. დამპალი ეგ angry ვერც უილის ვერ ვიტან და მაგრად გამიხარდა ორივე რო გაიბეხვა wink აუ ნეტა არ გაეშვა დეაკო თავის ოთახში, კი ვიცი იმაიმუნებდა ეს გიჟმაჟი რაღაცას და... ჰმმმ wink
ძალიან მიყვარხარ ანკა და ველი შემდეგ თავს love

 


№3  offline მოდერი ანკა

TeddyBear ❤❤❤❤❤❤❤❤❤
Rogor vgijdebi da miyvars sheni didi komentarebi icii?❤❤❤aii sul gagimebuli vkitxulob, bednierebisgan gakrechili da ukve agar vici rogor mogesiyvaruloo❤❤❤❤❤saocrad karg xasiatze mayenebs sheni yvela sityvaa❤dzalian didi madloba miyvarxarr!!!!!❤❤❤

isterichka123
უი მაგარია ნუ აგვიანებ

Didi madloba sayvarelo❤❤❤mixaria rom mogwons❤

 


№4  offline წევრი mimimimo

ვიზავ - არა, ვიზამ.
შვები - არა, შვრები.

ოჰ, რა ქორწილები მელის წინ...
გული მიგრძნობს. wink

 


№5  offline მოდერი ანკა

mimimimo
ვიზავ - არა, ვიზამ.
შვები - არა, შვრები.

ოჰ, რა ქორწილები მელის წინ...
გული მიგრძნობს. wink

Kiii qorwilebi male ikneba :D❤❤❤
P.s. gramatikuli shecdomebi meqanikuria martla ❤ ro gadavxede mikvirs eg ro shemeshala :DD magram madloba mainc❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი ani

კაი იყო მალე დადე და იმედია ცუდად არ დაასრულებ

 


№7  offline მოდერი ანკა

ani
კაი იყო მალე დადე და იმედია ცუდად არ დაასრულებ

Madlobaa❤❤❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარია <3 გამიხარდა რო დავინახეე :)) მალე დადეე რააა

 


№9  offline მოდერი ანკა

uchveulo
ძააან მაგარია <3 გამიხარდა რო დავინახეე :)) მალე დადეე რააა

Didi madlobaa❤❤❤❤❤shemdegs male davdeb❤❤❤

 


№10  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dzaliannn momwonss ESS istoriaaa
--------------------
G.ke

 


№11  offline წევრი Xati Zaalishvili

Saocrebaa saocrebaa xarr <3 ♡♡

 


№12  offline მოდერი ანკა

gvanciii kereselidze
Vauuu dzaliannn momwonss ESS istoriaaa

Didi madlobaa❤❤❤❤❤
Xati Zaalishvili
Saocrebaa saocrebaa xarr <3 ♡♡

Madloba sayvareloo❤❤❤dzalian mixaria rom mogwons❤

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორ მიყვარს მე ეს ორიიიიიი love love ვგიჟდები შენზეცცც love როგორ მაინტეეერესებდა ეს თავი და შესანიშნავი იყოოო მმმმმმმმ winked

 


№14  offline მოდერი ანკა

aanamaria
როგორ მიყვარს მე ეს ორიიიიიი love love ვგიჟდები შენზეცცც love როგორ მაინტეეერესებდა ეს თავი და შესანიშნავი იყოოო მმმმმმმმ winked

Madlobaaa❤❤❤❤❤

 


№15  offline წევრი BLACK TBILISI

ვაიმეე ვაიმეე სასწაული ხარ სასწაული love

 


№16 სტუმარი Anuki

Zaan magaria.aaeti ragac jer arsad AR wamikitxavs.zn momwons.

Zaan magaria.aaeti ragac jer arsad AR wamikitxavs.zn momwons.

 


№17  offline მოდერი ანკა

BLACK TBILISI
ვაიმეე ვაიმეე სასწაული ხარ სასწაული love

Dzaan didi madlobaaa ❤❤❤❤❤❤❤
Anuki
Zaan magaria.aaeti ragac jer arsad AR wamikitxavs.zn momwons.

Zaan magaria.aaeti ragac jer arsad AR wamikitxavs.zn momwons.

Madloba sayvarelo dzalian gamaxaree❤❤❤

 


№18  offline წევრი ნიტა096

მაიცებს ამ გოგოს ისტორიები, ანკა ძალიან მაგრად წერ, აი ძალიან,ძალიან. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. დრო რომ გამეყვანა შენი ძველი ისტორიები წავიკითხე და დავტკბი მათი კითხვით... მაგარი ხარ და მალეე გააგრძელე რაა :-* :-* :-* :-*

 


№19 სტუმარი mariami

11tavi sad vnaxo ?

 


№20  offline წევრი BLACK TBILISI

mariami
11tavi sad vnaxo ?

არ დაუდია ჯერ

 


№21 სტუმარი mariami

აუუ როდის დადებს belay რამდენიხანია ველოდებიი sad

 


№22  offline წევრი ketia

აუ როდის დადებ? გელით ძაან. ეტყობა დიდი თავით გაგვახარებ და ლოდინი გირს მაგათ. იქნებ დღეს გაგვახარო

 


№23  offline წევრი meduna

უმაგრასია love შემდეგ თავს როდის დადებ?

აღარ აგრძელებ? recourse

 


№24  offline წევრი I L O N A

ახალი თავი როდის იქნება? რამდენი ხანია ველოდებიით… !!

 


№25  offline წევრი ketia

რატომ დაგვივიწყე? როდის დადაებ ახალ თავს

 


№26  offline წევრი Nini))

როდის დადებ?! feel პ.ს საოცრებაა <3

 


№27  offline მოდერი ანკა

Bodishi bavshvebo... shemdeg tavs male davdeb ❤

 


№28  offline წევრი ketia

რატო დაგვივიწყე სად ხარ ანკა

 


№29  offline მოდერი ანკა

მედი
უმაგრასია love შემდეგ თავს როდის დადებ?

shemdegitavi ukve dadebulia.. <3 madloba tkbilo <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent