საბას+ნათია=მაგობრებს 6
-ნათი შეიძლება საბა სულელია და უმალავ შენს ცრემლებს მაგრამ ისედაც გეტყობა რომ რაღაც გაწუხებს. გოგა მოეხვია მას. -მას ლიზას დაბადების დღე დაავიწყდა,რადგან ნენეა ორსულად. -გამხიარულდი ლიზას გამო.ეს მისი დღეა და უნდა ვეცადოთ რომ ბედნიერი იყოს. -მართალი ხარ. -მოდი სადმე გავიდეთ.რას იტყვი? ზოოპარკში ან სადმე სადაც ლიზასაც მოეწონება და ჩვენც. -მე უკეთესი იდეა მაქვს თუ შენი გუშინდელი შემოთავაზება სადმე ერთად წასვლის შესახებ ისევ ძალაშია. -კი კი ისევ ძალაშია მაგრამ ლიზა? -ლიზა 2წლის გახდა მას ეს დაბადებისდღე რომ გაიზრდება აღარ ემახსოვრება და არც ის რომ მამამისი არ მოვიდა სხვა ქალის გამო მასთან,მე კი არ დამავიწყდება.ამიტომ მინდა რომ ცოტა გავერთო რომ ეს ფაქტი სხვა კარგმა მოგონებებმა შეცვალოს.ძიძას დავურეკავ და გავემზადები. -კარგი. ცოტა ხანში ძიძა მოვიდა,რომელსაც კარი გოგამ გაუღო რადგან ნათია იცვამდა და ვერ გამოვიდა ოთახიდან. როცა ნათია მორჩა გალამაზებას და საბოლოოდ გამოვიდა გოგას პირი ღია დარჩა. მას ეცვა შავი,მოკლე,მოტკეცილი კაბა და ვერცხლისფერი მაღალქუსლიანი ტუფლები. თმები კოსად ქონდა აწეული. -ძალიან ლამაზი ხარ. ძლივს წარმოთქვა გოგამ -მადლობა. დაიმორცხვა ნათიამ. ისინი წავიდნენ რესტორანში. ბევრი ისაუბრეს და იცინეს.ნათია მართლაც კარგად ერთობოდა. -კლუბებს და ლაუნჯებს ასეთი ადგილები მირჩევნია.კლასიკური მუსიკა,გემრიელი კერძები და რაც მთავარია მშვიდი გარემო. ამის გამო მეგობრები ბებერს და ჩამორჩენილს მეძახიან. -მაშინ მეც ბებერი და ჩამორჩენილი ვყოფილვარ. გაუღიმა გოგამ და ჭიქა მიუჯახუნა. -მოდი ჩვენი სადღეგრძელო დავლიოთ. -ჩვენ გაგვიმარჯოს.წარმოთქვა ნათიამ და მოსვა ღვინო. საცწკვაო ადგილი გაივსო წყვილებით რადგან ნელი მუსიკა მიდიოდა. -წამოდი ვიცეკვოთ. შესთავაზა გოგამ და ნათიაც დათანხმდა. მან წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა ისე ახლოს იყო მასთან რომ მის პრესს გრძნობდა რაზეც ნათიას ჟრუანტელმა დაუარა თმის ღერებიდან ფეხის თითებამდე მაგრამ მალე მოდუნდა და თავი დაადო გოგას მხარზე.მათ ნელა დაიწყეს ცეკვა.ის გრძნობდა გოგას სასიამოვნო სუნამოს სუნს და სიამოვნებდა.ასე მშვიდად და დაცულად თავი არ უგრძვნია დიდი ხნის მანძილზე და სიმართლე ვთქვათ ამ წუთას ის ქალად გრძნობდა თავს.ლამაზ მომხიბლავ ქალად და არა მარტოხელა დედად. -მადლობა. დაიჩურჩულა ნათიამ. -რისთვის მიხდი მადლობას? -არ ვიცი...უბრალოდ...კარგად ვგრძნობ თავს ამ ადგილას და ეს შენი დამსახურებაა. -უბრალოდ ძალიან მომწონხარ და ვცდილობ გაგაბედნიერო. -ახლა ავწითლდები ამაზე ორივეს ჩაეცინა. გოგა ნათიასკენ დაიხარა და აკოცა. ამაზე ნათიას მუცელში ფეიერვერკები დაიწყო ისევე როგორც ტვინში. ცოტა ხანი კიდევ ისაუბრეს და ფეხით გაისეირნეს.შემდეგ კი გოგამ ნათია მიაცილა სახლამდე. დამშვიდობებისას კიდევ ერთი კოცნა აჩუქეს ერთმანეთს. ნათიას მთელი ღამე არ ეძინა.შეყვარებული თინეიჯერივით სულ გოგა უტრიალებდა თავში და ათასი კითხვა.მაგალითად ისეთი როგორიცაა:ხომ არ ვიჩქარეთ? მიყვარს კი? ნამდვილად მოვწონვარ? და საბა? აი ისევ საბა.როგორ შეიძლება მან არ გააფუჭოს ნათიას ლამაზი დღე თუ ფიზიკურად არა ფიქრებში მაინც. როგორც იქნა გამთენიისას დაეძინა ნათიას მაგრამ მალევე ტელეფონი აწკრიალდა. -ალო უპასუხა გამოუძინებელი ხმით. -როგორ ხარ? -მშვენივრად.თუმცა შენზე გაბრაზებული ვარ. -ვიცი და მეშინია რომ კიდევ უფრო უნდა გაგაბრაზო მაგრამ მეტი გზა არ მაქვს.დაგპირდი რომ ზეგ ექიმთან გამოგყვებოდი ლიზას პასუხის გასაგებად მაგრამ ვერ ვახერხებ.ელენეს მძიმე ორსულობა აქვს. -საბა ის ერთი თვისაც არაა და რანაირად აქვს მძიმე ორსულობა ერთ რამეს გეტყვი შენ შვილს ექნება მძიმე ბავშვობა თუ დაავადება აღმოუჩნფადა. მერე რას იზავ? ისედაც ყველაგან ამაზე ფიქრი მაწუხებს შენ კიდევ არც გადარდებს. -არ მინდა შენთან კამათი ნათი. -ხო და კარგად. ნათიამ ტელეფონი გათიშა და გვერძე მძინარე ლიზას გადახედა თან თავზე მოეფერა. ხვდებოდა რომ ელენე ლიზას და საბას დაშორებას ცდილობდა. უეცრად თავზე რომ გადაუსვა ბავშვს ხელი ცხელი მოეჩვენა.მაშინვე გაუზომა სიცხე,მაგრამ საბედნიეროდ არ აღმოაჩნდა.ექიმს დაურეკა. -ქალბატონო მარინა ლიზას პასუხები თუ უკვე გაქვთ დღესვე მოვალ რა. ვეღარ ვისვენებ ამ დაავადების გამო. -კი ამ წუთას მივიღე და უნდა დამერეკა შეგიძლიათ მობრძანდეთ. -კარგით მოვდივარ. ნათიამ ეგრევე გოგას დაურეკა.ისიც მალევე გაჩნდა მის სახლთან თავისი მერსედესით. ექიმთან პალატაში ნათის ლიზა ეჯდა კალთაში,ერთი ხელი კი გოგას ხელზე ქონდა ჩაჭიდებული და ნერვიულობაზე კიდევ უფრო უჭერდა. -რა ძალა გქონია. თქვა გოგამ სიცილით. -ბოდიში ძალიან ვნერვიულობ. -არაუშავს.მესმის. ამ დროს შემოვიდა ექიმი. -მოგესალმებით.ბევრს არ გავწელავ და ახლავე გეტყვით საშიში არაფერია.ანალიზები სუფთაა. ნათიას ისე გაეხარდა რომ მთელი ძალით მოეხვია ბავშვს,მერე კი გოგას. ლიზა სახლში მიიყვანეს და ორივე სამუშაოზე გაიქცა რადგან ისედაც დააგვიანეს უკვე. რომ მივიდნენ ელენემ დაიბარა ორივე თავისთან კაბინეტში და რა თქმა უნდა საბაც იქ დახვდათ. -რატომ აგვიანებთ? -ბოდიში.ბავშვი მყავდა საავაფმყოფოში. -რა აბა ზეგ მიმყავსო? ცუდადაა ლიზა? საბამ ვერ დამალა ემოცია რაზეც ელენესთვის ნათელი გახდა ლიზას დედის ვინაობა. -რა?ნათია არის შენი შვილის დედა? რატომ აქამდე არ მითხარით? -არ ჩავთვალეთ საჭიროთ.ისე მძიმე ორსულობის ფონზე საკმაოდ კარგად გამოიყურები და ჯანზეც ხარ გატყობ. უთხრა სწერვულად ნათიამ და წამოდგა სკამიდან.ასევე მოიქცა გოგაც. -საით გაგიწევია? -სამუშაო მაქვს ელენე -შენ სამუშაო აღარ გაქვს. -შესანიშნავია.მადლობა.ძალიან გამეხარდება შენს ნაწილ-ნაწილ აწყობილ სახეს თუ არ დავინახავ ყოველ დღე. -როგორ? წამოენთო ელენე -გეყოთ გოგოებო.შეწუხდა საბა. -ნათი წავიდეთ.ხელი მოკიდა გოგამ. -ნუ მაჩერებთ.საბა ელენე გიყენებს თავისი ბიზნესისთვის.შენ კიდევ მის გამო საკუთარი შვილის დაბადებისდღე გამოტოვე. -რა?ნათია რეებს ბოდავ? ჩემს ცოლზე ლაპარაკობ. -კარგად ვიცი რომ შენი ცოლია. ახლა კი თქვენის ნებართვით დავტოვებ თქვენს ოფისს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.