შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 5


26-05-2016, 00:47
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 756

-რატომ გინდა ფოტოგრაფობა?-ჰკითხა მოულოდნელად გიგამ,როცა უკვე დალოცა მანაც ნიკა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.ნენე გაოცებული მიაცქერდა გიგას და ძლივს გადაყლაპა ლუკმა
-იმიტომ,-გამოიყენა გიგას ჩვეული ხერხი და მოკლედ უპასუხა
-იმიტომ პასუხი არ არის!-ხმა გაიმკაცრა და წარბებშეჭმუხვნით მიუგო ნენეს,-თუ გინდა კონკურსში გამარჯვება,ამ მარტივ კითხვას უნდა გასცე პასუხი,რა თქმა უნდა,მიკერძოებული არ ვიქნები და ვინც უკეთეს შედეგს მაჩვენებს მას მივანიჭებ უპირატესობას,მაგრამ მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს შენს ახირებას
-ფოტოგრაფია ახირება არაა!-სიბრაზისგან ღაწვებზე სიწითლე შეერია და დაბნეულმა ხელები მიიდო,-სურვილია,რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელო, სხვაგვარად ვერ ვიქნები სრულყოფილი,-სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე.გიგამ ჩაიცინა,მარჯვენა მტევანი მაგიდაზე დადო და თითები უცნაურად აათამაშა,შემდეგ გაოცებული ნენეს დააკვირდა.აშკარად არ მოელოდა მისგან,ასეთ მომხიბვლელ პასუხს.ნენე უხერხულად შეიშმუშნა გიგას მზერისგან შეწუხებული და სკამიდან წამოდგა,-ტასოს გამოყვანის დროა,-ძლივს გასაგონად თქვა მან
-შენმა ქმარმა გამოიყვანოს,-გიგას ნათქვამმა ქარიშხალივით დაუარა მთელ სხეულზე ნენეს და ერთიანად მოწოლილი ტკივილისგან წაბარბაცდა.
-გიგა,-წამოდგა ნიკა და ნენეს ხელი შეაშველა.ნენე გონს მოეგო და სიბრალულით შეხედა გიგას.
-მან არაფერი იცის,არაუშავს,-მიუგო ნიკას,-წავალ მე,-მშვიდად თქვა და მეგობარს გადაეხვია
-რა ვთქვი ცუდად?-ვეღარ მოისვენა სკამზე გიგამაც
-ქმარი არ მყავს,-ხმის კანკალით უთხრა ნენემ
-გაშორდი?-დაინტერესდა იგი
-გარდაიცვალა!-ერთ სიტყვას მთელი ტკივილი ამოაყოლა ქალმა.გიგა შედგა,სილაღით აღსავსე თვალები დარდით და სიბრალულით ამოევსო.
-ვწუხვარ!-შეეცადა გულწრფელად,რბილად ეთქვა თავისი უხეში ხმის მიუხედავად
-მადლობ,-გადაუხადა ნენემ და ნიკას ჩამოსცილდა
-მეც გავდივარ,წამოვალ ბაღში,-უეცრად გაუმჟღავნა სურვილი გიგამ.ნენეს ხმის ამოღების ძალა აღარ შესწევდა და მძიმედ დაუქნია თავი.ორივე დაემშვიდობა მზიას და ნიკას,გულდაწყვეტილი და სახლიდან გავიდნენ.
გიგა მანქანის მოსაყვანად წავიდა,მოშორებით,ნენე კი სადარბაზოს წინ იდგა და უცდიდა.
-შეგიძლია მომიყვე?-უკვე მანქანაში ისხდნენ,გიგა რომ მიუბრუნდა და ჰკითხა
-რა?-გაკვირვებით შეუბრუნა კითხვა ნენემ
-შენს ქმარზე,-უხერხულად შეიშმუშნა გიგა,თან ძალიან აინტერესებდა ნენეს ქმრის ბედი,თან ეშინოდა ქალის რეაქციის
-რატომ დაინტერესდი?-აღელვდა ნენე
-თუ არ გინდა ნუ მომიყვები,-შეატყო,ქალი ანერვიულდა
-ავარიის შედეგად გარდაიცვალა,-გახსენებაზე ეკლებმა დააყარა და ტუჩებიც აუკანკალდა,-ნაწვიმი იყო,სამსახურიდან ბრუნდებოდა,მაშინ ტასო 1 წლის იყო,-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე,რომ გიგას აზრის გამოტანა შესძლებოდა,-შუა გზაზე მანქანა გაუფუჭდა,გვიანი იყო უკვე,ძლიერი წვიმის გამო ხილვადობა გაუარესდა,სანდრო ცდილობდა მანქანის დაძვრას,როცა მის უკან მომავალი მანქანა მოსრიალდა და მთელი სიმძლავრით შეასკდა ჩემი ქმრის მანქანას.ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
-სამწუხაროა,-ოხვრით თქვა გიგამ,-უკვე მესმის რატომ ხარ ასეთი უხეში,-გაღიმებას შეეცადა,-ერთი რამ იცოდე,რთული ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაშია,მაგრამ ჩენ უნდა ვიყოთ სათანადოთ ძლიერები რომ შევძლოთ სირთულეების გადავლა,არასოდეს თქვა არ შემიძლია,თქვი რომ შეგიძლია,მაგრამ ამისთვის დრო გჭირდება,თუკი არ ეცდები დაამარცხო ტკივილი,ის უფრო მეტად გაიდგამს შენს სხეულში ფესვებს,ტკივილს უყვარს,როცა ნიადაგი მყიფეა,ეს მას ეხმარება გაძლიერებაში,შენ კი თანდათან უფრო სუსტდები და მერე ყველაზე დაუცველ არსებად გადაიქცევი,-თითქოს მოეშვა,ღრმად შეისუნთქა და დამშვვიდებული გადაწვა საზურგეზე,გიგას ნათქვამმა მასზე იქონია ზეგავლენა,-თუ შენს თავში ჯერ არ გიპოვია სიძლიერე,გაუმკლავდე უარყოფითს,მაშინ ძებნა დაიწყე ამ წამსვე!-მომხოვნი ხმა გაუხდა გიგას.
-არ ვიცი რა გითხრა,-ჩაილაპარაკა ნენემ,-შენგან ასეთ თანაგრძნობას არ მოველოდი,-თითქოს გაეღიმაო,მაგრამ მალევე მწარედ მოკუმა პირი
-ნურაფერს მეტყვი,მე ვიგებ ყველა ადამიანის ტკივილი,მაგრამ ერთია,როცა გესმის და მეორე,როცა გრძნობ
-ამ შემთხვევაში როგორ არის?-წამოიწია,სადამდეც ღვედმა გაუშვა
-ვგრძნობ,-მიუგო გიგამ,-და როცა ასე ხდება,სიტყვები თავისით მოდის,დაფიქრების და ძალდატანების გარეშე
-ვერ ვიტან ფიქრებს,-შეღონებული სახით თქვა ნენემ
-უნდა იფიქრო,აუცილებელია,მაგრამ ჭარბად არა რომ თავი უარესად იგრძნო,იფიქრე მაშინ,როცა ამის საბაბი არსებობს,სხვა დანარჩენისთვის გონება არ დაიღალო
-რა უცებ შეიცვალე?
-თუ შენ გამიცანი რეალურად?-გულიანად გაიცინა გიგამ
-რავიცი რომ რეალობაა,-თქვა ნენემ
-არ ვამხელ რომ კეთილი ვარ,მერე ყველას ჩემი სიკეთის გამოყენება მოუნდება,ჯობია ვიყო ბოროტი რომ ნაკლებად უნდოდეთ ჩემთან ურთიერთობა
-გამოგდის,თითქოს შენი ბუნებრივი ქცევაა,იყო ის რაც რეალობას არ შეესაბამება
-ოსტატი ვარ!
-დიახ,მსახიობობის,მაგრამ ფოტოგრაფი ხარ,პროფესია უნდა შეიცვალო
-გგონია,ოსტატობა ფოტოგრაფს არ სჭირდება? ვგონებ უფრო მეტი ვიდრე მსახიობია,სურათს რომ იღებ უნდა შეეწყო იმ გარემოს,სადაც ამას აკეთებ,სხვანაირად არაფერი გამოვა,ქამელეონივით უნდა იცვალო კანი,ცხოვრებას არ უყვარს ერთფეროვნება.
-ოსტატი ქამელეონი,დღეიდან ასე გერქმევა,-ბავშვურად დაყოლა სიცილი გახალისებულმა.
* * *
-ტასო რატომ გარბიხარ?-ძლივს წამოეწია ნენე გოგონას
-გიგა ბიძიას მინდა ჩავეხუტო,-მის დანახვაზე გახარებული გაიქცა ოთახიდან და შემოეხვია.გიგამ ხელში აიყვანა და ძლიერად ჩაიხუტა,ტასო გაიტრუნა და თავი მხარზე დაადო,-ლა თილი ხარ ბიძიკო,-უთხრა გოგონამ და კისერში აკოცა,-იქნები ცემი მამიკო?-ტასოს კითხვამ გიგა გააფითრა,დაბნეულმა შეხედა ნენეს და ძლივს ამოღო ხმა.ტასო მის პასუხს სულმოუთქმელად ელოდა.
-არ გშია? მე ძალიან,-ძირს ჩამოსვა და ხელი მუცელზე მიიდო,-ჩემი მუცელი უკვე ხმებს გამოსცემს შენი არა?,-დაიხარა და მერე ხელის გული ტასოს მუცელს მიადო,-ნახე როგორი მოწყენილია,წამოდი ვაჭამოთ,-ხელი მოჰკიდა მან.ნენე მასწავლებლებს დაემშვიდობა და უკვე გასულ გიგას და ტასოს წამოეწია.
-სად მიიჩქარით?-ჰკითხა მათ
-პამანზე,-ამაყად მიუგო ტასომ და გიგას ახედა
-პაემანზე?-გაოცებული სახით ჰკითხა ნენემ და სიცილი აუტყდა
-კი,ლატო გაიკვილვე,სენ არ მიკვები ცოლად და მე გავკები,-მის მეტიჩარა საუბარზე ორივე გულიანად იციოდა,გოგონა კი დაბნეული ვეღარ ამბობდა ბოლომდე რა უნდოდა.
-გვაპატიე,ჩემო სულელო გოგო,-მოუბოდიშა ნენემ მის ნათქვამს რომ დასცინეს.
-გატატიე,-გულუბრყვილოდ მიუგო ტასომ
-ოხ,ეს ბავშვები,-ღიმილმოუშორებლად თქვა გიგამ და გოგონას ლოყაზე უჩმიტა
-სასწაული თუ გინდა,მაგის ნათქვამი რომ ჩავიწერო,იუმორის დიდი კრებული მექნება
-აბა,აბა,-დაეთანხმა მამაკაცი და გაუცნობიერებლად გადახვია ხელი ნენეს მხარზე ხელი.
ბამბის ნაყინი! 5




პ.ს არ მომკლათ,მეტი ვერ შევძელი . მაპატიეთ



№1  offline მოდერი ჯია

დღეს წავიკითხე ხუთივე თავი, ძალიან ძალიან მომწონს ❤️

 


№2  offline წევრი mimimimo

გემრიელი თავი იყო, მაგრამ პატარა.

იმედია უფრო დიდს დაწერ შემდეგში.

წარმატებები!

 


№3  offline წევრი isterichka123

რამაგარია გაგრდზელე ტასიკო

 


№4  offline მოდერი ლილიანა

მშვდნიერი ხარ,ემოციური ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი teddy))

Mgoni ufro didi tavi iyo, vidre winebi :* yovel tavshi ufro umjobesdebi :* gigas rcheva dzalian momewona! Taso ra sayvarelia :* iq gewera (ravici) da wal-calke dawere xolme, sheildzleba shemtxvevit mogivida:* warmatebebi!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent