შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 6


27-05-2016, 00:46
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 770

-უკაცრავად,-როცა გააცნობიერა საკუთარი საქციელი,სანამ ნენე რამეს იტყოდა,უმალ მოაცილა ხელი და კარგადაც ჩამოშორდა.ნენეს ჩაეღიმა გიგას საქციელზე,აპირებდა კიდეც რამე ეთქვა,მაგრამ გადაიფიქრა.
-ჯობია ავჩქარდეთ,თორემ ზეცა ცუდად იყურება,-თქვა მან და ნაბიჯს აუჩქარა
-როგორ იყურება ზეცა?-მის ნათქვამზე გულიანად გადაიხარხარა გიგამ და მანქანის კარი გამოუღო
-ცუდად,-უპასუხა ნენემ და ტასოსთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა
-რა უცნაური ხარ,-ჩაილაპარაკა გიგამ და საჭესთან დაჯდა
-რამე მითხარი?-ჰკითხა დაბნეულმა
-არა,არაფერი,ტასოს რა უყვარს?-სარკიდანნ დააკვირდა მათ,-რას შეჭამს?
-ჰამბულგელი მინდა დე,-კაბაზე მოჰკიდა ნენეს და ჩამოქაჩა,-მაკდოლანდსი წამიკან?
-არა,-ხელი გააშვებინა გაბრაზებულმა,-რა დროს მაკდონალცია
-იცოდე,გაგეპუტები,-ხელები გადააჯვარედინა და გაბუსხული კუთხეში მიჩოჩდა
-მართალი ხარ,თუ არ მორჩები გაიპუტები
-ალ მესინია,-მიუგო და ენა გამოუყო
-ტასო,ძალიან ცუდად იქცევი,-გაგულისდა ნენე,-თუ არ გაჩერდები გიგა ბიძია მანქანიდან გადაგვყრის და ფეხით მოგიწევს სახლში წასვლა,-ტასოს მისი მუქარის სულაც არ ეშინოდა,გიგასკენ გადაიწია და ხელები კისერზე შემოხვია,მერე შუბლი ზედ მიაბჯინა და თავისთვის ჩაიბუტბუტა:“მამიკო წამიკანს“.
-ნენე,ტყუილად ბრაზობ,თუ ტასოს მაკდონალცში უნდა წავიყვან,მე არ მაქვს არანაირი პრობლემა,-სიცილით თქვა და ტასოსკენ მიტრიალდა რომ ეკოცნა
-ტუტუცია,ყველაფერი თუ შევუსრულე ძალიან გათავხედდება
-კარგი რა,პატარაა და ახლა უხარია მაკდონალცი,თორემ რომ წამოიზრდება და გაუჩნდება პრობლემები,სულ გადაავიწყდება,უფრო მეტიც,გახედვაც არ მოუნდება,რადგან თავით ფეხებამდე იქნება ჩარგული
-დედას ნუ უსმენ,წამიკანე ლა,-ბუტბუით უთხრა ტასომ გიგას და კისერში აკოცა
-ტასო,მომისმინე,-არ ნებდებოდა ნენე,-სახლში წავიდეთ და პიცა გავაკეთოთ,შენ ხომ პიცა უფრო გიყვარს,-ტასოს დაყოლიებას შეეცადა.გოგონა ერთხანს ჩაყუჩდა,მერე გონებაში წარმოიდგინა სად უფრო აჯობებდა და ნენეს მიუბრუნდა.
-კარგი,თუ სენ,ძია და მე ერთად გავატეტებთ პიცას,-სერიოზული სახე დაიჭირა ტასომ
-მე და შენ გავაკეთებთ,ტასო,გიგა ძია სახლში უნდა წავიდეს
-რატო,ჩვენს სახლში არ დარცება?-გაუკვირდა გოგონას,-დარცეს რა,-თვალებამღვრეულმა სთხოვა ნენეს
-არა,დე,საქმეები აქვს და ჩვენ ვაცდენთ
-მე მინდა რომ მე და გიგა ბიძიამ გამოვაცქოთ პიცა,-ტაში შემოჰკრა,თითქოს ბრძანება გასცა
-დიდი სიამოვნებით,-ჩაერია გიგა,-სამივე ერთად ძალიან გემრიელ პიცას გავაკეთებთ,-ტასო კმაყოფილი იყო,ნენე კი დაბნეული.
-ხომ ვთქვი მეტიჩარაა-მეთქი,-თქვა ქალმა უხერხულად
-ზედმეტად სერიოზული ხარ,-მიუგო გიგამ და ღვედი შეისწორა,-საერთოდ არაფერი რომ არ უნდოდეს მერე იტყოდი უჭმელია-ო,ხოდა შეეცადე შეუსრულო ყველაფერი ნორმის ფარგლებში,რათა თავი ცუდად არ იგრძნოს
-გაწუხებთ ძალიან
-მე არ ვწუხდები,პირიქით,მიყვარს,როცა ადამიანებს ჩემს გვერდით ყოფნა სიამოვნებთ,განსაკუთრებით პატარებს,მათ ხომ ყველასთან ყოფნა არ შეუძლიათ,ესეიგი მე ტასუნასთვის გამორჩეული ადამიანი ვარ
-ალბათ,-დაეთანხმა ნენე
-შენ ის ნენე ხარ?-ჰკითხა მოულოდნელად გიგამ და სარკეში დააკვირდა,-დიდად არ შეცვლილხარ
-როგორც ჩანს წარსულიდან ხარ გადმომხტარი,-სიცილით მიუგო ქალმა,-არ წარმომედგინა,შენ თუ ის გულცივი და ჩუმი გიგა რომ ყოფილხარ
-სულ არ ვიყავი ჩუმი,თქვენ თამაშობდით უჩემოდ,-შეუსწორა ნათქვამი
-შენ არ გვკადრულობდი
-როგორ არა,უბრალოდ რომ წაგეგო მცემდი
-მოიცა,ასეთი ქაჯი ვიყავი?-გაოცებისგან პირი დააღო
-სასწაული,-ხარხარით თქვა გიგამ,-შენი ნაცემი ჩემი გვერდითა მეზობელი რომ დავინახე,იმ წამს დავიფიცე რომ შენ არასოდეს გაგეკარებოდი,მაგრამ ფიცმა არ გასჭრა
-ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ,-დაამშვიდა გაბადრული მზერით ნენემ,კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავით
-ძლივს დაგტყვია ქალობა,აღარ მეშინია,-მშვიდად თქვა მამაკაცმა.ნენე გაირინდა.
***
-ფრთხილად,ფქვილი!-მიუხედავად იმისა რომ ნენემ გააფრთხილა გიგა,ტასოს გაქნეული შეკვრა მაინც შეეყარა სახეში და გადათეთრდა.მისი შემხედვარე ტასო გულიანად აკისკისდა,აღარც ნენეს მოერიდა და ძლივს სულმოთქმულ გიგას მათი სიცილი მკაფიოდ გაიგო.
-ნენე,-მიმართა გართულ ქალს,-უფქვილოდ არ მომწონხარ,-უთხრა და ერთი მუჭა მასაც შეაყარა
-სულ ტასოს ბრალია,-ფქვილიანი სახით დაუწყეს კოცნა სახეზე გოგონას და სამივე გვარიანად დაისვარა.
-პიცისთვის აღარ დარჩა,-შეწუხებით თქვა ნენემ
-ჩავალ და ვიყიდი,-დაამშვიდა გიგამ
-არ გინდა,რაც დარჩა იმით გამოვა რაღაც,-შეაკავა ქალმა
-თუ დამფერთხავ გამოვა ალბათ,-სიცილი დააყოლა ნათქვამს
-მოდი,დაგფერთხავ,-საბერტყი მოიმარჯა უცებ
-ხელით,გეთაყვა,-დაარიგა გიგამ
-როგორ შეგეხოთ?-გაუკვირდა ნენეს,-თქვენო უფქვილესობავ,განა მაქვს უფლება საკუთარი ხელით შევეხო თქვენს სამოსს
-როგორ გეკადრებათ,ეს მხოლოდ სამოსია,მის შიგნით ვერ შეაღწევთ,სამწუხაროდ,-ირიბად გაუღიმა გიგამ
-სურვილი არ მაქვს!-გამოკვეთილად წარმოთქვა ნენემ
-მჯერა!
-ძალიან კარგი,შევუდგეთ კულინარიას?
-შევუდგეთ!

ტასო სულმოუთმენლად ელოდა,როდის გამოცხვებოდა პიცა,სულ დასტრიალებდა ღუმელს,სადაც მზადდებოდა.
-ცუდი არ უნდა იყოს,-მისავათებული მიწვა დივანზე ნენე და ხელები ცარიელ მუცელზე დაიწყო,შიმშილს უკვე ისიც გრძნობდა,-კარგი სუნი დადგა,-დააყოლა კმაყოფილმა და გახედა.
-მე კარგ კულინარობას ვერ დავიჩემებ,მაგრამ როცა ვაკეთებ კარგად გამომდის,-მოშორებით ჩამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო გიგაც,ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები ჭერს მიაპყრო,-იმდენად იშვიათად მიწევს კეთება,რომ ხან მიკვირს,კიდევ რომ შემიშლია რამე გავაკეთო
-თავს დიდად არ ვიწუხებ,არ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი
-რატომ მერე,ქალს გემრიელი ხელი უნდა ჰქონდეს,-წამოწია მოდუნებული კისერი და ალმაცერად შეხედა ნენეს
-ჩემს ხელს არავინ მოითხოვს შესაჭმელად,ასე რომ სულ არაა საჭირო,მქონდეს გემრიელი,-დაზძინა ქალმა და ხელი დაინიავა სახეზე
-მთავარია,საჭმელს როგორს გააკეთებ,სხვა დანარჩენი არავის აინტერესებს,ბებია მყავდა სასწაული,ჭამით ვერ გაძღებოდი,სულ გენდომებოდა მისი ნახელავი გეჭამა,-გახსენებაზე მადიანად გადაყლაპა ნერწყვები,-რა კარგი იყო სოფელში ჩასვლა,მარტო ამად ღირდა,ახლა კი სად წავიდე,ვისთან,ან რატომ?-ამოიოხრა,-ყველაფერი გაუბრალოვდა მისი დაღუპვის მერე
-ამხელა მადის მქონე დადიხარ უცოლო?-აღტაცებული დარჩა ნენე
-ნახევარი თბილისი უმადოა,თუ მიპოვი ქალს,რომელსაც ჭამა ეყვარება და გემრიელ კერძებს მომიმზადებს გამირიგე,-სიცილით თქვა გიგამ,-ოღონდ,ამას არ გამოაკლო მისი შინაგანი და გარეგანი სილამაზე,მხოლოდ დიასახლისი კიარა,ძალიან კარგი ქალი მინდა ცოლად,-გადაუშალა თავისი სურვილები
-შევეცდები თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილო,-სერიოზული სახით მიუგო ნენემ და პიცის სანახავად წამოდგა.
-დე,პიცა გამოცხა?-ჰკითხა ნერწყვების ყლაპვით და ლოდიით დაღლილმა ტასომ ქალს,რომელიც ამოწმებდა პიცას
-მგონი მზადაა,-გამორთო ღუმელი და ცხელ-ცხელი პიცა გადმოიღო ფოდნოსზე
-რა მადისაღმძვრელად გამოიყურება,ვიღაცას მაგონებს,-მათთან მივიდა გიგა და დაჭრის პროცესს დააკვირდა.ყველანაირად ეცადა,რომ რვა ნაჭრიანი,ცხრა ნაჭრიანად ექცია,ბოლოს ერთმანეთი რომ არ დაეჭამათ და სამივე კმაყოფილი დარჩენილიყო.
ნენემ მაგიდის გაშლა დაიწყო,გიგამ პიცა შუაგულში ჩადგა,ქალმა კი თეფშები შემოუწყო,ჭიქებიც მიაყოლა წვენისთვის.
-ესეც ასე,-კმაყოფილმა დახედა მწირ,მაგრამ გემრიელ სუფრას გიგამ და ტასო სკამზე დასვა,-მე დესერტს ამოვიტან,კარგი?-უჩურჩულა გოგონას და წავიდა,ისე რომ ნენესთვის არაფერი უთქვამს,ქალმა ვერც გაიგო,რა დროს გავიდა გიგა სახლიდან.
-სად წავიდა?-მაგიდას რომ მიუბრუნდა და გიგა ვერ დაინახა ტასოს ჰკითხა
-სახსი,-უპასუხა გოგონამ და პიცის ნაჭერი აიღო.ნენე გაოგნდა,დაბნეული ჩამოჯდა ტასოს გვერდით და ცარიელ თეფშს დააშტერდა.
-პიცა არ უნდოდა?
-ალ მიკვალს მე პიცაო,-აუხსნა ტასომ
-რატომ არ მითხრა რომ მიდიოდა?
-კიდევ გინდა ლო მოვიდეს?-ინტერესით მიაცქერდა დედამისს,-დაულეკე და მოვა
-ნომერი არ მაქვს,არაუშავს,შენ შეჭამე მე ახლავე მოვალ,-მაგიდიდან წამოდგა და საძინებელ ოთახში შევიდა.თითქოს ძალიან შიოდა,მაგრამ მადა დაეკარგა,უხასიათოდ მიწვა საწოლზე და თვალები დახუჭა
-დედა!-ტასოს დაძახილზე წამოყო თავი და წამოდგა,-ლატო გაიბუტე,-მიუცუცქდა ტასო ნენეს და თავი მის კალთაში ჩარგო
-დაასრულე ჭამა?-ჰკითხა ქალმა
-ალა,-უპასუხა გოგონამ და ხელი მოჰკიდა,-წამო,გიგა ძიამ დესელტი მოიტანა,-ნენე გაოგნდა,მერე გაბრაზდა,ძალიან მოუნდა ტასოს მიტყეპვა ,მაგრამ მერე გადაუარა,რადგან ნათქვამი ტყუილი აღმოჩნდა და ამით გამოწვეულმა სიხარულმა გადაფარა სიბრაზე.
ბამბის ნაყინი! 6



პ.ს იმედია მოგეწონებათ,აუცილელად გამოხატეთ თქვენი აზრი,ძალიან მაინტერესებს,მიყვარხართ. ჩემებოოო.



№1  offline მოდერი ლილიანა

თანდსრთული ფოტოები მომწონს ❤❤❤კარამელი ხარ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№3  offline წევრი Smiling girl

მმმ ეს თავი ძალიან ძალიან მომეწონა <3 იმედია არ დაიგვიანებ და ცოტა გაზარდე რაააა <#

 


Gmerto ra sayvarelia es bichi <33
Dzalian kaegia.
Mixaria cota rom datba urtiertoba.
Yvelaze magari bavshvia taso .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent