შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (25 თავი)


27-05-2016, 17:15
ავტორი murachashvili
ნანახია 3 838

ოცდამეხუთე თავი
- საუბარში ბევრჯერ მითქვამს და ამჯერად შენთანაც უნდა გავმეორდე, - თვალებში მიცქერდა ლევანი და ისე მესაუბრებოდა - ხშირად მოვლენები ჩვენს ჩანაფიქრს შორდებიან, გონებამ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს სწორად, გული კი, გული ერთი გაუკონტროლებელი, იმპულსური ვინმეა... - ოდნავ ირონიულად იღიმება ის - ფეთქავს, გრძნობს, ტკივა, იცლება სისხლად, ხელახლა ივსება და ორმაგად ძლიერად გავსებს გრძნობით.
თეორიულად ყოველთვის ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როგორ უნდა მემოქმედა, რომ სწორი, მართალი გზა გამევლო, აი პრაქტიკულად კი... იმ დღეებში ფაქტიურად ყველა პრინციპს ვუღალატე. არ ვცრუობდი - ვიცრუე, პირობას ვდებდი და ურცხვად ვტეხდი და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთ სახელს ვარქმევდი: სიყვარულს. განა შეიძლებოდა ამდენი უგუნორობის ჩადენა ამ ერთი გრძნობის გამო?! ეხლა გიმზერ შენ და ვხვდები, რომ ეს ამად ღირდა, უდაოდ ღირდა. არ ვიყავი არც არაკაცი, არც მატყუარა, მე ერთი უგონოდ შეყვარებული ბიჭი ვიყავი, რომელიც გონებით ვეღარ მოქმედებდა, მხოლოდ გულსა და მის ხმას უსმენდა.
ბევრი ფიქრისა და გააზრების დრო ყოველთვის არ გაქვს, რაღაცას გეგმავ, ელოდები, ემზადები, ამ დროს კი მოვლენები მისი დინებით ვითარდებიან. იმ დილას კობას დაურეკეს, მისი უმცროსი და ვერ იყო კარგად, თბილისში გადაეყანათ საავადმყოფოში აპენდიციტის შეტევით. კი უთხრეს, სერიოზული არაფერია, ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთესო, მაგრამ ჩვენთან რაღა მოასვენებდა?! სასწრაფოდ მომზადება დაიწყო თბილისში წასასვლელად. უნებურად შემეშინდა კაიშაურთან მარტო დარჩენის, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე, ჩვენც თბილისში გავყოლოდით, თუმცა ქეთის თვალთან ჩრდილის მსგავსად გაწოლილი სილურჯე რომ შევნიშნე, მყისვე გადავიფიქრე.
ჩემი რეაქცია არ გამოპარვია კობას, ეზოში ვიდექით ორივენი და ვსაუბრობდით:
- თუ ძმა ხარ, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, ხვალ-ზეგ დაქორწინებას გეგმავთ, რომც მოხდეს თქვენს შორის რამე რა დაშავდება?
- ჯაბას დავპირდი!...
- კარგი, რა... ორი წლის ბავშვი ხომ არაა ამხელა კაცი?! მიუხედავად იმისა გეტყვის თუ არა, გულის სიღრმეში თვითონაც კარგად იცის, რომ შეყვარებულებს შორის ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს... რადგან ერთად დასვენებაზე დაგეთანხმა, ესეიგი ამის ალბათობაც დაუშვა...
- შეიძლება, მაგრამ... - ისევ ვყოყმანობდი მე.
- ტყუილად ნუ ყოყმანობ, ან რაღას აჯანჯლებთ? ვერ ხედავთ როგორ იცვლება ყველაფერი?! დაელაპარაკე ქეთის და ბარემ დაიტოვე კიდევაც.
- ვნახოთ, ვნახოთ!... - სიცილით დავეთანხმე მე.
- ვნახოთ არ უნდა მაგას, როცა ჩამოვალ რძლის სტატუსით უნდა დამხვდეს! - თითი დამიქნია კობამ.
- როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო კობა! - შუბლთან ხელი მივიტანე, თითქოს თბილად დაემშვიდობა კოტეჯში მყოფ ქეთისაც და წავიდა. დავრჩით ასე მე და კაიშაური ერთმანეთის ამარა.

ვხედავდი მოვლენების ასეთი განვითარებით ჩემზე ნაკლებად არც ქეთი იყო დაბნეული, თავიდან ჩვენს შორის უხერხული სიჩუმეც კი ჩამოვარდა. ვუმზერდი როგორ მარიდებდა სახეს, თითქოს საკუთარი აზრების სრცხვენოდა. რა თქმა უნდა არ მიკითხავს რას ფიქრობდა, ფაქტი იყო, წარა-მარა წითლდებოდა, ზუსტად ვიცოდი მისი ფიქრები ჩვენ გვიტრიალებდა, თუმცა ამას არასოდეს აღიარებდა. ჩუმად ვიჯექი და მის ფუსფუსს ვუმზერდი. ოცნებებში ჩვენ უკვე ოჯახი ვიყავით, გარს პატარა გოგოჭურები გვეხვივნენ და ხმაურით იკლებდნენ გარემოს.
- მომისმინე ქეთი, არ გინდა გავისეირნოთ?! - მოულოდნელად ერთი მშვენიერი აზრი გამიჩნდა მე.
- სად?! - გაოცებულმა ხელების წმენდით გამომხედა სამზარეულოდან.
- აქვე ახლოს ულამაზესი ადგილია, თუ არ გეზარება...
- არა, რა მეზარება პირიქით... - სიხარულით დამეთანხმა, საკუთარ თავზე გავბრაზდი კიდევაც აქამდე, რომ ვერ მოვიფიქრე მისი იქ წაყვანა.
- ოღონდ ცხენებით, დამოუკიდებლად ჯდომას ხომ შეძლებ?! - ყოყმანით გავხედე ქალს.
- თუ ჩემი კავალრობა მოგბეზრდა, რა თქმა უნდა შევძლებ... - ოდნავ თვალები მოწკუტა და ეშმაკურად გამიღიმა მან.
- ასე ნუ მიცინიხარ, თორემ!... - გამაფრთხილებლად დავუქნიე ხელი, - ცხენით კი არა, ხელში აყვანილს წაგიყვან და ნახე მერე შენ...
- ჩემს ასეთ სიახლოვეს გაუძლებ?! - აშკარად დამცინოდა კაიშაური.
- არა მგონია უკეთეს დღეში იყო, კარგად მახსოვს შენი გაძლიერებული გულისცემაც ჩემთან ჩახუტებისას... -არ ჩამოვრჩი არც მე ქეთის და თვალი ჩავუკარი მეც.
- ექიმი შენ ხარ, ვერ შეგედავები, პულსის თვლა კარგად გამოგდის... - ირონიულად დამეჯღანა ის.
- ამიტომაც - მისი ირონია არ შევიმჩნიე - ისედაც სუსტად ხარ, ზედმეტი ემოციებისგან დაგიცავ, შენი ცხენით წამოხვალ, პატარა ქალბატონო!... - მის გაღიზიანებას არ ვწყვეტდი მე.
ასე ხუმრობ-ხუმრობით გამოვედით ეზოში, ცხენებზე შეჯდომაში ჯერ კაიშაურს დავეხმარე, შემდეგ თავად შევჯექი და გზას დავადექით.

წინ ნელ-ნელა მივიწევდით, ასე ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ტყიდან გამოვედით, წინ გადაშლილი დიდი მინდორი გავიარეთ და ისევ ტყეში შევედით. მართალია ვერ ვხედავდით, მაგრამ აშკარად გაარჩევდით წყლის ჩხრიალის ხმას. გაოცებულმა გადმომხედა ქეთიმ: - ეს რისი ხმაა?!
- მოთმინება თავადო, მოთმინება! - მრავალმნიშვნელოვნად გამოვუცხადე.
როგორც იქნა ტევრიდან გავედით, თითქოს არსაიდან წინ უზარმაზარი კლდე აისვეტა, საიდანაც წყლის დიდი ნაკადი მთელი სიდიადითა და სიჩქარით დაბლა მოექანებოდა და იქვე მოჩუჩუხე პატარა მდინარეში ვარდნის ადგილზე მორევს ქმნიდა, შხეფებად აფრქვევდა წვეთებს გარშემო, შემდეგ წყალი მშვიდდებოდა და ვითომც არაფერი წყნარად მიჩუხჩუხებდა დაბლობისკენ.
ამ ადგილს გულგრილად ვერასოდეს ვუმზერდი, თუმცა კაიშაურის რეაქციამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს, სუნთქვა შეკრული უმზერდა ქალი ამხელა სიმაღლიდან გადმოვარდნილ წყლის მასას.
- ცხოვრებაში პირველად ვინანე წერა რომ არ შემიძლია, ამ სილამაზის ასაღწერად სიტყვებიც კი არ მყოფნის!... - ემოციებს ვეღარ მალავდა ის.
ვინანე, აპარატი რომ არ მქონდა, მისი გაოცებული, ამ სილამაზისგან გაოგნებული სახის დასაფიქსირებლად. ისეთი სახე ჰქონდა, როგორც ჩვილს პირველად რომ გაახელს თვალს და სამყაროს აღქმას იწყებს.
კარგად თუ დააკვირდებოდი, დაინახავდი შუა კლდეზე, შიგნიდან ამოჭრილ ღრმულს, თითქოს გვირაბი იყო, რომელსაც ჩანჩქერისგან გაკეთებული წყლის ფარდა მალავდა.
- იქ შეძრომა შეიძლება?! - ინტერესით შემომხედა ქალმა.
- თუ არ გეშინია... - თუმცა მის თვალებში აკიაფებული ჭინკებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შიშის ადგილი ცნობისმოყვარეობას დაეკავებინა.
ცხენიდან ჩამოსვლაში დავეხმარე, იქვე გვერდზე მცირე ზომის ბილიკით კლდისკენ მივიწევდით, ბილიკი ნელ-ნელა მაღლა ადიოდა და გვირაბში შედიოდა, წყლისგან ალაგ-ალაგ დასველებულ ქვებზე ფეხი გვიცურავდა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ბეჭებით კლდეს ვეკვროდით, ის-ის იყო გვირაბამდე უნდა მივსულიყავით, რომ სველ ქვაზე ფეხიც დაუცურდა, ბედად იქვე ვიყავი და ხელის შეშველება მოვასწარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყინულივით ცივ წყალში ხტომის სიამოვნებასაც მიიღებდა.
შეშინებულს მისთვის ხელის გაშვება აღარც მიფიქრია, ასე პატარა ბავშვივით მკლავზე ჩამოკონწიალებული შევიყვანე გვირაბში. შიგნით შესულებს რამოდენი წუთი დაგვჭირდა სიბნელისთვის თვალის შესაჩვევად, ხელის ფანარი ავანთე და გარშემო მოვატარე. რამოდენიმე მეტრის გავსლი შემდეგ კი მცირე ზომის კელიაში აღმოვჩნდით.
ეს ადგილი ბავშვობაში, ასე თხუთმეტი - თექვსმეტი წლის ასაკში, კობასთან ერთად სანადიროდ წამოსულმა ვიპოვე. მას შემდეგ ჩემთვის ფარულ თავშესაფარს წარმოადგენდა. მისი არსებობა მეგობრისთვისაც კი არ გამიმხელია, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მოვდიოდი.
გაოცებული, ათვალიერებდა ქეთი იქვე დასაწოლად დაყრილ ტყავებსა და ბეწვებს, ასევე კედელზე მიმაგრებულ ძველებურ ნავთის ლამფას, შუაში ჯაჭვზე დამაგრებულ რკინის ჩაიდანს.
- აქ ვინმე ცხოვრობს?! - ხმაში შიში შეეპარა ქეთის.
- კი, დევი, უფრო სწორედ თოვლის კაცი!... - ვიხუმრე მე, მაგრამ როგორც კი მისი გაფითრებული სახე დავინახე, სიცილი ვეღარ შევიკავე, გულში თბილად ჩავიკარი ქალი - რა სულელი ხარ, ეს ნივთები მე მოვიტანე, პატარა ბუნაგი მოვიწყვე...
- ანუ აქ იმალებოდი ხოლმე?! რა რომანტიულია... - მეოცნებე ხმით აღმოხდა მას.
- რომანტიულის რა გითხრა, თავს ვირთობდი, როცა ერთი გოგო ძალიან მენატრებოდა, აქ მოვდიოდი და...
- გოგო?!... - აშკარად ეჭვიანობისგან ხმა გაებზარა.
- ჰო, გოგო... ერთი ძალიან ონავარი და ცელქი გოგონა! ... - სიცილი რომ არ ამტყდომოდა მისკენ აღარც გამიხედავს ნავთის ლამფა ავანთე, სუსტმა მბჟუტავმა სინათლემ სწრაფად გაანათა კელია, ხელის ფანარი გამოვრთე და კაიშაურს გავხედე, მონუსხული მისჩერებოდა ლამფის შუქით ოდნავ განათებულ კედელს, რომელზეც შავი ნახშირით შესრულებული ნახატი იწონებდა თავს.
კედელზე ასე ათ წლამდე კიკინებიანი, თვალებ ბრიალა გოგონა იყო გამოსახული, ბავშვს მოკლე ბრეტელებიანი კაბა ეცვა, ცალ მუხლზე ჩამუხლული შემობრუნებულ იდაყვს დასცქეროდა, ოდნავ გვერდულად მომღიმარს ლოყები სასაცილოდ ჩაჩხვლეტოდა, თვალებში ჭინკები უხტოდა, ისეთი შეგრძნება გიჩნდებოდა, თითქოს საცაა წამოხტება და გაიქცევაო.
- ეს, ეს... - ხმა უთრთოდა მღელვარებისგან, - როდის, როგორ?! - თვალები სიხარულის ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის მაინც ასეთივე ცელქი გოგო ხარ, ახტაჯანა, ხულიგანი, მოულოდნელად თავზე რომ დამეცი და მთელი ცხოვრება შემიცვალე!... - გულში ძლიერად ვიკრავდი ქალს.
ვგრძნობდი როგორ ცახცახებდა, თრთოდა მღელვარებისგან.
- იმ დღიდან მოყოლებული გელოდი, უბრალოდ გელოდი, ალბათ მოვკვდებოდი რომ არ შეგყვარებოდი. ბედნიერი ვიყავი, როცა როგორც იქნა შემამჩნიე, დამინახე და შენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება მომეცი. - ხელით ავაწევინე ნიკაპი, ცრემლებით სავსე თვალებში ჩავხედე - მართალია ეს სიტყვები შენ დაბადების დღეზე უნდა მეთქვა, მაგრამ ეხლა გულიც გამისკდება, რომ არ გითხრა, ცოლად გამომყვები?!
ვიგრძენი გულისცემა როგორ გაუხშირდა, თითქოს რამოდენიმე დარტყმაც გამოტოვა, იღიმებოდა, თუმცა ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
- მიყვარხარ, შენ არც კი იცი როგორ... - თითქმის ჩურჩულით მითხრა მან. სუსტი ხელებით კისერზე მომეხვია, ჩვეულებისამებრ ფეხისწვერებზე აიწია და ყვრიმალზე მაკოცა, მე?! მე ცეცხლი მეკიდა, ძლიერად ჩავიხუტე ქალი, მის ვნებიანსა და მხურვალე ტუჩებს ფრთხილად შევეხე, ოდნავ გვერდულად გავხედე სიამოვნებისგან აცახცახებულ კაიშაურს, რომელიც მთელი სხეულით კიდევ უფრო ძლიერად მეკვროდა მკერდზე, შეჩერება აღარც კი მიფიქრია, ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ვკოცნიდი დახუჭულ თვალებზე, ლოყებზე, ტუჩებზე. ფრთხილად შევუხსენი პერანგის ღილები, საცვლების ამარა იდგა ჩემს წინ ქეთი, მხრებზე ჩამოშლოდა ტალღოვანი წაბლისფერი თმა, კედელზე გამოსახული ათი წლის გოგონასავით უხტოდა თვალებში ჭანჭიკები და ღიმილით მიმზერდა.
- დარწმუნებული ხარ?! - ვნებისგან დაბოხებული ხმით კიდევ ერთხელ ჩავეკითხე.
თანხმობის ნიშნად ისე მაცდურად გამიღიმა, რომ აღარც კი დავფიქრებულვარ, რამოდენიმე წამში გავთავისუფლდი ტანისამოსისგან და საყვარელ ქალთა ჩეხუტებული ჩემივე ხელით გაკეთებულ ნადირის ტყავისგან გაკეთებულ ლოგინზე გავგორდი.
ამ შეგრძნებას ვერ აღვწერ, ვეფერებოდი, სხეულის თითოეულ ნაწილს ვუკოცნიდი, მის ვნებისგან აცახცახებულ ხელებს ვგრძნობდი სახეზე, გახშირებულ სუნთქვას ამოყოლილ კვნესას, მაგრამ მე მაინც არ მყოფნიდა. თითქოს შლეგი ვიყავი, რომელსაც დასამშვიდებლად მხოლოდ მისი სიყვარული სწყუროდა. მინდოდა სიამოვნების ეს წუთები არ დასრულებულიყო და საუკუნოდ გაგრძელებულიყო.
ვიგრძენი მასთან შერწმისას როგორ დაიძაბა კაიშაური, თვალიდან ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა, თუმცა ალერსი არ შეგვიწყვეტია, მთელი სხეული დაეჭიმა, ტკივილის დასაფარად ბეჭებზე ძლიერად მომეჭიდა, ფრჩხილებით მკაწრავდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, ათმაგად გაშმაგებული ისევ და ისევ ვკოცნიდი, შემდეგ კი იყო ტკივილი, ორი ერთმანეთზე, ერთ ხორცად ქცეული სხეულის წამიერი მოდუნება, სიშმაგის დასასრული და სუჩუმეში კაიშაურის ვერ შეკავებული ტირილი.
- გემუდარები, არ გინდა... გემუდარები, ნუ ტირი!... - მკერდზე ვიხუტებდი საყვარელ არსებას, რომელიც აცახცახებული ისევ მთელი სხეულით მეკვროდა. გაშლილ თმებზე ვეალერსებოდი და ვინ იცის მერამდენედ ვუმეორებდი ნახევრად ბურანში წასულს, რომ მიყვარდა და მხოლოდ მისით ვვარსებობოდი. ღაწვები ასწითლებოდა მძინარე კაიშაურს, მე კი ემოციებისგან დაღლილი მისი შიშველი სხეულის ცქერით ვტკბებოდი, ბავშვურად გაბუსხულ ტუჩებზე დავცქეროდი და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვკოცნიდი მხრებზე.



№1 სტუმარი ananiko

ara ra es xo vicodu ase ro moxdeboda <3 magram amdeni sitbos amdeni grdznobis amdeni emociiis mere ra jandabaam daashora es xalxi ertmanets amis interesi mklavs da gavgijdebi male :)))))))) vegarc vitmen

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ასეთი სითბოთი და სიყვარულით კაცს გადმოეცეს საყვარელი ქალის შესახებ ძალიან იშვიათია... მე რატომღაც მგონია მამუკამ თავი მოიკლა და ამიტომ დაშორდნენ ქეთი და ლევანი... მოკლედ ძალიან მაგარი ისტორიაა.. იმედია ბოლოს მაინც ერთად იქნებიან ესენი...

 


№3 სტუმარი Teo..

Martla raxac iseti gaaketa mamukam rom eseni dashordnen.aseti siyvaruls dasreba ver warmomidgenia.imeds vitoveb rom isev ertad iqnebian.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

იმხელა ემოციას ვირებ ამ ისტორიისგან ვმუნჯდები და რომ მახსენდება ამ ამბავს კაცი ყველა საერთოდ გული მეკუმშება ... სულ მინდა ვიკითხო და მერე ბრაზი მიჩნდება რომ ვიხსენებ ერთად არ არიან .ალბათ მამუკამ ჩაიდინა მორიგი სისუსტის და დაუფიქრებლობის გამოვლინება რამე სისულელე თან ძალიან დიდი და მტკივნეული თორემ ასე მარტივად არ დაშორდებოდა ქეთის . მალე მინდა ახალი თავი ველოდები ....გელი გელი მოგელი wink

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

momconss momconss dzaliann.... moutmenlad velodebi xolmee am istorias isee momconsss male dadee axali tavii mainteresebs dzaliann.... magari xar avtorr ..

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ananiko
ara ra es xo vicodu ase ro moxdeboda <3 magram amdeni sitbos amdeni grdznobis amdeni emociiis mere ra jandabaam daashora es xalxi ertmanets amis interesi mklavs da gavgijdebi male :)))))))) vegarc vitmen


ნარჩიტა
momconss momconss dzaliann.... moutmenlad velodebi xolmee am istorias isee momconsss male dadee axali tavii mainteresebs dzaliann.... magari xar avtorr ..

მოგესალმებით, ყველას... იმდენად მათბობს და მახარებს თქვენი კომეარები, რომ სიტყვით ამ ემოციის გამოხატვა მიჭირს love რა გითხრათ? ყველა შესაძლო დაშორების მიზეზი აქვე გაქვთ ჩამოთვლილი, ცოტა არ იყოს მეშინია კიდევაც ისტორია ზედმეტად იოლად ამოსაცნობი არ გახდეს... wink მიყვარხართ და ძალიან მიხარია, მიუხედავად ჩემი არასტაბილურობისა, მაინც რომ მიძლებთ და მიტანთ.

ნარჩიტა
momconss momconss dzaliann.... moutmenlad velodebi xolmee am istorias isee momconsss male dadee axali tavii mainteresebs dzaliann.... magari xar avtorr ..

მალე დადების რა გითხრა, მაქსიმალურად ვცდილობ, თუმცა მაინც დღე გამოშვებით ვდებ... ამ შაბათ კჯვირას ვეცდები ცოტა მოზრდილი თავი მაინც იყოს, ცოტა არ იყოს ზედმეტად გაიჭიმა და მინდა ორ თავში დავასრულო და იმედია გამომივა... თან არც ის მინდა რომ ზედმეტად იფუჩეჩებული და ნაჩქარევიუ დასასრული იყოს, მოკლედ ვნახოთ რა გამოვა საბოლოოდ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent