შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი წავა და ბედნიერება მოვა (თავი 7)


27-05-2016, 22:22
ავტორი lanukk
ნანახია 2 192

ანიმ ტელეფონი გათიშა თუ არა დაჭრეს, საშინლად აეწვა მკლავი.
-ფუ ამის დედაც*
სწრაფადვე ესროლა რამოდენიმეჯერ და გათიშა თუმცა არ მოუკლავს, ეგრევე გადარეკა:
-გავთიშე, ვინმემ მოდით და აიყვანეთ მე დაჭრილი ვარ.
-გასაგებია. ჩვენ დაგველოდეთ მოგაკითხავთ.
-არარის საჭირო. ჩემით წავალ
-ხო მაგრამ
-არავითარი მაგრამ
-როგორც ინებებთ.
-კარგი.
სწრაფად მოაჯდა მოტოციკლეტს, თუმცა მკლავი ისე ტკიოდა ძლივს ატარებდა. იმისდა მიუხედავად რომ დანით იყო დაჭრილი ,ჭრილობა მაინც ღრმად იყო შესული. ცოტა ხანში გაჩერდა და ალექსადნრეს სახლთან ისე მივიდა ვერც კი მიხვდა. იცოდა რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მეტს ვეღარ გაძლებდა ამიტომ დააზარა. ალექსანდრემ სასწრაფოდ გააღო და ხელში ანი რომ შერჩა გაუკვირდა კიდეც. მკლავზე არ დაკვირვებია:
-რამ შეგაწუხა?
-მარტო ხარ?
-კი რაიყო? ჩემთან მარტო გინდა ყოფნა?
-კლდიაშვილო ძალა არ მაქვს თორემ ერთს კარგად გითავაზებდი.
უთხრა და ძლივს- ძლივობით მივიდა ტახტთან.
-ჭრილობის გაკერვა იცი?
-შენ რად გინდა?
-მითხარი იცი.
-რათქმაუნდა.
-საჭირო ნივთები გაქვს?
-კი. გამაგებინე რა ხდება.
-მოიტანე.
ალექსანდრემ მხოლოდ ეხლა შეხედა ანის მკლავს
-ღმერთო ჩემო დაჭრილი ხარ.
-კაი ხოარ ღადაობ?
მსახიობურად თქვა და დაიხედა მკლავზე.
-ვაიმე მართლა ვყოფილვარ, კიდევკარგი მითხარი.
-ახლა მაინც როგორ შეგიძლია იღადავო, არ გტკივა მაინც?
-რომ მტკივა, რომ ვერ გავუძელი ტკივილს და სახლამდე ვერ მივაღწიე, ამიტომ მოვედი შენთან.
-არაფერი გეშველება.
სასწრაფოდ მოიტანა ყველაფერი, ჯერ კიდევ გაოგნებული იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ მათ შორის რაღაც კავშირი იყო, რასაც ჯერ ვერ აღიარებდა. თუმცა როგორ დამოუტყდებოდა მის თავს ის ხომ ალექსანდრე კლდიაშვილი იყო. მალევე მოამზადა ყველაფერი. ანიმ უთქმელად გაიხადა მოსაცმელი. ეხლა ალექსანდრე უკვე ნათლად ხედავდა ჭრილობას და მით უფრო ვარდებოდა გაურკვევლობაში. გაკერვა დაიწყო, ანი ტკივილს ითმენდა, ენას კბილებს აჭერდა, თუმცა როდესაც გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო წამოიკივლა:
-ააააა. ცოტა ნაზად არ შეიძლება?
-შეხედე რა დაუკითხავად მოხვედი აქ ჩამომიჯექი, გეხმარები და კიდევ მეწუწუნები.
-მტკივა და რა ვქნა.
-არ უნდა დაჭრილიყავი და არ გეტკინებოდა.
-ოჰ გენიოსი. შენნაირები დადიან კიდევ?
-არა. ერთადერთი ვარ.
-კიდევ კარგი. თორემ შენნაირს კიდევ რა გაუძლებდა.
ალექსანდრემ უხეშად მოქაჩა და ისევ წამოიკივლა:
-ნუ იქცევი ცხოველივით.
-აბა ნუ მიშლი ნერვებს.
-მეტი მეკუთვნის შენთან რომ მოვედი.
-მერე წასულიყავი საავადმყოფოში.
-არა.
-რა?
-არამეთქი. საავადმყოფოში არ და ვერ წავიდოდი. და იმედია ჩემზე არავის ეტყვი.
-რატომ მალავ?
-შეგიძლია უბრალოდ არ მაწვალო და ეს საიდუმლოდ შეინახო?
-კი მაგრამ არ მინდა.
-აბა კიდევ უნდა დამაშანტაჟო.
-მოვიფიქრებ.
-კარგი რა სულ ესეთი საზიზღარი როგორ ხარ?
-და შენ ესეთი მწარე რატო??
-ესეთი დავიბადე და იმიტო. და კითხვას ნუ მიბრუნებ.
-მეც ესეთი დავიბადე.
-ჩემ სიტყვებს ნუ იმეორებ და ჯერერთი ბავშვი საზიზღარი არ იბადება.
-გამომეკიდე ეხლა ყველა სიტყვაზე.
-უბრალოდ დაასულე გაკერვა და წავედი.
-სად მიდიხარ?
-სახლში სად უნდა წავიდე.
-არ გაგიშვებ
-და ვინმე გეკითხება.
-არ გაძლევ უფლებას.
ამ დროს კი ტელეფონი აწრიპინდა, ანიმ სწრაფად აიღო:
-გისმენ.
-სად ხარ გოგო. მთელი დღეა გეძებ. სკოლის მერე ვერ დაგიკავშირდი.
-ბოდიში ლიზი საქმეზე ვიყავი.
-ისევ იმაზე?
-ნუ როგორ გითხრა.
-მითხარი რომ კარგად ხარ და არაფერი გჭირს.
-კარგად ვარ.
-იტყუები.
-არაფერიც.
-შეგიძლია ყველა მოატყუო მაგრამ მე ვერა.
-ლიზი
-სად ხარ?
-ლიზი
-სად ხარმეთქი. არ გამაბრაზო ხოიცი მაინც გავიგებ.
-ალექსანდრესთან ვარ.
-კლდიაშვილთან?
-აბა მეტი იცი?
-გამოვალ ეხლავე.
-არ გინდ...
უნდა ეთქვა როცა ლიზამ გათიშა.
-ხოარ გაცდის რა ლაპარაკს.
ხუთი წუთი არიყო გასული ლიზამ კარი შემოაღო:
-ვაიმე როგორ ხარ?
-აუ ლიზა არ ინერვიულო მეთქი ხო გითხარი. კარგად ვარ უკვე და ასე სწრაფად როგორ მოხვედი.
-მარტო შენ კიარ გაქვს მოტოციკლეტი.
-აი ალექსანდრემაც დაამთავრა უკვე გაკერვა და მოვდივარ.
-სად მიდიხარ?
-ლიზა სახლში მიმიყვანს.
-ვინ გიშვებს?
-აუ ალექსანდრე გეყო რა. არ ვარ შენ ხასიათზე.
-არც მე
-ებიჯო დამანებე ერთი დღე თავი.
-არათქო. აგერ გვერდით ოთახში დაიძინებ ხვალ მიგიყვან სახლში თუ გინდა. ეხლა შენთვის გადაადგილება მითუმეტეს ტრანსპორტით საშიშია.
-აუ ლიზა უთხარი რა რამე, დამანებოს თავი.
-ალექსანდრე სრული სერიოზულობით გეუბნები. ვერ დაიტოვებ შენთან დამიჯერე მისთვის ასე უკეთესია, დამიჯერე.
-არა ის დღეს აქ რჩება.
-ნუ რა ჯიუტია ეს რა. რა გინდა ადამიანო დამანებე თავი.
-არათქო.
ანი ახლოს მივიდა ალექსანდრესთან ხელი აწია და თავზე დაადო ხელი. აქეთ-იქეთ გადაქონდა ხელი.
-რას აკეთებ? ნორმალური ხარ?
-მაცადე ერთი წუთი. ვეძებ
-რას?
-რქებს რომ მოგატეხო აბა რას მეტი.
ამაზე კი ლიზაც და ანიც ახარხარდნენ. ალექსანდრეს ეღიმებოდა თუმცა მკაცრად ქონდა გადაწყვეტილი რომ ანი მასთან დარჩებოდა.ბოლოს იმდენი ქნა რომ მაინც დატოვა ანი, ლიზა ცოტა ხანი დარჩა მალე წავიდა.
-აბა გშია?
-დამანებე თავი, რამეს ისეთს მაჭმევ ხვალ ჩემ გვამს გაიტანენ აქედან.
-სანამ მართლა ეგეთი გაჭამე მითხარი რა გინდა.
-არ მინდა არაფერი ჩემით მოვიმზადებ.
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?
-არა, როგორ გეკადრებათ . - შეიცხადა ანიმ.
ბოლოს ანიმ მისი გაიტანა და გემრიელი ვახშამი მოამზადა, ალბათ გიკვირთ ცალი ხელით რანაირად აკეთებდა, თუმცა იქვე არყავდა ალექსანდრე?. ანი განკარგულებებს აძლევდა ხოლო ალექსანდრე კი აკეთებდა. ბოლოს ორივე დაღლილი მიუჯდა მაგიდას, და ჭამა დაიწყეს. ორივეს მოეწონა თუმცა რომელი იტყოდა კარგიაო, ორივე ერთმანეთზე ჯიუტი იყო. როგორც კი დაამთავრეს ანის ოთახში შევიდა. გვიანი იყო, რამოდენიმე გეგმა დასახა თუ როგორ გაქცეულიყო, თუმცა ეს შეუძლებელი იყო ყველა გზას ალექსანდრე უკეტავდა. ბოლოს დაიღალა დაწვა და დაიძინა. ალექსანდრემ ღამით შემოუხედა, დახედა როგორ ეძინა:
-მართლაც ანგელოზი ხარ როდესაც გძინავს, ჩემი ანგელოზი. - ჩუმათ დაიჩურჩულა.
ანის ლოყაზე აკოცა და დაწვა. თუმცა ორ საათში ყვირილმა გააღვიძა. სასწრაფოდ შევიდა ანისთან, ის კი ყვიროდა ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა,ეტყობოდა რომ ცუდი სიზმარი ესიზმრებოდა. ალექსანდრემ ასეთი როდესაც ნახა მაშინ გაახსენდა ლიზას სიტყვები, რომ მასთან არ უნდა დარჩენილიყო. სასწრაფოდ მივარდა ანისთმ ხელები მოხვია და დააწყნარა:
-ჩუ პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება.
-ის დაბრუნდა.
-ჩშ ჩშ.
-ის მოვა, ისევ მატკენს.
-ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს გპირდები პატარავ.
-მპირდები?
-გპირდები.
ანის სასწრაფოდ გადააფარა საბანი და იქვე მიუწვა, მიხვდა რომ მას ეხლა ის ჭირდებოდა, მიეხუტა და თმებზე მოეფერა. ანის მალე ჩაეძინა ხოლოს ალექსანდრეს კი თვალიც არ დაუხუჭავს. ფიქრები თავს არ ანებებდნენ, საშინლად აინტერესებდა ანის შესახებ ყველაფერი, თუმცა უცნობი იყო მისი წარსული. მთელი ღამე მის სხეულს და სახეს აკვირდებოდა. ყველა ნაკვთს სწავლობდა, და თანდათან უყვარდებოდა ის. ამ უცნაური გრძნობას ის ვერაფრით ხსნიდა უბრალოდ ეხუტებოდა და მისი სურნელით ტკბებოდა. გამთენიისას ჩაეძინა. ანის დილით გაეღვიძა, საოცარი სითბო იგრძნო, ხოლო როცა ალექსანდრე დაინახა ჯერ გაუკვირდა ყვირილს აპირებდა თუმცა კარგ დროს გაახსენდა ყველაფერი და თავი მოთოკა. ანი გრძნობდა ალექსანდრეს სითბოს მისდამი და ეს საშინლად მოსწონდა კიარ მოსწონდა უკვე უყვარდა. და როგორ შეძლეს ამ მოკლე დროში ამ ორმა ადამიანმა შეყვარება? ეს ალბათ ბედი იყო, რომელთა დახმარებითაც ორივე ბედნიერი იყო, თუმცა არცერთი იმჩნევდა რომ ერთმანეთი მოსწონდათ. ანიმ რაც შეიძლებოდა ნელა გადაწია საბანი, გადმოვიდა ლოგინიდან, ალექსანდრეს გადააფარა და ლოყაზე აკოცა.
-გმადლობ, გმადლობ ყველაფრისთვის.
მისი ნივთები სასწრაფოდ აიღო, მოტოციკლეთს მოაჯდა და სახლისკენ წავიდა. მალე ალექსანდრესაც გაეღვიძა გაეღვიძა რა გააღვიძეს, ორივე ერთად დაახტა თავს.
-აუ სულ გამო*ვდით.
-რაიყო ისეთი სახე დაკერე ვითო პირველა ვაკეთებდეთ. - მუდამ მხიარულმა თქვა ნიკამ..
-მოიცა ანი სადაა. - ეხლაღა მიხვდა რომ მისგვერდით ანი აღარ იყო.
-რა ანი მოგინდა ახლა?
-მოიცა რომ შემოხვედით სახლში არავინ არიყო?
-რა უცნაურად ლაპარაკობ რა უნდოდა აქ ვინმეს ნუ თუ ვინმე ნაშა არ გყავდა.
-გუშინ ანი დაჭრილი დამადგა, გავუკერე და ძალით დავტოვე.
-რა ქენი?
-მოიცა მოიცა , რას ნიშნავს დაჭრილი დაგადგა.
-მკლავზე იყო დაჭრილი, ხომ გითხარით გუშინ იარაღი ქონდათქო ეტყობა სადღაც იყო იქ დაჭრეს, ჩემთან მოვიდა იმიტო რო მეტს ვეღარ ატარებდა და ყველაზე ახლოს ვიყავი. გავუკერე მერე მისი დაქალი მოვიდა წასაყვანად, და არ გავუშვი მეთქი ძაან საშიშია გადაადგილებათქო და ძალით დავტოვე.
-მერე? -ლუკაც და ნიკაც გაკვირვებულები იყურებოდნენ.
-მერე ღამე ყვირილმა გამაღვიძა, ანის ესიზმრა ცუდი რამე დავაწყნარე და მის გვერდით დავწექი. დღეს კი ვდგები და არარი.
-ღადაობ ხო?
-შენი აზრით ღადაობის ხასიათზე ვარ?
-მერე დაურეკე მე რას მიბღვერ.
ტელეფონი აიღო და დარეკა:
-გისმენ.
-რა მისმენ გოგო სად ხარ?
-სპიკერზე ჩართე. - უჩურჩულა ალექსანდრე. მანაც ჩართო.
-სად ვარ და შენს სამზარეულოში საუზმეს გიმზადებ. სად უნდა ვიყო სახლში.
-ეგოგო სულ რანაირად მეღადავები, სად გაქრი ან როდის მოასწარი და როგორ მოახერხე.
-ვაიმე ისე ტკილად გეძინა ვეღარ გაგაღვიძე. - ცინიზმით თქვა ანიმ.
-ცინიზმი მოიშორე.
-შენ კიდევ ტონს დაუწიე.
-გოგოო!
-აუ ალექსანდრე დილიდანვე გეხალისება ყვირილი? დაწექი, დაიძინე, გამოიძინე, ადექი, ჭამე, ჩაიცვი, წადი, ვინმეს შეხვდი, დაქორწინდი, მამა გახდი, მერე ბაბუა და რომ დაწყნარდები მერე დამირეკე.
-ვაიმე მოგკლავ ახვლედიანო.
-წარმატებები. აბა შენ იცი.
ამ დროს კი ნიკა და ლუკა ძლივს იკავებდნენ სიცილს, უკვე ცრემლები სდიოდათ.
-აუ ეს გოგო გამაცანი რა. ასე მხოლოდ მას შეუძლია შენი გაჩუმება, მასწავლოს მაინც. - დაიწყო ლუკამ სიცილი და ნიკაც აჰყვა.
-ახლა ორივე ჩაგფშნით.
ბევრი იცინეს ამ დროს კი ანი სახლში მწოლიარე დებს დაახტა ზედ:
-აუ ნუ ჩაგვიმტრიე ნეკნები გოგო.
-აუ ისე ამბობთ გეგონება ტანკი ვიყო.
-კარგად გაერთე ლიზისთან ერთად?
არ დაიბნა ანი მიხვდა ლიზამ როგორ მოყვა ამბავი და ეგრევე გაცა პასუხი:
-კი კარგი იყო. აუ ბავშვებო დღეს სკოლისცეკვებზე მივდივარ და შეგიძლიათ კაბა ამარჩევინოთ?
-შენ და ცეკვები? თან სკოლის?
-აუ ნუ დამცინით. მეხმარებით თუ არა.
-კი მაგრამ იმით თუ ვიმსჯელებთ შენ როგორც იცმევ ჯობია მაღაზიაში წავიდეთ, თორემ დარწმუნებული ვარ ერთი კაბაც კი არ გაქვს გარდერობში.
-კარგი კარგი.


...........................

ესეც შემდეგი თავი. ძალიან დიდი ხანია მინდა რომ დავწერო თუმცა ვერაფრით ვერ დავამთვრე და როგორც იქნა დავდე. იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ კომენტარები დამიწერეთ მოგეწონებათ თუ არა <3 <3 მიყვარხართ



№1  offline წევრი natia-natia

Dzaan maimteresebs vinaa es Gio DA rasheemtxva amgogos....sainteresoa dzaan

 


№2  offline წევრი ალექსისი

მიყვარს ასეთი ისტორიები ცოტა ინტრიგა ცოტა დაძაბულობა მაგარია მალე დადე შემდეგი:-) :-) ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent