ბამბის ნაყინი! 7
-რატომ მომატყუე?-როცა სამზარეულოში გავიდნენ ჰკითხა ნენემ -რა მოგატყუა?-ჩაერია გიგა -ის,რომ შენ სახლში წახვედი,-უპასუხა ნენემ და ტასოს მიუბრუნდა,-კიდევ თუ მომატყუებ,ძალიან გეჩხუბები,-თითი დაუქნია სახესთან -მერე ამაზე გაბრაზდი,წესით უნდა გაგხარდებოდა,-ქალი წამოწითლა,დაბნეულმა გაიარა გიგას გვერძე და მაგიდასთან ჩამოჯდა -პიცა გაცივდება,მოდით,ვჭამოთ,-თქვა და ერთი ნაჭერი თეფშზე გადმოიღო.გიგა და ტასოც დასხდნენ და სამივე შეექცა. -საოცრად გემრიელია,-თვალების ლულვით და ნასიამოვნები სახით თქვა გიგამ -მართლაც,-დაეთანხმა ნენე და კმაყოფილმა გააგრძელა მეორე ნაჭრის მირთმევა. -მგონი,მხოლოდ ქალი კიარ უნდა ტრიალებდეს სახლში,იმისთვის რომ გემრიელი კერძი გამოვიდეს,არამედ მთელი ოჯახი,სასაცილოა არა,ეს მართლაც სრულყოფილებაა. -მართლაც სასაცილოა,როცა ერთ ადამიანს შეუძლია კარგად გააკეთოს სხვა რაღა საჭიროა -საჭიროა,რადგან კერძში მეტი სიყვარული იქნება ჩადებული და მცირე ლუკმაც კი დაანაყრებს -შენს ცოლს დაეხმარები? -რა თქმა უნდა,თუ მას არ ექნება პრეტენზია,თუ უნდა სულ ნუ გააკეთებს,ყველაფერი მე მომანდოს,მინდა რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს და არ ვაპირებ მის დაღლას საჭმლის კეთებასა ან დალაგებაში,თუმცა სულ არ მოვადუნებ,-გაეცინა,-იმის თქმა მინდა რომ,როცა ის იქნება ძალიან დაღლილი,მე შევეცდები ვიზრუნო მასზე,დავავიწყო მძიმე დღე და დავასვენო,მგონი ამისთვის დამჭირდება ქალი,რომელიც ძალიან მეყვარება,სხვა არაფერი. -დიდი უცნაური ვინმე ხარ,-სიცილით თქვა ნენემ,-რა სურვილები გქონია,აუცილებლად უნდა დაწერო განცხადება და დამერწმუნე დაგესევიან გოგოები -რატო,თაფლი ვარ?-სერიოზულად უნდოდა ეკიტხა,მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში -თაფლი ხარ,აბა რა ხარ,-მიუგო ქალმა,-ისეთი მზრუნველობა გამოავლინე მეც კი პირღია დამტოვე -შენი ქმარი არ იყო მზრუნველი?-ჰკითხა და ინტერესით მიაცქერდა მის ტუჩებს -ჩემი ქმარი?-კითხვა გაიმეორა დაბნეულმა ნენემ -კი,შენი ქმარი,-უპასუხა გიგამ და ქალის შემყურემ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. -კი,-ყოყმანით მიუგო ნენემ -რა დაურწმუნებლად ამბობ,რამდენი წელი იყავით ერთად? -3წელი,დარწმუნებული ვარ,მაგრამ იცი როგორი ადამიანი იყო,ჩაკეტილი,საკუთარ გრძნობებზე არასოდეს ულაპარაკია,ქმედებით ცდილობდა ეგრძნობინებინა რომ ძალიან ვუყვარდი,თუმცა ხშირად ქმედებაზე მეტი საყვარელი ადამიანის საუბარია,გამოგიტყდები და ნამდვილად მაკლდა მასთან განმარტოებით საუბარი,ყოველთვის სადღაც იყო -დღემდე გიყვარს?-საბოლოოდ ჰკითხა ის,რაც ძალიან აინტერესებდა და ფიქრებს უღრღნიდა -კი,მიყვარს და მგონი რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდება -ვაი და მოხდა შემთხვევა -რა შემთხვევა?-ტასო ჩუმად წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. -იპოვე ადამიანი,რომელმაც შენი ქმარი დაგავიწყა -ასე არ მოხდება,-კატეგორიული ხმით თქვა ნენემ,-მერე რა რომ ცოცხალი აღარაა,ჩვენთან არაა უბრალოდ,სხვაგან გადაცხოვრდა,სადაც ადრე თუ გვიან მეც წავალ,როგორ შევძლო მისი გადაყვარება,მაშინ არც მყვარებია -იქნებ,არც გყვარებია,-ხელი მისკენ გააჩოჩა გიგამ,ფრთხილად,აუჩქარებლად დაადო მტევანზე და გაუღიმა.ნენე შეკრთა,მთელ სახეზე ალმური მოედო,ცივად გასწია ხელი და წამოდგა,-ბოდიში,-მიუგო გიგამ მორიდებით და თვითონაც წამოდგა,განერვიულებულ ქალს მიუახლოვდა და ხელი მხარზე შეახო -ნუ მეხები,-სიბრაზით წარმოთქვა ნენემ და ისევ მოიცილა მისი ხელი,რომელიც მთელ კანს უწვავდა. -არ გყვარებია,-დაასკვნა გიგამ და გვერდით დაუდგა,-რატომ კანკალებ?-ჰკითხა მან -ძალიან გთხოვ,შენი აზრები შენვის შეინახე,-ცივად მიუგო ნენემ -ბოდიში,წავალ მე,-უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით,-ძალიან დიდი ხანი გავიდა,გადავამეტე შენთან ყოფნის დროს -ჩემთან ყოფნის დრო განსაზღვრე? -დიახ,მხოლოდ 5წუთი,მაგრამ მთელ დღედ გადაიქცა -არავინ გეხვეწებოდა! -ტასო ბევრს ნიშნავს ჩემთვის -ის შენთვის არავინაა! -დიახ,ვიცი,მაგრამ ძალიან შემიყვარდა,მიკრძალავ?-გაკვირვებულმა ჰკითხა და ზურგი აქცია,უკვე კართან იდგა. -იშვიათად შეგიძლია ნახო,მაშინ,როცა მე მასთან არ ვიქნები,-მომთხოვნი ხმა ჰქონდა ნენეს -მეგონა ყველაფერი შეიცვალა,-დანანებით თქვა გიგამ და კარი გააღო -მეც,-ბრაზით მიუგო ნენემ -რამე ცუდად გავაკეთე?-შეყოვნდა ზღურბლზე -კარგად!-მშვიდად დაემშვიდობა ნენე -ნახვამდის,-თბილად მიუგო გიგამ და ზღურბლს გასცდა.ქალმა კარი მიხურა და ოთახში შევიდა.ტასოს თამაშით გართულს,მის საწოლზე ჩასძინებოდა.ფეხაკრეფით მიუახლოვდა,გოგონა ხელში აიყვანა და მის საწოლში ჩააწვინა. *** რატომღაც მანქანით წასვლა გადაიფიქრა,ნენეს კორპუსთან დატოვა და ფეხით დაუყვა დაღმართს,რომელიც ქვაფენილით იყო მოპირკეთებული.ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისე მიდიოდა,თითქოს სადარდებელი არაფერი ჰქონდა,თუმცა როგორ არა,ნახევარ-ძმის პოვნაში მთელი ქვეყანა შემოიარა,მაგრამ მაინც ვერ მიაგნო.გონებას იმაზე ფიქრი,თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ძმა,აღარ შესწევდა. -გიგა!-დაუძახა,მოშორებით,ტროტუარზე მდგარმა მამაკაცმა და გზა გადაკვეთა -შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა გაკვირვებულმა და გადაეხვია -საკუთარ შვილს ქუჩაში თუ ვნახავ,თორემ ისე სახლში არ მოდიხარ,-უკმაყოფილო ხმით მიუგო მამაკაცმა გიგას -მიზეზი მითხარი რომ მოვიდე და მოვალ -მშობელთან მისვლას მიზეზი უნდა?-გაოცდა მამამისი -დიახ,როცა დედა ცალკეა გათხოვილი მამა კი-დაქორწინებული,მე უკვე თქვენს გუნდს აღარ ვეკუთვნი,სხვა კერა მაქვს. -ცოლი მოიყვანე? -არა,ჯერ მაგისთვის არ მცხელა,შენსავით არ მინდა მოვიქცე,მოვიყვანო და ჰოპ’ერთ დილას გავიღვიძო და მივხვდებო,თურმე სხვა მყვარებია. -შენს საქმეში აღარ ვერევი,მაგრამ მშობლების დავიწყება არანაირად არაა გასამართლებელი -მე ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ,ჩემი ნახევარ-ძმა მაპოვნინა,-მამაკაცმა გამომეტყველება უმალ შეცვალა და შვილს მხარზე დააყრდნო ხელი -იმის ძებნა,ვინც დიდი ხანია აქ აღარაა. . .,-დამცინავად თქვა მან -რას ნიშნავს აქ აღარაა? -დედაშენს ჰკითხე,მისი შვილი იყო -მიპასუხე,-გაღიზიანდა გიგა -არ ვიცი,ამბობენ ცოლმა მოკლა-ო -გარდაიცვალა? -ხო. . .,-დავზარი დასცა მამამისის ნათქვამმა,მუხლები აუკანკალდა და ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე.ტკივილისგან გულ-მკერდი შეეკუმშა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.