მაძიებელი (თავი 4)
ჩუმად ვზივარ ჩემ ოთახში, შუქები ჩამქრალი მაქვს რომ ჩემებმა არ იცოდნენ რომ მღვიძავს. ისევ იმ წერილს ვკითხულობ თავიდან და თავიდან რომ ქვე-აზრი გავიგო. პირველი მინიშნება რომ ამ წერილსია ეს ზუსტად ვიცი, ტყვილა არ გარისკავდა ნიკოლასი თავისი ოჯახის უსაფრთხოებას. ალბათ ამ ასოებში დამალა ის სიტყვები რომელიც პირველ მინიშნებასთან მიგვიყვანს. ზუსტად არ ვიცი რას ვეძებ მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად ვიპოვი, მე ვალდებული ვარ ვიპოვო. მაგრამ შევძლებ კი ამას მარტო? -ნებისმიერ შემთხვევაში გამოუძინებელი ამას ვერ შევძლებ. -ვდუდღუნებ ჩემთვის და დასაწოლად ვემზადები. მხოლოდ სამი საათი მეძინა რაც ჩემ სახეზე იდეალურად აისახა. თვალების უპეები ჩაშავაბული, ხოლო სახე გადაღლილი მაქვს, უკვე ერთი კვირაა იმ წერილის გამო წესიერად არ მძინავს, რაც საგრძნობლად მეტყობა და ისახება ჩემ ნიშნებზე. ელისსაც თავს ვარიდებ და განდეგილი ვხდები ნელ-ნელა. ტიპიური ნიშნები გაგიჟების, მგონი ეს უკვე გენში მაქვს. -რა იყო, პრინცესა სინათლეს ეძებდი? -ჯეიმსი ირონიულად მეკითხება და ჩემ გვერდზე მძიმედ ეშვება. -მაინც ვერ ვხვდები რატო გჯერა ამ სინათლის? -უკვე სერიოზულად მეკითხება. ის ჯეიმს მაკ’დოგორსია და არ მიკვირს ეს კითხვა რომ აწუხებს. მე და ის ადრე ზალიან კარგად ვმეგობრობდით ხოლო მერე ჩვენი გზები გაიყარა. -უბრალოდ მჯერა. -მეღიმება მან ხომ წერილზე არაფერი არ იცის. -ხანდახან მიზეზი არ არის საჭირო იმისთვის რომ რამე დაიჯერო. ის უბრალოდ არსებობს და ამის უნდა გვჯეროდეს როგორც ჩვენ წინაპრებს ჯეროდათ. -კი მაგრამ ისინი ხომ გიჟები იყვნენ? ჭკუიდან შეშლილები? -ჯეიმსის მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება და ამას ადვილად ვამჩნევ იმის და მიხედავად რომ ცდილობს არ შეეტყოს. -რატო გგონია მასე? -კითხვაზე კითხვას ვუბრუნებ. -რადგან მატიასმა თქვა მასე? მატიასმა რომელმაც ქვეყანაში ტირანია დაამყარა? მატიასმა რომელმაც ათასობით ადამიანი ამოხოცა და დიქტატორი იყო? ამ მატიას ენდობი შენ? -აქ მარტო მატიას არ ეხება საქმე! -მკაცრამ მეუბნება და საუბარს აგრზელებს. -სხვებზე რას იტყვი? სხვა რატო არ ეძებდა სინათლეს? სხვა რატო არაფერს არ იზახდა სინათლის შესახებ?-სახე ნელ-ნელა უქვავდებოდა, საინტერესოა რამდენი ხნის მანძილზე ტენიდნენ მის თავში ამ ინფორმაციას? -არ ვიცი. -გვერდზე ვიყურები რომ ჩემი აწითლებული სახე არ დაინახოს. ის სიმართლეს ამბობს რომ ნიკოლასი და ლუკასი იყვნენ ერთადერთნი ვინც სინათლის არსებობას აღიარებდნენ. -ალბათ ეშინოდათ. ხომ ნახე რა დაემართა ყველას ვინც მის მოსაძებნად წავიდა? ყველა მოკვდა ან ჭკუიდან შეიშალა. -უკვე თვალებში ვუყურებ და ვცდილობ მისი ფიქრები წავიკითხო. -დანარჩენებს ბრალოდ ეშინოდათ. ფეხზე ვდგები და მივდივარ ისე რომ მის პასუხს აღარ ველოდები. ის მართალია მე არანაირა საბუთი არ მაქვს იმისი რომ სინათლე მართლა არსებობს, მაგრამ მე მჯერა მისი არსებობის, ის ხომ ჩემი უკანასკნელი იმედია. ის იმედის ნათელი სხივია რომელიც მინათებს გზას, ის მაიძულებს ვიწამო რომ ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება, ხალხი ისევ ისეთი კეთილები გახდებიან და არავის არ მოუწევს შიმშილი, გაყინვა ან ასეთი საშინელება. სინათლე ჩემი უკანასკნელი იმედია უკეთესი მომავლის. -მის გრანტ, იქნებ თქვენს ადგილას დაბრძანდეთ? -მეკითხება მისის გეიმსი და ჩემი სკამისკენ მიმითითებს, ზარი ახალი დარეკილია მაგრამ უკვე ყველა თავ-თავის ადგილზეა მოთავსებული. -მადლობა. -მეუბნება ცივად მას შემდეგ რაც ჩემ ადგილს ვიკავებ. -დღეს ჩვენ ვისაბრებთ ნიკოლას გრანტზე, რადგან როგორც მოგეხსენებათ მალე მოდის დღე როდესაც წერილი დაიწერა. -მათ ხომ არაფერი არ იციან, ნეტა როგორ აპირებენ ამაზე საუბარს? მათ ხომ არც კი ჯერათ? -ნიკოლას გრანტი დაიბადა. -ისევ იგივე ისტორია, როდის დაიბადა, რა გააკეთა და როგორ ან რატომ გაგიჟდა მაგრამ ამ მიზეზე წესიერად არავინ არ ლაპარაკობს, თითქოს აკრძალული ყოფილიყოს. -ყველა ვინც მის გზაზე წავიდა ან გაგიჟდა ან ტრაგიკულად დაიღუპა. -როცა ამ სიტყვებს ამბობს ჩემკენ იხედება, თითქოს იცოდეს რასაც ვაკეთებ. მისის გეიმსი ისევ ლაპარაკობს მე კი ისევ წერილზე ვფიქრობ. სად შეიძლება დაემალა პირველი მინიშნება? „იპოვის თუ უფრო დაკვირვებული იქნება’ „მე თქვენ ყოველთვის გიყურებთ“ ვცდილობ გავიხსენო ყველაფერი რასაც ხალხი აკვირდება ჩვენს სახლში, და ჩიხში შევდივარ. ჩემი სახლი თითქმის მუზეომივითაა, ძველი ავეჯი, გაცრეცილი, მდიდრული, ფარდები, ძველი პორტრეტები, ცხოველების ფიტულები... ყველაზე მეტად კი დაკვირვების საგნად ერთ-ერთი სკულპტურაა, რომელიც ძალიან გავს ადამიანს, კაცი იფიქრებდა რომ ახლა ლაპარაკს დამიწყებსო. მას კარგად გამოყვანილი სხეული, სახის ნაკვთები და თვალები აქვს. თვალები რომლებიც შთაბეჭდილებას გიტოვებენ თითქოს გითვალთვალებენ... „მე თქვენ ყველთვის გიყურებთ’ თვალები! ეს სკულპტურა ხომ ნიკოლასმა გააკეთებინა სანა სინათლის მოსაძებნად წავიდოდა! -მისის გეიმს! -მასწავლებელთან მივდივარ და თვალებში საცოდაოდ ვუყურებ. -თავს შეუძლოთ ვგრძნობ, შეიძლება სახლში წავიდე? -თავიდან გაკვირვებული და დაეჭვებული მიყურებს, მაგრამ მერე მთანხმდება. მის დათანხმებაში ალბათ დიდი როი ჩემ წაშლილ სახეს უკავია. სახლის გზაზე მივბივარ და გაკვირვებულ და კმაყოფილო ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ყველაფერი სწორად გავიგე მაშინ პირველი მინიშნება ჩემ ხელთაა. სახლის კარებს ლამის ვგლეჯ და მისაღებში გავბვარ, სადაც უმშვენიერესი აფროდიტეს სკულპტურაა. მასთან ახლოს მივდივარ და მის დაკვირვებას ვიწყებ. მის თვალებს ვუყურებ, რომლებიც მგონია რომ ჩემ სულს კითხულობენ. უფრო ახლოს მივდივარ და ხელს ვადებ მის თვალებს, რომლებიც ჰორიზონტს გაჰყურებენ, როგორცკი ვეხები იმწამსვე სკულპტურის სახე გახსნას იწყებს. ერთი ნაბიჯით უკან ვხტები და ოთახს ვათვალიერებ, სახლში მარტო ვარ. ალბათ მოსამსახურეები ისვენებენ. სახე უკვე ბოლომდე იხსნება და მის შიგნით მოთავსებულ წერილს ვამჩნევ. ფრთხილად რომ რამე არ დავუზიან წერილს სკულპტურიდან ვიღებ, როგორც კი ამას ვაკეთებ სკულპტურა წინანდელ ფორმას იღებს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ოთახში ავბივარ და კარებს ვკეტავ. საწოლზე კომფორტულად ვკალათდები და წერილს ვშლი რომ წავიკითხო, ისევ ისეთი გაკრული ხელით ნაწერი, დროისგან გაცრეცილი და ძლივს წასაკითხი წერილი. „თუ შენ ეს წერილი იპოვე, მაშინ მე ჩემ მიზანს ვერ გავართვი თავი და მას შენ გიანდერძებ. სეიძლება ბოლომდე არც კი გჯეროდეს რომ სინათლე არსებობს, მაგრამ ის არსებობს და შენ ის უნდა იპოვო. ხალხი მასზე ხშირად აღარ საუბრობს რადგან მათ წინასე მატიასმა ყველა მოკლა ვინც სინათლეზე ხმას იღებდა. ამის შედეგად ხალხში შიში ჩაინერგა და უკვე სინათლის მომსწრეებიც კი აღარ იჯერებენ სინათლის არსებობას. ალბათ შენც გინდა მალევე დაიწყო ძებნის პროცესი მაგრამ შენ გაქცევა არ შეგიძლია, მაშინ ისინი ყველაფერს მიხვდებიან და მოგკლავენ. ჯერ უნდა მოახერხო და სასახლეში შეიჭრა, სადაც ყველაზე დაბალ სართულზე, მიწისქვეშეთში არის უძველესი ბიბლიოთეკა, სადაც ინახავენ ყველანაირ ინფორმაციას სინათლეზე. მათ ეს ინფორმაცია ჭირდებათ რადგან თვითონ უნდათ მისი პოვნა და მასზე ბრძანებლობა. შენ ის უნდ იპოვო, რის მერეც დაბრუნდები სახლში სადაც დამალულია მეორე მინიშნება, მაგრამ მას ვერ იპოვი მანამ სანამ არ წაიკიტხავ სინათლეზე. ნიკოლას გრანტი 2199 წელი 8 სექტემბერი“ წერილს თავიდან ვკითხულობ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო. მეორე მინიშნებას ვერ ვიპოვი მანამ სანამ სინათლეზე საკმარისი ინფორმაცია არ მექნება. ეს ინფორმაცია კი სასახლის ჯურღმულში საიდუმლო ბიბლიოთეკაშია, რომელიც კარგადაც იქნება დაცული. ხოლო თუ ხეისუფლება გაიგებს რომ მე სინათლეს ვეძებ მაშინ მომკლავენ, რადგან თვითონ სურთ დაიმორჩილონ ის. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე რაღა უნდა გავაკეთო? როგორ უნდა შევიჭრა სასახლეში თან ჩუმად? ალბათ ნიკოლასის დროს ეს ადვილი იყო, მაგრამ ახლა ეს სიკვდილის ტოლფასია. მაგრამ მე ტახტის მემკვიდრე ვარ და მაქვს უფლება სასახლეში ვიცხოვრო, მაგრამ ჩემი დამოკიდებულების გამო, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია ჩემი მოტხოვნა რომ იქ გადავიდე ეჭვს ახძრავს ხალხში. რაიმე გეგმა უნდა მოვიფიქრო თან სასწრაფოდ. სასახლე, ბიბლიოთეკა, სიკვდილი... წვეულება! საახალწლოდ სასახლეში წვეულება იმართება სადაც როგორც ყოველთვის მიწვეული ვარ, მიწვეული კი არა ვალდებული ვარ იქ მივიდე. იქნებ მაშინ შევძლო დაბლა ჩახწევა, მაგრამ ეგ როგორ უნდა გავაკეთო უიარაღომ თან როგორ უნდა მვიფიქრო სათანადო გეგმა სამ დღეში? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.