საბას+ნათია=მაგობრებს 7
გოგა და ნათია ოთახიდან გამოვიდნენ.მათ უკან გამოყვა საბა. -ნათია დაუძახა უკნიდან და ნათიამაც მიიხედა. -ლიზა კარგადაა? -კი.ლიზა კარგად იქნება ნუ ღელავ. უპასუხა ნათიამ და გამოვიდა ოფისის გარეთ.გოგაც გამოყვა. -ვწუხვარ რომ სამსახური დაკარგე. - ჩემი ბრალია მაგრამ არ ვნანობ ელენს გამოლანძღვას.შვილსაც მეტ დროს დავუთმობ.თუმცა ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო რითი ვირჩინოთ თავი მე და ლიზამ სანამ სამსახურს ვიშოვი. -მე… გოგას რაღაცის თქმა უნდოდა. -არც იფიქრო. -კი მაგრამ ნათია ისე სად იშოვი ფულს? -არ მინდა ამაზე საუბარი.ჩემს თავს მე ვუზრუნველყოფ. -სახლში წაგიყვანო? -არა იყოს.მიდი იმუშავე.ჩემს გამო პრობლემები არ მინდა შეგექმნას. -მაშინ საღამომდე.უთხრა გოგამ,აკოცა და შევიდა ოფისში. ნათია წამოვიდა სახლში და ლიზასთან თამაშში გაატარა მთელი დღე.საღამოს გოგა მოვიდა.სახლში შემოსულიც არ იყო რომ დაიწყო ლაპარაკი. -ვიცი რომ დამოუკიდებელი ხარ და ამასთანავე ჯიუტიც მაგრამ ასე არ გამოვა.ბავშვზეც იფიქრე.მე გთავაზობ რომ ჩემთან გადმოხვიდე. ამ სიტყვებმა ნათია ძალიან დააბნია. -გოგა ჯერ ძალიან ადრეა.ჩვენი ურთიერთობა საერთოდ ძალიან სწრაფად განვითარდა.არ მინდა ვიჩქაროთ. -სიტუაცია მოითხოვს.მაგრამ ვიცი რაც გაწუხებს.საერთოდ სხვა ოთახში დაიძინებ არაა პრობლემა.მე ეგრევე ოჯახურ ცხოვრებას არ გთავაზობ.უბრალოდ ახლა ეს საუკეთესო ვარიანტია. -არ ვიცი რა გითხრა.დავფიქრდები. -კარგი არ გაჩქარებ. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა და ნათია საპასუხოდ გაიქცა ტელეფონთან რომელიც მეორე ოთახში იყო. -გისმენთ. ყურმილის მეორე მხარეს აკანკალებული ხმა გაისმა. -ნათია დედა შენ ხარ? -დედა? როგორ ხარ? რატომ მირეკავ? მოხდა რამე? -ვიცი შვილო რასაც ფიქრობ ჩემზე.ყველაზე საჭირო მომენტში მიგატოვეთ ოჯახმა და რაც მთავარია მე.ადრე არ მესმოდა მაგრამ ახლა...ახლა მივხვდი როგორ მინდა რომ ისევ ჩემთან ახლოს იყო და მინდა პატარაც გავიცნო.ის ხომ ჩემი პირველი შვილიშვილია. ნათიამ ცრემლები ვერ შრიკავა თუმცა შეეცადა ხმაში არ შეტყობოდა. -დედა მამამ იცის რომ მირეკავ? -მაგიტო გირეკავ დედიკო.მამაშენი ცუდადაა.ავარიაში მოყვა და კომაშია მთელი კვირაა.დიდი ხანი ვფიქრობდი ხანი ვფიქრობდი დამერეკა თუ არა და ბოლოს ვიფიქრე რომ შესაძლოა ეს მისი ბოლო დღეებია.შენც მასთან უნდა იყო. ნათიამ ვეღარ შეძლო თავის შეკავება და საწოლთან ჩაიკეცა. ამ დროს გოგა შემოვიდა. -მოვალ ახლავე.უპასუხა და ტელეფონი გათიშა. -რა მოხდა? იკითხა შეშინებულმა გოგამ როცა ნათია ასეთ მდგომარეობაში დაინახა. -მამაჩემი ცუდადაა უნდა წავიდე მასთან. -აბა ოჯახთან კავშირი არ მაქვსო? -არ მქონდა კავშირი ორ წელზე მეტი.როცა გაიგეს ფეხმძიმედ ვიყავი და მუცელი შესამჩნევი გახდა გამომიცხადეს ჩვენი შვილი არ ხარო მაგრამ მშობლები არიან მაინც. გოგა მოეხვია და დაამშვიდა ის.ცოტა ხანში ნათია მოემზადა და გოგას მანქანით წავიდნენ საავადმყოფოში.დედამისმა რომ დაინახა შვილი გადაეხვია აცრემლებული თვალებით,თუმცა გოგას მტრულად შეხედა.ნათიას ძმა არც კი წამოდგა სკამიდან და არც მიმიკა შეცვლია. -გამარჯობა დათო. ცივად უთხრა ნათიამ და პალატაში შევიდა.შესვლისას დაინახა უგონოდ მყოფი მამამისი და ცრემლები ისევ ვერ შეიკავა.ცოტა ხანი იჯდა და ესაუბრებოდა,თუმცა მალევე გამოვიდა პალატიდან და დაინახა რომ დედამისი ლიზას ეთამაშებოდა და ეფერებოდა,რომელიც გოგას ეჭირა ხელში და უცხო ქალს არ ეკარებოდა. -შვილო თქვენ ცოლ-ქმარი ხართ.კითხქ ნათიას დედამისმა როცა დაინახა და გოგაზე ანიშნა ნათია მიხვდა რომ დედამისისთვის რთული იქნებოდა იმის ახსნა თუ ვინ იყო გოგა მისთვის ამიტომ გადაწყვიტა ადვილად ეპასუხა. -კი ჩემი ქმარია გოგა.ცოტა ისაუბრეს და მალევე წამოვიდნენ. მანქანაში სიჩუმე ნათიამ დაარღვია. -გოგა თანახმა ვარ შენთან გადმოსვლაზე. -რა? მართლა? ძალიან მაგარია. სიხარულით თვალები აენთო. რამდენიმე დღეში ნათია და ლიზა გადავიდნენ გოგასთან და მალევე გადაწყვიტეს რომ ორ თვეში ექორწინათ.ნათიას ურთიერთობა დედასთან და ძმასთანაც კი ნელ-ნელა აღდგა.დათო დიდ ყურადღებას აქცევდა ლიზას,თუმცა უკვე გამოკეთებული ნათიას მამა არ აპირებდა შვილთან შერიგებას.ქორწილის წინა დღე მოვიდა.ნათია აქეთ-იქით დახეტიალობდა სახლში და არ იცოდა რა გაეკეთებინა რადგან ძალიან ნერვიულობდა და ეჭვობდა სწორად იქცეოდა თუ არა.გოგა რა თქმაუნდა ბოლო სამი თვეა მხსნელად მოევლინა თუმცა საქმეც იმაშია რომ მხოკოდ სამი თვეა.ის საბაშიც კი შეცდა რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობდა და გოგა ხომ მითუმეტეს შესაძლოა სულ სხვანაირი ყოფილიყო ქორწინების მერე.უეცრად მობილური აწკრიალდა და საბა დაეწერა.მას ძალიან გაუკვირდა რადგან იმ ინციდენტის მერე საერთოდ არ ულაპარაკიათ. -ალო.გისმენ საბა -ნათ როგორ ხარ? ძალიან გთხოვ,ვიცი რომ ხვალ თხოვდები და ამისთვის არ გცალია,მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო. -კარგი ბარში შევხვდეთ ჩემს ძველ სახლთან. -კარგი.მადლობა ნათი. გოგა სახლში არ იყო ამიტომ ლიზა მარტო რომ არ დაეტოვა თან წაიყვანა. ცოტა ხანში ნათია მივიდა ბარში. საბამ ლიზაც რომ დაინახა ძალიან გაეხარდა და ჩაეხუტა. -ვიცოდი რომ მოგინდებოდა ლიზას ნახვა. -ძალიან მომენატრა. ლიზას აკოცა და კალთაში ჩაისვა. ნათია დაჯდა მის საპირისპირო მხარეს. -დალევ რამეს? კითხა საბამ. -რამე ძალიან მაგარს.იქნებ დამეხმაროს.ვიცი რომ უთანხმოება ბევრი გვქონდა მაგრამ შენთან გულის გადაშლა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. -ნათი ძალიან გთხოვ ჯერ მე გეტყვი.პირველ რიგში ბოდიში რომ ასე დამაბრმავა ელენემ და შენ არ დაგიჯერე.ის მართლა მიყენებდა და ორსულობაც ტყუილი იყო მას უნდოდა ლიზასთან დავეშორებინე.მეორე სიმართლეს გეტყვი არ მინდა რომ გათხოვდე.იქნებ შენც ჩემსავით ცდები? იქნებ ოს ადამიანი არაა გოგა ვინც გგონია?მხოლოდ მე მესმის შენი ყველაზე მეტად.მე ვიცი რა გჭირდებათ შენ და ლიზას.სიყვარული თუ არაა აბა რა ჯანდაბა გვაიძულებდა ამდენი წელი ერთმანეთი აგვეტანა.უბრალოდ აქამდე ვერ ვხვდებოდით.ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება.ნათია მე შენ… -არ გინდა საბა.შეევედრა ნათია ცრემლიანი თვალებით. -ხვალ ქორწილი მაქვს და გოგას მივყვები.ვწუხვარ შენი ცოლის გამო და ვწუხვარ რომ ძალიან გვიან მიხვდი ამ ყველაფერს.ის კარგი ადამიანია და გულს ვერ ვატკენ.მე მიყვარდი მართლა როცა ერთად ვცხოვრობდით სანამ გამომიცხადებდი რომ ცოლი მოგყავდა.ახლა გვიანია საბა. ნათია წამოდგა და ლიზაც გამოართვა საბას.მის სახეს ემოცია აღარ შერჩენოდა მხოლოდ იმედგაცრუება ამოიკითხებოდა უაზრო მზერაში. ნათია სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ბარიდან და ტაქსი გააჩერა.სახლში სანამ მივიდოდა სახე მოიწესრიგა რომ გოგას არაფერი შეეტყო თუმცა გული და ტვინი ნამდვილ ბრძოლაში ჩაერთვნენ და ეს ძალიან მტკივნეული იყო.ემოციების სიჭარბისაგან ეგონა გასკდებოდა.სუნთქვა უჭირდა და ცრემლებს იკავებდა.სახლში მისულმა გოგა მოატყუა რომ სასეირნოდ იყო. მოიმიზეზა ადრე ადგომა და საწოლში ჩაწვა თუმცა რომელ ძილზეა ლაპარაკი როცა მთელი ბალიში სველი იყო.გამთენიისას ცოტა ჩათვლიმა და მალევე მაღვიძარამ დარეკა.უეცრად თითქოს ყველა ეჭვი და დარდი გაქრა.თავი მოიწესრიგა მაკიაჟი და თმა გაიკეთა სალონში და სახლში დაბრუნდა კაბის ჩასაცმელად რაშიც მისი მეჯვარეები დაეხმარნენ. -ნათ ტელეფონი გირეკავს. -დაიკიდე არ მცალია. -იქნებ ვინაა? უცხო ნომერია რა იცი რა ხდება. ლიკამ (ნათიას მეჯვარემ) მიაწოდა ტელეფონი. -გისმენთ. -თქვენ ნათია ბრძანდებით? -დიახ.თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე საავადმყოფოდან გირეკავთ საბა გეწაძე ვინაა თქვენთვის? -რა მოხდა? ნათიას შეეშინდა. -გუშინ გვიან ნასვამი მართავდა მანქანას რის გამოც ავარია შეემთხვა და ის სიკვდილ-სიცოცხლის პირასაა. -საბა დაიჩურჩულა ნათიამ და ტელეფონი გაუვარდა ხელიდან. -რა მოხდა ნათი? ნათიამ გოგოებს არ უპასუხა ისე გავარდა სახლიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.