შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა (დასასრული)


1-06-2016, 20:46
ავტორი nicol
ნანახია 9 320

სიფრიფანა თითებს მის პრესზე დაასრიალებდა და მთელი ძალით ცდილობდა არ ეტირა. ოღონდ ეს სულაც არ იყო მწუხარების ან სინანულის ცრემლები, პირიქით ეს იყო სრულყოფილებს ცრემლი. იმის გააზრების ცრემლი, რომ მან საკუთარი თავი იპოვა და აღმოაჩინა, რომ ახლა სრულიად ჯანმრთელი იყო, არა ფიზიკურად, არამედ შინაგანად. ახლა იმედი ჰქონდა, მომავლის იმედი. ახლა იცოდა რომ მოერეოდა, ნებისმიერ ფასად მოერეოდა და აუცილებლად იქნებოდა ბედნიერი.
-ქეთო, რა გასლუკუნებს? - სიმკაცრეშეპარულმა დახედა მიშომ. - ახლა ერთი ცრემლიც რომ ჩამოაგდო, შენ თავს გეფიცები გაგიყვან და ლიფტში ჩაგკეტავ.
ქეთომ ღრმად ამოისუნთქა და მის ყელში ჩარგო თავი. მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა რომ მართლა არ ატირებულიყო.
-ღმერთო რა სულელი ხარ, - მძლავრად შემოხვია ხელები მიშომ და უფრო მოხერხებულად მოიქცია.

****
-შეჭამ რამეს? - თბილად გაუღიმა სამზარეულოში შესულ მიშოს.
არ უპასუხა. ცალი მხრით მიეყრდნო სამზარეულოს კედელს და ისე უყურებდა. ზედმეტად სასურველი იყო მის პერანგში გამოწყობილი ქეთო.
-ცოცხალი ხარ? - ხელი აუქნია ქეთომ.
-„თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი „გევნები“
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში“ - სუნთქვაარეული დაიძრა მისკენ.
ძალიან ახლოს მივიდა ერთ ადგილზე გაშეშებულ ქეთოსთან და მძლავრი ხელის შემოხვევით თვალისდახამხამებაში შემოსვა მაგიდაზე. თვითონ ჩაიმუხლა მუხლისთავებზე მიადო ცხელი ტუჩები.
-ღმერთო, - ამოიკვნესა ქეთომ და ორივე ხელი მხრებზე მოკიდა. მიშო გასწორდა და საშუალება მისცა მთელი ძალით ჩაკვროდა გულში. - ღმერთო, კინაღამ დაგკარგე... როგორ უნდა მეცხოვრა, მიშო კინაღამ...
-ჩშშშ, არ მოგცემდი ამის უფლებას, შენი მართლა ლიფტში გამოკეტვაც რომ დამჭირვებოდა, მაინც არ მოგცემდი ამის უფლებას. გაიძულებდი... შენი სურვილის წინააღმდეგაც გაიძულებდი.
-როგორ ვიფიქრებდი, როდისმე ქალზე ძალადობას თუ მივემხრობოდი, მაგრამ შენ უფლებას გაძლევ ყველანაირი გზით მომიყვანო ჭკუაზე, როცა მსგავსი სისულელის ჩადენას დავაპირებ.
-ჩემი იმედი გქონდეს, - ჩაეღიმა მიშო და კიდევ ერთხელ აკოცა თავზე. მერე მოშორდა და სკამზე ჩამოჯდა. ქეთოც ჩამოხტა მაგიდიდან და ისევ ქურისკენ მიტრიალდა.
-ქეთო, ჩაალაგე ნივთები და წამოდი ჩემთან. - ძალიან მოულოდნელი იყო ქეთოსთვის მიშოს სიტყვები.
-სად შენთან? - დაიბნა.
-სად და მაყვლის ბუჩქზე. - ცოტა ბრაზი გაურია ხმაში.
-მიშო...
-გისმენ?! - მაგიდას იდაყვებით ჩამოეყრდნო და შუბლი შეკრა მიშომ.
-სერიოზული ნაბიჯია...
-მეც ძალიან სერიოზული ვარ ახლა.
-ცოტა დრო მჭირდება...
-დრო რომ მოგცე დაიწყებ ფიქრს საზოგადოებრივ აზრზზე, ცხოვრების ამაოებაზე, სამშობლოს წინაშე ვალდებულებებზე, ეთიკის ნორმებზე, ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე, ოზონის ხვრელზე და მშვიდობაზე მთელ სამყაროში, ბოლოს მომბეზრდება, დაგავლებ ხელს და მაინც წაგიყვან, ასე რომ გამოვტოვებ ყველა ზემოთჩამოთვლილს და პირდაპირ იმ პუნქტზე გადავალ, სადაც მხარზე გადაკიდებული სახლში მიმყავხარ. - ნელ-ნელა უმკაცრდებოდა სახე.
ქეთოს ჩაეღიმა და არაფერი უთქვამს. დღის ბოლოს კი საკუთარი ხელებით ჩაალაგა ჩემოდანი და უსიტყვოდ გაყვა მიშოს.
აი ასე ერთ დღეში ერთად ცხოვრება დაიწყეს. ნაწილობრივ მართალი გამოდგა ქეთო, საზოგადოებამ არც ისე მშვიდად მიიღო ეს ამბავი. ბევრი დაიწერა, ბევრი ილაპარაკეს. მაგრამ როგორც მიშო იტყოდა - ერთი მაგათიც...
ახლა მთავარი ქეთოს ჯანმრთელობა იყო.

****
-ქეთო იმ დღეს საავადმყოფოში შენი ექიმი ვნახე.
-აჰა... - ხმა შეუთრთოლდა ქეთოს.
მიშო მივიდა და თავი ააწევინა.
-ტირილს აპირებ?
-როგორ გავბედავ. - შეეცადა გაეღიმა.
-ქეთო, შენი მდგომარეობა არ არის ტრაგედია, დამიჯერე, ძალიან შორს არ არის წასული ავადმყოფობა და დრო საკმარისზე მეტი გვაქვს იმისთვის რომ დონორი ვიპოვოთ. უბრალოდ ახლა ცოტა უნდა მოვითმინოთ.
-ვიცი...
-მეც ჩავაბარე სისხლი.
-რისთვსი? - ხმა გაებზარა ქეთოს,
-მინდოდა შენი დონორი ვყოფილიყავი, მაგრამ... - ხელები უმწეოდ გაშალა მიშომ.
-შენი ძვლის ტვინიღა მაკლდა ორგანიზმში. -გაცინება სცადა ქეთომ.
-ქეთო. - მცირე დუმილის მერე ისევ მიშომ წამოიწყო.
-?
-მშობლებთან ლაპარაკს არ აპირებ?
ქეთო გაჩუმდა. მერე მოტრილადა და მიშოს გამომცდელად შეხედა.
-როგორც ვხვდები, შენ უკვე ელაპარაკე.
-ველაპარაკე. - დაუდასტურა მიშომ. - ძალიან კარგი ხალხია, არ მეს...
-მერე, რა უთხარი ვინ ვარო? - გააწყვეტინა ქეთომ.
-რა ვუთხარი და სანტექნიკი ვარ და ცოტა ხნით შემოვირბინე-თქო. - წარბი აწია მიშომ.
-არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ასე ჩარევის.
-მეგონა უკვე საერთო ცხოვრება გვქონდა.
-მიუხედავად ამისა, მე მაინც არ გავქცეულვარ შენს მშობლებთან ნებართვის გარეშე.
-იმიტომ რომ მე მეორე დღესვე წგიყვანე და გაგაცანი ორივე.
-ნუ რას ვიზამთ, ერთ-ერთი ჩვენგანი უფრო კარგი შვილია.
-ოჰ, ქეთო... - ამოიოხრა მიშომ. - რა მოგიხერხო არც კი ვიცი. - უთხრა და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანშ ქეთოც გაყვა. ფანჯარასთან მდგომს მიუახლოვდა და ზურგიდან აეკრო მთელი სხეულით.
-შენ კი არა, ხანდახან მე თვითონ არ ვიცი რა მოვუხერხო საკუთარ თავს. - ამოიბუტბუტა და ხელები უფრო მძლავრად შემოხვია ბიჭის განიერ გულმკერდს.
მიშო მის მტევანს დასწვდა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. მერე შემობრუნდა და თვითონაც შემოხვია ხელები.
-ეს შენ უფრო გჭირდება, ქეთო. ხაანდახან ვგიჟდები , როგორ არ იღლები საკუთარ თავთან ბრძოლით.
-მთავარია შენ არ დაიღალო. - ქვევიდან ახედა ქეთომ და თითქოს ახლა გააცნობიერაო, სახე მოეღრუბლა. - ხომ არ დაიღლები?
საპასუხოდ მიშო მის ბაგეებთან დაიხარა და ნაზად შეეხო.
-რა მეშველებოდა უშენოდ? - კისერზე შემოხვია ხელები და თავი ისევ მის მხრებში ჩამალა.
-ჩემი ჰორტონი ხარ შენ, ყველაზე ლამაზი და სექსუალური სპილო მთელი დედამიწის ზურგზე.
ქეთოს გაეღიმა და ფრთხილად შეახო ტუჩები მკერდზე.

****
რამდენიმე დღეში მართლაც დაელაპარაკა მშობლებს, პირდაპირ გერმანიაში ჩააკითხა მიშოსთან ერთად. საწყალი ხალხი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ. დედასაც ელაპარაკა გულახდილად და პირობა ჩამოართვა რომ შეეცდებოდა ნაკლები ენერვიულა.
მიშომ ბატონ მერაბს ქეთოს ბიოლოგიურ მშობლებზე ჩამოუგდო სიტყვა.
-ყველანაირად ვეცადეთ, საიდან აღარ მივუდექით, მაგრამ ქეთოს ამის გაგონებაც არ უნდა.
-ჩემი აზრით მაინც უნდა ვცადოთ. ის მაინც გავიგოთ ცოცხლები არიან თუ მკვდრები? სიმართლე გითხრათ მე წამოვიწყე კიდეც პატარა გამოძიება, მაგრამ საჭირო ინფორმაციამდე არ მიშვებენ. მე ქეთოსთან ოფიციალურად ნათესაური კავშირი არ მაქვს და ჩემზე არ გასცემენ არანაირ ინფორმაციას. ამაში თქვენი იმედი მქონდა. ჯერ ნუ ვეტყვით ქეთოს, თუ რამე არასასურველ ინფორმაციას მოვიძიებთ, მერე უბრალოდ შევეშვათ.
-მართალი ხარ. - ნაღვლიანად ჩაიქნია ხელი მერაბმა. - ეს ადრეც უნდა გვექნა, მაგრამ... ქეთოს გაგონებაც არ უნდოდა... არ გვინდოდა უფრო მეტად ტკენოდა გული და...
-მესმის... - თბილად შეხედა დარდისგან თითქოს ნაადრევად დაბერებულ კაცს და გული მოეწურა. ხვდებოდა რამდენს ნიშნავდა მათთვის ქეთო. მზად იყვნენ მისი ნებისმიერი პრეტენზია უპირობოდ მიეღოთ. - უბრალოდ ახლა სხვა შესაძლებლობები არ დაგვრჩა, ახლა ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ.
-რა თქმა უნდა. - ხელი მხარზე დაადო და მადლიერი მზერით შეხედა მიშოს. - ყველაფერს მოვაგვარებ, აქაურ გავლენასაც გამოვიყენებ და ყველანარ ინფორმაციას მოგაწვდი.
მართლაც მოიძია მერაბმა რაღაც ინფორმაცია. თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მიშომ უკვე საკმაო ინფორმაცია მიიღო ელ ფოსტით. როგორც გაირკვა ქეთოს დედა მასზე მშობიარობას გადაყოლია. ამ ამბის მერე არც მამას უცოცხლია დიდხანს, და რამდენიმე თვის ქეთო ჩვილბავშვთა სახლში წაუყვანიათ, ახლო ნათესავები არ ყოლიათ, შორეულები კი საერთოდ არ გამოჩენილან და შესაბამისად მალევე გააშვილეს ქეთო. არც ისე სახარბიელო ისტორია იყო, იმის გათვალისწინებით რომ მისი ბიოლოგიური მშობლებისგან ვერანაირ დახმარებას მიიღებდნენ. მაგრამ მთელ ამ დოსიეში იყო ერთი ფაქტი, რომელიც იმედის უზარმაზარ ნაპერწკალს აჩენდა. შესაძლოა ქეთოს ყოლოდა უფროსი და, რომელიც ტრაგედიის პერიოდში 3-4 წლის უნდა ყოფილიყო. ასაკის გამო, ბუნებრივია ჩვილ ბავშვთა სახლში ვერ მოხვდებოდა და ამიტომ მასზე მცირე ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ბატონი მერაბი არ ნებდებოდა და ძალიან დიდი იმედი ჰქონდა რომ იპოვიდა მის დასაც.
მიშომ გადაწყვიტა ქეთოსთვის ჯერ-ჯერობით არაფერი ეთქვა. მითუმეტეს ახლა ქიმიოთერაპიის კიდევ ერთი კურსის გავლა უწევდა და აღარ უნდოდა ზედმეტი ემოციებით დაეტვირთა. ბუნებრივია ისედაც რთულად გადაჰქონდა მტკივნეულად დამღლელი პროცედურები. სახლში დაბრუნებული ხანდახან მთელი საათით იკეტებოდა საპირფარეშოში და იმ წუთებში არავის დანახვა არ უნდოდა.
-ქეთო, - ამაოდ ცდილობდა მიშო. - გთხოვ გამიღე. - არ უნდოდა ასეთ წუთებში მისი მარტო დატოვება.
-მიშო, წადი რაა... არ მინდა შეგძულდე.
-შემძულდე კი არა, ამ ბოლო დროს მაგ უნიტაზთან უფრო ბევრ დროს ატარებ ვიდრე ჩემთან, ხანდახან თავს მიტოვებულადაც ვგრძნობ. - ღიმილშეპარული ჯიუტად არ იცვლიდა ფეხს.
-დაგახრჩობს მაგდენი ირონია შენ.
-ირონია კი არა ეჭვიანობა დამახჩობს ახლა მე. მორჩა, გადაწყვეტილია! ხვალვე შევცვლი უნიტაზს.
-ოოჰ ღმერთო, - სიცილს ვერ იკავებდა ქეთო. - წადი ვახოს დაურეკე, დილას გკითხულობდა.
-ქეთო, გაფრთხილებ, მუხლისთავები არ მიაკარო მაგ „ტუალეტის ატრიბუტს“, თორემ გაგშორდები.
აი ასეთი სიტყვების წინაშე ქეთოც უძლური იყო. მიშო არ ცდილობდა თანაგრძნობა, ან ზედმეტი მზრუნველობა მოეხვია თავს. ანდა ზედმეტად მოფრთხილებოდა. ყოველ შემთხვევაში აშკარა გამოხატვისგან იკავებდა თავს, თორემ იმ უბრალო ხუმრობებშიც კი იგრძნობოდა როგორ ელოლიავებოდა ქეთოს თითოეულ შეგრძნებას. ქეთოსთან ზედმეტად ლაღი და მხიარული იყო, არ ექცეოდა ისე როგორც ავადმყოფოს. ასე რომ მოქცეოდა ქეთოც დაიჯერებდა რომ საცოდავი იყო და უფრო დაითრგუნებოდა. სწორედ მიშოსთან შეხვედრის მერე დაიჯერა ქეთომ რომ მასაც გააჩნდა მომავალი, სწორედ ისეთი მომავალი, როგორზედაც ყოველთვის ოცნებობდა. ახლა მზად იყო კბილებით დაეცვა ის რაც ჰქონდა. ახლა მიშოს გულისთვის და იმ გრძნობისთვის, რომელიც მასთან აკავშირებდა, ათასგზის ძლიერი იყო. ახლა დარწმუნებული იყო რომ მოერეოდა.
-ღმერთო, რითი დაგიმსახურე? - ბედნიერი იყო ქეთო და საპირფარეშოდან გამოსული მთელი ძალით ეკვროდა გულში. - ხანდახან ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები, როგორ მიტან.
-მინდა სამოთხეში მოვხვდე და კეთილ საქმეებს ვაგროვებ. შენი „ატანა“ ერთ-ერთი მათგანია. - მიშო ნაზად კოცნიდა საფეთქელზე და ხვდებოდა, რომ ის ორი წვრილი მკლვი, რომელიც იმ წუთში მარწუხებივით შემოსალტვოდა მის სხეულს, მსოფლიოში ყველაზე სასურველი მკლავები იყო.
მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობდა, ერთადერთი რასაც ახერხებდნენ ის იყო, რომ ქეთოს მდგომარეობა არ უარესდებოდა. სრული გამოჯანმრთელებისთვის კი დონორის პოვნა აუცილებელი იყო. მიშო მთელი ძალით ცდილობდა იმედი არ დაეკარგა, ცდილობდა კი არა, არ კარგავდა. იცოდა რომ აუცილებლად იპოვიდნენ დონორს ასპროცენტიანი თავსებადობით, იცოდა რომ იდეალურად გადაიტანდა ქეთო ოპერაციას და სულ რამდნიმე წელში უკვე ყველაზე ჯანმრთელი ცოლი ეყოლებოდა გვერდით.
ჰო, ქორწინება...
მიშომ შესთავაზა დაქორწინება, მაგრამ ქეთომ უარი უთხრა - ჯერ გამოვჯანმრთელდე და მერეო.
-ჯობია შეყვარებულდაკარგული გერქვას, ვიდრე ქვრივი. - მწარე, ირონიაშეპარული ღიმილით განუცხადა ქეთომ.
ღმერთო, როგორ გააბრაზა ამ სიტყვებმა მიშო. ასეთი ქეთოს არასდროს უნახავს, გააფთრებული იყო და ცხოვრებაში პირველად უყვირა.
-აი, რისი ღირსი ხარ მაგ სიტყევბისთვის? - ადამიანს აღარ ჰგავდა. - შენ რომ მაგას იძახი სხვას რა მოვთხოვო? - ვეღარ გაუძლო და ოთახიდან გავიდა. მთელი სხეულით კანკალებდა, აი ასეთ წუთებში მართლა არ იცოდა რა უნდა ეთქვა.
ქეთო ხმას არ იღებდა, ხვდებოდა რომ მართლა მეტისმეტი მოუვიდა. ძალიან ნელა, თითქმის ფეხაკრეფით გავიდა თვითონაც სამზარეულოში და ფანჯარასთან მდგომ მიშოს მიუახლოვდა. ზურგიდანაც კი შეამჩნია მის საფეთქელზე ნერვიულად მფეთქავი ძარღვი.
-მაპატიე... - ზურგიდან აეკრო და ხელები მკერდზე შემოაჭდო.
მიშო შემობრუნდა. სახე ისევ დაძაბული ჰქონდა, მაგრამ ახლა თვალებში ბრაზის მაგივრად სევდა ემჩნეოდა.
-ქეთო, არ დანებდე, გემუდარები, ოღონდ არ დანებდე. - თვითონაც შემოხვია ხელები.
ქეთომ თავი მის მხრებში ჩამალა და ჩუმად ამოიბუტბუტა:
-არ მომცე უფლება, დანებების საშუალება არ მომცე.
არც აძლევდა. მიშო მართლა არ აძლევდა უფლებას, ერთი წამით მაინც შეპარვოდა ეჭვი ქეთოს. თითქმის ყოველდღე უმეორებდა, რომ ცოტაც და იპოვიდნენ დონორს.
მიშო მერაბისგანაც ელოდებოდა ინფორმაციას ქეთოს ბიოლოგიური დის შესახებ... და აი, ერთ დღესაც მიიღო წერილი სასიხარულო ინფორმაციით, რომ ქეთოს მართლა ჰყავდა და, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. წერილს თან ერთვოდა ფაილი პირადი ინფორმაციით და ფოტოთი. მიშომ პირველად ფოტო გახსნა, აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ქეთოს და. გახსნა და...
ერთიანად დაუარა სიცივემ მთელ ტანში, ვერც კი მიხვდა როგორ აუკანკალდა ხელები. თვალები დახუჭა, ამის გადახარშვა გაუჭირდა. შეუძლებელი იყო... ოღონდ ეს არა...
ფოტოდან არც მეტი, არც ნაკლები სოფო უყურებდა... სწორედ ის სოფო, ცოტა ხნის წინ პროექტში რომ იღებდა მონაწილეობას. სწორედ ის სოფო, პროდუსერების გადაწყვეტილებით მიშო მას სიყვარულს რომ შეპირადა, (მერე რა რომ მხოლოდ პროექტის ფარგლებში). სწორედ ის სოფო, ცოტა ხნის წინ სახლში რომ მიადგა და გამოუცხადა, მწარედ მოგატყუე, მხოლოდ პიარისთვის გამოგიყენე და სხვა მიყვარსო... ის „სხვა“ კი ახლა მისი და გამოდგა.
რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო?
რატომ მაინცდამაინც ის? ამდენ შესაძლო კანდიდატში, როგორ შეიძლებოდა სწორედ ის ყოფილიყო მისი ერთადერთი იმედი? მისი სიყვარულის გადარჩენის ბოლო შანსი?
სახლში მარტო იყო. ქეთო ლიზას და დედამისის მოსანახულებლად იყო წასული. აღარ ახსოვს როგორ წამოდგა. როგორ გათიშა კომპიუტერი. როგორ გაიხურა კარი და ქუჩას ფეხით გაუყვა. ძალიან დიდი ხანი იარა ასე უმისამართოდ. ბოლოს ტაქსი გააჩერა და ვახოს მისამართი უკარნახა.
-რა გჭირს? - სახე შეეცვალა ვახოს, როგორც კი კარი გაუღო.
-მარტო ხარ? - საკუთარი ხმა ეუცნაურა.
-კი, შემოდი. - გვერდზე გაიწია და მიშოც შევიდა.
-ქეთოს და ვიპოვეთ. - ძლივს ამოილაპარაკა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა.
-მერე, - სახე გაუნათდა ვახოს, - რა თავპირი ჩცამოგტირის?
-იცი ვინ არის? - ქვევიდან ახედა მეგობარს.
-ვინ?
-სოფო...
-ვინ სოფო? - უცებ ვერ მიხვდა ვახო. - მოიცა... - გვიან გაუნათდა გონება. - ის სოფო?..
მიშომ ოდნავ დაუქნია თავი.
-კაი რააა, გამორიცხულია... რაღა მაინცდამაინც...
-არ ვიცი ვახო, არ ვიცი. ცოტაც და ტვინი ამიდუღდება ამდენი ფიქრით.
-ქეთომ იცის?
-ჯერ არ მითქვამს, იმან ისიც კი არ იცის რომ მას შეიძლება და ჰყავდეს. - სავარძლის საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა.
-რას აპირებ?
-უნდა დაველაპარაკო სოფოს და დავარწმუნო. სხვა შანსი არაა. - წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. - გეფიცები, ძალითაც რომ მომიწიოს დათანხმება, ამისთვისაც მზად ვარ. შანსი არაა, ბოლო იმედს ვერ დავკარგავ. არ ვიცი როგორ, მაგრამ სოფოს მოუწევს დათანხმდეს.
-როდის უნდა ნახო სოფო?
-ახლავე. ჯერ შენთან მოვედი, ვინმესთვის უნდა მეთქვა, თორემ გული დამისკდებოდა. აქედან პირდაპირ სოფოსთან წავალ.
-წამოგყვე? - ფეხზე წამოდგა ვახო.
-არა, ჯობია მარტო დაველაპარაკო. მიშოც წამოდგა და კარისკენ წავიდა.
ვახო გაჰყვა.
-მიშო, - კარებთან შეაჩერა მეგობარი, - ყველაფერი კარგად იქნება, სხვა შანსი არაა უბრალოდ. - და გადაეხვია.
-მადლობა, ვახო, მჯერა. - თვითონაც შემოხვია ხელები.

****
კარი სოფომ გაუღო.
-მიშო. - თითქოს არ გაკვირვებია მისი დანახვა.
გვერდზე გადგა და შეატარა სტუმარი. მიშო მისაღებში შევიდა. სოფოც შეყვა და დაჯდომა შესთავაზა.
-სოფო... - გაუბედავდ დაიწყო მიშომ, აშკარად სიტყვებს ეძებდა.
-გელოდებოდი, - სოფო საკმაოდ მშვიდად იყო.
მიშო დაიბნა. თითქოს ყველა აზრი გაეფანტა. ვერ მიხვდა რას გულისხმობდა სოფო.
-მეგონა უფრო ადრეც მოხვიდოდი, საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდა. - თავდაჯერებული იყო სოფო და თვალს არ აცილებდა.
-მე... - გაურკვევლად ამოთქვა მიშომ.
-იქნებ ჩამოვჯდეთ? სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს. - სოფო დივანზე ჩამოჯდა, მიშოც.
-ვიცი, აქ ქეთოს გამო ხარ. - ძალიან მშვიდად დაიწყო სოფომ.
მიშომ გაკვირვებით ამოხედა. თქმით კი არაფერი უთქვამს.
-შენ გგონია შემთხვევი მოვხვდი პროექტში? - ისევ სოფომ განაგრძო. - ასეთი დამთხვევები მხოლოდ სერიალებშია. - მწარედ ჩაიცინა. - თავიდანვე გამიზნულად შევავსე ანკეტა... ქეთოს გულისთვის. - მცირე პაუზა გააკეთა და ერთიანად დაძაბულ მიშოს გადახედა. - ქეთოს დაბადება მახსოვს, მაშინ ოთხი წლის ვიყავი. - თვალები დახუჭა, თითქოს რაღაცას იგონებსო. - წესით ასეთ პატარა ასაკში ბევრი არაფერი გამახსოვრდება... მე დამამახსოვრდა იმიტომ რომ მას მერე დედა აღარ მინახავს და მამა შეიცვალა. პატარა ბავშვისთვის საკმაოდ მძაფრი შეგრძნებები იყო და ამიტომ დამამახსოვრდა. - მცირე დუმილის შემდეგ ისევ გააგრძელა. - სახლში ქეთო ძალიან ცოტა ხანს იყო, მამა ვერ უვლიდა... თვითონ მოსავლელი იყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ - სვამდა. ბოლოს უბრალოდ გულმა ვერ გაუძლო და... - ისევ შეჩერდა. - ქეთოს ტირილი მახსოვს, სულ ტიროდა. მერე მოვიდნენ და წაიყვანეს. მე ბავშვთა სახლში მომათავსეს, სადაც ჩემი ცხოვრების 14 წელი გავატარე. უკმაყოფილო არ ვარ, ბევრი გააკეთა ბავშვთა სახლმა ჩემთვის, სწავლაშიც ხელი შემიწყვეს. ასპროცენტიანი დაფინანსება მივიღე და უნივერსიტეტი დავამთავრე. უფლება მომცეს სწავლის პერიოდში მათთან მეცხოვრა, მერე სამსახური ვიშოვე და დამოუკიდებლად ცხოვრება შევძელი. თითქოს ყველაფერი კარგად მქონდა, მაგრამ ქეთო არ მაძლევდა მოსვენებას. ოღონდ მაშინ არ ვიცოდი ქეთო თუ ერქვა. - გაჩუმდა.
მიშო უკვე გაოგნებული უსმენდა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. ღმერთო იცოდა, სოფომ თავიდანვე ყველაფერი იცოდა.
-ვეძებდი... გავიგე რომ გააშვილეს. გაშვილებული ბავშვის ახლობლებისთვის მასზე ყველანაირი ინფორმაცია დაბლოკილია და არც მე მაწვდიდნენ არანაირ ცნობებს. აქაც ბავშვთა სახლი დამეხმარა და ქეთო ერთი წლის წინ ვიპოვე. ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. შორიდან ვნახე, ღმერთო როგორ მომეწონა?! რაღაცით დედა გამახსენა, მასავით წითური თმა ჰქონდა. მრავალი მცდელობის მიუხედავად მისვლა და დალაპარაკება მაინც ვერ შევძელი. ვიცოდი რომ არაფერი იცოდა გაშვილების შესახებ და არ მინდოდა მე მეთქვა. რაღაც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, ერთადერთი ახლობელი ადამიანი. მერე მისი დიაგნოზის შესახებ გავიგე. ძალიან განვიცადე. მივხვდი რომ მე შემეძლო დავხმარებოდი და მასთან დაახლოების გზებს ვეძებდი. მერე გამოჩნდა ეს პროექტი, რომელზეც ვიცოდი რომ ქეთო იმუშავებდა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე ანკეტა შევავსე და გამოვაგზავნე. - გაჩუმდა და თვალებიდან უნებურად წამოსული ცრემლი მოიწმინდა. - ძალიან მტკივნეული იყო... იქ პროექტში თავი ისე ვიგრძენი როგორც არასდროს. ჩემი შეცდომა იყო, ძალიან დიდი იმედი დავამყარე ამ ყველაფერზე. გამარჯვებას არ ველოდი, მაგრამ გავიმარჯვე. აბსოლუტურად სხვანაირად დავუწყე ყველაფერს ყურება... გულწრფელად მეგონა რომ შენ... მოკლედ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. მთავარი ის არის რომ შენ ქეთო აირჩიე, ისე რომ არანაირი უფლება არ გქონდა. თავი მოტყუებულად ვიგრძენი, უსარგებლოდ. ამქვეყნად ჩემთვის ორმა ყველაზე ახლობელმა ადამიამა (ყოველ შემთხვევაში ჩემი შეგრძნებებით) მიღალატა. სწორედ ეს ვიგრძენი მაშინ და ახლაც ვგრძნობ...
-სოფო, - პირველად ამოიღო ხმა მიშომ, როცა მიხვდა საით მიყავდა საუბარი სოფოს. ხვდებოდა რომ ახლა ის იდგა ორ დას შორის. - ახლა საქმე ქეთოს და მის ჯანმრთელობას ეხება. სხვა ყველაფერი აზრს კარგავს.
-არ შემიძლია... ზედმეტად მძიმეა. - ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა. - ყველაფერი დაწვრილებით იმიტომ მოგიყევი, რომ გაგეგო როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის ქეთო. სწორედ ამიტომაა ასე მძიმედ გადასატანი. არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი ამ ყველაფერს, ბოღმა, შურისძიება... მაგრამ არ შემიძლია. ზედმეტად მეტკინა.
მიშო ხვდებოდა ნელ-ნელა როგორ ეყინებოდა სხეული. თითოეული კუნთი დაძაბვოდა, ხვდებოდა რომ უკანასკნელ იმედს ართმევდნენ. ვერც კი მიხვდა როდის დაიწყო მოძრაობა აბსოლუტურად გაუაზრებლად სოფოს წინ მუხლებზე დადგა. სოფო შეკრთა, თვალებზე აიფარა ხელი ხმამაღლა აქვითინდა.
-არ გინდა, ადექი... - მერე ორივე ხელი მოკიდა მხრებში და წამოაყენა.
-არ გთხოვ არც ჩემთვის და არც ქეთოსთვის... შენთვის გააკეთე ეს. - სადღაც შორიდან გაისმა მიშოს ხმა.
-წადი... - ზურგით შებრუნდა სოფო.
-სოფო... - კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მიშომ.
-წადი გთხოვ, ნუ მტანჯავ. - ბოლო სიტყვები გულიდან ამოხეთქილ ქვითინში ჩაიკარგა.
მიშო შებრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. თითქმის კართან მისული შეაჩერა სოფოს სიტყვებმა.
-რომ დავთანხმდე, მიატოვებ? მისი სიცოცხლის სანაცვლოდ დათმობ მას?
მიშო კანკალმა აიტანა. ასეთი უსუსრი საკუთარი თავი არასდროს ახსოვდა. საერთოდ იკარგებოდა შეგრძნებებში. ვეღარ ხვდებოდა რა იყო უკეთესი. მიტოვებას ვერ შეძლებდა, მაგრამ მეორე ვარიანტზე ფიქრი საერთოდ არ უნდოდა. ერთადერთი რაც უნდოდა აქედან გაქცევა იყო. ვეღარ სუნთქავდა. გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად გადადგა ნაბიჯი და გაიხურა კარი.

****
მართალი იყო ლიზა...
ძლიერი იყო მიშო. მხოლოდ ის თუ გაუძლებდა ამ ყველაფერს. მხლოდ ის თუ შეძლებდა არაფერი ეგრძნობინებინა ქეთოსთვის. სიტყვაც არ ეთქვა იმ საღამოზე, რომელმაც შეიძლება ითქვას მორალურად გაანადგურა.
-მიშო, ასე სჯობდა. - მთელი გულით ცდილობდა ვახო დაემშვიდებინა მეგობარი. -გარანატია არ გაქვს რომ მისი ძვლის ტვინი თავსებადი იქნება. აი, შენი წასვლით კი მართლა...
-არ ვიცი რა არის სწორი... უკვე მართლა არ ვიცი... მაგრამ ერთი ვიცი, ვერ შევძელი. იცი რამდენჯერ მიფიქრია? რამდენად მიყვარს? რამდენის დათმობა შემიძლია მისი გულისთვის-მეთქი. მაშინ გულწრფელად მჯეროდა რომ მისი სიცოცხლის სანაცვლოდ წასვლაზეც დავთანხმდები-თქო, მაგრამ ფიქრი ადვილია, გაკეთება - შეუძლებელი.
-მიშო...
-ეგოისტი ვარ?
-მაგარი კაცი ხარ... საუკეთესო და ჩემთვის მაგალითი.
მაქსიმალურად ცდილობდა ქეთოს არაფერი გაეგო, ვისაც გული გადაუშალა, ვახოს გარდა, ბატონი მერაბი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ მანაც გაუგო.
ცხოვრება ისევ თავის კალაპოტში მიედინებოდა. ერთ დღესაც გაისმა ზარი და ქეთოს შეატყობინეს, რომ გამოჩნდა დონორი, რომელსაც ასპროცენტიანი თავსებადობა ჰქონდა ქეთოსთან. ქეთოს გერმანიაში იბარებდნენ, რომ რამდენიმე დამატებითი ანალიზი აეღოთ.
ცა გაიხსნა...
თითქოს ყველა პრობლემა მოგვარდა, თითქოს ქეთოს უკვე გადაეტანა უმძიმესი ოპერაცია და თითქოს უკვე ბედნიერ დასასრულამდე მივიდნენ.
რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდნენ. გერმანიაში ქეთოს მშობლები დახვდებოდნენ. ყველაფერი კარგად იყო. მათ უკვე სურვილის გარდა იმედიც ჰქონდათ.
გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლში დაბრუნებულ მიშოს ქეთო „სხვანაირი“ დახვდა. თითქმის მთელი საღამო ხმა არ ამოუღია, ბოლოს ვეღარ მოითმინა და სავარძელში მჯდარი მიშოს წინ პირდაპირ იატაკზე დაჯდა და ქვევიდან ახედა.
-მიშო... - ზედმეტად ნაღვლიანი ჰქონდა ხმა. იმდენად, რომ მიშოს შეეშინდა. დაიხარა, წელზე ხელი მოხვია და მსუბუქად გადმოისვა კალთაში. - სიყვარულსა და სიბრალულს შორის ზღვარის გავლება რთულია, - გაუბედავად წამოიწყო - ორივე ძალიან მძაფრი გრძნობაა.
მიშო ერთიანად დაიძაბა.
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორი ძლიერი გრძნობაა რისხვა. - თვალებში ჩახედა. - განსაკუთრებით აფექტის მდგომარეობაში. ყველა დანარჩენ გრძნობას ჩრდილავს.
ქეთომ მზერა ვერ გაუსწორა.
-დღეს შენი კომპიუტერი დამჭირდა, - გაუბედავად წამოიწყო და გაჩუმდა.
-რა ნახე მერე იქ? ჩემი მიმოწერა მადონასთან?
-სურათი... - ძლივს ამოილურლუღა.
-რომელი სურათი? - მიშო ერთიანად დაიძაბა.
-სოფოსი... - თითქმის სულ ჩაუწყდა ხმა. მთელი ძალისხმევის მოკრებას ცდილობდა რომ არ ეტირა.
-და რა იფიქრე? - აშკარად დროის მოგებას ცდილობდა. ხვდებოდა რომ მოუწევდა ყველაფრის მოყოლა.
-არ ვიცი მიშო...
-ქეთო მიყვარხარ. მთელი არსებით მიყვარხარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმას რასაც ახლა მოგიყვები ძალიან მშვიდად მიიღებ.
-უკვე მეშინია. - თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა.
მიშომ ჩაახველა და დაიწყო:
-ვიცი ძალიან გაბრაზდები, მაგრამ დიდი ხანია უკვე შენი ბიოლოგიური მშობლების ძებნა დავიწყე. - შეისვენა, ქეთოს რეაქციას აკვირდებოდა. მუხლებზე იგრძნო როგორ დაეძაბა სხეული. - ქეთო, ყველა ვარიანტი უნდა მეცადა, - თავის მართლებასავით გამოუვიდა. - ვერ დავჯდებოდი გულხელდაკრეფილი და ვერ დაველოდებოდი სასწაულს.
-მერე, რა გააკვიე? - ჩუმად ამოიბუტბუტა და მიშოს მუხლებიდან დივანზე ჩაცურდა.
-სამწუხაროდ არცერთი აღარაა ცოცხალი. - ისევ მოხვია წელზე ხელი და ისევ მუხლებზე დაისვა.
-ასეც ვფიქრობდი... - ისევ ჩაცურდა მისი მუხლებიდან და დივანზე, ცარიელ ადგილზე მოთავსდა. - მერე სოფო რა შუაშია ამ ყველაფერთან?
მიშომ ისევ გადმოისვა კალთაში.
-იცოდე, კიდევ ერთხელ მოიცვლი აქედან ფეხს და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - თავი ააწევინა და მკაცრად ჩახედა თვალებში.
-ამ ბოლო დროს რაღც ისე აკეთებ ყველაფერს როგორც შენ გინდა. - ტუჩები გაბუსხა, მაგრამ მუხლებიდან გადაჯდომა ვეღარ გაბედა.
-იმიტომ რომ შენ იქცევი ჭირვეული ბავშვივით.
-თემას გადაუხვიე.
-კარგი, - ყოველი შემთხვევისთვის ხელი მოხვია წელზე და დარწმუნდა რომ ვერსად წასვლას ვეღარ შეძლებდა. - შენი მშობლების ძებნაში აღმოვაჩინე, რომ გყავს და.
ქეთო დაიძაბა, იმდენად რომ მიშომ გაიგონა როგორ გაუხშირდა სუნთქვა.
-რა თქმა უნდა მისი ძებნაც დავიწყე. - მიშო შეჩერდა, ქეთოს რეაქციას დაელოდა, მაგრამ ქეთო არ განძრეულა და ისევ განაგრძო. - ვიპოვე...
-სოფო? - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ვიდრე მიშოს ჰკითხა.
მიშომ ოდნავშესამჩნევად დაუქნია თავი. ორივე გაჩუმდა. ქეთო ცდილობდა თავში ყველაფერი დაელაგებინა. მიშო უბრალოდ დროს აძლევდა.
-თვითონ იცის? - ბოლოს ძლივს ამოიჩურჩულა.
მიშომ თავი დაუქნია.
-თვითონ იმაზე ადრე იცოდა, ვიდრე ჩვენ.
ქეთომ გაკვირვებით შეხედა.
-პროექტში შენი გულისთვის მიიღო მონაწილეობა.
-უნდა ველაპარაკო.
-ახლა არა.
-რატომ?
-ქეთო...
-ჩემზე გაბრაზებულია და იმიტომ. - სინანულით ჩახარა თავი.
-შენზე არა, ჩემზე.
-მასაც ელაპარაკე ხომ? - ტანით მიშოს მიეყრდნო და თავი მის ყელში ჩარგო.
-რა თქმა უნდა. - ორივე ხელი შემოხვია მხრებზე და უფრო ძლიერად ჩაიხუტა.
-უარი თქვა არა ჩემს დახმარებაზე?
-შენსაზე არა, ჩემს დახმარებაზე თქვა უარი. სადღაც გულის სღრმეში ალბათ მისიც მესმის.
-მეც მესმის... ერთხელაც, როცა ორივე მზად ვიქნებით ამისთვის მივალ და ბოდიშს მოვუხდი.
მიშოს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი ააწევინა და ტუჩებზე დასწვდა.
რამდენიმე დღეში გაფრინდნენ გერმანიაში. თითქმის მთელი გადამღები ჯგუფი აცილებდათ. ქალბატონი ნაზიც კი.
-რა გენაღვლებათ თქვენ, - წყვილ-წყვილად მდგარ ლიზას, ვახოს, ქეთოს და მიშოს გადახედა. - კი იპოვეთ ერთმანეთი და... ქეთო, არაფერი არ მინდა გერმანიიდან ერთი ჰანსი ან იურგენი ჩამომიყვანე.
-მერე გერმანული იცით, ქალბატონო ნაზი? - სიცილით რომ გული იჯერეს თვალეგაბრწყინებულმა გადახედა მიშომ.
-„ჰენდე ხოხ“ კი ვიცი და დანარჩენს ნელ-ნელა ვისწავლი.
-რად გინდათ ქალბატონო ნაზი ისეთი კაცი, რომელიც მარტო „ჰენდე ხოხს“ გაიგებს? - არ ეშვებოდა მიშო.
-რად მინდა და ერთი კაი „ნორკის“ შუბა მაქვს და იმას დავკიდებ ზედ.
მთელ აეროპორტს მოედო მათი ხარხარი.
იმ დღეს ძალიან ბედნიერები იყვნენ. იმ დღეს ყველა იმედით იყო განმსჭვალული, მომავლის იმედით.
დამატებითმა ანალიზებმაც დადებითი პასუხი აჩვენა და კიდევ უფრო გაამყარა მომავლის იმედი. ოპერაციის თარიღიც დაინიშნა.
-შეიძლება გავიგო ვინ არის ჩემი დონორი? - ექიმს ჰკითხა ქეთომ.
-დონაციას თავისი წესები აქვს. თავიდან დონორისათვისაც და რეციპიენტისთვისაც უცნობია ერთმანეთის ვინაობა. ოპერაციის მერე, როცა უკვე ძვლის ტვინი კარგად შეეთვისება ორგანიზმს და რეციპიენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, ორივე მხარის თანხმობის შემდეგ შეგვიძლია შეგახვედროთ ერთმანეთს.
-მანამდე საერთოდ არანაირ ინფორმაციას არ მოგვცემთ? - მაინც სცადა ქეთომ.
-სამწუხაროდ... - ხელები გაშალა ექიმმა ჰანსმა... დიახ, დიახ, სწორედ რომ ჰანსი ერქვა ღრმადპატივცემულ ექიმს, რომლის ხელშიც იყო ქეთოს ბედ-იღბალი.
როგორც კი მისი სახელი გაიგო ქეთომ, მაშინვე ქალბატონ ნაზის დაურეკა და ახარა - თქვენი ჰანსი ვიპოვეო. დროში განსხვავების გამო ქალბატონ ნაზის ეძინა.
-ჰანსი კი არა, ტელფონი ძლივს ვიპოვე ამ შუაღამისას. - ამოიბუზღუნა, მაგრამ მერე ისევ განაგრძო. - მაგას გადაეცი, ურჩევნია ყველაფერი კარგად იყოს, თორემ ნაზი „შემმუსვრელი“ თუ ჩამოვიდა გერმანიაში ერთი ათად ამოიყრის ჰიტლერის ჯავრს შენზე-თქვა.
-აუცილებლად გადავცემ. - ახარხარდა ქეთო. - მაგრამ ხომ არ იცით შემმუსვრელი როგორ არის გერმანულად?
-„ჰენდე ხოხ“-თქვა უთხარი და მიხვდება.
ისევ ხმამაღლა აკისკისდა ქეთო.
მიუხედავად იმისა რომ წინ ურთულესი ოპერაცია ელოდებოდა, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალბის პერიოდი მოყვებოდა, მაინც კარგ ხასიათზე იყო. ამაში გარშემომყოფებიც ეხმარებოდნენ. სწორედ მათი საშუალებით გადაიტანა ეს ყველაფერი. ოპერაციაც და შემდგომი მკურნალობაც. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ნელა, თუმცა მყარი ნაბიჯებით მიდიოდა...
მაინც მივიდა... ასეც უნდა ყოფილიყო... სხვანაირად უბრალოდ შანსი არ იყო...

ეპილოგი
-დღეს... - თითქმის გაუცნობიერებლად ამოიბუტბუტა ლოგინში წამომჯდარმა ქეთომ.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, მძინარეს ნუ მიყურებ-თქო? - ამოიბუზღუნა მიშომ და თვალები გაახილა. როგორც კი ქეთოს მზერას გადააწყდა თვითონაც წამოჯდა და უნებურად გაიმეორა:
-დღეს...
ქეთომ თავი დაუქნია.
-რომელი საათია? - ფეხზე წამოდგა მიშო.
-ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც ავდგეთ. დაგვიანება არაფრით არ შეიძლება.
-ხო, გერმანელებს დაგვიანება არ უყვართ.
-რა იცი, იქნებ სულაც არ არის გერმანელი? იქნებ სულაც პაკისტანელია?
-არა ქეთო, ბრიტანელი ჯობია, იქნებ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყოს და ძვლის ტვინს ცისფერი სისხლიც გადმოყვებოდა შენ ორგანიზმში.
-ღმერთო, რამდენი წელი ველოდეთ?! როგორც იქნა მადლობას გადავუხდი.
-მე ორმაგად გადავუხდი მადლობას. - მიშომ თავისკენ მიიზიდა ქეთო. - აი ამისთვის, - საფეთქელზე აკოცა ცოლს - და კიდევ აი ამ შესაძლებლობისთვის. - ქეთოს წინ ჩაიმუხლა და წამოზრდილ მუცელზე მიადო ტუჩები.
სამი წელი და შვიდი თვე...
არც ისე დიდი დროა, ერთ წამში გაიფრინა. ღირდა... ასეთი დასასრულისთვის თითოეულ ტკივილად ღირდა.
ამდენი ხნის შემდეგ მიიღეს თანხმობა და ზუსტად დღეს უნდა შეხვედროდნენ ადამიანს, რომლის მადლიერი იქნებოდნენ მთელი ცხოვრება. ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ. ელიდნენ და გაიღო...
შემოვიდა...
ამას არცერთი არ ელოდა...
ღია კარში სოფო იგდა, მის ზურგსუკან კი მომღიმარი ჰანსი გაბრწყინებული თვალებით.
-სოფო... - ჩუმად ამოილაპარაკა ქეთომ.
-გამარჯობა ქეთო. - სოფომ ჩაახველა ხმის დასამორჩილებლად. - ალბათ ჯობია მე დავიწყო, ამ შენთხვევაში სათქმელი და თავის გასამართლებელი მე უფრო მაქვს, ვიდრე შენ.
-მე... - წამოიწყო ქეთომ, მაგრამ სოფომ შეაჩერა.
-ვიცი, ქეთო... ყველაფერი ვიცი. ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც უნდა იყოს. - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაგიდის მეორე მხარეს, ქეთოს წინ ჩამოჯდა. მიშო ისევ ფეხზე იდგა, ორივე ხელი ქეთოს მხრებზე ეწყო და დროდადრო ნაზად ეფერებოდა. - გეძებდი... - ისევ სოფომ განაგრძო. - ძალიან დიდი ხანი გეძებდი. როცა გიპოვე, მივხვდი რომ შენთვის ადრე იყო სიმართლის გაგება და მეც გავჩუმდი. მერე შენი დიაგნოზის შესახებ გავიგე და ვიფიქრე რომ დაგეხმარებოდი. პირდაპირ მოსვლა ვერ გავბედე. რა უნდა მეთქვა? - გამარჯობა მე შენი და ვარ და შეიძლება ის მაქვს რაც შენ გჭირდება-თქო? მერე პროექტის შესახებ გავიგე და ანკეტა შევავსე. არც კი მეგონა რომ დამირეკავდნენ. შენ დამირეკე... გასაუბრებაც შენთან გავიარე. გახსოვს? - ხმა აუთრთოლდა სოფოს. ქეთომ თავი დაუქნია და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა. - მომეწონე... ძალიან, ალბათ შემიყვარდი კიდეც.. ვიცოდი რომ ყოველდღე მხედავდი და მინდოდა შენც მოგწონებოდი. მერე რაღაც უფრო მეტი მნიშვნელობა მივეცი პროექტს და გამარჯვებამ საერთოდ თავბრუ დამახვია. მეტისმეტად ბევრი წარმოვიდგინე. მაგრამ შენზე არასდროს გავბრაზებულვარ. მთელ სამყაროზე ვიყავი ნაწყენი შენ გარდა. იმ დღეს კი მიშო რომ მოვიდა. - მზერა ისევ ფეხზე მდგარ მიშოზე გადაიტანა. - მაშინ ვიცოდი რომ მოხვიდოდი და ვიცოდი რომ უარს გეტყოდი. ამითი შენი დასჯა გადავწყვიტე. ბავშვურ საქციელი იყო და იმ დღეს მივხვდი რომ მართლა ზედმეტი მომივიდა. - მზერა ისევ ქეთოზე გადაიტანა. - იმ დღეს შენი მიტოვება ვთხოვე. - ქეთო შეკრთა. ერთიანად დაიძაბა მიშო. - ვიცოდი, რომ შენ არავითარ შემთხვევაში არ გეტყოდა და ამიტომ ვთხოვე. უნდა ვაღიარო იმ დღეს მე დავმარცხდი და არა მიშო. დავინახე რომ მართლა უყვარდი, მეტისმეტადაც კი. ქეთო, მაშინვე ვიცოდი რომ შენი დონორი ვიქნებოდი აუცილებლად. შენს ჯანმრთელობას არცერთ შემთხვევაში არ დავაყენებდი საფრთხის ქვეშ.
-ვიცი სოფო, - ამოისლუკუნა ქეთომ და მაგიდაზე დალაგებული ხელები ოდნავ წინ გასწია. მიუხვდა სოფო და თავისი ხელები შეაგება. - ცოტა რთული იქნება, მაგრამ არა უშავს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ და ყველაფერს მოვერევით, ბოლოს და ბოლოს ამხელა სენს მოვერიეთ და...
სოფომ თავი დაუქნია და ცრემლი მოიწმინდა. მიშომ მათი მარტო დატოვება გადაწყვიტა. სალაპარაკო მართლაც ბევრი ჰქონდათ, ოღონდ მარტო მათ.
სანამ კარებს მოხურავდა გაიგო:
-როდის ელოდები - მხირულებაშეპარული ხნით ნათქვამი.
-ოთხ თვეში. - ყურს მიწვდა ქეთოს პასუხიც და მიხვდა რომ იღიმებოდა.
სწორედ ასე უნდა მომხდარიყო... სწორედ სოფო უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი... სწორედ ასეთი დასასრული უნდა ჰქონოდა ამ ისტორიას, რომ იქ სადღაც რეალობაში დაიწყოს ახალი ისტორია, ბევრად უფრო მხიარული, უფრო ბედნიერი... შეიძლება მოსაყოლად არც ისე საინტერესო, იმიტომ რომ ამის მერე უკვე ისედაც ყველაფერი ნათელია... ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.


------------------------------------
ესეც ასე დავასრულე love
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით love



№1  offline მოდერი chica sol

არ მინდა დასასრულიიიი;(
ჩემო საყვარელო გოგო... არც კი ვიცი როგორ ვიკავებ თავს რომ გულს არ გიწყალებდი ყოველ თავში ლაქლაქით...
ალბათ მინდა რომ მთელი ემოცია ერთად მოგაფრქვიო....
ახლა გავიქცევი წავიკითხავ და გახსოვდეს: უყვარს შენს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤❤

 


№2 სტუმარი ემი

მატირე...

ამ ისტორიის პირველ თავში ამას ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამატირებდი...

როგორც კი დაწერე, ასპროცენტიანი შეთავზებით დონორი გამოჩნდაო, მაშინვე სოფოზე ვიეჭვე...

საქართველოში დედმამიშვილობა სხვა განზომილებაში განიხილება, თავიდან ძალიან გავბრაზდი მის შეთავაზებაზე... მაგრამ ალბათ მიშოსთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი იყო დიდი და გამოუვიდა კიდეც... მაგრამ მან მაინც თავისი გააკეთა...უბრალოდ ამდენი წლის შემდეგ საკუთარ დაზე გამეგო, ალბათ სამი წელი ვერ მოვითმენდი... სხვა ყველაფერი კარგად გააკეთა... მიშოს რომ უარი ეთქვა ქეთოზე, მერე მაინც გვერდით დაუდგებოდა და
ხელს არ შეუშლიდა ამათ, ასე მგონია...

რა გითხრა, ძალიან მაგარი ხარ... ეხლა უბრალოდ პირობა უნდა მოგვცე, რომ არ გადაიკარგები bully

 


№3  offline ადმინი შამანი

რამოდენიმე თავი დამიგროვდა წასაკითხი და მიხარია,რომ წინ დიდი სიამოვნება მელის,მაგრამ არ მინდოდა ასე მალე დასრულებულიყო... recourse
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline მოდერი nicol

ემი
მატირე...

ამ ისტორიის პირველ თავში ამას ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამატირებდი...

როგორც კი დაწერე, ასპროცენტიანი შეთავზებით დონორი გამოჩნდაო, მაშინვე სოფოზე ვიეჭვე...

საქართველოში დედმამიშვილობა სხვა განზომილებაში განიხილება, თავიდან ძალიან გავბრაზდი მის შეთავაზებაზე... მაგრამ ალბათ მიშოსთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი იყო დიდი და გამოუვიდა კიდეც... მაგრამ მან მაინც თავისი გააკეთა...უბრალოდ ამდენი წლის შემდეგ საკუთარ დაზე გამეგო, ალბათ სამი წელი ვერ მოვითმენდი... სხვა ყველაფერი კარგად გააკეთა... მიშოს რომ უარი ეთქვა ქეთოზე, მერე მაინც გვერდით დაუდგებოდა და
ხელს არ შეუშლიდა ამათ, ასე მგონია...

რა გითხრა, ძალიან მაგარი ხარ... ეხლა უბრალოდ პირობა უნდა მოგვცე, რომ არ გადაიკარგები bully

სწორედ ახლა ვსაუბრობდით შენზე, სხვათაშორის ანაც გეძებს მურაჩაშვილი, შენს ფბ-ს ითხოვდა წეღან. ერთ-ერთი გამორჩეული მკითხველი ხარ საიტის უკვე და აწი დროა დარეგისტრირდე კიდეც, უფრო ადვილად რომ მოგიკითხოთ ხოლმე love
რა თქმა უნდა არ დავიკარგები, ცოტას შევისვენებ და განახლებული ძალებით დავბრუნდები

შამანი
რამოდენიმე თავი დამიგროვდა წასაკითხი და მიხარია,რომ წინ დიდი სიამოვნება მელის,მაგრამ არ მინდოდა ასე მალე დასრულებულიყო... recourse

ჩემი ნინე, თბილი და ტკბილი love

მარიამ ზაქარაშვილი
არ მინდა დასასრულიიიი;(
ჩემო საყვარელო გოგო... არც კი ვიცი როგორ ვიკავებ თავს რომ გულს არ გიწყალებდი ყოველ თავში ლაქლაქით...
ალბათ მინდა რომ მთელი ემოცია ერთად მოგაფრქვიო....
ახლა გავიქცევი წავიკითხავ და გახსოვდეს: უყვარს შენს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤❤

მარიკუნა, მარიკუნა უკვარხარ ნიკოლს love

კიბო
ჭკუა მეკეტება შენზე :'( *--------------* love

უჰუუუ, გამიხარდა ძალიან love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5 სტუმარი ემი

გენაცვალეთ მე თქვენ, ორთავეს... love

ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ უკვე, ოღონდ მართლა... request

 


№6 სტუმარი stumari #77

საოცარი იყო, უღრმესი მადლობა ამ განცდებისათვის, გელოდები ახალი ისტოორიით.

 


№7  offline წევრი lankobalero

საუკეთესო დასასრული ქონდა, ბედნიერი, თბილი და ტკბილი love

 


№8 სტუმარი nia

ძალიან კარგი იყო მომეწონა ვიცინე ბევრი ვიტირე კიდეც... ეს ის მომენტი იყო კომეტარს რომ დავწერდი ვიცოდი (რაც ძალზედ იშვიათია) რა დამეწერა როგორ შემეფასებინე როგორ გადმომეცა ემოცია რაც კითხვის დროს მქონდა აი ეგ მიძნელდება... კარგი იუმორი იყო ხალასი ... კარგი ხარ მომწონხარ და წარმატებები შენ ....სიტყვები არ მყოფნის ვერ ვპოულობ :* :))))))))

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ვგიჟდებოდი ამ ისტორიაზე, დასასრულიო რომ წავიკითხე გული გამიჩერდა, ვლოცულობდი კარგად დასრულებულიყო .ისეთი კარგი იყო ვერ აღვწერ..ვიცინე ცრემლებამდე, მოვიწყინე ისე რომ ტირილის ზღვარზე ვიყავი და გავბედნიერდი მოვლენების განვითარებით ...
საოცარი ხარ ავტორ wink

 


№10  offline მოდერი chica sol

ჩემო უსაყვარლესო გოგო... უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა... როცა მითხარი, რომ შედარებით მსუბუქ ისტორიას წერდი, ვიფიქრე: მორჩა, ეს ნიკოლის ის ისტორიაა, რომელზეც არ ვიტირებ-მეთქი... ხოდა ასეც მივიწევდი წინ... ბოლო ორ თავში იმდენი ვიტირე... თან ჩემი გრაფიკის გადამკიდე ხან მეტროში ვკითხულობდი და ხანაც მარშრუტკაში არც კი მომრიდებია ისე ვაფრქვევდი ჩანჩქერებს:დდდ
ამ ისტორიამ რაღაც დამმართა და ამდენი დღეა სახელი ვერ დავარქვი... ერთი კარგი საქმე გამიკეთებია ჩემი არსებობის ჟამს, შენ და ნატროშვილს რომ აუტანლად გაწუხებდით ისტორიების დასრულებასთან დაკავშირებით ის...
მერე, არის რაღაც კავშირი ჩემსა და ლიზას შორის (შენი თქმით). მიხარია თუ ისეთ საყვარელს მხედავ როგორიცაა ლიზას პერსონაჟი(თუმცა არ ვიცი რამდენად ვგავართ)
როცა მითხარი ჩემი მუზა გახდი ამ ისტორიის წერისასო...აი, მანდ... არ ვიცი... უბრალოდ "გავჭედე" კედლებზე გავედი, ზედ ვეხლებოდი...
გამაბედნიერე...
არ ვიცი, ჩემი ამოჩემება ხარ❤❤❤
და მიყვარხარ ძალიან...
პ.ს. ნუ მაიძულებ ისევ ცივი იარაღით დაგაშინო, უკვე ველი ახალ ისტორიას❤❤❤❤

 


№11  offline მოდერი ლილიანა

ტკბილი იყო აი ისეთი შიგადაშიგ რომ ყელს ჩაგწვავს მაგრამ რომ უხდება,❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12  offline წევრი meri89

is rac kargia kargia magram ar meyo male damtavrda.ise gamixarda ase rom damtavrda da sopo ar gaaborote.

 


№13  offline წევრი Gone With Dreams

ასეთი კარგი რამდენი ხანია არაფერი წამიკითხავს. ისეთი მხიარული,თბილი და სევდიანი იყო,რომ გავოცდი. თანაც ისე ჰარმონიულად ერწყმოდა ყველაფერი ,რომ მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე. მიშოს პერსონაჟზე გავგიჟდი,ქეთო ხომ საერთოდ სასწაული იყო და სასწაული ხარ შენც. დიდი მადლობა კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორიისთვის :)
--------------------
...

 


№14  offline წევრი მოლურჯო

არ მომეწონა თინა
ბევრად უკეთესი ისტორიები გაქვს
და ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო
წინა ისტორიებთან შედარებით
მაგრამ შევცდი
იმედები გამიცრუვდა
--------------------
მარიამი

 


№15 სტუმარი Salomme

გული დამწყდა რომ დამთავრდა. თუმცა საუკეთესო დასასრული იყო. ყველაზე მეტად იუმორი მხიბლავდა ამ ისტორიაში და გამიხარდება თუ შენს მომდევნო ისტორიაშიც არ მოგვაკლებ.

 


№16  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

dzaliann gamaxareee axalii istotiiiss xilvamm... darcmunebulii vyavi romm esecc sheudarebeli iqnebodaaaa..... umagresi iyoo rogorcc yoveltvisssss .... sheudarebeli xarr avtorr... ratqmaundaa velodebi axal istoriaa .......

 


№17  offline მოდერი nicol

stumari #77
საოცარი იყო, უღრმესი მადლობა ამ განცდებისათვის, გელოდები ახალი ისტოორიით.

მადლობა შენ რომ წაიკითხე და თბილი სიტყვეები გამოიმეტე love

lankobalero
საუკეთესო დასასრული ქონდა, ბედნიერი, თბილი და ტკბილი love

მადლობა, ტასო love

ello1997
Dedaaa, movkvdebi exla ;( es iyo emociata zgva. Saswaulad tbili da sevdianad mxiaruli istoria. Ragac mxriv mivxvdi kidec sofos kavshiri ro qonda qetostan, nashvilobis ambis mere sabolood davrwmundi.
Saocari adamiani xar tini, saocari emociebis matarebeli da mixarixar martla. <3

ჩემი ემოციების ზღვა ხარ შენ love

nia
ძალიან კარგი იყო მომეწონა ვიცინე ბევრი ვიტირე კიდეც... ეს ის მომენტი იყო კომეტარს რომ დავწერდი ვიცოდი (რაც ძალზედ იშვიათია) რა დამეწერა როგორ შემეფასებინე როგორ გადმომეცა ემოცია რაც კითხვის დროს მქონდა აი ეგ მიძნელდება... კარგი იუმორი იყო ხალასი ... კარგი ხარ მომწონხარ და წარმატებები შენ ....სიტყვები არ მყოფნის ვერ ვპოულობ :* :))))))))

მადლობა ნია love
შენ ის ნია ხარ, ჩემი ძველი ნაცნობი? wink

sameone crazy girl
ვგიჟდებოდი ამ ისტორიაზე, დასასრულიო რომ წავიკითხე გული გამიჩერდა, ვლოცულობდი კარგად დასრულებულიყო .ისეთი კარგი იყო ვერ აღვწერ..ვიცინე ცრემლებამდე, მოვიწყინე ისე რომ ტირილის ზღვარზე ვიყავი და გავბედნიერდი მოვლენების განვითარებით ...
საოცარი ხარ ავტორ wink

მადლობა მარიამ love
ზუსტაეს ამ ემოციების გადმოცემა მინდოდა. მიხარია თუ გამომივიდა love

მარიამ ზაქარაშვილი
ჩემო უსაყვარლესო გოგო... უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა... როცა მითხარი, რომ შედარებით მსუბუქ ისტორიას წერდი, ვიფიქრე: მორჩა, ეს ნიკოლის ის ისტორიაა, რომელზეც არ ვიტირებ-მეთქი... ხოდა ასეც მივიწევდი წინ... ბოლო ორ თავში იმდენი ვიტირე... თან ჩემი გრაფიკის გადამკიდე ხან მეტროში ვკითხულობდი და ხანაც მარშრუტკაში არც კი მომრიდებია ისე ვაფრქვევდი ჩანჩქერებს:დდდ
ამ ისტორიამ რაღაც დამმართა და ამდენი დღეა სახელი ვერ დავარქვი... ერთი კარგი საქმე გამიკეთებია ჩემი არსებობის ჟამს, შენ და ნატროშვილს რომ აუტანლად გაწუხებდით ისტორიების დასრულებასთან დაკავშირებით ის...
მერე, არის რაღაც კავშირი ჩემსა და ლიზას შორის (შენი თქმით). მიხარია თუ ისეთ საყვარელს მხედავ როგორიცაა ლიზას პერსონაჟი(თუმცა არ ვიცი რამდენად ვგავართ)
როცა მითხარი ჩემი მუზა გახდი ამ ისტორიის წერისასო...აი, მანდ... არ ვიცი... უბრალოდ "გავჭედე" კედლებზე გავედი, ზედ ვეხლებოდი...
გამაბედნიერე...
არ ვიცი, ჩემი ამოჩემება ხარ❤❤❤
და მიყვარხარ ძალიან...
პ.ს. ნუ მაიძულებ ისევ ცივი იარაღით დაგაშინო, უკვე ველი ახალ ისტორიას❤❤❤❤

ჩემი ამოჩემება შენ ხარ მარიკუნა... პირველივე დღიდან love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ორი დღეა ვკითხულობ, და ... აშკარად გამიმართლა ეს ისტორია თავებად რომ არ წავიკითხე love ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ მიმიღია. აშკარად გააბათილე ჩემი "ბოროტი" დედ-მამის შვილების თემა wink ძალიან მაგარი გოგო ხარ, დადებითი და თბილი, რაოდენ მძიმე სიტუაციასაც არ უნდა აღწერდე შენი პოზიტიურობა ყოველ სიტყვაში ჩანს love

 


№19  offline მოდერი nicol

ლილიანა
ტკბილი იყო აი ისეთი შიგადაშიგ რომ ყელს ჩაგწვავს მაგრამ რომ უხდება,❤❤❤

მადლობა ლილი love მიხარია რომ შენც კითხულობდი

meri89
is rac kargia kargia magram ar meyo male damtavrda.ise gamixarda ase rom damtavrda da sopo ar gaaborote.

მადლობა მარი,
მალე დამთავრდაო და მე მგონი ჩემი ისტორიებიდან ეს ყველაზე დიდი იყო wink

Gone With Dreams
ასეთი კარგი რამდენი ხანია არაფერი წამიკითხავს. ისეთი მხიარული,თბილი და სევდიანი იყო,რომ გავოცდი. თანაც ისე ჰარმონიულად ერწყმოდა ყველაფერი ,რომ მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე. მიშოს პერსონაჟზე გავგიჟდი,ქეთო ხომ საერთოდ სასწაული იყო და სასწაული ხარ შენც. დიდი მადლობა კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორიისთვის :)

მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის.
ჩემი ისტორიის თითქმის ყველა კომენტარის ავტორი მახსოვს. ხანდახან ვფიქრობ ამდენს როგორ ვიმახსოვრებ-მეთქი, მაგრამ ძნელია ასეთი კომენტარები არ გახსოვდეს love

სევდიანი გიჟი
არ მომეწონა თინა
ბევრად უკეთესი ისტორიები გაქვს
და ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო
წინა ისტორიებთან შედარებით
მაგრამ შევცდი
იმედები გამიცრუვდა

მარიამ love
იმედია ძალიან არ გაგიცრუვდა იმედი. ნამდვილად პირველი ისტორია იყო ეს, სადაც ამდენი დიალოგი გამოვიყენე love

Salomme
გული დამწყდა რომ დამთავრდა. თუმცა საუკეთესო დასასრული იყო. ყველაზე მეტად იუმორი მხიბლავდა ამ ისტორიაში და გამიხარდება თუ შენს მომდევნო ისტორიაშიც არ მოგვაკლებ.

მადლობა ჩემო სალომე, ვეცდები შემდეგი ისტორიაც მხირული გამოვიდეს love

ნარჩიტა
dzaliann gamaxareee axalii istotiiiss xilvamm... darcmunebulii vyavi romm esecc sheudarebeli iqnebodaaaa..... umagresi iyoo rogorcc yoveltvisssss .... sheudarebeli xarr avtorr... ratqmaundaa velodebi axal istoriaa .......

ჩემი შედარებით ახალბედა მკითხველი ხარ მე მგონი და ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა თითქმის ყველა ისტორიის ბოლოს შენი თბილი სიტყვები love

murachashvili
ორი დღეა ვკითხულობ, და ... აშკარად გამიმართლა ეს ისტორია თავებად რომ არ წავიკითხე love ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ მიმიღია. აშკარად გააბათილე ჩემი "ბოროტი" დედ-მამის შვილების თემა wink ძალიან მაგარი გოგო ხარ, დადებითი და თბილი, რაოდენ მძიმე სიტუაციასაც არ უნდა აღწერდე შენი პოზიტიურობა ყოველ სიტყვაში ჩანს love


უღრმესი მადლობა.
თუ გახსოვს მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ვინც შენს ისტორიაზე კომეტარი დატოვა. იმიტომ რომ მართლა გამაოცა იმ ისტორიამ, აბსოლუტურად განსხვცავებული იყო და ათმაგად საინტერესო. მერე აქტიურად ვეღარ გამოგყევი სხვა ისტორიებზე, იმიტომ რომ ძირითადად ვერაფერს ვკითხულობ მაშინ როცა მე თვითონაც ვწერ.
ჰოდა ახლა მცირე შესვენება ავიღე და აუცილებლად ჩავუჯდები ჩემთვის საინტერესო ავტორებს.
ერთ-ერთი პირველი იქნები შენ
--------------------
თინა ნიკოლ

 


№20  offline წევრი Salo me

რა ვქნა ვგიჟდები ბედნიერ დასასრულზე. მოხიბლული ვარ ისტორიით და მისი პერსონაჟებით. ძალიან კარგი იყო. განსხვავებული საინტერესო და არამოსაწყენი. მე მომეწონა
--------------------
Sally

 


№21 სტუმარი qristina devadze

mteli istoria dges wavikitxe dzalian chamitria...ar megona ,,vanilis kocnis,,mere rame tu momewoneboda magram am istoriam pirveloba daikava

 


№22  offline ადმინი შამანი

ახლა წავიკითხე დარჩენილი თავები და არ ვიცი რა გითხრა...
არაჩვეულებრივი ისტორიაა!
დასასრულიც ისეთი ქონდა როგორიც უნდა ქონოდა...
მომეწონა,რომ სოფომ გულის ტკენის გამო მისი და სასიკვდილოდ არ გაწირა და დაეხმარა...
მომეწონა ისიც,რომ როცა სოფომ მიშოს კითხა,რომ დაგთანხმდე მიატოვებო?! მიშო არ დათახნმდა.ბევრი ასე მოიქცეოდა,თუმცა მე მიშოს ასეთი ეგოისტური და ძლერი სიყვარული უფრო მომწონს! ♥
ძალიან სახასიათო და განსაკუთრებული პერსონაჟები გყავდა ამ ისტორიაში,ყველა სხვა შენი ისტორიისგან განსხვავდება და სულ არაფრით ჩამოუვარდება მათ ♥ ♥ ♥
ძალიან მომეწონა!ძალიან,ძალიან... და მადლობა,რომ ასეთი სიამოვნება მომანიჭე ამ ისტორიის კითხვისას...♥ ♥ ♥
ძალიან მიყვარხარ თინ!
ხომ იცი,როგორი ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ! wink ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№23  offline წევრი Marryam

უბრალოდ საოცარი იყო...უბრალოდ..

 


№24 სტუმარი ანუკი 777

ნიკოლ საოცრება ხაარ :**

 


№25  offline წევრი Svani12

რა ვთქვა არ ვიცი. ემოციების ზღვა... საოცრება იყო.განსხვავებული და ორიგინალური. იუმორი და სევდა შეზავებული.ყოჩაღ
წარმატებები..

 


№26 სტუმარი anukaa 777

nikol iset personajebs qmni gamoricxulia ro ar shegiyvardnen. mishoc, vaxoc, nazic :D sami mushketerii :D umagresi personajebii arian samivee. yvelaE metad shen iumorze meketebaa :D babuachem spiridons gavxaro amaze kinagam movkvdi sicilit :D saocreba xaar raa, yvelaze metad am saitze sheni sixalis danaxva mixariaa :**

 


№27  offline წევრი keso11

საოცრად არ მომეწონა დასასრული!რაღაც უგემურად დაასრულე!არც სადისტი ვარ და არც მაზოხისტი,პირიქით-ყველაზე დიდი ოპტიმისტი მე ვარ ალბათ,მაგრამ ეს ბანალური ჰეფი ენდი არ მოუხდა((არ უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია ასე და დედამიწის ზურგზე ვერავინ დამარწმუნებს რომ ვცდები!!! angry

 


№28  offline წევრი nini31323

Kargi iyoiiii. Ogond vergavige sofos isev moswons misho?

 


№29  offline ახალბედა მწერალი lullaby

ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ მირჩია თათამ წამეკითხა ეს ისტორია... იმ დღისითვე ვნახე პირველი თავი და გავსკდი სიცილით... ნუ კი, ვიცოდი, რომ წინაც იგივე მელოდა, მაგრამ რატომღაც ვეღარ მოვახერხე გაგრძელება. წუხელ 4 საათზე დავიძინე, ისე გავიდა დრო ამის კითხვაში ვერ გავიგე.
შენს იუმორზე ლაპარაკი უკვე ბანალური თემაა აქ, ყველამ ვიცით, რომ პროფესიონალი ხარ ამაში :დდ აი ამბავი კი. თავიდან რატომღაც ეს რეალითი შოუ, თან ასეთი პირობებით ცოტა არარეალური მეჩვენა საქართველოს პირობებში, თუმცა ფანტაზია ინ ექშენ, როცა გაქვს და შენ ნამდვილად გაქვს...
ყველა პერსონაჟი სათითაოდ აღებული კომიკურირი მწვერვალები არიან... არ ვიცი, როგორ შეგიძლია ასე გნასხვავებულად სასაცილოები ივნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთად. ხო ყველა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ აი ის ტიპი, სანდრო... :დდ ღმერთო სულ სამჯერ გყავდა მგონი ნახსენები, მაგრამ ისეთ მომენტებში იყო და ისეთი პერსონაჟი, რომ არ ვიცი, აი "ათიანში გარტყმული ტიპი" რაა :დდ
სიმართლე გითხრა ქეთოს ავადმყოფობა თითქოს ვერ მოვახდინე ამ ამბავს, რეალით შოუს და ა.შ., მაგრამ ის წინა პეროდები, სანამ გაირკვეოდა ყველაფერი ისეთი კარგი და გათვლილი იყო, რომ... თან ეს ავადმყოფობის ამბავიც არ იყო, მაინცდამაინც მძიმედ, მით უმეტეს რომ ეს სასწაული იუმორი ანეიტრალებდა ყველაფერს.
ორმოს ამბავმა ცუდად გამხადა. სიცილისგან თვალებზე ცრემლები მომადგა...:დდ ისეთიპერიოდი მაქვს ეს ბოლო კვირებია, სულ ვნერვიულობ და ამ ისტორიამ რამდენიმე საათით დამავიწყა ყველაფერი.
დასასრული... ნუ, ზემოთ ამ წამს მოვკარი თვალი არ უნდა დასრულებულიყო ჰეფი ენდითო. ვერ დავეთანხმები, მაგრამ სიმართლე გითხრა ცოტა სხვაგვარ დასასრულს ველოდი... კითხვის პროცესში ისე უცბად გაწყდა, რომ გამიკვირდა, მევთქვი ვა მოპრჩა? ანუ ის მომენტი, რომ კითხვისას გრძნობ, აი ახლა სადაცაა მორჩება, არ მქონია, უცბად შეწყდა, თუმცა ცუდი არ იყო. მე პირადად არ მიყვარს, როცა ასეთი მხიარული ამბები (თუ არ ჩავთვლით ქეთოს დაავადებას), წარღვნებით და შავი ჭირით მთავრდება...
ერთობ ნასიამოვნები ვარ და ძალიან დიდი მადლობა <3

 


№30  offline წევრი Indigo

მემგონი არასდროს არ დამიწერია შენ ისტორიაზე კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წაკითხული მაქვს და ყველა საოცრად მიყვარს.
მაგრამ ეხა, მეორედ წავიკითხე უკვე ეს ისტორია და საოცრად მომინდა შენთვის მეთქვა, რომ საოცრება ხარ! ვგიჟდები შენზე! საოცრად ემოციურ, საოცრად მგრძნობიარე ისტორიებს წერ და უშრეტელი ემოციის წყარო ხარ შენ ჩემთვის. ზუსტად იგივე ემოციები განვიცადე, ზუსტად იგივე სიმძაფრით მეორედ წაკითხვისასაც.
ვიცი, ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ უბრალოდ მინდა იცოდე, რომ, მე ვგიჟდები შენზე! <3 <3
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent