შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ (თავი 5)


1-06-2016, 23:37
ავტორი ნიტა096
ნანახია 1 621

-ჩვენ და სასიხარულოდ არაფერი მოგესმა ბებიკო, ანდრიას ნინა მოსწონს და ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენმა ნინამ ანდრიკოს გულში.
-არ მჯერა ბებიკო, რა კარგები ხართ, როგორ გამახარეთ, ნინა მოდი ბებო ჩემთან, ყოველთვიდ მინდოდა ჩემს ანდრიას შენისთანა საყვარელი გოგო ჰყოლოდა გვერდით, თუმცა შენზე არც კი მიფიქრია, შენ შემოგევლე ბებო მოდი ჩემთან? ნუ გრცხვენია, ჩვენ ისევ ის ბებია და შვილისშვილი ვართ, დილაობით ბუზღუნით რომ ვაღვიძებთ ყოველთვის კატუნას...
თინას ამ სიტყვებმა გული გამითბო, მასთან ჩახუტება მომინდა მაგრამ ძალიან შემრცხვა ყველამ რომ გაიგო ჩემზე და ანდრიაზე.
-ნუ გრცხვენია მიდი ბებიასთან სიყვარულო, ჩამჩურჩულა ანდრიამ ყურში, ისე რომ მართლაც ვერავინ გაიგო.
მეც ავდექი და თინასთან მივედი, გადავეხვიე და გულში ჩამიკრა, უამრავი თბილი და ტკბილი სიტყვა მითხრა, ბოლოს კი კალთაში ჩამისვა და ისე დამიწყო მოფერება.
-მორჩით ახლა, დამიბრუნე ჩემი გოგო.
გაისმა ანდრიას ხმა, რაც ბიჭებს არ გარმორჩენიათ და სხვადასხვა რეპლიკებით შეამკეს ჩემი ბიჭი. მეც ანდრიას გვერდით დავბრუნდი გახარებული და მის მხარს დავადე თავი. ძალიან კარგად მიდიოდა ყვრლაფერი, ნინო დეიდასაც ძალიან გაუხრდა ჩვენი ამბავი რომ გაიგო, "მალადეც, რა სარძლო ჰყავთ გაბადაძეებს", აგვყვა ისიც ხუმრობაში. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ ბიჭები და აღარ მინდოდა ანდრიას დალევა გაეგრძელებინა, ვნერვიულობდი ცუდად არ გახდესთქო, ბავშვების ხმაურში ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში:
-ანდრი, წამო გარეთ გავიდეთ რა.
-რა იყო ჩემო ფერია? რამე გჭირს? ხო არ მოიწყინე?
-არა არაფერი, უბრალოდ გარეთ მინდა გავიდე შენთან ერთად, ვიცოდი ამ სიტყვების გაგონებისას დამთანხმდებოდა და გამომყვებოდა.
-კარგი ჩემო ლამაზო ახლავე გავიდეთ.
ავდექით და გარეთ გავედით ორივე, ისე რომ ვერც ვერავინმა შენიშნა ჩვენი გარეთ გამოსვლა, თვით თინა ბებომაც კი, რომელიც თვალს არ გვაშორებდა და გვაკვირდებოდა როგორ თბილად შევცქეროდით მე და ანდრია ერთმანეთს.
გარეთ ცოტა არ იყოს და გრილოდა, მიუხედავად იმისა რომ ივლისის ბოლო იყო, ალბათ ეს იმიტომ რომ უკვე ძალიან გვიან იყო, ალბათ ღამის 12 ან 1საათი იქნებოდა. მე და ანდრია ერთმანეთთამ ჩახუტებულები გავედით ეზოში და იქვე მსხლის ძირას მოვკალათდით. ისეთი ლამაზი იყო ყვრლაფერი, სრული სიმყუდროვე, სიმშვიდეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ხმაური არღვევდა, ცა კი უამრავი ვარსკვლავით იყო მოჭედილი, ნამდვილად მოქარგულ ხალიჩას გავდა ცაზე ვარსკვლავების განლაგება.ძალიან ლამაზი იყო ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, ცაც და მდელოც, როგორ ლამაზად იყო ეზოში გადაკრეჭილი ბალახი. მოკლედ მშვენიერი გარემო იყო შექმნილი ახლადშექმნილი შეყვარებული წყვილისთვის.
-ანდრი, ხო ლამაზია აქაურობა?
-ხო ჩემო ფერიავ, შენსავით ლამაზია აქ ყველაფერი, ცაც, ვარსკვლავევბიც, მთვარეც რომელიც მთელს სამყაროს ანათებს, ისე როგორც შენ ანათებ ჩემს გულს.
-კარგი გეყოს, არც ასეთი ლამაზი ვარ...
-არა ნინა, ჩემთვის საოცრება ხარ, დიდი ხნის წინ ნაპოვნინსაოცრება. ახლა კი ია მითხარი რისი თქმა გინდოდა რატომ გამომიყვანე
-არაფერი, მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი და აღარ დაგელია.
-ჰმ, ამის გამო? და მე რა მინდა იცი?
- არა, რა გინდა?
-გათენებამდე ერთად ვიყოთ, ერთას შევხვდეთ მზის ამოსვლას.
-გაგიჟდი სულელო?
-რატომ ნინა? ყურები ჩამოყარა ანდრიამ
-რატომ და გავიყინებით აქ ამაღამ, თან რას იფიქრებს აქ ყველა. ამ ყველაფერს ისიც ემატება რაომ რა გავაკეათოთ მთელი ღამე ღია ცის ქვეშ, თან მეშინია კიდევაც.
-გამოსავალი ყველაფრისგან არსებობს, ჯერ ერთი ის რომ არავინ არაფერს იფიქრებს, მეორე თუ გცივა კატოს ექნება რამე ჟაკეტი და მოიცვი, მესამე გარეთ გავიდეთ, სოფელს დაგათვალიერებინებ ღამით, ვიხეტიალოთ ერთად, და მეოთხე ნურასოდეს შეგეშინდება ჩემს გვეერდით, შენი ბიჭი ყოველთვის დაგიცავს!
-ჰაჰ, ჩემი ვინ?
-ვინ და შენი ბიჭი, რა იყო არ ვარ?
-რა კარგად მოხვდა ყურს შენგან ნათქვამი "შენი ბიჭი" ანუ "ჩემი ბიჭი"!
-შენ კიდევ ჩემი გოგო, მითხრა ანდრიამ და გულში ჩამიკრა.
მის მკერდს ისე მივეკარი ხმის ამოღებაც აღარ მინდოდა, უბრალოდ მივენდვე მას, ცოტა ხანში კი სიჩუმე ისევ ანდრიამ დაარღვია.
-წამო შევიდეთ, რამე ჩაიცვი და გავიდეთ გარეთ.
-როგორც თქვენ იტყვით ბატონო ანდრია, წავიდეთ, მეც დავთანმხდი მის ნათქვამს.
ავდექით და სახლში შევედით, ბავშვები უკვე იშლებოდნენ და დასაწოლად ემზადებოდნენ, აი ჩვენ? ჩვენ კი აწი ვემზადებოდით წასასვლელად, "ორი არანორმალური, რომელებსაც სჯერათ, რლმ ერთად გაფრენასაც შეძლებენ". კატოს მოსაცმელი ვთხოვე თუმცა აქ არაფერი არ აღმოაჩნდა, ბოლოს ისევ ანდრიამ ჰპოვა გამოსავალი, ჩემი მზრუნველი ბიჭი, თვითონ ჰქონია თავისი სპორტული მანქანაში და ის მომიტანა, თუმცა სპორტულზე მეტად მისი სითბო მათბობდა ამ გრილ ღამეში. სახლიდან გამოვედით და გზა განვაგრგრძეთ ქუჩის ბოლოსაკენ, ნელ-ნელა მივდიოდით, მსიამოვნებდა ანდრიასთამ გატარებული თითოეული წუთი, ეგ კი არა მასთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯიც თითქოს და რაღაც ახლის მომტანი იყო ჩემთვის, მაბედნიერებდა მე მის გვერდით ყოფნა, ანდრიამ ბევრი მომიყვა თავის თავზე, როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება ესპანეთში, უკვე ორი წელია რაც დედასთან აღარ არის და იტალიის ერთ-ერთი გუნდიდან ესპანეთის მთავარ ნაკრებში გადავიდა, რაც როგორც მისთვის ასევე ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. იმდენი ილაპარაკა თავის თავზე ერთ სიტყვასაც კი ვერ ვასწრებდი რომ მეთქვა ბოლოს მაინც მოვახერხე და ვკითხე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
-ანდრია, როდის ბრუნდები ესპანეთში?
-რომ გითხრა საერთოდ აღარ ვბრუნდებითქო ეგ უფრო გეწყინება თუ ის რომ გითხრა ძალიან მალეთქო?
-მაგას რატომ მეკითხები? რას აპირებ?
-არაფერს ჩემო ფერია, მიპასუხე ჯერ რაც გკითხე.
-მე ძალიან მინდა იტამაშო ედპანეთის მთავარ ნაკრებში მაგრამ არც შენთან განშორება მინდა. ვუთხარი ეს სიტყვები და მივხვდი როგორ მატკინა ამ სიტყვებმა გული,თუმცა არ შევიმვნიე და მის პასუხს დაველოდე.
-ნინა, იცი საქმე რაშია? აგვისტოს ბოლოს აუცილებლად ესოანეთში უნდა ვიყო, მადრიდშია გადამწყვეტი მატჩი თუ იქ 1გოლს მაინც გავიტან უკვე სრულ უფლებიანი წევრი ვიქნები ამ გუნდის, აღარ ვიქნები ისე გადატვირთული როგორც ახლა ვარ, რამდენიმე ვარიანტია მათგან ერთ-ერთი ვარ მე, მე ისე მაქვს დაქმე 1 გოლიც რომ გავიტანო უეჭველი ამიყვანებენ, და მერე უფრო მეტი დრო მექნება შენთვის, ახლა ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი იქ რათა ამ წარმატებისთვის მიმეღწია, რა თქმა უნდა, ვარჯიშს არ ვანებებ თავს თუმცა ასე ძალიანაც არ გავიმეტებ საკუთარ თავს. ხო გამიგე?
-ანუ აგვისტოს ბოლოს წახვალ?
-ჰო, აგვისტოს 15ის მერე წავალ, მანამდე აქეთ ვარ ჩემო ლამაზო, სულ შენს გვერდით ვიქნები, გვერდიდან არ მოგშორდები, ჩემო ცხოვრება, ძალიან მიყვარხარ მე შენ!
-კარგი ჩემო ბიჭო, პირცელას ვუწოდე ესე ანდრიას, მისგან გაკვირვება ნორმალური მოვლენა იქნებოდა და ასეც მოხდა.
-შენ როდის გეწყება სწავლა?
-მე ალბათ სექტემბერში.
-ხო და სანამ სწავლა დაგეწყება მეც აქეთ ვიქნები, მალე დავბრუნდები ესპანეთიდან გპირდები, უშენოდ ვეღარ გავძლებ, 2კვირაზე მეტით ვერ დაგტოვებ.
-ძალიან კარგია, არც მე მინდა უშენობა; სიხარულს ვეღარ ვფარავხი უკვე, ისეთი ბედნიერი ვიყავი

ბევრი ლაპარაკისა და სიარულის შედეგად ერთ მშვენიერ ადგილას მივედით, ტრიალი მინდორი იყო, ალბათ 100 ან 200 მეტრში პატარა ტყე იწყებოდა, რომელიც ძალიან ლამაზი სჩანდა მთვარის შუქზე. ანდრიამ სიარულს აუჩქარა, წინ გამასწრო და ჩემს წინ გაიშოლტა შუა მინდორში.
-მოდი ჩემთან, თავთან დამიჯექი და თავს კალთაში ჩაგიდებ!
მეც უხმოდ მივედი და ანდრიას თავთან დავსკუოდი, მისი თავი კი ხელებში მოვიქციე, ხელებიდან კი ჩემს კალთაში გადაინაცვლა, ნეტავ განახათ როგორ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, ბოლოს ვეღარცერთმა გავუძელით და ერთმანეთის ბგეებს დავეწაფეთ.

-----
მაპატიეთ, შეუძლოდ ვარ, დადებაც კი დამაგვიანდა და ნორმალურადაც ვერ დავწერე, ძაან მცირე თავი აღმოჩნდა მგონი. ბოდიში ყველას წინასწარ, მადლობა ვინც კვლავ კითხულობთ ამ ისტორიას.



№1  offline წევრი ketia

კარგია განაგრძე ეგრე. იმედია ახალ თავს მალე დადებ

 


№2  offline წევრი ნიტა096

ketia
კარგია განაგრძე ეგრე. იმედია ახალ თავს მალე დადებ

მადლობა, გაიხარე ჩემო კარგო. ცუდად ვიყავი ძალიან, პრობლემები მქონდა და ვერ მოვახერხე დამედო ახალი თავი, დღეს კი აუცილებლად დავდებ მომდევნო თავს :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent