შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ (თავი 4)


31-05-2016, 19:47
ავტორი ნიტა096
ნანახია 1 734

კლუბში მალევე მივედით, მანქანიდან გადავედით და შესასვლელისკენ გავემართეთ. წინ ალექსანდრე მიგვიძღოდა მე და ანდია კი ყველას უკან მივყვრბოდით ხელჩაკიდებულები.
-ოხ, რა წყვილი გვყავს, შეხედეთ ერთი!
წამოიძახა ყველასთვის საყვარელმა ნიკუშამ. ღმერთო ჩემო რა პოზიტივია ეს ბიჭი, მაგიჟებს ხოლმე რა.
-შენს თავს მიხედე ბატონო ნიკოლოზ, დაუღრინა, ვითომ და სერიოზულმა ანდრიამ.
კლუბში შევედით ყველანი, მე ანდრიას მივუსკუპდი გვერდით, კატო კი მე მიმშვენებდა გვერდს, ბიჭები ბართან მივიდნენ და სასმელი შეუკვეთეს.
-ანდრი ხო არ დალევ დღეს? საწყლად ვკითხე ჩემს ბიჭს.
-კაი რაა არ დაიწყო ნინა ეხლა უაზრობები, დავლევ და შენთან ერთადაც გავერთობი, რომ დავლევ მერე რა?
-არ მინდა უბრალოდ, თორე სხვა არაფერი.
-დავლევ ოღონდ ჩოტას, ჩემო ცხოვრება.
ისე გამომხედა და ისე ტკბილად მითხრა ეს სიტყვები შეპასუხება ვერ გავბედე, უფრო სწორად აღარც მიცდია.
-კაი ხო, ოღონდ ცოტა. ვუთხარი ეს სიტყვები და ლოყაზე ვაკოცე, ბიჭებიც მოვიდნენ, ალექსანდრემ კატოს გვერდით დაიკავა ადგილი მაის გვერდით კი ნიკუშა და გიო მოკალათდნენ. ბიჭები სხვადასხვა ამბებს იხსენებდნენ, მე და კატო მათ ვუსმენდით, ჩვენ წვენები მოვითხოვეთ და ანდრიამ მოგვიტანა თვითონ კი ვისკს შეექცეოდნენ. უკვე კარგად იყვნენ, ანდრიამ ხელი მომხვია და მიმიხუტა თავისთან, მეც გავიყურსე და მივეკარი მის გულმკერდს,
-ნინა მიყვარხარ, ჩამჩურჩულა ყურში... მოსთვის არ მიპასუხია, კატომ ცეკვა მოინდომა, ნიკუშამაც გული არ დააწყვეტინა, ორივრ გავიდნენ საცეკვაო მოედნისკენ, ნეტავ გენახათ ალექსანდრე როგორ იყურებდა კატოს ცეკვას, როგორ მოხდენილად ამოძრავებდა თეძოებს, რაღაც საოცრად ცეკვავდა, კატოს ვუყურებდი და მისი ცეკვით ვტკბებოდი როცა შევნიშნე მასთან მიახლოვებული ალექსანდრენ, ნეტავ ამას რაღა უნდა? ან რა დროს წამოდგა ფეხზე როგორ ვერ შევამჩნიე, არ გეპატიება ნინა ელიზბარშვილო ეს როგორ გამოგრჩა, ვფიქრობდი ჩემთვის, როცა ანდრიამ ხელი მომკიდა და საცეკვაოდ გამიწვია, მეც მას გავყევი და ერთად ვცეკვავდით, ჩემი ბიჭი რა საყვარელია ვფიქრობდი გონებაში... თავი დავაღწიე ანდრიაზე ფიქრს და ვხედავ კატო ალექსანდრეს მკლავებში ისე მჭიდროდ ჰყავს მოქცეული თითქოს ვინმე ხელიდან სტაცებდა და გაშვება არ უნდოდა გოგონასი, ამით კატოც კი არ იყო გაკვირვებული, ისე იყო მიკრული მის მკერდს გეგონებოდათ რაღაცის ეშინიაო. ნეტავ რამე ხომ არ გამომრჩა, ეს რაღაც განსხვავებულად მეჩვენებოდა, თუმცა ანდრიასთან არაფერი შევიმჩნიე, არც კატოსთვის მიკითხავს რამე. ბიჭები საკმაოდ მთვრალები იყვნენ, თან უკვე ძალიან გვიან იყო, გადავწყვიტეთ და სახლში წავედით, თუმცა ტაქსით, გიო ისეთი მთვრალი იყო მანქანის თავი აღარც კი ჰქონდა. გავედით იქვე ტაქსი გააჩერედ ბიჭებმა, შიგ ჩავსხედით ჯერ მე მიმიყვანეს, შემდეგ კი თვითონ დაბრუნდნენ სახლში, ჩამოსვლისას ანდრიამ ძალიან ნაზი კოცნით დამჟილდოვა ყელში, ძლივს გამოვეთხოვე და ჩავსვი მანქანაში, წასვლას არ აპირებდა...
სახლში შესულს დედა მისაღებში დამხვდა დაძინებული, ყოველთვის ასე შვება როცა მაგვიანდება და იცის რომ სახლში აუცილებლად მივალ, უჩემოდ საძინებელში არც კი გადის.
-დედი მოვედი!
-მოდი ჩემო გოგო, აბა რა მოხდა მიამბე ყველაფერი?
-არაფერი დე მნიშვნელოვანი, ბიჭებმა დალიეს, მე და კატომ არა, როგორც ყოველთვის, ანდრიასაც ვეცეკვე, თუმცა კატოს და ალრქსანდრეს ცეკვამ ნამდვილად მიიქცია ჩემი ყურადღება. გაოცებას ვერ ვმალავდი დედასთან.
-ოხ ნინა, იქნებ კატოს ყურადღებაც მიიქცია შენმა და ანდრიას ცეკვამ, თითქოს გამიჯავრდა დედა, მაგრამ მას ჩემზე მეტად დააინტერესა ამ ამბავმა.
-წავალ მოვწესრიგდები, წყალს გადავივლებ და დავწვეთ რა დე, ძალიან დავიღალე, მეზატება შხაპის მიღება მაგრამ სიგარეტის საშინელი სუნი მაქვს. მივიღე საცოდავი სახე როგორც კი სათქმელი სავასრულე.
-დედი ანდრია ეწევა?
-არა დე, ანდრია ფეხბურთელია, იქ იყო უბრალოდ სიგარეტის სუნი ბევრი ეწეოდა, თორე ანდრია და მისი მეგობრები არ ეწევა არცერთი.
შხაპი მივიღე, მისაღებში გავედი, უკვე მზად ვიყავი, დედას ვუთხარი და ორივე ჩვენ-ჩვენი საძინებლებისკენ გავემართეთ. რომ დავწექი ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, ანდრიას მოუწერია.
-გძინავს ნინა?
-არა, რა არის?
-არაფერი, მომენატრე, ახლა დავწექი მე და შენზე ვფიქრობდი.
-მეც მომენატრე, ამ წუთას დავწექი მეც.
-კაი, გაკოცე და მიდი დაიძინე, ტკბილი ძილი, მიყვარხარ.
-კარგი დროებით,
-დროებით ჩემო თოჯინავ...
აღარ მიპასუხია ანდრიას ბოლო sms-ზე ისე გადავდე ტელეფონი და ჩემს ფიქრებში გადავეშვი, მიკვირდა ასე უცებ როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება ამ ბიჭმა, ასე მეგონა დიდი ხანი ვიცნობდი მას და მთელი ცხოვრებაა მასთან მაქვს ურთიერთობა. ბევრი ვიფიქრე ჩემს მომავალზე, უფრო სწორად ჩემს და ანდრიას მომავალზე, იმედი მაქვს სულ ერთად ვიქნებით. რა დროს ჩამეძინა არც კი ვიცი, თუმცა დილით 10 საათი იყო რომ გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე და ისევ ანდრიას ჰქონდა მონაწერი, ალბათ უკვე გაიღვიძა ჩემმა ბიჭმა, გავიფიქრე მისი ნომერი ავკრიბე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
-დილა მშვიდობისა ჩემო თოჯინა.
-დილა მშვიდობის ანდრია.
-როგორ ხარ?
-შესანიშნავად, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, დღეს სად გინდა რომ წავიდეთ? ბავშვებს ვეტყვი და ყველანი ერთად წავალთ.
-რავიცი, სადაც თქვენ გინდათ, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მთავარია თქვენთან ერთად წავიდე.
-კარგი ჩემო ცხოვრება, ადექი ეხლა ისაუზმე, მეც გავალ ბავშვებთან, უკვე ყველა ფეხზეა და მხოლოდ მე ვარ საწოლში.
-კარგი, შეხვედრამდე.
-მიყვარხარ, მალე შევხვდებით!
ანდრიას ტელეფონი გავუთიშე და უცებ წამოვხტი ფეხზე, რაც კი ხელში მომყვა ის ჩავიცვი და დედასთან გავედი მისაღებში.
-დედი ადექი უკვე? საუზმე მზად არის მოწესრიგდი და ისაუზმე მე კი გავედო სამსახურში.
-კაი დე, შეიძლება დღესაც გავიდე ბავშვებთან ერთად და ჭკბიანად ვიქნები როგორც ყოველთვის.
-კარგი ნინა, დამირეკე რომ წახვალ, ფულს დაგიტოვებ რომ დაგჭირდეს.
-კაი დე მალდობა. გავუღიმე ვაკოცე და კარებამდე გავყევი.
მე კიდევ გემრიელად ვისაუზმე, მივალაგე სახლი და ჩემს ოთახში გავედი, მოკლე ფრიალა სარაფანი გადავიცვი იმავე ფერის ბალეტკებინ თმა ავიწიე ჩანთაც ავიღე და კატოს სახლისკენ გავეშურე, ისე რომ ბავშვები არც კი გამიფრთხილებია.
კარზე გაისმა თუ არა ზარის ხმა იმ წამსვე გამიღო ანდრიამ, დამინახა თუ არაა გადაირია, რატომ არ მითხარკ თუ მოდიოდი მე გამოგიყვანდიო მაგრამ რად მინდოდა ანდრიას გაყვანა იქვე ვცხოვრობ და ფეხით გავირბინე, სანამ ბავშვებთან შევიდოდით მისაღებში მის მკლავებში მომიქცია გულზე მიმიკრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, რა მოხდა ვერც მე გავიგე, ისე მოულოდნელად გააკეთა ეს, როგორც შემეძლო მეც ავყევი მას კოცნაში, პირველად ვაკოცე ბიჭს და ჩემთვის ცოტა არ იყოს უხერხული აღმოჩნდა. ძლივს მოწყდა ჩემს ბაგეებს ანდრია, არ უმდოდა ეტყობოდა კიდევაც სახის გამომეტყველებაზე მაგრამ ვინ დააცადა გიორგის ხმამ გამოგვაფხილა ორივე, მოვშორდით ერთმანეთის ტუჩებს და ხელჩაკიდებულები მისაღებისკენ წავედით.
-ვინ იყო? ერთი საათი რომ დაეყუდე კარებში, ანდრიას უკან მოვყვებოდი და ეტყობა ვერ შემამჩნია გიორგიმ, ეს იმ სიმაღლეა მის უკან რას დამინახავდა.
-ვინ და ჩემი გოგო მოვიდა, ხელი მომხვია წელზე და მის წინ გამატარა.
-ნინაა, არ გელოდით.
-რატომ ვითომ? დამპატიჟება მჭირდება აქ მოსასვლელად? ენა გადმოვუყავი ქალბატკნ ეკატერინეს.
-დაპატიჟება რატომ დაგჭირდება საკუთარ სახლში დაამატა ალექსანდრემ.
-რა იყოთ ეხლა თქვენ? გეყოთ.
ვითომ გავბრაზდი მათზე.
-აბა სად მივდივართ დღეს?
-სად და სოფელში წავიდეთ რა, ბებოსთან და დეიდასთან, ძალიან გაუხარდებათ ანდრი შენი ნახვა, წავიდეთ რა, ყელზე მოიკიდა პატარა ბავშვივით ხელი კატუნამ.
-ეე, მართლა კარგია აზრია, ჩაიცვით ეხლა მალე და წავედით დაემოწმა ნიკუშა კატოს სიტყვებს.
-კაი, ბაზარი არაა წავიდეთ.
უცებ ყველა გაქრა, მოწესრიგდა და 2 წუთში ყველანი ჩემს წინ იყვნენ, კატო იგვიანებდა, რომლის ლოდინმაც ყველა გაგვაბრაზა უკვე.
-მიდი რა დაუძახე შენს დაქალს, შემომაკვდება ეს საძაგელი არსება მე ნუ მიმიყვან.
-ოო, მეზარება საყვარელი დაიკო შენი არის და თავად დაუძახე.
-მეც მეზარება.
-ხოდა აბა გამოვა სადაცაა...
არც კი დაგვიმთავრებია საუბარი ალექსანდრე ისე გაქრა მისაღებიდან, ნეტავ სად წავიდა ეს ბიჭი? ალბათ ქვემოთ ჩავიდა, დაღალა ამდენმა ლოდინმა.
-რას წუწუნებთ ჩვენც მოვედით, თქვა ალექსანდრემ და პირი ღია დამრჩა მის სიტყვებზე.
-აა, თქვენც? უკაცრავად, გავიკრიჭე და სიცილი დავიწყე ჩემს ესეთ რეპლიკაზე.
-ჰო, ჩვენ, რა იყო შეყვარებულო ქალბატონო?
-არაფერი შეყვარებულო ბატონო, შევუბღვირე ვითომ ალექსანდრეს და ენა გამოვუყავი...
-ნინა, ვერ გადამირჩები, მანაც გამიღიმა და მისი ჭკუით დამემუქრა.
-ნინას დამცველი ჰყავს ძმაო, ეგ არ დაგავიწყდეს.
-კაიი გეყოთ, ნუ კინკლაობთ, ალექსანდრესაც გამოუჩნდა დამცვრლი და კატომ გაგვაჩუმა ყველანი. ასე სიცილით და ერყმანეთის კბენა-კბენით ჩავირბინეთ კიბეები, მანქანაში ჩავსხედით რაღაცები ვიყიდეთ და კახეთისკენ გავემგზავრეთ... კატოს და ანდრიას სოფელი ლაგოდეხში აქვთ, ღმერთო რა საოცარი ადგილებია ლაგოდეხში, გზად ბევრი ლამაზი ადგილი შეგვხვდება და უამრავ სურათს გადავიღებთ, ალბათ საღამომდე მივაღწევთ თინა ბებომდე.
მთელი გზა უაზრობებზე ვიცინოდით, ამჟამად ალექსანდრემ დათმო უცვლელი ადგილი და კატოს გვერდით მოკალათდა, მე კი ჩემი ანდრია მიმშვენებდა გვერდს, წინ კი ეულად დარჩენილი ბიჭები ისხდნენ... ნუ ჩემს ფიქრებში ვაკავშირებდი კატოს და ალექსანდრეს ერთმანეთთან თორე რეალობაში არაფერი არ ხდებოდა ალბათ, თორემ თუ ხდება და მე რაიმე გამომაპარეს პრივეს მოვაჭრი კისრებს.
გზაში მართლაც უამრავი სურათი გადავიღეთ, მე და ანდრიამაც გადაბიღეთ ერთად ფოტოები, ესეც ასე "ჩვენი პირველი სურათი" უკვე გვაქვს, უოველი წუთი მიხაროდა ანდრიას გვერდით, მის გვერდით აღარაფერი მახსოვდა, ისიც კი დამავიწყდა რომ დედასთვის უნდა დამერეკა...
-მუსიკას ჩაუწიეთ რაა!
-რა ხდება ნინა? რამე დაგემართა?
-არა ანდრი, დედიკოს დავურეკავ, დამავიწყდა მეთქვა რომ უკვე წაბედით.
-კაი რა, გული ლამის გამისკდა სულელო, ახლავე ჩაუწიეთ მუსიკას, ჩემი სიდედრის ხმა უნდა გავიგონო. ანდრიას ამ სიტყვებზე ლამის გავწექით მანქანის სიდენიებზე.
-რა იდიოტი ხარ ბიჭო!
რამდენჯერმე გავიდა ზარი და ბოლოს დედოკოს ხმაც გავიგონე.
-ხო ნინა, რა იყო დე? წახვედით?
-ხო დე, გზაში ვართ უკვე და დამავიწყდა დარეკვა გამოსვლისას, მაპატიე.
-არაუშავს დე, ფრთხილად იარეთ და ჭკვიანად იყავით, სად მიდიხართ დე?
-ლაგოდეხში, თინა ბებოსთან.
-ძალიან კარგია, მომიკითხე თინა დეიდა, გადაეცი ძალიან ენატრები ნანასთქო. რომ ჩამოვა თბილისში აუცილებლად ვესტუმრები, საკუთარი დედასავით მიყვარს, ხომ იცი? არ გააბრაზოთ დე თინა ბებია.
-კაი დე, ყველაფერს დაწვრილებით გადავცემ და ჭკვიანადაც ვიქნები.
ტელეფონი გავთიშე თუ არა გაისმა ანდრიას ხმა.
-ბიჯოს, რა ლაპარაკის თავი აქვს ჩემს სიდედრს, არც მისი შვილია ნაკლები მაგრამ, ამჯერად აჯობა დედამ, ხმა არ ამოაღებინა ჩემს გოგოს!
როგორც კი დაასრულა სათქმელი ყველამ სიცილი დავიწყეთ. ისეთი სერიოზული იყო ანდრია ამ სიტყვების წარმოთქმისას. 2საათის შემდეგ მივედით დანიშნულების ადგილას, ოხ რამდენი რამსენჯერ ვარ აქ ზაფხულობით ნამყოფი კატუნასთან და თინა ბებოსთან ერთად. მიყვარს ეს სახლი ძალიან. აქ მცხოვრები ყველა მიყვარს, ძალიან კარგები არიან, ანდრიას არ ვიცნობდი მხოლოს ახლა ისიც გავივანი და ვფიქრობ ყველაზე მეტად მიყვარს, თუმცა აღიარებას ვერც საკუთარ თავთან ვერ ვბედავ.
ეზოში შესვლისთანავე შემოგვეგება თინა ბებო, უკვე კარგად იყო, აღარ აწუხებდა წნევა და არც მუხლები ტკიოდა, თუმცა ანდრიას დანახვისას ლამის გაგიჟდა.
-ანდრიი, ბებიკო, ჩემო ბიჭო, როგორ გაზრდილხარ, უკვე კაცი ხარ ბებო გენაცვალოს, როგორ მეამაყები რომ ჩემი ეკას ბიჭი ხარ, ერთადერთი ვაჟკაცი, რომელიც ვიცი რომ აუცილებლად გაამართლებს ანდრო ბაბუს სახელს.
-ბებო, საყვარელო, მეც ძალიან მომენატრე. ჩემი მოხუცი თინა ბებო, ხომ მაპატიებ ეს 2 დღე რომ ვერ მოვიცალე აქ გამოსასვლელად.
-ბებიკო საპატიებელი არაფერი გაქვს, ჩემი შავტუხა ბიჭი, ჩემი ჭრელთვალება... ეს და სხვა უამრავი სასიყვარულო სიტყვები წარმოთვა თინა ბებომ მონატრებული შვილისშვილის შესაქებად. ბოლო კი ჩვენც დაგვითმო დრო ვაჟბატონმა რომ გვენახა თინა ბებო.
-ბე როგორ ხარ? გადაეხვია კატუნა საყვარელ ბებიას.
ამ დროს კი კარებიდან ნინო დეიდა გამოჩნდა, წინსაფარი აეფარებინა და რაღაცას აკეთებდა როგორც სჩანს ჩვენკ დანახვა ძალიან გაუხარდა და მონატრებულ დისშვილს გადაეხვია.
ყველანი თბილად შეგვხვდენ, მე და კატო დეიდასთან გავედით მოსახმარებლად, ბიჭებმა კი ეზოში, მსხლის ჩრდილის ქვეშ მაგიდა გაიტანეს და ჯოკრის თამაში დაიწყეს. მალე ბიძია დავითიც გამოჩნდა, როგორც ჩანს ვენახიდან მოდიოდა, დაღლილ-დაქანცული, თუმცა ანდრიას დანახვისას ისიც გაგიჟებით გადაეხვია საყვარელ ცოლოს დისშვილს.
უკვე საღამო იყო, მაგიდა გავშალეთ, თინა არ აპირებდა ჩვენს აქედან გაშვებას ამაღამ და დედას დავურეკე, გავაფრთხილე დღეს ვერ მოვალთქო. დავემშვიდობე მას ტკბილად და ბავშვებს შევუერთდი. ბავშვებმა დალევა დაიწყეს, თინა ბებომ იმდენი რამ გაიხსენა ანდრიას ბავშვობაზე და ეხლა უკვე დიდი ბიჭია, წარმატებული ფეხბურთელია საზღვარგარეთ ბოლოს და ბოლოსმ
-ბებიკო, შესანისნავი ბიჭი დამდგარხარ, ახლა ერთი შესანიშნავი თბილი, ტკბილი, საყვარელი ჩვენებური გოგოც მოძებნე და შექმენით ოჯახი, ოღონდ უცხოელი არ დამანახო.
-არა ბებო ქართველია, ქართველი. ნაპოვნი მყავს უკვე, გინდა გაჩვენო?
-მოიტა აბა ტელეფონი და მაჩვენე სურათი მაინც.
-რად უნდა ტელეფონი გვერდით უზის, ჩაერია კატო ბებიას და შვილსშვილის საუბარში.
-მოიცა, გვერდით ვინ უზის გიორგი თუ ნიკოლოზი, დაამატა ბიძია დავითმა.
-არა ძია არა, ნინა გოგო. სარძლო გახლავს ჩვენი, გამოუტყდნენ გვრიტები ერთმანეთე, ვერ ხედავთ როგორ შესცქერიან ერთმანეთს თვალებში.
ოხ კატო რას გიზამ შენ ხო არ იცი მისმა სიტყვებმა ლამის შემაწუხა ისე შემრცხვა, ვიფიქრე ეხლა გული წამივათქო და ანდრიას მხარს დავეყდენი რომ არ წავქცეულიყავი.
-ღმერთო, ხომ არ მომესმა ეს სიტყვები?! -შესძახა თინა ბებომ.

აი მეოთხე თავი, იმედია მოგეწონებათ, შეცდომებისთვის მაპატიეთ. ვინც კითხულობთ ძალიან დიდი მადლობა, და ვისაც მოგწონთ მათ კიდევ უფრო დიდი მადლობა! მიყვარხართ ყველანი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent