საბას+ნათია=მაგობრებს 8
საავადმყოფოში მივარდა ნათია.მიმღებში იკითხა. -საბა გეწაძე რომელ პალატაშია? გოგონამ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა,რადგან საქორწინო კაბაში იდგა. -თქვენ ვინ ხართ მისთვის? -ცოლი ვარ.სადაა? იკითხა ნათიამ მოუთმენლად. -ის საოპერაციოშია.ჯერ ახლახანს დაიწყო ოპერაცია და ალბათ დიდ ხანს გაგრძელდება. ნათია გაემართა სკამებისაკენ და დაჯდა.მისი მზერა უაზრო და უემოციო იყო.არაფერზე არ ფიქრობდა.ვერ ფიქრობდა.დიდი ხანი იჯდა ასე.საათს რომ შეხედა უკვე 2 საათი გასულიყო.ნერვიულობა კიდევ უფრო მოემატა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო.შუშის კარიდან შეამჩნია გარეთ მამაკაცი რომელიც ეწეოდა სიგარეტს და მასაც მოუნდა მოწევა.ცხოვრებაში არ მოუწევია მაგრამ ახლა რატომღაც უნდოდა.გარეთ გავიდა და მამაკაცს სთხოვა ნახევრად ჩახლეჩილი ხმით. -სიგარეტი ხომ არ გაქვთ. -ინებეთ. მამაკაცმა გაუწოდა სიგარეტის კოლოფი და როცა ნათიამ ამოიღო ღერი სანთებელაც გაუწოდა. ერთი ნაპასი დაარტყა და რაღაცნაირად ესიამოვნა. -აქამდე არასოდეს მინახავს რომ ეწეოდი. მხოლოდ ახლა ახედა მამაკაცს და სიგარეტი ხელიდან გაუვარდა. -გოგა.როგორ მომაგენი? -დავინახე როგორ გამოიქეცი და გამოგყევი. -ამდენი ხანი რატომ არ შემოხვედი? -არ ვიცი.ვფიქრობდი.არ ვიცოდი როგორ მეთქვა,რომ გიშვებ. -რას ნიშნავს მიშვებ? -იმას რომ არ გაიძულებ ცოლად გამომყვე,იმიტომ რომ შენ ეს არ გინდა რეალურად.შენ საბა გიყვარს და მასაც უყვარხარ.ეს დიდი ხანია გავიგე. -და შენ? -მე...მე მეშველება რამე.გოგამ თავი ჩაღუნა. ნათია ჩაეხუტა მას. -აუცილებლად იპოვნი უკეთესს. დაიჩურჩულა ნათიამ. -ლიზას გაუმართლა ასეთი მამა რომ ყავს.აკოცე პატარას ჩემს მაგივრად. ამ სიტყვებით გოგა მოშორდა ნათიას და გზას გაუყვა ისე,რომ უკან არც გამოუხედავს.ნათიაც აცრემლებული თვალებით შევიდა შიგნით და შეიტყო რომ ოპერაცია დასრულდა. -ცოტა ხანში პალატაში გადაიყვანენ მას და ნახვას შეძლებთ თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. -მადლობა ექიმო. -და კიდევ ერთი მას თავის ტრამვა აქვს რამაც დროებითი სიბრმავე და ამნეზია გამოიწვია. შეეცადეთ თუ მასთან დალაპარაკებას შეძლებთ არ ანერვიულოთ. -ამნეზია? ანუ შესაძლოა ვერ გამიხსენოს? -სრულიად შესაძლებელია.თუმცა სავარაუდოა რომ უფრო ახლად მომხდარ ფაქტებს ვერ გაიხსენებს ვიდრე ძველს. ნათია სააბაზანოში შევიდა და სახეზე წყალი შეისხა.როცა მოწესრიგდა ისევ დაჯდა ცოტა ხნით. ექიმმა გამოიარა. -თქვენ არ შეხვედით პალატაში? -უკვე გადმოიყვანეს. -კი და მასთან მნახველიცაა. -მნახველი? მან იფიქრა ვინმე მეგობარია მოსულიო საბასთან. ნათიამ პალატის კარი შეაღო.საბას საწოლთან ელენე იჯდა და მისი ხელი ეჭირა.საბა იღიმოდა და ბედნიერად ელაპარაკებოდა მას.ნათიას რაღაც ჩაწყდა შინაგანად.უნდოდა ეყვირა ელენესთვის,რომელიც ისევ იყენებფა საბას მდგომარეობას,მაგრამ ექიმის სიტყვები გაახსენდა,რომ მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა ახლა. ელენემ დაინახა კარში მდგარი ნათია. -საყვარელო აქ ვინმე არის კიდე? იკითხა საბამ. ნათიამ ელენეს ხელით ანიშნა აქ არ ვარო და ელენემაც გამარჯვებული ღიმილით უპასუხა -არა საყვარელო მხოლოდ მე ვარ აქ. ნათიამ კარი გაიხურა და ატირებული წავიდა სახლში. გოგიები ჯერ კიდევ იქ იყვნენ. ლიკა-ნათი რა მოხდა? მან ყველაფერი მოუყვა თავიდან ბოლომდე. სალო- ცხოვრება დაგინგრია. -მისი ბრალი არაა ამნეზია რომ აქვს. ლიკა-ნასვამი არ უნდა დამჯდარიყო საჭესთან.თუნდაც ლიზაზე ეფიქრა შენ თუ არ ადარდებ. -გოგოებო ის ცუდადაა ახლა და დახმარება სჭირდება.ამნეზია დროებითია და მალე ყველაფერი გაახსენდება.მხედველობაც აღუდგება და ჩვენთან დაბრუნდება. ლიკა-ელენეს დააცდი დატკბეს მასთან ყოფნით თუ რას აპირებ ვერ გავიგე?მაგ გოგომ რეები იჩალიჩა არ გახსოვს? ფეხმძიმობაც კი მოიგონა. სალი-უნდა იმოქმედო ნათი ნათი თორე შენს კაცს დაკარგავ.ისე გამოიჭერს ელენე,რომ მერე ვერც ის დაიძვრენს თავს.ეხლა იცი რას იჩალიჩებს ეგ? რო მართლა დაორსულდეს და მერე ვეღარ მიატოვებს საბა. -თავი მისკდება.ვიცი რომ კარგი გინდათ ჩემთვის,მაგრამ მეშინია ბრძოლაში რომ წავაგო და კიდევ უფრო დავიტანჯო. ლიკა-ეს უკვე ეგოისტობაა.იცი რა ეხლა შენ შენთვის კი არა,საბასთვის და ლიზასთვის უნდა იბრძოლო გესმის? -კარგით გავიგე ხვალ საბას ყველაფერს მოვუყვები და ელენესაც დაველაპარაკები თუმცა ეს დიდად არაფერს შეცვლის.მეორე დილით ნათია ხმაურმა გააღვიძა. -ნათია ებრალიძე გააღე კარი ეს პოლიციაა. ნათიამ გაურკვევლობაში გააღო კარი ჯერ კიდევ საღამურებში და ვერც კი გაიაზრა როგორ აღმოჩნდა ხელბორკილებში. -თქვენ დაპატიმრებული ხართ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვა-გასაღებისთვის.თქვენ გაქვთ დუმილის უფლება.რასაც იტყვით თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული სასამართლოზე.გყავთ… -ვიცი ჩემი უფლებები! ადვოკატი ვარ. დაუყვირა ნათიამ -რაღაც გაუგებრობაა და ჯობს კარგად გადაამოწმოთ. -კარგად გადავამოწმეთ უკვე და ეჭვი არაა რომ დამნაშავე ხართ. ამ დროს ოთახიდან ლიზას ტირილი გაისმა. -ჯანდაბა! ძიძასთან მაინც დამარეკინეთ. ნათაიმ სცადა მაგრამ არ ძიძამ და არც დედამისმა უპასუხა ტელეფონს.საბოლოოდ აკრიფა ისევ ნაცნობი ნომერი. -გოგა სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.