შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (13 თავი)


3-06-2016, 02:13
ავტორი zia-maria
ნანახია 3 279

გუგა მიუახლოვდა, კოლოფიდან გასაღები ამოიღო და ხელის გულზე დაუდო. უკვე ტიროდა, ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა ჟანეტის სახეზე. გუგამ გულში ჩაიხუტა მისთვის უსაყვარლესი არსება და ხმამაღლა დაიძახა.
---ყველანი გარეთ გავიდეეეეთ!-ყველანი დაიძრა გასასვლელისკენ სიმღერით.
---რა ლამაზი დღეააა, რა ნათელი მზეააა, იმიტომ რომ დღეს ჟანეტის დაბადების დღეააააა!- წინ ისეთი ლამაზი სანახაობა გადაიშალა, ყველა გაოცებული იყო გუგას გარდა. რესტორნის წინ თავმომწონედ იდგა წითელი ხასხასა ფერის მინი-კოპერის ავტომობილი. კარები გაიღო და იქედან ჟანეტის უსაყვარლესი ადამიანი, მისი მთელი სამყაროს რომ წარმოადგენდა ეს მისი მამა გადმოვიდა და დინჯი ნაბიჯებით და მხიარული სახით დაიძრა შვილისკენ.
---გილოცავ შვილო, ჩემო გოგო დაბადების დღეს. ეს ჩვენი ერთად ყოფნის მესამე დაბადების დღეა.მაპატიე ის ტკივილი და უერთმანეთოდ გატარებული წლები! -ტიროდა ორივე მამა-შვილი.
---ძია გური დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჟანეტი იქვე მდგარ აცრემლიანებულ გური ძიას მიუბრუნდა და ჩაეხუტა გულში.
---ხალხნო და ჯამაათნო, ყოველთვის გახსოვდეთ რომ უნდა ვთესოთ სიკეთე და მხოლოდ სიკეთე და ამ სიკეთეს თესვაში მამებო მიბაძეთ ძია ნოდარს. მამიკო ხმამაღლა იმიტომ ვამბობ რომ კარგად გაიგონო, შენც მამების სიაში შედიხარ უკვე 26 წელია. გუგამ მამამის გასძახა რომელსაც საერთო ხარხარი გამოიწვია.
---შენ თუ ახალი მანქანა დაგაჭკვიანებს ხვალვე გიყიდი მაგრამ, მიკვირს რომელიც გყავს იმას რას უწუნებ?!- სიცილითვე დაუბრუნა შვილს პასუხი
---მოძველდა მამაჩემო, მოძველდაააა!- კარგად ჩაიარა საღამომ, მხიარულებაში და ერთმანეთის ღიზინში.
---რა ქენით? -ჩუმად უჩურჩულა გუგას და დათოს ჟანეტმა როგორც კი საშუალება მიეცა.
---შენს თავს გეფიცები, რეზი ბოლომდე გაყვა ტაქსით და პირდაპირ სახლში წავიდა და მერე აქ მოვიდა. შენთან წამოსვლამდე კაკიც და ნიკაც აქ იყვნენ და ტელეფოონზეც არ დაურეკია არავის. მე მგონი რომ მოგატყუა ყველაფერი იმ გოგომ
.---ჟანეტ შენი საქმისა შენ იცი მაგრამ, დღეს არა და ისე უნდა უთხრა ნიკას რაც გითხრა იმ ჩა....მა უფლება აქვს რომ იცოდეს, მე დარწმუნებული ვარ რომ შურის გამო გითხრა. ერთი სიტყვით თქვენ ორი სანამ არ დაელაპარაკებით ერთმანეთს, ასე არაფერი არ გამოვა!- სიტყვა დაასრულა დათომ.
---აბა მირჩევთ რომ დაველაპარაკო? კარგი დაველაპარაკები ხვალ, დღეს არა!
---მასე ჯობია ჟანეტ და შენც განთავისუფლდები ამდენი დარდისგან!- მოუწონა გადაწყვეტილება ლილუმ. ჟანეტი მისთვის იჯდა და შეხედა კაკის და არ მოეწონა მისი სახე. მიუახლოვდა და ჩუმად შეეკითხა.
--კაკი რა მოგივიდა ცუდად ხარ?
---მხოლოდ შენ შემამჩნიე, ხო ცუდად ვარ ჟანეტ!
---რა მოგივიდა!- უცებ შეეკითხა შეშინებულმა.
---რა ვქნა არ მიჯერებს, არადა რომ უყურებ მე მხოლოდ მაშინ ვსუნთქავ!- უთხრა მოწყენილმა.
---ვაიმეეეე, იცი როგორ შემაშინე შე უაზრო? -გულზე ხელი მიიდო და სიცილით უთხრა კაკის.- დღეს კარგად გყავდა გულზე მიწებებული? გინდა ერთი საიდუმლო გაგანდო ჩუმად? მხოლოდ მომეცი პირობა რომ არ გამთქვამ!- დინჯად გაიჯგიმა ჟანეტი და გაღიმებულმა დაელოდა რას ეტყოდა კაკი.
---მითხარი რა ჩემს ძმობას გაფიცებ!
---შენ ლილუს უყვარხარ,მხოლოდ გაწვალებს!
---მართლა? არ მატყუებ? -თვალებში იმხელა სიხარული და ბედნიერება ჩაუდგა კაკის რომ, ჟანეტს არცერთი წუთითაც არ უნანია მეგობრის საიდუმლო რომ გაუმხილა. საღამომ კარგად ჩაიარა და უკვე დრო იყო ყველა სახლებში წასულიყვნენ. ნიკამ ჟანეტი მოიპარა და წავიდნენ იმ საიდუმლო ადგილას, სადაც პირველი სიყვარულის გემო ნათლად შეიგრძნო.
---მომენატრე ჟანეტ!
---მერე სად იყავი მთელი ეს დღეები? გამომცდელად შეეკითხა ჟანეტმა.
---ბევრი საქმე მქონდა და თან ქალაქიდანაც მომიწია გასვლა ორი დღით!
---ნიკა რაღაც უნდა გითხრა!
---რა მოხდა სერიოზულია რამე?
---არ ვიცი სერიოზულია თუ არა ამას შენ მეტყვი, პასუხი მხოლოდ შენ იცი!- ნიკა ინტერესით მიაჩერდა და დაელოდა როდის, რას ეტყოდა ჟანეტი. ყველაფერი მოუყვა ნიკას და მის სახეს აკვირდებოდა, რა რეაგირებას მოახდენდა ნატალი გორგოძის ხსენება.
---დაამთავრე? -კითხა ნიკამ ისე რომ ადგილიდან არც განძრეულა.
---კი და ეხლა შენ გისმენ!
---ჯერ ერთი ის რომ წესიერად არც ვიცნობ. ერთხელ ეს დიდი ხნის წინ იყო ბარში ვიყავი და იქ გავიცანი. ვიცეკვეთ და არ დაგიფარავ, ღამეც ერთად გავატარეთ. ვერ ვიტყვი იმას რომ მე შემომწირა მისი უმანკოებათქო. შენ არც კი გიცნობდი იმ დროს, შენი არსებობაც კი არ ვიცოდი. თუ მას შემდეგ სადღაც, ორი წელია გასული და ის იმ ღამიდან მოყოლებული არის ორსულად, მე თავად ვიზრუნებ რომ გინესის წიგნში შეიყვანონ!- ბოლოს სიცილით დაასრულა თავისი სათქმელი და ჟანეტს მოეხვია.
---არა როგორ იფიქრე რომ ეს მართალი იქნებოდა მაგრამ, ასე არ დავტოვებ ამ თემას!- ჟანეტს იმედი მიეცა და მიხვდა რომ გულწრფელი იყო ნიკა თუ ასე კარგი მსახიობი იყო ეს ვეღარ გაიგო. სჯეროდა, დაუჯერა რადგან იცოდა ერთგულების ფასი, მას ხომ არასოდეს, არავისზე არ უღალატია. ადვილად დაიჯერა ის ხომ უბოროტო ფერიაა. ისიც კი ქონდა წიგნებში ამოკითხული რომ ,,ტყუილი სილამაზის კონკურსზე გავიდა და მოკლე ფეხების გამო დაიწუნენ''. იმ ღამემ ჟანეტს დიდი და უზარმაზარი ტკივილი დაუტოვა.. ნიკა აღარ იყო ის ნიკა როგორიც გაიცნო და შეიყვარა. აღარ იყო ისეთი თბილი მის მიმართ, როგორც ადრე რამდენიმე ხნის წინ. ნიკას ეძინა, სხვა დროს რომ ფერებაში და საუბარში ათენდებოდათ თავზე ეხლა გადაბრუნდა და დაიძინა. სული აუფორიქადა ჟანეტს, იგრძნო რომ ნიკას კარგავდა. მათ შორის სხვა იდგა და ნელა-ნელა მისგან მიყავდა, ართმევდა და აშორებდა მას ის მესამე ვინც იყო. ფიქრობდა, მთელი ღამე ფიქრობდა. ძალიან ძნელია ასე ძლიერ გიყვარდეს და უცნაურია ეს სიყვარული ასე უცებ გაქრეს და განადგურდეს. დილას ჩაეძინა გამთენიისას მაგრამ, გაიგო ნიკამ ტელეფონზე დარეკა და ვიღაცას ესაუბრა. სახლში შებრუნებულს ჟანეტი ამდგარი დახვდა და ცოტა შეკრთა კიდეც.
---ამ დილა უთენია ვის გაახსენდი ნიკა?- მოჩვენებითი ღიმილით უთხრა ნიკას.
---ჩემმა მდივანმა დამირეკა, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და შემახსენა!
---შენს მდივანს როგორც ჩანს საათი გაუჩერდა სახლში და დრო ვეღარ გაიგო, ამ დროს მდივანმა მის უფროსს რომ არ უნდა დაურეკოს. ნიკა რამეს მიმალავ? როგორ ფიქრობ დებილს ვგავარ?
---რას უნდა გიმალავდე სულელო, მიდი მოემზადე და წავიდეთ. მეც მოსამზადებელი ვარ, შეხვედრაზე ვერ დავაგვიანებ!
---კარგი ნიკა გენდობი კიდევ ერთხელ მაგრამ, გაფრთხილებ გვიანი არ დაგრჩეს სინანული უთქმელობის გამო. ტყუილს არასოდეს არ გაპატიებ და იცოდე ყველაზე მტკივნეული და სულის მტანჯველი დაგვიანებული სინანულია!
---ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ცხოვრებასთან ერთად ნიკაც შეიცვალა!- ფიქრობდა ჟანეტი მისთვის, ჩუმად მდუმარედ მივიდნენ სახლამდე, ცივად დაემშვიდობენ ერთმანეთს და ასე დასცილდნენ. ეს აღარ იყო სიყვარული, ეს იყო უბრალოდ ერთმანეთის მიჩვევით შექმნილი სიყვარულის ილუზია. მაგრამ არ დავნებდები, პირველ ნაბიჯს მე არ გადავდგამ და სათქმელს არ მივცემ თავად წავიდაო. წვიმას გაყვა ის ლამაზი და თბილი სიტყვები. ცაში ვარსკვლავის მოსაწყვეტად გამზადებული, უეცრად დაეშვა და დაენარცხა მიწაზე ისე სწრაფად რომ თავადაც ვერ გაანალიზა. ჩუმად ებრძოდა მარტოობის ღამეს მთვარესთან ერთად. არეულობა გამეფდა სულში მისი ვეზირების გარეშე, წარმოდგენაც არ მაქვს რა იქნება ხვალ მაგრამ, უფლის ნებით ხდება ყველაფერი. ისე მშფოთვარე და მსხვრევადია ეს ყველაფერი, იმდენად ნაზი, მშვენიერი როგორც გაზაფხულის დილა და ავი, მტკივნეული როგორც ზამთრის სუსხიანი ცივი ღამე.
ჟანეტი ძალიან შეიცვალა, საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა, ხშირად თვალცრემლიანიც კი იყო. თითქმის უარყო ყველაფერი და მხოლოდ სწავლას მიუძღვნა მთელი მისი ძალა და სურვილი. ხანდახან ჩაუღრმავდებოდა თავის თავში ფიქრებს და რომ არა ლილუ, რომ არა გუგა და რომ არა მისი საყვარელი და ერთგული სამეგობრო, ალბად ვერც გადაიტანდა ამ დიდ ტკივილს. მხოლოდ მთვარეს შეეძლო მისი ყველა დარდის და ტკივილის გაშიშვლება და უხმოდ უსმენდა.
---რწმენა არ უნდა დავკარგო. გული სიცარიელე და სიბნელე შემოდის ნელა-ნელა, ვცდილობ არ ვიფიქრო მაგრამ, რა ვუყო იარებს, რა ვუყო იმ სიცარიელეს რომელმაც ის სავსე სიყვარულის ადგილი რომ დაიკავა. რატომ, ასე რატომ მომექცა, თუ არ არსებობს ღმერთი ვერც იარსებებს სული, თუ არ არსებობს სული, მაშინ არც სიყვარული არსებობს. დავიჯერო ასე გაცივდა დაცარიელდა ჩემდამი სიყვარული ნიკას სულშიც და გულშიც? ტიროდა ბალიშზე დამხობილი და ამ ცრემლების მოწმე მხოლოდ ღამე და მთვარე იყო.
---ჟანეტ არ გძინავს?- ლილუც ამდგარიყო და ჟანეტს მიჩერებოდა. გული ტკიოდა ასეთ ჟანეტს რომ უყურებდა.
---სამი წელი, მთელი სამი წელი ტყუილში მიცხოვრია. სამი წლის ნაშენები და ნალოლიავები სიყვარული, ნელა-ნელა მენგრევა ლილუ!
---შენ ყველაფერი გაქვს ჟანეტ. ეს მწუხარება რაც შენს გულს ჭამს ჯერ არ იცი სიმართლეა თუ არა. შენ მაინც თავს ძალა მიეცი და გამოხატე ისევ ისე სიყვარული როგორც გაქვს გულში. გაძლიერდი, ღალატმა არ წაგაქციოს თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა. ძლიერი უნდა იყო და შენი სიძლიერე შუქურივით გაგინათებს გზას, იქნებ ასე სჯობდეს ვინ იცის?
---ჯერ არაფერი არ ვიცი ლილუ მაგრამ, წუხანდელმა ღამემ თვალები ამიხილა. ალბად მეც მივეცი მიზეზი ამის სხვისკენ გაწეულიყო. მთლად მასაც ვერ დავადანაშაულებ მაგრამ, ჩემს სანაგვეში გადაგდებას მწარედ ვაზღვევინემ. გეფიცები არ ვაპატიებ და დაინახავ როგორ ინანებს ჩემთან გათამაშებას!
---ჟანეტ ძალიან გთხოვ, არ გაბოროტდე!
---არა სიბოროტე ეს ჩემგან შორსაა მაგრამ, გპირდები რომ ძლიერი ვიქნები. -კედელს მიეყრდნო თავით, შეიკრა სუნთქვა თვალები დახუჭა და სული განაბა. მერე კი შეშინებულ ლილუს მიუბრუნდა და უთხრა;
---კარგად ვარ ლილუ, უბრალოდ ჩემს გარშემო ტრიალებს დრო, აი ჩემში კი -შეჩერდა. მუხლბზე დაეცა და ხელი გულზე მიიდო, მყუდროება სულში ესვენებოდა, ძალიან ჩაჭრილა და ჩალექილა გულის ფსკერზე ნაღველი.ერთ დროს სიყვარულით აძგერებული გული დღეს ბურუსით არის მოცული და საშინელი ფიქრები აწუხებს სასოწარკვეთილს.
ჟანეტი მშვიდი, მოკრძალებული, დინჯად მოლაპარაკე, აი ასეთ ადამიანად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა ჯერ ძალიან დიდ გაურკვევლობაში იყო,ახასიათებს დიდი მოთმინება,ზომიერების გრძნობა, გულისხმიერება. ყველას პატიობს ყველა შეცდომას, გარდა ტყუილისა და ღალატისა. სანიმუშო სტუდენტი იყო მთელს სასწავლებელში. აი ასეთი მტკიცე სულისკვეთების ექიმები ჭირდებოდა დღეს მედიცინას. სწავლასთან ერთად ის გამოირჩევა დიდი კლდემამოსილებით და დარბაისლობით. უსიტყვოდ უგებს ყველა მეგობარს. ერთი გამოხედვა და უკვე იცის ვის რა აწუხებს და რა ტკივა. ჟანეტმა ძალიან კარგად იცის ისიც რომ, ჰიპოკრატეს ფიცის გარდა, სხვა ცხოვრებაცაა მის ირგვლივ და ეს სხვა მისი სულის ნაწილი, მისი სამყარო, მისი საყვარელი ადამიანები არიან. საგრძნობლად გრძნობდა ვალდებულებებს მის ბეჭებზე, ვალდებულებას მამის წინაშე რომ, ის საამაყო შვილი გამხდარიყო. არავისთვის არასოდეს არ მოუთხოვია სამაგიერო. მხოლოდ ერთი მიზანი აქვს იყოს წარმატებული ქალი. ჟანეტი აუღებელი ციხე სიმაგრედ იქცა, მასში მხოლოდ მეგობრების სიყვარული გადაიქცა არსებობის წყაროდ. ბოლო დროს სისუსტეს გრძნობდა, სულ ეძინა. აპრილის მშვენიერი თბილი დილა იყო და სუფთა ჰაერზე გასეირნება მოუნდა და გადაწყვიტა ფეხით წასულიყო სასწავლებელში. გზად ერთი ვიწრო ქუჩა ქონდა გადასასვლელი რომ უეცრად გულმა გრგვინვა დაიწყო და პირი გამოუშრა ისე როგორც უდაბნო და არც აღარაფერი ახსოვს. არ იცის რამდენი ხანი იყო გათიშული მაგრამ, რომ გამოიხედა და მხედველობა დაეწმინდა თეთრი კედლების მეტი ვერაფერი ვერ დაინახა. მკლავზე კი ტკივილი იგრძნო და ყრუდ ამოიკვნესა. მალე კარი გაიღო და მაღალი, ძალიან სიმპატიური ექიმი შემოვიდა.
---დაგვიბრუნდით როგორც იქნა!- უთხრა ექიმმა თბილი ღიმილით და ხელი შუბლზე დაადო.
---რა მჭირს? რა დამემართა? აქ რა მინდა? ან როგორ მოვხვდი? -დააყარა კითხვები ექიმს და მოსასმენად მოემზადა.
---ოოო მოიცადე თითო-თითოდ შემეკითხე. მაშ ასე დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა. მეც შემთხვევით მოვხვდი დღეს იმ ადგილზე და დაგინახეთ რომ გული წაგივიდათ ქუჩაში. აქ მოგიყვანე და ანალიზი გაგიკეთეთ. სანამ გონს მოხვიდოდი პასუხიც მივიღეთ.



№1 სტუმარი Mariami

Janeti uechveli fexmdzimedaa,magram sainteresoa nikas shecvlis mizezi raa.

 


№2  offline წევრი isterichka123

ვაიმე გაგრძელე კარგია

 


№3  offline მოდერი zia-maria

love მადლობა ჩემო თბილებო.

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaimeee momakvlevina aseti sazizgari adamianebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent