შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა სადღაც გაქრა! 8 (დასასრული)


3-06-2016, 17:26
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 887

ეს არ ყოფილა უბრალო ტკივილი,იყო რაღაც საშინელება,მისმა ყოველმა განცდამ შეამოაღწია,დამადუმა და ხელმეორედ განმაცდევინა,მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.ცხადად ვგრძნობდი რომ უკვე ჩემი იყო,ჩემთვის გაჩნდა და მე უნდა მეზრუნა მასზე.ფეხებზე მისი საქმრო,მე მინდა მერქვას მისი ქმარი,თუნდაც მალენა იყოს წინააღმდეგი.
-უკეთ ვარ,-ლუღლუღით მომიგო და სცადა ჩემს სხეულს დასცილებოდა,მაგრამ არ მივეცი საშუალება,-გამიშვი,-მუდარით მომიგო მან.ძალიან არ მინდა,არ მემეტება ,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.ვაღიარებ,დიახ,უკვე დროა ვაღიარო,მე მალენა შემიყვარდა,სანამ გვიანი არაა უნდა ვუთხრა,იქნებ მასაც ვუყვარვარ და სხვას აღარ გაჰყვება.მე ვთხოვ ცოლობას.
-როგორც გინდა,-მშვიდად ვუთხარი და ნელ-ნელა ჩამოვაცურე მისი წელიდან მკლავები.ხელის გულები უკვე მეწვოდა.
-იმედი მქონდა,უეცრად მოხდა ყველაფერი,თითქოს დიდი ხნის მიძინებულმა ვულკანმა ამოხეთქა,-სიმწრით კბილები ერთმანეთზე დააბჯინა და დაჟინებით დამიწყო ყურება,-არ ვიცი რატომ,მაგრამ და...მამშვიდე,-ნაწყვეტ-ნაწყვეტ მომიგო და თავი დახარა
-ტკივილი აახლოვებს ადამიანებს,-მივუგე მე
-თანხას უკან გიბრუნებ,აღარ მჭირდება,წიგნის დანახვაც კი აღარ მინდა
-გაგიჟდი?-თვალები დავუბრიალე-რას ჰქვია აღარ გჭირდებ,ან რა არ გინდა?-თავი ვეღარ მოვთოკე,-საოცრად წერ და შენს ნაშრომზე როგორ ამბობ უარს?
-აღარაფრის სურვილი აღარ მაქვს,-კანკალით მომიგო,ისე რომ არ ამოუხედავს
-მე დაგიბრუნებ,-მტკიცედ მივუგე და ხელი მოვკიდე.ისევ დაბლა ჩავედით.ტაქსი გავაჩერე და იქ წავიყვანე,სადაც ძალიან იშვიათად დადის სულიერი,სადაც მე ყველაფერს ვწყდები,მავიწყდება ამქვეყნიური ტკივილები და ვმშვიდდები.
ტერიტორია,სადაც მალენა მივიყვანე,გამოიყურება საოცრად,ირგვლივ სრული სიჩუმეა,გარემო სიმწვანეშია ჩაფლული.უზარმაზარ კრუგს კრავს მწვანე ბუჩქები,შესასვლელი შიჭკრით,რომელიც სიძველისგან ჩაჟანგებულია და გაღების დროს საშინელ ხმას გამოსცემს,მაგრამ ღირს დროებითი დამაყურებელი ღრჭიალი,რადგან შიგნით ნამდვილი საოცრებაა.უამრავი სახეობის ყვავილია დარგული,ერთი გრძელი სკამი და შუაგულში ჭადრის ხე დგას,რომელზეც საქანელა ჰკიდია.მალენა გაოგნებული,ჯერ ნანახს შეჰყურებას და მერე მე შემომცქერის.
-ვისია ეს ბაღი?-მეკითხება გაოგნებული და პირს კუმავს
-წინაპრების,ამის შესახებ არავინ იცის,-ვპასუხობ და საქანელასთან მიმყავს,-დაჯექი,მე გაქანავებ,-გაეცინა და საქანელაზე ჩამოჯდა,მე კი ზურგით დავდექი და ვუბიძგე რომ გაქანებულიყო.
-მაოცებ,-მოდუნებული ხმით ამბობს და თვალებს ნელ-ნელა ლულავს.
-ვიცი,-ვამბობ მეც აღტაცებული,-მეც მაოცებს ჩემი თავი,ვხარხარებ სიხარულისგან.
-უკან მიმაქვს ყველა ნათქვამი,-მტკიცე ხმით მეუბნება და ცდილობს უკან მოიხედოს.
-დავიჯერო?-სიცილს არ ვწყვეტ
-ნუ აჟიტირდი,-ვითომ მკაცრად მიბრძანებს სიხარული დავმალო,მაგრამ როგორ,სად ჩავიტინიო ამდენი ემოცია,რაც ამ ერთ წუთში თუ სამ წუთში დამატყდა თავს.
-ვცდილობ,-დაჩაგრულივით ვამბობ და ვწყვეტ მის ქანაობას.მალენა საქანელიდან დგება და გაკვირვებული მიყურებს.
-რატომ გაჩერდი?-მეკითხება გაბუსხული.
-მეც მინდა,-ვპასუხობ მეც არანაკლებ გაბუსხული.
-მე უნდა გაქანაო?-გაოგნებული სახით მეკითხება
-დიახ,-ყელს ვიღერებ მე
-როგორ გეკადრებათ,-დოინჯს იკეთებს ჯიუტი ქალბატონი.მე უხმოდ ვჯდები საქანელაზე და ჩემით ვცდილობ გაქანებას.გამომდის კიდეც.სასიამოვნოდ მივლის ნიავი და ლამის მალენასავით ჩამეძინოს.
-მოდი,-გვერდით ვჩოჩდები და მის ადგილს ვტოვებ.მალენაც ჯდება და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ქანაობას.ვინმე რომ გვხედავდეს ბევრს იცინებდა,რაღა დროს თქვენი საქანელააო,ჩაილაპარაკებდა და წავიდოდა.აი დარდი,სიამოვნებას ასაკი არ აქვს განსაზღვრული.უკითხავად მოვხვიე წელზე ხელი მალენას და მის რეაქციას დაველოდე.
-რა ტუტუცი ხარ,-ამბობს ჩურჩულით
-ვერ გავიგე,-ყური მიმაქ ახლოს
-ცინიკოსო,-სახეს გვერდზე წევს
-მაკოცე,-უცებ ვეუბნები და მის სახეს ხელებში ვიქცევ
-გაგიჟდი?-ამობს გაკვირვებით და სახეს ჭმუხნის
-დიახ,გავგიჟდი,-ვამბობ და მის სქელ ქვედა ტუჩს ოდნავ ვეხები.მალენა არ მეწინააღმდეგება,როგორც ჩანს მასაც უნდოდა.რა სასაცილო ფორმის ტუჩები აქვს,ზედა თხელი და ქვედასთან შედარებით უფრო პატარაა,მაგრამ აი ქვედა,საოცრად გემრიელია.კბენა მომინდა,მაგრამ შემეცოდა.ვიგრძენი,როგორ აუთრთოლდა კოცნისას და ამან მეტად გამახელა.ძლივს მოვცილდი მის ბაგეებს,-ცოლად გამომყვები?-ვბეუბნები მტკიცედ.მალენას ყბა უვარდება,დგება და ძლივს ადგამს ნაბიჯს.
-ცოლად გამოგყვე?-გაუაზრებლად იმეორებს კითხვას
-კი,არ შეიძლება?-ვეკითხები ისევ
-არ ვიცი,-მხრებს იწურავს
-არ მოგწონვარ?-ვთამამდები უკვე.
-როგორ არა,მაგრამ არ მიყვარხარ,-ცდილობს მტკიცე იყოს,მაგრამ მის ნათქვამში ტყუილი იგრძნობა.
-მე რომ მიყვარხარ?-ისე უბრალოდ ვამბობ გამიკვირდება რომ დაიჯეროს,არადა სიყვარულის ახსნა სხვანაირი წარმომედგინა.იმედია გზა კიდევ არ დამეკარგება.
-გიყვარვარ?-სიმწრით იღიმის,-როგორ?-ტუჩებს იწვალებს.ჭკუიდან გადაყვანის ახალი ხერხი მოიფიქრა.მეც ვდგები და ახლოს მივდივარ
-დიახ და მინდა ჩემი ცოლი იყო
-არა!
-რატომ?
-სხვა მიყვარს,-ისევ ჯიუტობს.
-რომ მოგიტაცო?-რაღა დროს მოტაცებაა,მაგრამ სხვა გზა მაქვს?
-ნუ მაშინებ,-გულიანად იცინის
-კარგი ქმარი ვიქნები,-ეშმაკურად ვუღიმი
-არამგონია,-ეჭვით მიყურებს.
-დამიჯერე!
-შენს სიტყვას როგორ ვენდო
-უნდა ენდო და გეყოლება სიმპატიური,ყურადღებიანი და კარგი ქმარი
-კარგი,თავს ნუ იქნებ,მე სხვას მივთხოვდები და შენ დარჩები მარტო,ასე მინდა მე
-კარგი,-დამღალა ხვეწნამ,მე არ შემიძლია ვინმეს რამე ვაიძულო.არ უნდა და კარგად იყოს.-როგორც გინდა,ოღონდ თუ რამე მოხდა ჩემსკენ გამოხედვა არ გაბედო,-მკაცრად ვეუბნები და ჭიშკრისკენ მივდივარ,-წავედით,-აი რას ნიშნავს,როცა ნერვებს მიშლიან.გამიფუჭა ხასიათი.
***
რამდენიმე თვე ისე გავიდა არ მინახავს,ძალიან მომენატრა,მაგრამ ვცდილობ დავთრგუნო სურვილი.დიტომ მითხრა რომ საქართველოდან წავიდაო თავის საქმროსთან,თუ უკვე ქმარი არააო.რა სასიამოვნო ამბავია არაა,კარგია რომ ჭკუიდან არ ვიშლები.იმის მერე რაც,მისი ტუჩების გემო გავიგე,უფრო გამიჭირდა განშორება.ალბათ მართლაც არ იყო ჩემი ნაწილი და გზა სადღაც გაქრა,ისევ? ისევ!
***
ისევ ეს ჯიუტი დრო,უკვე ერთი წელი,ღმერთო ჩემო დრო ისე სწრაფად და უაზრდ გადის ერთ ამოსუნთქვაში მთელი წელი ჩამეტია.ნუთუ სულ მარტო უნდა ვიყო.არ მინდა მარტოობა,მაგრამ როგორც ჩანს სხვა გზა არ მაქვს.სხვა ქალისკნაც ვერ ვიხედები,საერთოდ არავინ მიზიდავ,წინა თვეში ზიზი იყო ჩემთან,მაგრამ დიდი არაფერი.როგორც მოვიდა ისე წავიდა,მისი სურვილი არ მქონია.
-იოანე!-მეძახის დიტო უცნაური ხმით,ჩქარა მოდი,-საწოლიდან ვხოხდები და ოთახიდან გავდივარ.უკვე დამავიწყდა სახლის დანარჩენი ნაწილი როგორია,თითქმის მთელ დროს ოთახში,უფრო სწორად ფიქრებში ვატარებ.
-რა ჯანდაბა გინდა?-ბუზღუნით ვეკითხები და ზურგით მდგარ უცხო ქალს წამით ვავლებ თვალს
-ის...-ხმა უწვრილდება დიტოს.უნტერესოდ ვიქნევ ხელს და უკან ვბრუნდები,როცა ნაცნობი ხმა სმენას მიგუბებს და მკერდში ტკივილს მმგვრის.
-იოანე!-მალენას ხმა გამაღიზიანებლად მედება ყველგან.
-აქ რა გინდა?-უხეშად ვკიდებ ხელს და სახლიდან გამყავს,კარს ვხურავ და ვცდილობ აუღელვებლად გავაძევო.
-მაპატიე,-საწყალის სახით მეუბნება და ტირილს იწყებს.ჩემზე უკვე აღარ მოქმედებს.
-რა გაპატიო?-სიცილი მიტყდება.
-რომ მოგატყუე და მიგატოვე,-მგონი მომესმა.ვცდილობ მისი სიტყვები ჰაერს გავატანო.
-ქმარი ალბათ დაბლა გელოდება,-ვცრი კბილებში და სიმწრით მუშტებს ვკრავ
-გარდაიცვალა,-თითქმის მშვიდი ყვირილით ამბობს და ლამის ჩაიკეცოს.მე ისევ ჯიუტად ვდგავარ,წვეთი ცრემლი არ მცვივა,არც სიბრალულს განვიცდი,თითქოს ვიცი რასაც გრძნობს და სულაც არ მებრალება,მე უკვე გამოვიარე იგივე,დროა მანაც გამოიაროს.ეგ არაფერი,ქვეყანა არ დაქცეულა,რომ მოუკვდა აღარ უყვარს თუ რა ხდება?
-ვწუხვარ,-გულგრილად ვეუბნები და უკან ვბრუნდები,-ცუდი ბედი გქონია,ახლა კი წადი,მადლობ რომ შემატყობინე მარტო რომ ხარ,ვიფიქრებ ალბათ. . .,-კარს ვაღებ და შევდივარ,როცა მისი გამაბრუებელი სლუკუნი მესმის და თავს ძლივს ვიკავებ რომ არ მივვარდე და ჩავეხუტო.ცრემლები მოვწმინდო და დავამშვიდო,მაგრამ არა,მან მე მიმატოვა,ხოდა მან თავისი ქმარი მე კი- ჩემს ცოლს ვიგლოვებ.
-მაპატიებ?-კანკალით მეკითხება.ხმაში იგრძნობა მაიცნ აქვს რაღაცის იმედი,რაც უარესად მაღიზიანებს.
-მშვიდობით მალენა!-საბოლოოდ ვეუბნები და სახლში შევდივარ.გვიანღა წვდება სმენას მისი ხმა.
-მშვიდობით იაონე!-და კარიც იხურება.
ხო,ასეა მე არ ვარ მალენასთვის და არც მალენაა ჩემთვის.ჩვენ ჩვენი ნაწილები სხვაგან გავგზავნეთ და მალე მივაგნებთ მათ.
გზა სადღაც გაქრა,მაგრამ ვიცი სადაც. . .




პ.ს ძალიან ვნერვიულობ,არ ვიცი როგორ მიიღებთ ამ დასასრულს,მაგრამ სხვანაირად არ გამოდიდა. სათაურიდანაც ჩანდა,რომ გაურკვვეველი დაასასრული ექნებოდა ამ ისტორიას. მადლობა ვინც კითხულობდა.



№1 სტუმარი uime

Rauzarobaa

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

uime
Rauzarobaa

ქართული შრიფტით წერე თუ შეიძლება!

ბოდიში რომ ამ უაზრობაში დრო დაგაკარგვინე.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent