შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბას+ნათია=მეგობრებს 9


4-06-2016, 00:50
ნანახია 1 824

ნათია ციხეში გადაიყვანეს გოგა კი ლიზასთან დარჩა სანამ ძიძა მოვიდოდა,შემდეგ ისიც წავიდა ნათიასთან.ნათია დაკითხვაზე შეიყვანეს.
-პროკურორი ლევან რუხაძე.გაეცნო მას.
-დაიწყეთ მოყოლა.რა როგორ სად? თუ… ააა მივხვდი.ადვოკატი ხარ და ეგ როგორ შეგეშლება.ადვოკატის გარეშე სიტყვას არ იტყვი ხომ?
-სწორად მიხვდით.გოგა მალე მოვიდა და შევიდა ნათიასთან სალაპარაკოდ.
-ნათი რა ხდება?
-ლიზა ძიძასთანაა?
-კი.
-ეს ელენეს მოწყობილია.
-რაში აწყობს შენი დაჭერა?
-არ ვიცი.
-მალე გავიგებთ ალბათ.
-ჩვენთვისვე ჯობს რომ მალე გავიგოთ.მადლობა გოგა.
-არაფრის.უნდა წავიდე ნათ.თავს მიხედე.შევეცდები მალე გამოგიყვანო აქედან.
ამის შემდეგ ერთი კვირა გავიდა,რომელიც ნათიამ ცივ საკანში გაატარა.ერთ დღესაც გოგა მოვიდა შეწუხებული სახით.
-რა მოხდა?
-ბავშვის წართმევას გიპირებენ.
-რა? ნათია წამოენთო.ყველა ძარღვი დაეჭიმა.ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.
-ამიტომ ჭირდებოდათ ჩემი ნარკომანად შერაცხვა.ბავშვს მართლა წამართმევენ გოგა მე ხომ სამუშაოც არ მაქვს,არც ქმარი მყავს და პლიუს ნარკომანობას მაბრალებენ.
-ჯერ მთავარია გაგამართლონ ნათია.დანარჩენ პუნქტებს მერე მიხედავ.ნათია მართლაც გაამართლეს პროცესი ერთ თვეს გაგრძელდა თუმცა დედობის უფლება დაკარგა პროცესის მსვლელობის დროს,რაშიც მნიშვნელოვანი როლი მისი მამის ჩვენებამ ითამაშა.
-მე გურამ ებრალიძე ვადასტურებ რომ ჩემი შვილი ნათია ებრალიძე წამალზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულია უკვე დიდი ხანია.მას ბავშვის მიმართ აგრესიაც ახასიათებდა.
ნათია შოკში იყო.მამამისი დიდი ხანია რაც თავის შვილს გულგრილად ექცეოდა მაგრამ ამას ნამდვილად არ ელოდა.მან ვეღარ მოითმინა და დერეფანში როცა დაინახა თავისი მშობლები ყველაფერი პირში მიახალა.დღეიდან მე არ გაღიარებთ მშობლებად.ქურდების და მკვლელების დედები,მიუხედავად იმისა,რომ იციან რა ნაძირლები გაზარდეს,ამტკიცებენ რომ უმანკო შვილები ყავთ.მე კი დამჯერი და ჭკვიანი,წარმატებული შვილი,იმის გამო,რომ ცხოვრებამ ძალიან მწარე გამოცდა მომიწყო,მშობლების გვერდში დგომას ველოდი.მაგრამ რა მივიღე? მივიღე რომ თქვენს თვალში ვარ გაფუჭებული,ნარკომანი,ალკოჰოლიკი და საკუთარ შვილზე მოძალადე.
იმედია კარგად დაასვენებთ თქვენს გასიებულ უკანალებს ელენეს ფულით.ეს მე არ გაღიარებთ მშობლებად. თქვენ არ გაქვთ უფლება ამის მერე საერთოდ ჩემი სახელიც კი ახსენოთ და თუ მოკვდებით არ გამაგებინოთ. ვისურვებდი აყვანილი ვყოფილიყავი,იმიტომ,რომ იმის გააზრება,რომ ჩემს ძარღვებში თქვენი სისხლია საკუთარ თავსაც მაძულებს.
ციხიდან გამოსვლის მერე ნათია ეგრევე წავიდა ელენეს და საბას სახლში ლიზას სანახავად.
კარი ელენემ გაუღო.
-რა გინდა?
-ჩემი შვილის ნახვა.
-შენ შვილთან მიკარების უფლება არ გაქვს. სასამართლომ გადაწყვიტა არ გახსოვს?
-ცოტა მოთმინება დამრჩა ელენე სულ ცოტა და შეიძლება ღერა-ღერა დაგაპუტო ეგ თმები.
-საყვარელო ნუ მემუქრები თორემ ცუდად დაასრულებ ამ დაპირისპირებას და მე გამარჯვებული დავრჩები.როგორც ყოველთვის.
-ძალიანაც ნუ გაგეხარდება.საბას მეხსიერება აღუდგება და მერე რას იზავ?
ამ დროს საბა გამოვიდა კარებში.
-ვინ არის საყვარელო?
-შენი ყოფილი ცოლი ბავშვის სანახავად მოვიდა.
-ყოფილი ცოლი? გაუკვირდა ნათიას
-ნათია შენ ჩვენ შვილზე იძალადე ამას ვერასდროს გაპატიებ.
-საბა როგორ წარმოგიდგენია რომ მე ბავშვზე ვიძალადებდი შენ ხომ ბავშვობიდან მიცნობ.
ყველაფერი იცი ჩემზე და იცი რომ შვილზე ჭკუა მეკეტება.
-მე შენ არ გიცნობ ბავშვობიდან ელენემ მითხრა რომ ამ ამბავს მომიყვებოდი ვითომ ერთად გავიზარდეთ და მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი.სინამდვილეში შენ მიყენებდი ფულის გამო.
-ყველაფერი პირიქით იყო!
-ესეც ვიცოდი რომ ასე იტყოდი.
-ლიზა მანახეთ და წავალ.
-არა ლიზას ვერ გაჩვენებთ.
ნათიას არ უნდოდა დანებება თუმცა სხვა გზა არ ქონდა.წამოვიდა.კიდევ ორი თვე გავიდა უშედეგო მცდელობებში ლიზას ნახვისა და ამ ორი თვის განმავლობაში ნათიამ და გოგამ ხელი მოაწერეს რომ ბავშვის აყვანა გაადვილებოდათ,ერთად გადავიდნენ ახალ კერძო სახლში და სამუშაოც იპოვა ნათიამ.ერთ დღესაც მთელი დღე იჯდა და ფიქრობდა ლიზას დაბრუნებაზე.კარის ჯახუნი გაიგო რაც იმას ნიშნავდა რომ გოგა მოვიდა.მაგრამ ფიქრში გართულმა უკან არც მოიხედა.გოგამ უკნიდან მოხვია ხელები და აკოცა ლოყაზე,შემდეგ ყელზე და უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-გოგა რას აკეთებ?
ნათია წამოხტა დქ მოშორდა.
-მეც მამაკაცი ვარ და ჩემი მოთხოვნილებები მაქვს რომ იცოდე ნათია.რამდენი გაცადო?!
-რა?გოგა…
არ იცოდა რა ეთქვა.უბრალოდ აიღო ჩანთა და დაბრუნდა თავის ძველ სახლში,რომელშიც ის და ლიზა ცხოვრობდნენ ადრე და რომელიც საბამ იქირავა,როცა მისი ორსულობა გაიგო.რათქმაუნდა ბოლო წელს ნათია იხდიდა ქირას და რადგან რამდენიმე თვე არ მუშაობდა საკმაოდ დაუგროვდა გადასახადი.მისული არ იყო სახლში,რომ ბინის პატრონი შემოყვა ფეხდაფეხ.ის ქალი მის კარის მეზობლად ცხოვრობდა.
-ნათია რამდენი გაპატიო შვილო? მერამდენე თვეა? ხო ვერ გაგასახლებ ბავშვიან გოგოს? მეც ადამიანი ვარ.
-ბოდიში ნათელა დეიდა.აი მთელი თანხა ინებეთ.
ნათიამ თანხა გაუწოდა.
-ხომ კარგად ხარ დედი რა ფერი გადევს სახეზე.
-ლიზიკო წამართვეს.თქვა ნათიამ და აქვითინდა.თან ლიზას დათუნიას ეხუტებოდა.
-დედა იმ უბედურმა შენმა ქმარმა ხო? შენი ცოდვით არ გაიხარა მაგან და მაგისმა *ოზანდარა ცოლმა.დედი ჩემი ბიჭი ჩამოვიდა გერმანიიდან ექიმიათქო რო გეუბნებოდი,მოცა და გაგსინჯავს თორე არ მომწონს შენი ფერი.
ცოტა ხანში ნათელა თავის ბიჭთან ერთად დაბრუნდა.
-ეს ალექსია შვილო ჩემი ბიჭი.
ბიჭი საკმაოდ სიმპატიური იყო,მაგრამ რას უყურებდა ნათია მაგას.მან წნევა გაუზომა და რაღაც წამლები მისცა.მერე ნათიას დაეძინა.დილით რომ გაიღვიძა ალექსი მის თავთან იჯდა.
-ალექს...ისევ აქ ხარ?
-ღამით სიცხე გქონდა და ვაკონტროლებდი.
-მადლობა.ძლივს ამოთქვა ნათიამ.
კარზე ზარი დარეკეს.
-მე გავაღებ თქვა ალექსმა და ასეც მოიქცა.
ოთახში გოგა შემოვიდა.
-თქვენ…
მიუბრუნდა ის ალექსს
-მეზობელია და ექიმია.
-რა მოგივიდა?
მივიდა ნათიასთან და გვერძე მიუჯდა.
-ბოდიში გუშინდელისთვის.
-არაუშავს.ჩემი ბრალია.ისედაც ბევრი გააკეთე ჩემთვის და მე კიდევ უმადურად შენს უანგარო სიკეთეს მოველი ყოველი გაჭირვების დროს.
-ეგრე ნუ ამბობ!მე ხომ ჩემი ნებით გეხმარები.
-საქმეც მაგაშია.მე კიდევ ბოროტად ვიყენებ შენს კეთილ ნებას და შენს გრძნობებს.
-მე გავალ.
უხერხულად წარმოთქვა ალექსმა.
-არა არ წახვიდე საქმე მაქვს შენთან.შეაჩერა ნათიამ ის.
-შენ ხომ ექიმი ხარ და უნდა იცოდე დროებითი ამნეზია დაახლოებით რამდენ ხანში იკურნება?
-გააჩნია თავის დაზიანების სიმძიმეს.
-ექიმი იმედოვნებდა რომ ერთი თვე მაქსიმუმი იყო და უკვე მესამე თვე მიდის.მაინტერესებს თუ შეიძლება მედიკამენტებით მეხსიერების აღდგენის შეყოვნება.
გოგა გაოცდა ამაზე.
-რა შენ ფიქრობ რომ ელენე სპეციალურად ხელს უწყობს რომ საბა არ გამოკეთდეს.
-მაგისგან გამორიცხული არაა.
-იცი ზუსტად ამაზე ვერ გიპასუხებ თუმცა მეგობარია სპეციალისტი და მას დავურეკავ.ცოტა ხანში დავბრუნდები.
-კარგი.
ალექსი გავიდა.
-ეს ბიჭი ადრე არ მინახავს.
-ნათელას შვილია.
-ბინის მეპატრონის?
-ხო.
-თავს როგორ გრძნობ?
-ფიზიკურად მშვენივრად და შინაგანად სიცარიელეს ვგრძნობ.
-ძალიან ძლიერი ხარ.რაც შენ გადაიტანე...არ ვიცი ამდენი ტკივილი ერთმანეთის მიყოლებით… ალბათ მე ვერ გავუძლებდი.
-სანამ ლიზა მყავს ტკივილს ვერ ვგრძნობ.მისთვის ყველაფერს გავაკეთებ,არაფერზე დავიხევ უკან.
ნათიას ცრემლი მოადგა.ორი თვეა არ ენახა შვილი.გოგამ ჩაიხუტა ის.
ალექსი მალევე დაბრუნდა.
-რა გაარკვიე?
კითხა ნათიამ მოუთმენლად.
-სრულიად შესაძლებელია შენ რასაც იძახი.
-საბა უნდა ვნახო.
-როგორ?ის ხომ არ გელაპარაკება.
-ელენე სახლში რომ არ იქნება საბას ვაიძულებ მომისმინოს.დილით ელენე რომ წავა სამუშაოდ საბასთან მივალ და შვილსაც ვნახავ.
-გამოგყვე?
-არაა საჭირო.
-პრინციპში ჯობს მარტო ილაპარაკოთ.
გოგა სამსახურში წავიდა.
შუა დღემდე იწვა ნათია.მერე მოწესრიგდა და სამუშაოს მიუჯდა.გული ვერ დაუდო და გარეთ გავიდა სასეირნოდ.
პარკში ნაცნობი დედა-შვილები შენიშნა რომლებიც გაიცნო როცა ლიზას ასეირნებდა ხოლმე.ცოტა ხანი ჩამოჯდა.მერე განაგრძო სეირნობა.გვიან დაბრუნდა სახლში და ეგრევე დაწვა.ფიქრობდა ხვალ რას ეტყოდა საბას და როგორ ჩაეხუტებოდა ლიზას.ფიქრებში გართულს ჩაეძინა.დილით კი მაღვიძარამ გააღვიძა.უკვე მეორე დღეა სამსახურში არ მისულა,თუმცა ვის ახსოვდა სამსახური.მოწესრიგდა,გამოეწყო და საბასთან წავიდა.დაინახა რომ ელენე გავიდა სახლიდან თავისი მანქანით და კარზე დააკაკუნა.
საბამ გააღო კარი.
-ვინ ბრძანდებით?
მან თვალები მოჭუტა რომ კარგად დაენახა,რადგან ნაწილობრივ მხედველობა დაუბრუნდა.
-ნათია ვარ საბა ვერ მცნობ?
-რა გინდა?
-უბრალოდ დალაპარაკება.
-მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ.
-ჯერ არა.
-შემოდი.
უთხრა მშვიდად და ოთახში შეუძღვა.
ნათიამ ეგრევე დაინახა ლიზა,რომელიც ხალიჩაზე იჯდა და თამაშობდა.დედის დანახვაზე პატარა წამოდგა და მისკენ გამოიქცა.ნათიამ ხელში აიყვანა ის და ჩაეხუტა.
-ჩემო პატარა,როგორ მომენატრე.
მან ცრემლები ვერ შეიკავა.
საბა მაგიდასთან იჯდა და უყურებდა დედა-შვილის შეხვედრას.ცოტა ხანი თამაშის და მოფერების მერე ნათიამ ბავშვი დასვა.საბას წინ ჩამოჯდა.
-საბა საერთოდ არ აღგიდგა მეხსიერება?
-კი.
ამ სიტყვებმა ნათია გაახარა.
-ელენეს დახმარებით ყველაფერს ვიხსენებ. ამ სიტყვებმა კი ისევ გააქრო სიხარულის შეგრძნება.
-ელენე გატყუებს.კარგი ბოლო მოვლენები არ გახსოვს,მაგრამ ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ.ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე.ჯერ სკოლა,მერე უნივერსიტეტი,ერთადაც ხომ ვიცხოვრეთ ერთი წელი თითქმის. დაგავიწყდა ეს ყველაფერი?
ელენეს დაბადებაც ხომ ნახე ესეც არ გახსოვს?თუ არ გინდა გაიხსენო? ავარიამდე რომ სიყვარული ამიხსენი არ გახსოვს? ელენე ისე გიყვება ყველაფერს,როგორც მას აწყობს.მან გამოგიყენა,რომ თავისი ფირმა ფეხზე დაეყენებინა და ფეხმძიმობა მოიგონა,რომ ლიზას ჩამოეშორებინე.
-ნათია გთხოვ გაჩუმდი.მან თავზე მოიკიდა ხელები და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-თავის ტკივილი კარგი ნიშანია ესეიგი მეხსიერება ნელ-ნელა გიბრუნდება.აღიარე,რომ რაღაც მომენტები ამოგიტივტივდა თავში ჩემი მონაყოლიდან.
-კი ასეა,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მართალი ხარ.
-მალე,როცა გაიხსენებ ყველაფერს ინანებ საბა,ძალიან ინანებ.
ნათია ლიზას დაემშვიდობა და წამოვიდა.ბავშვი გამოეტირა,მაგრამ რას იზავდა ის.
სახლში მისულმა გაიაზრა,რომ ცოტა შვება იგრძნო მას მერე რაც საბას ელაპარაკა.გოგამ დაურეკა ტელეფონზე.
-რა ქენი ნათი ელაპარაკე?
-კი.მგონი რაღაც გაიხსენა კიდეც,მაგრამ არ გატყდა.
-კაია თუ გაახსენდა.ლიზაც ნახე?
-კი.
თავისდაუნებურად ღიმილით უპასუხა.
-ახლა გაბდრული სახით მიპასუხე ხომ?
გაიცინა გოგამ ყურმილის მეორე მხრიდან.
-ჰაჰა კი.
-კარგი წავედი სამუშაო მაქვს საღამოს შემოგივლი.
-კარგი.
ნათიამ და გოგამ ერთად ივახშმეს და გაისეირნეს.ნათია მთელი დღე საბასთან შეხვედრაზე და ლიზაზე ლაპარაკობდა.გოგა მოთმინებით უსმენდა და დროდადრო თავს უქნევდა,თუმცა ნელ-ნელა ბეზრდებოდა,რომ საბას დროებითი შემცვლელი იყო.
დაემშვიდობა ნათიას და სამუშაო მოიმიზეზა,რომ უეცრად რამე ცუდად არ ეთქვა გაბრაზებულს.
გამთენიისას ნათია ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
-ნათია შეგიძლია შემხვდე?
-ახლა? ახლა ხომ 5 საათია დილის?
-მინდა რომ მეტი მომიყვე ჩემზე და შენზე და საერთოდ,რაც მეტს მომიყვები,მით უკეთესი.
-კარგი მოვდივარ.
ისინი შეხვდნენ პარკში და ბევრი ისაუბრეს.ასე გრძელდებოდა სამი კვირის განმავლობაში.საბას თანდათან უბრუნდებოდა მეხსიერება.მხედველობა მალევე აღუდგა.ნათიას დაწყებულ ისტორიას თვითონ აბოლოვებდა.ერთ საღამოს იმ ბარში შეხვდნენ სადაც საბამ სიყვარულში გამოუტყდა ნათიას.
-მახსოვს აქ რა ვილაპარაკეთ.
თქვა მან ღიმილით და ეშმაკური გამომეტყველებით.
-და ეხლაც იგივეს გაგიმეორებ.
-ოუ ამიტომ გინდოდა აქ მოსვლა?
-ხო.სიმბოლურია ეს ყველაფერი.დღეს ელენეს გაყრის დოკუმენტები დავუტოვე,რომ წამოვედი.
-ასე ადვილად არ დანებდება ეგ.
-შენ წარმოიდგინე დანებდა.ასე მითხრა მომაბეზრა თავი შენმა შვილმა.აირჩიე ან მე ან ისინიო.
-როგორც ვატყობ სწორი არჩევანი გააკეთე.
საბამ გაუღიმა,ფეხზე წამოდგა და შემდეგ დაიჩოქა.
ნათია მიხვდა რაც ხდებოდა და სახე გაუბრწყინდა.
-ვიცი რომ ბანალურია,მაგრამ ქალებს ეს მომენტი გიყვართ.
ნათია გახდები ჩემი ცოლი?
-კარგად დაფიქრდი საბა?
-მოიცა დავფიქრდე.
-ჰაჰაჰა სულელო მართლა არ გადაიფიქრო თანახმა ვარ.
საბამ ბეჭედი გაუკეთა და მაგრად ჩაეხუტა,შემდეგ აკოცა.
ქორწილი მალევე გადაიხადეს და ლიზა პატარა ანგელოზის ფორმაში მხიარული სახით შეჰყურებდა ხან დედას,ხან მამას.
ნელ-ნელა მათი ცხოვრება დაეწყო და ბედნიერად ცხოვრობდნენ ერთად ნათია,საბა და ლიზა.
მე მჯერა რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ მეგობრობიდან წამოიშვება.მეგობრებმა იციან ყველა ჩვენი კარგი და ცუდი მხარე და მზად არიან მიგვიღონ ისეთი,როგორიც ვართ.სწორედ ასე უნდა იყოს ურთიერთობაშიც.ცოლ-ქმარი,პირველ რიგში მეგობრები უნდა იყვნენ,რომ ჯანმრთელი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს.ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა რათქმაუნდა.



№1 სტუმარი Mariami

Bolo nawilshi mec getanxmebi chemo kargo,tumca samwuxarod araa yoveltvis mase. Natiam da sabam kargia problemebi rom moagvares,magram gogas rom iyenebda natia misi problemebis mosagvareblad ai eg ar momewona..

 


№2  offline წევრი isterichka123

ვაუ მაგარია გაგრძელე

 


isterichka123
ვაუ მაგარია გაგრძელე


Ar minda imedi gagicruo magram es dasasrulia damaviwyda mititeba :* madloba rom vkitxulobdi

Mariami
Bolo nawilshi mec getanxmebi chemo kargo,tumca samwuxarod araa yoveltvis mase. Natiam da sabam kargia problemebi rom moagvares,magram gogas rom iyenebda natia misi problemebis mosagvareblad ai eg ar momewona..


Ki getanxmebit rom Natia cudad moica gogastan mimartebashi,tumca Gogam icoda Mas rom sxva uyvarda da mainc exmareboda. Madloba rom kitxulobdit <3

 


№4  offline წევრი Viktoria

ძალიან მომწონდა ეს ისტორია<3 გეთანხმები რომ სიყვარული მეგობრობასთანაა დაკავშირებული კარგია რომ საბასთან დარჩა მაგრამ გოგა მაინც შემეცოდა <3 ყოჩაღ

 


Viktoria
ძალიან მომწონდა ეს ისტორია<3 გეთანხმები რომ სიყვარული მეგობრობასთანაა დაკავშირებული კარგია რომ საბასთან დარჩა მაგრამ გოგა მაინც შემეცოდა <3 ყოჩაღ


Madloba <3

 


უნდა გააგრძელო ადამიანო, ასე ვერ დასრულდება, მერე გოგა? ელენე ასე მარტივად შეარჩენს? კაი რა. თუ წერ დაწერე ბოლომდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent