შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი! 9


4-06-2016, 23:33
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 897

***
დილით როდესაც გაიღვიძა,თითქმის დავიწყებული ჰქონდა წინა ღამე.მშვიდად წამოდგა საწოლიდან და გაემზადა.ტასოს გემრიელად ეძინა,ამიტომ გადაწყვიტა აღარ გაეღვიძებინა და სახლში დაეტოვა,თუმცა თვითონ მაინც ადგა დილადრიან და სახლის საქმეებს მიჰყო ხელი.ლაგებაში სულ გადაავიწყდა გიგაც და მისი ტუჩების გემოც.ყველაფერი რომ მოათავა,გაოფლილი და მტვრით ავსებული საჩქაროდ შევარდა წყლის გადასავლებად.როგორც კი ჩამოირეცხა ჭუჭყი,გალაღებული გამოვიდა აბაზანიდან და ახმაურებულ ტელეფონს დაუწყო ძებნა.
-გისმენ გაბრიელა,-საუკუნეა მისი ხმა არ გაუგია,-სად დაიკარგე?იკრიბებით?არ ვიცი,მეზარება,რა მინდა მე კლუბში ჩაგამწარებთ იცოდე,-გააფრთხილა ნენემ კისკისით,-ჯანდაბა შენ ტასოს დედაჩემთან დავტოვებ და წამოვალ,-უთხრა და ტელეფონი გათიშა.
-ვინ იკო დე?-ტასო უკვე მის გვერდით იდგა ფეხშიშველი და თვალებს იფშვნეტდა
-გაბრიელამ კლუბში დამპატიჟა,-უპასუხა ნენემ და ხელში აიყვანა.ტასოს ფეხები ერთიანად გაყინვოდა შიშველი დგომისგან.
-კუბი ლა ალის?-ჰკითხა გოგონამ და ხელები თმაში შეუცურა
-კლუბი არის დიდების გასართობი,იქ პატარები არ დაიშვებიან,-უპასუხა ცნობისმოყვარე შვილს.ტასო გაეკრიჭა და თმა აუბურდა.
-მე ბებიკოსთან უნდა წამიკანო?
-კი,არ გინდა?-თმაზე გააშვებინა ხელი
-როგორ ალა,-ლოყაზე აკოცა აღტაცებულმა
-მაშინ,ჩავიცვათ და წავიდეთ,-ოთახში შეიყვანა და საგარეო ტანსაცმელი გამოუღო,სწრაფად ჩააცვა და კლუბის შესაფერისი სამოსის საპოვნელად თავით შეძვრა კარადაში.წითელი,მუხლამდე კაბა გამოიღო, ხერხემალზე გულის ფორმის ჭრილით,საჩქაროდ გადაიცვა და ტასოსთან ერთად ოთახიდან გავიდა.სანამ გოგონა გართული იყო ტელეფონში ძრომიალით,ნენემ მაკიაჟი გაიკეთა და სახლის გასაღებს დასწვდა.ტასომ ტელეფონი დაუბრუნა და მორჩილად გაჰყვა უკან,როდესაც ნენე სახლიდან გავიდა.
-ჭკვიანად მოიქეცი ბებოსთან,არ გააბრაზო თორემ დაისჯები,-აფრთხილებს თითის ქნევით ნენე და ტაქსში ჯდებიან.ტასო გატრუნული გასცქერის ქუჩას,ნენე კი ჩაფიქრებული უაზროდ აწვალებ ტელეფონის სენსორს.
-ბებოს გოგო,-ეზოში ხვდება ნენეს დედა გაქცეულ ტასოს და ხელში აჰყვას,-კარგი ამიდნია,ცოტახნით ეზოში ვიქნებით
-როგორც გინდა,-უღიმის ნენე და ისევ ტაქსში ჯდება.
***
-მაკოცა,-ჩურჩულით ეუბნება ნენე გაბრიელას ახალ ამბავს
-სერიოზულად,-გაოგნებული შეჰყურებს მეგობარს და გაფანტულ აზრებს ძლივს ალაგებს,-მოგეწონა?-წარბებს ათამაშებს და ტუჩს იკვნეტს,-წარმომიდგენია გიგას კოცნა რა იქნებოდა,-მხურვალედ ამბობს და სახეზე ინიავებს,-დამცხა,-სიცილით ამბობს და ნენეს პასუხს ელოდება.
-მითხრა რომ სხვა უყვარს და მე მაკოცა,მის საქციელს რამე გამართლება აქვს?-სერიოზულდება ნენე
-შეუყვარდი?-აღტაცებული სკამიდან ვარდება,-წყალი უნდა შევისხა,-ნიჟარასთან მიდის,ონკანს უშვებს წყალს მუჭაში იგროვებს და სახეზე ისხავს.
-გამოფხიზლდი?-ეკითხება ნენე სიცილით.გაბრიელა კი ყელზე წურწურით ჩამოსულ წყალს იწმენდს და ღრმად სუნთქავს
-დაუჯერებელია,გიგას შენ უყვარხარ,-არ ფარავას საკუთარ აზრებს
-სხვა უყვარს-მეთქი,-ახსენებს ნენე
-კარგი რა,შენ უყვარხარ და ჩუ ახლა,-მწარედ ჩმეტს მკლავზე,-დავურეკავ და ვთხოვ კლუბში მოვიდეს
-რა?-გაფითრდა ნენე,-არ გაბედო!
-კარგი რა,დიდი ამბავი,ერთად იცეკვებთ,-არ თმობდა სურვილს გაბრიელა
-იცოდე,იქ რომ დავინახო ჩემი ხელით დაგახრჩობ,-ფართოდ გახელილი თვალებით შეხედა ნენემ
-კარგი,-ჩაილაპარაკა გაბრიელამ,-იმედია კარგი საღამო იქნება,უწინდელივით ცხვირ ჩამოშვებული არ იჯდები
-ვეცდები, ჩემი სახის გამო არ ჩაგიშხამო საღამო
-რა საყვარელი ხარ,-ლოყაზე ჩმეტს პატარა ბავშვივით,-ერთი სული მაქვს,-თვალს უკრავს და მისაღებში გადის,-მოვალ ახლავე,-მარტო რჩება ნენე სამზარეულოში.დგება და წყლის დასალევად ონკანთან მიდის.
გაბრიელა ჩუმად ურეკავს ნიკას და გიგას ნომერს ართმევს,შემდეგ გიგას ურეკავს და ჩურჩულით უთანხმებს ჩანაფიქრს.
-გაბრიელა,სად წახვედი?-შეღონებული ნენე მისაღებში გავიდა და დივანზე ჩამომჯდარ ქალს გვერდით მიუჯდა,-რაზე ფიქრობ?
-სისულელეა,-გამოერკვა ძლივს,-საშენო არაფერია,მალე მოვა საღამო,ჯობია გავემზადოთ
-მე მზად ვარ!
-უკეთ მინდა იყო,მაკიაჟი საერთოდ არ გეტყობა,თმაც აბურდული გაქვს,წამოდი ერთი,-ხელი მოჰკიდა და ოთახში შეიყვანა,სარკის წინ სკამზე დასვა,უჯრიდან თმის უთო ამოიღო და შეეცადა ცოტა შეელამაზებინა ნენეს დაუმორჩილებელი თმა.
-ვინ იქნება კლუბში?-ჰკითხა ნენემ და საკუთარ კულულებს აღტაცებულმა დაუწყო თამაში.
-მე,შენ,ნიკა,ლელა,სოფო,ზაზა,ბექა,მგონი ბევრია,-სიცილით თქვა გაბრიელამ
-არა,კარგია,გაპარვა რომ მომინდეს ვერ გაიგებთ,-კმაყოფილს ჩაეღიმა.
-6 წყვილი თვალი შენსკენ იქნება მომართული,-ბრაზით თქვა ქალმა.ნენეს სახე დაემანჭა,უხმოდ მიაცქერდა თავს სარკეში.
***
-რატომ არ სვამ?-ვისკით სავსე ჭიქა მიაწოდა ლელამ ნენეს
-მინდა ფხიზელმა გიყუროთ,-ღიმილნარევი ხმით უპასუხა მან
-კარგი რა,დალიე და გაერთე,-ხელში მიაჩეჩა ჭიქა და მანამ არ მოეშვა სანამ ბოლომდე არ დაალევინა.ნენეს თავბრუ დაეხვა,წაბარბაცდა და ხელი ბარის მაგიდას დააყრდნო,-ახლა ცეკვის დროა,-უთხრა ლელამ და გაბრიელად გაწვდილი შავი სახვევი თვალებზე ააფარა,მჭიდროდ შეუკრა და ხელი მოჰკიდა.
-ასე როგორ ვიცეკვო?-გაოცდა ნენე და ხელი სახეზე მიიდო
-ბრმა ცეკვა,-ჩურჩულით უთხრა ლელამ და ხელი გაუშვა.ნენეს შეეშინდა,უაზროდ დაიწყო ხელების ქნევა,როდესაც ვიღაცამ ხელი მოჰკიდა,-რომელი ხარ?-ხმას არავინ სცემდა,ქალს წელზე ხელი შემოხვია და მსუბუქი მოძრაობით სცენის შუაგულში მიიყვანა,-ასე უცნაურად ჯერ არ მიცეკვია,-ქალი ცდილობდა პარტნიორის აყოლიებას რომ რამე ეთქვა,-მუნჯი ხარ?-სიბრაზე შეერია კითხვას,-ძალიან არ მომწონს ეს ამბავი,შენთან ცეკვა არაკომფორტულია,-დამშვიდებას შეეცადა,-მაპატიე,-სიცილით მიუგო,როდესაც ფეხი დააბიჯა და მისი ჩუმი ყმუილი გაიგონა,-ასე მწარე იყო?
-საშინელება,-ვეღარ გაძლო ხმაამოუღებლად
-რა ნაცნობი ხმა გაქვს?-შეცბა ნენე
-კარგი ერთი,-უფრო მძლავრად შემოხვია ხელი და მიიხუტა
-გამიშვი,-სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა ნენე,-რა საზიზღრები ხართ,არ მეგონა ალკოჰოლი ასე თუ მომადუნებდა
-ცოტა ვიმაიმუნეთ,-სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი
-ნუ მეხები,-კანკალით სთხოვა ქალმა
-ჩემს ხელებში ხარ და სახეზე რომ გკიდებ ხელს რა გაგიჟებს?




პ.ს ვცდილობ დიდი თავები ვწერო,მაგრამ რასაც დაეჩვევა ადამიანი,რთულია მერე გადაეჩვიოს. ველი შეფასებას. მადლობაა თქვენნ რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი Elle025

მიყვარს ეს ისტორია <3 მაგარი გოგო ხარ <3 :***

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime rkgor momewona rato ar vkifxulobsi am istorias aqamde dzalian momwons giga tbili da gamgebiani chans nensac uyvars magram ver xvdeba auu shemdegi dade ra male :*

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაიმეე საყვარლები ძალიან მაგარი იყო გაგრძელე

 


№4  offline წევრი mimimimo

ოჰო, რა გემრიელი თავი იყო.
მაგრამ დამაკლდა - პატარა იყო.
ველი მომდევნოს.
წარმატებები! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent