სიყვარული თუ შურისძიება? დასასრული
მეტი ღარაფერი მითქვამს წავედი და უკან აღარ მომიხედავს, ალბათ იმიტომ, რომ მეშინოდა ტირილი არ ამვარდნოდა. რადგან იქიდან წამოსვლა გამიჭირდებოდა. მაშინვე სახლში ავედი და თითქოს სუნთქვა დავიწყე. საღამოსთვის მოვემზადე და მეცადინეობა გადავწყვიტე, რადგან ამ საქმეების გადამკიდე ვერაფრისთვის ვერ ვიცლიდი. ვიმეცადინე და საათს, რომ დავხედე უკვე დრო იყო მოვემზადე და ფანჯრიდან გადავიხედე. ცაბაზე იქ იდგა. მეც მოვემზადე და დაბლა ჩავედი. - როგორ ხარ ლამაზო? - კარგად ცაბაძე, შენ? - მეც კარგად. წავიდეთ? - წავიდეთ. გავუღიმე და მანქანაში ჩავსხედით ორივე. დიდხანს მივდიოდით და ბოლოს მივხვდი სადაც მივყავდი. ეს ის ადგილი იყო სადაც ცაბაძემ ერთხელ უკვე მიმიყვანა და იქაურობა ულამაზესი იყო, ადრეც და ეხლაც. მანქანიდან ჯენტლმენურად გადმომიყვანა და ლამაზად გაშლილი რომანტიკული სუფრისკენ წავედით. სანთლები, შამპანიური, ულამაზესი ბუნება და საყვარელი ადამიანი. ყველაფერი იყო, რომ თავი არაჩვეულებრივად გეგრძნო. - როგორ მოგწონს აქაურობა? - ულამაზესია. - შენთვის მოვაწყვე. - გმადლობ. გავუღიმე და ჩემს ადგილზე მოვკალათდი. - ლიზ, აქ იმიტომ მოგიყვანე, რომ მინდა ერთ სერიოზულ თემაზე დაგელაპრაკო. - გისმენ. - ჩვენ იმდენი რამ გადავიტანეთ, ჩვენი გრძნობის დასაცავად. ბევრი ძალიან სასიამოვნო და ბედნიერი მომენტი იყო, ბევრი კი ტკივილითა და სევდით სავსე, მაგრამ ყველაზე მნიშნველოვანი ის არის, რომ ჩვენმა სიყვარულმა ყველაფერს გაუძლო. ყველა წინააღმდეგობა გადალახა და ამდენი ტკივილისა და წინააღმდეგობის მიუხედავად გადარჩა და უფრო გაძლიერდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შენი სიყვარულის მოსაპოვებლად ბევრი ვიბრძოლე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი სიყვარული ღირსეულ დაგვირგვინებას იმსახურებს. - და რა დაგვირგვინებას? მოულოდნელად ჩემს წინ დაიჩოქა და პატარა წითელი ყუთი ამოიღო. გახსნა და შიგ უალამზესი ბეჭედი იდო. - ელიზაბედ ზედგინიძე, ჩემო ჯიუტო ლამაზმანო, გახდები ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემო მეორე ნახევარი და ჩემი მეუღლე? არ ვიცოდი რა მეთქვა, ეს ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო და თან ისეთი უცნაური, მაგრამ პასუხზე ფიქრიც კი არ მჭირდებოდა. ცაბაძე ის ადამიანი იყო, ვინც მთელი გულითა და სულით მიყვარდა და ვინც ჩემთვის ყველაფერი იყო. მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი, ძალიანაც რომ მდომოდა.მის გარეშე სიცოცხლეს, სიკვდილი მერჩივნა. მან სიყვარული მასწავლა და ჩემი გაყინული გული გაალღო. ჩემში კიდევ ერთხელ აანთო სიყვარულის ცეცხლი, რომელიც ახლა ჩაუქრობლად გიზგიზებდა. მიყვარდა ეს ადამიანი, ყველაზე და ყველაფერზე მეტად და ამას ვერაფერი შეცვლიდა. - მიყვარხარ ცაბაძე, ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყნად. თანახმა ვარ, გავხდე შენი ცხოვრების თანამგზავრი, შენი მეორე ნახევარი და შენი მეუღლე, რომელსაც მთელი ცხოვრება, უკანასკენ ამოსუნთქვამდე გადაუყვარებლად ეყვარები. მან ბეჭედი გამიკეთა, შემდეგ კი მთელი გულით ჩავეხუტე. - ჩვენი საღამო ჯერ არ დასრულებულა, ლამაზო? - და რა დაგვრჩა? - ხომ გაინტერესებდა რა იყო, ის რასაც ნაჭერი ეფარა და ყველა მეტ ინტერესს იწვევდა? - კი თან ძალიან. ახლა მაჩვენებ? - კი. თვალები დახუჭე და გამომყევი. მეც დავემორჩილე და გავყევი. კიბეებს ნელა ავუყევით და ისევ იმ ნახატებით სავსე ოთახში შევედით. წამიყვანა და იმ საინტერესო ნახატთან დამაყენა. თვალები ნელა გავახილე და ნახატის შინაარსის გაგების მოლოდინში ნაჭერგადაფარებულ დაფას შევყურებდი. დაფას ნაჭერი გადახსნა და იქ ჩემი და მისი ფოტო დავინახე ერთად. ეს ის მომენტი იყო, როცა პირველად ამიხსნა სიყვარული. ჩემი დაბდების დღე, როცა წვიმაში გავიქეცი, ის გამომყვა და სიყვაული ამიხსნა. საოცრად ლამაზი იყო ემოციებს ვერ ვმალავდი. - ეს შენ დახატე? - ხო... არ მოგწონს? - რას ამბობ ულამაზესია. ძალიან მაგარია. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ისევ მან დაარღვია ეს სიჩუმე. - ლიზი... - ხო, რა იყო? - არჩევანის გაკეთება, რომ მოგიწიოს სიყვარულსა და შურისძიებას შორის რომელს აირჩევ? - მაგას რატო მეკითხები? - უბრალოდ, ისე. მიპასუხე გთხოვ. - არ ვიცი ცაბაძე, მაგაზე არ მიფიქრია, მომავალში გეტყვი პასუხს. - კაი. მეტი აღარაფერი უთქვამს. შემდეგ იქ არსებულ ნახატებზე ვისაუბრეთ და ისევ გარეთ გავედით. ვივახშმეთ და სახლამდე მომაცილა. - გმადლობ, არაჩვეულებრივი საღამო იყო. - არაფერს. ლიზი, რაც არ უნდა მოხდეს იცოდე, რომ მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები. - რა უნდა მოხდეს ცაბაძე? - არაფერი, ლიზ. უბრალოდ იცოდე, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ლამაზო. - მეც მიყვარხარ, ირაკლი. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. შემდეგ მაკოცა და მანქანიდან გადავედი. ისიც გადმოვიდა და მოპირდაპირე კორპუსისაკენ გაემართა. სახლში ავედი და პირდაპირ ჩემი ოთახისაკენ გავემართე. გამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი. შემდეგ სმს მოვიდა: - ძილინებისა ლამაზო. - ძილინებისა ცაბაძე. ისეთი დაღლილი ვიყავი თვალები როგორც კი დავხუჭე დამეძინა. დილით სასაუზმოდ გავედი. ორივე იქ იყვნენ, მაგრამ ჩემი ძმა მაინც ყველას გვაკლდა. ვისაუზმეთ და გადავწყვიტე გუშინდელზე მესაუბრა მათთან. - ბიძია... - რა? - უნდა დაგელაპარაკოთ ორივეს. - გისმენთ. ორივე ჩემს გვერდით დაჯდა დივანზე და ინტერესით სავსე თვალებით მიყურებდა. - გუშინ ცაბაძემ ხელი მთხოვა... თქვენი აზრი მაინტერესებს. - და შენ რა უპასუხე? მაშინვე მკთხა ბიძიამ. - მე ის ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა დავთანხმდი, თუმცა თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია. - ჩვენ რომ უარი გითხრათ რამე შეიცვლება? თითქოს დამწუხრებულმა თქვა ბიცოლამ. - ბიცოლა რამე ხდება? უარი რატომ უნდა თქვათ? - ის შენი ოჯახის მკვლელის ვაჟია, ელისაბედ. - არა, ის მათნაირი არ არის, არა. - ასეთი დარწმუნებული, რატომ ხარ? იმიტომ რომ გიყვარს არა? სიყავრული ბრმაა, ელისაბედ. შენც მაგან დაგაბრმავა, ის ბიჭიც მამამისისნაირი იქნება. - არა ის ისეთი არაა, ის მამამისს არ გავს, ბიცოლა არა. გთხოვთ დამიჯერეთ. მაგ შემთხვევაში სასამართლოშიც მის მხარს დაიჭერდა, მაგრამ ის მამამისის წინააღმდეგ წავიდა ჩემს გამო. - უბრალოდ გატყუებს და შენი ნდობის მოპოვებას ცდილობს ელიზაბედ, რატომ არ გესმის. - არა ბიცოლა, მას ვუყვარვარ. - არ ვიცი, ელიზაბედ რა. ბიცოლა ადგა და წავიდა. შემდეგ კი ბიძიამ მომმართა. - შვილო, ის ბიჭი მკვლელის შვილია, შენი აზრით მამაშენს მოეწონებოდა, ეგ რომ გაეგო? - მოეწონებოდა ბიძია იმიტომ, რომ მას ყოველთვის ჩემი ბედნიერება უნდოდა და დარწმუნებული ვარ კმაყოფილი იქნებოდა, როცა გაიგებდა, რომ საყვარელ ადამიანზე მინდა გათხოვება. - კარგი ელიზაბედ, შენი გადასაწყვეტია. - ბიძია, შენ თანაზმა ხარ. - კი, მოვიდეს ის ბიჭი და ნიშნობაც მოვაწყოთ. - ასე მალე? - კი. არ მინდა მერე რამე პრობლემები შეიქმნას. - კარგი დაველაპრაკები. ცაბაძეს იმ დღესვე დაველაპარაკე ამ თემაზე და თანხმა იყო. ერთ კვირაში ნიშნობაც მოვაწყვეთ და ქორწილიც დაიგეგმა. იგი ორი კვირის შემდეგ იქნებოდა. ქორწილის სამზადისში ისე ვიყავით ორივე გართული, რომ ერთმანეთის ნახვას ვეღარ ვახერხებდით. ჯვრის დაწერა სამებაში გადავწყვიტეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი და კმაყოფილიც ამ ყველაფრით. მაგრამ უკმაყოფილება აშკარად ეტყობოდა ბიცოლას, რომელიც ამ ქორწინებით არც ისე ბედნიერი იყო. ცაბაძე ქორწილის წინა დღეს ვნახე, თუმცა რატომღაც ბედნიერება არ ეტყობოდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. - ირაკლი, კარგად ხარ? - კი, ლიზი კარგად ვარ. - რატომღაც ცუდ ხასიათზე მეჩვენები. - არა ლამაზო, ყველაფერი რიგზეა. - კაი. ირაკლი... მიყვარხარ. - მას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩამეხუტა კი სახლისკენ წასასველად მოვემზადე. - ლიზი, ძალიან მიყვარხარ, რაც არ უნდა მოხდეს არ დაივიწყო, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და რასაც გაავკეთებ, მხოლოდ შენთვის გავაკეთებ. - მაგას უკვე მეორედ მეუბნები, რა ხდება ირაკლი? - არაფერი, უბრალოდ მინდა ეს იცოდე. - ირაკლი, ნუ მაშინებ, მითხარი რა ხდება? - არა ლიზ, არაფერი არ ხდება. მიყვარხარ. ნახვამდის. ეს ყველაფერი ისე მითხრა, თითქოს მემშვიდობებოდა და საოცარმა შიშმა შემიპყრო. მეგონა უკანასკნელად ვხედავდი და სამუდამოდ ვკარგავდი. გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე. არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ვაკოცე და წამოვედი. ხელი გავუშვი და მეგონა სამუდამოდ ვკარგავდი. სახლამდე მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ძალიან უცნაურად საუბრობდა და ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ეს ყოველივე. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში ავედი. ხვალ უკვე ქორწილი იყო და ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ქორწილზე მეტად ცაბაძის სიტყვები მაღელვებდა. მოვემზადე და დასაძინებლად დავწექი. ძალიან დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა. დილით ბიცოლამ გამაღვიძა. - ელიზაბედ, დროზე ადექი და მოემზადე. - ხო, ხო ვდგები. სასწრაფოდ წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი. მოვემზადე და უკან გამოვედი. ქორწილი 11-ზე იყო ახლა კი უკვე 8 იყო. დრო მქონდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ტელეფონს დავხედე და ცაბაძის სმს ვნახე. ,, დილამშვიდობისა“ მეც იგივე მივწერე და საქორწინო კაბის ჩაცმა დავიწყე. შემდეგ სტილისტი მოვიდა მაკიაჟის გასაკეთებლად. ყველაფერი კარგად მიდიდოდა. ამ მზადებაში 10 გახდა საათი. ბიძიამ ბიცოლას დაურეკა და რაღაც უთხრა, რაზეც მივხვდი, რომ ბიცოლას ნერვიულობა დაეტყო სახეზე. ვკითხე მიზეზი, თუმცა მიპასუხა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი იყო და მეც მეტად აღარ ჩავეძიე. უკვე მზად ვიყავი, როდესაც შევამჩნიე, რომ ბიცოლა ძალიან ნერვიულობდა. ის ივანზე გავიდა და ვიღაცას დაურეკა. უკან გავყევი და საუბრით მივხვდი, რომ ბიძაჩემს ესუბრებოდა, რომელიც ახლა უკვე ტაძარში იყო. - არ მოსულა? - .... - ახლა რა ვქნათ? - ... - ხო, მაგრამ რომ არ მოვიდეს? - .... - მშვიდად ვარ, უბრალოდ ლიზიზე ვნერვიულობ. - .... - კარგი.. კარგი 11-ზე მანდ ვიქნებით. ბიცოლამ ტელეფონი გათიშა, შემობრუნდა და წასვლს აპირებდა, მაგრმ წინ გადავუდექი. - ვინ არ მოსულა? - არავინ... - ბიცოლა, რა ხდება? - არაფერი არ ხდება, ელიზაბედ, უბრალოდ ზოგი სტუმარი არ მოვიდა. - ბიცოლა... პატარა ბავშვი ხომ არ ვარ ეგ დავიჯერო. რა ხდება? - შვილო, არ გატყუებ ეგრეა. - შენ სტუმრებზე ეგრე არ ინერვიულებდი. - ხომ იცი, რომ ყველაფერზე ვნერვიულობ და მინდა სულ ზუსტად იყოს ყველაფერი. სულ ესაა არ ინერვიულ და მოეზმადე ბიძაშენი გელოდება. - ბიცოლა... კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ანერვიულებული ბიცოლა სასწრაფოდ გავიდა. უკან უნდა გავყოლოდი, მაგრამ უკვე დრო იყო და მეც მოვემზადე, ყვავილების თაიგული ავიღე და ბიცოლასთან ერთად დაბლა ჩავედი. ბიცოლა მანქანაშიც ძალიან ნერვიულობდა. - კარგად ხარ? - კი..კი მიპასუხა სწრაფად და ფანჯრისკენ გააბრუნა თავი. მეც აღარაფერი ვკითხე. ეკლესიის ეზოში მივედით. ხალხი გარეთ არ იყო. გარეთ მხოლოდ ბიძია იყო, რომელიც მე მელოდა. გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ ბიცოლამ შემაჩერა. - ჯერ მე გადავალ და დაგიძახებ. - ხო, მაგრამ რატო? - ბიძაშენთან რაღაც საქმე მაქვს. - კაი... მეც დავემორჩილე და მანქანაში დავრჩი . ბიცოლა გადავიდა და ბიძიას რაღაცაზე ესაუბრებოდა. ხმა არ მესმოდა, მაგრამ ბიცოლა კვლავ ძალიან ნერვიულობდა. შემდეგ ბიძია წამოვიდა ჩემსკენ და მთხოვა ცოტა ხნით მომეცადა. მე გამიკვირდა, მაგრამ მაინც დავემორჩილე. ბიძია ისევ ბიცოლასთან მივიდა და ისევ ისაუბრეს, შემდეგ მგონი რაღაცაზე შეთანხმდენენ და ბიცოლაც ტაძარში შევიდა. ბიძია კი ჩემთან მოვიდა და მანქანიდან გადმომიყვანა. მკლავი მკლავში გავუყარე და ტაძრისკენ გავემართეთ. ტაძარში შევედი თუ არა კინაღამ გონება დავკარგე, როცა საკურთხეველთან ცაბაძე ვერ დავინახე. თუმცა არაფერი შევიმჩნიე და გზა განვაგრძე. საკურთხელველთან მისვლის თანავე მღვდელმა პატარა ფურცელი გადმომცა, რომელიც თურმე მე დამიტოვეს. წერილი გავხსენი და ცრემლები წამომივიდა, რადგან რაც წერილში ეწერა, იმან გული ძალიან მატკინა. ,,ელიზაბედ, ცოლად ვერ მოგიყვან. მშვიდობით!!!“ უცებ ყურები დამიგუბდა და აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა გონებაში. წერილი დავაგდე და ტაძრიდან გარეთ გავვარდი. კაბა ფეხებში მედებოდა და ხელით მეჭირა. გავრბოდი და თან ვტიროდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ცაბაძემ საკურთხეველთან მიმატოვა. უბრალოდ არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ ასე მომექცა. ცრემლები სახეს ასველებდნენ, ტკივილი კი გულს შუაზე ყოფდა და თითქოს გზაზე ეს ნაფლეთები იფანტებოდა. მტკიოდა, საშინლად მტკიოდა ყველაფერი. მე ხომ ის ასე ძალიან მიყვარდა. ნუთუ მომატყუა, ნუთუ ასე მართლა მომექცა. ამის დაჯერება არ შემეძლო, ამიტომ გავიქეცი და მინდოდა პასუხი მეპოვა ყელა ჩემს კითხვაზე. იმ ადგილისკენ მივრბოდი სადაც მან ხელი მთხოვა. რატომღაც იქ მეგულებოდა. მთელი გზა ფეხით ვირბინე. იქამდეც მივედი და ცენტრში დავდექი. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, უბრალოდ ვიდექი და ირგვლივ ვიყურებოდი. ბოლოს იქ შევედი სადაც ცაბაძეს სამხატვრო ოთახი ჰქონდა. იქ შევედი, მაგრამ ძველებური სიჩუმე იყო. შემდეგ ჩემი და მისი ფოტო დავინახე, რომელიც თვითონ დახატა და ახლა კედელზე იყო გაკრული. საშინლად გავბრაზდი და კედლიდან გადმოვაგდე. ამ დროს კედელზე სიცარიელე შევნიშნე და აღმოვაჩინე, რომ კარი იყო. აქამდე არ შემიმჩნევია, რომ ამ ადგილს სხვა კარიც ჰქონდა. კარი გავაღე და ცარიელ სივრცეში აღმოვჩნდი. იქ პატარა ქოხი შევნიშნე და მისკენ გავემართე. ის ქოხი კლდის თავზე იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. შიგნით შევედი და ცაბაძე დავინახე, რომელიც ფანჯარასთან იდგა და სვავდა. მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა მასთან, მხოლოდ ერთი. ამიტომ პირდაპირ შეტევაზე გადავედი. - რატომ? ის უცებ შემობრუნდა და გაკვირვებული თვალებით შემომხედა. შემათვალიერა და საპატარძლო კაბაში, რომ დამინახა გაუკვირდა, მითუმეტეს კაბა დასვრილი იყო. - აქ როგორ მომაგენი? კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა, ისე რომ სასმელი ისევ ხელში ეჭირა. - რატომ, ცაბაძე, რატომ? მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე, ასე რატომ მომექეცი? - აქ რა გინდა, ლიზი? - მიპასუხე მეთქი!!! კვლავ იგივე პასუხმა წყობიდან გამომიყვანა და დავუყვირე, მაგრამ ამჯერად ცრემლები აღარ მომდიოდა. თვალებში მხოლოდ ბრაზი და ტკივილი იკითხებოდა, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა მომაყენა. - ასე იყო საჭირო. - მართლა? თუ ამას აპირებდი რატომ არ მითხარი აქამდე, რატომ? - წადი აქედან ლიზი. - არა, არსად არ წავალ სანამ არ მიპასუხებ. ბრაზს ვეღარ ვაკონტროლებდი. ეს გაუგებრობა უკვე ნერვებსაც კი მიშლიდა. - წადი აქედან, ლიზი და აღარასდროს დაბრუნდე. - რატომ? ამდენად ზედმეტი ვარ შენთვის? თუ შენთვის არაფერს ვნიშნავდი რა იყო ის ყველაფერი? რატომ მეფიცებოდი სიყვარულს თუ ამას აპირებდი. რატომ? დავუყვირე ბოლო ხმაზე და მის პასუხს დაველოდე, რომელიც საოცრად მშვიდად იყო, რაც უფრო მაღიზიანებდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ის ასეთი იყო. ის ირაკლი, რომლიც შევიყვარე ასეთი არ იყო. ის სხვანაირი იყო, ახლა კი სულ სხვანაირი ადამიანი მედგა წინ. გულცივი, ბოროტი და უგრძნობი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ადამაინი შემიყვარდა. - შენ მიზეზს ვერასდროს გაიგებ, ლიზ. ასე იყო საჭირო და მაგიტო და წადი აქედან. სამუდამოდ დამივიწყე. ჩათვალე რომ არ მიცნობ. - მართლა, არ გიცნობ ხო. რა ადვილად ამბობ. შენი აზრით ეგრეთი ადვილია დავიწყო ადამიანი ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს? ნუთუ მართლა ეგრე ფიქრობ? - უნდა მოახერხო, სხვა გზა არაა. - მიზეზი მითხარი, ეს რატომ გააკეთე. ისევ დავუყვირე და მასთან უფრო ახლოს მივედი. ცაბაძე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მშვიდად იყო უცებ წამოენთო. - შური ვიძიე!!! ახლა გასაგებია? ეს შურისძიების გამო გავაკეთე.შენზე შური ვიძიე, ჩემი ოჯახის გამო. ვიცოდი, რომ სხვანაირად შენ არ დამარცხდებოდი და არ დაეცემოდი. ამიტომ თავი შეგაყვარე, რადგან შენი დაცემა მხოლოდ შინაგანად შეიძლება. მამაჩემის ციხეში ჩასასმელად ბოლომდე იბრძოლე და არ დაცემულხარ. სულიერადაც გაძლიერებდა ყველა, ამიტომ გავაკეთე ეს. ახლა კმაყოფილი ხარ, ელიზაბედ ზედგინიძე? მითხარი სიმართლის გაგებით კმაყოფილი ხარ? დაიღრიალა და ბოთლი კედელს მიანარცხა. თავიდანვე შურისძიება მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ შემდეგ ჩემში შენდამის რაღაც შეიცვალა, თუმცა მივხდი, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. მამაჩემის ციხეში ჩასმაში დაგეხმარე, რომ შენი ოჯახის ნდობაც მომეპოვებინა და ეს დღე დამდგარიყო. აი ესაა სიმართლე ელისაბედ. ამდენი საუბრის განმავლობაში წინ და უკან დადიოდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. ჩემს ირგვლივ დადიოდა და თითქოს ყურში ჩამყვიროდა ყველაფერს, რომ კარგად გამეგო. ეს ყვეალაფერი გავიგე, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. მის ყველა სიტყვას ვუსმენდი და მძულდა. ცაბაძე კი არა, ცხოვრება მძულდა. მძულდა ყველაფრის გამო, რაც დამიშავა. ცხოვრებამ ფეხქვეშ გამთელა. ყველნაირი ტკივილი მანახა რაც კი შეიძლებოდა და ახლა ისე ერთადერთიც დავკარგე, რომელიც ამ შავ-ბნელ სამყაროში ცხოვრებას მინათებდა. ეს სიყვარული იყო. მხოლოდ სიყვარული იყო, რაც მაძლიერებდა და რამაც ცხოვრებაში ძალა შემმატა მებრძოლა. მებრძოლა სიცოცხლისთვის, ბედნიერებისა და გამარჯვებისთვის. თუმცა ახლა მივხვდი, რომ ეს ცხოვრება ჩემთვის არაა. ცხოვრებამ დამიმტკიცა, რომ სიცოცხლე ჩემთვის უკვე დასრულდა და დრო იყო, ამდენი ტანჯვის შემდეგ უბრალოდ წუთისოფელს გამოვმშვიდობებოდი, რადგან სიცოცხლემ მხოლოდ ტკივილისთვის გამწირა და ბედნიერების უფლება არ მომცა. იქნებ სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს ჩემთვის ბედნიერების მომტანი. ფანჯრისკენკენ წავედი. - ლიზი, ჩუმად რატომ ხარ? პასუხი გამეცი, ამის გაგება გინდოდა. ესაა სიმართლე, იმედია პასუხმა დაგაკმაყოფილა. - გახსოვს მკითხე, რომელს ავირჩევდი თუ არჩევანის წინაშე დავდგებოდი? სიყვარული თუ შურისძიება? მე სიყვარულს ვირჩევ, ცაბაძე. სიყვარულს-უძლიერეს გრძნობას ამქვეყნად. გრძნობას, რომლის გამოც ბევრმა სიცოცხლე დათმო და რომელიც ქვეყნად ერთადერთია, რის გამოც ბრძოლა ღირს. რის გამოც სიკვდილიც კი ღირს. შენ შენი არჩევანი გააკეთე და შურისძიება აირჩიე, მე კი სიყვარულს ვირჩევ. მშვიდობით!!! ვუთხარი და ფანჯარასთან მდგომ მაგიდაზე ავედი. იქიდან ფანჯარაზე გადავედი. - რას აკეთებ გოგო, ჩამოდი!! ყვიროდა ცაბაძე, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესოდა. ერთადერთი რაც გონებაში ჩამებეჭდა იყო ,, შური ვიძიე“. მხოლოდ ეს ორი სიტყვა იყო, რომელიც ასე ძალიან მტკენდა გულს და თან ძალასაც მაძლევდა. მხოლოდ ამ ორმა სიტყვამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება წამში. ცაბაძე ისევ მიყვიროდა, რომ ჩამოვსულიყავი, რადგან ზღვა იყო უკან და არ გადავვარდნილიყავი. - ლიზი, ჩამოდი მეთქი. ისევ ყვიროდა, მაგრამ მე არ ვპასუხობდი. ფანჯარა გავაღე და მის რაფაზე დავდექი. ცაბაძე ახლოს მოვიდა და ჩემი იქიდან ჩამოსმა უნდოდა, მაგრამ იარაღი ამოვიღე და შუბლზე დავიდე. - ლიზი..ლიზი მომისმინე, იარაღი მომეცი გთხოვ. ეგ არ გააკეთო, გთხოვ ლიზი. იარაღი მომეცი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის თავლებში შიშს ვხედავდი. რატომ ეშინოდა? მისთვის ხომ არაფერს ვნიშნავდი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს სიკვდილს მას დააბრალებდნენ. სხვა აზრი უბრალოდ არ მქონდა. ის ისევ ყვიროდა და მთხოვდა, რომ იარაღი მისთვის მიმეცა და ეს არ ჩამედინა, თუმცა მისი სიტყვები ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავდა. მთელ სხეულში მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი. ტკივილს, რომელსაც ვერაფერი ვერ კურნავდა და რომელსაც მხოლოდ სიკვდილი შეაჩერებდა. მე აღარავინ მყავდა ვის გამოც უნდა მეცოცხლა. ყველა და ყველაფერი დავკარგე და დრო იყო მეც დამეკარგა სიცოცხლე. უკვე ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის. ცაბაძე ჩემთან ახლოს მოვიდა და ის იყო რაფიდან უნდა გადმოვეყვანე, რომ სასხლეტს თითი გამოვკარი და ზღვაში გადავვარდი. *** - თბილისის ზღვაში ნაპოვნია გარდაცვლილი გოგონა. როგორ ცნობილია მან თავი მოიკლა და ზღვაში გადახტა. მისი ცხედარი ზღვამ გამორიყა ნაპირზე და ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებთ. ასეთი განაცხადი გააკეთა მეორე დღით ახალი ამბების ჟურნალისტმა, როდესაც ელიზაბედის ცხედარი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. მისი ცხედარი სახლში გადააასვენეს. ბიძამისი და ბიცოლამისი საშინელ მდგომარეობაში იყვნენ და თავს იდანაშაულებდნენ. - არ უნდა გავვეშვა, ჩვენი ბრალია. ისიც დავკარგეთ, ჯერ გიო ახლა კი ლიზიც. ჩემი ძმის ერთადერთი სურვილიც ვერ შევასრულე. ეს ქორწინება არ უნდა დაგვეშვა, არ უნდა მიგვეცა იმ კაცზე გათხოვების უფლება. ჩვენი ბრალია. ღრიალებდა ბოლო ხმაზე ლიზის ბიძა. ბიცოლა კი ცხედარზე დამხობილი ტიროდა. ირაკლი ცაბაძე? ის აღარ გამოჩენილა. გაუჩინარდა, თიტთოს მიწამ ჩაყლაპა. ერთადერთი რაც ამ ცხოვრებისგან ელიზაბედმა ისწავლა ტკივილი იყო, რომელსაც ბედნიერება წუთით ეწვევა რათა ძალა მისცეს ადამიანს ცხოვრება გაანგრძოს და ყველა ტკივილი აიტანოს. ლიზის პანაშვიდის დღეც მოახლოვდა. იგი მისი ძმის გვერდით დაკრძალეს. ცაბაძე პანავიდზეც კი არ მოსულა. მხოლოდ მაშინ, როცა ლიზის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა საფლავთან ერთი ყმაწვილი მოვიდა, შავებში ჩაცმული. ეს ყმაწვილი კი ირაკლი ცაბაძე იყო. ადამიანი, რომელის გამოც ელიზაბედი სიცოცხლეს გამოესალმა და რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ვინც ამ გოგონას დაჩოქება შეძლო. შავი წვერები სახეს მთლიანად უფარავდა. თვალებში ტკივილი ჩასდგომოდა, თუმცა მხოლოდ მან იცოდა ეს ტკივილი რას გამოხატვადა. სინანულს, მონატრებას თუ სიყვარულს? იგი საფლავზე დაემხო და დიდი ხნის განმავლობაში საფლავის ქვიდან მომზირალ ულამაზეს გოგონას უყურებდა. გოგონას, რომელმაც მთელი ცხოვრება ტკივილში გაატარა და მაინც ეს ღიმილი რა არაჩვეულებრივი ნიღაბი იყო იმ ტკივლის, რომელიც საფლავის ქვიდან მომზირალ გოგოს თვალებში იკითხებოდა. ირაკლი საფლავის ქვას დიდხანს უყურებდა უხმოდ. უბრალოდ არ იცოდა რა ეთქვა. პატიება ეთხოვა და ისევ სიყვარულს შეჰფიცებოდა. დიდხანს უყურებდა ქვას, ბოლოს კი მის სევდით და ტკივილით სავსე თვალებზე ერთადერთი ცრემლი აბრჭყვიალდა. ცრემლი, რომელმაც უსიტყვოდ გადმოსცა მთელი ტკივილი და რომელმაც სიტყვების გარეშე აღწერა მისი გრძნობები ამ წამს. ირაკლის ხელში ერთადერთი ვარდი ეჭირა, რომელიც საფლავის ქვასთან დადო და ლიზის ულამაზესი სახე უფრო გაალამაზა. ბოლოს ცაბაძემ საუბარი დაიწყო - გამარჯობა, ლიზ. გახსოვს ეს დღე? ამ დღეს გაგიცანი ლამაზო, სწორედ ეს დღეა უბედნიერესი ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს შენმა სილამაზემ, სულიერმა ძლიერებამ, სიამაყემ და საოცარმა სილამაზემ მომხიბლა. ახლა კი ერთი წლის შემდეგ შენ აქ ხარ. ამ საშინელ ადგილას. მაპატიე, იმის გამო რაც დაგიშავე, იმის გამო რომ სიცოცხლე წაგართვი და იმის გამო, რომ ცხოვრება დაგინგრიე. მაპატიე სიყვარული, რომელიც გაგრძნობინე და რომლის გამოც თავი გაწირე. მართალი იყავი, ლიზ, სიყვარული უძლიერესია ამ ქვეყნად. მას ვერაფერი ამარცხებს. შენ ყველაფერში მაჯობე ლიზი. ცხოვრებას გაუძელი, ამდენი ტკივილი აიტანე, ჩემზე ვაჟკაცურად. ყველაფერს გაუძელი და ამდენი ტკივილის მიუხედავად ღისეულად დამარცხდი. შენ სიკვდილთან, ტკივილთან და ბოროტებასთან კი არა სიყვარულთან დამარცხდი. იმ სიძლიერესთან, რომელსაც ვერაფერი ერევა. მე შური ვიძიე არა შენზე არამდე ჩემს თავზე, რადგან შენმა სიკვდილმა ბოლო მომიღო, ლიზი. გამანადგურა უშენობამ, იმ სიყვარულმა გამანდგურა, რომელსაც ჩემს თავში ვებრძოდი და რომელმაც ბოლო დუელში დამაჩოქა. იმ სიყვარულმა, რომელიც შენ მაჩუქე და რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. ლიზი, მე შური ვიძიე და დავმარცხდი, შენ კი სიყვარული აირჩიე და გაიმარჯვე, რადგან სიყვარულთან სიკვდილიც კი უძლირია, რადგან სიყვარული სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს. მე შემიყვარდი ლიზი, შენზე შურისძიება მინდოდა, მაგრამ შემიყვარდი. მიყვარხარ, ჯიუტო ლამაზმანო!!! ირაკლიმ იარაღი ამოიღო და გასროლის ხმა გაისმა. იქაურობა სისხლით შეიღება და საოცარი სიჩუმე ჩამოწვა. ყველაფერი დამთავრდა, სიცოცხლე, შურისძიება, ტკივილი, მონატრება, ბრძოლა, სინანული. ერთმა გასროლამ ყველაფერი დაასრულა. მხოლოდ ერთი რამ ცოცხლობს და იცოცხლებს სიკვდილის შემდეგაც. სიყვარული-უკვდავი გრძნობა, რომელიც დროს უძლებს, რომელსაც მუდამ თან სდევს ცრემლი, ტკივილი, მონატრება და მაინც ის ერთადერთი უსასრულობაა, რომელიც თვით სიკვდილსაც აჩოქებს და მის შემდეგაც უსასრულოდ ცოცხლობს. დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.