შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხივი გარდატყდა (პირველი თავი)


6-06-2016, 00:31
ავტორი ელიზავეტა
ნანახია 1 247

ჰოპ. გარდატყდა... რა?! სხივი გარდატყდა. მახვილი თუ ბლაგვი კუთხით?! ეგ არ ვიცი, მაგრამ , მთავარია ,რომ გარდატყდა და გამაღიმა, გულწრფელი გულჩათხრობილობაში არ გადასული ღიმილით. ისევ ლაკონურად დავწერ მკითხველო, რა ვქნა , სიტყვა შემომეძარცვება ხოლმე ,თან ვერ ვიტან ზედმეტად გაწელილ სიუჟეტებს. ვითომ როგორ გგონია რა უნდა მოგიყვე?! ეჰ მე თვითონაც არ ვიცი,მაგრამ ამ შუა ღამით მუზამ ამაშრიალა და ვბეჭდავ რაც თავში მომივა იმას.და მაინც, მთავარია, რომ სხივი გარდატყდა .
ბევრჯერ მიფიქრია ამაოებაზე და მომბეზრებია ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალი. დავიკიდე ყვვლაფერი ,რადგან ნისლში მყოფმა შიშისგან თვალები დავხუჭე, გამბედაობა არ მეყო წინსვლის, შედეგად კი ლამის უფსკრულში გადავიჩეხე. მაგრამ უტამ სხივი გარდატეხა. უტა განსაკუთრებულია. მას ზედმეტი სიტყვები არ სჭირდება, საქმით გიმტკიცებსს თავის ღირსებას, მისი სიტყვაც კი საქმეა ,იმდენად ფასეულია ჩემთვის.
მგონია,რომ ის მხსნელად მომევლინა ,რადგან მხოლოდ მას შეუძლია ისევ მაგრძნობინოს რომ ძლიერი ვარ, როგორც ღმერთი შემოქმედებითი უნარით გამოვიჩევი, ვინაიდან თავადვე ვქმნი ჩემს ცხოვრებას. უტა ყველგან და ყველაფერშია , ის ჩემს შინაგად ხმად იქცევა ხოლმე და ასე მარტივად მალამოდ მოევლინება ჩემს გახსნილ იარებს.
უტა შავგრემანია, შავი თვალებითვე, ეს თვალები გამოირჩევა ბრძნული სიმშვიდით ,რომელიც გაინტერესებს და გაღელვებს. უტას გაცნობა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩემს ცხოვრებაში , რადგან ყოველ ჯერზე სხივს უტა გარდატეხდა ან მახვილი ან ბლაგვი კუთხით, ორივე შემთხვევაში სხივის გარდატყდომის შემდეგ მე ვუკეთესდებოდი.
ერთხელ უტამ მითხრა
-გავა წლები და გაიფანტება ეგ ნისლი, მაშინ კი მთავარია მზემ არ დაგწვასო
არ დამწვავს მეთქი, მან კი მითხრა აუცილებლად დაგწვავს და სანამ დროა გონს მოეგეო.
აი აქ გარდატყდა სხივი. უტამ მართლა დამაფიქრა. მხოლოდ მას შეუძლია ნაყოფისმომცემლად დამაფიქროს. ამიტომ მიყვარს უტა.
მესამე კურსზე გავიცანი. გაცვლითი პროგრამით იტალიაში ყოფნისას. გიდი იყო, ძალიან უინტერესოდ, მძიმედ, მონოტონურად საუბრობდა, მთქნარება რომ ამიტყდა , წარბშეჭმუხნულმა შემომხედა , ალბათ, უნდოდა ეთქვა, როგორც ქართველმა პატივი მაინც მეციო. უეცრად გაღებული პირი უეცრადვე მოვკუმე . ასე ვნახე იტალიაში უტა. მერე კი საქართველოში ერთ-ერთ ლექტორად დამეჩითა. რა წამსაც ლექტორად გაგვეცნო, იმწამსვე მისი ლექციები იავნანას დავუკავშირე, ჩემივე ფანტაზიაზე გამეცინა ,როგორც ჩანს , ხმამაღლა და უტამ ისევ თავისი შეჭმუხნული შუბლი მიჩვენა. ჩემდა გასაკვირად,უცნაურად საინტერესო იყო უტას თითოეული ლექცია , ლიტერატურას ხსნიდა , მთელი გრძნობითა და ინტერპრეტაციებით. ნახევარი წლის შემდეგ მე და უტა უკვე მეგობრები ვიყავით. და ზუსტად ამ ნახევარი წლის შემდეგ სხივმა დამტოვა დიდი ხნით , და გარდამეცვალა , აი მხოლოდ მაშინ , ჩემს ცისარტყელასავით ფერად ცხოვრებაში , შემოვიდა ბნელი , უსიცოცხლო ფერები. წუთისოფელმა მშობლების შემდეგ დაც წამართვა, არადა ნინას ხომ ჩემზე მეტად უყვარდს სამყარო, წყუროდა სიცოცხლე, ის ახერხებდა ბოლომდე ესიამოვნა და დამტკბარიყო ამქვეყნით. ნინას სიკვდილიც სწორედ ამაოებას ამტკიცებდა , ამაზე ფიქრმა შემიღრღნა გული და ყველაფერი დავიკიდე. უნივერსიტეტში ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი, შავები არ მცმია, ამ ტრადიციას არასდროს ვცემდი პატივს, მით უმეტეს, ნინას გარდაცვალების შემდეგ. დავბრუნდი სიგარეტით ხელში . დაგვიანებით როცა შევაღე კარი, ყველამ გაოცებული ,პირღია სახით შემომხედა. მივხვდი,რომ უნივერსიტეტში მხოლოდ უტას სანახავად მოვედი და რადგან წინ სხვა ლექტორი მედგა, უსიტყვოდ გამოვიკეტე კარები. ისევ უეცრად შემომიტია ამაოების განცდამ და ყველაფრით დაღლილი ფანჯრის რაფას ხელებით დავეყრდენი. მაშინვე თვალმა უტა შეამჩნია , ახალგაჩერებული მანქანიდან გადმოდიოდა. სასწრაფოდ კიბეები ჩავირბინე . გარეთ უეცრად გავვარდი და მხოლოდ მერეღა დავფიქრდი რისთვის?! მე მას ვერც ჩავეხუტებოდი , ვერც სიტყვას შევბედავდი, არადა ის მჭირდებოდა. თუმცა ის ხომ უტა იყო, რომელიც ჩემს თვალებში კითხულობდა თუ რას ველოდებოდი მისგან. უტა ჩამეხუტა, თავზე მაკოცა.
დიდი ხანი ვიყავი მის მკლავებში ჩამალული. ბოლოს მივხვდი, რომ ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. ამიტომ უტას მოვშორდი და მადლობა გადავუხადე
- როგორ ხარ მარიამ ?!
- კარგად შენ?
- ეს კითხვა ფორმალობისთვის არ დამისვამს
- რას გულისხმობ?
- მატყუებ
- მართლა კარგად ვარ
- დიდი ხანია სიგარეტს ეწევი-ნამწვი ნაგვის ურნაში ჩავაგდე და თავდახრილი დავდექი უტას წინ
- მიპასუხე
- 2 კვირაა
- მიზეზი?!
- რას მეკითხები უტა?! თვითონ არ იცი რამ განსაზღვრა ჩემი ასეთი ქცევა?!
- შენვე საზღვრავ შენს ქცევას. ნურავის დააბრალებ იმას,რადაც იქეცი, ნურც ნინას, ნურც ღმერთს
- ღმერთი?! არც მიფიქრია, ჩემს ცხოვრებაში ღმერთი ვერ ჩაერევა
- კარგია თუ ასე ფიქრობ, თავს ნუ იღუპავ
- გავაკეთებ რასაც მინდა
- უბრალოდ დაიბენი მარიამ, მაგრამ დალაგდება, ყვეელაფერი დალაგდება
- შენი აზრით, რამის დალაგებას აქვს აზრი? ზოგადად არის ქვეყნად რამე რასაც აზრი აქვს? ქვეყნად, რომელშიც ნინასნაირი ადამიანები კვდებიან?
- ადამიანი კვდება , არ აქვს მნიშვნელობა როგორია ის.
- მეც მაგას ვამბობ , რომ ადამიანი ყველა ვარიანტში კვდება, ამიტომაც ყველაფერი და დავიკიდებ სიცოცხლის ბოლომდე.
- შენც კარგად იცი, რომ დაკიდება არაფრისაც არ შეგიძლია. შენ სიგარეტის მოწევას და შავების გახდას დაკიდებას ეძახი?! - დავდუმდი.
- მოდი,ახლა სახლში წაგიყვან, ლექციების შემდეგ გამოგივლი. მანამდე იფიქრე ჩემს სიტყვებზე და გადაწყვიტე როგორი ცხოვრება გინდა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent