შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორსეტის საიდუმლო (თავი 4)


7-06-2016, 09:25
ავტორი tekka
ნანახია 1 444

***
ნირწამხდარი მოშორდა ლეა პიერის ტუჩებს და მორცხვად გახედა ახალმოსულებს.ანჟელიკა გაოგნებული უყურებდა ხან პიერს,ხანს ლეას,რომელიც მასში ეჭვიანობის გრძნობას ბადებდა.
-ასეთი რეაქცია მგონი არ იყო საჭირო...-უკმაყოფილება გამოთქვა პიერმა და ტანსაცმლის შესწორებას შეუდგა.
-ასეთი რეაქცია?!ეს უცნაურად ჩაცმული ქალბატონი ვინ არის არ ამიხსნი?
-ეს ლეაა,სტუმარი იტალიიდან,რომელიც შეგიძლია ცოტა პატივისცემით მოიხსენიო.
-რატომ არ გამაფრთხილეთ,რომ მდაბიოც იქნებოდა ჩვენთან ერთად?-საყვედურით გადახედა მეგობრებს.ისინი კი ერთმანეთის უკან იმალებოდნენ. არ უნდოდათ ამ უხერხულ სიტუაციაში გარეულიყვნენ.
-საკმარისია ანჟელიკა!თუ არ შეგიძლია სტუმარს შეეგუო,დამდე პატივი და დაბრუნდი უკან.ან მე და ლეა ვივლით მარტო და ახლოს ნუ გაგვეკარები ძალიან გთხოვ.
-მე ჩემს მეგობრებთან მოვედი.-იხტიბარს არ იტეხდა ანჟელიკა.
-შესანიშნავია!შენ და შენს მეგობრებს კარგი დროის ტარებას გისურვებთ.-ხელი მოკიდა ლეას პატარა ბავშვივით და ჯერ ცხენზე შესვა,მერე კი ორვე ერთად გაეცალა იქაურობას.
-ვინმემ ნორმალურად ამიხსენით ვინ იყო ეს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო და რატომ კოცნიდა პიერი.-გაღიზიანებული ანჟელიკა თვალებს აცეცებდა პასუხის მოლოდინში.
*
-მოიცადეთ,პიერ!ვეღარ გეწევით...პიერ!-ცხენის ჭენებით დაღლილი ლეა ძლივს წამოეწია.
-მაპატიეთ,ლეა, ასე სწრაფად არ უნდა წამოვსულიყავი,მაგრამ ეს ბრაზი,რაც ანჟელიკას მიმართ გამაჩნდა სადმე უნდა წამეღო.
-ჰო,აშკარად ძალიან არ ესიამოვნა მე რომ მკოცნიდით.ვინ არის?
-გრძელი ამბავია,თანაც ჩაგვაშხამებს მთელ დღეს ანჟელიკაზე საუბარი.
-დრო უამრავი გვაქვს.ყურადღებით გისმენთ...
-ოჰ,ლეა,ლეა!-კეფა ნერვიულად მოიქავა,როგორც სჩვეოდა ხოლმე.-სულ ცოტა ხნის წინ ანჟელიკა ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო,მაგრამ პოლიტიკურად შეთანხმებული ქორწილი არ შედგა.მამამისი სამეფო კარს აუმხედრდა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.საბოლოოდ,ჩვენი შეთანხმება იქამდე მივიდა,რომ ანჟელიკას მოვიყვანდი ცოლად და ისიც შეწყვეტდა ანტისამეფო პროპაგანდას.
-მერე რატომ აღარ შეირთეთ?
-ჩემი ცოლი და საფრანგეთის მომავალი დედოფალი არ იქნება უღირსი ქალი,რომელიც მხოლოდ სამეფო გვირგვინის ხელში ჩაგდებას ცდილობს.ანჟლიკას ბავშვობიდან ვიცნობ,სწორედ ამიტომ მაქვს დღემდე მასთან ურთიერთობა.ვერ ეგუება იმ ფაქტს,რომ ცოლად არ შევირთავ.
-და მერე აჯანყება....?
-მე ვარ სამეფო კარის წარმომადგენელი და შემიძლია მმართველი პალატის წარმომადგენლები სათანადოდ დავსაჯო.-ირონიული ღიმილით გახედა ლეას და თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.-აგერ!ნაძვნარს ხედავთ?მანდ ჩანჩქერია.წამოდით განახებთ.
მხიარულად გაემართნენ უზარმაზარი ჩანჩქერისკენ,რომლის გაბარიტებმა ლეა აღტაცებაში მოიყვანა.მთელი ძალით მოედინებოდა ზემოდან გადმოსული წყალი და ხმაურით ეშვებოდა დაბლა.ცოტა მოშორებით,იქმნებოდა წყნარი მდინარე.სწორედ იქ მოინდომა ლეამ გაგრილება.
პიერი სულგანაბული უყურებდა როგორ იხდიდა ლეა უცხო ტანსაცმელს და როგორ ჩნდებოდა ნელ-ნელა მისი შიშველი სხეული.ლამაზი მოძრაობით ჯერ ზედა გაიხადა,მერე ფართო შარვალი და დარჩა უფორმო საცვლების ამარა.
-პიერ,მიბრუნდით.
პიერი უხერხულად შეიშმუშნა და ხეს ამოეფარა.იქამდე არ გამოუხედავს იქიდან,სანამ ლეას ძახილი არ შემოესმა,რომელიც შუა მდინარიდან ხელს უქნევდა და წყალში ჩასვლას სთხოვდა.თავიდან უარზე იყო,მაგრამ რომ შამჩნია ლეას სახეზე გაბრაზება მატულობდა ტანსაცმლის გახდას შეუდგა.ტანზე შემოცმული უკანასკნელი ნაჭერიც ძირს მოისროლა და ფრთლილად შეაბოტა წყალში.ლეა მოშორებით გადაწოლილიყო წყალზე ზურგით და სახე მზისთვის მიეშვირა.ხელების ფრთხილი, მაგრამ ღონიერი მოსმით მიუახლოვდა პიერი.ტალღებს აყოლებდა ხელების მოძრაობას წითური.შიშველი მკერდი წყლის ზემოდან მადისაღმძვრელად მოჩანდა.რაღაცას ღიღინება და უაზროდ ეღიმებოდა.
-მოლბერტი თან რომ მქონდეს ახლა დაგხატავდით.
პიერის მოსვლა არ შეიმჩნია,ისევ განაგრძო არარსებული მელოდიის ზმუილი.
-თქვენ,ფრანგები ზედმეტად რომანტიკოსები ხართ.
-ჩვენ გვიყვარს საყვარელი ადამიანების გაბედნიერება.ამას ეძახით ზედმეტად რომანტიკოსობას?-ჩაყვინთა და თავის მკვეთრი მოძრაობით ამოყვინთა მაშინვე.ზურგზე გადაწვა,ისე როგორც წითური იყო.
-ღმერთო ჩემო,თქვენ სრულიად შიშველი ხართ!-აღშფოთება ვერ დამალა ლეამ,როცა მამაკაცის ღირსება წყლის ზემოდან მოექცა.
-ჰო,ისევე,როგორც თქვენ.-წარბის აზიდვით შეხედა და ისევ ჩაყვინთა.
-ჯანდაბა!სულ აღარ მახსოვდა.-დარცხვენილმა აიფარა ხელები მკერდზე ვითომდა დასაფარად,მაგრამ პიერი ისევ წყლის ქვეშ იყო.ნერვიულად მიბრუნდებოდა ხან ერთ,ხან მეორე მხარეს.-პიერ!სად წახვედით?!იცოდეთ,წყალში ძალით ნუ ჩამითრევთ.პიერ!პიეერ!
მისი ხმა ექოდ მოისმოდა გარშემო,პიერი კი არსად ჩანდა.ის იყო ხელი მოუსვა წყალს ნაპირზე გამოსასვლელად,ზუსტად მის პირდაპირ ამოყო თავი ფრანგმა.
-მშვენიერი უკანალი გქონიათ.-გვერდულად გაიღიმა და ხელი ჩაუცურა საჯდომისკენ,თითქოს ამოწმებსო.-წეღან ვერ დავამთავრეთ რაღაც...ხელი შეგვიშალეს.
გაცხოველებული ეძგერა ლეას ტუჩებს.წითურმაც, ინსტინქტურად წელზე შემოაჭდო ფეხები და აყვა დაწყებული საქმის დამთავრებაში.ფრანგს წითურის მკვრივი მკერდი ეხებოდა,რაც კიდევ უფრო აღაგზნებდა.
-ვინმემ რომ დაგვინახოს...
-ეს ადგილი არავინ იცის რომ არსებობს.ჩემს საკუთრებაშია,ასე რომ დამშვიდდი და ნუ მაწყვეტინებ.ჰო,მართლა!აქ პატარა სამალავიც მაქვს.წამოდი გაჩვენებ.
სამალავი,როგორც მას პიერი უწოდებდა ჩანჩქერის შიდა მხარეს იყო.გაჭირვებით მოახერხა ასვლა წითურმა არც ისე შორ მანძილზე და საბოლოოდ დიდ გამოქვაბულში აღმოჩნდა,რომელიც ორი დიდი სივრცისგან შედგებოდა.ერთმანეთთან დიდი თაღით იყვნენ დაკავშირებულნი.ფრანგს აქ ყველაფერი მოეწყო.სხვადასხვა ცხოველის ტყავისგან გაკეთებული ქვეშაგები,ხის მოჩუქურთმებული საწოლი,თაროები რამდენიმე წიგნით და სხვა საჭირო ავეჯით თუ ნივთებით.კლდეში ლამაზად იყო გამოყვანილი ბუხარიც.ვინაიდან, შიგნით საკმაოდ ციოდა და წყვილი სრულიად შიშველი იდგა,პიერმა მოახერხა ბუხრის დანთებაც.
-ეს მოიფარე,თორემ შეიძლება გაცივდე,აქ საკმაოდ გრილა.-მზრუნველად მოაფარა ზურგზე პლედი და თვითონაც გვერდით ჩამოუჯდა.
-თქვენ ძალიან კარგად მექცევით.
-მგონი დროა,თქვენობითი მიმართვა დავივიწყოთ.ერთმანეთისთის უკვე უბრალოდ ნაცნობები აღარ ვართ,ხომ ასეა.
-არ ვიცი,ალბათ...-თავი დაიმორცხვა და შუბლზე ჩამოსული თმა ყურის უკან გადაიწია.-რაღაც მინდა იცოდე,პიერ.ნამდვილად არ ვარ თქვენს მიმართ გულგრილი.მართალი თქვით წეღან, სხვასთან ურთიერთობას თუ არ მოვსინჯავ,ვერ გავიგებ ემილიო მართლა მიყვარს თუ არა,მაგრამ არ მინდა რამე დაჩქარებული გამოვიდეს.ყველაფერში ზომიერებაა საჭირო,ასე არაა?!
-გეთანხმები, ზომიერება უპირველეს ყოვლისა,მაგრამ არც მთლად კდემამოსილება ივარგებს.ჩვენ ხომ არ ვართ ძველმოდურები.არც თქვენ ხართ პატარა უკვე.ყველაფერი გესმით და ალბათ იმასაც მიხვდებით,რომ მამაკაცი,რომელიც ქალით არის დაინტერესებული მხოლოდ კოცნა ვერ დააკმაყოფილებს.-ფრთხილად გადაუწია პლედი და სუსტ მხარზე ნაზად აკოცა.-მე მინდა უკეთ გაგიცნოთ,მაგრამ მხოლოდ საუბარი ვერ დამეხმარება ამაში.
-არ ვარ დარწმუნებული ეს ნამდვილად მინდა თუ, არა.
-მე კი მგონია,რომ გინდა,მაგრამ თავს არ აძლევ საშუალებას მიიღო ის,რაც ნამდვილად მოგანიჭებს სიამოვნებას.ალბათ ჩემი გეშინია,ან არ მენდობი და მაგიტომაც იკავებ თავს?!
-მე არ გიცნობ კარგად პიერ.
-სწორედ ამიტომ გთავაზობ სექსს,რომ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.აქტის დროს ერთმანეთს უფრო კარგად შევიცნობთ.გავიგებთ ერთმანეთის ჟინს,ძალას,სურვილებს...
-მე არასდროს გამიკეთებია ეს...-პლედი უფრო მაგრად შემოიხვია ტანზე და თავი ჩახარა,თითქოს დანაშაულზე წაასწრესო.
-...და გინდათ, რომ თქვენი პირველი მამაკაცი ემილიო იყოს?-ცოტათი გაკვირვებული პიერი უყურებდა გაწითლებულ ლეას.
-მე...არ ვიცი პიერ.ემილიოს ეს არც კი შემოუთავაზებია და არც ვიცი...ამის შესახებ ნორმალურად არ გვისაუბრია.
-როგორც ჩანს,ემილიო მკაცრად იცავს ძველ,იტალიურ ტრადიციებს,მაგრამ თქვენი სიამოვნების გამო საკუთარ სულსაც გავყიდდი მის ადგილზე.-კიდევ ერთხელ გადაუწია თმა და ღიმილით აათამაშა თმის ბოლოები თითებში.
-მინდა ვცადო...მაგრამ დღეს არა,პიერ.
-როგორც გენებოთ, მილედი.-ოფიციალურად დაუკრა თავი,ისე როგორც ფრანგებს სჩვევიათ.ამ ჟესტზე ორივეს გაეცინა.ლეამ პირველად დაინახა გაღიმებული პიერი.გულწრფელად გაღიმებული.ისეთი,როგორიც რეალურად არის ცერემონიების გარეშე.მოეწონა.იფიქრა ლამაზი ღიმილი აქვსო,თქმით კი არაფერი უთქვამს.
-მოდი ცოტა დავისვენოთ და დავბრუნდეთ სასახლეში,თორემ გზად დაგვიღამდება.-ერთი პლედი ორივემ გადაიხვია და ბუხრის წინ გაწვნენ.
ცეცხლის შუქზე ლეას თმა კიდევ უფრო წითელი ჩანდა. თვალებდახუჭულ პიერს ჩუმად უთვალთვალებდა გვერდიდან.გულმოდგინედ სწავლობდა მისი სახის ნაკვთებს.იტალიური მუქი კანის ფერს შეჩვეული,ქერა პირველად ესიმპატიურებოდა.არა,პიერი ზედმეტად სიმპატიურიც კი იყო.თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და გაღიმებულმა,თავი ისევ ფრანგის მხარს ჩამოადო.

______________

ჰალოოოუ ყველას winked წაიკითხეთ რავიცი თუ გინდათ.....



№1 სტუმარი მიკა

როგორ მომწონს ეს ისტორია და როგორ გამიხარდა,ახალი თავი რომ ვნახე.. აუცილებლად განაგრძეე,ძალიან კარგად წერ:3

 


№2  offline წევრი niino

მმმმმმმმმმმმ მოომმმმეეწწწოონნნნააააააააა..გაააგგრძელეეე და მალე დადე რააა.........

 


№3  offline წევრი Peoplefallformysmile

აუცილებლად გააგრძელე

 


№4  offline წევრი elegant

მომწონს მომწონს მომწონს ძალიან... გააგრძელე<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent