შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრიზი თუ განაჩენი?! -4-


7-06-2016, 11:01
ავტორი sopiko
ნანახია 1 965

[თავი 4]
მეორე დილით ყველა სადღაც გაიფანტა. ისინი უკვე დასაქმებულები იყვნენ და იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ. ნოე კი ისევ უხერხულ მდგომარეობაში იყო. საშინელ დისკომფორტს გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა, რომ ტაისია გამოჩენილიყო. მისი გვერდით ყოფნა დაამშვიდებდა და ხასიათზეც მოიყვანდა. ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ხანია მას იცნობდა, ამიტომაც ბუნებრივია გაჩნდა რაღაც დამოკიდებულება.
ოთახში ბოლთას სცემდა და აღარ იცოდა, გასულიყო თუ არა ოთახიდან. არ უნდოდა იმ ვიღაც ტიტანს გადაყროდა სადმე, ჯანოს ხომ საერთოდ. უჩვეული ბრაზი ჰქონდა ჩანერგილი გულში მის მიმართ. საერთოდ ჩამოუყალიბებელი ადამიანი იყო. თავის თავში ვერ ერკვეოდა. ორსული ქაკლივით ხან ერთი სურდა, ხან მეორე. მის გაბრაზებას და სიხარულს ერთმანეთისგან ნორმალური ვერ გაარჩევდა. დაშაც მუდამ ამაზე წუწუნებდა. უჰ, ისევ დაშა! ჯანდაბა! ნეტავ, რას აკეთებდა ახლა? ალბათ თავის ოთახში, ფანჯრის რაფაზე იჯდა, ხელში ''სამსუნგის'' ბოლო მოდელი მობილური ეჭირა და ნოეს ზარს ელოდებოდა. აბა, თვითონ ხომ არ გადადგამდა პირველი ნაბიჯს? ნურას უკაცრავად! ხრუშჩოვკი იყო, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის შვილი და მეტი საქმე არ ჰქონდა, უბრალო მშენებლისთვის დაეწყო ხვეწნა. შერჩეულიც ექნებოდა ახალი სტრატეგია და რაღა თქმა უნდა, ახალი ობიექტიც, რომელსაც ჯიბე გამობერული ექნებოდა ტკიცინა 100-ლარიანებით.
-ნოე! ნოე!-ფიქრებში გართულს ჩაესმა ტაისიას ხმა და თავი ძლიერად გააქნია, ციდან რომ ჩამოფრენილიყო.
-ტაისია, როდის შემოხვედი?
-ნეტავ, როდის?-ჩაიხითხითა ქალმა.-მოიწყინე? დაშა მოგენატრა?
-ნუ სარგებლობ იმით, რომ ჩემზე ყველაფერი იცი.-უფრო იმაზე გაბრაზდა, რომ ტაისიამ ყველაფერი იცოდა და შეეძლო მისთვის დაეცინა, თვითონ კი აზრზე არ იყო, როგორი ცხოვრება ჰქონდა მას.
-მიბრაზდები?-გაღიმება სცადა ტაისიამ.
-არა, უბრალოდ ეს სახელი ჩემთან მეტად აღარ ახსენო.-მოლბა და თავი ჩახარა.
-გიყვარს და ამიტომ?
-არ მიყვარს და ამიტომ.
ტაისიამ მხრები ისე ჩამოუშვა, თითქოს ტვირთი ააცალეს ზურგიდან. ნოემ თალები დააწვრილა, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს.
-ჯანო შენი საყვარელია?-არც დაფიქრებულა, ისე ჰკითხა ქალს. დრო შესაფერისი იყო და რომ დაფიქრებულიყო, მერე უკვე ვეღარ გაბედავდა.
-არა... უფრო სწორად... ეს რაში გაინტერესებს?-აღშფოთდა ტაისია.-მან უბრალოდ იხუმრა. ეს ხომ... ეს... როგორ დაიჯერე?
ნოემ მისი აღშფოთება ისევ და ისევ ტყუილს მიაწერა. აზრი არ ჰქონდა. ტაისია გულახდილად მაინც არ უპასუხებდა კითხვაზე, არადა არ მოსწონდა გაურკვევლობაში ყოფნა. კარგი, ვთქვათ გაეგო სიმართლე, მერე რას იზამდა? ინტერესი გაქრებოდა და თვითონაც ამაზე აღარ იფიქრებდა. თუ იდარდებდა? არა, იფიქრებდა.
-დაივიწყე. წავიდეთ?
-ხო, წავიდეთ.-პირი მაგრად მოკუმა ქალმა და წინ წავიდა.
ისევ ის დერეფანი გაიარეს და ბაღში გავიდნენ. ტაისიამ რკინის კარები გააღო და ხის ტოტები გადაწია. ყველაფერი ისე იყო, როგორც მულტფილმებში. ნოე მოხიბლული ათვალიერებდა სხვადასხვა სახეობის მცენარეებს. აქ ისიც იყო, რაც ტროპიკულ ტყეებში ხარობდა, ისიც, რაც ფართოფოთლოვანში და ისიც, რაც ტუნდრის ველებში. ეტყობოდა, რომ ამ ქვეყნად იყვნენ და არა იმ ქვეყნად.
-ახლა იმ გამოგონებებს განახებ, რასაც მომავალში ადამიანები გამოიგონებენ.-უთხრა ტაისიამ და ხის მერქანზე მიმაგრებულ ღილაკს თითი მიაჭირა. წინ წარმოსახვითი სამყარო გადაიშალა.-მოგწონს?
-ყოჩაღთ თქვენ!-შეაქო აქაურები ჯაყელმა.
-ეს კომპისუპერია. კომპიუტერზე ოთხჯერ მეტი და მნიშვნელოვანი ფუნქციები ექნება. შეგეძლებათ ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობა. წამის მეასედებში ''ვორდის'' მთელი ერთი ფურცელის შევსება. ვებ-გვერდების რაოდენობა გაიზრდება და კომპისუპერით მოსარგებლეებს კიდევ უამრავი ისეთი რამის განხორციელება შეეძლებათ, რასაც ახლა სიზმარშიც კი ვერ ხედავენ.-მაგიდაზე დადებული ეკრანიანი პატარა მოწყობილობა დაანახა ქალმა და მერე შემდეგი მოწყობილობის ფუნქციების განმარტვა დაიწყო.-აი, ეს კომპასღილაკია. სულ ერთი ბეწოა, მაგრამ წამებში შეუძლია იმის გამოთვლა, თუ სად ხარ, რომელ მხარეს რომელი დასახლებული პუნქტია, როგორი ბუნებრივი პირობებია აქ და რა ვიცი კიდევ... ოღონდ პირობითი ნიშნები უნდა იცოდე. ესაა და ეს.
-აი, ის რა არის?-მამაკაცმა თეთრ ''ყუთზე'' მიანიშნა.
-ეს მაცივარქულია. მისი მაქსიმალური ნიშნული ძალიან დიდია. არც ისეთი დიდია, მაგრამ დამატებითი, შეკეცილი უჯრები აქვს, რომლებიც განსაკუთრებით ყინავს. მე პირადად დიდად მოხიბლული არ ვარ მისი ფუნქციებით. სხვა მოწყობილობები დიდად სჯობს. არც დანარჩენები გამოირჩევიან დიდად, ასე რომ... შენს თავში უკვე ჩანერგილია ეს იდეები. იმ ქვეყნად რომ დაბრუნდები, ყველაფერს იქაურებს ეტყვი და ერთ დღესაც ეს მოწყობილებები რეალობაში იარსებებს. ტიტანის მიზანიც ესაა.-აუხსნა ტაისიამ და ღილაკზე თითის მიჭერით ისევე გააქრო მოწყობილობები, როგორც გააჩინა.-უკან დავბრუნდეთ.
-დღეის საქმეს უკვე მოვრჩით?
-დღეისას_კი, ღამისას_არა.
-ეს როგორ?
-ერთი ექსპერიმენტი შენზე ღამით უნდა ჩავატაროთ. წამოდი.
''ტყეების გაერთიანებიდან'' იმავე გზით გამოვიდნენ, რომლითაც შემოვიდნენ. ტაისიამ კარები გასაღებით ჩაკეტა და გზად შემხვედრ ნიკიტას მიესალმა. ნოეს უკვე მოსწონდა აქაურობა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ამქვეყნიურებს ერთმანეთთან. ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველას ერთმანეთი უყვარდა. მართალია ნოეს უამრავლესობასთან საერთო ვერ ეპოვა, მაგრამ სამაგიეროდ ტაისია ისეთ გარემოს უქმნიდა, რომ თავისი ქვეყანა ჯერ არ მონატრებოდა. ეს ქალი ისე გადამდებად იღიმოდა, რომ ნოეც უნებურად იღრიჭებოდა ხოლმე. შეიძლება უმიზეზოდაც კი. წინა საღამოს მართალი თქვა იმ კაცმა, ტაისია მარგალიტიაო. როგორც მარგალიტი აშუქებს მთელ ზღვას და მის ბრწყინვალებასაც ყველა თავს უხრის, ასევე ბრწყინავდა ტაისიაც. მართალია ხშირად პატარა რაღაცებიც კი სწყინდა, მაგრამ სხვებიც რომ არ დაემწუხრებინა, მალე ხალისდებოდა და წუხილს გულში იხვევდა. ნოე ვერ ფიქრობდა მასზე მხოლოდ ისე, როგორც ქალზე. თავიდან სულ სხვა წარმოდგენები და მიზნები ჰქონდა, ახლა კი გრძნობდა, რომ შინაგანად იცვლებოდა და არამხოლოდ ტაისიას მიმართ.
-ჩაფიქრდი...-ფიქრებიდან ისევ ტაისიამ გამოარკვია.-რაზე ფიქრობ დილიდან?
-შენ ხომ შეგიძლია ფიქრების ამოცნობა?
-ყოველთვის არ შემიძლია.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-ამას ორი გარემოება განსაზღვრავს. თუ იმაზე ფიქრობენ, რაც მე მეხება, შეუძლებელია, რამე შევიტყო და კიდევ... თუ ისეთ ცუდ რამეზე ფიქრობენ, რისი გაგებაც ჩემს ქვეცნობიერს არ სურს.
''მე ცუდ არაფერზე ვფიქრობ... კიდევ კარგი, ეს ტაისიამ არ იცის.''-თავი დაიმშვიდა ჯაყელმა და რამე რომ არ შეტყობოდა, ნაძალადევად გაიღიმა.
-ოთახში დაბრუნდები? თუ გინდა, შეგიძლია ისეირნო.-არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა ქალმა.
-შენ რას აპირებ?-თავისი გეგმები გამიზნულად დაუკავშირა ტაისიასას.
-ალბათ ოთახში ავალ.
-სადმე რომ წავიდეთ? ერთად.-შესთავაზა ნოემ.
-ერთად? მე და შენ?-ნერვიულად გაეცინა ქალს.
-ხო, რა იყო?
-კარგი, წავიდეთ, მაგრამ სად?-ცოტა არ იყოს შემდრკალი ჩანდა ის.
-ეს შენ უნდა მითხრა. აქაურობას კარგად კი არა, საერთოდ არ ვიცნობ.
-გინდა იმქვეყნიურებს ვუთვალთვალოთ?-აღტაცებულმა წამოიძახა უცებ ტაისიამ.
-რატომაც არა!

-ხელი მომჭიდე... ეგრე, ეგრე... მოიცა, მე ვარ პირველად აქ თუ შენ?-დაბლა ჩაყირავებულმა ჰკითხა ტაისიას და ქალის მსუბუქი სხეული ზემოთ აქაჩა.-ბამბის ქულასავით მსუბუქი ხარ. არ გაჭმევენ?
-ჯერ ამომიყვანე და კითხვებზე მერე გაგცემ პასუხს!-წაიბურდღუნა სულ მთლად დაჭიმულმა ტაისიამ და ხელები კისერზე შემოხვია მამაკაცს.
-ნუ დამახრჩობ, თორემ ზედ გადგმოგყვები!-ქალის შეხებაზე დაბურძგლა ნოეს და კანი აექავა. დაშასთან ურთიერთობაში მსგავსი რამ არასდროს დამართნია. უბრალოდ გონს კარგავდა მასთან სიახლოვისას და მხოლოდ ერთ მიმართულებას ხედავდა... იმას, რომელიც საძინებლამდე მიიყვანდა.-გეშინია? ამიტომ კანკალებ?
ტაისიას ტუჩებიც უთრთოდა. იასამნის ყვავილებს შეადარა მისი მოცუცქნული, გამობურცული ბაგეები ჯაყელმა. სხვა ყველა შეგრძნება განდევნა და ერთიღა დაიტოვა, სიფრთხილე. ნელა ამოადგმევინა ფეხი ზევით ქალს და თვითონაც გაიმართა წელში.

^^^
მივუახლოვდით ჩემთვის ყველაზე საყვარელ თავებს...
იქ გამოჩნდება ნოეს და ტაისიას სისუსტეები, მათი გარკვეული თვისებები, შიშები, უნდობლობა, იმედგაცრუებები... ტაისიას საიდუმლოსაც გაიგებთ და რა ვიცი, კიდევ...
სულ სამი თავი დარჩა და მეც ვღელავ... არ ვიცი, როგორ მიიღებთ დასასრულს... ველი თქვენს შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. ცისა, შენი ისტორია უკვე დავიწყე...
ყველანაირად ვეცდები, რომ პირველ რიგში შენ მოგეწონოს და ღიმილი მოგგვაროს...



№1  offline წევრი cisa

"შენი ისტორია"რა კარგად ჟღერს ♥ უკვე წარმომიდგენია რა კარგი იქნება დაშენში ისე ვარ დარწმუნებული ვიცი რო იმედს არ გამიცრუებ..და ჩემს მოლოდინს დამთავრევბ..რაც შეხება ამა ერთი სულიმაქ როდის დამთავრებ იმიტო რო ჩემი ისტორია დაიწყო თან ესიც არ მემეტება დასამთავრებლაად. ხოდაა კიდევ გეტყვიი რო შენ ხარ ჩემთვის ყველზე გენიალური ♥♥♥♥ ჩემიიისტორიიააა ♥♥ მიხარიხაარ ♥♥♥

 


№2 სტუმარი ani

აჰა ანუ ცუდი დასასრულს გვიმზადებ ხო?! ეჰ მე მეგონა კარგად დასრულდებოდა recourse recourse ... ცოტა დიდი თავები დადე და არ დააგვიანო

 


№3 სტუმარი Black

Eg chem piqrebsac xoar waikitxavs?:Dmagaria dzalian sagol sopachka chveno unikaluro gogonav;) <3

 


№4  offline მოდერი sopiko

cisa
"შენი ისტორია"რა კარგად ჟღერს ♥ უკვე წარმომიდგენია რა კარგი იქნება დაშენში ისე ვარ დარწმუნებული ვიცი რო იმედს არ გამიცრუებ..და ჩემს მოლოდინს დამთავრევბ..რაც შეხება ამა ერთი სულიმაქ როდის დამთავრებ იმიტო რო ჩემი ისტორია დაიწყო თან ესიც არ მემეტება დასამთავრებლაად. ხოდაა კიდევ გეტყვიი რო შენ ხარ ჩემთვის ყველზე გენიალური ♥♥♥♥ ჩემიიისტორიიააა ♥♥ მიხარიხაარ ♥♥♥

ჩემო საყვარელო ცისა love
შენ თუ გაგახარებ, მეც ბედნიერი ვიქნები lol
ani
აჰა ანუ ცუდი დასასრულს გვიმზადებ ხო?! ეჰ მე მეგონა კარგად დასრულდებოდა recourse recourse ... ცოტა დიდი თავები დადე და არ დააგვიანო

ეს არ მიგულისხმია, ანი feel
მიხარია, რომ კითხულობ!
okay
ეს თავი ყველაზე მეტად მომეწონა.

დღეიდან ეს თავი მეც ძალიან მიყვარს! love
Black
Eg chem piqrebsac xoar waikitxavs?:Dmagaria dzalian sagol sopachka chveno unikaluro gogonav;) <3

შესაძლებელია, ნოე! ხომ არ ვცადოთ? lol
დიდი, დიდი მადლობა!
კიბო
*---* სწრაფად არ მინდა რომ დასრულდეს, მაგრამ იმდენად ბუნებრივად, საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიიწევ წინ რომ ამასაც ავიტან :3

კიბო?! ასე მოგმართო? belay
ნუ, რა მნიშვნელობა აქვს! დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent