ეშმაკი დედამიწაზე?ხუმრობთ არა?! (9)
მთელი ორი კვირა ლუციფერი სახლში ზის და არაფერს აკეთებს. ღმერთო როგორ მინდა ჩემი ხელით დავახრჩო.წარმოუდგენელია ლუქსშიც კი არ წასულა მაგრამ მთელი ოცდაოთხი საათი ტელეფონზე კიდია. როგორც იქნა გათენდა ჩემი დაბადების დღე 2სექტემბერი და რა? არც არაფერი უბრალოდ კარგი ამინდია. მომბეზრდა დღეს ისედაც მარცხენა ფეხზე ავდექი და თავს ვეღარ ვიკავებ. გარეთ გავრბივარ და დენიელის შეშფოთებულ სახეს არ ვიმჩნევ როცა ლამის ვეჯახები და ყავას ზედ ვაქცევ. აი სად დაგერხათ ბატონო მორნინგსტარ. კარებს ვუგლეჯავ. ჯანდაბა სულ შიშველი როგორაა?! -რამე გინდოდა დეკერ? მეუბნება ოფიციალური ტონით და ხმაში თვითკმაყოფილება უკრთება როცა ჩემს აწითლებულ ლოყებს ხედავს. -ლუციფერ სახლიდან გასვლას როდის აპირებ? ვაუ ამდენი ხნის შემდგე ისევ ლუციფერი. არადა მსიამოვნებს ამ სახელის წარმოთქმა. ჯანდაბა ევა რაებზე ფიქრობ. -ჰმ ხელს ნიკაპზე იდებს და ლამისაა ვუყვირო რომ პირსახოცს ხელი მოკიდოს ჰუჰ, ჩემი ქვეცნობიერი ოფლს იწმენდს როცა ხედავ რომ პირსახოცი საიმედოდაა დამაგრებული. -მაგას ფიქრი არ სჭირდება მომბეზრდა სახლში ჯდომა -მერე მე რა გიყო? -რა და იცეკვე... შენი აზრით? გადი სახლიდან რომ როგორმე ცივილიზაციას ისევ შევუერთდე. -დავფიქრდები დეკერ -რა?რას იზამ? დაფიქრდები? იცოდე მე ოფისში უნდა წავიდე და რაც არ უნდა დაგემართოს სულ რომ მოგკლან მე პასუხს არ ვაგებ -ევა მე უკვდავი ვარ ფრუტუნებს უკვე მერამდენჯერ -არ მაინტერესებს თუ შენ არ გინდა გარეთ გასვლა მაშინ მე გავალ და შენ გაგიყოლებ როგორც დასაცავ ობიექტს -ჰო ეს უკვე მომწონს იღიმის მხოლოდ მისი ღიმილით და დებილივით ვაშტერდები. უნდა ჩაიცვას ჯანდაბა რა შტერივით ვუყურებ გარეთ გავრბივარ და კარს ვიჯახუნებ სიტყვებით -იცოდე 10 წუთში მზად დამხვდი ამდენი გამბედაობა საიდან? მიკვირს ჩემი ქვეცნობიერი კი ორმაგ სალტოს აკეთებს და თვითკმაყოფილი შემომცინის. მე ყოველდღიურობას გვერძე ვდებ დახეული ჯინსს ვიცვამ და მაღლიდან მაისურს. ურჩ თმას კი უბრალოდ ვიშლი და უკან ნახევრად ვკრავ. სარკეში ჩემს თავს უკმაყოფილოდ შევცქერი და დაბლა ჩავრბივარ. აი კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი ჰოი საოცრებავ ლუციფერსაც ჯინსი აცვია ისე გამოიყურება როგორც ნამდვილ თინეიჯერს შეჰფერის -დააგვიანე საათს უყურებს და საქმიანი იერით მიცქერს მერე კი გაკვირვებული მათვარიელებს.ყურებამდე ვწითლდები და უკვე ვიცი ჩემი თმის ფერში ვარ -ეს ფერი გიხდება მეუბნება თვითკმაყოფილი ღიმილით და წინ მიდის. -სად მივდივართ? მეუბნება მანქანაში წინა სავარძელში გამოჭიმული. მაბნევას ახლა რომ რამეს შევასკდე გამორიცხული არაა. -ოფისში ვლადიმირი უნდა ვნახო ბედნიერი ვიღიმი აი ლუციფერი კი ეჭვიანი მზერით მიცქერს. ჰმ ეგრე მოგიხდება დილანდელისთვის. ახლა მე ვუყურებ ნიშნისმოგებით ის კი ბრაზიანი მიღრენს მერე კი ჩურჩულებს -ჰმ საინტერესოა და მთელი დღე გაჩუმებული დამყვება ეგრე მოგიხდება. როგორც კი ოფისში შევედი ყველა მე მომაშტერდა. ლენას შურიანი მზერა სადღაც გავისროლე და ვლადიმირის კაბინეტის კარი შევგლიჯე. -ვლად ვუყვირე გახარებულმა როცა საქმეში ჩაძირულმა ჩემი შესვლაც ვერ შეამჩნია ხო და კიდევ ასე მხოლოდ მე ვეძახი ჩემი პრივილეგიაა -პატარა გაეცინა ბედნიერად და თვალებში უდიდესი სითბო ჩაეღვარა სულ არ ახსოვდა რომ ოფისში ვიყავით და ჩემკენ გამოექანა მე კი მისკენ და ასე ჩავბღუჯე ხელები მომენატრა ეს დამპალი. -სად დაიკარგე? -ლუციფერი ამოვიფრუტუნე უკმაყოფილოდ -რა ხდება ლუცისთან? მკითხა რაღაცნაირი ხმით -ლუცისთან? -ოჰ კარგი ვიცი რომ გონებაში ლუცის ეძახი იმიტომ რომ სახელის ბოლომდე გააზრება გეზარება -ხო შენ ვერაფერს გამოგაპარებ -გაბრაზებს? -ბავშვივითაა, ცელქი ბავშვივით. გაზრდა სჭირდება -მართლა?აბა შენ ხარ დიდი? -ჰმ ვფიქრობ და მერე იმის ნიშნად რომ არა თავს ვუქნევ. -სხვა რა ხდება? -გვაკლიხარ -მომბეზრდა ეს ლუციფერი ძალიან მოსაწყენია მომენტებში ძალიან ვერთობი მაგრამ მომენტებში მაბრაზებს. წარმოგიდგენია ორი კვირა სახლში იყო და მეც მასთან ერთად მიწევს ყოფნა. -წარმომიდგენია -წამოდი წავიდეთ სადმე გინდა? -კი გარეთ ერთად გავდივართ და როცა ლუციფერს ვუყურებ რომელიც ლენას ეარშიყება ლამისაა სიბრაზისგან თვალები გადმოვკარკლო -წავედით ვეუბნები მკაცრად და გარეთ ისე გავრბივარ არავის ველოდები. მანქანაში ვჯდებით და წინ ვლადიმირი მიჯდება. ვერ მოასწარი ვაჟბატონო ვფიქრობ კმაყოფილი და მისი მოჭუტული თვალების დანახვისას სახეში შევცინი. ის კი ‘’დაიცა მოხვალ სახლში’’ თვალებით მიყურებს მე ‘’რას მელაპარაკები ძაან არ შემაშინო’’ თვალებით ვუყურებ და მთელი გზა უკან აღარ ვიყურები მე და ვლადი ვერთობით. მალე ვხედავ რომ უკან ორი მანქანა მოგვყვება -ვლად აი ის ორი მანქანა ნახე მოგვყვებიან -როგორმე დაუძვერი ვცდილობ მაგრამ ამ დროს წინ მანქანა გვიჭრის გზას და ძლივს ვამუხრუჭებ რომ არ შევასკდე -რა ჯანდაბაა სისინებს ვლადიმირი -იარაღი ხომ გაქვს? -კი -შენ მანქანაში დარჩი ლუციფერ (მე) -არა მეუბნება ღიმილით და თითქოს სეირის საყურებალად ემზადება ინტერესიანი მზერით უყურებს დაბურულმინებიან მანქანებს. ‘’თურმე ლუცისთან მუშაობა მოსაწყენია’’ მეუბნება ირონიულად ქვეცნობიერი და ლამისაა ზემოდან დავყვირო რომ ახლა მაინც გაჩუმდეს. მანქანიდან ახმახი ხალხი გადმოდის მაგრამ იმას არცერთი გავს ადრე რომ დამჭრა. მე და ვლადიმირი ლუციფერის წინ ვდგავართ მაგრამ ის წინ გამოდის რა ჯანდაბაა -ლუცი როგორ ხარ? ლუციფერი ადგილზე იყინება და ჯერ მე მერე კი იმ ვიღაცას უყურებს შეშფოთებული -კარგად შენ როგორ ხარ მარშალ -ოჰ მე შენზე უკეთესად -რაღაც არ გეტყობა ეუბნება სარკაზმით გაჟღენთილი ლუციფერი და ვიღაც სხვა საუბრობს ვიღაც ვისაც არც ვიცნობდი -ხო ეს ადამიანობა. ამ სხეულს ვერ ვეჩვევი -ნუ გეშინია მალე შეეჩვევი მოჩვენებითი მეგობრულობით პასუხობს და სიბრაზისგან თვალებში ნაპერწკლები უხტის -ჯოჯოხეთში საქმეები როგორ არის? -რავი აბა შენს გარეშე მოვიწყინეთ -ჩემი დასჯები მოგენატრათ არა? მაგრამ იცოდეთ ისევ ტყუილად მოხედვით წამოსვლას არ ვაპირებ -შვებულება დიდხანს გაგრძელდა მაგრამ ახლა შენთვის არ მოვსულვართ მე მიყურებს და ახლო მოდის, მერე ნეკა თითს ქვედა ყბის ძვალზე მისვამს და ერთი სული მაქვს შუაზე გავგლიჯო მაგრამ ვიცი თუ ზედმეტ მოძრაობას გავაკეთებ ყველა საფრთხეში აღმოვჩნდებით ვლადიც ასეთ დღეშია. ლუციზე აღარაფერს ვამბობ გაშმაგებული უყურებს მას და მერე შეშინებული მე -ჩვენ მისთვის მოვედით მიუთითებს ჩემზე და ზიზღით ვკანკალებ როცა მის ჭაობისფერ თვალებს ვუყურებ. იგივე მეორდება სიმშრალე პირში, გაოფლილი ხელის გულები და მუხლების კანკალი. გონებაში არეული უამრავი აზრი მაგრამ ახლა უდიდეს ზიზღს ვგრძნობ. ჩემგან რა უნდათ? მე ვინმესთვის გამოსადეგი ვარ? რატომ მოვიდნენ ჩემთვის? ვინ არიან? ახლა უკვე კითხვისნიშნებიანი თვალებით შევყურებ ლუციფერს ის კი დატანჯულ სახეს იღებს რომელიც არასდროს მინახია. ლუციფერი სასოწარკვეთილია სასოწარკვეთილი ლუციფერი ეს სიტყვები თავში წამდაუწუმ მიტრიალებს და მგონია გავაფრენ. მალე ჩემკენ მომართულ იარაღს ვუყურებ -ლუცი ვერ ვიტყვით რომ ცუდი გემოვნება გაქვს შესანიშნავია. იმედია მის გამო მაინც დაბრუნდები ჯოჯოხეთში რა? სად? ისევ ეს ჯოჯოხეთი, ეშმაკი და... მიხვდი ის დემონია თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ დემონია. დემონები ეშმაკის წინააღმდეგ? წარმოუდგენელია. წამის მეათედში ვიაზრებ რა სისულელეს ვფიქრობ და თავიდან ვიგდებ. მოიცა მე უნდა მომკლან? სიცილი მიტყდება საშინელი ისტერიული სიცილი -შენ რა გინდა მომკლა? სეროიზულად? (მე) -რა მოხდა ეს ასეთი დაუჯერებელია? აშკარად გაკვირვებული მარშალი დაკვირვებით მიყურებს -მოიცა მოიცა სულს ძლივს ვითქვამ -ძვირფასო მე უკვე მკვდარი ვარ ვამბობ თითქმის ამაყად და თვალებში ისე შევყურებ თითქოს არ მეშინია. -შესანიშნავია ლუცი ვხედავ იუმორის გრძნობაც აქვს -შენ ჯერ არ გინახავს ვეუბნები თითქმის დემონური ხარხარით და თვალებში მხოლოდ მრისხანება მიდგება. ყველა ადგილზეა გაყინული -იცი თითქმის ეჭვიც კი შემეპარა რომ მართლა ადამიანი ხარ მაგრამ ყარხარ სიცოცხლის სუნი აგდის. ის სუნი რომელიც მხოლოდ ადამიანთათვის არის ნაბოძები -ოჰ მარშალ, მარშალ სრულიად წყნარად ვარ აღარც ვნერვიულობ ის ხომ ერთი საცოდავი დემონია მერე კი ვხედავ ტყვის რომელიც ჩემკენ მოდის და გაღიმებულ ჭაობისფერ თვალებს ვიღაც ხელს მკრავს და გვერძე მაგდებს. არა! ვლადიმირი სამყარო დაინგრა ის გაქრა გრავიტაციაც ყველაფერი დაიკარგა. ვგრძნობ როგორ ვიკარგები...ვქრები...ვიფანტები...ვინგრევი... ვქრები მეც და სამყაროც.თითქოს სამყაროს მეტეორი ანადგურებს, თითქოს დედამიწა ორბიტიდან წყდება და მზეს ეჯახება...ფეთქდება და ვკვდები. -ვლადიმირ ვჩურჩულებ და მისკენ მივხოხავ. გზა დიდი მეჩვენება...ხელები მეკაწრება და მუხლები მტკივა... ვკანკალებ და ყოველი სახსარი მტკივა ვლადიმირი საზიზღარ წითელ ნახევრადბლანტ სითხეშია ამოსვრილი. მიღიმის.მისი ცისფერი წყაროს წყალივით სუფთა თვალებით მიღიმის -მიყვარხარ პატარავ.თავს გაუფრთხილდი! მიდის...მტოვებს... -ვლადიმირ! ვლადიმირ! ვლადიმირ! ვჩურჩულებ და მთელი ძალით ვანჭყრევ -ვლადიმირ! ვყვირი მთელ ხმაზე და ვგრძნობ როგორ ვინგრევი...სამყარო ირხევა და მხოლოდ სიბნელეს ვხედავ. არა! ჯერ ისევ გონზე ვარ ცოცხალი მაგრამ მგონი რომ მხოლოდ მე ვარ და ბნელა ეს ყველაფერი ცხადია და სიმარტოვე მკლავს სიკვდილმა ისევ წაიყვანა ისიც წამართვა ახლა მეღა დავრჩი ჩემი მკვდარი სიცოცხლით პ.ს ბოდიში ხალხნო :დ დაგვიანებისთვის ალბათ ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო (გამოცდები) ვერ ვდებდი და ვერ ვწერდი ვინაიდან და რადგანაც წიგნებს თავს ვუბრახუნებდი. იმედია მოგეწონებატ ამ თავის წერამ განსაკუთრებით გამომფიტა და ბოლო ნაწილის წერისას ხელებიც კი მიკანკალებდა ძალიან ემოციური იყო ჩემთვის იმდია თქვენთვისაც ასევე იქნება. თქვენი ერთადერთი და განუმეორებელი ლუციფერი :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.