შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული არ არის საკმარისი(1 თავი)


8-06-2016, 00:22
ავტორი nasia
ნანახია 1 717

-ნენე ლამაზი გოგო იყო,იმაზე ლამაზიც კი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. მხოლოდ 19 წლისა და უკვე მთელს ხოვრებას იცნობდა.მას ყოველთვის განსხვავებული შეხედულებები ჰქოდა ყველაფერთან.თუმცა იმ ოჯახში სადაც ის იზრდებოდა ძნელი იყო შეხედულეებსა და ამდაგვარობებზე გესაუბრა.
მამამისმა დედამისი მოიტაცა.24 წლის ასაკში ნანის დედას, ლანას პირველი ვაჟი შეეძინა,ოჯახში ბედნიერება სუფევდა.მიუხედავად გაჭირვებისა მაინც ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.4 წლის მერე ბატონმა გურამმა სმა დაიწყო.ცოტა ხნის შემდეგ კი გოგონაც შეეძინათ, ნენე.
-როგორც მახსოვს ეს ბავშვი არ უნდოდათ არა?-ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და შეკითხვა დავუსვი ნინოს,ნენეს უახლოეს მეგობარს.
-არა,მასე არ ყოფილა-ნინო ჩაფიქრდა და თხრობა განაგრძო-ერთხელ ნენე მოვიდა ჩემთან,ეს არ გამკვირვებია რადგან ხშირად დადიოდა,სახლში შევიპარიჟე და ყვა შევთავაზე,მან რათქმაუნდა უარი განმიცხადა
-ხომ იცი რო ვერ ვიტან ამ ყავას ნონო და რაღატო მთავაზობ?-ღიმილით მკითხა,თუმცა ამ ღიმილის უკან შევამჩნიე სევდა იმალებოდა.მაგრამ არაფერი მითქვამს,ზოგადად ძნელი ამოსაცნობი იყო,არასდროს ამჟღავნებდა თავის გრძნობებს საჯაროდ და წარმოიდგინე,მისი სიცოცხლის 18 წლის განმავლობაში არავისთვის უთქვამს სიტყვა „მიყვარხარ“.
მალევე გავაცილე შინ,რადგან შებინდებისას აღარ უშვებდნენ ხოლმე,მკაცრ იყო მამამისი და ისიც იძულებული იყო დამორჩილებოდა.
როცა უკვე ყველაფერ გავიგე,გავოცდი,მართლაც ვერ წამომედგინა ამდენი რამის დამალვა და გულში ჩაკვლა თუ შეეძლო ადამიანს.
-მისი სიყვარულის ისტორია,როდის დაიწყო?-ისევ წამსძლია სულმა და შეკითხვებს რამდენიმე საფეხურით გადავახტი,ჩემთვის საინტერესო,რომ გამეგო.ნინოს გაეღიმა,უკვე შეციებული ყავა მოსვა და კვლავ განაგრძო.
-ჩემო საყვარელო,ცოტა ხნით უნდა მადროვო.სანამ მისი ცხოვრების მცირე ნაწილს მაინც არ გაიგებ,ვერ იგრძნობ რას განიცდიდა ის შეყვარებულობის დროს-ფინჯანი ისევ მაგიდაზე დააბრუნდა და ამომხედა-ნენეს მამა სასტიკი კაცი იყო,ფიზიკრად უსწორდებოდა ცოლს.ერთხელ ისე ქნა,რომ საწყალი ქალი საავადმყოფოში გადაიყავნეს.გატეხილი თავი,ცხვირი,ყვირილი და გინება,ამ ყველაფერს ითქმენდა ლანა.სანამ უფროსი ვაჟი არ წამოიზარდა.შემდეგ თითქოს ცაწყნარდა ყველაფერი და სიტუაცაც დალაგდაო,მაგრამ ის მაინც იგივეს აგრძელებდა და სვამდა,ნენეც არაერთხელ უცემია.
ერთხელ 14 წლის იყო გოგონა,სოფლიდან ახალი ჩამოსული.ბავშვებმა ბაღში წასვლა გადაწყვიტეს,სახლთან ახლოს იყო და ხშირად დადიოდნენ ხოლმე იქ.ნენე ყოყმანობდა,მაგრამ მერე დედამ უთხრა წადიო.უნდ გენახათ მისი გაცისკროვნებული სახე,როცა თანხმობა მიიღო.ბევრი ითამაშა და გაერთო მაგრამ ეს ბედნიერება ცოტა ხანს გაგრძელდა.მეგობრის ტელეფონზე დარეკა ლანამ,სასწრაფოდ მოვიდეს სახლში მამამისია მთვრალი და გამწარებული ეძებსო.უკვე იცოდა ნენემ,რომ დაგვიანება არ აჯობებდა,ამიტომ მთელი სისწრაფით გაიქცა სალისკენ და სახლის კართან იმ ამაზრზენ სახეს გადააწყდა ასე ძალიან,რომ ძულდა.ცოტა ხანს შეჩედამშემდეგ კი სახლში შევარდა და დედას ჩაეხუტა.
ამ დროს გურამი დჭრილი ნადირივით ეძგერა გოგონას და სულ წიხლები ურტყა,ლანა,რომ არა შეიძლება მოეკლა კიდეც,შვილზე აფარებლ დედასაც ბევრი მოხვდა,მაგრამ რას იტყოდა,გაჩუმდა.
-კი მაგრამ,ამ დროს არავინ დაეხმარათ?-გაოცბულმა შევხედე მე
-ეს უკვე ჩვეული მოვლენა იყო,ამიტომ ყველა ერიდებოდა მას,არავინ იცოდა რა მოუფრენდა გიჟ ადამიანს თავში.
-მის ძმაზე რას იტყვით?
-ლუკაზე?ლუკა ძალიან კარგი ადამიანია,ყოველთვის უზომოდ უყვარდა თავის და და მისთის ყველაფრის დათმობაც შეეძლო,თავიდან კალათბურთელობას მიჰყო ხელი.გურამმა თავი გაიგიჟა რათ უნდა სწავლაო,არადა რამდენს სცდილობდა ლანა,რომ მისთვის განათლება მიეცა.ჩუმად რეპეტიტორებთანაც კი ატარებდა.
შემდეგ უკვე,რომ წამოიზარდა სცდილობდა სიტუაციიდან თავი გაეცალა ხოლმე როცა მთვრალი იყო მამა.ეს კი თითქმის ყოველდღე ხდებოდა.
სად წავიდოდა 17 წლის ბიჭი?ქუჩაში ატარებდა დიდ დროს,რამაც შედეგი გამოიღო და სულ ყველაფერზე აიღო ხელი,სპორტსაც შეეშვა,ერთხელ დაიჭირეს კიდეც მაგრამ მალევე გამოვიდა.გურამს ერთი კარგი თვისება ჰქონდა,თავგადაკლული იყო ლუკაზე,აძლევდა ყველაფერს და უსრულებდა რასაც მოითხოვდა.ნენეს კი,უბრალოდ ეუბნებოდა :“ჯერ პატარა ხარ და არ გჭირდება,როცა გაიზდები შენც გექნებაო“
რა ექნა? მოთმინებით იტანდა გოგოც და ელოდა,როდის გაიზრდებოდა.
ერთხელ ასეთ ჩხუბსა და აყალმაყალში ატირებულ დედამისს წამოსცდა შემდეგი ფრაზა:“შენ არ იყავი,რომ იძახდი თუ გოგო იყო არ გააჩინოო,ეხლა შეგიყვარდა შვილი?მთელი სიცოცხლე მიგდებული გყავს.დედაშენი,რომ არა არც იქნებოდა“ამოისლუკუნა ქალმა და კართან ჩაიკეცა.
ნენეს იქ ყოფნა არც შეუმჩნევიათ,ატირებული გამოიქცა ჩემთან და ზსტად მაშინ გავიგე მასზე ყველაფერი-ყავა კვლავ მოსვა და ოდნავ გამიღიმა-ახლა დროა დიმაზეც გადავიდეთ
-მის სიყვარულზე?-მეც გამეღიმა
-ჰო.დიმა,რომ გაიცნო უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა,1 კურსზე იყო.მაშინ მამამის აღარც ელაპარაკებოდა,მაგრამ მისი ძმა „შავობას“აწვებოდა და ყველამ იცოდა ვინ იყო ნენე.
ვერც სკოლაში,ვერც უბანში,ვერც უნივერსიტეტში,ვერსად უბედავდნენ გოგოს სიყვარულის ახსნას.ყველას ეშინოდა ლუკასი,მაგრამ თვითონ ნენეც სხვანაირი იყო და არასოდეს ყოფილა ტუტუცი და ქარაფშუტა გოგო.დინჯი და დამჯერი იყო.იცოდა ლუკამაც და ლანამაც,რომ მისი ნდობა ყველგან და ყოველთვის შეიძლებოდა,ისიც იცოდნენ ნენეს ტყუილი არ უყვარდა,არასდროს ატყუებდა დედას,მიუედავად იმისა,რომ სხვებთან ეს შესანიშნავად გამოსდიოდა.
ასე,რომ დადიოდა შხამიანი ყვავილივით,რომლის შეხებაც კი მომაკვდინებელია.
დიმასთან კი ყველაფერი სხვანაირად იყო.ერთ დღეს,როცა მათთან ვიყავი სტუმრად იდეა მომივიდა და უმალ გავაცნე მასაც:
-აუ გოგო,წამო რა ჩემთან წვიდეთ სოფელში მაგრად გავერთობით
-კარგი რა,ხო იცნობ ლუკას,არ გამომიშვებენ-წყენით ჩაულაპარაკა და ფიქრებში წავიდა
-შენ ძმას მე ვეტყვი,მთავარია ლანა დაგვთანხმდეს და ლუკასაც დავიყოლიებთ რა-არ ვნებდებოდი მე
-კარგი ვცადოთ,ჩემი რა მიდის,ისე კი ძალიან მინდა შენტან წამოსვლა ნინ.
-ხოდ აი ნახავ,სულ მალე სოფელში ვიქნებით და ყვარელის ულამაზესი ბუნებით დავტკბებით.
ასეც მოხდა,ცოტა კი გაგვიჭირდა,მაგრამ მაინც დავიყოლიეთ და 3 დღეში უკვე იქ ვიყავით.დიდები არ ვიყავით პირველი კურსის სტუდენტები,მაგრამ მე მაინც ასე ვგრძნობდი თავს,ყოველთვის უფროსი ასაკის სეხედულება მქონდა ხოლმეს,ნნეს კი 15 წელსაც ვერ მისცემდა ვერავინ,ამაზე ხშირად ვიცინოდით ხოლმე.
იმ დღეს,როცა ჩავედით,დავბინავდი,დავალაგეთ,ბაბოს გამომცხვარი პურები და საჭმელებიც ვჭამეთ და საღამოს ე.წ.“ბირჟაზე“გავედით.
მე იქ ყველა მიცნობდა,მთელი ბავშვობა ნუნუ ბებოს ეზოსა და ბაღჩასი მაქვს გატარებული,აი ნენე კი ახალი ხილი იყო მათთვის.ყველა გაფაციცებით აკვირდებოდა და კითხვებს უსვამდნენ,მეორე დგღეს მთელმა სოფელმა იცოდა,რომ ზარდიაშვილებს ოჯახში თბილისელი სტუმარი ჰყავდათ.
მეორე დისით სარამოს ისევ ფავედით სასეირნოდ,ოდნაც ციოდა,ამიტომ ნენემ მოაცმელიც წამოიღო,მე კიდევ არ მცივა-თქო,ვუთხარი და გავუდექით გზას.
ჯერ მაღაზიაში შევიარეთ და მზსუმზირა ვიყიდეთ.
ბნელოდა,როცა ხალხის გუნდს მივადექით,მე ჩემი ნაცნობები მოვიკითხე და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი
-ნენე მოდი შენც-შევთავაზე მოგობარს და ხელი სკამზე დავატყაპუნე,სადაც კიდევ იყო ერთი ადგილი დარჩენილი.
-ნენე?-უცებ თემოს გვერდით მდგარმა,მაღლმა ბიჭმა ჩალაპარკა.ძალიან გამიკვირდა,სახესაც ვერ ვხედავდი,რომ მეცნო,მაგრამ ხმაც უცხო ჰქონდა,
-ჰო,ნენე!შენ ვინ ხარ?-ვუთხრაი უცნობ სილუეტს და გოგოს გავხედე,რომელიც უკვე ჩემს გვერდით დამჯდარიყო,შემდეგ ისევ მას და თვალს არ ვაშორებდი,თითქოს გამაბრაზა კიდეც მისმა წარმოთქმულმა სახელმა.
უცებ,3 ბიჭი მოგვიახლოვდა,მათესკენ წავიდნენ და რაღაც გადასჩურჩულეს
-დიმა,სასწრაფოდ გავდივართ!-უთხრა იმ უცნობ და აწ, უკვე დიმას.
ბიჭები შემოგვეფანტნენ,ჩვენც ავფუსფუსდით.გვაინტერესებდა ასე უცებ რა ეტაკათ,ან სად წავიდნენ,თუმცა ვერაფერი გავიგეთ.
ჭორაობით გული,რომ ვიჯერეთ სახლისკენ დავბრუნდით ისევ.
გზა არც ისე შორი იყო,მაგრამ უკვე შებინდებული იყო და არც ლამპიონებით ვიყავით განებუვრებულები.
ასე თუ ისე სახლამდე მივაღწიეთ,მაგრამ ჭიშკართან მიახლოებულები ხმამ შეგვაჩერა
-ასე გვიან,რომ არ უნდა დადიოდეთ გარეთ არ იცი?-გაოცებისგან ძლივს გავიხედე იმ მიმართულებით საიდანაც ხმა მოდიოდა და ჩემი ძმა,რომ ამოვიცანი ბედნიერი გავექანე მისკენ.
-ვაიმე ლექსო,როდის ჩამოხვედი?როგორ მომენატრე
-შენ წარმოიდგინე და მეც-გამიღიმა და გულში ჩამიკრა
-რა დამპალი ხარ!-დავტუქსე უცებ და ნენეს გავხედე-ნენე ლექსო ხომ გახსოვს?
-კი,როგორ არ მახსოვს.გამარჯობა-მორცხვად ჩაილაპარაკა და ხელები უკან წაიღო
-უი, მართლა შენ გეცოდინება რა ამბავი იყო წეღან.მთელი სოფლის ბიჭები,რომ გაცვივდნენ?-ინტერესით ვკითხე და ეზოსკენ დავიძარით
-ნინო ეგ შენი საქმე არ არის და არ გამაბრაზო იცოდე
-რას ჰქვია არ არის?ჩვენს სოფელში ხდება და არ უნდა ვიცოდე?
-მოკლედ რა,შენ ხომ არ მოასვენებ კაცს-შემიბღვირა და სახლში შევიდა-ერთი ბიჭია ქალაქიდან ჩამოსული,რაღაც საქმე ჰქონდა თაზოსთან და მგონი მოაგვარა კიდეც
-ვინ არის?ვიცნობ?
-არა ნინ,შენ არ იცნობ,მაგრამ კარგი ადამიანია და გაგაცნობ კიდევ 2 კვირა რჩება,დიმა ჰქვია.ამ სახელის გაგონებისტანავე წამოვიყვირე
-დიმა?!
-ჰო,რა გაგიკვირდა?-უცნაურად შემომხედა ძმამ
-არაფერი,ისე.
***
-დიმა შავი სამყაროს წარმომადგენელი იყო?-ვკითხე ნინოს და ცნობისმოყვარედ მივაჩერდი
-არა! რას ამბობ-თავი გააქნია-სიმართლე,რომ გითხრა თავიდან ჩვენც ეგრე გვეგონა,მაგრამ მერე გავიგეთ,ყველაფერი გავიგეთ და მათი ამბავიჩ დაიწყო.
ცხვირზე ჩამოფხატული სათვალე ზევით ავწიე საჩვენებელი თითით და განაბული დავიწყე მოსმენა...


პ.ს.საცდელი თავია.თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ,ამბის 80% ნამდვილია,უბრალოდ დეტალები შევცვალე,რომ საინტერესო წასკითხი გამხდარიყო.იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი მიკა

მე მომეწონა :) გააგრძელეე,ოღონდ თავები გაზარდე,რაა..

 


№2 სტუმარი manana

kargia da tu simartlesan axloamitumetes male dade axali tavi .ok

 


№3  offline წევრი mimimimo

მომეწონა!
ველი გაგრძელებას.
იმედია ცუდად არ დასრულდება.
წარმატებები!

 


№4 სტუმარი Ano

აუცილებლად გააგრძელე <3 ძალიან კარგია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent