შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (12თავი)


8-06-2016, 08:11
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 037

-კი სახლშია აპა სად იქნება ამ შუაღამეზე? სად ხართ თქვენ არ მოდიხართ? გახდა პირველი საათი უკვე.
-ხო მალე მოვალთ უფრო სწორად უკვე მოსულები ვართ
-სანდრო ვის ელაპარაკები? ვინ უნდა მოვიდეს? (თიკო)
-არაფერი. ისე უბრალოდ ვალაპარაკობდი მობილურზე.
-ისე უბრალოდ არ აის კიდე. რაღაც ხდება აქ და ეგ ამბავი არ მომწონს და იცოდე თუ მე მეხება ვერ გადამირჩები.
-შენ ჯობია ფანჯრიდან გადაიხედო. გეძახიან.
-ვინ არის ეს გიჟივით რომ კივის ქვემოდან?
-თიკო მე შენ მიყვარხარ ძალიან.
-ნიკა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-მე შენ მიყვარხარ თიკო და მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა.
-ვაჟბატონო ეს არის არავინ არის ისე ვლაპარაკობ მობილურზეო?
-თიკო სანდროს ბრალი არაფერია ყველაფერი მე მოვიფიქრე.
-ნიკა ვაფასებ შენს ძალისხმევას, მაგრამ მეზობლები რომ არ გაგეღვიძებინა ისე პირისპირ ვერ მეტყოდი?
-მაპატიე. მინდოდა რომ გრანდიოზული ყოფილიყო.
-კარგი არაუშავს, მაგრამ ნიკა: მესმის რომ ძალიან გიყვარვარ და ვხვდები რასაც გრძნობ ჩემს მიმართ მაგრამ მინდა გითხრა რომ მე სხვა მიყვარს.
-რაა? კი მაგრამ თიკო ვინ გიყვარს?
-მაგას ვერ გეტყვი და ვერც ვერასოდეს ვერავინ გაიგებს.
-რაიყო გოგო ბანდიტი გიყვარს?
-არა არაა ბანდიტი, წყნარი მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა, მეგობრები ვართ, მაგრამ მან არ იცის რომ მე მიყვარს, ამიტომ თუ ვინმემ გაიგო ისიც გაიგებს. ამიტომ არ ვეუბნები არავის.
-ღმერთო ჩემო, ანუ გინდა თქვა რომ ამდენი ნაშრომი წყალში ჩამეყარა? ო ღმერთო არა.
-მაპატიე ნიკა რომ ესე მოხდა, მესმის შენი, მაგრამ მეც გამიგე. მე და შენ ყოველთვის მეგობრები ვიქნებით და არასოდეს მეწყინება შენი სიტყვები.
-კარგი თიკო მე ვერაფერს დაგაძალებ.
-თიკო უკვე ტვინი მტკივა ამდენი ნაფიქრი (სანდრო)
-რაიყო რაზე ფიქრობ?
-დღემდე ვერ ვხვდები ვინ გიყვარს.
-არცარი საჭირო. თუ მან მითხრა მიყვარხარო იმავე დღეს შეგატყობინებ, მანამდე კი არ არის საჭირო. მერწმუნე.
-ხო კარგი მაგრამ მე მაინც ვეძებ ვინ არის.
-კარგი ეძიე, მაგრამ მეეჭვება რომ ოდესმე მითხრას მიყვარხარო, იმიტომ რომ მგონი სხვა უყვარს.
-რაა? აუ ცუდია, არ ინერვიულო ჩემო პატარავ ყველაფერი კარგად იქნება მე დაგიდგები გვერდით. რაც არ უნდა მოხდეს არ მიგატოვებ.
-მადლობა სანდრო ძალიან მიყვარხარ. შენკენ რახდება უთხარი ნინის რომ გიყვარს?
-არა ჯერ არ მითქვამს ხვალ ვაპირებ თქმას და შენც დამეხმარე რა.
-მეე? მე რაში უნდა დაგეხმარო?
-რაიყო რა სახე გაქვს ესე მგონია მეორე მსოფლიო ომმა შენზე გადაიარა.
-არაფერი უბრალოდ ვერ გავიგე მე როგორ დაგხმარებოდი.
-გთხოვ არაფერი უთხრა მანამდე და რაც ნიკამ გაგიკეთა იგივე უნდა გავუკეთო მეც.
-კარგი არ ვეტყვი მაგრამ ფრთხილად იყავი ჩემზე საშინელი ხასიათი აქვს მაგ საკითხთან დაკავშირებით.
-რაიყო ასე რამ დაგამგვანათ დაქალები ერთმანეთს?
-არაფერმა უბრალოდ ვიცით ერთმანეთის ხასიათი. კარგი წავედი მე მეძინება.
-თიკო შვილო ერთი წამით ჩემთან მოდი რა.
-რა ხდება დედა ხომ მშვიდობაა?
-კი უბრალოდ შენთან სერიოზული საქმე მაქვს.
-დედა უკვე მაშინებ.
-თიკო რაღაც ეს ერთი კვირაა ხასიათზე არ ხარ და რა ხდება? კარგი დღეს ნიკას გამო მაგრამ საერთოდ რა ხდება?
-კი დედა მშვიდობაა. რა უნდა მჭირდეს. კარგად ვარ.
-თიკო ხომ ხედავ ხმაშიც კი გატყობ რომ ნერვიულობ. ამიხსენი რა ხდება არავის ვეტყვი.
-ერთ ბიჭს ეხება საქმე, უფრო სწორად ორს, ნუ ერთს.
-თიკო რა ხდება მითხარი. ხომ იცი რომ არავის ვეტყვი?
-ერთი ბიჭი მომწონს და მან ეს არ იცის, ისე მინდა რომ იცოდეს მაგრამ არც მინდა. მე ვიცი რომ ის არასოდეს შემიყვარებს და გული ძალიან მტკივა. არ ვიცი რა უნდა ვქნა.
-არ ინერვიულო თუ მასაც უყვარხარ აუცილებლად გეტყვის. მაგის გამო ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. დამიჯერე. იმედი მაქვს გულის სიღრმეში მასაც უყვარხარ. ეხლა ის მითხარი შენსა და სანდროს შორის რა ხდება.
-ჩემსა და სანდროს შორის რა ხდება?...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent