შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრიზი თუ განაჩენი?! -5-


8-06-2016, 14:26
ავტორი sopiko
ნანახია 2 042

[თავი 5]
-ახლაც კანკალებ. კიდევ გეშინია?-ხელები შეუშვა ნოემ და ღიმილით შეათვალიერა.
-მაშინ არ მეშინოდა, მაგრამ ახლა მეშინია...-სევდიანად გაუღიმა ქალმა და მოღეღილი პერანგი შეისწორა.-აქ პირველად ამოვედი. პირველად მამაკაცთან ერთად, რომელიც აქაურობას საერთოდ არ იცნობს. შენ ისიც არ იცი, როგორი ნიადაგია აქ... როგორი წვიმები იცის.. შეიძლება ისეთი თავსხმა დაეშვა, რომ ვეღარც ზემოთ აგვეღწია ცოცხლებს და ვეღარც ჩაგვეღწია, მაგრამ ახლებს ვენდობი!
-თავიდან ხომ ყველა ახალია?-ეშმაკურად შეეკითხა მამაკაცი. სასურველ პასუხს ელოდა.
-ჩვენ იმქვეყნიერებისთვის არ უნდა გვეთვალთვალებინა?-მოხერხებულად აარიდა პასუხს თავი და სკამივით ამობურცულ ადგილას ჩამოჯდა.
ნოე განგებ გვერდით მიუჯდა ქალს. თითქოს საკუთარი თავის გამოცდა უნდოდა. ტაისიამ ისევ რაღაც ღილაკს დააჭირა თითი, რომელიც ქვიან ქიმზე იყო დამაგრებული და წარმოსახვითი არეც გამოჩნდა.
-ეს ჩემი სამშობლოა?
-შენს სამშობლოში ხომ ისედაც იცი, რაც ხდება. ჩემს ქვეყანას განახებ. იტალიას, კერძოდ კი რომს.-მიუგო ტაისიამ და თავისი ქვეყნის დანახვაზე ბედნიერს გაეღიმა.
-სიყვარულის ქალაქიდან ხარ?-სასიამოვნო გრძნობა ჩაეღვარა ორგანიზმში ამის გაგებისას.
-სიყვარულის ქალაქი პარიზი არ არის? ადელაინში აგერიე.-შეუსწორა ქალმა.
-არა, შენ არავინ გგავს. ვერავიში ამერევი.
-შენ რა იცი, ჯერ ორი დღეა მიცნობ.-შეედავა ტაისია, თუმცა გულისცემა კი აუჩქარდა.
-მეც არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიცი.
თვალს არ აშორებდნენ წარმოსახვით არეს. ახსენდებოდათ ის დრო, როცა იმ ქვეყნად იყვნენ. ნოეს ნოსტალგია ჯერ საერთოდ არ ჰქონდა. უხაროდა, რომ იქაურობას ცოტა ხნით გამოეცალა. თანაც ორი კვირა რა იყო. უკვე ესეც აღარ დარჩენილიყო. ტაისია კი ვერასდროს დაბრუნდებოდა თავის სამშობლოში... ვეღარასდროს ჩაისუნთქავდა ''იმ'' ჰაერს და ამ სამარადისო წადილს ვერც მოკვდავობის წყალი შეუსრულებდა და ვერც უკვდავების...

-გინდა არწივის ბუდე ვნახოთ?-ახალი იდეა წამოაყენა ტაისიამ.
-იქ მაინც ხარ ნამყოფი?-დასცინა ჯაყელმა.
-არა, მაგრამ პირველად შენთან ერთად ვნახავ. არ გინდა?
ნოეს უნდოდა ეთქვა, მარტო ყოფნას ყველაფერი მირჩევნიაო, მაგრამ მეორე ხმა იმას ჩასჩიჩინებდა, რომ ეს ტაისიასთან ყოფნა ერჩივნა ყველაფერს. რაღა თქმა უნდა, ჯაყელი ამას არ იჯერებდა. ან როგორ უნდა დაეჯერებინა, როცა ჯერ მხოლოდ 36 საათი იყო გასული, რაც ამ ქალს იცნობდა?
-წავიდეთ.
არწივის ბუდის სანახავად უფრო მაღლა მოუწიათ ასვლა. ტაისია ძლივსძლივობით მიიწევდა წინ. შეშინებული ჩაფრენოდა ნოეს მკლავს და წარამარა კიოდა. ჯაყელს ერჩივნა, რომ ზურგზე მოეკიდებინა და ისე ასულიყვნენ, მაგრამ ტაისია უარზე იყო. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ასე ერთი საათის დაგვიანებით მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს.
-მალე ავალთ?
-ცოტაც და...
ერთი ათჯერ მაინც იყო ასეთი დიალოგი მათ შორის. ცოტა ვერა და ვერ დასრულდა. არა, ნოე კი არ იღლებოდა, უბრალოდ ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ამ ძრომიალით ტაისია და მაინც ვერ მოდიოდა აზრზე, თუ რატომ მოინდომა მან არწივის ბუდის ნახვა, თუ სიმაღლის ეშინოდა და არც მოქნილი მოძრაობებით გამოირჩეოდა.
-მორჩა! ავედით!-წამოიყვირა ტაისიამ, როგორც კი რაღაც გვირაბი დაინახა და იქითკენ გაიქცა.-აქ უნდა შევძვრეთ.
ორივე გვირაბში შეძვრა. შიგნით ბნელოდა, თუმცა არც ისე, რომ ვერაფერი დაგენახათ. არწივის ბუდე სხვა ჩიტების ბუდისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ძალიან დიდი იყო და სიღრმე არ ჰქონდა.
-ნახე, მართვეები. პატარა მართვეები.-სახე გაებადრა ''შავტუხა'' მართვეების დანახვაზე ქალს, თუმცა მათთვის ხელი არც უხლია.-შეიძლება გული გაუსკდეთ, რომ შევეხო.
-მერე რა?-უდარდელად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-მერე რა და ის, რომ მეცოდებიან! ჩემი სიამოვნებისთვის ისინი რატომ უნდა მოკვდნენ?-თვალები დააჭყიტა ნოეს სიტყვების გაგონებისას.
-კარგი, ნუ გამიბრაზდები! ისე ვთქვი, შემთხვევით.-თბილად გაუღიმა ნოემ.
-ხოდა მსგავსი რამ აღარ გაიმეორო... ჩემთან. დაშას შეიძლება სულაც არ ადარდებს პატარა, უმნწეო ჩიტები!
-მუდამ დაშას რატომ წვდები?-დისტანცია დაარღვია ჯაყელმა, რომელიც ქალისგან აშორებდა.-რატომ, მიპასუხე.
-მე... მე...-ალუღლუღდა ტაისია.
-უკან არ გაიწიო, თორემ მართვეებს გაჭ....ტ!
-მაშინ შენ გაიწიე!
-არა, მინდა დაგაბნიო!
-ღამდება! უნდა წავიდეთ! სისულელეებს ფიქრობ და ამ სისულელეების შენვე გჯერა! არასწორად მოვიქეცი, მთელი დღე შენ რომ დაგითმე.-აპილპილებულმა აუარა გვერდი მამაკაცს და გარეთ გავარდა.
-და შენი აზრით ამ კლდიდან ჩემს დაუხმარებლად ჩახვალ?-მოიღუშა ნოე.
-ჩავალ!
''ჯიუტი, თავისნათქვამა, დაუმორჩილებელი!''-გაიფიქრა ჯაყელმა და თვალწინ ისევ ჯანო დაუდგა.

საწოლში დასაძინებლად დაწოლილ ნოეს ფიქრები არ ასვენებდა. როგორ წარმოიდგენდა, რომ ეს მშიშარა და მოუქნელი ქალი თავისით ჩავიდოდა კლდიდან, მაგრამ ტაისიამ რადგან თქვა, ერთხელაც არ შეუხედია ნოესთვის მუდარით სავსე თვალებით. პირიქით, ძალიან გაბრაზებული იყო და ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის მთელი გზა. თავის მხრივ ნოესაც ნერვები ეშლებოდა. ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს, მან კი რამხელა ამბავი ატეხა. მაშინ არ ცდებოდა, თავის შესაძლებლობებში ტაისიასთან მიმართებაში ეჭვი რომ ეპარებოდა. შეუძლებელი იყო ჯანოს მიეღწია მიზნისთვის და ნოეს ვერა, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ იყო. ეს ორი დღე ნოეს ცხოვრებაში ისე იბეჭდებოდა, როგორც ფოტოები ფირზე. ამ ორ კვირას დასასრული აუცილებლად ექნებოდა, ამიტომ აზრი არ ჰქონდა რაიმე სერიოზული ურთიერთობის გაბმას. მხოლოდ ცდა იყო საჭირო და ტაისიაც გატყდებოდა. ვეღარ შეძლებდა წინაამღდეგობის გაწევას. თავს აწევდა და ნოეს თვალებს შეხვდებოდა. თვალებს, რომლებიც ყველაფრის ძალას გამოაცლიდნენ.

შუაღამისას გაეღვიძა და ვერაფრით ვეღარ მოხუჭა თვალი. ჩუმად გავიდა აივანზე და ღამის სილამაზით ტკბობაში ისე გაერთო, რომ მთელი სამყარო გადაავიწყდა. რაღაც შრაშუნის თუ ფხაჭუნის ხმამ გაახედა გვერდით. ორი აივნის იქით ქალი იდგა. თეთრი პერანგის ბოლოებს ქარი უფრიალებდა. თმა წინ ჰქონდა ჩამოშლილი და მიუხედავად იმისა, რომ სავსე მთვარე იყო, ნოე მაინც ვერ ახერხებდა ქალის ვინაობის ამოცნობას. ტიროდა? ალბათ... თავი ჩაეხარა და რაღაცას ბუტბუტებდა. ჯაყელმა მეტი ვეღარ მოითმინა. ქართველურმა ცნობისმოყვარეობამ მეორე აივნისკენ უბიძგა... მერე მესამისკენ და... ნოე ძალიან ადვილად გადაძვრა ერთი აივნიდან მეოთხეზე.
-შენ?!-მოგუდულად შეკივლა ტაისიამ და მის დანახვაზე ნოემ უკან დაბრუნება ინატრა.
ისეთი ლამაზი იყო... ისეთი თეთრი... ისეთი ფაქიზი... ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ლოყებიც დასველებოდა. მხრები უცახცახებდა. ნოეს იმ ადამიანის გასრესა მოუნდა, ვინც ეს პოზიტიური ადამიანი ასეთ დღეში ჩააგდო.
-ვინ?-კბილებში გამოცრა და ქალს მაჯებზე ხელები მოუჭირა.
-არავინ...-თავი გააქნია ქალმა.
-რამ?
-არაფერმა...
უნებურად მოხვია მკლავები და ნიკაპი ქალის თავს დააბჯინა. ტაისიას თმასაც კი იასამნის სურნელი ჰქონდა... მოიისფრო სურნელი...
-აქ იასამნები ხარობს?
-მგონი არა...
როგორც ღიმილი გადაედებოდა ხოლმე, ისე ტკივილმა დაუწვა გული. ჯერ კიდევ არ იცოდა, რა აწუხებდა ტაისიას, მაგრამ ამის გაგება ახლა არც უნდოდა. მთავარი ის იყო, რომ ქალის ცრემლები ალპობდა და ქვესკნელში ფლობდა...
-მაპატიე. ასეთი არ უნდა გენახე.-მამაკაცის ხელები მოიშორა ტაისიამ და აივნის კარები შეაღო.-უნდა დავიძინო.
-ხომ იცი, რომ ვერ დაიძინებ...
-ვიცი.-თავი დაუქნია ქალმა.
-ხოდა საბანი აქ გამოიტანე და აივანზე დავიძინოთ. პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნები.-ცუდი რომ არაფერი ეფიქრა, მაინც დაამატა.
ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა. ცივ იატაკზე ჯერ ნოე დაჯდა. მოშორებით აწურული იდგა ტაისია. მოდიო, ხელი დაუქნია. ის მაინც მორიდებით მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. ნოემ მიიხუტა და საბანი გადააფარა. თვითონ სიცივეს ვერ გრძნობდა. პირიქით, ხურდა.
-მადლობა.-თავი მხარზე დაადო ქალმა.
ნოეს არაფერი უთქვამს.

^^^
ერთი თავიც და გაიგებთ, რა ატირებს ტაისიას! სინამდვილეში რატომ შეცვალა ნოეს ამ ქვეყნად ჩამოსვლის დრო და რისი ეშინია...
იმის შემდეგი კი უკვე დასასრული იქნება!
რატომღაც გუშინ რომ ვთქვი, არ ვიცი, დასასრულს როგორ მიიღებთ_მეთქი, ანიმ იფიქრა, ცუდად ასრულებსო. (ცუდად-ში ვგულისხმობ ''უ-ჰეფიენდობას'') თუმცა ეს ნამდვილად არ მიგულისხმია. დასასრული მრავალნაირი შეიძლება იყოს და მე როგორც დავასრულე, ეგ თუ მოგეწონებათ, აი, ეს მაღელვებს.
ველი თქვენს შეფასებებს! რას ფიქრობთ მოვლენების ასე განვითარებაზე?
უყვარხართ სოფიკოს!
გთავაზობთ პროტოტიპებსაც!
პრიზი თუ განაჩენი?! -5-
პრიზი თუ განაჩენი?! -5-



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგი იყო.. რამდენი ინტრიგაა დავიტანჯე მალე დადე რა wink ტაისია ულამაზესია

 


№2 სტუმარი Black

Dzalian magaria sopachka<3yochag idumalo..;)

 


№3  offline წევრი cisa

ინტრიგანოო ♥ ძალიან მაინტერესებს რანმოხდება შემდეგს მოუთმენლად ველოდებიი ♥ ძალიან საყვარელია ტაისია ♥მაინტერესებს რა არის მათი "ბოლო" ჩემო ნიჭიერო ♥

 


№4  offline მოდერი sopiko

კიბო
ძალიან მაინტერესებს, ძალიან *----*

მეც ძალიან მახარებს ეს ინტერესი love
ანი ანი
ძალიან კარგი იყო.. რამდენი ინტრიგაა დავიტანჯე მალე დადე რა wink ტაისია ულამაზესია

გმადლობ, ანი love
პირველად მყავს გარეგნობით ასეთი იდეალური პერსონაჟი {ვგულისხმობ ტაისიას}. რატომღაც ეს გოგო გავაიგივე არაამქვვეყნიურ სილამაზესთან და ეს არჩევანიც ამიტომ გავაკეთე.
Black
Dzalian magaria sopachka<3yochag idumalo..;)

გმადლობ, ნოე!
ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ მოგწონს ისტორია, რომლის მთავარ გმირსაც შენი სახელი ჰქვია lol
cisa
ინტრიგანოო ♥ ძალიან მაინტერესებს რანმოხდება შემდეგს მოუთმენლად ველოდებიი ♥ ძალიან საყვარელია ტაისია ♥მაინტერესებს რა არის მათი "ბოლო" ჩემო ნიჭიერო ♥

ამათ ბოლოსაც მალე გაიგებთ lol
უყვარხარ ინტრიგანს! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent