ჩემს ვენებში [5]
– უნდა დაურეკო! – ალბათ, მეათასეჯერ უმეორებს ანაბელი დაქალს, გასული ოთხი დღის განმავლობაში, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვერაფერს გახდა მის წინაშე. – თან, უკვე გამოწერდნენ. – არ ესიამოვნება, ხომ ვიცი... – რას ჰქვია, არ ესიამოვნება? – გაცხარდა ანაბელი. – შენ თუ არ შეგიძლია, მე შევძლებ. როგორ ფიქრობ, ხარ მაგისთვის მზად? – გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი მოჰხვია. – გამაგრდი, გთხოვ! – არ ვარ მზად. დავიბენი. არ ვიცი, რა შეიძლება ვქნა და მგონი, ამ ყველაფერს ჯობს, თავი დავანებო. ასე უკეთესი იქნება. – ანაბელ! – გაიგო ანაბელმა ნაცნობი ხმა და გაოცებული შეტრიალდა ბიჭისკენ, რომელსაც გვერდს ძალიან ლამაზი გოგონა უმშვენებდა. – შენ თავს ვფიცავარ, ამ წამს ვაპირებდი შენთან დარეკვას. – ხელში მომარჯვებული მობილური უფრო მაღლა ასწია ღიმილით. – რას გაშეშდი, მოდი, მაკოცე. – გაიცინა და არც აცადა ანაბელს აზრზე მოსვლა, ისე მივიდა მასთან. – ცოტნე?! როგორ ხარ? სანდრო. – ცოტა არ იყოს და მას არ ელოდა. – გამარჯობა. – ძლივს ამოიღო ხმა და თავჩაღუნულ ლიზას თვალებ ამღვრეულმა გადახედა. – ნორმალურად, რა ვიცი. – მხრები უბრალოდ აიჩეჩა და ანაბელის მზერას თავისი გააყოლა. – ლიზა! – ასევე. – დინჯად, მაგრამ, როგორც წინაზე, ახლაც ჩაწითლებული თვალებიდან მკაცრად იყურებოდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ასწია თავი გოგონამ და მაშინვე ინანა თავისი ქმედება, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, სხვა გზა, არც ჰქონდა. არ უნდოდა ცუდი ტონი გამოსვლოდა, მაგრამ იქ ვერ დაჯდებოდა და ვერ უყურებდა ცოტნეს, სხვა გოგოსთან ერთად, რომელიც მისი შეყვარებული იყო. ჩანთას მოკიდა თუ არა ხელი, მაშინვე მიუჯდა გვერდით ცოტნე და განძრევა ვეღარ შეძლო ადგილიდან. – სად მიდიხარ? – ინტერესით ჰკითხა ლიზას და ანაბელს თვალებით ანიშნა, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არისო, რადგან დაქალის მდგომარეობის გამო, ბელსი უკვე ჭკუაზე აღარ იყო და ეს მის ქმედებებსაც დაეტყო. – ანაბელ, შენ, როგორ ხარ? – ვითომც არაფერი, ისე მიიჯინა მარჯვენა გვერდზე უცნობი გოგონა. – კარგად, კარგად. მალე მიწევს აქედან წასვლა დროებით და არ მინდა. – სცადა დაძაბული მუხტის გაფანტვა თავისი უბრალო თემით და გამოუვიდა კიდეც. თითქოს, ერთიანად მოეხსნა ყველანარი დაძაბულობა ლიზას. ვეღარ გრძნობდა ვერაფერს, გარდა უსაზღვრო სიყვარულისა ცოტნეს მიმართ. ადრე, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად უწევდა მასთან შეხვედრა, ძალიან სწყინდა მისი ერთი გამოხედვაც კი, რადგან იქ სხვა რაღაცეებს ხედავდა, ვიდრე ადრე. წელში გაიმართა, თითქოს ამით ცდილობდა ეთქვა, ვერ მომტეხო. თმა ყურს უკან გრაციოზულად გადაიწია და ანაბელს გაუღიმა, თან თვალი ჩაუკრა. ,,ის თუ არის ბედნიერი, მე, რატომ ვერ შევძლებ?’’ – დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა და ცოტნეს გადახედა. – სანდრო, როგორ ხარ? გულწრფელად დაინტერესდა ბიჭის მდგომარეობით, რადგან, როცა ცოტნე და ის ერთად იყვნენ, სანდროსთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. მერე ყველაფერი აირია, როგორც მოსალოდნელი იყო, არა ლიზას მხრივ, არა სანდროს მხრივ, უბრალოდ ერთი უერთიერთობის დანგრევას, მეორე გაუცნობიერებლად, ბუნებრივად, ავტომატურად მიჰყვა, რადგან იმდენად ვეღარ ახერხებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას, ამან კი დღევანდელი შექმინილი ვითარება განაპირობა. მიუხედავად ამ ყოველივეს, სანდროზე მაინც დღემდე გიჟდება, როგორც პიროვნებაზე, იმიტომ რომ ეს კაცი, ყველანაირად იდეალური იყო და ამას არავინ უარყოფდა. ერთადერთი, რაც ბიჭს ,,ხელს უშლიდა’’ ზოგ ზოგ ხანში შესულ ადამიანთან, ეს იყო მისი ,,ნაციხრობა’’ და ნარკოტიკთან მიდრეკილება. იმდენად უყვარდა სანდროს მოხუცები, ძალიან წყდება გული ზოგი მათგანი მასზე მისი წარსულის და აწმყოს გამო უარს რომ ამბობდა. სამაგიეროდ, არცერთი ბავშვი არ ამბობდა მასთან ურთიერთობაზე უარს, რადგან სულ სხვანაირი, განსხვავებული, თბილი და საოცარი მიდგომა ჰქონდა მათთან, რითიც, ცოტა არ იყოს და – ამაყობს. რატომაც არა, საამაყოა! – რა ვიცი, ლიზუ, ისევ ისე, როგორც აქამდე და როგორც ყოველთვის. – მხრები ღიმილით აიჩეჩა და თვალ მოჭუტულმა გადახედა ანაბელს. – ანაბელს, არ გამაცნობთ? – ვერ გაიგო ანაბელმა რატომ, მაგრამ ბიჭს ის წრფელი ღიმილი, რომლითაც ლიზას უყურებდა, პირქუშმა ირონიამ შეუცვალა. დაიბნა, ბელსი, ცოტა არ იყოს, და. – იცნობ, ფაქტობრივად. – წარბი ეშმაკურად აუციმციმდა და რაღაც ანიშNა თვაებით. – სად მაქვს გაბრიელის თავი, ხომ ვიცი, ტვინს შემიჭამს. – არადა არ წყვეტდნენ ცოტნე და სანდრო ერთმანეთში გოგონებისთვის უცნობ თემაზე საუბრას, თან ეს ყველაფერი სიამოვნებდათ, სიამოვნებდათ, ასე მარტივად რომ აბნევდნენ ორივეს. – ანაბელ, შენ იცოდი, ლილე ჩემი რძალი რომ არის? – სიცილით ჰკითხა ცოტნემ და დააკვირდა გოგონას რეაქციას, ამის შემდეგ კი მთელი ხმით ახარხარდა. – კაი? – გაოცებულმა გოგონამ, სხვა ვერაფრის თქმა მოახერხა. – ამდენი დამთხვევა რანაიდ არის შესაძლებელი? – თავის თავთან ერთად, მათაც დაუსვა ეს შეკითხვა. – სიურპრიზებით ვართ სავსე! – ოდნავ მიიწია მისკენ სანდრო. – ჯერ სად ხარ! – ყურში უჩურჩლა და ნელა მოშორდა. ერთხელ ამრეზით გადახედა ანაბელმა ბიჭს და მთელი საღამოს განმავლობაში ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა სანდრო არ წყვეტდა მის წვალებას. ,,რა ლამაზი ფეხები გაქვს, ნამდვილია?’’ – მსგავსი კითხვებით სახის გაწითლებამდე აბრაზებდა გოგონას. მერე, ანაბელის მობილური აიღო და პირდაპირ სურათების დათვალიერებას შეუდგა, ბოლოს კი ჩუმად უთხრა, მხოლოდ მას რომ გაეგო, ,,მგონი, მკერდი დაგიპატარავდა,’’ ,,ერთი კარგი პლასტიკური ქირურგი ვიცი, თუ გინდა მიგაგზავნი, თან ნახევარ ფასში გაგიკეთებს, თორემ იმდენად დიდი იმპლანტანტი დაგჭირდება, არ მგონია ვინმეს მაგდენი გადაეხადა საერთოდ მაგ კლინიკაში.’’ არადა, რას ერჩოდა, არც არაფერს, უბრალოდ ამწარებდა, თორემ ანაბელს თავისი სამი ზომა მკერდი, სრულიად აკმაყოფილებდა, თანაც ასეთი მკვირი და ფაფუკი... ისე, არა მარტო ანაბელს! პირდაპირ აცოფებდა მისი საქციელები გოგონას და უნდოდა, რაც პირველი მოხვდებოდა ხელში, ის ჩაერტყა, რაღაც დაეშავებინა, თორემ უკვე ატყობდა, მისი ნერვები ვერ გაუძლებდა და ბოლოს რამე ისეთ ჩაიდენდა, რითაც თავს შეირცხვენდა, სამაგიეროდ, სანდროს ვერ დააკლებდა ვერაფერს, რადგან კაცს ეტყობოდა, თუ, როგორი რკინის ნერვებით იყო დაფარული. – შემეშვი, სანდრო! – ცოტა ხმამაღლა მოუვიდა წამოძახილი, მაგრამ რა ქნას, ვეღარ მოთოკა ნერვები გოგონამ. უბრალოდ, აუტანელი და შეურაცხმყოფელი იყო ანაბელისთვის მსგავსი რეპლიკების მოსმენა, მით უმეტეს, როცა მისკენ იყო მიმართული ასეთი უმსგავსი საქციელი. – ჯერ მთხოვე. – მაცდურად გადახედა გოგონას და იმის გამო, რომ არ უნდოდა ძალიან დაეფრთხო, გვერდზე გაიწიე. – გთხოვო? ზედმეტები ხომ არ მოგდის? – წარბ აწეულმა გადახედა ირონიის მეფეს და თავი დამნაშავესავით გადააქნ–გადმოაქნია რამდენჯერმე მონოტორულად. – ჩემი ბრალია, არ უნდა გამოვყოლოდი დღეს ლიზას ამ კაფეში და ხომ ვეღარ გნახავდი, არა? – სასოწარკვეთილმა შეხედა ბიჭს, რომელიც ცოტაც იყო და გაიხეოდა სიცილისაგან. – ნუ დამცინი! – გაცხარდა უარესაც ანაბელი და მკლავზე ხელი ოდნავ მისცხო. – კარგი, ვსიო, მოვრჩი. ამჯერად აღარაფერს ვიტყვი, ოღონდ ამჯერად, იცოდე. – საჩვენებელი თითი ნიკაპის ქვეშ საყვარლად ამოკრა და ასევე თვალის მომჭრელად და უ’საყვარლესად გაუღიმა. – რა თავხედი ხარ, ღმერთო ჩემო, სიტყვები არ მყოფნის! – სიბრაზისაგან ალი აუვიდა გოგონას. არა, მართლოა რა ძალიან თავხედია? უყურებს, როგორ ბრაზდება ანაბელი, მაგრამ მაინც იღიმის, თან დრო და დრო, უფრო ფართოდ. ,,მგონი დებილია!’’ – გაიფიქრა ანაბელმა და ლიზას ,,მიშველეს’’ მზერით გადახედა. ისიც, რა თქმა უნდა, უცბა მიხვდა და ფეხზე წამოდგა. – ცოტნე, გამატარე! – ,,ვერა და ვერ’’ რომ მოიფიქრა ბიჭმა ადგომა და ლიზას გატარება, გაბრაზებულმა უთხრა. – ერთნაირი ხისთავიანები ხართ ორივე ბიძაშვილი და არ თქვათ, არაო! – ჯერ სანდროს გადახედა, მერე ცოტნეს, სულ ბოლოს კი აჭარხლებულ ანაბელს. რატომღაც, არავინ არ იმჩნევდა, თვით ცოტნეც კი, მის გვერდზე მჯომ შეყვარებულს და სიმართლე გითხრათ, ძალიანაც სიამოვნებდა ლიზას ეს ყოველივე. – ვინ ამბობს, არაო? – სერიოზულად გადახედა ცოტნემ ასევე სერიოზული გამომეტყველებით მჯდომ სანდროს. – ვამბობთ? – სანდრომ თავი აქეთ–იქით უარყოფის ნიშნად გადააქნია, რამდენიმე წამში კი ხმამაღლა ახარხარდა ორივე, მალე კი გოგონებიც მიყვნენ. – კარგი, ახლა გამატარე. – თვალები დაუქაჩა ლიზამ და მაშინვე დაემორჩილა ცოტნეც. – კარგად ბიჭებო. – ორივე გადაკოცნა, ისე, თითქოს არაფერი ყოფილიყო ისეთი, არადა ცოტნეს შეხებამ, სადღაც სხვაგან, სხვა პლანეტაზე გადაისროლა წამებით. – ნახვამდის. – ჯერ ცოტნე გადაკოცნა ანაბელმა, შემდეგ კი სანდროსთან მივიდა და ის–ის იყო უნდა ეკოცნა, ბიჭმა ლოყა გაწია, კიდე მიიწია ანაბელი, მაგრამ მაინც უცვლელ პოზიციაში იყო სანდრო. – თუ არც, რა! – გაბრაზდა ანაბელი, მაგრამ მაშინვე ჩაავლო ბიჭმა ხელი მაჟაში და ხმაურით, ტკბილად და რაღაცნაირად, ნელა აკოცა. – ახლა, შეგიძლია წახვიდე. – გაუღიმა და სავარძელზე დაიკავა ადგილი. *** ძალიან მწყინს კომენტარებს რომ არ წერთ... 1100 სიტყვაზე მეტი ვერ დავწერე, ჩემი სტიმულები სად ხართ? გამოჩნდით, რა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.